შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოპათოლოგია (ნაწილი 4)


3-04-2020, 21:35
ავტორი Azhula
ნანახია 703

მაშინ როდესაც გგონია რომ შენი ცხოვრება მდორედ, მაგრამ მშვიდად მიედინება და ყველაფერს აკონტროლებ სწორედ მაშინ დაგესხმება თავს განგების უსამარლობით და მოულოდნელობით სავსე პრობლემები.
ეველინისთვის ეს ამბავი თითქმის დავიწყებული იყო და შიშსაც არ გრძნობდა, ზოგადად შიშ არასდროს გრძნობდა და თუ მე მკითხავთ ყველქზე უშიშარი და გამბედავი ადამიანი იყო. მაგრამ როდესაც ადამიანი რომელსაც შენი ცხოვრების დანგრევაში ყველაზე დიდი წვლილი მოუძღვის ის კი თავისუფალია და შესაძლოა სხვასაც ისე გაუმწაროს
სიცოცხლე როგორც მას, ამ დროს ეველინის განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა.
დაძაბული კასისთის ყურადღება არც მიუქცევია უსიტყვოდ წამოდგა და ბარი დატოვა. კასიმაც იცოდა ეხლა ეველინთან საუბარს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თავად უნდა გადაეხარშა და თავად უნდა გამკლავებოდა. განა რამე ლეოს აგრესიის არ ეშინოდა, უფრო ეველინის რეაქციის ეშინოდა სადმე რომ ენახა ყველაფრის თავიდან გახსენება მოუწევდა და ამდენ წლიან შრომას ფსიქიატრთან წყალში ჩაყრიდა.
* * *
სახლში მისვლის შემდეგ შეშლილივით დაეტაკა ფანჯრებსა და კარებს ყველაფერი
ჩარაზა. რაც კი დასამტვრევი ნახა ყველაფერი კედელს შეალეწა კიოდა თითქოს ამით გადმოანთხევა ორგანიზმში დაგროვებულ ბრაზს, უსამართლობის შეგრძნებას
ამ სამყაროს მიმართ. საკუთარი თავი არ ეცოდებოდა უბრალოდ არ უნდოდა ის ბავშვი რომელსაც წარსულში სასტიკად უსწორდებოდნენ თვითონ ყოფილიყო.
დროთა განმავლობაში გრძნობდა
რომ ყველაფერი თავიდან
დაიწყო. ღამღამობით უფრო
ხშირად ხედავდა ლეოს სიზმრებში უფრო
ხშირად ჰქონდა შეტევები და საჭმელს საერთოდ აღარ ჭამდა.
ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ რამე გაანადგურებდა. ისედაც გამხდარს მკლავები და ფეხები ჩხირებივით გაუხდა და სახეცე ფერი აღარ ედო.
შუა ღამეს ეღვიძებოდა და სახლში ტყუილ უბრალოდ დადიოდა. მეგობრების ახლობლების კასის ჩესის შეტყობონებებს არ პასუხობდა ტელეფონი საერთოდ დალეწა და კომპიუტერიც მის გზას გაუყენა.
მის მოსანახულებლად მოსულ მეგობრებს კარს არ უღებდა და საერთოდ იზოლირებული იყო.
მხოლოდ იმით ხვდებოდნენ რომ სახლში იყო
ღამღამობით მისი კივილის ხმა რომ ესმოდათ. კასის თხოვნით ჩესი მის კარებსაც ააღარ
გაკარებია მაგრამ ასე დიდხანს გაგრძელაბს ალბათ ვეღარ შეძლებდა.
ხორციელ განცდებზე საერთოდ უარი თქვა, აღარც ჭამდა აღარც სვამდა აღარც ეძინა მხოლოდ სვამდა და ეწეოდა.
ლეოს შიში საერთოდ არ ჰქონდა
რომ მოენდომებინა ჩვეულებრივ გაუყენებდა მიქელას გზას. უბრალოდ ის მის წარსულს ახსენებდა ახსენებდა ვინ იყო საიდან მოდიოდა და ახსენებდა თუ როგორი ბინძური და
ამაზრზენი იყო მისი სხეული იცოდა ეს ტრამვა არასოდეს გაქრებოდა და სიკვდილი
უნდოდა. ფილტვები დაიხეთქა თამბაქოს კვამლით და სად იყო
ღვიძლს დაიშლიდა იმდენს სვამდა.
მასაც ეს უნდოდა სხვა გზა აღარც დარჩენოდა, მაგრამ თავსაც არ იკლავდა...

ალბათ შუა დღე იქნებოდა
სახლი საერთოდ ჩაბნელებული ჰქონდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა კარზე საშინელი ბრახუნი რომ ატყდა. ეველინი სიბრაზემ აიტანა ზუსტად იცოდა ვინც იქნებოდა, მაგრამ კარი
მაინც გააღო
ამდენი ხნის შემდეგ პირველად.
ჩესი იყო, არც კი მიუქცევია ყურადღება ზურგით შებრუნდა მისკენ.
