დროის ნაგლეჯები
-შენ სუნთქავ?!.... შეგიძლია კიდევ ერთხელ მაინც ჩაისუნთქო ის დროის უზარმაზარი ნაგლეჯები ჩვენს გარშემო ასე რომ მიმოფანტულან?!.... არა!..... ეს არც შენ და არც მე არ შეგვიძლია.... ჩვენ ადამიანები ჩარჩოებში ვართ მოქცეულები!..... იმდენად ვიწრო ჩარჩოებში რომ დროის მხოლოდ ერთი ჩასუნთქვით ვცხოვრობთ..... უბრალოდ მეორე ჩასუნთქვისთვის ჩვენს ჩარჩოებში აღარ რჩება აღარაფერი.... მხოლოდ წარსული, წარსული რომლისკენ გზა ჩვენივე ხელით გავანადგურეთ.....ან არა.... ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ.... ყველაფერში დამნაშავე დროა.....მან ჩაძირა ყველა ბილიკი რომელიც დიდი წვალებით გავტკეპნეთ..... ხო!.... ზუსი სიტყვაა.... ისედაც ერთი თვალის დახამხამებაა ჩვენი ყოფნა და ჩვენ კიდევ..... რას ვაკეთებთ...... აი.... ხედავ..... გავტკეპნეთ ვიწრო ბილიკი მთელი ერთი ჩასუნთქული დროით და რა..... ვსხედვართ გზის დასასრულს.... წინ აქაიქ ჩანან ადამიანები ვინც ეს ჩვენზე ადრე გააცნობიერეს და ის ერთ ყლუპად ქცეულიბდრო ბოლო წვეთამდე.... ბოლო წამამდე გამოიყენეს.... მიდიან....ჩვენ კი ვრჩებით უკან..... ბოლოში......სულ ბოლოში.....სულ ორი ნაბიჯის ტკეპნას მოვანდომეთ ის ერთი ჩასუნთქვა....სულ რაღაც ორი ნაბიჯის ან..... მთეეელი ორი ნაბიჯის..... ბოლოს?!......ბოლოს როცა მიწას გართხმულები მივხოხდებით ადგილას სადაც ჩვენს გზას უკვე მომავალი სრულიად წაშლილი აქვს.........და უკვე გავლილ, ერთი შეხედვით გრძელ გზას....მაგრამ მხოლოდ ორ გატკეპნილ ნაბიჯს გავხედავთ, გული საშინლად გვეტკინება...... სული?!.....სული იმდენად გვაქვს დამძიმებული რომ ერთი მილიმეტრითაც ვერ გაინძრევა, ასე დავტოვებთ ღმერთისგან შორს....მისივე ნაბოძები ნათელი სამოსით რომლისგანაც მხოლოდ ნაფლეთებიღა შემორჩენილა. და მერე?!......მერე ისევ გვეყოფა და კსევ ვუსაყვედურებთ ღმერთს....რომ არ მოგვხვია ხელი გათოშილ მხრებზე....ისევ უმადურები დავრჩებით რომ ამდენი ტკივილის, ამდენი ტანჯვის შემდეგ ასე მიგვატოვა ამ გაუკაცრიელებულ ადგილას, საიდანაც თავდასაღწევი საშუალება არარსებობს.........ისევ ღმერთს დავდებთ ბრალს ამაშიც..... რაში?!..... იმაში რომ ჩვენ მას მივდიეთ მაგრამ შუა გზაში მან მიგვატოვა......... აი...... აი ესარის დიდი შეცდომა..... რომლის პატიება ჩვენი თავისთვის ჩვენთვითონვე არ უნდა შეგვეძლოს, ღმერთი თავის ხატად ქმნილ ადამიანებს არასოდეს არ ტოვებს..... როგორ?!...... კარგად დაფიქრდი..... ღმერთს რომ მიეტოვებინე როდესმე, თუნდაც ერთ ჰაერის ჩასუნთქვას მაინც შეძლებდი?...... ვერა..... ის ჩვენ მივატოვეთ...... და არც არასდროს გაგვხსენებია რომ მივბრუნებულიყავით, თუნდაც ერთი წამით მაინც რომ გაგვეხედა მისკენ..... და აი...... როცა უკვე ჩვენს მიწიერ სხეულს აუვა სიკვდილის მძაფრი სუნი, სწორედ მაშინღა გვახსენდება ღმერთი..... მაგრამ?!..... მაგრამ უკვე გვიანია...... უკვე ძალიან გვიანია....... უკან ყველა გზა დაუწვავს დროს..... უკან ჩვენი ნატკეპნი ორ ნაბიჯიანი ბილიკი დაუფარავს წყალს...... ხიდები კი...... ისინი ხომ არც არასდროს გვიშენებია..... ხიდები ხომ ის გახარებული გულებია ვისაც ერთხელ მაინც გამოემეტება ჩვენსკენ, თუნდაც ერთ სიტყვიანი დალოცვა........ ღმერთო.... როგორ მჭირდება ვინმესგან თუნდაც ერთი.... თუნდაც უბრალო..... გულში გავლებული დალოცვა....... ასე ვიჯდებით ამ უკაცრიელ ადგილას ჩვენი გზის დასასრულს..... ისევ მოლოდინში..... უსასრულო მოლოდინში..... სანამ ჟამთა სვლა ათასწლეულებს არ მოითვლის..... მაგრამ დრო...... დრო ჩვენთვის უკვე აღარ იარსებებს...... იქნება მხოლოდ უსასრულობა...... მარტოობა და ისევ უსასრულო ტკივილი....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.