ჟანგბადი (თავი მეორე)
გაბრუებულს გამეღვიძა,რამდენი ხანი მეძინა არვიცი,დროს ვერ ვგრძნობდი , არ მჯერა გათენდაა ? არა ვერ გათენდებოდა ამდენიხანიც არ მიძინია, ანჯელოს და ისიდეს ვეძახი არცერთი არ არის კარავში- ესეიგი გარეთ არიან,ანუ დილა არა უჩემოდ არ გავიდოდნენ ...პლედი როდის დავიფარე ? ან კარავი როდის შევკარი? თავზე ვიკიდებ ხელს იქნებ როგორმე გამოვფხიზლდე ,წამოვჟექი , ნელ-ნელა ტვინიც იღვიძებდა. გარეთ გავედი , კოცონი ენთო , ნეტა ისევ ჩემი დაბადების დღეა ? არავინ ჩანდა არც ბავშვები და არც ჩემი მეზობელი...ის მაინც სად წავიდა? ტბის ნაპირისკენ გავიხედე,სამივე ერთად იყო , იკო ქვებს ისროდა ,მგონი გაცურებას ცდილობდა.ხო აშკარად ცდილობს ,მაგრამ არ გამოსდის ,ცოდვილობს ზედმეტად...კარავში შევბრუნდი მამას ძველი დიდი შავი მაიკა გადავიცვი ,ფეხზე ნასკები და ბოტასები ამოვიცვი... შორტი აშკარად არ მინდოდა ან დამავიწყდა ჩაცმა ,თმაა გადავივარცხნე და მარჟვნივ გადავიწიე, მგონი იკოს ვეპრანჭები,მგონი რა ,აბა სხვა შემთხვევაში თმას რატომ დავივარცხნიდი ხოო ? მოდელივით გავედი კარავიდან,გულში მეციებოდა დიდიხანია აღარ მიქნია მსგავსი რამ... -საღამომშვიდობის ყველას. მივესალმე იკოს...ნუ ბავშვებსაც. -ოპპპ,როგორც იქნა,იცი რომელი საათიაა? -კარგი დროა. -აჰჰაა,ხო ნამდვილად კარგი დროა ცოტახანში უნდა მეჭამა . -აქამდე რას ელოდებოდი? -შენ. -ააა.კარგი მაგრამ ,რომ არ მშია? -მეწყინააა. -არა,ნუ გეწყინება. -ცხელ რძეს მაინც არ დალევ? -რძე გვაქვს? -ჩვენ? -უფროსწორედ შენ. რძე გაქვს? -კი რძე გვაქვს.შენ რომ გეძინა მე და ბავშვები სოფლეში ჩავედით ,გავასეირნე სულ აქ ხომ არ იქნებოდნენ. რძე და მაწონი,ფილე და კიდე რაღაცები წამოვიღე,მაგრამ აი როგორი მაწონია იციი? მარტო ბებიები რომ აკეთებენ...100%-იანი მაწონია...ბებიაჩემიც ზუსტად ასეთს აკეთებდა, შეიძლება უკეთესსაც ... იცინოდა,პირველად ვნახე ვინმეს მაწონზე ასეთი სიყავრულით ელაპრაკა. -მაშინ მაწონს შევჭამ ... -ანუ მენდობი? -არა. -აბა რატომ სინჯავ ? -მაინტერესებს ბებიაჩემს ვინმე თუ აჯობებს თან შენს გემოვნებასაც გავიგებ, გემოების ამბავში . მაცდურად შევხედე. -შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ გემოების ძიებაში. -ოჰოო,დიდი განაცხადია. -გამარჯობა,მე ირაკლი იშხნელი ვარ,საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი შეფი .ხო სხვათაშორის, რომ დაგუგლოჩემი სახელი და გვარი გორდონ რამზის ,ჟეიმ ოლივერის და კიდევ რამდენიმე წამყვანი შეფების გევრდით დამინახავ. თვალი ჩამიკრა -ღრმად ამოვისუნთქე ,ეჰ წავალ თავს მოვიკლავ კარგი? ძალიან ადრე იყო ჩემთის ეს სიმართლე...შოკში ვარ ბატონო შეფო. -აქ შეფი არ ვარ ,იკო ვარ მხოლოდ და მხოლოდ იკო. -მადლობა ღმერთს თორე ვერ გადავიტანდი.მაგიტო მეცნობი საიდანღაც ,მე და შენ აშკარად შევხვედრილვართ... -გეცნობი? -კიი,თვაიდანვე რომ დაგინახე ვიღაცას მიგამსგავსე,ხელის ჩამორთმევაც მახსოვს,ალბათ სადმე ივენთზე შევხვდით ერთმანეთს. -ხო, შეიძლება ადრე ყველგან დავდიოდი. -არაუშავს ადრე ყველა რაღაცას ვაკეთებდით...კაიი რამნიშვნელობა აქვს...მოდი ვჭამოთ კაი? -ვიღაცას არ შიოდა. -სუფთა ჰაერზე ჩემო კარგო ყველას შივდება, თან სტრესი მივიღე რამდნეიმე წუთის წინ,ხო ხვდები? თვალი ჩავუკარი, მისი ქვების გასრიალება წყალზე ისეთი საცოდავი საყურებელი იყო ვერ ავღწერ,ვიფქირე იქნებ მეც მოვაწონო თავი სრულიად უინტერესო ადამიანმა თქო... ქვა ავიღე და დაახლოებით 7 ჯერ გასრიალდა , ბნელოდა მეტი ვეღარ დავინახე...გაოცებული თვალებით მიყურებდა ქვევიდან შეიძლება ქვის გამო ან ტრუსის ამარა რომ ვიყავი მაგრამ არ ჩანდა შენი უშორტობა ...თქვენ რას ფიქრობთ ? რის გამო? ქვა თუ ტრუსი ? მე უფრო ქვა მგონია... -ქათმის სტეიკი და ღვინო გირჩევნია თუ მაწონი? -ამ დროს ? -ხო მშია თან შენსავით არმინდა რომ გავხდე... -გამხდარი არ ვარ. -რამდენი კილო ხარ? -რავი, ბოლოს 44 ვიყავი. -ხო არა რა გამხდარი. -სტეიკი . -რა სტეიკი? -სტეიკი მირჩევნია.მაწონს დილით წაგართმევ... -მშვენიერი გადაწყვეტილებაა. თან წითელი ნახევრად მშრალი ღვინო მაქვს , ბაბუჩემის წესებით ვწურავთ,უნიკალურია. -იცი გადავწყვიტე ,რომ მაგ საკითხში გენდობი.სალათი სტეიკთან ერთად კარგი იქნება ხო? მე გავაკეთბ თუ თქვენი აღმატებულება წინაღმდეგი არ იქნებით და გლეხების მიერ გაკეთებულ საკვებს გასინჯავთ. -ნუ დამცინი გთხოვ. -კარგი,თუ მთხოვ სხვა გზა არ მაქვს. მხარი მკრა,და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები,თავის კარვისკენ გაემართა, ქათამის ფილე გაასუფთავა,დაბეგვა და შეუდგა მომზადებას...ერთი დიდი სიამოვნება იყო ,ასეთი კაცის მსგავს პროცეში ნახვა,ცოტა ფანტაზიებმა გამიტაცა ,წარმოვიდგინე სახლში ,სამზარეულოს რომ განაგებს,თან ბავშვიც ყავს, კარგი მამა იქნება,ვახ ახლა უფრო ვერ ვხვდები როგორ უნდა მიატოვო ესეთი კაცი . არა კი არ მიატოვო უღალატო... დავაფიქსირე, რომ ბიჭად აღარ აღვიქვამდი ჩემს წინ ჩამოყალიბებული მამაკაცი იდგა რომელმაც ,როგორც ჩანს თავისი საქმე საკმაოდ კარგად იცოდა ,საინტერესო პიროვნება ჩანდა...ისე მეც აღარ ვარ პატარა ,რომ დავფიქრდი ...დროა წინ სვლის...გაზრდის...ბედნიერება არსებობს ...მგონი... ყველაფერი გავამზადეთ დღეს გადაწყდა, ჯეირანის წყალობით ,რომ მის მხარეს ვივახშმებდით. საძილე ტომრები, ბალიშები და პლედები გადავიტანე სანამ კოცონს ისევ გამოაცოცხლებდა.ბავშვებს საჭმელი დავუყარე თავიანთ ჯამებში...კომფორტულად მოვთავსდით მაგიდასთან.ერთმანეთს შევხედეთ,გავიღიმეთ და შევუდექით საქმეს.ღვინის ბოთლები გამოვცალეთ,უგემრიელესი იყო,ცოტა შემათრო კიდეც,ბოლოს როდის დავლიე არ მახსოვს,იკომ სიმღერა ჩართო modjo-lady. -სესი მოდი ცოტა გავერთოთ. წამოხტა ხელი დამავლო და ბალახზე გადავხტით საცეკვაოდ, ვყვიროდით თან მუსიკას ვყვებოდით ცეკვით,შესავალზე ვხტუნავდით ,თავს ვიქნევდით, თმებს ვაფრიალებდი,ვხვდებოდი ,რომ საკამოდ დავთვერი ,თორე უფლებას არ მივცემდი თავს მსგავსი რამე მექნა ...მიხაროდა...კარგი დაბადების დღე იყო...მადლობას ვუხდიდი ჩემს მშობლებს რომ ისევ დამიბრუნეს სიცოცხლის სურვილი,იმის მიუხედავად რომ აქ არ იყვნენ ჩემი გადარჩენა მაინც მოახერხეს...შემდეგი სიღერა ჩაირთო Jamiroquai - Virtual Insanity…მიყვარს ეს სიმღერა .ავყევით ორივე,ვმღერი არ მჯერა,ვიღაცას რომ ეთქვა შენს დაბადების დღეზე იმღერებ,იცეკვებ,გაერთობი და თავს დაივიწყებო არ დავიჯერებდი.იკო მიახლოვდებოდა .არცერთი არ ვჩერდებოდით ,უფრო ვუმატებდით ხმას და მისამღერზე ბოლომდე ვიხარჯებოდით. Futures made of virtual insanity now Always seem to,be govern'd by this love we have For useless,twisting,our new technology Oh,now there is no sound - for we all live underground... სიმღერა სიმღერაზე გადადიოდა ,ოლდ სქულის ბიჭი იყო,გემოვნებაზე ეტყობოდა,ნელ-ნელა უფრო მინდებოდა მისი გაცნობა. Marvin gaye-sexual healing ჩაირთო.მარვინი ერთ-ერთი იმ მომღერალთაგანია , რომელიც მთვრალზე არავის არ უნდა ჩაურთო ,თორე სექსუალობის ნეირონებს აღვიძებს,აშმაგებს,აგიჟებს...ხელებს თმაში ვათამაშებდი,თვალები დახუჭული მქონდა ,ბოლომდე მივყვებოდით მე და ჩემი სხეული სიმღერის ტალღებს , იკოს მივუახლოვდი ,ეშმაკურად შევხედე,ხელები მაიკის ქვეშ შევუცურე, წამით გაშრა , მის მაიკას ხელი მოვკიდე და გადავაძრე , ჩავთვალე რომ ამ სიმღერას ასე უფრომეტი მუხტი ექნებოდა,ვიცინოდით მაგრამ ტემბრს არცერთი ვკარგავდით. შემდეგი შემოტევა Marvin Gaye - Lets get it on იკომ საპასუხოდ გამხადა მაიკა ,ორივე ვთავისუფლდებოდით,ნიავი ნაზად დასრიალებდა ჩემს სხეულზე თმები ჩამოყრილი მქონდა,უკვე ნაცნობმა სულმა ხელები წელზე შემომხვია და თავის სხეულის ტალღას ამაყოლა , ერთი ხელი თმებში შემისრიალა ,მე კისერზე მოვეხვიე ,თვალები დახუჭული მქონდა ბოლომდე მინდოდა სამყაროს სიტკბოების შეგრძნება...Dirty Dancing - Time of my Life საფინალო ცეკვის სიმღერა დაიწყო . ორივე გავშეშდით. შევხედეთ ერთმანეთს და ორივემ ერთი და იგივე ვიფიქრეთ , თანხმობის ნიშნად ორივემ თავები დავაქნიეთ. ის შორ მანძლზე წავიდა,ორივე ვემზადებოდით,კაბის ფრიალის იმიტაცია გავაკეთე , შემდეგ კი სიმღერის და ფილმის მიხედვით მისკენ გავექანე,ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, ჟანგბადის არსებობას ვგრძნობდი,ვმკურნალობ,ის მმკურნალობს,სხვებს არ უნახავთ ქალი, რომელიც დაიმსხვა ,მაგრამ ვალდებულების გამო იბრძოლა რომ ამ იმში გაემარჯვა, მე ცაში ვიყავი გამოკიდებული,თითქოს ჩემი დაკარგული,გაქცეული სული უკან თავის ადგილას დაბრუნდა,ჩემს თავს მეორე შანში მივეცი, მებრძოლი გავხდი და ახლა უკან არ უნდა დამეხია, იკო ნელ-ნელა ქვევით მიწაზე მაბრუნებდა მე მის კისერზე ვიყაავი შემოხვეული, მის თვალებს ვუყურებდი ,სხვა აღარ იყო, ის იყო ადამიანი , რომელმაც სული დამიბრუნა,ვუყურებდი მას და ჩემს მომავალ ცხოვრებას ვხედავდი.ის უნდა ყოფილიყო,სხვანაირად არ გამოვიდოდა.ჩვენი ტუჩები უახლოვდებოდნენ ერთმანეთს,ჯერ ადრე იყო ,მაგრამ უკან ვეღარ დავიხევდი , ხვალ მაინც არ მემახსოვრებოდა...ჩემს ძვლებს ცეცხლი ეკიდა,თითქოს თევზი ვიყავი ,რომელიც წყალს დაუბრუნდა,ყველა მკვდარი ვარსკვლავი გაცოცხლდა,ხელოვნება იყო ეს წუთები... დილით მზის სხივებმა გამაღვიძა,თავი იკოს შიშველ მკერდძე მედო...წამებში გამოვფხიზლდი...გაშტერებული ვიყურებოდი...ვცდილობდი ღამით მომხდარი ყველა დეტალი აღმედგინა,მახსოვს ,რომ ვაკოცეთ, მახსოვს ,როგორ დავწექით,მის ქვევით ვიყავი მოქცეული, იკოს ხელის ჩემს ტანზე სრიალი მახსოვს ,მაგრამ მერე რა მოხდა?სასწრაფოდ პლედის ქვეშ ჩავიხედე ,ორივეს გვეცვა...ღმერთო კიდე კაი , მაგრამ მე თავს ვერ გავაკონტროლებდი დიდი ალბათობით ვერც ის,ანუუ რა ? სექსი გვქონდა და არ მახსოვს?მერე ორივემ ჩაიცვით ?მაგრამ მაშინ ზევითაც უნდა ჩამეცვა ხო?ჩემი ბრალეტი მოვძებნე ჩამოვიცვი თმები გავისწორე,იკოს შევხედე გათიშულს ეძინა ,დიდი ალბათობით ჯერ არც გაიღვიძებდა , მან ჩემზე ბევრი დალია, სანამ არ გაიღვიძებს ვერ გავიგებ მოხდა თუ არა რამე...ანუ უნდა გავაღვიძო ხო ? მაგრამ მეცოდება ,მშვიდად სძინავს წამოვდექი, ტბისკენ წავედი ,ფეხსაცმელებიც არ გამიხდია ნუთუ შესაძლებელი იყო ? ფეხზე გავიძრე და ტბაში შევედი ისე რომ წყალმა მკერდი დამიფარა, ჩავყვინთე, თმაც დავისველე,იქნებ ცივ წყალს გონზე მოვეყვანე...მაგრამ არაფერი.წყლიდან ამოვედი, მზეს მივეფიცხე,გონების დასვენება ვამჯობინე და აღარ ვფქირობდი კოცნაზე და მასზე,კარგი კარგი, მაგრამ ვცდილობდი მაინც, რომ არ მეფიქრა ესეც საქმე იყო... -სესილი... თვალები გამიფართოვდა , გაიღვიძა, ვაიმე, როგორ უნდა შევხედო ახლა თვალებში. -სესილი... გღვიძავს? არა არ მღვიძავს,მძინავს,რა თქმა უნდა,თვალები დავხუჭე,მესმოდა ჩესკენ, რომ მოდიოდა,თმები თვალებიდან გადამიწია,მაინც არ გავეცი თავი,მაჯაზე პულსი მომისინჯა, ანუ ხვდებით ხო რა შიშებშია ? მკვდარი ვეგონეე? ხმამაღლა ამოისუნთქნა და ჩაიბუტბუტა. -არადა მინდოდა რომ გამეღვიძებოდა ჩემს გვერდით დამენახე... საოცარი მსახიობობის ნიჭი აღმომაჩნდა, წამწამიც არ შემიხრია,თითქოს მართლა მეძინა,მაგრამ რას ნიშნავს გვერდით დამენახე? ანუ რაა ასე უაზროდ ,ისე რომ არც მახსოვს ის წუთები , რომელიც წყვილისთვის მნიშვნელოვანია მოხდა? კიდე სისულელე რა წყვილი , სამი დღეც არა რაც ვიცნობ .ხელზე მაკოცა, და უკან დაბრუნდა ,ზუსტად არვიცოდი რას აკეთებდა ,მაგრამ ვეცადე ამ პოზაში დიდხანს გავჩერებულიყავი უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო... ჩამძინებია...ხალხის ხმა მაღვიძებს, ისევ იბადება კითხვა -რატომ-რატომ მესმის ხალხის ხმაა ? თან . რატომ არის ნაცნობიი თითეული...ვხვდები , როგორ მიტანს სიბრაზე, მუცლიდან ტვინში მასხავს ცეცხლი, არ გაბედავდნენ მსგავს რამეს...ერთადერთი წინადადება ,რასაც ვიმეორებდი სანამ დავრმწუნდებოდი რომ გაბედეს...ის ხალხი ვინც არ მინდოდა რომ აქ ყოფილიყო ,აქ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდნენ , უკვე მეძახდნენ კიდეც.წამოვდექი.სხვები კარგი ჯანდაბას ,მაგრამ იმედი მქონდა დაჩი აქ არ იყო.ეს იმედიც გამიცრუვდა... -ხომ გითხარით , რომ აქ იქნებოდა. -აქ რა გინდათ? -სესი ჩამოგაკითხეთ. -ვხედავ.რატო?!აქ რატო ხართ?! შენ რატო ხარ აქ დაჩი? -ისე წახვედი არავინ გაგვაფრთხილე ,ვნერვიულობდით, იქნებ რამე გიჭირდა. -კითხვა არ დაუსვით თქვენს თავებს თუ არა ერთმანეთს მაინც?-რატომ არ გვითხრაოო? -12-ში გვიან დაგადექით სახლში ,მაგრამ არ გაგვიღე მერე ტელეფონზეც გირეკავდით, არც მანდ გვიპასუხე ,ხოდა ყველამ ერთად გადავწყვიტეთ სურპრიზი გაგვეკეთებინა,ვიცოდი აქ რომ გიპოვიდით. -ანუ არაფერი გითხარით , ტელეფონიც გამორთული მქოდნა და ვერაფერს ვერ მიხვდი ხო ? და შენ ინერვიულე დაჩი ? თვეები საწოლში , რომ ვიწექი უგონოდ ,მაშინ არ ნერვიულობდი? ნერვიულობდით? - სულ 2-ჯერ მნახე ორ-ჯერ დაჩი, ვიღაც გოგოშკებთან ერთობოდი, ბარს არ ტოვებდი და ახლა ნერვიულობ იმაზე ,რომ ტელეფონზე არ გიპასუხეთ?მგონი მარაზმია შენი მხრიდან ხო ? -კაი სესი ,ბევრჯერ აგიხსენი და რით ვერ გაიგე. -მე გავიგე,შენ ვერ გაიგე, რომ ჩემზე აღარ უნდა ინერვიულო. -მოიცა დამშორდი ? -დაჩი დიდი ხანია მე და შენ დავშორდით.თან შენს გამო. -შიშველი რატომ ხარ ? -თუ შენიშნე ვირუჯებოდი. -ლიფით? და ტრუსით? -ხო ზუსტად. ყველა აქ იყო.ყველა ვინც არ მინდოდა რომ ყოფილიყო, იკოს გავხედე ,ისევ მაქანით იყო წასული,ალბათ სოფელში.ღმერთო ესენი თუ არ წავლენ და ფაქტია არ აპირებენ წასვლას , რას იფიქრებს ნეტა ,თან დაჩი .როგორ მეზარებოდა არადა დაჩის სახის ყურება...ღმერთო მართლა ყველა აქა კარვებიც გადმოალაგეს, რა დავაშავე? ყველას მკვდარი ვეგონე არადა რეალურად ყველაფერს ვხვდებოდი,მესმოდა,ვგრძნობდი . ჩემს გვერდით არავინ არ იყო ,ანუ საერთოდ არავინ, მხოლოდ დედიდაშვილები ისიც იქამდე სანამ ექთანს არ ამიყვანდნენ, ვალდებულებას გრძნობდნენ თითქოს და ამიტომ ჩერდებოდნენ ჩემთან , ყველამ ვინც ახლა აქ არის შეკრებილი სათითოდ ყველამ დამტოვა ,მაგრამ რომ წამოვდექი,აზრზე მოვედი ყველა ისევ ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა,ხო მიუღებელია? ახლაც ყველა აქაა. ელენე კიკნაძე „ბავშვობის მეგობარი“ მისი შეყვარებული ნიკა კოპაძე ,ლიზა მაღალაძე ანალოგიურად „ბავშობის მეგობარი“ ,დემეტრე მხეიძე ოჯახის ბიზნეს პარტნიორის შვილი და მამაჩემის ნათლული, ჩვენც ერთად გავიზარდეთ ნუ ის ასე თუ ისე მკითხულობდა ხოლმე რეკავდა მაინც ,ალბათ მშობლების დავალებით ,ნიტა ნაჭყებია პირველი კლასში შემოუერთდა ჩვენს „სამეგობროს“ ააა ხოოო - ჩემი დეიდაშვილები ჭორაობდნენ თურმე დაჩისთვის უკოცნია, ხო მაგარი „დაქალია“? .ნუცა და მათე სეთურები დედაჩემის ნათლულები , ერთად ვისვენებდით ხოლმე ზაფხულში,მათეს გოგოც აქ იყო მგონი ლანა ქვია არ მახსოვს ზუსტად - ერთადერთი იყო ვინც არ მაღიზიანებდა, ლანას შეყვარებული უცხოეთში იყო და მგონი არც იცოდა ჩემი ამბები და ბოლო ისტოორის სიამაყე ადამიანი, რომელსაც მომაკვდავის შეეშინდა,დაიკიდა და გადაწყვიტა თუ გონს მოვიდოდა ისევ ის გოგო იქნებოდა და თავისუფლად გააგრძელებდა ცხოვრებას- დაჩი კიკნაძე ჩემი ყოფილი შეყვარებული , შეყვარებულიც არა საქმრო, თითიდან ბეჭედი მომაცალა ბოლოს რომ მინახულა, არ დაკარგოოო , ძალიან საყვარელია . ყველა ძველებურად შემხვდა ,ჩემს ადგილას, სადაც მე ყველაფერი თავიდნა უნდა დამეწყო და დავიწყე,ეს ყალბი ხალხი ჩამოვიდა აქ და თავიდან დაიწყეს ყველაფრის ნგრევა,რაღაც მხრივ კარგიცა იკოს თავს ავარიდებ , მაგრამ ისევ სირცხვილი მერჩივნა აქ ამათ ჩამოსვლას. იკო მოვიდა მე ქვაზე ვიჯექი,გუშინ რომ გამაძრო მაიკა ისევ ის მეცვა, ამჯერად შორტთან ერთად...იკო მიყურებდა გაოგნებული,მე თვალები მძიმედ დავხუჭე , რომ მიმენიშნებინა ნეტა ახლა აქედან გავქრე ან მიწამ ჩამიტანოს თქო.არცერთი არ აშორებდა იკოს თვალს,ღმერთო რა სირცხვილი იყო...ნიტა და ლიზა ჩემთან ჩამოსხდნენ,კითხვებიც მომაყარეს? -აქ ერთად ჩამოხვედით? -არა. -რაქვია იცი ? -კი -გაიცანი? -კი -ახლოს? -არა -დიდიხანია აქაა? -არა,არვიცი. -რა ქვია? -ირაკლი. -დაჩის შეურიგდი? -არა. -არც აპირებ? -არა. -ჩვენ კიდე ვიფიქრეთ რომ შერიგდებოდით. -არასწორად გიფიქრიათ სუყველას, თუნდაც ის რომ თქვენი აქ ჩამოსვლა მინდოდა ან რამე მაგდაგვარი. -არ გინდოდა? -რომ მდომოდა გეტყოდით ხო ? -ხო,მაგრამ ჩვენ შენი მეგობრები ვართ. -რომელი მეგობრები?მხოლოდ შოპინგისთის,ივენთების მოსაწყობად,“საგულაოდ“ რომ ვიკრიბებოდით?და როცა მჭირდებოდით მაშინ სად იყავით ლიზა? ან შენ ნიტა? იტალია? ესპანეთი?გერმანია თუ ამერიკა? გამახსნეეთ სად „მოხიეთ“ მეგობრებო ? მე არ მახსოვს ,რომელიმე ჩემს სანახავად მოსულიყავით ან ხო ჩემს „საქმროსთან“ ზასაობა როგორი იყო ნიტა? .ასე რომ ნუ გამამტყუნებთ თუ რაღაცები გადავაფასე,კარგით გოგოებო? ავდექი ჩემს შვილებთან მივედი დასამშვიდებლად,იკო კარავში იყო შესული , ნეტა რა იყიდა დღეისთვის , ისევ მინდა მისი კერძის გასინჯვა,ბავშვები ერთობოდნენ ,ბიჭები ტბაში ცურავდნენ გოგოები ათას სისუელელზე მეჭორავებოდნენ,არაფერი არ მესმოდა,მხოლოდ იკოზე ვფიქრობდი საღამოზე და იყო თუ არა რამე. შუა დღე იყო. ბიჭებმა კოცონი დაანთეს, სამწვადე ჩამოუტანიათ,იკო გარეთ იჯდა ჩემი შვილებიც მასთან იყვნენ, ამ ხროვაში დამტოვეს,მწვადი შეწვეს,კარტოფილები ნაკვეჩხალში ჩაყარეს,ლორიც შეწვეს მე მიყვარდა კარტოფილთან ერთად, არ დავიწყებიათ... ლიზა იკოსკენ მიდოდა , დავპატიჟებო...ის მოვიდა ჩვენთან ყველას გაეცნო ... მე ირაკლი იშხნელი ვარ ,სასამოვნოა ყველას გაცნობა, მადლობა დაპატიჟებისთვის. -უკაცრავად ის იშხნელი ?შეფი იშხნელი ? (იკითხეს სეთურებმა) -დიახ... სასიამოვნოდ გაიღიმა -ღმერთო რა კაცია , ჩამჩურჩულა ლიზამ... ვეჭვიანობ... დაჩი თვალებით ჭამდა ,ადგა და ჩემთან გადმოჯდა ნიტას ადგილას და ხელი გადამხვია,გავბრაზდი,ჯერ დაჩის მერე იკოს გავხედე ,თვალებში მიყურებდა ვერ გაეგო რა ხდებოდა,დავიბენი არ ვიცოდი რა მექნა, დაჩის ხელი მოვაშორებინე და ადგილიდან მოვწყდი, არ გამომყვეთ არცერთი მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი...იკო იქ დარჩა... ანჯელო უკან მომდევდა...ისიდეს იკოს სკამში ეძინა... წყაროსთან ავედი ცივ წყალს ვისხავდი,სიბრაზისგან მეგონა გონს დავკარგავდი,მაგრამ არა მე ძლიერი ვიყავი ,ყალბი ხალხის გამო ცუდად არ გახვდებოდი , ღრმად ვსუნთქავდი ,მაგრამ ფილტვებში ჰაერი არ ჩამდიოდა , ისევ გონს ვკარგავდი,არა, ძველ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდები სესილი, ვუმეორებდი თავს, რამდნეიმე წუთში თვალები გავახილე,ქვას ვიყავი მიყრდნობილი ,გადავრჩი ,მგონი გადავრჩი, კარგია ცურვა შევძელი,გამომივიდა...დედა მამა მხედავთ თავს ვაკონტროლებ,თვალებიდან სიმწრის ცრემლები მომდიოდა...ისევ ჩავისუნთქე ფილტვებმა ცივი ჰაერი შეიგრძნეს ,გულიც დამიმშვიდდა,წყალი მოვსვი ,ანჯელო ხელში ავიყვანე ,უკან დავბრუნდი. იკო იქ აღარ დამხვდა... დაჩი წამოდგა ჩემთან ახლოს მოვიდა.. -სესი სად წახვედი? -დაჩი გთხოვ ხვალ დილითვე წადით კარგი? -რას მეუბნები, ჩვენ ჩამოგაკითხეთ ,შენ კიდე გვაგდებ? -არა არ გაგდებთ,უბრალოდ თხოვ რომ მარტო დამტოვოთ. -ირაკლისთან მარტო რომ დარჩე ? უკვე იწექი მასთან ? ყოჩაღ რა სწრაფი ხარ, აბა მე სანამ ბეჭედი არ გაგიკეთე თითზე და კაბა გიყიდე მანამდე უარზე იყავი, მოგეწონა? არამგონია ჩემზე დიდი .... ქონდეს, რას იტყვი? -წადი აქედან,სასწრაფოდ. მაკანკალებდა,სხეული მეყინებოდა. -სესილი შენ უმადური ხარ,რასაც ჩვენ შენთვის ვაკეთებთ არაფერია ხო ? ტონს ნელ-ნელა უწევდა. იკო კარვიდან გამოვიდა ბავშვებიც წამოიშალნენ. -გეყოფა. ნერვიულად თავზე ხელებს ვისმევდი -არა არ მეყოფა, რა ვერ დაივიწყე ? უგონოდ რომ ეგდეე საწოლზე ,მკვდარი რომ იყავი და არავინ რო არ მოგაკითხეთ, იმიტო რო არ გვინდოდა შენი მდგომარეობის ნახვა ? მაგიტო ხარ ნაწყენი? თუ იმიტო რომ ყველამ ნელ-ნელა ამოგშალეთ საპატიო წევრებიდან და უშენოდ ვერთობოდით ? ხოო სესილი შენი მკვდარი სახის დანახვა არცერთ ჩვენგანს არ უნდოდა, იცი რატო? იმიტო რო გოგო, რომელიც სულ იღიმოდა,იცინოდა,ერთობოდა,თავის საქმეს 101%-ით აკეთებდა მოკალი და ვიღაც , ბანძ ნაშად აქციე , ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შენს მიღებას და იქნებ შენც მიიღო ის ხალხი ,რომელსაც ბავშვობიდან იცნობ ... გოგოები მე მომცვივდნენ ბიჭები დაჩის აჩერებდნენ ...არ მესმოდა რას იძახდა , აღარ მესმოდა მიუხედავად ამისა ხელები გავაშვებინე ყველას და გაბზარული ხმით ვთქვი. -სუყველა, ახლავე წადით აქედან, ახლავეე... ვეღარ ვხედავდი , ტვინი გამეთიშა ვგრძნობდი მეც ვითიშებოდი, აქ არ უნდა წამსვლოდა გული არც აქ და არც ახლა...ცოტახანში მაგრამ არა ახლა...მესმოდა ვიღაც მომიახლოვდა ჩემს სახელს იმეორებდა,ისევ ის ხმა იყო , ის ძველი ხმები იფანტებოდნენ,ბოდიშები ისმოდა , მაგრამ არ ვიცი ვინ იყვნენ, არ ვიცნობდი არცერთს, ან მე ვინ ვიყავი? ვიყავი ,რომ ვინმე ? ხმები შეწყდა, ჩემი ჟანგბადი ისევ დააბინძურეს, ახლა როგორ ვისუთქო ? გაიწმინდება? რამდენ ხანში დავუბრუნდები სუფთა გარემოს ? ჩემი შვილები სად იყვნენ , მე მათ შევპირდი, აქ უნდა დავრჩენილიყავი მაგრამ ცოტახნით დასვენება არ მაწყენდა...ხმა ისევ მესმოდა ისევ ჩემს სახელს იძახდა ...თვალები გავახილე იკოს ვხედავდი ...სიმღერა იყო ჩართული Sting - Desert Rose ...მიყვარს ეს სიმღერა...ისევ გავახილე თვალები ახლა ბავშვების სითბოს ვგრძნობდი და ისიდეს კრუტუნს...იკო სად იყო? ისიც წავიდა? რატომ?. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.