შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ შემთხვევით (ნაწილი 2)


6-04-2020, 19:52
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 341

- შენი თავდაჯერებულობის ამბავი კი ვიცი, მაგრამ მგონი კატოსთან ვერ უნდა გაგივიდეს- სიცილით თქვა ირაკლიმ
- კაი რა , ხო იცი ყველა გოგოს მოევლება
- რავიცი რავიცი, მითების თანახმა მოურჯულებლებიც არსებობენ
- მორჯულდება - გაიცინა აზარტში შესულმა დიმამ, ტელეფონი აიღო და კატოს ფოტოები გადაათვალიერა, როგორ მოსწონდა გოგოს დახვეწილი სტილი, ჩაცმა, მანერები, სიარული, დღეს რაც ბარში ნახა უფრო და უფრო მოეწონა, რატომღაც მასზე ფიქრი ვერ მოიშორა და გაეცინა. მთელი საღამო გაღიმებული იჯდა და ფიქრებით კატოსთან იყო, ირაკლი და ლაშა კი ძალიან ღადაობდნენ ძმაკაცის ასეთ ცვლილებაზე. რამდენჯერმე აკრიფა დიმამ ტექსტი უნდოდა მიეწერა მაგრამ , თავი შეიკავა, ბოლოს მაინც გაბედა
- " მორჩი მასწავლებელს ?
კატომ პასუხი დაუგვიანა და სადღაც 20 წუთში მიწერა,
- ჯერ ვერა
- ამ დრომდე
- ხოო , ერთ საათში ვამთავრებ
- ყოჩაღ შენს გაძლებას) მერე აქ რატომ ხარ , გადი იმეცადინე
კატომ შეტყობინება ნახა და აღარაფერი უპასუხა. ერთ საათში სადარბაზოდან გამოსულ კატოს კი დიმა დახვდა მანქანით, კატომ იცნო მაგრამ არ შეიმჩნია და გამოძახებული ტაქსისკენ წავიდა, დიმა მანქანიდან გადმოვიდა, საფულე გახსნა, ტაქსთან კატოს მიასწრო, მძღოლს ათლარიანი გაუწოდა და ბოდიში მოუხადა აღარ გვჭირდება ტაქსიო, შემდეგ კი კატოს მოუბრუნდა და ღიმილით უთხრა
- მე გაგიყვან
რთული მისახვედრი არ იყო რას ნიშნავდა დიმას ასეთი მანერა. კატო დაფიქრდა, დიმას ახედა, არ უნდოდა ამაზე საუბარი მაგრამ სხვა გზა არ დარჩა
- აქ რას აკეთებთ ?
- შენ გელოდებოდი ) გაუღიმა დიმამ
- იუმორს არ უჩივით
- მართლა შენ გელოდებოდი
- მე ტაქსი მელოდებოდა
- უკვე წავიდა
- არ ვიცი მართლა მე მელოდებოდით თუ არა, მაგრამ მადლობა ყურადღებისთვის ყველა შემთხვევაში, თუმცა არ მიყვარს როცა მე აზრს არ მეკითხებიან, ამ შემთვევაში ტაქსი ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა გაგეშვათ.
- შემდეგში გავითვალისწინებ, ახლა დაჯექი, მანქანის კარი გამოაღო დიმამ.
- ტაქსით გავალ.
- შემდეგში გავითვალისწინებ , ახლა კი დაჯექი, გაიმეორა გაბრაზებული ტონით დიმამ, თამუნამ მამაკააცს ახედა, შემდეგ მანქანის უკანა კარი გააღო, და ნოუთბუქი უკანა სავარძელზე მოათავსა, თავად კი წინ მოთავსდა. დიმამ ამოისუნთქა გოგოს კარი მიუხუდა, თავად საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა, არც უკითხავს სად მიდიოდნენ ისე გაუყვა გზას
- მგონი არ გიკითხაბს სად ვცხოვრობ
- ანუკისგან ვიცი
- გასაგებია... ცოტაოდენი დუმილის შემდეგ გოგომ დიმას გახედა , თქვენ აქ ცხოვრობთ ?
- სად აქ
- ნუცუბიძეზე, სადაც დამხვდით
- არა , შენ მოგაკითხე, და თქვენობით ნუ მესაუბრები ძალიან გთხოვ
- მეგონა მეხუმრე
- არ მიხუმრია
- მაშინ მე რატომ მელოდებოდით ?
- შენი აზრით?
- ჩემი აზრით მეხუმრე
- არც ისე პატარა ბავშვს გავხაარ ვერ ხვდებოდე
- რას უნდა ვხვდებოდე- ჯიუტად არ ნებდებოდა კატო
- რისთვის შეიძლება ღამის პირველ საათზე მამაკაცი გოგოს ელოდებოდეს
- იქნებ ბიზნესზე გაქვს რაიმე კითხვა ?რავიცი
- ბიზნესი ცალფეხზე როცა შენ ხარ, სხვასთანაც გავარკვევ რამე თუ დამჭირდა
კატო გაჩუმდა, მიხვდა საუბარი არასასურვებ გეზს იღებდა.
- რატომ გაჩუმდი , გაეღიმა დიმას- სად გაქრა თავდაჯერებული ბიზნეს ლედი
- არსად, აქ არის
- რაღავ ვეღარ ვხედავ გაეღიმა დიმას
- რა გინდათ ?
- თ ? უკან მიიხედა დიმამ, აქ ჩემს გარდა ვინმეს ხედავ ?
- თქვენს ასაკს ვუსვამ ხაზს
დიმამ მანქანა გადააყენა, კატოსკენ მობრუნდა ტანით , მერე ხელებით კატოს ნიკაპი დაიჭირა, კატომ თავის დაძვრენა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, დიმა მოულოდნელად წაეტანა ტუჩებს, თუმცა წინააღმდეგოა იგრძნო ეგონა კატო დაშოშმინდებოდა , მაგრამ ეს წინააღმდეგობა უფრო და უფრო გაძლიერდა.
- თუ დამაცდი იქნებ მოგეწონოს კიდეც , სიცილით უთხრა დიმამ
კატომ სილა გააწნა
- სხვა გზა არ დამიტოვე, სიბრაზით თქვა კატომ, სარკეში ჩაიხედა და ტუჩის საცხი შეისწორა.
- ან კარი გამიღე ან სახლში მიმიყვანე
- არამგონია ჩემზე კარგი კოცნა სცოდნოდა ვინმეს,- გამომცდელი მზერით შეხედა დიმამ
- პირველი კოცნისთვის საკმაოდ უსიამოვნო იყო- ჯიბრით უთხრა კატომ
- ანუ შენთვის პირველი იყოო? სიცილით უთხრა დიმამ
- კი პირველი იყო. კარი გამიღე
- ბოდიში არ ვიცოდი
- რა არ იცოდი? ან რატომ უნდა გცოდნოდათ, ან საერთოდ ამდენს რატომ ბედავთ? ჩემი ბრალია რომ მანქანაში ჩაგიჯექით.
- დაწყნარდი ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ გაკოცე, და კიდევ ბევრჯერ გაკოცებ , მოგიწევს შეგუება.
- კარი გამიღე- სიბრაზით წამოიყვირა კატომ
- დამშვიდდი და წავიდეთ
- დამცინი დიმა?
- არ დაგცინი , მკითხე რა გინდაო და მეც გიპასუხე
- მაგ საქმისთვის მე არ გამოგადგები
- მაინც რა საქმისთვის
- ლოგინისთვის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
- შენთან უფრო მეტი გეგმა მაქვს ვიდრე მხოლოდ ფიზიოლოგიური მოტხოვნილებების დაკმაყოფილებაა
- აი მე კი არანაირი გეგმა არ მინდა თქვენთან დაკავშირებიტ რომ მქონდეს
- შენ რა გინდა ნაკლებად მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მაგრამ რა გენდომება მომავალში ეგ კი ვიცი.
- თავდაჯერებული იდიოტივით მესაუბრებით
- ხო , მომწონხრ, და ასი პროცენტით ვარ თავდაჯერებული რომ ადრე თუ გვიან ჩემი ცოლი იქნები. მკაცრად უთხრა დიმამ
- უბრალოდ ნურც იოცნებებ. გაბრაზებულმა გამოაღო მანქანის კარი კატომ და სადარბაზოსკენ დაიძრა.

დიმამ ხელები საჭეს დააყრდნო, თავი კი სავარძლის საზურგეს და სიცილი აუვარდა, მგონი პატარა ბიწივით გავები მახეშიო გაეცინა და მანქანა დაძრა.



№1  offline წევრი alienbaby

დიმას საქციელი უბრალოდ ამაზრზენია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent