შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხადში ახდენილი სიზმარი


10-04-2020, 03:07
ავტორი lara _lara
ნანახია 859

ერთი შეხედვით , სარა თითქოს სხვებისან არაფრით გამორჩეული გოგონა იყო !
საშუალო სიმაღლე , ოდნავ გამხდარი , თეთრი პირი სახე ღია წაბლისფერი თმა და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა . თითქოს ყველაფერი ჰქონდა რაც საჭირო იყო და რაც შეიძლება იმ დროისთვის ენატრა , მაგრამ არ ჰქონდა ის ,რაც თურმე ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ვერ ხვდებოდა , ვერ ხვდებოა მხოლოდ იმის გამო რომ ზედმეტად იყო კარიერაზე გადართული .... აკლდა ის რის გარეშეც სრულიად უფერული იყო მისი ცხოვრება და ის რაც ასე ძალიან აკლდა სიყვარული იყო !
მაგრამ დადგა ის დიდი დღე როცა გოგონა მიხვდა ამას და გამოუტყდა კდევაც საკუთარ თავს ამაში .
სწორედ იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი , უფრო სწორედ იმ გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ საღამოს ....
სამსახურიდან დაღლილი შინ დაბრუნებული სარა , სწორედ ამაზე ფიქრობდა შხაპის ქვეშ და საკუთარ თავს ეკითხებოდა ეს რატომ ხდებოდა , რატომ არ ჰქონდა გრძნობა ვინმეს მიმართ , მითუმეტეს რომ თაყვანისმცემლები არ აკლდა არასდროს , მაგრამ მათით არც არასდროს არ დაინტერესებულა .
ზოგადად სარას ასეთი ხასიათი ჰქონდა , ვისაც ატყობდა ან ვინც უტყდებოდა გრძნობებში მის მიმართ ინტერესი არასდროს უჩნდებოდა , რა ძალიან სიმპატიური და წარმატებულიც უნდა ყოფილიყო..
იმ საღამოს ძილის წინაც სწორედ ამაზე ჩაფიქრდა და მოუნდა კიდევაც რომ ვინმეს მიმართ რაიმე გრძნობა ჰქონოდა ...
ჩაძინებულმა სარამ სიზმრად სამი მისთვის არც თუ ისე კარგად ნაცნობი ბიჭი ნახა . რომლებსაც შორიდან იცნობდა ,მაგრამ არც კი ესალმებოდა !
დილით გაღვიძებულს სიზმარი არც გახსენებია , როგორც ყოველთვის სამსახურში აგვიანდებოდა და ლოგინიდან სასწრაფოდ წამოხტა , რათა შხაპის მიღებაც მოესწრო და თავის შესაფერისად მოწესრიგებაც . საშხაპედან გამოსულს დიდი დრო სამოსის შერჩევასა და დავარცხნაზე დიდი დრო არასდროს უთმობდა , რადგან საღამოს ძილის წინ, გონებაში ყოველთვის არჩევდა და უხამებდა მეორე დღისთვის სამოსს ერთმანეთს . არც დიდად მაკიაჟით იღლიდა თავს !
იცოდა რომ მშვენივრად გამოიყურებოდა ყოველთის და ადვილად იპყრობდა ამით სხვების , განსაკუთრებით კი მამაკაცების ყურადღებას . სტილის კი დახვეწილს ,სადა და კლასიკურს ანიჭებდა ყოველთვის , იშვიათად თუ ნახავდით სპორტული სტილით სამსახურში , ისიც იმიტომ რომ საღამოს სხვაგან მიდიოდა მეგობრებთან ერთად გასართობად და ეს იშვიათად ხდებოდა .
ის დღეც არაფრით გამოირჩეოდა სხვა სამუშაო დღეებისგან , რუტინული , დამღლელი და უემოციო ოყო ....
და აი რამდენიმე დღეში , სარას ყურადღება ერთმა ტიპმა მიიქცია , რომელიც საშუალო სიმაღლის , შავი, შეიძლება ითქვას ამრეზით მომზირალი თვალებთ უყურებადა ყველას და ყველაფერს , მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სიმპატიურიც იყო . რომელსაც რამდენიმ დღე აკვირდებოდა და ძალიანაც მოსწონდა , თუმცაღა ის ბიჭი ოდნავადაც არ აქცევდა ყურადღებას , რაც არც სარას გამოჰპარვია და დროც აღარ დაუკარგავს მასზე დიდხანს ფიქრით.
ეს ცივი და ამრეზით მომზირალი ბიჭი ნიკა იყო , რომელიც ცნობილი იყო თავისი ამრეზით ირგვლივმყოფთათვის და ზედმეტად გაღიმებულსაც კი ვერ ნახავდით . მალევე სარა სამსახურში დააწინაურეს და სხვა გვერდით არსებულ კაბინეტში გადაიყვანეს , სადაც მისთვის ასე ღრმად ამოუცნობი და ამრეზით მომზირალი ნიკა დახვდა , ნიკასთან ერთად სხვებიც , რომლებსაც არც კი იცნობდა , მხოლოდ ფოიეში თუ შეხვდებოდა რომელიმეს ყავის აპარატთან ყავით ხელში .
ნიკა და გიორგი ყვე რლაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან , რომლებიც როგორც აღმოჩნდა ოთახში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ , არა საქმის კარგად კეთებით ან ძლიერი ჭკუა გონებით , არამედ იუმორით ....
სარას გამოჩენამ ოთახში ყველა ბიჭი ააღელვა , რადგან ფაქტიურად მეორე თანამშრომელი გოგონა იყო , ვინც ყავდათ ოთახში .ყველა ცდილობდა რამით დახმარებოდა და სარას ყურადღება მიექცია . განსაკუთრებით კი ყველაზე მეტად კი გიო აქტიურობა თავის რეპლიკებით და იუმორით , რომელიც უკვ აღიზიანებდა სარას და რამდენიმეჯერ ყურადღების მისაქცევად ნასროლ რეპლიკაზე სარასგან საპასუხოდ მწარე პასუხიც მიიღო , თუმცა სარას ზედმეტად ისევ არავის დაუინტერესებია , სრულად იყო საქმეზე ფოკუსირებული და ნიკასაც აღარ აქცევდა ყურადღებად , მეტიც ჩვენდა გასაოცრად, ამრეზილი ნიღბის ქვეშ სულ სხვა , სარასთვის დიდად უინტერესო ტიპაჟი აღმოჩნდა . რაზეც სარას გულიც კი დასწყდა. თანაც თითქოს მოეჩვენა ,რომ თვით ეს ამრეზილ და ცივ ნიღაბს ამოფარებული ნიკაც კი ეპრანჭებოდა სარას , რაც უკვე მასთან ურთიერთობის და უკეთ გაცნობის და მასზე ფიქრის სურვილსაც კი აკარგვინებდა .
ერთი კვირის თავზე, სარას სამსახურში უცნობი ნომრიადან მოკლე ტექსტური შეტყობინება ,შემოუვიდა მობილურ ტელეფონზე , შემდეგი ტექსტით :
გეყოფა ამდენი მუშაობა !
ცოტა დაისვენე !
სარა თავიდან ვერ მიხვდა ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ესემესი .
დიდად ყურადღებაც არ მიუქცევია .
შეტყობინებას მეორე შეტყობინება მოჰყვა ;
არ მელაპარაკბი ?
სმაილი მაინც მომწერე...
სარამ ისევ დახედა ტელეფონს და უხმოდ დადო , რადგან ეს შეიძლებოდა ნებისმიერი მომწოდებლისგან მოწერილი ესემესი ყოფილიყო რომლებმაც კარგაც იცოდნნ სარას მობილურის ნომერი.
რამდეინიმე წუთში კიდევ არ დააყოვნა ახალმა შეტყობინებამ :
წკაპ, წკუპ... წკაპ ,წკუპ...
ვის წერ ასე მონდომებული, სამუშაო საათებში სოციალურ ქსელში ?
სარას ძალიან გაუკვირდა ეს მოსული მესამე შეტყობინება და მიხვდა რაშიც იყო საქმე , როელიღაც წერდა ოთახიდან მაგრამ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოგენაც არ ჰქონდა .
ისევ უხმოდ დადო ტელეონი მაგიდაზე, იცოდა რომ ნერვები უმტყუნებდა უცნობს და მალვე გაამხელდა ვინაობას ....
მალევე ახალი შეტყობინება მოვიდა :
უკან მაინც მოიხედე ,
არ გაინტერესებს ვინ ვარ ?
სარას გაეღიმა და ნელა შეატრიალა თავი უკან , სადაც ყველა თავის საქმეს აკეთებდა , ერთის გარდა , როელიც ეშმაკურად იღიმებოდა და სარას თვალს არ აცილებდა .
ეს იყო გიორგი ! გიორგი რომელიც აღიზიანებდა სარას ,მისივე რეპლიკების გამო !!!
* * *



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო სჩანს.მომეწონა ძალიან,

 


№2  offline წევრი one girl lara

მადლობა
სტუმარი nancho
საინტერესო სჩანს.მომეწონა ძალიან,


one girl lara
მადლობა
სტუმარი nancho
საინტერესო სჩანს.მომეწონა ძალიან,

მიხარია რომ მოეწონათ ???? თუ დაგაინტერესებთ გაგრძელბასაც მალე შემოგთავაზებთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent