გააღვიძე შენში ჩათლახური ქვეცნობიერი(თავი 2)
•პირველ რიგში, ბოდიშით მეგობრებო რომ ამხელა აინტერვალის შემდეგ მომიწია ჯერ მხოლოდ მეორე თავის დადება. ისიამოვნეთ• გააღვიძე შენში ჩათლახური ქვეცნობიერი 2 *დათას ველაპრაკებოდი ეზოდან რომ მომესმა ნაცნობი ხმა... აივნიდან გადავიხედე და ვხედავ ჩოხაში გამოწყობილ, მარცხენა ხ1ელში ფიალით მდგარ გიგას რომლის გვერდზეც გარმონით ხელში მისი განუყრელი რიჟიკა ძმაკაცი დგას. სწრაფად გავუთიშე დათას ტელეგონი და გონებაში დავსახე გეგმა როგორ გამეყვანა ის იმბეცილი იქიდაც ისე რომ აურზაური არ გამოეწვია. ის ისააა გარეთ გასვლას ვაპირებ რომ მამაჩემის ხმა მესმის -რა ხდება? რა ხმაა ლიზიკო? -რავივი მგონი მთვრალი ქუჩის მუსიკოსები არიან და სანამ დოდო მოაყომარებს ჯობია მე ჩავიდე -სად მიდიხარ, დაეტიე მანდ მე ჩავალ -ხო კაი-წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა.სწრფად შევვარდი ოთახში და დათას დავურეკე -ლიზი რა ხდება?-ღრიალებს ტელეფონში -რახდება და გიგა და მისი ძმაკაცია მოსული სერენადას მღერიან და მამაჩემი ჩავიდა გასარკვევად -ფუ მაგის პ*რში შე*ეცი! რა ჩემი *ლე უნდა მაგ ს*რს! მერამდენედ უნდა მაცემინოს თავი. გურამიშვილზე ვარ და მოვალ 5 წუთში -რაა? სას მოდიხარ? მამაჩემმა რო შენ დაგინახოოს.....არა პრინციპშიი შენთან კარგადააა.. -ჩავიდა უკვე მამაჩენი ეზოში? -არა იცვამს და ჩავა მალე -კაი მაგას მე მოვაგვარებ -რას მოაგვარებ?-ტელეფონს მითიშავს. 5 წუთი ლოდინში გავიდა.ქვევიდნა კი რუსული სერენადის ჰანგები ისმოდა. საშიშროების მოლოდინში გული ზედმეტად ამჩქარებოდა. უკვე გველივით ვგრძნობ საფრთხეს რომელსაც დოდო წარმოადგენდა. აივნიდან ვიხედები და ჰოი საოცრებავ! ნეტავ არ გადამეხედა! ქალბატონი დოდო ხალათში# გამოწყობილი დგას.ის ქუდი აზურავს მულტფილბესჰი როა გრძელები, ღამის ქუდები. ხელში ვრდისფერი იატაკის საწმენდი ჯოხი უჭირავს და აფთარივით უყურებ ამ ორ საცოდავ ყმაწვილს.მის გვერდით კი დათა დგას წარბშეკრული თუნცა დოდოს წყევლას რომ ისმენს ცოტა ეცინება კიდეც. -შენი ენა და ფანტაზია ვრეცხე მეე ნიორწყალში შენ მამაძაღლო,უზრდელო ბიჭო.რაღა დროის სერენადებია მაინც ოხრებო,ისედაც ძლივს მძინავს, ჩამთვლიმა და შენმა მოსასპობმა და არ გასაჩერებელმა გარმონმა დამირღვია ძილი. სმენადაძაბული ვცდილობდი რაიმე დამეჭირა, მაგრამ არაფერი მესმოდა. საბოლოოდ კი ის დასკვნა გამოვიტანე რომ, დათამ დოდო დაამშვიდა, გიგა და მისი ძმაკაცი კი ეზოდან გადიოდნენ. ჯერ კიდევ ჩემი ცნობისმოყვარე ეგოს დაკმაყოფილებას ვცდილობდი მამაჩემი რომ გამახსენდა, სასწრაფოდ გავვარდი მეორე ოთახში და უკვე კარის სახელურზე ხელჩაჭიდებულ მამაჩემს ვუთხარი -მაა აღარაა ქვევით ჩასვლა საჭირო, დოდომ გაყარა და უკვე თვითონაც სახლში ავიდა -ასე მალე? -ხოიცი არა დოდოს ამბავი, რა გიკვირს? -ნუ რა უბედურებაა რა, რომელი საათია..საერთოდ აღარ აქვთ ახალგაზრდებს მორიდება -საათი და ახალგაზრდები კიარა რომელი წელია მამა....ოთხმოცდაათიანების მერე ასეთ რამეებს კიდევ აკეთებენ? -ეჰჰ რავიცი შვილო... რას გაუგებ ამ ხალხს... მამაჩემმა ერთი ამოიხვნეშა და ისევ ოთახში შებრუნდა. იმ მომენტში როცა მეგონა რომ სიტუაცია დამშვიდდა, ხელში საგულდაგულოდ ჩაბღაუჭებული ტელეფონიდან ვიბრაცია ვიგრძენი..დავხედე და დათას ესემესი დამხვდა- ' აივნის კარები გამიღე'. სიმშვიდეო ვამბობდი ხომ? სწრაფად შევირბინე ოთახში და აივნის კარი გავაღე სადაც გაკრეჭილი დათა დამხვდა -აქ რას აკეთებ??? ვინმემ რო დაგინახოს ან რამე გაიგოს? -ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, კარები გადაკეტე.... შემომიშვი რანაირი მასპინძელი ხარ? -საერთოდ მასპინძლები სტუმრებს შემოსასვლელი კარიდან იღებენ...ან როგორ ამოძვერი? -წინა ცხოვრებაში ჩილავეკ პაუკი ვიყავი -შუტკებს თლი და ჭერში აწყობ....ვაბშე მეშუტკავება ახლა მე? -კაი ნუ იძაბები..რაიყო... მომენატრე ტოოო..... სწრაფად მივედი კარებთან და გადავკეტე, ფანჯრებსაც მივწვდი და სქელი ფარდები გადავაფარე -კაი რაიყო, ფანჯრებთან რაღა გინდოდა?-ამ დროს უკვე ნერვებმა მიმტყუნა, უკვე ყვირილს ვაპირებდი თუმცა თავი შევიკავე რადგან მივხდი რომ მეყვირა მშობლები შემომივარდებოდნენ.ამიტომ უფრო პროვოკაციული რაღაცის თქმა გადავწყვიტე. რაღაცნაირი თვალებით შევაცქერდი და ვუთხარი -ფანჯრებს რას ვერჩოდი და....არ მინდოდა ჩემს მეზობელ ბიჭუნას ეეჭვიანა.- აშკარად იმოქმედა ჩემმა ნათქვამმა, მისი მძიმე სუნთქვიდან თუ ვიმსჯელებთ, სიბნელის გამო კი მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი. -ვინ ბიჭი გოგო? -რა ვინ ბიჭი არ გახსოვს? ხო გეუბნებოდი გვერდზე კორპუსიდან ვიღაც ბიჭი იყურება ჩემი აივნისკენთქო -მოიცა და ხო მითხარი ეგ გადავიდააო? -უი გადავიდაო გითხარი? -ლიზი ნერვებზე ნუ თამაშობ -ააააა ანუ ლიზი? -ახსნა განმარტებას ველოდები -არაფრის ახსნას არ ვაპირებ, შეგიძლია ჩაბრუნდე პირველ სართულზე, ისევე როგორც ამოხვედი.- მივბრუნდი და საწოლში შევწექი გაბუტული. შემდეგ დათას ამოხვნეშების ხმა გავიგე, აივნის კარის ხმაც მოყვა მას და უკვე ლამის იყო ცრემლები უნდა წამსკდომოდა საწოლი რომ შეირხა. სწრაფად გადავბრუნდი და გაოცებისგან პირი გავაღე -შენ რა.... -ჩშ....ახსნა საჭირო აღარაა...ყველაფერი ისედაც გასაგებია -და რა არის გასაგები? -ის რომ...იტყუები და ის ბიჭი გადასულია სახლიდან. -დათააა.....-ვთქვი და ჩავეხუტე -დამღლელი დღე გქონდა? -ჩვეულებრივი დღე მქონდა თუ ბოლო ერთ საათს არ ჩავთვლით.. -ეგ არაფერი..დაიკიდე,ვითო არც ყოფილა. -შენ როგორი დღე გქონდა? -ნუუ მშვენიალური თუ ერთ-ორ გატეხილ ნეკნს, გახეთხილ ტუჩს და წარბს და რამდენიმე დაჟეჟილობას არ ჩავთვლით.. -მოიცა რაა?-დიდისამბით შევიცხადე და კიდევ დიდხანს ვაპირებდი შეცხადიების გაგრძელებას რომ არა ხმა რომელიც კარებს იქით გაისმა. ორივე გავშეშდით. დათამ ჩურჩული დაიწყო -რა ხდება? შენები არიან ნეტა? -წარმოდგენა არ მაქვს....- ნელა წამოვდექი და კარი ფრთხილად გავაღე, იქაურობა მოვათვალიერე და იქით დავიძარი საიდანაც ხმა მოდიოდა ანუ ახლოს მდებარე სამზარეულოსკენ, ნახევარი სიცოცხლე უკვე მარიოს დამწყები მოთამაშესავით მქონდა მილეული რომ მაგიდაზე წამოსკუპებული ღუღუ დავინახე, რომელიც თათს ილოკავდა ისეთი ' ამ ჩემ ფეხება' სახით, თითქოს ის არეულობა მისი მოწყობილი არ ყოფილიყო რომელიც სამზარეულოში დამხვდა. სიცილი ამიტყდა, რის გამოც დათაც დაინტერესდა და თავი გამოყო ოთახიდან.მშვიდობა რომ სუფევდა გვერდით ამომიდგა -ვაიმეე ღუღუ პირველად არ მომეშალა ნერვები შენს მოწყობილ აურზაურზე- სიცილი აგვიტყდა მე და დათას. რამდენიმე წამში კი ნაბიჯების ხმა გავიგეთ და ახლა აშკარად გვიახლოვდებოდა საფრთხე. პირველი რაც მოაფიქრდა ის გააკეთა დათამ და სამზარეულოს კრადაში შეძროა გადაწყვიტა. ღუღუც უკვე ჩამომხტარიყო მაგიდიდან და მოხდენილი ნაბიჯებით მიყვებოდა უკან. საცაა კარების დახურვას აპირებდა ღუღუ რომ გამოვიდა ასპარეზზე, დიდის ამბით გადაეწყვიტა კატას რომ აუცილებლად დათასთან ერთად უნდა შესულიყო კარადაში -რა ჩემი *.... გინდა..ფუ რა დავაი აქედან...დამანებე თავი... -ლიზი შენ ხარ? -ფუ ჩემი...მოდი აქ-ხელში აიყვანა დათამ ღუღუ და კარადაში მასთან ერთად შესვა -რახდება? -არაფერი დედა..წყლის დასალევად გამოვედი უბრალოდ-თვალები მოვიფშვნიტე და ნამძინარევი ხმით ამოვთქვი -აჰაამ..კი როგორ არა..გეტყობა-ეს თქვა და სამზარეულოს მაგიდას მოაგლო თვალი სადაც უამრავი თევზის ფორმის კრეკერი მიმოყრილიყო და იქვე ეკლერსაც მოწიწებით გაეღო პირი, თითქოს რაღაცას ამბობდა და ვერ დაამთავრა... -უიიჰ... ყოველთვის მჯეროდა სულების არსებობის -რა სულები გოგო რის სულები...რომელი საათია საერთოდ? გოგო ხარ თუ ბეჰემოტი? -ოოო დედა კაი რაა, ხო იცი არ მიყვარს ეს აღიარებები და ამბები -ჰო კაი კაი...წავედი და მალე დაწექი შენც. -აჰაამ..მასე ვიზამ- სამშვიდობოს მიღწეულს ლამის გამარჯვების დროშა უნდა ამეფრიალებინა უცებ კარადიდან ხმა მოისმა -'ბრახ' 'ბრუხ' 'პარამპამპამ' 'მიაუ'- და ბოლოს შეუმჩნევლად- ფუ შენი -რა იყო ეს ლიზი?-დედაჩემი ძლივს ოთახში შესული უკან მობრუნდა -აამ არაფერი დედა..ღუღუსაც დავუყარე საჭმელი, ხოიცი ამ ფეხმძიმობის დროს ამ დროს შივდება ხოლმე -ოჰჰ შენ ვისზე რას ამბობ, ერთი მაგ კატას აკლია გასუქება და მეორე შენ -ოოო დედაა, ხოიცი მე მსუქანი კიარა უბრალოდ......უბრალოდ....... ყველგან და ყოველთვის თ ვ ა ლ შ ი ს ა ც ე მ ი ვარ.-ამაზე არც თუ ისე შორიდან ფხუკუნის ხმა მოისმდა და უკვე დედაჩემიც სერიოზულად დაეჭვებული იყო. -კარგი და ეს რაღა იყო ელიზაბეთ? -რაა? რამე გაიგე? მე არაფერი აე გამიგია... -მორჩი!- დედა გააფთრებით იყურებოდა ყველა კუთხეში და რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა.ყველაფერი რომ შეამოწმა ბოლოს დოინჯშემორტყულმა აგრესიულად ამოიხვნეშა -სად იმალება? -ვინ სად იმალება დედა? რეებს ლაპარაკობ საერთოდ? -მორჩი უკვე ტყუილებს! ვინ გგონივარ? -კარგი რა დედა, რა ვინ მგონიხარ- თავის მართლება უნდა დამეწყო რაღაც სასტიკად აგრესიული თვალებით შეხედა სამზარეულოს კარადას. სულ ლიწინ-ლიწინით დახსნა ყველა სანამ ხელში არა ამ ქვეყნიურ ფორმაში მჯდომი დათა არ შერჩა რომელიც ცდილობდა როგორმე კატის კუდი მოეშორებინა თვალებიდან და საბოლოოდ როცა მოახერხა აბა გამოიცანით რა ხედი დაუდგა თვალწინ -დათა?! -უიჰჰჰ... ზდრასტი ნინო დეიდა.. რა საინტერესო ფორმის ქვაბები გაქვთ გავგიჟდი პირდაპირ.... ანტიკვარიატია? -რა ანტიკვარიატი...ბავშვებო თქვენ რა დამცინით? -არა დედა რა დაგცინით საიდან მოიტანე? -აბა გამაგებინეთ რა ჯანდაბას აკეთებთ თქვენ ორი -დამალობანას ვთამაშობდით უბრალოდ -მოვუგე ნინო დეიდა-აჟიტირებულმა უთხრა დათამ -მორჩით მაიმუნობას! -აუ კაი დე რაიყო, დათამ ჯოკერში წააგო და ეს დაავალეს ბიჭებმა... -რა რო დილის 5 საათზე ჩვენთან ამოსულიყო სახლში? -ამმმ...მთლად მასეც არა...აივნიდან უნდა ამოსულიყო -ღმერთო ჩემო! რამ გაგაგიჟათ?! -აუ დეე, დარჩეს დათა დღეს, ახლა სად გავუშვათ? -დარჩეს მერე კაცო რა პრობლემაა... გაუშალე დივანი -მართლა? ყველაზე საყვარელი დედიკო ხარ- აჟიტირებული გადავეხვიე და დათას საწოლის გამზადებას შევუდექი. ამასობაში დედაჩემი თავის ოთახში შებრუნდა დათა კიდე ღუღუს ეჭიდავებოდა -აუუუ მე შენთან ერთად მინდოდა დაძინება -საერთოდ ცოცხლები რომ გამოვძვერით ამ ამბიდან არ გიჯვირს? რა პრეტენზიებით მოძრაობ? -ოოოო-გაიბუსხა დათა -მიდი მიდი დაწექი, გვიანია უკვე მართლა...დავვათენდა თავზე-პატარასავით დავაწვინე საბანი გადავაფარე და ლოყაზე და შუბლზე ვაკოცე -აი ამ დაჟეჟილობებს და მაგათ მიზეზებს კი მერე განვიხილავთ-თვალი ჩავუკარი და ჩემს ოთახში შევბრუნდი. საწოლში კომფორტულად მოვკალათდი თუმცა დაძინება არ შემეძლო. რავალია დაძინება როცა შენი უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი შენს გვერდით ოთახში წევს. დიდი ხანი არ გაგრძელებულა ჩემი მოწყენილობა რადგან ტელეფონზე მესიჯი მომივიდა -'გძინავს?' -'კი' -'აბა გესიზმრები?' -'ერთი სიზმარშიღა მაკლიხარ და ეგაა' -'აუ მე მეგონა შენთან ერთად დავიძინებდი და ახლა იმედ გაცრუებული ვარ' -'არაუშავს...ჩვენს შორის მხოლოდ ერთი კედელია' -'სიყვარულის კედელი'- მის სიტყვებზე მეღიმება-' შენი ტყუილისთვის ხვალ მოვიფიქრებ სასჯელს' -'აამ...საერთოდაც....ეგ ბიჭი არ გადასულა ამ კორპუსიდან'- ეს გავაგზავნე და სასწრაფოდ გადავკეტე ოთახის კარები. შემდეგ უკან გამოვბრუნდი და ტკბილად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.