შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოტარის სინდრომი (თავი 1) სრულად!


3-04-2020, 00:26
ავტორი Mary Drey
ნანახია 9 223

თავი 1
„Don't forget to smile“- the joker

ცარიელი ვარ...
გახუნებული...
გახრწნილი....
მკვდარი...
ცხოვრებამ სასიკვდილო იარები მარგუნა და ეკლიან მიწაზე სული ამომადენინა.
ასე მგონია გამომშრალი ვარ. ყოველგვარი ემოციის გარეშე მყოფი.
სახლი არეულია...
ყველაფერი ძირს ყრია...
მეც ლეშის სუნი ამდის...
თუმცა ამ ვითარებიდან თავის დაღწევა, არც გამომდის.



***
„სამყაროში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ლეშია, რომლებიც გზააბნეულნი დაეხეტებიან და ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მათ დაკარგეს სული, რომლებიც იტანჯებიან ამ მიწიერ სამყოფელში გატარებული არსებული წამებით...“- თქვა ერთხელ აგნესამ, ერთ-ერთი ფსიქოლოგიური სეანსის დროს.
აგნესა გრევისი განათლებული ქალი იყო, რომელსაც სავსე შავი თვალები, წვრილი, გამოყვანილი წელი, შეწითლებული ლოყები და მიმზიდველი იერი ჰქონდა. მისი ცხოვრება მრავალი დაბრკოლებით იყო სავსე, რომლის გაკვალვა ადვილი როდი იყო, პირიქით... ყოველ ჯერზე უწევდა, ცხოვრების ავბედითობისთვის თვალის გასწორება. შეგრძნება იმის, რისი გემოც არ უნდა გაესინჯა.
ხშირად უყურებს თავის ათრთოლებულ ბაგეებს სარკის ანარეკლში. უყურებს და არ სჯერა... ვერ იაზრებს, რომ ის ისაა. ამდენად მხდალი, განადგურებული, უმწეო. რამდენჯერაც თვალებს ხუჭავს, იმდენჯერვე წარსული ჩრდილავს რეალობას და თავისკენ გაბრუებულ მდგომარეობაში ქაჩავს... ისე თითქოს ეს მტკივნეული არ ყოფილიყოს.
გამოღვიძება მტკივნეულია, აგნესასთვის, მაგრამ იმაზე მწარე არა, როგორიც გვამად ყოფნაა.

- ისევ ფიქრობთ, რომ ცოცხალი აღარ ხართ?- დაუსვა ექიმმა დანტემ, აგნესას კითხვა, რომელიც საქმიანი მზერით ათვალიერებდა გოგონას, სუსტ სახეს.
- ნუთუ თქვენ თვითონ ვერ ხედავთ.... აი, ჩამხედეთ... ჩამხედე ამ გახრწნილ სულში. აქ არაფერია, რადგან მიწაში გაიხრწნა. ეს მხოლოდ მირაჟია. საკუთარი სხეულის ირონიული მირაჟი.
- რატომ სცადე, აგნეს თვითმკვლელობა?
- ჩემი უსარგებლო ჭურვისგან თავის დაღწევის მიზნით.- რთულად აღმოთქვა მან.- ჩემი სული განთავისუფლებას ვერ პოვებს, რადგან აქაა ჩაკეტილი. იცი, დანტე? გუშინ ყველა ამბობდა, რომ გარეთ გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა, თუმცა ჩემს სახის ნაკვთებს არ ეხებოდა, ამ კლდევამოსილი, პრანჭია სეზონის ამბორი... ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, დანტე. ირონიული სპექტაკლი.


აგნესის ოთახიდან გახრწნილი სხეულის სუნი გამოდიოდა, რომელიც სქელ კედლებსაც აღწევდა და გამვლელებს სულშიც ხელებს უფათურებდა. ექიმი დანტე რამდენჯერაც ჰიგიენის დაცვას სთხოვდა, აგნესს იმდენჯერ შემდეგი სიტყვებით ისტუმრებდა უკან.
- მკვდარს გალამაზება არ სჭირდება, ექიმო. მე ისედაც გარდავიცვალე... ასე, რომ გთხოვთ... მარტო დამტოვეთ, ჩემს დამპალ ნაჭუჭში.


აგნესს წერა უყვარდა. სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც იგი უკვალოდ იკარგებოდა თავის შექმნილ სამყაროში, სადაც თვითონ იყო ღმერთი... სადაც გრძნობდა ერთადერთ დამაკავშირებელ ძაფს, რეალობასთან.
დანტე, თავისი სახლის მისაღებ ოთახში ზის.
ხელში სიგარეტის ღერი აქვს შეზრდილი და ფიქრებს მისცემოდა.
მასზე ვერ იტყოდი შეუხედავიაო, თუმცა ვერც სიმპატიურის თქმას გაბედავდით. ღრმა შავ თვალებში, შიგადაშიგ შიში აუკიაფდებოდა ხოლმე, რომელიც სხეულს ელექტროდენს დაუშენდა და თავს თავისი შეუცნობელი მორევისკენ იტაცებდა.
აგნესი დანტესთვის გამორჩეული პაციენტი იყო...ალბათ იმიტომაც, რომ ეს ქალი საშინელი კოტარის სინდრომით იტანჯებოდა, რომლის დაავადების შემთხვევაც საკმაოდ იშვიათობა იყო მსოფლიოში.
დანტე ერთ ხანს ჩაფიქრებულია აგნესზე. თვალწინ უდგება მისი ჩამქვრალი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი თვალები, რომელშიც სულშიჩამფრენი შიში იკითხებოდა.
დანტეს აგნესის ჩანახატი ახსენდება. ვინ იცის მერამდენეჯერ კითხულობს ამ ნაწარმოებს, თუმცა ვერ ჩერდება. სურს, ქალის თითოეულ პასუხში იპოვოს პასუხგაუცემელი კითხვები.
„ უცნაურია, მაგრამ ის ადგილები ენატრებოდა სადაც არც არასოდეს ყოფილა
ცივა... ჰაერის ნაკადი ელამუნება, ჩემს შინაგან სამყაროს და სრულ ალიაქოთს ტოვებს...
ცივა... და ეს სუსხი მიჯდება... თითქოს შიგნიდან მსპობს... თითქოს მფიტავს... თითქოს გვამივით მიწაზე მაგდებს...
სამყარო ნელ-ნელა სისასტიკის ფერებში ეხვევა, თუმცა არ ვნებდები... მაინც განვაგრძობ, ყოველდღიურ ყოფას და ტანჯულ ზეცაზე ნათელ სხივის ამოკითხვას... ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ... ვცდილობ, თუმცა თან ვერ...
რთულია თავი არ შეაფარო ოცნების კოშკებს... რთულია სურვილი არ გაგაჩნდეს ამქვეყნიური მარადისობიდან გაქრობისა და უსასრულობის ფარფატა, ფარატინა ფურცლებში გადატყორცნა.
ჩემს ოცნების ქალაქში ჟრიამული იყო... ჟრიამული, რომელიც რეალურ წუთისოფელს ასე ძლიერ აკლდა... სწორედ ეს გახდა მიზეზი, ჩემი მანდ შეკედლებისა.
სამოთხეს გარს ეკვრის უზარმაზარი ტბა, რომლის შეხებისას, იმ ყინულოვან აიზბერგს მოგაგონებდათ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ულევი სიცივითაა აღსავსე...
მიკვირს... ძლიერ მიკვირს, როგორ ახერხებენ მასში მოელვარე თევზები სიცოცხლის ნაპერწკლის შენარჩუნებას.
მიკვირს... მიკვირს, თუმცა გაოცება იმდენია, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ ვემსგავსებოდი, მე მას... თევზს... ყვითელ თევზს... რომელიც ყინულოვან ტბაში დაფარფატებდა... დაფარფატებდა, ისე როგორც ცაში გამოსახული ფიფქინა, ქუფრივით თეთრი ღრუბლის ნაჭერი.
მცივა... მცივა, თუმცა ისე არა, რომ შინაგანი გულისტკივილი გაეყინა...
მცივა... მცივა და ამავდროულად მთელი კანის ცეცხლში გახვევის შეგრძნებას ვგრძნობ....
ყინულად ვიქეცი... იმ ყუნულს, რომელიც ეულადაა დარჩენილი სასოწარკვეთილ სამყაროზე... ჩემი ემოცია ზღვაში წვეთი აღმოჩნდა, რომ მთლიანად გაეღვიძებინა, მივიწყებული გრძნობა...
გრძნობა, რომელიც შენი დაკარგვით იქნა გამოწვეული...
ყელში ჯავრი მაწვება და ოხ, როგორ მინდა მთელ სამყაროს გავაგებინო, ჩემში აღბეჭდილი მწვავე დაღი...
ადამიანი, მხოლოდ მაშინ აფარებს ოცნების მორევს თავს, როდესაც წუთიერ სამყოფელში სამართალს ვერ პოვებს...
მხოლოდ მაშინ წყდება შეზრდილ, ტანჯულ მიწას, როდესაც ფსიქოლოგიური, ცხოვრებისეული დაღი აქვს დასმული... !
იქნებ... იქნებ არსებობდეს ასეთი ქალაქი, ამ შეუცნობელ სამყაროში...
იქნებ... იქნებ რეალობად იქცეს, ჩემი შინაგანი გულის წადილი.
შევეხო თევზის ლაპლაპა ფერფლს და მეც მისად გადავიქცე...
ერთიანად გავქრე და წყლის წვეთებთან ერთად გავიზიარო უმეცრობით აღსავსე ფილტვი....
უცნაურია, მაგრამ სწორედ ის ადგილი მენატრება, სადაც არასდროს ვყოფილვარ.
***
კადრები იცვლება... ნებით თუ უნებლიედ, თავისით გადავედი ახალ განზომილებაში და ერთიანად გამოისახა მწვანე ბუნება... ვამსგავსებდი სამოთხის კუნძულს, სადაც სიმშვიდის სურნელი იმდენად მკვეთრად ეცემოდა, ჩემს სასუნთქ სისტემას, რომ ერთიანად ნეტარებას განვიცდიდი....