- არმინდა რომ აქ იყო.- საკუთარო ხმა თავად ვერ იცნო
- აი მე კი მინდა რომ აქ ვიყო და დაგეხმარო- მხრებში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოატრიალა- მომეცი საშუალება ეველინ და ყველაფერი კარგად იქნება.
- იცი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა- ჩესის ხელები მოიშორა, აიანზე გავიდა და ხედს გახედა- არც თოჯინებით არ ვთამაშობდი მხოლოდ და მხოლოდ ვხატავდი ახლა კი ხელები საერთოდ მიკანკალებს- საკუთარ ფერმკრთალ თითებს დახედა ეველინმა და განაგრძო- ერთხელ ჩემი პორტრეტი დავხატე ისეთი ლამაზო ვიყავი საკუთარი თავის შემშურდა, მაჰრამ დავწვი ჩემი ნახატები სანაგვეზე მოვისროლე როდრსაც ცამეტი წელი შემისრულდა დედა მაშინ უკეთესად იყო. მამა ეერთი წლის გარდაცვლილი იყო. მამა რომელიც ძალიან მიყვარდა დედა კი მალევე გათხოვდა მის თანამშრომელ ლეოზე. დაბადების დღე მქონდა უმარავი ბავშვი იყო ჩემს წვეულებაზე დიდი ტორტით ხელდამშვენებულმა მომილოცა დედიკომ დაბადების დღე მამინაცვალმა კი ჩუმად ტანგა მაჩუქა-სახე ჩესისკენ მიაბრუნა დემონური ღიმილით ეველინმა და უფრო გაეცინა მისი გაფართოებული თვალების დანახვისას ისე იღიმოდა ჩეს შეეშინდა კიდეც საბოლოოდ ხომარ შეიშალაო- ეს ბოლო ვიხუმრე დამშვიდდი- დააწყნარა. - ერთ საღამოს დედაჩემი თავის მეგობრებთან ერთად წავიდა დასალევად ბარში და მე ლეოსთან დამტოვა, დამაგვიანდებაო დაიბარა და სახლიდან გავარდა. მე მეძინა როდესაც თურმე თავზე ლეო წამომდგომოდა და მიყურებდა, ვკითხე რამე ხომ არ სჭირდებოდა და თაავი დამიქნია. მიღიმოდა და თავზე მისვამა ხელს შარვლის გახდა რომ დაიწყო შევკრთი მაგრამ აზრზეც ვერ მოვედი რას აკეთებდა რატომღაც მეც გამხადა და სრულიად მოულოდნელად..
- გეყოფა!- ამბის მოყოლა ჩესის ღრიალმა შეაწყვეტინა
- რა მოხდა?- ისე იკითხა თითქოს ამ წამს მისი საზარელი ბავშვობის შესახებ არ უყვებოდა კაცს რომელიც მასზე გიჟდებოდა
- აღარ გააგრძელო!- თავის მოთაკვა სცადა ჩესმა მაგრამ ძარღვებში სისხლი ისეთი სისწრაფით მიედინეობოდა სადაც იყო ჩესი ბოღმისგან გასკდებოდა. "რატომ ღმერთო?" სულ ეს უტრიალებდა თავში და მრისხანებისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. დაბალ თმაზე აკანკალებული ხელი გადაისვა და დამშვიდებას შეეცსდა, ეველინს ეხლა მისი დახმარევა სჭირდებოდა
- მისმინე, მოშორდი მაგ აივანს და მოდი ჩემთან ერთად ყველაფერრს მოვაგვარებთ- მისკენ რამოდენიმე ნაბიი გადადგა, თან ეშინოდა რამე სისულელე არ გაეკეთებინა- მოვკლავ გეფიცები შენს თვალწინ გამოვჭრი ყელს გპირდები.- ამის გაგონებაზე ეველინმა თითქოს გადაწყვეტილება მიიღოვო მის გვერდით მდგარ არყის ბოთლს ხელიისეთი სისწრაფით დაავლო რომ ჩესმა გააზრებაც ვერ მოასწრო. მაგიდას ჩამოარტყა და ნაწილი დაბშვნა შემდეგ კი ყელთან მიიბჯინა- ერთი ნაჯბინიც არ გადმოდგა ჩემსკენ- მისკენ მთელი სისწრაფით წასული ჩესი უცბად შედგა და მუდარით სავსე თავლებით დააკვირდს შეშლილ ეველინს.
- დაუშვი!- ღრმად სუნთქავდა ჩესი, ისეთი შიში იგრძნო და გულმა ისეთი სისწრაფოთ დაიწყო ფეთქვა წამით წნევამაც აუწია შიშისგან, პირველად იყო შეშინებული, პირველად ეშინოდა ასე ძალიან რაღაცის.
- არ მომეკარო თორემ არტერიას გადავიჭრი. - ეველინს მეტი აღარც დაუყოვნებია საბოლოოდ შეხედა ჩესს ცრემლიანი თვალებით და მომაკვდავივით ამოილაპარაკა - მაპატიე- წვრილი წელით აივნის მოაჯირს მიაწვა გადაიწია ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და თითქოს დედამიწა ჟანგბადისგან დაცალესო ისე გადაეშვა სივრცეში. ჩესმა გააზრებაც ვერ მოასწრო ისე დაენარცხა ეველინის სუსტი სხეული ცივ ასფალტს გოგონა რომელზეც გიჟდებოდა, წამით ეგონა რომ თავადაც მოკვდა ეველინი მის წინ აღარ იდგა, ქვემოთ ჩახედვას კი სიკვდილი ერჩივნა, აქამდე
- ეგონა რომ თუ ეველინის გული აღარ იფეთქებდა ავტომატურად მისიც შეჩერდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა...
* * *

იმ სიტყვების შემდეგ კარგა ხანს არსად არ ჩანდა ტიმოთი, კასი დღედა ღამ ეველინიზე ნერვიულობაში ატარებდა, თუმცა იცოდა სახლში არავის შეუშვებდა ბავშვობის მეგობარსაც კი და
რა უნდა ექნა. იმ დღის შემდეგ როდესაც ტიმოთი. მისი კაბინეტიდან გააბუნძულა ჩესთან ერთად ნახა.
ეველინის ამბავს კითხულობდა გაგიჟებული და არ იცოდა რაუნდა ექნა, იმ დღეს დრო იხელთა ტიმოთიმ და შეხვედრა სთხოვა სხვა გზა არ ჰქონდა უნდა დასთანხმებოდა სხვა შემთხვევაში ვერ მოიშორებდა, დაუბარა რომ
მის სამსახურთან გამოივლიდა.
- რა გჭირს?- მისი ოფისის წინ გააჩერებულ მანქანას მიყრდნობოდა ტიმოთი და კასის კოჭლობით სიარულზე ეცინებოდა.
- რა გაცინებს იდიოტო?- აშკარად გაღიზიანებული ჩანდა ქალბატონი.
- როდესაც შეწუხებული სახე აქვს ისეთი საყვარელი ხარ.- სიცილს ვერ წყვეტდა კაცი- დაგეხმარები- ხელი შეაშველა მანქანაში ჩაჯდომისას კასის
- ფეხზე რა დაგემართა?
- ნაღრძობი მქონდა და გახსენება იცისო თუ რაღაც- ხელი აიქნია უდარდელად კასიმ
- ცუდად გამოიყურება - მაღლა ამოწეული შესიებული კოჭი შეათვალიერა ტიმოთიმ- დღეს სავახშმოდ წასვლა არ გამოვა, ასეა?
- სწორად მიხვდი.- ნატკენ კოჭს იზელდა კასი ტან გზას უყურებდა- ჩემთან ხომ არ ავსულყავით?
- რაა?- მოულოდნელობისგან ოდნავ მოწყვეტით მიაჭირა მუხრუჭს ფეხი და ორივე სინ გადაქანდა.
- თუ თავით საქარე მინას არ გამატანინებ და ცოცხალს დამტოვებ, შემიძლია ყავაზე და კრუასანზე დაგპატიჟო.- სიცილით გახედა მომღიმარ ტიმოთის- რას აზრის ხარ?
- შესანიშნავ აზრზე ვარ.- ნელა დაძრა თავიდან მანქანა და სიხარულით მეცხრე ცაზე აფრინდა შემდეგ ჩესი და ეველინი გაახსენდა და ისევ დაეშვა- უი მართლა, ეველინზე რა ისმის?
- არვიცი- დამწუხრებით პილაპარაკა- საშინლად ვნერვიულობ ვიცი თავს არაფერს აუტეხავს ამიტომ ვარ მშვიდად.
- ჰო ვიცი, დღეს აპიტებდა მასთან ასვლას ჩესი ეხლა კი აღარც მპასუხობს.
- ეველინს ვიცნობ, კარსაც არ გაუღებს- აიცილით აიქნია ხელი კასიმ- როგორც კი გადახარშავს ჩემი ხელით მივიყვნა ანა გრეისთან საუკეთესო ფსიქოლოგია, ზუსტად ვიცი დაეხმარება.
- აქამდე რატო არ სცადა ანასთან?
- ანა იმ დახურულ საკითხებს ეხება ყოველთვის რომელიც ეველინისთვის ხელშეუხრბელია, სწორედ ეს არის მისი განკურნების გზა რაზეც სასტიკ უარს აცხადრბდა, მაგრამ ეხლა მას აღარ მოვუსმენ.
- ჩესი ალბათ მის კართან ზის.
- რა?- აღშფოთება არ დაუმალავს კასის- ანუ ეს მეგობრები ორივე შეშლილები ხაართ?
- ასე გამოდის- სიცილში აჰყვა ტიმოთი, საუბარი კასის ტელეფონისზარმა შეაწყვეტინა, რომელიც დიდი შანსით უხმოზე ჰქონდა დაყენებული- გისმენთ!
- რა მოხდა კასი?
- მანქანა მოაბრუნე და რეპროატში წამიყვანე.
- საავადმყოფოში რა გვინდა?- შეშლილ სახეზე დააკვირდა არანაკლებ გაგიჟებული ტიმოთი და მანქანა მოაბრუნა.
- ეველინმა სუიციდი სცადა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent