შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნისფერი ღამეები


5-04-2020, 22:04
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 859



-ამდენ მაკარონს რომ შეჭამ კუჭში რანაირად გახვალ? - უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები კეკემ და დაცვარული შუბლი მოიწმინდა.
-აქეთ ვინ არის? - გაისმა ხილ-ბოსტნის განყოფილებიდან ქალის ხმა, რომელიც კეკეს ეკუთვნოდა.
- ბებიაჩემი, ახლა ადგება საღანძილედან,- ჩაიბურტყნა კეკემ და ქალისაკენ გაეშურა, მაგრამ ვერ ნახა, იფიქრა დამალობანას მეთამაშებაო, უკან გამობრუნება რომ დააპირა ისევ გაისმა ქალის კივილი და კეკეც შეხტა.
-თქვენ ხართ აქეთ? - იკითხა ქალმა, პირბადე მოხისნა და საჩვენებელი თითი პარკის გასახსნელად დაისველა, კეკემ გულისრევის შეგრძნება იგრძნო, მაგრამ თავი შეიკავა, უარესებიც უნახავს.
-დიახ.
-კარტოფილი გაქვთ?
-აღარ.
-საწყობში?
-არა.
-იქნებ იყოს.
-არ არის.
-სად ვიშოვი?
-მარნეულში ექნებათ.- გაეკრიჭა კეკე და ქალმა ტკბილი კარტოფილისკენ წაიღო ხელი.
-ეგ ტკბილია,- გაუღიმა კეკემ.
-ტკბილი არ მინდა.
-თან ძვირია.
-კაი, პარკს წავიღებ კიდე ორ ცალს ხო შეიძლება?
კეკეს სულ უკვირდა რა ჯანდაბაში ჭირდებოდათ ამდენი პარკი, მაგრამ მაინც ვერ იღებდა პასუხს, როგორც ჩანს ხალხს მოსწონს, რომ მუქთად იღებენ რაღაცებს.
-კეკე, - იკივლა ქიმიის განყოფილებიდან სალომემ.
-ჰოუ.
-მორჩი?
-კი, მოვიდე?
-კი.- გაჰკივლა სალომემ.
-ვულგარული წიწაკა რა ღირს?- გაისმა ქალის ხმა.
-ეგ აღვირახსნილია, ბულგარულები აქეთ გვაქვს.- გაუღიმა კეკემ, მაგრამ ქალი კეკეს იუმორს ვერ ჩასწვდა.
-არ მინდა ძვირია, პარკს ავიღებ კიდე ორ ცალს.
-აიღეთ, სულ წაიღეთ!
-ამდენი არ მინდა.
-როგორც გნებავთ.
-ძეხვები საით არის?
-წინ.
-დიდი მადლობა.
-არაფრის.
კეკე ხილ-ბოსტნიდან გავიდა.
-აქეთ ვინ არის?- გაისმა ისევ ქალს ხმა.
-ხმამაღლა დაუყვირეთ ეძინება,- გაძახა კეკემ ქალს.
-აქეთ ვინ არის?- იკივლა ქალმა და პლასტმასის სათლზე მჯდარი გოგო სექციიდან ისე ამოხტა, რომ არა ქალის მემკვიდრეობით მიღებული სხეეულის ორგანოების გამძლეობა, სულს განუტევებდა.
-რა გნებავთ?- თვალები ააფახურა ნათიამ.
-სამხარხვო რა გაქვთ?
-რა ვიცი, ახლა გაზაფხულია და ძროხები შემოდგომაზე ყვავიან.
-სულ არაფერი?
-ქალბატონო ყველაფერი სოიო და ქაღალდია.
-ბატონო?
-იაფფასიანებზე ვიძახი.
-არა თქვენ ძეხვებს ვერ ვენდობი.
ნათიამ იფიქრა რატო გამაღვიძა აბაო და ისევ დაჯდა თავის სათლზე, რომელიც საკოდიტროს თანამშრომლებმა აჩუქეს პირველ სამუშაო დღეს და ნათიას თავისი ბალიშივით უყვარდა.

###

-ხალხი უნიტაზზე ჯდომას აპირებს ალბათ მთელი ეს პერიოდი, ამდენი ტუალტის ქაღალდი რათ უნდათ? გადავსებას ვერ მოვრჩი, - თქვა სალომემ და კეკეს გახედა.
-გასკდნენ ჭამით, რო კითხო ფული არ აქვთ, სულ ნაირ-ნაირი მაკარონები იყიდეს, ის წითელი, 22 ლარი რომ ღირდა და ვადა გასდიოდა ეგეც იყდიეს.
-ხამები.
-მეზიზღებიან, კოსნერვები სულ აღარ არის სექციაში, ასე მგონია სამყაროს აღსასრული ახლოვდება და ჩვენ მაინც გამუშავებენ, გადამიარეს ხილ-ბოსტანში, კივანო გაქვთ? ბებიაშენი კარაქზე წასმულმა კივანომ მოწამლა ოთხმოციან წლებში რა, მეტიჩრები, წითელი ბანანი აღარ არის და აუუუ, ერთი დღეც იქნება ჩავტენი ვიღაცას კომბოსტოებში, თან რო გაჩქარებენ ქალო, გეგონება მე მიყვარს აქ რომ ვდგავარ და ამდენ სულელს ვემსახურები, ვუცინი, ვეკრიჭები, ზედაც არ მიყურებენ, არიქა ეჩქარებათ როდის შეთქლამფავენ საჭმელს, ოთხი ტომარა კარტოფილი გამოვიტანე დღეს საწყობიდან, მარტო და ამათ ორი წუთი მოცდა არ უნდათ.
-არ მკითხო, გამძვრა ქანცი, ეს ახალი გეია.
-სადიან მოიტანე?
-მთელი შესვენებაა ქალის შამპუნებს ყნოსავს.
-გურამი გოგო?
-ხო, მეთქი კაცი გვეღირსათქო და აა, რათ გინდა.
-რა რათ გინდა ქალო, სრულწლოვანიც არ არის.
-მე რავიცი.
-აქეთ ვინ არის?- გაისმა ქალის ხმა საიდანღაც.
-მძულს ეს კითხვა, მირჩევნია მლანძღონ ოღონდ ეს არ გამაგონოთ.- გააკანკალა კეკეს.

###

-კეკე, - გასძახა სექციიდან ნათიამ.
-გაიღვიძე?
-მიდი კოსნერვებში.
-აა?
-კონსერვებში მიდი, მწვანეა.
კეკეს გააჟრჟოლა, ეს იყო ნიშანი რომ მისი სიყვარულის ამომავალი ნათელი წერტილი, ღამეების გამფერადებელი, სილამაზის უფკრული, კოსტანტინე ეწვია სუპერმარკეტს. კეკემ ყველაზე ძვირიან აეროზოლს ხელი დააჭირა დახლზე და ისე ჩაიკუზა და ადგა, კამერას რომ ვერაფერი დაენახა, სამაგიეროდ დარბაზი ჟასმინის სურნელით გაიჟღინთა და კეკე იმედით. კოსტანტინეს კიტრის პიკული მოხდენილად ეჭირა ხელში, მაგრამ:
-დაგხმაროთ?- ვერ გააკონტროლა ემოცია კეკემ, როდესაც კოსტანტინეს ნაძერწ სხეულს თვალი შეავლო და კოსტანტინეს პიკული ხელიდან გაუვარდა.
-შემაშინეთ.- ხავერდოვანი ხმით თქვა კოსნტანტინემ და პირბადე გაისწორა, მაგრამ კეკემ მის მწვანე თვალებს თვალი შეავლო და ესეც საკმარისი იყო.
ბიჭი დამსხვრეული ქილის ასაღებად დაიხარა.
-მე მივხედავ, - გაეეკრიჭა კეკე, მეორე ქილა აიღეთ და სალაროსთან ორჯერ გაატარებინეთ.
-გამოდის გატეხილი ქილისაც უნდა გადავიხადო.
-დიახ, თუ რამეს ჩვენი მიზეზით წამოედებით ამ შემთხვევაში არა.
-მაგრამ თქვენ შემაშინეთ.
-უფრო გაბედული მეგონეთ.
-ბატონო?
-ამხელა ვაჟკაცი სამლარიან ქილაზე წუწუნს არ დაიწყებს.
-მაგრამ ეს უსამართლობაა.
-შემიძლია თქვენი დახმარება?
-მე თვითონ მივხედავ, ყოველ ღამე შემოვდივარ ხოლმე.
-ვიცი,
-ბატონო?
-არაფერი, ბროკოლი დაგვრჩა თუ გინდათ.
-აა, არის კი, მინდა.
-ხო გადაგინახეთ, ისე სულ გაიყიდა.
-ჩემთვის?
-დიახ, ვიცოდი რომ შემოხვიდოდით.
-მაგრამ პიკულის ფულს არ გადავიხდი.
-ასეთ წვრილმანებზე ნუ ვიკამათებთ, ვვარჯიშობთ და იმიტომ ყიდულობთ ბროკოლს თუ რა ხდება.
-ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო.
-ხო, კიტრის მწნილი არ არის სასარგებლო.
-ჩემთვის არ მინდა.
-გამოდის საურთიერთობო წრე უნდა შეიცვალოთ.
-რას გულისხმობთ?
-ნუ მომაქცევთ ყურადღებას, დღეს რთული დღე იყო.
-პირბადეები თქვენ არ გაქვთ?
-არა, ხვალ მოიტანენ და იმედია შეგვხვდება.
-ასეთ დროს კომპანიამ უნდა იზრუნოს თანამშრომლებზე.
-ეხ კო...
-რა კო?
-კომბოსტო კი არა და ბროკოლი, სამასი გრამი ხომ ორ პარკში?
-კი, ცალ-ცალკე დილისთვის და საღამოსთვის.
-თუშავთ თუ ზეთში?
-ორთქლზე.
-ოოო.
-რა ოო?
-არაფერი, მოგართმევთ.
-მე მოვალ, მაგრამ ამის ფულს მე არ გადავიხდი.
-რა ჯიუტი ყოფილხართ.
-უკაცრავად?
-მძულს მეწვრილმანე კაცები, მე დღეში იცი რამდენ ლარზე ვმუშაობ, თქვენ თუ არ გადაიხდით მე უნდა გადავიხადო, ან ჩემმა კოლეგამ.
-გადავიხდი და მოვალ ხილ-ბოსტნის სექციაში.
-განყოფილება უფრო სწორი და ქართულია.
-გმადლობთ, ხორცი არ არის ხომ?
-არის.
-გუშინ ჩემი ძმაკაცი იყო და უთხრეს რომ აღარ გვაქვსო.
-დღეს არის, გუშინ გუშინ იყო, ძეხვების სექციასთანაა.
-ამიწონის ვინმე?
-მე მოგემსახურებით.
-გმადლობთ, ყველგან თქვენ ხართ?
-თუ გნებავთ დიდზე იყვირეთ და გაიგონებს.
-კარგი ვიყვირებ.
კონსტანტინე სანამ ხორცისკენ წავიდა სალომე კეკესთან გაჩნდა.
-ის არის?
-ხო, -გაინაბა კეკე,- პირბადე აქვს, ეტყობა მაგასაც ეშინია, მოვუკვდი მაგას.
-აქეთ ვინ არის?- ხავერდოვანი ხმით იკითხა ბიჭმა.
-დიდზე იყვირეთ და არ შეგეშინდეთ.- გაძახა კეკემ.
-აქეთ ვინ არის?- იღრიალა ბიჭმა
კეკე დადნა მის ხმის ტემბრზე, სამაგიეროდ კოსნტანტინემ იყვირა.
-ღმერთო მიშველე!
-დიახ,- გაისმა თვალებჩაწითლებული ნათიას ხმა, რომელმაც კონტანტინე შეაშინა.
-ეს გოგო შეიწირავს ვიღაცას.- გააქნია თავი სალომემ.
-კეკე მივცე თუ მოხვალ?- იკივლა ნათიამ
-კი.
-დაუკონკრეტე ფეხები არ გადაუშალოს.- ჩაიბურტყუნუა სალომემ.
-ხორცი მარტო.


###

-ბოდიში.- გაძვრა მომხმარებლებს შორის კეკე.- ეკა, პიკული ორჯერ გაუტარე ამას გაუტყდა.
-კაი.- დაამთქნარა ეკამ.
-ბატონო?- გაოცა კოსნტანტინემ.
-თქვენ თუ მშიშარა ხართ მე არ ვარ დამნაშავე, კაცი ხართ, უარესებიც შეგხდბათ ცხოვრებაში.
-თქვენნარი არამგონია.
-საქონელი- ჩაიბურყუნა კეკემ და ისევ გაძრა მომხარებლებს შორის.
-დისტანცია გოგონი.- გასძახა ქალმა
-პირველი თქვენ დაგემართებათ ეგ ვირუსი!- დაქაჩა თვალები კეკემ.

###
-გურამ მოიწამლები და ბიულეტინზეც არავინ გაგიშვებს.- მიუახლოვდა ახლაგაზრდა ბიჭს სალომე, რომელიც ისევ შამპუნებს ყნოსავდა.
-ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეა და უნდა ავურჩიო რამე.
სალომე გაშრა.
-ხელფასი ხო იცი თვის ბოლოსაა.
-ხო.- თქვა ბიჭმა.

###

-გავიგონე ყავის დასალევად რომ იყო ვერანაირად ვერ მიშოვიო? დამეწვა გული ქალო,- უთხრა ნათიამ.
-მოვუკვდი მაგას, ქალო არ შემიძლია ასეთები, მაგრამ კაცმა რომ შამპუნი მაჩუქოს იმ შამპუნს დავალევინებ და ისე მოვკლავ,
-არ აქვს საშუალება მეტის და რა ქნას>
-რამე უნდა მოვიფიქროთ რომ პირდაპირ ფული არ შევთავაზოთ და ის ნაკრები ვაყიდინოთ შერცხვება ასე პირდაპირ რომ ვუთხრა ფულზე გასესხებთქო, კაცია მაინც.

###

ღაამის 4:31 საათი

-სალომე კიდევ ამ ვისკს ყიდულობ?
-ხო, ეკა, მფლანგველი ვარ და რა ვქნა? ფული რომ მაქვს ვერ ვიჩერებ.
-ასესხე მაინც ვინმეს,- გააქნია თავი ეკამ, - შეგენახება.
-თქვენ ჩემზე უარესები ხართ.
-არ გინდა სალომე ეს ვისკი!
-მინდა, რომ ვხედავ მინდა, თქვენ რომ მოგცემთ უკან გამოგართმევთ ისევ.
გურამი დაიძაბა.
-მიეცი ამ ბიჭს ფული, ახალია და გამორთმევა გაგიტყდება მერე, გურამ არ გავუტარებ მე ამას ამ ვისკს, ხვალ მერე ნაბახუსევზე მოვა, გამოართვი ფული და არ მიცე ხელფასამდე.

ყველაფერი გამოვიდა.
-ღმერთო, სამოთხეში რომ გამამწესებ პეპლები არ დამახვედრო, ხომ იცი ალეგრია მაქვს.- ატირებული გაუჩინარდა სალომე სალაროებიდან.

