ჩემი ისტორია
ჩემი ისტორია თავი1 საღამოს 8 საათი იყო როდესაც მელანია სახლში სრულებით ძალა გამოცლილი დაბრუნდა,იმ წამსვე სამზარეულოს მიაშურა სადაც გემრიელი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი ელოდა რომელიც დედამ იმ წამს გამოიღო ჩამოჯდა ცოტა ხნით დედას ესაუბრა მის დამღლელ მოსაწყენ და არაფრით გამორჩეულ დღეზე გემრიელი ყავაც მიირთვა და კმაყოფილებით აღსავსემ ოთახს მიაშურა მაშინვე დღიურს დაუწყო თვალიერება და როდესაც იგი იპოვა დიდი გულმოდგინებით დაიწყო წერა. _გამარჯობა დღიურე ეს ისევ მე ვარ მელანია და დღესაც იმედები უნდა გაგიცრუო რადგან არაფრით გამორჩეული დღე მქონდა ისევ სკოლა მასწავლებლები და დამღლელი მგზავრობა. წიგნის კითხვა დავამთავრე გუშინ რომ დავიწყე და საკმაოდ მომეწონა მასში ძალიან კარგად იყო გადმოცემული პერსონაჟის გრძნობები რამაც დამაფიქრა ნუთუ ასე რთულია როცა საყვარელი ადამიანები გვტოვებენ?.მელანიამ ამ ფრაზით დაამთავრა წერა შემდეგ სააბაზანოს მიაშურა მოწესრიგდა და ნატალის დაურეკა ნატალი მისი საუკეთესო მეგობარი იყო -გამარჯობა ნატალი როგორ ხარ? -კარგად მელანია შენ? -მეც კარგად უბრალოდ ცოტა დავიღალე -მელანია დღეს აჩი ნახე? აჩი ბიჭი რომელიც მელანიას უკვე 3 წელია თავდავიწყებით უყვარს მისი სახელის გაგონებაზე თითქოს ფეხებიდან მიწა ეცლება სუნთქვა უჭირს და წითლდება გულში სითბო ეღვრება და მაშინვე ხმა უკანკალდება. -კი ნატალია ვნახე მაგრამ ვერც დღეს მოვახერხე მასთან გამოლაპარაკება -ოხ მელანია როგორი მორცხვი ხარ.და ნატალიამ ტელეფონში ჩაიცინა -არა მორცხვი არვარ უბრალოდ არ შემიძლია მასთამ ლაპარაკი -მაგას მორცხვობა ქვია საყვარელო,შენ მხოლოდ ოცნებობ რომ ელაპარაკები სეირნობთ კინოში ერთად მიდიხართ გეხუტება და უყვარხარ თუ დაელაპარაკები იქნებ ეს ოცნებებიც აგიხდეს -ნატალია უკვე დამღალე უნდა დავიძინო კარგად. -ხო რათქმაუნდა გაიქეცი.ამ სიტყვების თქმა და მელანიამ ტელეფონი გათიშა ლოგინში გემრიელად მოკალათდა და დაიწყო აჩიზე ფიქრი მის სხეულზე მის სახეზე თბილი და მზრუნველი გამომეტყველებით,მის ღიმილზე რომელიც დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ღიმილი იყო, მის კუპრივით შავ თმაზე ბოლის კი დაღლილს ტკბილად ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.