ირგვლივ სიწყნარეა.... ისევე, როგორც სამოთხეში არსებული ედემის ბაღი...
ჩემს წინ მრავალსაუკუნოვანი კლდეებია, რომლებიც სულში მიძვრებიან და ჩემს წამოძახილს ექოდ ექომაგებიან.
- გტკივა... ? ამ სამყაროში ყველას სტკივა... გაუძელი... მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სულისკვეთების პიროვნება, თუ შეძლებს ამ დაღისგან თავის დახსნას... მისია შენია... შენია მისია, რომ გზა იპოვო ხსნილამდე...
უცნაურია... უცნაური სულის პატრონი ხარ, ნიტა... სწორედ ის ადგილები გენატრება, სადაც არასდროს ყოფილხარ. - მითხრა ერთ-ერთმა უზარმაზარმა კლდემ, რომელსაც სხვები, ყრუდ გამოესარჩლნენ...
რაღა დამრჩენია.... ვცდილობ ამოვიცნო ბებერი კლდის ძახილი, რომელიც ჩემი ილუზიის ნაყოფია.... თუმცა ამ ყოველივეს, ძალიან ძლიერი რეალობის ხიბლი დაჰკრავს....
იქნებ სიმართლეა?... იქნებ შევძლო და დავუკავშირდე ცხოვრება ნათელს... იქნებ დროა თვალებში ჩავხედო, ყოველგვარ ტკივილს.... იქნებ დროა, უბრალოდ ფეხზე დავდგე, რეალურ სამყაროში....
უცბათ ხმა გაისმა... თითქოს ჩაახრჩო, ჩემი შინაგანი ტკივილი და უკუაგდო არსებული ფიქრები.... ფიქრები, რომელიც ცდილობდა დაკავშირებოდა რეალობას....
ერთიანად სასიამოვნო ხმა გავიგე.... თითქოს ფუტკრებმა თავისი ტკბილი თაფლი, მომისვეს სასმენ ორგანოზე.... მისი ტემბრი იმდენად მძიმე იყო და ამავდროულად მსუბუქი....
- გახსოვარ?.... ნუთუ ადე მალე მიცა, შენში დავიწყების ფერებს? ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა, ოქროსფერი მოელვარე თევზი....
- შენ აქ ხარ.... ისევ არ მტოვებ.... ერთადერთი ხარ, რომელიც ოცნების მორევში შვებას მაპოვნინებს.... - ღრმად ამოვისუნთქე.... თითქოს ამ ამოტყორცნილ ჰაერის ნაკადში ჩავაქსოვე, ყოველივე ტვირთი...
- ეჰ, ნიტა.... მე შენს რეალობაშიც ვარ, თუმცა ჩემი წამოძახილი, მხოლოდ აქ.... ჩემთან არის.... სამოთხის კარებში, რეალური დარაბების მიღმა....
ძლიერ შემიყვარდი.... ამ წლებია განმავლობაში, შენით ვაგრძელებდი წუთიერ ცხოვრებას, თუმცა... მე ოქროს თევზი ვარ... მოკვდავი, ისევე როგორც შენ, თუმცა მე უფალმა უფრო ადრე დამაკავშირა, სამსჯავლოს სასწორზე მისვლას....
გახსოვდეს.... იპოვე წერტილი, შენს რეალურ ცხოვრებაში.... იპოვე ტბა, რომელშიც ჩემს ძმებს ჩახედავ თვალებში და იქნებ, მის ანარეკლში ჩემი ხმა მოელამუნოს, შენს სულიერ სავანეს....
მიყვარხარ.... მიყვარდი და მეყვარები, ეს ის სამი სიტყვაა, რომელიც წარსულს, აწმყოსა და რეალობას იტევს.... - ოქროს თევზმა თავისი სათქმელი დაასრულა, ხოლო შემდგომ მჭიდროდ მომეკრო და ჩემს წითელ ბაგეებს დაემონა.... დაემონა, როგორც ლომი თაცის მსხვერპლს. მისი ტუჩები კი, იმაზე სასიამოვნო იყო, ვიდრე სხვა რიგითი პიროვნებისა....
უცბად კი ტკივილი ვიგრძენი.... ტკივილი, რომელიც თან ახლდა ვნება.... ოქროს თევში საყლაპავ მილში ჩამიძვრა და შიგ, ჩემს მეობის მმართველად მომევლინა.
***
ვერ გავაცნობიერე, როდის დავუბრუნდი აწმყოს და ვუკუაგდე ოქროსფერ თევზთან არსებული ოცნება.... თვალებგახელილმა კვლავ ვცადე, მის ზღურბლში ჩაძრომა, თუმცა უშედეგოდ...
ოცნება გაქრა.... გაქრა, როგორც ხელისგულზე ჩამოვარდნილი პაწია თოვლის ფიფქი....
თუმცა ტანში გამცრა.... გრძნობა მეუფლებოდა იმისა, რომ ჩემში რაღაც დაცურავდა.... რაღაც ან ვიღაც....
დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, ამ ყოველივეს მისახვედრად....
ის იყო... ოქროსფერი თევზი, სამოთხის კარიბჭიდან!
***
უცნაურია..
უცნაურია, მაგრამ ის ადგილები კვლავ მენატრება, სადაც რეალურად არასდროს ვყოფილვარ....
უცნაურია....
უცნაურია, მაგრამ კვლავ მსურს ოცნების მორევში, ოქროს თევზთან ერთად ცხოვრება....
თუმცა ეს ყოველივე არარეალურია... ყველაფერი ერთი დიდი ფანტაზიის ნაყოფი.
მაგრამ იმედით ვივსები.... მსურს რეალობაში ვიპოვო „სამოთხის კარი“ და თვალებში ჩავხედო, მის ანარეკლს!
და იქებ.... ფეხი დავადგა იმ სამყაროში, სადაც ფაქტობრივად არც არასდროს ვყოფილვარ... მხოლოდ ოცნებაში ვეხებოდი, ვუერთდებოდი მას."



№1 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი...

მარიამ..........
ასეთი ღრმა აზროვნება და იდეალური წერის სტილი საიდან? scream
არ მეგონა მსგავსს ფსიქოლოგიურ სიუჟეტს თუ შეეჭიდებოდი!
ღმერთო, ეს ისტორია ხომ უიშვიათესი ფსიქოლოგიური დაავადების, კოტარის სინდრომზეა!!! scream heart_eyes
უკვე შემიყვარდა.
მომწონს...
ველოდები ახალ თავს!

 


№2  offline მოდერი Mary Drey

შენი მფარველი ანგელოზი...
მარიამ..........
ასეთი ღრმა აზროვნება და იდეალური წერის სტილი საიდან? scream
არ მეგონა მსგავსს ფსიქოლოგიურ სიუჟეტს თუ შეეჭიდებოდი!
ღმერთო, ეს ისტორია ხომ უიშვიათესი ფსიქოლოგიური დაავადების, კოტარის სინდრომზეა!!! scream heart_eyes
უკვე შემიყვარდა.
მომწონს...
ველოდები ახალ თავს!



ვაიმე.... უღრმესი მადლობა.... heart_eyes მიხარია ... თუმცა რატომღაც არა მგონია მსგავსი ტიპის ნაწარმოები ბევრს მოსწონდეს :/

 


№3 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი...

Natsrisferi_grdznobebi
შენი მფარველი ანგელოზი...
მარიამ..........
ასეთი ღრმა აზროვნება და იდეალური წერის სტილი საიდან? scream
არ მეგონა მსგავსს ფსიქოლოგიურ სიუჟეტს თუ შეეჭიდებოდი!
ღმერთო, ეს ისტორია ხომ უიშვიათესი ფსიქოლოგიური დაავადების, კოტარის სინდრომზეა!!! scream heart_eyes
უკვე შემიყვარდა.
მომწონს...
ველოდები ახალ თავს!



ვაიმე.... უღრმესი მადლობა.... heart_eyes მიხარია ... თუმცა რატომღაც არა მგონია მსგავსი ტიპის ნაწარმოები ბევრს მოსწონდეს :/




აბა, გაცვეთილი სიყვარულის ისტორიები რა მოსატანია? განვითარება თუ სურტ უფრო უნდა დახვეწონ კითხვის კულტურა smile

scream
მაკვირვებ, ჯადოქარო მარიამ! flushed heart_eyes

ძალიან მომწონს... ძალიან, მარიამ! heart_eyes

მომეწონა ჩემო მარიამ.
ველი ახალ თავს

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

მეტისმეტად სერიოზულ თემას შეეჭიდე. ხაზს ვუსვამ - მეტისმეტად. თუ მზად არ ხარ, საშინელებაა.
ფსიქიკურ აშლილობებთან შეხება მაქვს. მათთან პირადი კავშირი მღრღნის.
არ ვიცი, შენ რამდენად გაქვს მათთან შეხება, მაგრამ ფრთხილად იყავი.
მე, როგორც მკითხველი და ოთხი აშლილობის მქონე, არ გაპატიებ შეცდომას.
კოტარის ბოდვაზე წერა ურთულესია. ძალიან დიდი ხანი უნდა იჯდე სამედიცინი ლიტერატურასთან, რომ ამოიღო და ფურცელს მიაბარო ის ემოციები, რასაც კოტარის სინდრომით/ბოდვით დაავადებულ ადამიანებს აქვთ.
კომენტარს აღარ დაგიწერ, სანამ არ დაასრულებ.
ერთიანად წავიკითხავ და დეტალურად განვიხილავ ყველაფერს, გპირდები.

 


№5  offline მოდერი Mary Drey

Catherine Di Perso
მეტისმეტად სერიოზულ თემას შეეჭიდე. ხაზს ვუსვამ - მეტისმეტად. თუ მზად არ ხარ, საშინელებაა.
ფსიქიკურ აშლილობებთან შეხება მაქვს. მათთან პირადი კავშირი მღრღნის.
არ ვიცი, შენ რამდენად გაქვს მათთან შეხება, მაგრამ ფრთხილად იყავი.
მე, როგორც მკითხველი და ოთხი აშლილობის მქონე, არ გაპატიებ შეცდომას.
კოტარის ბოდვაზე წერა ურთულესია. ძალიან დიდი ხანი უნდა იჯდე სამედიცინი ლიტერატურასთან, რომ ამოიღო და ფურცელს მიაბარო ის ემოციები, რასაც კოტარის სინდრომით/ბოდვით დაავადებულ ადამიანებს აქვთ.
კომენტარს აღარ დაგიწერ, სანამ არ დაასრულებ.
ერთიანად წავიკითხავ და დეტალურად განვიხილავ ყველაფერს, გპირდები.



მადლობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი გამოვა როგორიც უნდა იყოს. heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი კატო

კოტარის სინდრომიო? scream innocent
მარიამ, შენ უკვე აღარ ხუმრობ, საყვარელო.
ველოდები ახალ თავს! heart_eyes

 


№7  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი კატო
კოტარის სინდრომიო? scream innocent
მარიამ, შენ უკვე აღარ ხუმრობ, საყვარელო.
ველოდები ახალ თავს! heart_eyes



მადლობა, კატო.
თუმცა არა მგონია ახალი თავი დავდო. როცა მორვრჩები მაშინ დავდებ სრულად. ასე სჯობს, რომ უკეთ გაიგოთ. heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი ბარბარე

მომწონს ასეთ თემაზე დაწერილი რამეების კითხვა და ფიქრი.მომეწონაძალიან.ველოდები გაგრძელებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent