ფსიქიკური აშლილობა:ნოე 18+ /სრულად/
- ნოე... - პასუხი არ არის... არავინ მიბრუნებს გარემოდან მონატრებულ ხმას. - ნოე...- ცრემლებით გაჟღენთილი ხმა უცაბედად მწყდება, თუმცა ვხვდები, რომ პასუხს არავინ დამიბრუნებს. სასოწარკვეთა მიტევს და თავს ყველაზე უსუსურ ადამიანად ვგრძნობ. ცრემლები თანდათანობით მწყდება და ინერციით გაყინულ მიწას ენარცხება. ტანში მცრის... ერთიანად დაიარებიან მცოცავი ჭიანჭველები ჩემი თავის ქალის გარშემო და მოსვენების საშუალებას არ მაძლევენ. ცრემლები საამო ჰანგებს ქმნიან დაცემისას... სულისწამღებად ხმაურობენ და გონებას გიხვრეტენ. თანდათანობით ვგრძნობ, როგორ ვემსგავსები ამომშრალ ღრმულს, რომელშიც არავინ ხარობს. მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელის შეგრძნებით არიან შემკულნი. ნელ-ნელა იფიტებიან და ადამიანური საღი აზროვნების საშუალებასაც კარგავენ. ფეხქვეშ მიწა ეცლებათ და თვალთახედვის არედან ყველაფერი დავიწყების ფერს იძენს. გამთენიისას წარსულმა ხელში ამიყვანა... უმეტყველოდ, არაფრისმთქმელად მიყურებს, თუმცა ვერ ხვდება არაფრის მსგავსი სიგიჟის მიზეზს, რომელიც მას აკავშირებდა. თანდათანობით, წარსულის მოტიტვლებულ სხეულს საბნად ვეფინები, რომ ოდნავ მაინც ვუწილადო აწმყოს მწველი სითბო. წარსული რიტმულად სუნთქავს და მისი ამოტყორცნილი ჰაერის ნაკადი მალამოსავით ეფინება ჩემს უსუსურ სხეულს. ისევ ვეხუტები... ზურგზე გამოსახულ თითოეულ ძვლიდ ნაკვალევს კოცნით მივუყვები... წარსულის მოგონებას ჩემი სათუთი ხელების ამოცნობა არ შეუძლია... არც რაიმე ახალი გრძნობის აღმოცენება... მხოლო და მხოლოდ მისი შეხებისას ვეშვები გასული თვეების, წუთების, წამების, წლების სამყაროში... და უთქმელად გვეღიმება... *** ორ აგვისტოს ცხელი დღე იდგა... პირველი პაემნის შემდგომ, ერთმანეთი თვეებია არ გვენახა... შეუცნობლები შევცქეროდით ერთმანეთს და ხმის ამოღება გვზარავდა. ჩემში ნელ-ნელა ქრებოდა სიყვარულის გრძნობა შენდამი და ნაპერწკლებს ვკარგავდით. ახლა კი... მოულოდნელად გნახე... უფრო სწორად დაგინახე. თურმე უცნაური ფოთლების აშრიალება სჩვევია გრძნობებს. არ ჩაგეხუტე, მაგრამ გაგიღიმე... რამდენიმე წამში კი გითხარი, რომ ორ შეყვარებულ წყვილს ერთი სხეული ჰქონდათ, რომელშიც ყოფით ცხორებას ეპოტინებოდნენ. გაუანალიზებელი სიტყვები უცაბედად წამომცდა და ვგრძნობდი, როგორ გეღიმებოდა ჩემს დაბნეულობაზე. ეს ყოველივე გაუანალიზებელი სიტყვები იყო, თუმცა საშინლად გულწრფელი. შემდგომ ძალიან შემრცხვა.. შემრცხვა შენი მოხდენილი სახის ნაკვთების და სასთუმალს შევერწყე. მომინდა რაიმე მხატვრული მეთქვა, თუმცა ვფიქრობდი რა... ბოლოს გონება გამინათდა და შიშნარევი მზერით მას მივუგე. - სიყვარული აგვისტოს მწველ ამინდს უნდა ჰგავდეს. ყოველთვის უნდა ბობოქრობდეს, შენში გრძნობათა კორიანტელი, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მოგცემს. მოულოდნელად ზურგი მაქციე... რამაც ცრემლებს ლოყის გავლით განთავისუფლების საბაბი მისცა. სახლში გიჟივით მივრბოდი და სწორედ იმ წამს გადავწყვიტე, რომ შენი არსებობა დამევიწყა. თვეებია წარსულს ვესაუბრები... თვეებია, სწორედ იგი გახდა ჩემი ცხოვრების უპირობო მსმენელი, რომელიც ასე მჭირდებოდა. თანდათან გრძნობები ძილს ეცემოდა, ხოლო ველურივით მიტევდა, თუ გაიღვიძებდა. ნამდვილად არ მინდობდა და უნებლიედ ცრემლები მსკდებოდა. როგორ მახსოვს, როგორ ცვიოდნენ ვარსკვლავები, როგორც შენი ჩამქრალი, მაგრამ ბობოქარი თვალები... უმეტყველო გამოხედვითა და უხეში მიმიკით. შენ ბობოქარი იყავი... უკარება და დაუმორჩილებელიც, მაგრამ საშინლად მიმზიდველი და უმწიკვლო... და აი, კვლავ შენით იწყება დღე... მაინც ვერ გიშორებ და მთელი ენთუზიაზმით შენკენ ვილტვი, თუმცა როგორ ამღვრეულა სული, შენი უპირობო საქციელით... როგორ დამტოვე მარტო, ამ ნამსხვრევების ქალაქში... გაუანალიზებლად ფეხზე ვდგები და ვცდილობ, რომ ჟანგბადმოწყურებული ფილტვები დავაპურო. მერამდენეჯერ გეხები ფიქრში და ვინაწილებ შენთან ერთად წუთიერ ჟამს. უკვე მონატრებამ იჩინა თავი, თუმცა დრო საკმაოდ მცირე იქნა გასული... ვხვდები, რომ სულ მალე ჭკუიდან შემშლის გრძნობები, თუმცა ისიც მაშინებს, რომ უწინდელივით დავიწყებას არ მიეცე... კვლავ არ გაუფასურდეს ერთმანეთის მიმართ არსებული გრნობები. აი, წარსული კვლავ მოადგა შინდისფერ კარებს და უმეტყველო, მაგრამ ნაცნობი მზერით მოუყვება ნაბიჯებს... მე ადგილიდან არ ვიძვრი... საშუალებას ვაძლევ, კვლავ სულში ჩამხედოს, როგორც უწინ წარსული ჩემ წინ დგას და დიდრონ თვალებს სულში მიფათურებს... თითქოს ცდილობს, რომ კვლავ მისი ვიყო და აწმყოს მკლავებს არ შევერწყა. წარსულს ვცდილობ სახელი შევარქვა, თუმცა ფიქრისგან თავი მისკდება და ლამისაა სრულიად აფეთქდეს... წინ დაუდოს ჩემში აღბეჭდილი თითოეული გრძნობა. - შენ, ჩემი, მარტოსულობის კავალერი გქვია... - ჩუმად აღმოვთქვი.- ნამდვილად, მარტოსულობის კავალერი, წარსულო... სწორედ ასე შეერქვა მას, ეს სახელი... რომელიც ასე მომწონდა. უეცრად, მარტოსულობის კავალერი ხელზე ნაზად შემეხო და წარსულის ღრმა მორევში უკვალოდ დამკარგა... *** დეკემბრის სუსხიანი ადილა იდგა... სწორედ ისეთი ლოგინი, რომ თავისკენ გექაჩება და ადგომის საშუალებას გიკარგავს, ხოლო მე თვალუწვდენელ ჰორიზონტს ვაპყრობ მზერას, რომელიც მთლიანად გახვეულიყო დაბურულ ნისლთა კორიანტელში. გუშინდელიდან მოყოლებული ფიქრმა მომიცვა... ისეთმა ფიქრებმა, რომელიც გულის მალული ნაპრალებიდან იქნეს გამოპარულნი.. ხოლო ჩემი გრძნობები? ჰაჰ... თუღა დამრჩენია რაიმე, გარდა მონატრებისა და მღელვარებისა. ფეხები დაუმორჩილებლად მიყვებიან სასურველ ნაკვალებს და გონებას მიბნევს. ცოტა ხანში კი შენ გამოჩნდი... უმწიკვლო ღიმილითა და თავბრუდამხვევი მანერით.. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემში, ნამდვილი გარდასახვა იწყებოდა... სიყვარული მანადგურებდა და ამადროულად სიცოცხლის ჟინით მავსებდა... ხოლო შენ, წარბს არ ტოკავდი. თითქოს, ჩემი არსებობა არაფრისმომცემი იქნებოდა... უნდა ვაღიარო.... შენი გადადგმული ნაბიჯი უმალვე ჭრილობას მაყენებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. შინაგანად ვტიროდი, მაგრამ გარეგნულად ღიმილის ნიღაბს ვირგებდი. ბოლოს ხმ ამოვიღე. - ნოე... ვფიცავ, ჭრილობებს მაყენებ. ისე, რომ ამას ალბათ ვერ ხვდები. ნეტავ ოდესმე იფიქრო ჩემზე და გაანალიზო, რამხელა ტკივილითსავსე გრძნობა სახლობს ჩემში. - ანა... რატომ არ გესმის? თითქოს არც გინდა რომ გაიგო... მე ვერასდროს შემოგხედავ სხვა თვალით! შეუძლებელია ადამიანთან ბავშვობის მოგონებეი გაკავშირებდეს და შემდგომ უნამუსოდ ახალი მზერით შეეგებო. - მეგობრები მაინც ვიყოთ... - არ ვნებდებოდი. - ჩვენი მეგობრობა აფსურდია. შენ ვერასდროს შეძლებ, ჩემი კვალის წაშლას და წარსულის ნაკვალევის აღმოჩენას! - იქნებ... იქნებ... შენ საერთოდ რამე იცი?- ხმა გამებზარა. - იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ გგონია. მთელი ოცი წელი, ანა. შემდგომ დავდუმდი. არაფერი აღარ მითქვამს... ან რას გეტყოდი, შენ უმალვე გაქრი, თითქოს აქ არც არასდროს ყოფილხარ, თუმცა რეალობის ნაპერწკლებს შენი ნაკვალევი ტოვებდა. *** გამოღვიძებისას, მარტოსულობის კავალერი გვერდით დამხვდა. თვალებში მიმზერდა და წელზე ძლიერ მკიდებდა თავის ძლევამოსილ თითის ფალანგებს. უეცრად შევკრთდი... შემეშინდა მისი სიახლოვის, რადგან ვიცოდი, მასთან სრულიად უძლური ვიყავი. სწორედ წარსული განაგებდა ჩემს ამჟამინდელ გონებას. - შიშმა მოგიცვა?- მკითხა მძიმე და ამავდროულად ბოხი ტონით. - შეუძლებელია შენთან ვიყო და შიშის გრძნობა არ იბადებოდეს ჩემში. - ანა... ხომ იცი, რომ თავს ვერ დააღწევ? - თავს ვერ დავაღწევ, ვისგან? შენგან თუ წარსულის მოგონებებისგან? არადა იყო დრო, როცა შემეძლო გამეშვა... თავისით წასულიყო, გამქრალიყო... მაგრამ ვერ გავუშვი. სხვა ასეთი ძლიერი არაფერი მქონდა და ვერ შეველიე. როცა ღმერთს ვერ ვხედავდი, ადამიანთან მაშინ მივდიოდი. სხვანაირად როგორ?! რომ გამეშვა, რითი ამომევსო ეს სიცარიელე? უნდა ამერჩია... ან სიცარიელე ან ტკივილი. ხოლო მე, ტკივილ მოვკიდე ხელი. მოულოდნელად ჩემკენ უფრო მოიწია წარსული... ისე, რომ მის ღრმა და ხშირ სუნთქვას ვგრძნობდი... უეცრად კი ხელში ამიყვანა.... დამჭკნარი ტუჩები სიცოცხლით ამივსო და ჩემი თითოეული სხეულის ნაწილით საზრდოობდა. მასთან უძლური ვიყავი... სწორედ წარსული მანიპულირებდა ჩემს წრფელ გრძნობებზე და ყოფით ჟამს მწვეტდა... სადღაც შორს... ვეებერთელა მთების გავლით, უსასრულო ზღვის ტალღის უკან. ვიცი... ერთი ნახვით შევიყვარებდი, მაგრამ ერთი სიტყვით შეყვარება მერჩივნა. სიტყვა ერთადერთია რომელც არ ბერდება სხეულთან ერთად. სიტყვა ერთადერთია, რაც დუმილთან ყველაზე ახლოს დგას. მესმის მისი გრძნობების... სუფთა და უბილწო, მაგრამ ამავდროულად უხეში და ცივი. მხოლოდ ერთია...მარტოსულობის კავალერი, ყოველთვის ხვდება იმას, რაც ჩემს ტუჩებს გადმოცემა არ შეუძლია. ამიტომაცაა ჩემი გრძნობები ნდობის იმედზე აგებული. მარტოსულობის კავალერი დაუღალავად მიკოცნის მუხლებს და გრძნობს, რამხელა ტკივილის გადატანა მუხდა, მის პატრონს, მაგრამ არ იმჩნებს. - ჩემი პასუხი ასეთია, ანა. შენ ვერც ჩემგან დააღწევ თავს და ვერც წარსულის მოგონებებისგან. შენ სრულიად ჩემი ხარ და ამას შენც ხვდები. ჩემი გონება სულ სხვაგან ქროდა... ახლა მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი სიტყვები რეალობის მატარებელი იყო და სიცრუის არცერთი ნაპერწკალი აღენიშნებოდა... ასევე ისიც ვიცოდი, რომ მარტოსულობის კავალერის ნაზი ტუჩები, ჩემი სხეულის ნაწილებს ეხებოდა... თავისკენ ნელ-ნელა მქაჩავდა და მანამდე აგრძელებდა ჩემი სხეულით თრობას მანამ საბოლოოდ არ მიიღო სასურველი შედეგი. შემდგომ სიგარეტს წაუკიდა.. ოთახი სასიამოვნო სურნელით გაივსო... სიგარეტი მეც შემომთავაზა.. უარი არ ვუთხარი... ეს ბედნიერება გრძელდებოდა იქამდე, სანამ სინანულმა არ შემომიღო კარი. *** - მარტოსული ადამიანი ყოველთვის მარტოა. განა გარეგნულად, არამედ სულიერად. შენი სხეული კანს წყდება და სადღაც შორს ცათა სასუფეველში იკარგება... უერთდება მარადიულ განსაცდელს და სულიერი სიმშვიდე წარსულის კვალს ეძლევა. შენი ცხოვრება შესაშური იყო, სხვისი თვალით, მაგრამ შენი ბედნიერების უპირობო მკვლელი, თავადვე გამოდექი. ნუთუ არ შეგიძლია ბედნიერი წამები დააფასო?! თუმცა რა მიკვირს... ნოემ ხომ გიღალატა... მორალი საშუალებას არ გაძლევს, რომ შეცდომა აპატიო. შენთვის მოღალატე კაცი, კვლავ მოღალატედ დარჩება. *** დავფიქრებულვართ იმაზე, თუ ღალატი როგორი ადვილია, ხოლო ურთიერთობის შენარჩუნება საკმაოდ რთული. როდესაც გიყვარს მისკენ იქნება მიმართული გემის იალქნები. არ შეუერთდება ზღვის ტალღებს და თავის ნაკვალევს გეზს არ უცვლის. და თუ შენი გზიდან მან გადაუხვია, ფაქტობრივად მა არც არასდროს უგრძვნია შენ მჲმართ ჭეშმარიტი გრძნობის მარწუხები. ღალატი მომაკვდინებელია. იგი ტყვიაზე სწრაფი და ხმალზე მჭრელია. ნოემბრის შემდგომ ხშირად მიფიქრია სიცოცხლის სუიციდთ დასრულებაზე. სიამოვნებას მანიჭებდა ის ფაქტი, რომ ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლით ბევრს ტკივილს მივაყენებდი... სიყვარული მანადგურებდა, მაგრამ ყველაზე მეტად გატეხილი გულის ნამსხვრევები მასახიჩრებდა. ვცდილობდი დაშლილი ოცნებების ნარჩენები, ხელის მაჯაზე, მოლურჯო ხაზის გავლით გადასულიყო... ვცდილობდი ფიზიკურ ტკივილს ემძლავრა ჩემში და სულიერი აპოკალიფსი ჩაექრო... მომენტალურად წარსულიც გაქრა... მანაც ზურგი მაქცია და სადღაც უსასრულობას შეერწყა. გულიდან კი ბლანტი სითხე იღვრება... სხეული გონების ბრძანებას არაფრად აგდებს და ბინდით მოსავს. ახლა სრულიად მარტო დავრჩი... მხოლოდ მე და სიკვდილის ბასრი კლანჭები, რომელიც თავის უფსკრულისკენ მქაჩავს... ვიცი, ბევრს თუ ვიფიქრებ მალევე გაქრება... მე კიდევ ვეღარ ვუძლებ ამ გაუსაძლის ტკივილს და მსურს, მალევე მომეხსნას გულზე ცივი ლოდი. ხელში გატეხილი გულის ნამსხვრევები მიჭირავს... იგი ისეთივეა, როგორც გამქრალი იცნებები... ნელ- ნელა კანის ზედაპირს უახლოვდება, მისი პირი და ვგრძნობ, როგორ ეწინააღმდეგება ჩემში მიძინებული, რომელიღაც ნაპრალიდან გამოსული ადამიანი. ფიქრის დრო არ არის... უკვე ბევრი მეტკინა... ცხოვრებამ ნეგატივის გარდა არაფერი მომიტანა. უბრალოდ მე ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე. შუშა კანს კაწრავს... შემდგომ იგი იხსნება და მიმალული ადგილიდან თავს ყოფს ღაჟღაჟა წითელი სისხლი, რომელიც გაჯერებულია ულევი ტკივილით. ჩემი ცხოვრება ხანმოკლეა... მე სიყვარულმა გამტეხა... მე სიყვარულმა დამაინფიცირა... მე სიყვარულმა გული ნაკუწებად მიქცია. თვალებს ნაცრისფერი ნაჭერი ეფინება... გული საგულეში ვეღარ ჩერდება... მაჯიდან გამოსული სისხლი არა და არ ჩერდება. თავის ტკივილი მატულობს და რამდენიმე წამში სრულიად ვითიშები. იმ წამს მეგონა, რომ ყველაფერი მართლაც დასრულდა და შინაგანად ვხარობდი. თვალების გახელისას ვიგრძენი, რომ იგი აქ იყო. მედიდურად იდგა თეთრი ოთახის შუაგულში და სახეზე სევდა შეჰპარვოდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მარტოსულობის კავალერს მრავლისმთქმელი ნაოჭები გასჩენოდა. მაგრამ კვლავ უწინდებურად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. სისხლი ერთიანად ადუღდა ჩემში, როდესაც იგი დავინახე... თურმე წარსულს უფრო ღრმა ფესვები ჰქონია ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე აწმყოს... მაგრამ თავს ვაიმედებთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ყოფას განვაგრძობთ. ჩემი უსულო სხეულის ნაწილი, წარსულის თითებში იყო შეზრდილი... მტკიცედ... დინჯად და მედიდურად განაგრძობდა, ჩემი სამყაროს წაკითხვას... შემდგომ ფიქრიანი თვალები მომაპყრო და სველი კოცნით დამაჯილდოვა. ვგრძნობდი მის ათრთოლებულ ბაგეებს, რომელიც გარეგნულად ძლიერი ელფერისა გახლდათ. მე გაუნძრევლად ვიწექი... თვალებდახუჭული მის სურნელს შევიგრძნობდი და ნეტარებას განვიცდიდი. - არასოდეს აღარ შემაშინო ასე, ანა... ისიც არ ვიცი უშენოდ რა ბედი მეწეოდა... - ნოესი მზარავდა... თურმე ჩემშიც სახლობდა მოღალატე სულის ადამიანი... ყველაფერი ჩემი ბრალია... - თითოეულ ადამიანში სახლობს მოღალატე სულის პატრონი... გასაკვირი არცაა ეს ყველაფერი. სანამ რეალურ სიყვარულს არ იპოვი, ყოველთვიდ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჩაანაცვლებს.. მთავარია მისი პოვნის შემდგომ, შენში ბოროტი სული ჩააძინო... დამარხო და გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცე. - ნოე მიყვარდა... - რა თქმა უნდა, გიყვარდა. მაგრამ ისე არა, რომ მისთვის მარადიული ცხოვრების კარი გაგეღო. ხოლო მე?! შეძლებ კი ოდესმე ჩემს გაშვებას? შეძლებ კი ოდესმე უკან მოიტოვო, ჩვენი ერთმანეთით მოწყურებული სულების წარსული? მე და შენ ორივე წარსულნი ვართ... სწორედ ამიტომ ვიზიდავთ ერთმანეთ. თვალების გახელისას ის უკვე აქ აღარ იყო... ზოგჯერ ეს ყოველივე საშინლად მზარავდა და ჩემში შიშის გრძნობას აღძრავდა. უცაბედად ჩნდებოდა მარტოსულობის კავალერი, ჩემს ცხოვრებაში და კვლავ მომენტალურად ქრებოდა. თურმე მართალი ყოფილა... შეუძლებელია შავი თვალების დავიწყება. თითქოს იგი სხეულში გიძვრება... მოტიტვლებულ სხეულს საბნად ეფინება. შიგადაშიგ თავისტკივილიც მაწუხებს. ასე მგონია, რომ სრულიად აფეთქდება იგი... თუმცა არ მზარავს... საამო გრძნობა ყოფილა, როცა მონატრებულ ადამიანს თვალებში ჩახედავ. ერთხელ გაბიმაც ამიშრიალა მოგონებათა ფოთლები. თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ თან სიამოვნებას განვიცდიდი. - სიკვდილი ძალიან ცივია, ანა... - მომიგო გაბიმ ამღვრეული ტონით. - ძალიან მენატრებოდი, გაბი... - ეს მონატრებაზე ბევრად მეტია... - მე... ძალიან მიჭირს... ვხვდები, რომ აწმყოს კვალი სრულიად დავკარგე და სადღაც შორს... სხვა სამყაროს ნაწილი გავხდი. - ეს ფსიქიკური აშლილობაა... როგორ დაუშვი ეს ყოველივე... არადა ძლიერი იყავი. - საკუთარი თავი გახრწნილი... მკვდარი... არარსებული მგონია... არაფერში გამოსადეგი და უსარგებლო... - შენ სიყვარულმა გაგტეხა, ანა... - იქნებ მე გავტეხე ეს ზღაპრული სიყვარული? და უეცრად გაბიმაც დამტოვა. როდესაც გავიგე, რომ ნოემ თავი მოიკლა თავი სიზმარში მეგონა... ვერ ვიაზრებდი არსებული მომენტის რეალობას. ამან კი უფრო მომდრიკა... უფრო დამაჩანაკა და მეტად შემმოსა შავი ფერით. როგორც არ უნდა ყოფილიყო მე ის მიყვარდა... მიყვარდა თავისი უაზრო ხუმრობებითა და მაცდური, ხელშეუხებელი გონებით. ახლა კი აღარ იყო... გაბისთან წავიდა და მარტო დამტოვა. მარტოსულობის შეგრძნება დღითიდღე მატულობს და თავს გამომშრალად... უუნაროთა და უარაფროდ მაგრძნობინებს. ახლა ცივა... ისეთი სუსხია, რომ ძვალრბილსაც მიყინავს და თვალებიდან გადმოსულ მარგალიტებს წამშივე ყინავს. სიყვარული განაგრძობდა ჩემი სამყაროს მოკლვლას... კვლავ ცდილობდა, რომ სულიერად მიწასთან გავესწორებინე... მოგონებები ეკლებისმაგვარი ყოფილა... ვიხსენებ... თვალებში ისახება მელოდიური კადრები, რომელშიც იკვეთებოდნენ ორი სიცოცხლითმოწყურებული ადამიანის სული. ნოე ხის ძირას იჯდა... თავჩაქინდრული და უემოციო განწყობით, ხოლო მე მის დანახვისას გეზი მისკენ მივმართე. თითქოს, ჩემს დანახვაზე მან ფერი იცვალა. სახეზე მარადისობა გადაეფინა და ჩემკენ ლაღი ბავშვივით მოვარდა... ჩვენი ხელები ერთმანეთის სულში იყო შეზრდილი, თუმცა თვალები?! ნოემ მუხლი მოდრიკა... შემდგომ მამაკაცურად წელში გასწორდა და სასიამოვნო მელოდიის ღიღინი დაიწყო... ბოლოს კი ხელი, ხელზე შემახო და საცეკვაოდ გამიწვია. უეცრად რაღაცამ ზეწოლა მოახდინა ჩემზე. ისტერიკული სიცილი ამიტყდა, რომ მონატრებულ მოგონებებთან კონტაქტი გამიწყვიტეს. შემდგომ პირქვე მიწაზე დავემხე და სიცილნარევი ტირილით ვამბობდი გაუანალიზებელ სიტყვებს... თვალების დახუჭვაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნოე აღმართულიყო ჩემ წინ. სულში ხელებს მიფათურებდა და თავისი სიკვდილის მიზეზად მთვლიდა... გულამოსკვნილი ვქვითინებდი... თვალებიც წითელი გამიხდა... გულიც გამალებით მიცემდა, ისე რომ თითქოს ამოხტომას ლამობსო. ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და საშინელ, სულისშემაწუხებელ ღრიალზე გადავდიოდი... ნერვებს მიშლიდა ეს თეთრი ოთახი, რომელიც მედიკამენტების სურნელში იყო გახვეული. მენატრებოდა ნოეს სურნელი, რომელიც სულს მინათებდა.... მჭირდებოდა მისი მღელვარე თითების ცურვა, ჩემი ზურგის არეში... მომენტალურად მეგონა, რომ გული გაჩერდა... თვალები ნეტარებისგან დავხუჭე და გახელისას, ის დამიდგა წინ... დიდრონ თვალებს მაპყრობდა. ნაღვლიანი გამომეტყველებით მიყურებდა. მარტოსულობის კავალერი ზიზღს აღძრავდა ჩემში. მთელი გულით მსურდა, რომ ჩემს გამოფიტულ სხეულს მოშორებოდა, მისი წარსულისგან გადმონაშთი სიკვდილის კვალი... მუცელზე წამოზრდილ ფრჩხილებს ვისობდი... შემდგომ სახის ნაკვთებს მივადექი და მთელი არსებით დავუწყე კანის აძრობა. მსურდა ნეშთი გამქრალიყო... მსურდა ეს ყოველივე დავიწყებას მისცემოდა...! მე მოღალატე ქალი ვიყავი... უუნარო და არაფრის მომცემი. ცხოვრებამ ტემპი მაშინ იცვალა, როდესაც მან უმწეო არსებად მომავლინა.. ახლა კი თვალებამღვრეული, გაწეწილ თმებიანი, ტირილისგან დაოსებულ სახიანი, მოკლულსულიანი, სიცოცხლით მობეზრებული, დაჩაჩანაკებული და სისხლით შემოსილი მოარული გვამი ვარ... ვუყურებ ჩემს დატყავებულ სხეულის ნაწილებს... ვამჩნევ როგორ ჩამრჩენოდა ფრჩხილებში მისი კვალი... გულის რევის შეგრძნება მაწუხებს და ნელ-ნელა ვგრძნობ, როგორ იმღვრევა, ჩემი შინაგანი გალაქტიკა. უეცრად ხმაური მესმის... გონების ნაპრალიდან ადამიანი გამოდის და წინ სისხლიანი მიდგება. - შენ ვინ ხარ?- ძლივას აღმოოვთქვი. - მე სიყვარული ვარ!- თქვა ნაღვლიანმა. - არ მჭირდება, ეს თქვენი სიყვარული. ადრე თუ გვიან ყველაფერი იკარგება, სიყვარულიც უფასურდება და იცი რა გრჩება?! დაბერებული, დანაოჭებული სახე... იარებით სავსე სხეული და შიში... სულის ჩაფრენილი ენით აღუწერელი საშინელი შიში!... - გინდა იარებზე ვისაუბროთ? - არა! - რატომ? - საუბარი ვერ გააქრობს მათ, ვერც საკუთარ ძველ მეს დამიბრუნებს. - მაგრამ მოგეშვება... - მაღიზიანებ, წადი!!!- მთელი ჩემი შინაგანი ძალით ვუყვირე უცნობს.- ფიქრობ გავფსიხდები, წყობიდან გამოვალ და საკუთარ თავს რამეს დავუშავებ?! ფიქრობ, რომ შიზოფრენიასთან ერთად პარანოიაც მჭირს?! - მე ვფიქრობ, რომ დროა ცხოვრებას და გარე სამყაროს ფეხი აუწყო. - მე ყველაფერი დავკარგე... საკუთარი თავიც კი. ეს საკმარისია იმისათვის, რომ მძულდეს სამყარო! - მაგრამ შენ ცოცხალი ხარ... ესაა ყველაზე მთავარი. - და რა არის შენი აზრით ყველაზე მთავარი? დასახიჩრებული სული და სხეული? - სხეულის გალამაზება არ ნიშნავს, რომ სულის წაბილწული ნაწილები ხელახლად დაიბადება.- ამოვიხვნეშე.- ახლა კი წადი... შენი დრო ამოიწურა!! *** - ნოე. პასუხი არ არის... არავინ მიბრუნებს გარემოდან მონატრებულ ხმას. - ნოე....- ცრემლებით შემკული ხმა უცაბედად მწყდება, თუმცა ვხვდები პასუხს არავინ დამიბრუნებს და კვლავ მიწათა ერთობლიობას ვუერთდები. ბოლოჯერ მოვიკრიბე მხნეობა და იქვე მყოფ კალამსა და ფურცელს ხელი მოვკიდე. სულ მალე კი გარკვევით გამოჩნდა, თეთრ ფურცელზე აღბეჭდილი მელნიანი წარწერები. „ ნოე ნ- ნამსხვრევები ო - ოცნებების ე- ელფერით „ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.