ვითომ შემთხვევით (ნაწილი 3)
კატო სახლში გაცოფებული ავიდა, მისი ოჯახი თბილისში არ იყო, იმ ღამით სულ მარტო იყო სახლში, ეს ცოტა უხაროდა, რომ ამ გაცოფებულ ხასიათს ვერავინ შეატყობდა. სახლში შესვლის თანავე ტუჩები მაგრად გაიწმინდა ჯერ მიცერალური წყლით მერე კი ჩამოიბანა. ტანზე გამოიცვალა, ყავა გაიმზადა, ყველაფერს ისე ჩქარა და ბრაზით აკეთებდა, მერე სავარძელზე დაჯდა და ღრმად ამოისუნთქა ჩათვალე არაფერი მომხდარა- ამშვიდებდა საკუთარ თავს, მესენჯერში შევიდა , აქაც დიმა, ისევ დიმას შეტყობინება, ნერვები მოეშალა და სოციალურ ქსელში საერთოდ მიბლოკა. მერე კი ტელეფონი დასატენად შეაერთა თვითონ კი დასაძინებლად წავიდა, არავისთვის აპირებდა მომხდარის შესახებ მოყოლას. დიმა კვლავ ბიჭებთან აბრუნდა, ირაკლისთან გადაწყვიტა დარჩენა, ტელეფონს ხხელში ათამაშებდა ისე ელოდა პასუხს , შემდეგ კი მესენჯერში შევიდა, კატოს ოფციას დააკვირდა და სიცილი აუვარდა - დამბლოკა - ახარხარდა დიტო - ვინ? - კატომ - მოიცა რა მოხდა ? რა უთხარი ეგეთი - გაოცდა ლაშა - ვაკოცე - მეკაიფები? - გაეცინა ირაკლის - არა , რა გინდა ჩემგანო და მეც ვუპასუხე- ვითომ არაფერი ისე თქვა დიმამ - მერე, მოგეწონა- გაეცინა დაათოს - რა მოეწონა ხო არ გაჟრჟოლებს, ბრაზით უთხრა ირაკლიმ? შენ სულ გამოყ*ევდი ? მიუბრუნდა ირაკლი ახლა დიმას, რა აკოცე გააქციე გოგო - აუ რა შემე*ით რა? მომინდა და ვაკოცე - ხო გაგაფრთხილე არ არის ხელწამოსაკრავი გოგოთქო - ბიჭო მერე რა რომ გამაფრთხილე, ცოლად მინდა მონაზვნად კი არა, მომინდა და ვაკოცე - ვახ ჩემი... ამოილაპარაკა ლაშამ - მერე რაო? გააგრძელა ირაკლიმ - რამი სახე კი ამწვა, დარტყმა ძლიერი აქვს ამაზე ბიჭებს სიცილი აუვარდათ. - ღირსი კი იყავი, პირველად ნახა დღეს გოგო და ვაკოცეო... - რა კოცნაც ეგ იყო, ნორმალურად არ დამაცადა - შენი გამოსწორება არ იქნება რა... ჩაილაპარაკა ლაშამ - ძაან მუღამში ვარ რა- გაიცინა დიტომ , თქვენ თუ ჩემი და მაგის შვილები არ მოგანათლინოთ მე ვიყო არაკაცი - რავი ასე თუ გააგრძელებ , ეგ გოგო შეიძლება ქვეყნიდან გააქციო. - ხვალ სახლთან დავხვდები - კაი რა ტოო, ძალიან შეუგნებელი როჟასავით ნუ დაიწყებ ახლა დვიჟენიებს- წამოიწყო აქამდე ჩუმად მჯდარმა ლევანმა - აბა რა გავაკეთო - დააცადე რამდენიმე დღე, ვაბშემ დღეს რაც გააკეთე მაგას როგორ გამოასწორებ ეგეც არ ვიცი - მოიცა გაბრაზდა და სხვა არაფერი უთქვამს ? ჩაეკითხა ირაკლი - მე არ გამოგადგები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადო - აზრზე ხარ რა გონიხარ გოგოს- ბრაზით თქვა ირაკლიმ- აი რა კოცნა აგიტყდა ერთი დღის გაცნობილ გოგოზე რა -კაი მოვაგვარებ რა. - კაი გიყურებთ. დიმა არ იმჩნევდა მაგრამ ნანობდა, ბევრი იფიქრა მაგრამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ანკას და კრისტის დახმარებას ვეღარ სთხოვდა, სამი დღე მოიცადა, მერე კი მასწავლებლიდან გამოსულს დახვდა, კატო ამჯერად საკუთარი მანქანით იყო და მანქანის კარი გამოაღო დიმა რომ თავზე დაადგა. - შეიძლება ვილაპარაკოთ - არა - მაქსიმუმ 10 წუთი - არა - მკაცრად გახედა კატომ - ბოდიშის მოხდა მინდა ,ზედმეტი მომივიდა - მიღებულია ბოდიში, კატო მანქანაში ჩაჯდა, და დიმასთვის აღარც გაუხედავს ისე დაძრააადგილიდან. საღამოს დიმა ჩაფიქრებული იჯდა ბიჭებთან ერთად, და ფილმს უყურებდნენ, კომედია იყო, ყველა ღადაობდა, დიმას გარდა -რა გჭირს - გახედა ირაკლიმ -კატოს დავხვდი დღეს, დალაპარაკება მინდოდა, სიტყვა არ მათქმევინა ისე დაძრა მანქანა და წავიდა - აბა რას ელოდი თუ ძმა ხარ - რავიცი ადამიანურ ლაპარაკს - ადამიანურად თავიდანვე უნდა მოქცეულიყავი. - აუ კაი რა, რაღას მეკითხები მერე თუ უნდა შემ*ე - კაი ხო დამშვიდდი, რამეს მოვიფიქრებთ - თქვენ რა უნდა მოიფიქროთ , არ უნდა გოგოს ჩემი ნახვა - მოვანდომებთ - არ მინდა, კაცი არ ვიყო ეგ თუ ცოლად არ მოვიყვანო - მოიცა როდის მერე გინდა ასე ცოლის მოყვანა - რაც ეგ გოგო გავიცანი - ვაჰ ჩემი, რა არის ეგ გოგო ასეთი - მისმინე , ღვინის ქარხანაში იჩითება ხოლმე, გავიდეთ პარასკევს , იქ იქნება და იქნებ დაელაპარაკო -ჰო ეგ იდეა მომწონს. ღვინის ქარხანაში. გოგოები მაგიდასთან ისხდნენ, კატოს გვერდითა მაგიდებისთვის არც გაუხედავს და არც დიმა და მისი საძმაკაცო შეუმჩნევია, გოგოებთან ერთად კისკისში იყო გართული, ბარში კატოს ნაცნობი გაიჩითა ,კატო გაღიმებული წამოდგა და მისკენ გაემართა , ბიჭს გადაეხვია და დიდ ხანს გაღიმებული ელაპარაკებოდა, დიმა უყურებდა და ძარღვები დაჭიმვოდა, არ სიამოვნებდა კატოს ბიჭთან ასეთი სიაცხლოვე, თან თვითონვე უკვირდა რატომ ღიზიანდებოდა რამდენიმე კვირის გაცნობილი გოგოს გამო ასე. დიდ ხანს უყურებდა მათ საუბარს, როგორც იქნა დაემშვიდობნენ ერთმანეთს, დიმას ისებ ბრაზი ახრჩობდა, ირაკლი კი უყურებდა ძმაკაცს და გაოცებული იყო, ჯერ გოგოს გამო ასე სერიოზულად დაფიქრებული დიმა პირველად ენახა. ცოტა ხანში კატოს დაქალი წამოდგა და მოსაწევად გავიდა, კატოც გაყვა , თან პიჯაკი მოისხა გარედან - ეწევა კიდეც?- ღიმილით კითხა ირაკლიმ დიტოს - არ ეწევა, დაქალებს მიყვება ხოლმე... ღიმილით ჩაება მათ საუბარში ლაშა, წამო გავიდეთ ჩვენც იქნებ გამოელაპარაკო. ბიჭები გავიდნენ და კატოს სიახხლოვეს დადგნენ, კატო ღიმილით უყვებოდა დაქალს რაღაც ისტორიას და იცინოდნენ, შემთხვევით მოაბრუნა თავი გვერდით და დიტოს დანახვაზე ცოტა არ იყოს შეცბა , ძალიან ეცადა არ შეემჩნია, და საერთოდაც ის არ შეემჩნია რომ დიტო დაინახა, თუმცა არ გამოუვიდა, კატოს ნსაწინააღმდეგოდ დარაზმულ არცერთ მამაკაცს მხედველობიდან არ გამოჰპარვია კატოს ხასიათის ცვლილება, რომელმაც დაქალს რაღაც გადაულაპარაკა და ბარში შესაბრუნებლად გაემართა, დიმამ გზა გადაუღობა - მხოლოდ ხუთი წუთი, ცივილიზებულად ვილაპარაკოთ - თა, შედი და შემოვალ - ოქეი, გაუღიმა გაკვირვებულმა დაქალმა და კატო დიმასთან დატოვა, დიმა და კატო ბიჭებს გამოეყვნენ და გვერდით დადგნენ - თუ ბბოდიში უნდა მომიხადო, უკვე მიღებულია- ნაგლად გაუსწორა მზერა კატომ - იმ დღეს ცუდად გამოვიდა, ზედმეტი მომივიდა, და არასწორად განვსაზღვრე, უფრო სწორად ვერ განვსაზრრე შენ რომ ასე გაბრაზდებოდი. - გასაგებია - მოკლედ , ადამიანური, ცივილიზებული და მეგობრული ურთიერთობა მინდა შენთან - ბოდიში მიღებულია, თუმცა ანალოგიური სურვილი მე არ გამაჩნია. - ატრაკებ ახლა , თან მაგრად. - ბრაზით უთხრა დიმამ - არ უკვირდები რას აკეთებ და რას ამბობ, მერე ბოდიშებს კიდევ აზრი არ აქვს. - ნუ არ მითხრა რომ ეგ სიტყვა ჩემგან პირველად გაიგე - არ მსიამოვნებს როცა ჩემთან მიმართებაში ლექსიკას ვერ აკონტროლებენ - არც მე მსიამოვნებს ვიღაც მაგრად რომ იფასებს თავს. - თუ შენთან ურთიერთობა არ მინდა, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ტავს ვიფასებ - აბა რას ნიშნავს- სასმელი მორეოდა დიმას - უბრალოდ არ მომწონხარ - აი უბრალოდ რომ არ მოვწონვარ , ეგეთი გოგოები თითქმის არ არსებობენ - სწორად აღნიშნე, შეიძლება თითქმის არ, თუმცა ვიღაცეები მაინც არსებობენ, და მეც ის ვიღაც ვარ - რატომ მეთამაშები - ზედმეტად დიდი ამბიციებით ხარ, საერთოდ არ გეთამაშები, უბრალოდ არ მაქვს არანაირი სურვილი შენთან ურთიერთობის. იკმარებ ამ ახსნას თუ ისიც გინდა აგიხსნა რატომ არ მაქვს სურვილი? - თუ იწყებ დაამთავრე - ნაგლი ტიპი ხარ, საკუთარ თავზე უაზრო წარმოდგენებით, ყველას ერთ ქვაბში ხარშავ და ისე ექცევი, ელემენტარული იმას ვერ არჩევ ვისთან როგორ მოიქცე, ხელაღებული ტიპი ხარ და უკონტროლო, მე კიდევ ეგეთების ატანა არ მაქვს. - ხოდა არასწორად ფიქრობ, იმ დღეს თავი ვერ შევიკავე, დიდი ხანია უკვე მომწონხარ და შენი ახლოდან გაცნობა მხოლოდ იმ დღეს მოვახერხე, ნუ ბაზარი არაა ვიჩქარე და შეგაშინე , მაგრამ ახლა ძალიან გთხოვ ნუ მახვეწნინებ და მადევნინებ შენს თავს, ადამიანურად მომეცი შენთან მოახლოების საშუალება. - მგონი ყველაფერი გასაგებად გითხარი. კატო კატეგორიული იყო, ისე გაემათა შესასვლელისკენ რომ დიმამმ მისი შეჩერება ვერც მოახერხა, სიმწრის ღიმილით მიუახლოვდა ბიჭებს და შევიდეთო ანიშნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.