###

-სხვა არავინ არის სალაროზე?
-დისტანცია დაიჭირეთ, - თქვა კეკემ, რომელიც რიგის დარეგულირებას ცდილობდა სალაროსთან.
-რას ზოზინობს ის გოგო გამაგებინეთ, - არ ცხრბოდა ქალი,- მთელი ღამე აქ უნდა გავატარო?
-ჩვენც აქ ვართ ქალბატონო.
-ამხელა ფსიქოლოგი ქალი დამაყენეთ აქ, ვმუშაობ ხვალ, რა საქონლები ხართ სუყველა, რომელი სოფლიდან ჩამოეთრიეთ ასე ერთნაირები? ქართველებს არაფერი არ გვეშველება.
-მომხედეთ ქალბატონო, თქვენ კილკა და ხიზილალა ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან, რა საქართველოს სიყვარულზე მელაპარაკებით, ოცლარიანი ჩამოთრეული კარაქი გიდევთ მაგ ურიკაში, შეგეძლოთ ქართული გეყიდათ, რომელსაც ვადა იმდენი აქვს, რამდენიც მაგ კარაქის ტრანსპორტირებას სჭირდება საქართველომდე, იმიტომ რომ ნატურალურია, თუ გგონიათ რომ ჩვენზე მეტი იმიტომ ხართ რომ აქ იმ ფასიანი ხიზილალა გიდევთ, რამდენიც ჩვენი ერთი თვის ხელფასია, ძალიან ცდებით, ფსიქოლოგმა შრომის ფასი უნდა იცოდეს, თქვენ უზნაზე რომ წაგეკითხათ, გაიგებდით შრომის ფასს, მაგრამ თქვენ არა თუ სხვებისთვის, არამედ სხვის შრომასაც არ სცემთ პატივს, თქვენი განათლებით არ ყიდულობთ ამ ფასიან პროდუქტებს, რადგან ეს თქვენი საუბრიდანაც კარგად ჩანს, სამჯერ ვთქვი დისტანცია დაიჭირეთ-მეთქი, მაგრამ ისევ ამ ბატონს ეხუტებით, რაზე ვსაუბრობთ?
-ჩაიხედე სარკეში, მახინჯო, შენ ვერასოდეს გათხოვდები, ვინ მოგიყვანს ცოლად?- შეაფურთხა ქალმა კეკეს.
-ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად.- ატირდა კეკე და პირის დასაბანად გაუჩინარდა.











№1 სტუმარი მარგარეტი

მოთხრობის შინაარსი რაც არის მივხვდი. მაგრამ ამ ფსიქოლოგი ქალის მიმართვა კეკესადმი ცოტა არ მომეყურა. კარგი, მახინჯი ხარო უთხრა და შეურაცხყო, ზუსტად ეგ უნდოდა მაგასაც:დ მაგრამ ვერასდროს ვერ გათხოვდებიო რა შუაში იყო? მხოლოდ გათხოვება და შვილის გაგორებაა ეს ცხოვრება?

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

მარგარეტი
მოთხრობის შინაარსი რაც არის მივხვდი. მაგრამ ამ ფსიქოლოგი ქალის მიმართვა კეკესადმი ცოტა არ მომეყურა. კარგი, მახინჯი ხარო უთხრა და შეურაცხყო, ზუსტად ეგ უნდოდა მაგასაც:დ მაგრამ ვერასდროს ვერ გათხოვდებიო რა შუაში იყო? მხოლოდ გათხოვება და შვილის გაგორებაა ეს ცხოვრება?

ისტორია რეალურია.

 


№3 სტუმარი Seen

გული დამეწვა, მაგრამ ბევრ რამეზე გულიანად ვიცინე, საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს.

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

Seen
გული დამეწვა, მაგრამ ბევრ რამეზე გულიანად ვიცინე, საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს.

<3

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

დამპალი.... უნდა ჩამოეღო სახე...

 


№6 სტუმარი გიგო პაპა

გეგი მიყვარხარ????❤️

 


№7  offline წევრი Barbare ❤

გაგრძელება მაინტერესებს.. იმედია იმ ქალისგან კორონა არ გადაედება კეკეს :დ

 


№8  offline წევრი Lu Miki

აუ ასეთ ძალით განათლებულ ადამიანებს ვერ ვიტან შეგნება რომ 0 აქვთ. და სად რა ჩააკვეხონ არ იციან. მასეთები რომ მხვდებიან მინდა სახით ვათრიო. კეკეს ადგილას იმ კარაქს ვაყლაპებდი.!!

პ.ს გამეხარდა ახალი ისტორია <3
--------------------
θεόνα

 


№9  offline წევრი Lu Miki

მაინტერესებს თუ აგრძელებ ამას ან იმას ამის წინ რაც დაიწყე და შუაგზაზე ვართ გაჩხერილები ვერც წინ მივდივართ და უკკან რაც მოგვრჩა დავიზეპირეთ მკითხველმა. რას იზამ ?
--------------------
θεόνα

 


№10 სტუმარი ჭორიკანა,

მოკლედ, სანამ ისტორია არ დასრულდება აღარაფრის წაკითხვას ვაპირებ ასე ნაწილ- ნაწილ. ????

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიკა

ჭინკობისთვე ბოლომდე სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent