შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვებზე მეტი (3)


10-04-2020, 20:53
ავტორი _Kassi_
ნანახია 963

ემა ოთახში შესვლისთანავე გაშეშდა, თითქოს მისი სხეული ერთ ადგილას მიიყინა მაგრამ ამავდროულად ორგანიზმი მთლიანად უხურდა და გრძნობდა ნელ-ნელა ლოყები როგორ უწითლდებოდა. ყველაზე რთული ახლა ადგილიდან გამოძრავება ან კიდევ ერთხელ რაიმის წარმოთქმა ეჩვენებოდა. ეს მანამ სანამ ევას გახურებული ხელი არ იგრძნო მაჯაზე რომელმაც თითქოს სიზმრიდან გამოარკვია და ხერგიანმაც მაშინვე ყალბი, ძივს მოკოწიწებული ღიმილი აიკრა სახეზე. იმ წამს მარტო რომ ყოფილიყო სიმწრის და სიხარულის ცრემლები ერთდრულად წასკდებოდა მაგრამ, ამ სიტუაციაში მყარად უნდა მდგარიყო.
-გამარჯობათ ბიჭებო-ღიმილით წარმოსთა ევამ და გაიღიმა.
იოანე ადგილიდან წამოდგა და გოგონებისკენ დაიძრა
-როგორხართ?-იკითხა და გადაკოცნა გოგოები.
-კარგად შენ როგორ ხარ?-იკითხა ისევ ევამ
-კარგაად. ემაჩკა შენ ხმას რატომ არ მცემ, არ მეტყვით როგორ ბრძანდება თქვენი უმაღლესობა?
-მე.. კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
-მშვენივრად.-თქვა თავზე ხელი პატარა ბავშვივით წაუთათუნა ხერგიანის ქალს და ისევ მაგიდას დაუბრუნდა.
ევა და ემა, საძინებლისკენ დაიძრნენ, თან ნაყიდი ტანსაცმლის პარკებიც შეიყოლეს, რომ მიელაგებინათ. ევამ კი ანისთან და ლილესთან განახორციელა ზარი. ანი და ლილე მიამ გაიცნო მაშინ როდესაც პირველად ჩამოვიდა ნიუ იორკში, შემდეგ კი რარათქმაუნდა ევასაც გააცნო და ეს ოთხნი საოცრად დაახლოვდნენ. ხვალ ისედაც აპირებდნენ გოგონები გამოსვლას ემასთან რათა ევაც ენახათ და მონატრებული დაქალიც მოენახულებინათ, რადგან ჯერ ახლა დაბრუნდნენ მშობლებთან ერთად ქალაქ გარეთ წასულნი.
-გოგონებო, ემა ამ წამს ისეთ შოკშია მგონი გონზე ვერ მოვიყვანთ
-რა მოხდა?-იკითხა ორივემ ერთ ხმად, შეშფოთებული სახეებით
-მოკლედ, დღეს როგორც დავგეგმეთ, დილიდან საყიდლებზე წავედით, მისმა უდიდებულესობა დემეტრე ხერგიანმა წაგვათრია და უკან წამოსვლა რომ ვუხსენეთ, გვითხრა რაღაც საქმე მაქვს ვერ მოვასწრებ, თქვენით მოგიწევთ უკან დაბრუნებაო. მერე ვიკინკლავეთ მე და იმ დეგრადირებულმა როგორც ყოველთვის მაგრამ, ნუ ეგ არაა მთავარი რათქმაუნდა.ვიბოდიალეთ მე და ემამ, ხან რა მაღაზიას ვეტაკეთ ხან რას, მერე ვჭამეთ ვისეირნეთ და მოვედით, როგორც ხდება ხოლმე რაა. ხოდა შემოვდივართ საახლშიიიიი-აქ სიტყვა გაწელა, დამაინტრიგებელი ტონით-ხოდაააა, ირაკლი ბიძია გვეუბნება, მიდით გოგოებო შედით მისაღებში, ბიჭებიც იქ არიანოო, ჩვენც პირში ბანანგათხრილ მაიმუნებივით თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდით, ვერ მივხვდით ვინ შეიძლება ყოფილიყო, ხოდა შევაჭერით მისაღებში და გამოიცანიიით ვინ დაგვხვდა იიქ?-დაქოქილი საუბრობდა, წამით არ ჩერდებოდა, აქაც ხელი ააქნია და ისე განაგრძო საუბარი გოგონებს სიტყვა არ ჩააგდებინა, რაზეც ხაზის მეორე მხრიდან ორივეს ეღიმებოდა-ახლა ამაზე “გამოიცანი, გამოვიცანი, ვერგამოიცანი, გვიკარნახე” ამბების და ორჭოფობის დრო არარის, მოკლედ ჩემით გეტყვით და ქულასაც ჩავითვლი. შემოვდივართ ოთახშიიი დააააა დემეტრე და მისი გამოშტერებული ძმაკაცი იოანე არ სხედან მაგიდასთაან? და დიახ, დიახ, ზუსტად ის იოანე ვინც ამ წამს გაიფიქრეთ ხოდა, მოკლედ ასე იყო. უჰ დავიღალე. მოკლედ აქ უნდა მოხვიდეთ დღესვე ემასთან უნდა დაერჭოთ ორივე ცხვირით!
-ოპააა, აი ეს უკვე სახუმარო საქმე არ არის-გაოცებისგან ენა ჩავარდნილმა ლილემ ძლივს წარმოსთქვა სიტყვები
-ემა როგორ არის ახლა?-იკითხა ანიმ
-არვიცი რაღაც უცნაურად გამოიყურება. უცხო ადამიანმა რომ შეხედოს თითქოს ჩვეულებრივ, მაგრამ ეს ხომ იცით ნორმალურ სიტუაციებში ესე წყნარად არ ზის ასე, რომ მგონი ვერ არის საქმე მთლად კარგად. ან როგორ უნდა იყოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად ნახა ბიჭი, შეავლო მზერა და იმან კიდე პატარა ბავშვივით თავზე ხელი წაუცაცუნა. ვერ არის კარგად-შეუღრინა ევამ.
გოგონები იმ საღამოსვე მოვიდნენ, როგორც იქნა ემა გონს მოიყვანეს და გამხიარულებაც მოახერხეს. მისაღებში ისხდნენ და პიცას გემრიელად შექცეოდნენ როდესაც დუმილი ანიმ დაარღვია
-წამოდით ჩემთან ავიდეთ აგარაკზე-წამოაყენა იდეა ქალბატონმა ანი გელოვანმა
-სად გაქვს აგარაკი?-იკითხა იოანემ რომელმაც უემოციოდ ჩაიარა და ისე აჰყვა მის ლაპარაკს ვითომც მთელი ეს დროც გოგოებთან ერთად მჯდარიყო, თან მაცივართან მივიდა და ბოთლით ცივი წყალი გამოიღო.
-ამმ… აფსთეით ნიუ იორკში, ქინგსთონში. აქედან დაახლოებით ორი საათის სავალია.
-გოგო, ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამ, ზეგ რომ უკვე უნივერსიტეტი გვეწყება?
-თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მადარდებს სკოლა კიდევ ათი დღე არ დამეწყება-გაიკრიჭა ლილე-დიდი სიამოვნებით წავიდოდი
-ოჰჰ, რა ენაღვლება. გადავიდა თანაც ქალი მეთორმეტე კლასში, და კოლეჯების აპლიკაციებს თუ არ ჩავთვლით, იმის იქით თავისუფლად იბაბანებს მთელი წელი-თვალები აატრიალა მიამ და პიცის კიდევ ერთი ლუკმა მადიანად მოკბიჩა.
-კაი, რამოხდა წავიდეთ დღეს, ყველაფერი წავიღოთ, ჯერ მაინც ისეთი გვიანი არ არის, რომ არ გაგვიშვან. ზეგ ძალიან ადრე ავდგეთ და უნივერსიტეტში პირდაპირ იქიდან წამოვიდეთ-წამოაყენა იდეა ევამ
-კი როგორ არა, ღამის ათ საათზე მარტოებს გაგიშვებენ-ცინიკურად ჩაილაპარაკა იოანემ
-მერე ვინ თქვა რომ მარტოები წავალთ?-წარბი აუზიდა, აწ უკვე გონზე მოსულმა და ოდნავ გათამამებულმა ემამ
-ეს პასუხი მოპატიჟებად ჩავთვალოთ?-იკითხა იოანემ და აბაზანიდან ახლად გამოსულ დემეტრეს ხელით ანიშნა აქეთ მოდიო
-ნწუ, სანდრო და ნიკუშა წამოვლენ უბრალოდ-უდარდელად ჩაილაპარაკა ლილემ
-სად არ გვპატიჟებთ? ან სად მოდიან სადრო და ნიკუშა?-იკითხა ახლად მოსულმა, ცოტაოდენ დაბნეულმა დემეტრემ
-აი ანიმ თქვა ჩემთან ავიდეთ აგარაკზე დღესო და ზეგ უკან მოვბრუნდეთოო დილით ადრე უნივერსიტეტისთვისოო-ისევ უდარდელად ჩაიბურდღუნა ლილემ, თან პირი ისევ უზარმაზარი პიცის ლუკმით ჰქონდა გამოტენილი, ლაპარაკს თავს ძლივს უბამდა და თან სიამოვნებისგან ნეტარი სახით იყურებოდა
-ამ ბავშვს ჭამა ძაან უყვარს თუ ხო?-ჩაიცინა იოანემ და ლილესკენ მიანიშნა, რაზეც ყველას სათითაოდ ჩაეღიმა
-კაი ჩვენც წამოვალთ და წავიდეთ-თქვა დემეტრემ და დივანს მიეყრდნო. ამ დროს საწყალ ევა დადვანს საკუთარი გვარიც დაავიწყდა, ცოტაც და დემეტრეს ყურებაში დორბლი გაუხდებოდა მოსაწმენდი, გვერდიდან ანის რომ არ ეჩმიტა და გამოეფხიზლებინა
-მოიცა, რატო? ანუ იმას კიარ გეუბნებით არა თქო მაგრამ იქ რაგინდათ?-თქვა აწ უკვე ბრინჯივით დაბნეულმა ემამ-მოიწყენთ იქ არგინდაათ, ხიხიააა-წუწუნებდა ისევ
-თქვენ არ თქვით ნიკუშა და სანდროც მოდიანო? გავერთობით რატომაც არა-თვალი ჩაუკრა დას დემეტრემ
-ჩვენ რაში გიშლით ხელს ქალბატონო ემაჩკა?-ღიმილით ჩაეკითხა იოანემ
-ემაჩკას ნუმეძახიი-შეურინა ემამ
-რატო ემაჩკაა?
-მოკლედ წლებია ვერ გადაეჩვიე და ახლა რიღას იმედი მაქვს ნეტა ვიცოდე-წაიბურდღუნა ისევ ხერგიანმა
-მართალიხარ ემაჩკააა-ემამ ისევ დააპირა რაღაცის თქმა როდესაც დემეტრემ არ წარმოთქმული სიტყვები ბაგეებზე შეაყინა
-მოკლედ მივდივართ?-იკითხა დემემ
-კი კი წავიდეთ-თქვა ანიმ და წამოდგა
-კარგით მაშინ მალე ჩაალაგეთ რაღაცეები და წავიდეთ ასე მაქსიმუმ ერთ საათში
გოგონები ოთახში შევიდნენ, დაიწყეს რაღაც-რაღაცეების ჩალაგება, ყველას რაც მოსწონდა ამოკრიფეს ემას დ ევას ტანსაცმელებიდან, ყველა ერთი ზომა იყო თითქმის რა ენაღვლებოდათ. ბევრი არც არაფერი ჩაულაგებიათ, იქ ემასაც ქონდა ტანსაცმელი თან ორ დღეში ბევრი არც არაფერი დასჭირდებოდათ, მხოლოდ უნივერსიტეტისთვის გაამზადეს საგანგებოდ ტანსაცმელი.
მოკლედ სანამ ესენი ლაგდებიან მე მოგიყვებით ნაწყვეტებს რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებთ. საიდან დავიწყოოთ? ემა და იოანე? ოჰ რა პრობლემაა.
მოკლედ ეს ორი ჰიპერაქტიული არსება ბავშვობიდან იცნობს ერთურთს. სამი წელია ასაკობრივი სხვაობა. ახლაც ერთ უნივერსიტეტში ივლიან მაგრამ, იოანე მეოთხე კურსზე იქნება, ემა კი პირველზე. მათი მშობლები მეგობრობდნენ, იოანე და დემეტრე კი საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ძმაკაცები არიან. საქართველოშიც ერთ სკოლაში დადიოდნენ, შემდეგ უკვე იოანე ნიუ იორკში უნივერსიტეტისთვის წამოვიდა, ემაც იმ დროს წამოვიდა მაგრამ სკოლაში დადიოდა. აქ ყოფნიდან ორი წლის შემდეგ კი, ანუ წინა წელს, იოანე გაცვლითი პროგრამით ინგლისში წავიდა ერთი წლით. ერთხელაც არ ჩამოსულა ამ ერთ წელიწადში, მხოლოდ დემეტრემ ჩააკითხა რამდენჯერმე. ბავშვობიდან უყვარდა ხერგიანების ქალს იოანე. უყვარდა? ეს ცოტა მსუბუქად ნათქვამიც არის. გოგოს მზე და მთვარე ამოსდიოდა ქალდანზე. რამდენჯერ სცადა სხვა ვინმეზე ყურადღების გადატანა, ცოტა ხნით ვიღაც-ვიღაციები “მოსწონებია” კიდეც მაგრამ, ამას მოწონება არც ერქვა, უბრალოდ ცდილობდა თავის თავისთვის დაეჯერებინა, რომ ასე იყო და ვიღაც მოეწონა მაგრამ მანაც და მისმა დაქალებმაც მშვენივრად იცნოდნენ რომ იოანეს ვერავინ შესცვლიდა და ასეცაა. დღემდე იოანეს იქით არავინ უნდა, ყველაზე საშინელება კი ის არის რომ იოანე ნებისმიერთან იქნებოდა მის გარდა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ძმაკაცის დაა. ეს პრობლემა არც იქნებოდა წესით. უბრალოდ ასე მოხდა, ბავშვობიდან ერთად გაზრდის შემდეგ, ემას ქალ-ვაჟური სიყვარული გაუღვივდა. აი იოანე კი ისე ექცეოდა თითქოს მისი პატარა და ყოფილიყო, მაგალითად როგორც დღეს წაუთათუნა თავზე ხელი. ხერგიანი ბავშვობიდან გამუდმებით იბნეოდა იოანეს გვერდით ყოფნისას, ყოველთვის ცდილობდა რაიმე კარგი გაეკეთებინა და თავი მოეწონებინა, ყავის მოდუღებაც მის გამო ისწავლა პირველად. ფიქრობდა იოანე რომ მოვა ყავას შევთავაზებ და სხვას არავის მოვადუღებინებ იქნებ ჩემი ნახელავი, რომ გასინჯოს მერე მაინც მოვეწონო, თან მიხვდება რომ გავიზარდეო. ეს იყო მეექვსე კლასელი ემას ფიქრები. გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა ხერგიანმა, რომ მის სიყვარულს მომავალი არ ჰქონდა და ცალმხრიად დარჩებოდა. მიუხედავად ამისა მცდელობა არც არასდროს შეუწყვეტია. მომაბეზრებელი არ იყო, მუდამ კუდში არ დასდევდა მაგრამ, რაც შეიძლება შეუმჩნევლად, მუდმივად ცდილობდა იოანეს გვერდით მაქსიმალურად დიდი დროის გატარებას. საკმაოდ ახლოს იყვნენ და მიჩვეულნი იყვნენ ერთად ყოფნას და ეს ერთი წელი ემას ჯოჯოხეთად ექცა, გრძნობებს ვერაფერს უხერხებდა და მასთან ახლოს ხომ იტანჯებოდა მაგრამ, მისგან შორს ყოფნა კიდევუფრო დიდი საშინელება იყო. ყველაზე საშინელი მომენტი? როდესაც იოანეს კისერზე ჩამოკიდბულ სხვადასხვა გოგონებს ხედავდა დრო და დრო. სერიოზულ ურთიერთობაშ არასდროს ყოფილა ბატონი მაგრამ, რამდენჯერაც მის გვერდით გოგო დაუნახავს არც ერთი არასდროს ჰგავდა ემას. ყველა ზედმეტად ქალური, უზომოდ გრძელი სწორი ფეხებითა და გრძელი თმებით. არც რომელიმეს ემასავით უღაჟღაჟებდა ლოყები და არც პატარა ბავშვებივით ხუმრობდნენ და ცქმუატვდნენ როგორც ამას დრო და დრო ხერგიანების ასული აკეთებდა. ეს კიდევ უფრო სძრავდა ემას. იცოდა რომ იოანეს გემოვნებაში არ ჯდებოდა. ღმერთმა იცის რამდნჯერ სცადა შეცვლა, თუნდაც ხასიათით უფრო სერიოზული და ქალური გამხდარიყო მაგრამ, ამას ვერაფერს უხერხებდა, ისევ ისეთი რჩებოდა როგორიც რეალურად იყო და ბოლოს ამ აზრს შეეგუა კიდეც და მიხვდა რომ შეცვლა საჭირო არ იყო, რადგან საკმარისად კარგი იყო ისეთი როგორიც იყო. შეცვლა კი უკეთესობისკენ ნამდვილად არ წაიყვანდა მის პიროვნებას. დღეს კი აი აქ არის, უკვე გაზრდილი, მალე უნივერსიტეტში მივა და ხვდება რამდენი წელი უყვარდა ქალდანი. როგორ უცებ გაირბინა დრომ მას შემდეგ რაც პირველად გაიაზრა თავისი გრძნობები. ერთი წლის შემდეგ პირველად დაინახა ასე ახლოს მისი სახე და ახლა უფრო მეტად გაიაზრა როგორ მონატრებია ქალდანი. მიხვდა რომ მისი დაძახებული “ემაჩკაც” კი მოენატრა, რითიც ბიჭი მუდამ აჯავრებდა ხოლმე. არაფერი შეცვლილა და არც აქვს იმის იმედი მომავალში რაიმე შეიცვლება მაგრამ, მაინც ეცდება, რადგან სხვა გზა არაქვს გრძნობებს ვერაფერს უხერხებს. იცის რომ დიდ ჭაობშია ჩაძირული, რომელიც ჯერ არ ჰკლავს მაგრამ, მისი სიღრმეებიდანაც არაფრით უშვებს.
ახლა გოგონებზე მოგიყვებით. ანი გელოვანი, სამეგობროს დედიკო. ყველაზე მომთმენი და გაწონასწორებულია მაგრამ, თუ გაგიჟდა მტრისას, მხიარულობა და ხუმრობაც ისეთი იცის ააწიოკებს ქალაქს. საშუალო სიმაღლლი, არც გამხდარი მაგრამ არც პუტკუნა, მუქი ყავისფერი თმითა და მუქი ყავისფერი თვალებით.საშუალო ზომის ტუჩები და უსაყვარლესი ღიმილი ჰქონდა. თვითონ ანის არ მოსწონდა თავის ღიმილი, ვერავის გაუგია დღემდე რატომ მაგრამ, აშკარაა მისთვის აზრის შეცვლა დღემდე ვერავინ მოახერხა. ლაპარაკი დიდად არ უყვარდა, მოსმენა ერჩივნა. ხასიათებით დანარჩენი გოგონებისგან ყველაზე განსხვავებული ის იყო მაგრამ უჟმურობას ვერავინ დააბრალებდით, საოცრად მხიარული იყო. ისიც გოგონებთან ერთად ივლიდა უნივერსიტეტში. ჭკვიანი ბავშვი იყო საოცრად უყვარდა ქიმია, ბევრი წვალების გარეშე იგებდა და ეს იყო კლასი სადაც სიხარულით მიიწევდა. უყვარდა მათემატიკა და ბიოლოგიაც. ასევე უყვარდა ხატვა და მუსიკა რაღაც საოცრად.
ლილე კვარაცხელიაც საოცარი ადამიანი იყო, უზომოდ მხიარული, სასწაული ხმით იცინოდა და თუ დაიქოქებოდა, იმდენს ლაპარაკობდა ვერ გააჩერებდა კაცი. ღია ფერის კანით გამოირჩეოდა ისიც მიასავით მაგრამ ხერგიანისგან განსხვავებით მისი ლოყები წითლად დიდი სიხშირით არ იფარკლებოდა, რაზეც ყოველთვის წუწუნებდა, საოცრად უყვარდა ვარდისფრად აღაჟღაჟებული ლოყები. ღია წაბლისფერი თმა და წაბლისფერი თვალები ჰქონდა. მაღალი და გამხდარი იყო, სწორი ჩამოსხმული ფეხებით. ყველაზე მეტად მის გარეგნობაში რაც გამოიკვეთებოდა იყო მარჯვენა წარბი, რომელიც დასაწყისში წყდებოდა პატარა ადგილას და მერე ისევ გრძელდებოდა, ლამაზად მთელსსიგრძეზე. ბევრს შრამი ეგონა მაგრამ, ეს დაბადებიდან ჰქონდა და განსაკუთრებულადაც აქცევდა კვარაცხელიების ასულს. საოცრად უყვარდა წუწუნი და უზომოდ თბილი ადამიანი იყო ბავშვობიდან. ლილე გოგონებზე ერთი წლით პატარა იყო ასე, რომ ამ წელს მეთორმეტე კლასში მივიდოდა, დამღლელი მაგრამ სიამოვნებებით სავსე წელი ელოდა. კოლეჯებზე ბევრი საწვალებელი იქნება აპლიკაციებისთვის მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც გოგონებმა ეს ეტაპი უკვე გამოიარეს რათქმაუნდა დაეხმარებიან და საქმეს გაუადვილებენ.
ერთი საათიც არ იყო გასული უკვე ჰოპ-სტოპზე რომ იდგნენ. ასე სწრაფად მგონი ჯერ არასდროს გამზადებულად, აშკარად დაეტყოთ წასვლის დიდი სურვილი. მშობლებს კი ცოტა გულები უსკდებოდათ ღამის თერთმეტ საათზე ამ გადარეულების აგარაკზე გასაშვებად მაგრამ, ცდილობდნენ შეგუებოდნენ ფაქტს რომ ორი წლის ბავშვი აღარცერთი იყო. ბიჭებმა სანდროს და ნიკუშასაც დაურეკეს და კინგსთონის გზას დაადგნენ.
სანდრო ყიფიანი ევას უუუახლოესი მეგობარია, ცოტა ხანს ევასთან ახლოს შვეიცარიაშიც კი ცხოვრობდა მას მერე რაც ევას დედა იქ გათხოვდა და ისიც დედამისთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მაღალი, გრძელი ბოლოში ოდნავ ტალღოვანი თმით, საყვარელი და თან ეშმაკური სახითა და მოკაშკაშე ყავისფერი თვალებით. მოკლედ სასწაული ბიჭია, ნებისმიერი გოგოს სანატრელი. ბავშვობიდან მეგობრობდა ეს ორი, შემდეგ ემამაც გაიცნო და ის ორიც დამეგობრდა, მას შემდეგ რაც ევა ემას კლასშ გადავიდა. აქედან გაიცნეს ბიჭებმაც ერთმანეთი და ისინიც დამეგობრდნენ. რათქმაუნდა მოგვიანებით ლილემ და ანიმაც გაიცნეს იგი.
ნიკუშა ჩანქსელიანი მიას უახლოესი მეგობარია უკვე რამდენიმე წელია. ამ ორს ისე ესმოდა ერთმანეთის როგორც არავის. ემა ყველაზე თავისუფლად ნიკუშასთან იყო, ზუსტად იცოდა რომ ბიჭი ცხოვრებაში სხანაირად არასდროს შეხედავდა და ეს ანიჭებდა ყველაზე დიდ სიმშვიდეს რადგან, იქამდე რამდენიმე სხვა ახლო მეგობარი ბიჭი ვინც ჰყავდა ყველას ერთხელ მაინც შეუხედია სხვა თვალით და გრძელვადიანი ბრძოლის შემდეგ დაბრუნებიან პირვანდელ მეგობრულ სახეს. ჩანქსელიანი საკმაოდ მაღალი იყო, ღია წაბლისფერი თითქმის ქერაში გადასული, კულულა თმით, რომელზე თამაშიც ემას ყველაზე მეტად უყვარდა. დასცინოდა ხოლმე და იძახდა, შენ თმაში რომ კაცმა ითამაშოს ამ კულულებში საკუთარ ხელსაც ვეღარ იპოვისო. გამხდარი იყო მაგრამ ზომიერად კუნთებიც ჰქონდა, საკმაოდ კარგი აღნაგობა ქონდა. აი ხასითი კი უუუუსაყვარლესი, ყოველთვის ცდილობდა რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო, მუდამ პოზიტიური, მიუხედავად უამრავი პრობლემისა რომელსაც ემას გარდა არავის ანახებდა. ბიჭებმაც კი მინიმალური იცოდნენ. ააა, ხომ ეს არ მითქვამს მაგრამ, რაღა თქმა უნდა დემეტრესთან იოანესთან და სანდროსთან ისიც ძმაკაცობდა. ემას იოანესადმი გრძნობების შესახებაც ყველაფერი იცოდა. გოგონებთანაც საკმაოდ ახლოს იყო. ემას ლილეს და ანის ერთდროულად შეხვდა შემდეგ ევაც გაიცნო და საკმაოდ დაახლოვდნენ. ევას გრძნობების შესახებაც ძალიან კარგად ხვდებოდა.
ბავშვები მანქანებში გადანაწილდნენ. ევა, ლილე და სანდრო დემეტრეს მანქანაში ჩასხდნენ, ხოლო ანი, ემა და ნიკუშა კი იოანეს მანქანაში. სანდრომ და ნიკუშამ მაქანები დატოვეს, ვინაიდან და რადგანაც ამდენი მანქანა არც სწირდებოდათ, ბიჭებმა ორივეს სათითაოდ გაუარეს წასვლისას გზად და ასე დაადგნენ კინგსთონის გზას. ხომ წამოგიდგენიათ ახლა ევას და დემეტრეს ერთად ყოფნა მანქანაში რა ალიაქოთსაც გამოიწვევდა? ლილე და სანდრო არ გეცოდებათ? ჩემი აზრით კი არიან შესაცოდნი…
უკვე დაახლოებით ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ ევამ რომ დემერეს ჯუჯღუნი დაუწყო.
-როცა გთხოვე სწრაფად ატარეთქო, შეუნელე და ახლა ამ ადგილას რას მიჰქრიხარ გიჟივით, ხევში გადაჩეხვას გვიპირებ?
-ოღონდ შენ დაგადუმო და მაგასაც ვიზამდი მაგრამ, აი ამ ორ ადამიანს რა ვუყო, მეცოდებიან სასიკვდილოდ-თვალები აატრიალა დემეტრემ და გაწყრომილ ენას წინა სარკიდან გახედა
-ნუ გეცოდებით, მიდი დემე, გადაეშვი თუ გინდა-წაიბურტყუნა ლილემ და ჩიფსის ჭამა დაიწყო
-აუუ ეს კიდე ჭაამს?-სიცილი ატეხა სანდრომ
-ხო აბა მე ერთადერთი კი არ ვარ ვინც მუდამ ჭამს-თქვა ევამ და მანაც დაიწყო ჭამა-დემეტრე ბატონო თქვენ კიდევ თუ თქვენ თავსაც არ შეიცოდებდით ეს ორი რომ არ ყოფილიყვნენ, კარგად ყოფილა თქვნი საქმე. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საქეს პირნათლად ვასრულებ და უმაღლეს დონეზე გამომდის თქვენი გაღიზიანება-მიუგო და საოცრად ეშმაკური ღიმილი გადაიკრა სახეზე
-ხომ შენ კაცის მარტო გაღიზიანება გამოგდის- ჩაიღრინა ხერგიანმა
-ოოჰ, დამიჯერე მატო გაღიზიანება არა, სხვა რაღაცეებიც გამომდის. არაერთი კაცი ყოფილა პრაქტიკაში-თქვა და ისევ დამპლური ღიმილი აიკრა სახეზე, ცდილობდა ბიჭის გამწარებას და იცოდა რომ გამოუვიდოდა. სულ რომ არ გამოეხატა ხერგიანს მაინც იცოდა რომ მწარდებოდა
-ხოო ხოოო კიიი-ჩაილაპარაკა ლილემ ისევ უდარდელად
-რა ხო ხო კი, ვინ რა პრაქტიკაში, რეებს ბოდიალობ-შეუღრინა დემეტრემ, თან ცდილობდა გაღიზიანება არ დასტყდობოდა და ჩაიღიმა თითქოს ხუმრობაში უტარებდა
-ამის ყოფილებს კაცო-ისევ ჩაილაპარაკა ლილემ ვითომც არაფერიო, თან იცოდა რომ სიტუაციას ამწვივებდა და სასტიკად მოსწონდა ეს მომეტი
-ვინ ყოფილებს?-ახლა უკვე სერიზული ხმით ჩაეკითხა დემეტრე და სარკიდან წარბაწევით გახედა ევას, თითქოს გაბრაზდაო მაგრამ უკვე მიმხვდარიყო გოგოს ეშმაკობას და მაგიდის შემოტრიალებასაც აპირებდა
-ყოფილ შეყვარებულებს, დემეტრე, რა გჭირს.-თითქოს ძალიან უგრძნობად უთხრა ევამ
-აჰაა ანუ ყოფილეებს
-მჰმმ-ჩაიზმუვლა ისევ ლილემ. სანდრო კი ლილეს პატარ-პატარა “უდარდელ” რეპლიკებზე სიცილს ვაი ვაგლახით იკავებდა.
-ხო, ყოფილებს რომლებიდანაც ერთიც არ არსებობს-ჩაეცინა ცინიკურად დემეტრემ რის შედეგადაც ევას სახიდან თვითკმაყოფილი, გამარჯვებული ღიმილი წამებში წაშალა და თვითონ აიკრა.
-რას… რას ამბობ-უცებ დაიბნა ქალბატონი
-იმას რომ ყოფილი არ გყავს. ესეც შენი წარმოსახვის ნაწილია. მოკლედ ასე ძალიან თუ გინდა რომ უკვე შენს წარმოდგენებში ხვდები და შორდები შეყვარებულებს, ერთი კარგი ბიჭი ჩემზე იყოს-ცინიკურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ხერგიანმა ევას რაზეც გოგონასგან შეკრულ წარბებიანი მზერა მიიღო.
იოანეს მანქანაში სიჩუმე კარგა ხანს სუფევდა. წინ იოანე და ნიკა ისხდნენ, უკან კი მარცხენა მხარეს, იოანეს უკან ემა, ხოლო მარჯვენა მხარეს ანი. ემა მაინც შუა მხრისკენ იწეოდა, უყვარდა მგზავრობისას გზისთვის ყურება, თან მომენტებში წინა სარკისკენ აიღეხებოდა, რომ ქალდანის გზაზე კონცენტირებული მზერა დაენახა. გზაზე კონცენტრირებულს, წარბები ოდნავ შეეკრა და სერიოზული სახით იყურებოდა წინ, მომენტებში კი წინა და გვერძე სარკეებს ამოწმებდა რომ მანქანის გარშემო მაინც არაფერი გამოჰპარვოდა. ემა აკვირდებოდა ქალდანის სერიოზულ სახეს და ამდენი წლის შემდეგაც კი ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა ვიღაც ასეთი სრულყოფილი ყოფილიყო. ასეთი ლამაზი ცხვირითა და ტუჩებით. ყავისფერი თვალები რომლებიც ბევრ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად მოჩვენებოდა მაგრამ, ემა ხედავდა მათში რაღაც განსაკუთრებულს, თან ყველაზე მეტად ის მოსწონდა როგორ დაჰკრავდა ხოლმე მის ყავისფერ თვალებს მზის სინათლეზე ღია თაფლისფერი და მწვანე ფერები ერთად. ღიმილზე საერთოდ ცუდად ხდებოდა საწყალი გოგო. საკმარისი იყო იოანეს ერთხელ გაეღიმა და იქვე ჩადნებოდა მაგრამ, ადრე უარესად იბნეოდა, ახლა შედარებით ესწავლა ხერგიანების ქალს თავის კონტროლი.
-მალე ჩავაალთ?-დუმილი ისევ ემამ დაარღვია, რომელიც მგზავრობისას ზოგჯერ შეუძლოდ გრძნობდა თავს.
-დაახლოებით ერთ საათში. რახან ღამეა და გადატვირთული მოძრაობა არ არის, შეიძლება ასე ორმოც წუთშიც ჩავიდეთ-უპასუხა იოანემ და სარკიდან უკან გახედა ხერგიანს.
-ცუდად ხომ არ ხარ?-ნახევრად მიძინებულმა ანიმ თავი წამოყო სავარძლიდან. ეს მისი ჩვეული ამპულა იყო. ხანდახან მგზავრობისას ითიშებოდა და ძილ-ბურანში ვარდებოდა. ანის სიტყვებზე ნიკუშამ უკან გამოიხედა, ოდნავ ნერვიულობა შესტყობოდა სახეზე.
-არ ვიცი თითქოს ვერ ვარ მაგრამ ფანჯარას ჩავუწიე და გადამივლის მალე. იოანემ კიდევ ერთხელ გამოხედა ფანჯრიდან
-წყალი დალიე, იქნებ ცოტა გიშველოს-გადმოაწოდა წყლის ბოთლი წინიდან-აქვე გასაჩერებელად სერვისი არსად არაა, არც პატარა მაღაზიებია ამ ქალაქში ასეთ დროს ღია, მაგრამ თუ ისე იქნები რომ ვერ გაძლებ მითხარი და ცოტა ხანს სადმე შევაჩეერებ, ჰაერზე მაინც გაივლი თუ რამეს ვერ იყიდი-თან სარკეში იხედებოდა, თვალებში უყურებდა წამებით და ისე ელაპარაკებოდა ემას, რომ ცოტა დაემშვიდებინა და თან ცდილობდა გზისთვისაც თვალი არ მოეწყვიტა
-კარგად ვიქნები-ჩაილაპარაკა ემამ და ანის მხარზე ჩემოადო თავი.
-ჰაა გოგოო, ნუ წაუმკვდარე ახლააა-გაისმა ნიკუშას ხალისიანი ხმა, რომელიც აშკარად ემას გამხიარულებას ლამობდა-გააღვივე შენში ცეცხლიიი, დაგვანახე მოკაშკაშე ვარსკვალვიიიი-იცინოდა და თან ხელების ქნევით ხმამაღლა გაიძახოდა
-მოდით ვილაპარაკოთ ნიკუშას ჭეშმარიტ დეგრადირებაზე. ნეტა დაბადებამდე რა დააშავა, რომ ასეთი მოევლინა ამ ქვეყანს?-ჩაილაპარაკა ანიმ, რასაც ემას სასწაული სიცილი მოჰყვა თითქოს წეღან მეზობლის ბავშვი ვერ უძლებდა მგზავრობასო.
-ოჰ ვიღაც წამში მოვიდა ენერგიაზე?-ღიმილით ჩაილაპარაკა იოანემ
-ნწუ, ვდილობ რომ მოვიდე. თან ამაზე კაცს როგორ არუნდა გაეცინოს
-მაგრამ მაინც, რა დააშავა ნიკაამ?-ილიასავით ჩაფიქრდა ანი-კაცის მკვლელიხარ ბიჭოოო?-წამებში შეიცხადა ანიმ
-ნიკა ეგ ცხვირი შენია თუ ეგეც მოსჯილი გაქვს?-აჰყვა ემაც
-ჩემიც ისეთივე მოსჯილია როგორიც შენი-თვალი ჩაუკრა ნიკუშამ
-მერე არ მითქვამს არაა მოსჯილითქო. შენ იცი ეს რისთვისაც მომისაჯეს, ხმამაღლა რა მათქმევინებს-თეატრალურად აასავსავა ემამ ხელები ჰაერში
-ისეთი ცხვირი გაქვს ხმამაღლა თქმა რათ უნდა ისედაც ეტყობა რომ მსოფლიო დონის დანაშაული გაქვს ჩადენილი-ახლა ემამ შემოუტია დაქალს
-შენ თიმ ნიკა ხარ თუ თიმ ემა? საერთოდ წესით ერთად უნდა ვუტევდეთ იმ ყვითელქოჩრიანს
-მე ორივეს შემოგიტევთ მეტი რა საქმე მაქვს-თვალი ჩაუკრა ანიმ
-აააან ხოიცი როგორ მევასება შენი ფეხებიიიი-დაიწყო ნიკუშამ
-ვაიმეეეე-გაჰკივლა მეამ და აკაკანდა
-კაი ცოტა ჩუმად-ჩაილაპააკა მობეზრებულმა იოანემ
-იოს დაეწყო სიუჟმურის საათები-გააკეთა კომენტარი ანიმ
-კაი ხომ იცი რულთან როგორ არის ხოლმე, შეეშვი-წაუჩურჩულა ემამ
-სულ არ შეცვლლა ამ ერთ წელიწადში ხო?-ისევ წაიჩურჩულა ანიმ
-როცა ხასიათზე იქნება იმხიარულებს, როგორც ადრე-გადაულაპარაკა დაქალს ხერგიანმა
-კაი ხო-ჩაიბურტყუნა ანიმ და ახედა იოანეს. იოანე და ანი ახლოს იყვნენ, მაგრამ არც ძალიან ახლოს. უბრლოდ ქონდათ მომენტები როდესაც კარგად ეწყობოდნენ. ანის კი ყოველ ჯერზე ნერვები ეშლებოდა, ასეთ სიტუაციებში. იცოდა როგორც უყვარდა ემას იოანე და ისიც იცოდა მიუხედავად მისა რომ არ გამოხატავდა, ასეთ მომენტებში გული თითქოს ეტკინებოდა ხოლმე. არადა ემა მუდმივად ცდილობდა ამ უჟმურის გაცინებას. ვინაიდან და რადგანაც თბილი, უუუთბილესი ადამინაი იყო, მაინც უჟმური იყო, ემოციებს დიდად ვერ გამოხატავდა, რასაც გამოხატავდა კი პირდაპირ არასდროს აჩვენებდა, თავისი გზები ქონდა რასაც ანი კარგად იცნობდა. როდესაც ემა რაიმე ხუმრობას იტყოდა მაშინვე იოანეს სახეს უყურებდა და რეაქციას ელოდებოდა, თუ გაეღიმებოდა მაინც, უზომოდ ბედნიერი ადამიანი იყო იმ წამს ხერგიანი მაგრამ, თუ სახეზე ემოცია არ დაეტყობოდა, თავის თავს ტუქსავდა დებილობა ხუმრობების თქმის გამო.
როგორც იქნა ჩააღწიეს. ემამ მანქანიდან გადმოსვლისთანავე შეამჩნიე გაბუსხული ევა, ვისი ხასიათიც დემეტრეს რეპლიკას გამოეწვია, მანქანაში წაგებული არგუმენტის შემდეგ. როდესაც ეს ამბავი ანიმ და ემამ, ლილესგან მოისმინეს, იმდენი იცინეს რამის ძირს გაწვნენ.
ბიჭებმა ბარგი ზემოთ აიტანეს და აივანზე მოსაწევად გამოვიდნენ, გოგონები კი ოთახებში შევიდნენ, გამოიცვალეს და სპორტულებში გამოწყობილნი უკვე მისაღებში მოკალათდნენ. ანიმ, როგორც სამეგობროს დედამ, პოპკორნი მოამზადა და როდესაც ბიჭები უკან შემოვიდნენ, საშინელებათა ფილმის ყურება გადაწყვიტეს. ნეთფლიქსზე დაიწყეს ფილმის ძებნა, ვინაიდან და რადგანაც ქართულ საიტებს რატომღაც აღარ რთავდა და თუ რთავდა ორ საათიანი ფილმის ყურებას, ხუთი საათი უნდებოდნენ ისე ჭედავდა. ბოლოს ძლივს იპოვეს რაღაც და აწ უკვე მოკალათებულნი, მომზადებულნი და დაინტერესებულნი შეუდგნენ ფილმის ყურებას. ერთი რამ კი რვავემ ზუსტად იცოდა. ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო შაბათ-კვირა, რომელიც მუდამ ემახსოვრებოდათ.



_________________________________________________
გამარჯობათ ^___^ ვინც კითხულობთ, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ასე ძალიან დაგვიანებისთვის!! იმდენი დავალება მქონდა ონლაინ კლასებში და ისე ვიღლებოდი, ვეღარ ვახერხებდი წერას ისე როგორც საჭირო იყო. მაქსიმალურად ვეცდები ასე აღარ დავიგვიანო და მალ-მალე დავდო.
მოკლედ ამ თავშიც ახალი ოთხი პერსონაჟი გაგაცანით. იმედია მოგეწონებათ. შემდეგი თავისთვის ძალიან კარგი გეგმები მაქვს, იმედი მაქვს მოვახერხებ თქვენს გამხიარულებას ამ სტრესულ პერიოდში.
მოკლედ მადლობა და ველოდები თქვენს შეფასებებს!! ^____^



№1  offline წევრი MoonEva

ძალიან მომწონსსსსს ^__^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent