შეშლილი და მანიაკი (თავი მეორე)
თავი მეორე დღე მეორმოცე შეგრძნება -სად ხარ?! _ გამომძახა კივილით ტელეფონიდან -მოვდივარ, საცობში გავიჭედე_ვეცადე ტელეფონი კარგად მიმემაგრებინა ყურზე -მალე თუ არ მოხვალ ამათაც დავხოცავ და თავსაც მოვკლავ. -მშვიდად, 15 წუთში მანდ ვარ. მე და სოფიო სახლის მშენებლობას შევეჭიდეთ.თუმცა ჩემი სამსახურის გამო, მას უფრო ხშირად უწევდა მუშებთან კონტაქტი.ბოლო პეროდში საერთოდ მივატოვე. მამაჩემს დავყვებოდი ბალეტის სტუდიაში და სახლისთვის ვეღარ ვიცლიდი.რამდენიმეჯერ მამამაც მთხოვა ბალეტს დავბრუნებოდი მაგრამ ჩემი დრო უკვე წასული იყო. რთულია ტრავმირებულ ფეხით 24 წლის ასაკში სცნაზე დაბრუნება. ... სახლისკენ რომ გადავუხვიე, იქიდან მესმოდა სოფიოს კივილი. ცდილობდა მუშებისთვის რაღაც აეხსნა თუმცა უშედეგოდ. სოფიო თვითონ დიზაინერი იყო და მისი ტერმინები გაუგებარი ხდებოდა უბრალო მუშებისთვის. რამდენჯერმევცადე ეს მისთვის ამეხსნა თუმცა არაფერი გამოვიდა.ლამაზი შესახედი იყო, მინდოდა ცოტახანს ვმდგარიყავი და მეყურებინა თუმცა ვიცი რომ რაღაც საშინელებას ჩაიდენდა და მანქანიდან გადავედი.გრძელი წითური თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი. თხელი გაზაფხულივით ლამაზი კაბა ეცვა, ხელში ნახაზები კდევ უფრო საქმიან იერს სძენდა. -რა ხდება პატარავ?_თხელ წელზე მოვხვიე ხელი. -აუ ვერაფერს ვაგებინებ აღარ შემიძლია. მინდა რომ ჩვენ საძინებლის გვერდით პატარა ოთახი იყოს, გამავალი კარით. ესენი კიდე იძახიან რომ ორ კარს ვერ გაუკეთებენ, იმიტომ რომ ოთახს დააპატარავებს. -მოდი დაისვენე, ჩამოჯექი კარგი?! მომეცი ნახაზები, მიდი მანქანაში დამელოდე. .... ბალეტზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახს საკმარისი ფული არასდროს ექნებოდა. ჩემით ვვარჯიშობდი, უამრავ ილეთს ვსწავლობდი. შემდეგ ჩემი მეზობელი ბალერინა გავიცანი და ის მავარჯიშებდა. როცა 15 წლის გავხდი პირველი სამსახური დავიწყე და ფული მოვაგროვე. შემდეგ ის გავიცანი. ცნობილი ბალერონის შვილი.შემდეგ კი ჩემი ცხოვრება უფერული გახდა. სრულყოფილების იმ წერტილს მივაღწიე რომელსაც მინდოდა და ერთ ადგილას გავჩერდი.მანქანიდან ვუყურებ ჩემს ქმარს. წარმატებული მოცეკვავე ვარ, მალე ახალ სახლში გადავალ, შვილი მყავს. თითქოს ყვლაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო და ამ დროს ასე მგონია რომ არაფერი მაქვს.სულიერი სიცარიელე ყველაზე მძიმე გადასატანია ადამიანისთვის. -მორჩა მოვაგვარე. გვექნება ორი კარი პატარა ოთახში, უბრალოდ ვერ ვხვდები რად გინდა._მომაყარა კითხვები მანქანაში ჩაჯდომისტანავე. -მჭირდება. როცა გაკეთდება გაიგებ. მხრები აიჩეჩა მხოლოდ და მანქანა დაქოქა. -სად მივდივრათ ახლა?_ვკითხე ნახაზებში თავჩარგულმა. -მამას გავუაროთ სამსახურში და მერე ბავშვთან. ... სტუდიიდან ყველა წასული იყო, მხოლოდ მე და სიცარიელე. ყურსასმენებში სიმღერა ჩავრთე და მოთელვები დავიწყე. ვერც შევამჩნიე როგორ გადავედი ცეკვაზე, სანამ სიმღერა ბოლომდე არ ჩამთავრდა ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როდესაც ახალი მელოდია გავარდა ტვინში. გავჩერდი და ყურსასმენები ძირს დავყარე, მეც იქვე ჩავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ექოს ტაშის ხმა მოყვა -ბრავო_ გამოვიდა ტაშისკვრით ნიკოლასი._ნამდვილად გაოგნებული ვარ -ნუ მითვალთვალებ_წამოვდექი და მივუახლოვდი. -ასე გაღიზიანებს?_დამახასიათებელი ცინიზმი არ შორდებოდა ხმიდან, მაშინაც კი როდესაც მეხებოდა ვგრძNობდი რამხელა ცინიზმი ბუდობდა მასში. -შენ მაღიზიანებ, გამიშვი_ წელზე მოხვეული ხელი მოვიშორე და კულისებისკენ წავედი -სად მიდიხარ ქალბატონო? -უნდა გამოვიცვალო _ დავუძახე თითქმის გასახდელიდან. გასახდელის კართან დამხვდა სწორედ ისე როგორც ველოდი, შიგნით შემოსვლა აკრძალული ქონდა, ისიც კი მიკვირდა სტუდიაში როგორ ახერხებდა შემოპარვას. -დღეს ადრე უნდა დაგტოვო_მითხრა და სახე დამიჭირა -არ მიკვირს_ვეცადე მაქსიმალური ცინიზმი ჩამექსოვა მაგრამ არ გამოვიდა -თვალები ლიზა, თვალები გყიდის_შუბლზე მაკოცა და გაუჩინარდა. .. პარკინგზე რომ გავედი ნიკოლასის ჯიპი აღარ იდგა,მაგრამ დამწვარი საბურავის და საწვავის სუნი ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა.მანქანაში ჩავჯექი და ნიკოლასს დავურეკე, არ მიპასუხა. ცოტახანში შეტყობინება მომივიდა „ახლა არა პატარავ“ თითქმის არასდროს მპასუხობდა როცა არ უნდა დამერეკა, ყოველთვის მის ზარს ველოდებოდი,შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდებოდა ჩემს სახლში, პარკინგზე, სტუდიაში, კაფეში, ყველგან სადაც მივდიოდი. სახლში მივედი და პლედში გამოვეხვიე, აივანზე გადავდექი ცხელი ჩაით ხელში, ველოდებოდი ნიკოლასი თუ მოვიდოდა მაგრამ უშედეგოდ, იმ ღამეს არ გამოჩენილა, არც წერილი, არც ზარი, არანაირი მინიშნება არ მქონია. ადრე დავიძინე, იმის იმედით, რომ დილით გამოჩნდებოდა, თუმცა უშედეგოდ. მონატრებისგან მთელი ტანი მტკიოდა, სტუდიაში დავრეკე და რეპეტიციიდან დიდი ძალისხმევის შემდეგ დავეთხოვე, მთელი დღე აივანზე გავატარე სასმელით და სიგარეტით. ჩემს აივანს თავისი წესები ქონდა, სასმელი, ჩაი სიგარეტი და პლედი. სხვა არაფერი დაიშვებოდა, საკუთარი სიმყუდროვე მქონდა მოწყობილი, დედასგან მიჩვეული და ვერ ავიტანდი დამერღვია. თავი მეორე დღე ორმოცდამეერთე სიმართლე როდესაც თვრამეტი წლის გავხდი დედამ დამტოვა, მანამდე მეგობარმა, მანამდე მამამ.თუმცა დედაჩემის ისტორია ბევრად საშინელება იყო ვიდრე სხვა დანარჩენების. ჯერ კიდევ ვერ ვიხსენებ რა ხდებოდა იმ დღეს როდესაც გავიგე რომ ავარიის გამო აღარ იყო. მას შემდეგ მის დატოვებულ სახლში არავინ ყოფილა, საერთოდ არავინ, გარდა ნიკოლასისა. ერთადერთი ადამიანი ნიკოლასი იყო ვისთანას მყუდროდ ვგრძნობდი თავს და სწორედ ეს იყო მიზეზი , რომ ასე განვიცდიდი მის გაქრობას. არა, ნიკოლასი არ მიყვარდა, ამ ყველაფერს სიყვარულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ... გვიან ღამით კარზე გაუჩერებელმა კაკუნმა გამაღვიძა, საღამურის ამარა წამოვხტი და კარი გავაღე.. ფეხზე იდგა მეთქი ვერ ვიტყვი, უფრო კედელი იჭერდა. თითქმის გონის დაკარგვამდე მისული ნიკოლასი შიგნით შემოვიყვანე და ლოგინზე მივაწვინე, გაფართოებული თვალებით ამომხედა, ხელი მომკიდა და ინერციით იქვე ჩავჯექი. -მაპატიე_ ძლივს გავარჩიე ტუჩების მოძრაობა. -შენ ხომ დამპირდი,ხომ დამპირდი ?!_ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ვიცი რომ მის სინანულს უარესს ვუზამდი და ახლა ამის დრო არ იყო. მალევე მიეძინა, დიდხანს ვიყავით ასე, ნიკოლასი ჩემს ლოგინზე, მისი ხელი ჩემს მკლავზე, მე ლოგინდან დაჩოქილი. ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა, მინდოდა თვალის გახელისას იქ დავხვედროდი.. ალბათ რამდენიმე საათი გავიდა, არც კი ვიცი.ბოლოს გაიღვიძა, გაკვირვებული სახით მიყურებდა, აშკარად ბევრი რამე უკვირდა, ყველაზე მეტად ალბათ ის, რა უნდოდა ჩემ ოთახში. ხელი გავითავისუფლე, ხალათი მოვიხურე და სამზარეულოში გავედი. უკან გამომყვა, თუმცა ხმას არ ვცემდით ერთმანეთს, თხელი მაისური ეცვა, რომელზეც წვიმის და ტალახის კვალი ქონდა, ალბათ წაიქცა, სკამზე მისივე მიგდებული ჟაკეტი აიღო და მოიცვა, შემდეგ მოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა, ისე, ჩვენ მარტო რომ ვიცოდით.. -მაპატიე რა_ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო- ვიცი, მაგრამ მაინც მაპატიე. მოვტრიალდი და სახელო იდაყვამდე ავუწიე, ცოტახანს ვუყურე და ზიზღით მოვიშორე -შენ ხომ დამპირდი, ამიტომ იყავი გუშინ დაკარგული ხომ ასეა?! აი ამის გამო, წამლის გამო. ყველაფერს აფუჭებ, მე დახმარება გთხოვე და შენ დამპირდი.. ამ კვირის მანძილზე მესამე შემთხვევაა, იმის მერე რაც დამპირდი მესამეჯერ მომექეცი ასე_ნელნელა ხმას ვუმატებდი, ცრემლებმა თავისი ქნა და აღარ გაჩერდნენ, ბოლოს ხმაც გამებზარა, სიგარეტს ხელი დავავლე და აივანზე გავვარდი. გამომყვა მაგრამ არ შემოვუშვი -არც კი გაბედო და ნაბიჯი გადმოდგა_ დავუყვირე ბოლო ხმაზე. იქვე მდგარ პუfზე დავეშვი და სიგარეტს მოვუკიდე. -ლიზა.. -არ მომეკარო ნიკოლას.. - მითხარი რა გავაკეთო.. -წადი. -გუშინ ცოლი მივატოვე. ერთ ადგილზე გავიყინე, ასე მეგონა გულში რამდენიმე ტყვია ერთად მომხვდა მაგრამ მაინც ვცოცხლობდი. -ლიზ_ ვიგრძენი რომ ახლოს იყო, თუმცა ერთ წერტილს ვერ ვწყდებოდი, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ხელით შემეხო -ნუ მეხები_ წამოვხტი ფეხზე და სახლში შევედი. სამზარეულოში სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. -შემომხედე რა_ ჩაიმუხლა ჩემს წინ- დამელაპარაკე. გაყინული თვალებით შევხედე და მხოლოდ ერთი სიტყვა გავიმეტე -წადი. ამჯერად ადგა და წავიდა.ცოტახანს ასე ვიჯექი, ვცდილობდი გამეაზრებინა რა მოხდა..41 დღის მანძლზე არასდროს მიფიქრია რომ შეიძლება ნიკოლასს ვინმე ყოლოდა. „დღეს რეპეტიციაზე მოდი!“ ტელეფონის ხმამ შემაკრთო და მხოლოდ მერე გამახსენდა, რომ რეპეტიცია მქონდა. შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა, არავინ გამაცდენინებდა, ჩანთა ავიღე და კარგი გამოვიხურე. მანქანამდე ძლივს მივედი, შეშინებულს მეგონა, რომ ნიკოლასი სადმე ახლოს იქნებოდა თუმცა არ ჩანდა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ცეკვასაც არ ექნებოდა იმის ძალა, რომ ყველაფერი დამევიწყებინა. ის რეპეტიცია ფაქტობრივად ჩამივარდა.თუმცა ამაზე დიდი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ იყო. თქვენ ტყვიის სროლა მაშინ უნდა გენახათ როდესაც დარბაზიდან ნიკოლასი ამოვიდა და ბორისს გვერდზე მიუდგა -ჩემი შვილი, რომელიც ახალი ქორეოგრაფი იქნება. შემდეგ რაღაც კიდევ თქვა, თუმცა თავბრუსხვევამ და გონების დაკარგვამ არ მომცა საშუალება მომესმინა. .. თვალებს ვახელ და ყურებში საშინელ შუილს ვგრძნობ, ნელა ვიაზრებ და თვალს ვაჩვევ გარემოს.. თეთრი კედლები, წამლების სუნი და აპარატი გამაყრუებელი ხმა. რთული არ ყოფილა იმის მიხვედრა რატომ და როგორ მოვხვდი აქ. უფრო რთული უკანასკნელი საათები წინ მომხდარის თავიდან გააზრება იყო. ცრემლები თავისით უხმოდ წამოვიდა და საფეთქლებში ჩამეღვარა.კარის ხმამ გული ამიჩქარა, მეგონა ის იქნებოდა თუმცა უიმედოდ.. -როგორ ხარ ჩემო ძვირფასო_ თავთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა ბორისი._ყველა გვანერვიულე. -ახლა უკეთ, ალბათ გადავიღალე. -გამოჯანმრთელდი, შეგიძლია რამდენიმე დღე დაისვენო და მერე დაგვიბრუნდი_ხელით ხელზე მომეფერა და წამოდგა. -ბატონო ბორის_დავაწიე კართანმისულს _ ალბათ აღარ დავბრუნდები. -ჯერ გამოიძინე და დაისვენე, მერე დავილაპარაკოთ. თავი მესამე დღე არ ვიცი არაკლასიკური სიყვარული შვიდი დღეა ქარი დაძრწის გარეთ, დღეს როგორც იქნა გაწვიმდა. მკაცრად შეკრული თმა გავიშალე და გარეთ გავედი. წვიმის წვეთები ჯერ ზედაპირულად მეცემოდა თმაზე და ბოლოებისკენ სრიალდებოდნენ. შემდეგ წვიმამ მოუმატა, მე კი ნაბიჯებს მოვუკელი. ბოლოს სულ გავჩერდი, იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. სანამ დასველდებოდა ღრმა ნაპაზის დახვევა მოვასწარი. წვიმისგან დასველებული ღერი ხელებში ჩამეშალა, მოვისროლე და ახალი ავიღე. რამდენიმე ღერი ასე ჩამატყდა ხელებში, ბოლოს შეკვრაც დასველდა და ისიც განადგურებულ ღერებს მივაყოლე.თმა მხრებზე მქონდა მოკრული, ვიცოდი რომ ჩემი თეთრი მაისურიც ზედ ტანზე მქონდა მიწებებული მაგრამ მაინც არ ვირყეოდი. ქუჩაში ხალხი უმისამართოდ გარბოდა, ქოლგებით, ქურთუკებით რომლებიც თავზე ქონდათ დაფარებული, მანქანები ერთი მეორის მიყოლებით მიარღვევდნენ დამდგარ გუბეებს, ყველა ცდილობდა სიმშრალე ეპოვა, რამდენიმე ბავშვმა მანქანიდან გაფართოებული თვალებით გამომხედა, ალბათ მათი ოცნებაც იყო წვიმაში სიარული და გუბეებში ჩახტომა, მაგრამ დედიკოები საგანგებოდ გამოქათქათებული პერანგებისა და წინდების დასვრის უფლებას არ აძლევნდნ.ალბათ გამვლელები ფიქრობდნენ გიჟიაო, თუმცა ვის ეცალა ჩეზე საფიქრად, ასეც რომ ყოფილიყო ნაკლებად მადარდებდა. წამოვდექი, ჩემ კალთაში დაგროვებული წვეთები ერთ დიდ ნაკადად გადმოიქცა და ფეხსაცმელში ჩავიდა. გზა გავაგრძელე, ზედმეტად მშვიდად და ნელი ნაბიჯებით, მეც კი მიკვირდა საკუთარი თავის. სად მივდიოდი არც მე ვიცი, უმისამართოდ მივაბიჯებდი.. სტუდიასთან გავჩერდი, წამის მეასედში გაიარა ჩემს სხეულში სევდამ და სადღაც გაქრა. მხოლოდ ერთხელ შევხედე ფანჯრებს, შემდეგ კი გზა გავაგრძელე. ქუჩები საბოლოოდ დაიცალა, ჩემ ბედნიერებას საზღვარი აღარ ქონდა, შემეძლო მევლო ისე რომ არავისთვის დამჭირვებოდა გვერდის ავლა.. მხრებზე მოფარებული თხელი მოსაცმელი საერთოდ გავიხადე და წვიმას მივეცი უფლება ბოლომდე ეთამაშა ჩემს სხეულზე. წვიმამ მალევე კლება იწყო, ნაბიჯებს ავუჩქარე, შევეცადე სახლში გადაღებამდე დავბრუნებულიყავი. პირველივე შემხვედრ მაღაზიაში შევედი ვისკი და სიგარეტი ავიღე და სახლში წამოვედი. ლიფტში ჩემი მეზობელი შემხვდა, უი როგორ დასველებულხარო შეიცხდა და საცოდავად ამათვალიერა. სახლში ავედი და ტელევიზორი ჩავრთე. ფილმი მოვძებნე, ხმას ბოლომდე ჩავუწიე, სიგარეტი და ვისკი წინ დავიდე და ინტერესით მივაშტერდი ეკრანს. როდის ჩამეძინა არ ვიცი, როცა გამეღვიძა უკვე შუაღამე იყო,ტელეფონს დავხედე სამი გამოტოვებული ზარი იყო, რომელიც ისევ ყურადღების გარეშე დავტოვე. ჩაი გავიკეთე და აივანზე გადავინაცვლე,წვიმის სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდა ქალაქთ, მაგრამ დილის მერე აღარ უწვიმია. ... იმ დღის შემდეგ რაც სტუდია დავტოვე სახლიდან იშვიათად გავდიოდი, ძირითადად ვიწექი და მეძინა, სახლი სასმლის ცარიელი ბოთლებით იყო სავსე, არა ალოკოჰოლიკი არ გავმხდარვარ, მაგრამ ვის ვატყუებ.. სტუდიიდან რამდენიმეჯერ დამირეკეს, მომაკითხეს, ბორისიც კი მოვიდა მაგრამ კარგი არავისთვის გამიღია. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მიზეზი არ მქონდა რატომაც წამოვედი , ან ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა..თუმცა ვიცოდი რომ ნიკოლასთან სიახლოვე არ მინდოდა, ზოგჯერ კი ისე მენატრებოდა ყველაფერს ვივიწყებდი და მზად ვიყავი დამერეკა. თუმცა, როცა ნომერს ვკრეფდი მახსენდებოდა მისი ამბავი, ცოლი, ბორისი , საერთოდ ყველაფერი, რაც ამდენი ხნის მანძილზე დამიმალა და ტელეფონს თავის ადგილას ვაბრუნებდი. ყოველ დღე მირეკავდა ხან ნიკოლასი, ხან ქორეოგრაფი, ხან მოცეკვავეები თუმცა არცერთისთვის მიპასუხია. ვიცოდი რომ ღალატზე მეტი იყო რასაც ვაკეთებდი, საერთაშორისო ფესტივალის წინ მიტოვებული ოჯახი, თუმცა მაინც ერთ ადგილას ვიჯექი და არც მიფიქრია დაბრუნებაზე. ... გვიან ღამით საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, ასე მეგონა თავში უამრავი ფეიერვერკი ფეთქდებოდა და აღარასდროს გაჩერდებოდა. წამოვხტი და სასმელი დავისხი,არ მიშველა, წამალს დავუწყე ძებნა მაგრამ ვერსად ვიპოვე. როგორც იქნა ჩავიცვი და აფთიაქში წავედი. კარის გაღებისთანავე სასწაული სანახაობა დამხვდა. ნიკოლასი ჩემ კარებთან ჩაკეცილი იყო და ღრმად სუნთქავდა, სადარბაზოში შუქი გათიშული იყო, ტელეფონი ავანთე და დავხედე. თეთრი პერანგი ეცვა და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა წითელი ფერის ნაზავი. დავპანიკდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ძლივს შევათრიე სახლში და სასწრაფოში დავრეკე. ღრმა ჭრილობა ქონდა მუცელთან, მთლიანად ლურჯი იყო, ლურჯი და გაყინული, მხოლოდ სუნთქვით ეტყობოდა რომ ცოცხალი იყო, ჯერ. სასწრაფომ წაიყვანა, არ წავყევი, მხოლოდ ბორისი ნომერი დავაფიქსირე და კარი დავხურე. თავმა გამიარა, მთელი ღამე ვიწრიალე, ვერ მოვისვენე, გამთენიისას წამოვხტი და საავადმყოფოში მივედი. ყველა იქ იყო, ბორისი, დედამისი მეგობრები და უცნობი გოგო, ალბათ ცოლი. კალთაში პატარა ბავშვი ეჯინა და თმაზე ეფერებოდა. ამ ილუსტრაციამ გამაგიჟა, ვერ შევძელი ახლოს მივსულიყავი, იქვე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.ცოტახანში უცნობი გოგო მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა, არ შემიხედავს , ვერაფერზე ვფიქრობდი ნიკოლასის გარდა. -თქვენ დარეკეთ ხომ ასეა?_ მკითხა დაუფიქრებლად. არაფერი მიპასუხია, არ მინდოდა სიტუაცია დამეძაბა, მხოლოდ ძალიან ოდნავ, შეუმჩნევლად დავუქნიე თავი. -ვიცი ვინც ხარ. არ დაუმალავს, პირდაპირ მომახალა მივდივარო.. ისიც მითხრა სად მიდიოდა. -არც კი ვიცოდი თქვენზე_შევხედე ამღვრეული თვალებთ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორი ლამაზი იყო, მიკვირდა კიდეც, როგორ მიატოვა ასეთი ქალი და ჩემთან გამოიქცა. -შენ არც არავინ გადანაშაულებს, არც ნიკოლასს ვადანაშაულებ, არც ჩემ თავს.. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა._ წამოდგა და შვილთან მივიდა, გულზე მიიხუტა და ფერება გააგრძელა. შემრცხვა.. საკუთარი თავის, ნიკოლასის ყველა შეხების, საერთოდ ყველაფრის შემრცხვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.