შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალი (თავი 9) 18+


5-04-2020, 00:00
ავტორი Mary Drey
ნანახია 9 465

იმ დღეს, ქალაქში გათენების წუთიდანვე მიწა ხურდა და ორთქლს უშვებდა, ხოლო მისი სუნთქვა იქ მოსახლეობას საშინლად აწუხებდა. სქელ, აგურის კედლებში მაცდურად შეჰყოფდა ცხვირს... თითოეული ადამიანის სულში ხელებს აფათურებდა და მოსვენების საშუალებას უკარგავდა.
კონსტანტინეს საშინლად აწუხებდა მწველი სიცხე. ლოგინში ბორგავდა. ვერ ისვენებდა. ხან მარჯვენა მხარეს გადაკოტრიალდებოდა, ხან მარცხენაზე.
როდესაც კოსტანტინემ თვალები გაახილა, სხეულში სიმძიმე იგრძნო. თვალებს ძლივას ახელდა და ამავდროულად მის ოთახს აღზნებული მზის სხივები ეთამაშებოდა.
კონსტანტინეს მელანქოლია ეწვია... მიხვდა, რომ ყოველივე მოგონებას თავისებური სურნელი ჰქონდა...ყოველი მოგონება თითოეულ ადამიანში სახლობდა და არასაჭირო დროს, არასაჭირო მომენტში, თავზე ატყდებოდა...სისხლს სწოვდა უნამუსოდ, სისხლდაღვრილი ყინულივით ცივ მიწაზე გვამივით აგდებდა...წამოდგომა კი უბრალოდ, მათ უმწეო ძალებს საკმაოდ აღემატება...
წარსული თავს გახსენებს მაშინ,როცა გეგონა , ამ გრძნობამ შენში სამუდამო კარგი მოხურა! მაგრამ გულის პატარა ბნელ კუნჭულში , იგი ბუდობდა... ქვეცნობიერად გრძნობდი, რომ ის აქ იყო! თუმცა ყურადღებას რატომღაც არ აქცევდი... ვერ აქცევდი, როგორ უხსნიდი გზას შენში სისხლისმსმელ, დაუნდობელ არსებას! იგი შენში სახლობდა... შენით იკვებებოდა , თუმცა ამის არარა გაგეგებოდა.... მიზეზი ხდება, მისი გამოღვიძებისა სულ მცირე რამ... შესაძლებელია ერთმა სურნელმა, წამში წარსულში მოგისროლოს... კონსტანტინეს მსგავსი სიტუაცია ატყდება ხოლმე თავს, როცა, ზაფხულის წვიმიან ამინის სუნს შეიგრძნობს… როდესაც მისი კლდევანოსილი, ტკბილი ნიავი კვლავ აღვიძებს, მასში ვითომ და მივიწყებულ, ყრუ გრძნობებს...
ყველაზე მეტ სურნელს, ალბათ სიმღერები იტევს...
სიმღერები, რომლებიც გაჯერებულნი არიან წარსულის ფერად-ფერადი ელფერებით!
სიმღერები, რომელიც ღრმა მოგონებებს გახსენებენ!
სიმღერები, რომელიც გულში, ეკლად გედება...
მართლაც რა საინტერესოა... რა ძალას ფლობს, ერთი რადენიმე მონაკვეთიანი მელოდია... როგორ მოქმედებს, შენს მეობაზე... შინაგანად ალიაქოთს გიქმნის და ქარბორბალასავით ედება ყოველივე დეტალს... იგი წარსულის სურნელთან უძლურს გვხდის, როგორც მგლის წინ, პატარა, თეთრი კურდღელი!
გული მელოდიებსაც არ უნდა გადაუშალო, რადგან არ იცი მომავალში, როგორ მძიმე ლოდს მოგიმზადებს...
არ იცი, როდის დაგკარგავს, ტკივილითსავსე, კუპრივით შავ მორევში.
თავის დაღწევა გსურს, თუმცა მის წინ ყოვლად უძლური ხდები...
მაგრამ იმედს არ კარგავ... ღრმად ისუნთქავ ირგვლივ მყოფ, გამომშრალ ჰაერს და თვალს ახელ... გახელვისას, კი ძველი გრძნობა, კვლავ წარსულის მიმალულ კედლებს მისცემოდა! ყველაფერი დავიწყების ფერებმა შთანთქა, გარდა კეკეს არსებობისა.
კონსტანტინეს აწუხებდა კეკეს გარეშე არსებობდა. თითქოს და მისი სამყარო მეტად უსარგებლო, არასახარბიელო გახდა. მასში შემოდგომის ფოთლები, მყვირალა სიოს გაჰყვა. კონსტანტინეს სულში კი ზამთარმა დაიდო ბინა, რომელიც ყოველივე მამოძრავებელ ძალას უქვეითებდა.
მიზეზი, რომ გეკითხათ კონსტანტინესთვის, თუ რატომ იყენებდა ასე ხშირად ირონიულ ნიღაბს, პასუხს ვერ გაგცემდათ, რადგან თვითონაც არ იცოდა. არ იცოდა, რატომ მალავდა თავის გამხმარ სხეულში ლამაზი სულის ადამიანს, რომელიც ვერ იტანდა სხვის ცრემლებს, წუხილს, დარდს... როცა უნდოდა სხვების გასაჭირი თავისად ექცია, თუმცა რეალურად ვერაფერს ხდებოდა და ირონიულ ნიღაბს ირგებდა თითოეულ ადამიანთან....
ალბათ, ირონია ძალიან კარგი საშუალებაა, შენი შინაგანი სამყაროს დასამალად.



კონსტანტინე საწოლიდან ადგა და იქვე მყოფ ფირს ხელი მოჰკიდა. ოთახში მისთვის ძალიან ნაცნობი შუბერტის მელოდია გაისმა, რომელსაც “serenade” ერქვა.
კონსტანტინე გრძნობდა, როგორ აღწევდა მის სხეულში სასიამოვნო მელოდიები. როგორ უბნევდნენ გონებას და როგორ უჩუყებდა მისი თითოეული ამაღლებული დიაპაზონი გულს.
მახარაძე, ყოველთვის ოცნებობდა პიანისტობაზე, თუმცა საბოლოოდ ფსიქოლოგობას მოჰკიდა ხელი. ყოველ ღამე, ძილის წინ ფიქრობს, თუ რა იქნებოდა მაშინ, თუ თავის ოცნებას რეალობად აქცევდა... შეძლებდა კი, თავისი ირონიული ნიღბის ჩამოხსნას, როდესაც საქმე ხელოვნებას და მის შექმნას მიადგებოდა. ბევრჯერ თვალწინ დაუდგებოდა ის ეპიზოდი, როცა სცენაზე ავიდოდა. საკუთარი გრძელი, წვრილი თითებით სასიამოვნო ნოტებს ააჟღერებდა და ამით მსმენელს სიამოვნებას მიანიჭებდა. როდესაც მთელი გულით დაკვრას მორჩებოდა, გულს ხალხის დამუხტული თვალები აუვსებდა... მათი ყიჟინა, მისთვის ახალი სიცოცხლის ტოლფასი გახდებოდა... უნდოდა... მთელი თავისი შინაგანი წამოძახილით სურდა, თუმცა ვერ ბედავდა...
საშინელი შეგრძნებაა, როცა ნამდვილი ოცნებები, მხოლოდ და მხოლოდ ოცნებად რჩება.





№1 სტუმარი დათა

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.
კონსტანტინეს ასეთი გარდასახვა? scream არ ველოდი. kissing_heart ისე ვიცოდი,ჯჯიგარი ბიჭი რომ იქნებოდა რეალურად! joy
როგორც ყველთვის შესანიშნავი ხარ, მარიამ innocent

კოსტანტინე? grimacing
იდეალური ნაწერია და იდეალური წიგნი გამოდის!

 


№2  offline მოდერი Mary Drey

დათა
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.
კონსტანტინეს ასეთი გარდასახვა? scream არ ველოდი. kissing_heart ისე ვიცოდი,ჯჯიგარი ბიჭი რომ იქნებოდა რეალურად! joy
როგორც ყველთვის შესანიშნავი ხარ, მარიამ innocent

კოსტანტინე? grimacing
იდეალური ნაწერია და იდეალური წიგნი გამოდის!



მადლობა kissing_heart

დღეს საღამოს უკვე სრულად დავდებ მთლიანად ამ მოთხრობას. ერთი თავიღაა დარჩენილი და ბარემ ერთიანად ავტვირთავ. innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent