შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერეკლე ქავთარაძე./4/


11-04-2020, 20:36
ავტორი Phoenix..
ნანახია 5 935

ოთახში იწვა, დამძიმებულ სხეულს ასვენებდა და ჭერს მიშტერებული საკუთარ საქციელზე ფიქრობდა.ახლა თავთან დარჩენილი უკვე აღარ გაურბოდა რეალობას და თავსაც არ აიმედებდა. საკუთარ ქცევებს უკვე ვეღარ აკონტროლებს და იცის ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება მისთვის. ცეცხლთან თამაშს ყველა დაუწვავს და არც თათა ნიკოლეიშვილი იქნებოდა გამონაკლისი. ასე მარტოდ დარჩენილი კარგად იაზრებს მის დანაშაულს. გონებაში დიდ კედელი ააშენა მას და ერეკლე ქავთარაძის შორის. ფიქრებში გახვეულს მისი შეხება ახსენდება. ყველა მისი შეხების ადგილი ეწვის სადაც ერეკლეს თითები ეფერებოდაა. მისი ტუჩების გემო, რომელიც ისევ ბაგეებზე აქვს შემორჩენილი უყვარს. სურნელი?! ჯანდა ეს თამბაქოს და საზამთროს ნარევი და ამას დამატებული ცივი სუნამოს არომატი უძვრება ვენებში და მთელ მის არსებას ავსებს. მზერა ამღვრეული იხსენებს სიბნელეში აკიაფებულ თვალებს, აი იმ მზერას მხოლოდ ერეკლეს რომ შეუძლია შეხედოს. არომატული ენის სისველეს ახლაც ცოცხლად გრძნობს ყელში...
-თათა..-მოულოდნელმა ხავერდოვანმა ბგერებმა და მისი სახელის გაგებამ შეაკრთო და აზრებიც გაუფანტა.
-ვერ მივხვდი როგორ მოხვედი.-საწოლზე წამოჯდა. -რა იყო?
-ამ ნიძლავის გამო ისეთ რაღცას ნუ იზამ რომ ბოლოს ყველამხრივ წაგებული დარჩე..-მტკიცე ხმას არ იშორებს და მისეული მზერით სწორედ იმ კედელს ანგრევს რამდენიმე წუთის წინ ნიკოლეიშვილმა დიდი რუდუნებით რომ ააგო.
-ხომ არ ეჭვიანობ პატარაა.- ღიმილის კუთხე მომხიბლელად ჩატეხა, წამოიწია და მუხლებით დადგა საწოლში. -ხომ არ გეშინია დამარცხების.-ნელი სვლით მიიწევს ქავთარაძისკენ. ქალის ეშმაკურმა ზრახვამ სისხი აუჩქება ვენებშ, ყელში მოაწვა ვნების ტალღა და ბაგეები ღიმილმა გააპო , მტევანით დაუჭირა კეფა. სახე ახლოს გაუჩერა და ზედ ბაგეებზე დააფრქვია სუნთქვა რომელიც გაჯერებული იყო თათას საყვარელი არომატით.
-ხომ ხვდები, ოდნავ ძალასაც არ ვიყენებ. მხოლოდ მოახლოვებაა საჭირო იმისთვის რომ მკლავებში ჩამადნე... - საუბარი უჩვეულო დაბალი ტონით განაგრძო, გახსნილი ბაგეებით ცდილობდა ქალის აღგზნებას. ღმად სუნთქვისთვის გახსნილ ტუჩებს შორის შეასრიალა ოსტატურად ენა და ბაგეებიც მიაყოლა ვნებიანი კოცნისთვის. სიამოვნებისგან ლამის გული წაუვიდა. ტანში დავლილ ტაოს ყურადღბა არ მიაქცია და მთელი მონდომება ერეკლეს წყობიდან გამოსაყვანად მომართა. ცივი, ნატიფი თითები მაისურის ქვეშ შეასრიალა და სწრაფად ჩაავლო ბოლოებს. მარტივი მოძრაობით გადააძრო თავს ზემოთ. მოავლო თვალი ნავარჯიშებ, მკვრივ სხეულს. ამოძრავებულ თითის ბალიშებზე კაცის სიამოვნება დაყრილი ტანი რომ იგრძნო ერთი-ასად მოემატა ბედნიერების გრძნობა.
„ესეიგი მეც ვმოქმედებ მასზე.“ -სიტუაციას ახლა უკვე თათა ნიკოლეიშვილი მართავდა. ბაგეებიდან გადაცოცებული ტუჩებით შეეხო მოძრავ არტერიას და ენის წვერით უფრო გააგიჟა. თათას სმენას მიწვდენილი კაცის ოხვრა გამარჯვების ზარად ჩაესმა. სწრაფად ჩამოუსვა მოზრდილი ფრჩხილები მკერდზე და ისე გამოეცალა მკლავებიდან ნიკოლეიშვილი, გააზრებაც ვერ მოასწრო ქავთარაძემ. ჯერ კიდევ ნეტარების ბურუსში იყო გახვეული.
- რატომღაც შენ ოხვრავდი სიამოვნებით ჩემს მკლავებში.- გამარჯვებული ღიმილი დასთამაშებდა ლამაზ სახეზე და საკუთარი საქციელით კმაყოფილი, დინჯი ნაბიჯით გაეცალა თვალებ ანთებ ეკეს. -და ჰო, ასე ძაანაც ნუ გამოაჩენ ჩემს მიმართ დამოკიდებულებას..-თვალით უბეზე ანიშნა და სიცილით დატოვა ოთახში.
***
უკვე დამშვიდებული მიუჯდა სხვებთან ერთად სუფრას,გამაფრთხილებელი მზერა ესროლა სასმლით ხელში დანახულ დის კლასელს. ბიჭები საუბართან ერთად მშვიდად სვამდნენ და მათ გარშემო პოზიტიურ განწყობას ამაღლებდნენ. თვითონ ერეკლე ქავთარაძე ფხიზლად რჩებოდა და ისე აკონტროლებდა სიტუაციას. დის ბედნიერ სიცილზე თავადაც გაეცინა. დედა და პატარა მარიამი ეს ის ადამიანები იყვნენ მისთვის ვის გამოც თავს დაუფიქრებლად გაწირავდა. ვერ აიტანს მისი დით თვალებში ოდესმე დანახულ შიშს. მარიამისგან მზერა მის გვერდით მჯდარ მომღმარ ნიკოლეიშვილზე გადაიტანა. ტელეფონში მისი ნომერი მოიძია და ტექსტი აკრიფა..
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საოცრად გიხდება გულწრფელად მომღიმარი თვალები.-ღიმილის სმაილი მიუწერა და გააგზავნა.
-ეკე შენ დალევ?-ფეხზე მდგარ ბიჭს ახედა რომელიც სასმლით ავსებდა ჭიქებს.
-კი რატომაც არა..-დაიღალა სიფხიზლით. ჭიქა აავსებინა და არ დაელოდა არავის ისე გამოუჩინა სასმელს ძირი. ტელეფონზე საპასუხო შეტყობინებაც მოუვიდა.
„მგონი მომიწევს ფარ-ხმალის დაყრა, აშკარად იმოქმედა შენმა კომპლიმენტმა.“-ღიმილით გახედა მის პირდაპირ მჯარ თათას.
„გულწრფელობის საღამო გვაქვს პატარა?“
„არ ვიცი, ალბათ რაღაც ელექ დავლიე, ახლა მხოლოდ სიმართლის და გულწრფელობის ხასიათზე ვარ. „ -მორცხვობის სმაილით მიიღო შეტყობინება.
„ანუ ყველა კითხვაზე სიმართლეს მიპასუხებ?“
„სიმართლენარევ ტყუილს. ასე ძალიანაც ვერ გავწირავ თავს!“
„მომწონს ასეთი თათია..“
„ვნებიანი?“-წარბაწულმა გახედა ეშმაკურად მომღმარს, რომელსაც ტუჩჩებს მთელი მონდომებით იკვნეტდა.
„სიტუაციას გააჩნია. წამო ჩვენს ადგილას გავიდეთ! „
„კაი, ოღნდ დამპირდი ჩემი გულწრფელობით არ ისარგებლებ.“-პასუხად მხოლოდ მაგიდას გაცლილი ერეკლე მიიღო. ტელეფონი მშვიდად ჩადო ჯიბეში და მარიამს მიუბრუნდა.
-რაღაცას გეტყვი კაი?-დამფრთხალმა შეხედა.
-კაი.
-მოკლედ მე და ერეკეე..
-არა ისე დებილი გეგონე?-სიცილით ჰკითხა გაოცებულ ნიკოლეიშვილს. -მიდი გაყევი, ოღონდ თქვენ დალაგდით და მზად ვარ ოჯახშიც მიგიღო.
-მარიამ ასეც არაა საქმე..
-მიდი მიდიი წადი..-ფეხზე წამოაგდო.-ამათ მე მოვიგერიებ..-საზოგადოებაზე ანიშნა და თვალი სასაცილოდ მოჭუტა. ბედნიერი გავიდა სახლის უკან. სიბნელეში შესულს მკლავი შემოეხვია უკნიდან და ჰაერში ააფრიალა. ყელზე მოხვია ხელები და უსიტყვოდ მისცა უფლება მიწას დაშორებული წაეყვანა.. გზაში ხარბად სუნთქავდა არომატებს რომელიც ბევრი ჰქონდა ერეკლე ქავთარაძეს სხეულზე და მათი ნაზავი მთლიანად იპყრობდა და აბრუებდა ქალს. გვერდიგვერდ ისხდნენ ბალახზე.
-კიდევ ხარ გულწრფელობის ხასიათზე?-გვერდულად გამოხედა.ბოხმა ბარიტონმა ჭიანჭველებით აავსო ნიკოლეიშვილის სხეული.
-და შენ ხომ დამპირდი, რომ ამ დგომარეობით არ ისარგებლებდი.-ნიკაპი მხარზე ჩამოადო.
-არა. მე არაფერს დაგპირებივარ...
-ხოდა წავალ მაშინ..-ნახევრად წამომდგარი მუხლებში ჩაისვა და მკლავები ძლიერად შემოხვია.
-ბავშვო რატომ მაბრაზებ?! იქნებ სჯობს მივმართო დასჯის ჩემებურ ხერს.. -მაისურის ქვეშ, შეაპარა მხურვალე მტევნები და ნეკნებს სათითაოდ აუყვა. სიამოვნება ატანილმა ტუჩებით ვერ დაიმორჩილა ხმა, ჩუმი კვნესით მოდუნდა.-ასე ძალიან ვმოქმედებ შენძე ბავშვო?-ყბისძვლიდან სველი კოცნებით ჩაყვა მკერდამდე.
-ბავშვს ნუ მეძახი..-დაწვრილებული ხმით აღოხვდა და სხეულზე აკრული მიინაბა.
-ჩემი ბავშვი ხარ, ვნებიანი თათია.. ჩემი თათია...-მოწყურებული სათითაოდ უკოცნიდა ვნებით დასიებულ ტუჩებს.
-არ შეიძლება ეკე.-როგორც კი თავისუფლება იგრძნო მაშინვე მოშორდა..-შეიძლება მარიამი გამოვიდეს. -ხმით გაეცინა ერეკლეს და ისევ დააბრუნა მუხლებზე..-ერეკლე, ცუდი წესებით მეთამაშები..-ჟინ მორეული ხმა უფრო ჩაეხლიჩა. -შენ კიდე მოგების გამო ყველაფერს კადრულობ..
-მე მხოლოდ შენი წესებით ვთამაშობ..ხომ არ დაგავიწყდა ოთახში რას აკეთებდი?-გაშლილი მტევანით მოეფერა კისერზე.
***
თვალებ ანთებული დაბრუნდა სახლში, ცივი ნიავის გამო ყველა მისაღებში იყო შეკეტილი... რბილ სკამზე მთელი ტანით გადაწოლილი ნიკოლეიშვილი სხეულით კი ოთახში იჯდა მაგრამ გონება სადღაც შორს, შორ მომავალში დაძვრებოდა. სახლში შექმნილი ხმაური საერთოდ არ აღწევდა მის სმენამდე. რა იქნება თბილისში დაბრუნების შემდეგ? სულში დატრიალებული ავდარს ვერაფრით ამშვიდებს და შიში ნელ-ნელა მთემ სხეულზე იმარჯვებს.
- „დასრულდება ეს დღეები და დავბრუნდებით თბილისში, დაუბრუდება ჩვეულ ცხოვრებას და მე აღარსად ვიქნები.შენი დავიწყება ძალიან ძნელი იქნება! „-შიშის სუსხმა ააკანკალა.არ უნდოდა დილა სადაც ერეკლე აღარ იქნებოდა ასეთი თბილი, სადაც ვეღარ შეიგრძნობდა კაცის ჟინით სავსე კოცნას. ახლა უფრო გაუჭირდება, უკვე შეგრძნებული ბედნიერების დეფიცითი უარესად ატკენს გულს. მამის ნათვამი ფრაზა.“ცხოვრება ერთი ლამაზი წამია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიჭრო..“ თავის იმ ნაწილში შეძვრა რომელიც ადანაშაულებდა ყველაფერში რაც ამ დღეებში მის გარშემო მოხდა და მალამოდ მოედო.
-მარიამ..-გვერდით გაიყვანა დაქალი და სახე ყურთან მიუტანა. -გთხოვ სადმე გავიდეთ რა, სასმელიც წავიღოთ.. საუბარი მჭირდება შენთან..
-რა პრობლემაა.. მიდი ადი ჩვენთან ოთახში, სასმელს ავიღებ და ამოვალ.
-გარეთ რომ წავიდეთ?
-ხო ჩვენი ოთახიდან მაქვს პატარა საიდუმლო გარეთ გასასვლელად..-სიცილით უთხრა და საძინებლისკენ უბიძგა.ბოლთას სცემდა ოთახში, ნერვიულობისგან ლამის მთელი თითები დაიტეხა. მაინც ვერ ჰქონდა გადაწყვეტი სრული სიმართლე ეთქვა მარიამისთვის თუ რეალობას მოწყვეტი მხოლოდ ნიკოლეიშვილის გრძნობები..-ვაიმეე. ძლივს ამოვააღწია..-მოკლედ პლედები აიღე და გამომყევი..-ღიმილით გაუძღვა წინ და რამდენიმე წუთიანი ძრომიალის შემდეგ გარეთ აღმოჩდნენ, ფეხაკრებით ჩავიდნენ ტყესთან და მყუდრო ადგილი მოძებნეს. ერთი პლედი ძირს დააფინეს. მეორე ნიავით შექმნილი სუსხის დასაფარად მოიხვიეს. ორი სასმლის ბოთლი იმას მიანიშნებდა რომ ის ღამე საოცარი სიმთვრალით დაგვირგვინდებოდა. ალბათ ალკოჰოლი გამბედაობას უფრო შემატებდა..
-ჰა თათი, გისმენ..ასეთი რა არის ხმას რომ ვერ იღებ?
-არ ვიცი მარიამ.. საშინლად არეული ვარ.-შუბლი ძლიერად მოისრისა.
-შენ და ერეკლე რას შვებით?
-არაფერს...-გონებას ტუჩებმა დაასწრეს ტყუილის თქმა. -ასე მგონია არაფერი გამოვა და თბილისში დაბრუნებულს ისევ ის ერეკლე დამხვდება. გუშინ დავნიძლავდით..-სევდიანი ხმით წაიჩურჩულა და პირველად გაუსინჯა გემო ალკოჰოლს.
-რაზე?-მეგობრის დასევდიანებ სახეზე გაეღიმა ქავთარაძეს.
-ვისაც პირველი შეუყვარდება ის იქნება წაგებული და ერთი სურვილი ექნება მოგებულს..-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალების ცეცებით შეხედა გაოცებულ, თვალებ გაფართოებულს.
-კი მაგრამ ამ ორ დღეში ასეთი რა დაგეტაკათ? რომ ასსე თამაშობთ.. -ახარხარდა მარიშკა.-აი პროსტა ხომ ვამბობდი..-ხელებს სასაცილოდ იქნევს. -სიძულვილიდან სიყვარულამდე აი... სულ სულ პატარა მანძილია.
-არა მარიამ, ასეც ნუ გადაეშვები ზღაპრებში. ჩვენ არამგონია რამე გამოგვივიეს.
-რატო გოგო?
-ასე მგონია..არამგონია ამდენწლიანი ბრძოლა ჩემთან ორი დღის სიახლოვემ გადაწონოს. რთულია, რთულია ამ ოდნავ თიბილი დამოკიდებულებიდან ისევ იმ სიცივეში დაბრუნება -ნაღვლიანად დააჩერდა სასმლის ბოთლს. -კაი ვსო შევეშვათ ამას და შენ მოყევი რა ხდება შენი ბალეტის პედაგოგთან?-ღიმილით მიეხუტა მეგობარს.ჯერ არ აპირებდა ამ თემის დახურვას უმცროსი ქავთარაძე მაგრამ მეგობრის ნაღვლიანმა გამომეტყველებამ უკან დაახევინა.
-ვაიიმე, თათია ეს ბიჭი ნამდვილად შემიწირავს ისეთი ტემპერამენტიანია..-გულზე დაიწყო ხელი და თვალები გადაატრიალა. ამის დანახვა და სიცილით გადაწვა პლედზე ნიკოლეიშვილი.-აი პროსტა რომ ნახო როგორია.. არა! არ ნახო თორემ შენც მოგეწონება..-სიცილს არ წყვეტდა ქავთარაძე. სასმლის წვრილი პირი ტუჩებს შორის მოიქციეს და ერთდროულად გადაუშვეს ალკოჰოლის მოზრდილი ყლუპი.
- კაი ეგ გავიგე. და რას აპირებ?
-გოგო, ერთი პირი ვიფიქრე სადმე დავპატიჟებთქო..-წვრილი ხმა დაუსერიოზულდა. -მაგრამ იმ პონტში მეტყვის უარს, რომ მოსწავლე ვარ და არ მინდა ეგრე..-ტუჩები საყვარლად დაბრიცა. შორიახლოს უფროსი ქავთარაძე მოძრაობდა გოგონების ხმა რომ გაიგო, მშვიდი ნაბიჯით წავიდა მათქენ.. მოულოდნელად აპირებდა მისვლას და შეშნებას,მიახლოვებულს არასასიამოვნო ტექსტი რომ შემოესმა. ყოველთვის სჯობნიდა ერეკლე ქავთარაძის საღ აზროვნებას ფიცხი ხასიათი და დის მიმართ უცნაური, ეგოისტური დამოკიდებულება.
-იცი რა ქენი? დაელოდე ყველას როდის გაუშვებს და დარბაზში დაადექი.. იქიდან ხომ აღარ გაიქცევა.. ცოტა წაეკეკლუცე, ერთი ორი ვნებიანი ბგერაც გამოუშვი და დამიჯერე აღარც კი მოგშორდება შენი მასწავლებელი.. -სიცილნარევი ხმა გაიგო ნიკოლეიშვილის და ალბათ მის წინ რომ მდგარიყო საკუთარი ხელებით დაახრჩობდა. -ყველა კაცი უბეს აბია.. -ბოლოს დაყოლებულმა სიტყვებმა სისხლი აუდუღა. შუბლზე მომსკდარი სიბრაზე ძლივს დაიმორჩილა და ისევე უჩუმრად მოშორდა ადგილს როგორც მივიდა. ვერ აიტანს მის დას ასეთს.! იმის გაფიქრებაც, რომ შეიძლება ოდესმე ვიღაც შეუყვარდეს და წავიდეს აცოფებს.ზიზღი კი რომელიც თათას მიმართ გაუჩნდა მთლიანად დაფარა საღი აზრი. - ყველაფერი ხუმრობა იქით იყოს, ანუ მარტო გიზიდავს თუ სიყვარულის მსგავს რაღაცეებს გრძნობ გულში.-სისტყვა სიყვარული რაც შეეძლო თბილი ხმით თქვა.
-არ ვიცი, ხომ უნდა გავიცნო ადამიანი რომ შემიყვარდეს. მის ხასიათს არ ვიცნობ თათა. მხოლოდ ვიზუალი ვიცი და ეს ისე მიზიდავს რომ სულ ცეცხლი მეკიდება როგორც კი ხელს მახებს..
-მეგობრული რჩევა, სანამ რამე სერიოზულ ნაბიჯს გადადგამ მაგ ბიჭისკენ ჯერ გრძნობებზე დაფიქრდი, ეცადე აღმოაჩინო თვისებები მასში. იქნებ საერთოდ არ ჯდება შენს გემოვნებაში.იქნებ ისეთია რომ მაგ სიგიჟეს რაც გარეგნობით გმართებს ფარავს?! არასდროს.. მარიამ არასდროს არ მისცე შენ თავს სისუსტის უფლება კაცის გამო.-ტირილის ნოტები გაერია ხმაში, რამდენიმე ყლუპი ერთმანეთს მიაყოლა და თვალებიც აუცრემლიანდა.-დამიჯერე ის რასაც სისუსტის მერე საკუთარი თავის მიმართ იგრძნობ გაგანადგურებს. -ხმამაღლა წარმოთქმული აღიარება ეტკინა. -მოვიფიქროთ ფხიზელ გონებაზე და ერთიანად შევუტიოთ.. რა ქვიაა?
-ლაშა..-გაინაზა სასწაულად.
-ჰო, ერთიანი ძალებით შევუტიოთ ლაშიკოს.-ბოთლი მეგობრისკენ მისწია, ერთმანეთს მიუკაკუნეს და ერთდროულად გამოცალეს სასმელი. ცოტახანს კიდევ გაჩერდნენ ჰაერზე. ერთმანეთზე იწვნენ გულაღმა და ცაზე გამოკიდებულ ვარსკვლავებს არ შორებდნენ თვალს.
-ნეტა წლები რომ გავა, როგორები ვიქნებით? გვერდით გვეყოლება ის კაცები ვის შეყვარებასაც მთელი არსებით შევძლებთ?-იდუმალი ხმით თქვა მარიამ ქავთარაძემ და მეგობარს გახედა. მდუმარედ დაიტოვა სათქმელი გულში, მას ხომ ჰყავდა უკვე ნაპოვნი კაცი რომელიც მთელი არსით, გააზრებული გონებით და სხეულით უყვარდა. -ისე ძაან დიდი ასაკობრივი სხვაობაც არაა თქვენს შორის. ხუთი წელი არაფერია საერთოდ. თან შენ ხომ მოგწონს დიდი ბიჭები.-ეშმაკურად აამოძრავა წარბები.
-მარიამ გეგმებს ნუ აწყობ! ჩვენი ერთად ყოფნის შანსი ერთი ან ორი პროცენტია მხოლოდ.
-ხოდა ჩემო თათია, სწორედ მაგ ერთ ან ორ პროცენტშია მთელი სასწაული ჩატეული. შენ იმედი არ დაკარგო.
-აჰაამ რახან შენ იტყვი.. ადექი დავწვეთ უკვე შუაღამეა.-ტელეფონით გაანათა გზა და სახლში ისევ იმავე გზით დაბრუნდნენ. ერთმანეთის გვერდით დაწვნენ მაგრამ არცერთს მიჰკარებია ძილი.. დილით, მტრედის ფერი რომ მოედო, მხოლოდ მაშინ დაუმძიმდა ქუთუთოები ნიკოლეიშვის და ღრმა ძილს მიეცა.
***
ახმაურებულმა სახლმა და ცუდმა გრძნობამ ერთიანად გამოაფხიზლა , საწოლზე წამოჯდა და კოშმარის გახსენება მთელი გონებით სცადა. კოშმარის რომლის დეტალები არ ახსოვდა სამაგიეროდ ძილში ცრემლებიც კი წამოუვიდა. მძინარე მეგობარს გადახედა.
-მარიამ.. -ვერც კი მიაწვდინა ხმა ისე ღრმად ეძინა. -მარიამ.
-რაა?
-გაიღვიძე რა..-საშინელ თავბრუსხვევას გრძნობდა და თავის ტკივილიც ემატებოდა მოძრაობასთან ერთად. -მგონი ნაბახუსევი მაქვს, შენ?
-აუ, საშინელი იჟოგა და თავის ტკივილი მომკლავს დღეს.-თვალებდასიებული წამოდგა უმცროსი ქავთარაძე. -შენი ტურფა გაგიჟდება ასე რომ გვნახავს.-გაიცინა და მაშინვე გაჩუმდა როგორც კი ტკივილმა ძლიერად შემოჰკრა ხელი. ბალიშის ქვეშ შეგდებულ ტელეფონს დახედა სადაც ერეკლეს შეტყობინება დახვდა.
„როგორც კი გაიღვიძებ, მომწერე და მარანში შემხვდი.“-გულმა რეჩხი უყო.. რატომღაც ძალიან ცივი ეჩვენა მონაწერი. მოგონილი არაა მეექვსე გრძნობის ამბავი, ქალი ყოველთვის გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს.
„გავიღვიძე, მოვწესრიგდები და ჩამოვალ.“-აღარ მოსვლია მეტი შეტყობინება.საერთოდ არ ჩქარობდა ქავთარაძესთან შეხვედრას, პირიქით როგორც შეეძლო ისე წელავდა ჩაცმის პროცესს. სხეულში გამჯდარი სიცივის გამო ჟაკეტიც მოიცვა. მარანში შესულს, ნესტოებში ეცა ღვინის არასასიამოვნო სუნი.
-დილამშვიდობისა.-მოკრებილი ძალით, ღიმილით შეხვდა საშინლად დაძაბულ ქავთარაძეს. ყბა დაჭიმული და ნესტოებდაბერილს ეტყობოდა გაბრაზება.. მზერა შეშლილი და თვალებში ჩამდგარი ზიზღი აშინებდა..
-ამაზე დაბალი კუპიურა არ მაქვს.-სუსხიანი ხმით წარმოთქვა. საფულე გახსნა, ას ლარიანი ამოაძვრინა. ჯერ გაოცებული, დაბნეული დაჰყურებდა ორ თით შორის მოქცეულ ქაღალდს, შემდეგ კაცის თვალებს დააკვირდა სადაც მისი წილი ზიზღი ამოიცნო და ეტკინა. -აიღე საკუთარი სხეულით გამომუშავებული თანხა და ხურდაც შეგიძლია დაიტოვო.-მუშტად შეკრული მტევანი გააშლევინა ერეკლემ და ხელის გულზე დაუდო ფული. ყურებში ექოსავით ესმოდა კაცის ბოროტი ხმა. წამიერად შეხედა ფულს, მთელ სხეულში დაუარა ცივმა ჟრუანტელმა და გული საგრძნობლად აუჩქარდა. მოწოლილი ემოცია, რომელიც იმ მომენტში სიკვდილს უდრიდა სადღაც გადამალა. ხმა გაიმაგრა.
- გულიმერევა შენზე.-გაბზარული ხმით უთხრა, კუპიურა ნაკუწებად აქცია და სახეზე შეაყარა.-ბოროტი ადამიანი ხარ. –სხეული ამოუტრიალდა ტკივილისგან. არეული, დამძმებული ნაბიჯი გადადგა წინ გასასვლელისკენ. ჰაერში გაუშეშა გადაგმული ფეხი იდაყვში ჩავლებულმა მტევანმა.
-მარიამის, სიახლოვ არ დაგინახო..-ზიზღით აეპრიხა ზედა ტუჩი და გულისრევის შეგრძნებამ იმატა. გასვლა ერეკლე ქავთარაძემ დაასწრო. კედელს ხელის მტევანით დაეყრდნო და თავი შეიმაგრა. ციებიანივით სუნთქავდა, მთელი კუნთები უკანკლადებდა. ტკივილისგან ხელები დაუბუჟდა და გარშემო ყველაფერი დატრიალდა. ყელში ისე გაეჩხირა სინანულის ბუშტი ლამის გაგუდა. მანამ იჯდა მარანში სანამ გარედან ბავშვების ხმა არ მოესმა, რომელბიც წასასვლელად ემზადებოდნენ. კაპიუშონი ჩამოიმხო თავზე, თავჩახრილი ავიდა ავტობუსში და ადგილს დაიკავა. წინა სავარძელზე დაწყობ ხელებს ჩამოადებს თავი, ძლიერად ჩაფრენილი ბაგით ცდილობს აკანკალებული, ტირილისთვის მომზადებული ნიკაპის გაჩერებას.თავბედნს იწყევლის ყველა იმ მოქმედებისთვის რაც მის გამო გადადგა. საშინლად ტკივა ორგანოები და ცრემლებიც ნიაღვარივით ედინება სახეზე. ერეკლე ქავთარაძისთვის განკუთვნილ სიყვარულს წყევლის გონებაში.
-თათი..-შეშინებულმა, ძლივს მოახერხა მეგობრისთვის ხელის შეხება.-რა მოხდა?
-გამანადგურა..-ამ სიტყვაში ჩატეული სასოწარკვეთა მოედო გონებას, ხმამაღლა ნათქვამი გრძნობა მეტაზტაზებივით გაუჩნდა სხეულში და სისუტემ ძლია.. ატირდა, მდუღარე ცრემლებლა მთელი სახე დაუწვა, მაგრამ გულში გაჩენილ ტკივილს ვერ გადააჭარბა.სიმწრით ჰქონდა მტევანი კბილებშორის მოქცეული და გამწარებული აჭერდა რბილ ქსოვილს. ეტკინა მეგობრის ცრემლები უმცროს ქავთარაძეს. კარგად ამჩევდა როგორ ცდილობდა ცრემლების დაფარვას და ისიც მთელი ტანით აეკრო.
-ნუ იდარდებ იმაზე რომ ვინმე დაგინახავს. მე გეფარები და შეგიძლია დაიცალო..-ხმადაბლა ტირილნარევი ხმით უთხრა..

____
გამარჯობა მეგობრებო, ესეც ახალი თავი.. ნელ-ნელა შევდივარ ემოციურ ადგილებში და თქვენი შეფასების იმედი მაქვს. გამოხატეთ თქვენი აზრი დადებითიც და უარყოფითიც და იცოდეთ რომ ეს ეხმარება მწერალს გაზრდაში..
პ.ს სიყვარულით თქვენი ფენიქსი.. <3



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

დაქალს ესეთი შტერული რჩევა რატომ უნდა მიცე არ მესმის, ადამიანი მხოლოდ ჰორმონებით არ უნდა ფიქრობდეს და მამრობითი სქესის ყურადღების დამსახურება მასში ვნების გარეშეც შეიძლება.
ეკეს ესთი შეურაწყოფა არ უნდა მიეყენებინა მაგრამ როგორია როდესაც შენს და ესეტ რჩევას აძლევენ არავის მოეწონება.
ეს გოგო კიდევ ცოტა არა კარგა შტერია, იმის მაგივრად სხვანაირად მიექციეა ეკეს ყურადღება მის ჰორმონებზე დაიწყო თამაში და ეგრევე ფეხები გაუშალა, ბოლოს თვითონ დაიზარალა თავი და მეტი არაფერი.
რეალობაშიც ბევრი შემხვედრია ამ გოგოს ნაირი და მწარედაც ატირებული საკუთარი შიშტერით რომ ცხოვრება გაიმწარეს.
როგორც მწერალი კარგი ხარ გააგძრძელე და არ დანებდე აკეთე ის რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს, შენს ნაწარმოებში ყველა პერსონაჟს აქვს ნაკლი და ეს გხდის სხვებისგან განსხვავებულს, "იდეალური" წყვილები რომ არ გყავს და რეალობას შეესაბამება ეს მომწონს შენ წერის სტილში.

 


№2  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნენე
დაქალს ესეთი შტერული რჩევა რატომ უნდა მიცე არ მესმის, ადამიანი მხოლოდ ჰორმონებით არ უნდა ფიქრობდეს და მამრობითი სქესის ყურადღების დამსახურება მასში ვნების გარეშეც შეიძლება.
ეკეს ესთი შეურაწყოფა არ უნდა მიეყენებინა მაგრამ როგორია როდესაც შენს და ესეტ რჩევას აძლევენ არავის მოეწონება.
ეს გოგო კიდევ ცოტა არა კარგა შტერია, იმის მაგივრად სხვანაირად მიექციეა ეკეს ყურადღება მის ჰორმონებზე დაიწყო თამაში და ეგრევე ფეხები გაუშალა, ბოლოს თვითონ დაიზარალა თავი და მეტი არაფერი.
რეალობაშიც ბევრი შემხვედრია ამ გოგოს ნაირი და მწარედაც ატირებული საკუთარი შიშტერით რომ ცხოვრება გაიმწარეს.
როგორც მწერალი კარგი ხარ გააგძრძელე და არ დანებდე აკეთე ის რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს, შენს ნაწარმოებში ყველა პერსონაჟს აქვს ნაკლი და ეს გხდის სხვებისგან განსხვავებულს, "იდეალური" წყვილები რომ არ გყავს და რეალობას შეესაბამება ეს მომწონს შენ წერის სტილში.

მადლობა რომ გამოხატე აზრი.. ამ ბოლო დროს შეფასები "მათხოვარი" გავხდი მაგრამ ეგ არაფერი თქვენნაირი მკითხველი ყოველთვის მაძევს სტიმულს. ნამდვილად ცუდი რჩევა მისცა მაგრამ ისიც იყო ნათქვამი რომ იხუმრა (ალბათ გამოგრჩათ. ნასვამზე იბოდიაალა და ბოლოს ასე მგონია სწორედაც გადმოვა აზრი.) არც მე მიყვარს რეალობას მოკლებული წყვილები მაგრამ ადამიანები ხომ ყოველ ფეხინს ნაბიჟზე ვუშვებთ შეცდომებს,, მთავარია დავინახოთ და მისი გამოსწორება ვცადოთ. <3 მადლობა კიდევ ერთხე ასეთი სიტყვებისთვის. <3

 


№3 სტუმარი ana

შეიძლება ყოველ თავზე არ დაგიწერო კომენტარი, მაგრამ იცოდე რო ვკითხულობ და ყოველთვის გელოდები❤️

 


№4  offline მოდერი Phoenix..

ana
შეიძლება ყოველ თავზე არ დაგიწერო კომენტარი, მაგრამ იცოდე რო ვკითხულობ და ყოველთვის გელოდები❤️

მადლობა საყვარელოო❤️❤️

 


№5 სტუმარი ni

dzalian kargia, shemdeg tavs rodis dadeb?

 


№6  offline მოდერი Phoenix..

ni
dzalian kargia, shemdeg tavs rodis dadeb?

მადლობა,შემდეგ თავს ხვალ საღამოს დავდებ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Kkk

Auu dzaan momwoons !! Ogond tata ar iko orsuli da egeti ragaceebi shemdeg tavebshiii auuuu gelodebi gtxov male dado axali tavi da grdzeli saxe gaadzros kavtaradzes minda

 


№8  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი Kkk
Auu dzaan momwoons !! Ogond tata ar iko orsuli da egeti ragaceebi shemdeg tavebshiii auuuu gelodebi gtxov male dado axali tavi da grdzeli saxe gaadzros kavtaradzes minda

ვაინეე რა ორსულად :D მალე დავდეებ ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან კარგია შემდეგ თავს ველოდები

 


№10  offline წევრი მე♥უცნაურე

თათია ხო იყო ნულს დაბლა და ამ ერეკლემ ვაფშე მოუჯოკრა...
ზნედაცემულია ერთიც და მეორეც.
სწორედ ამით შეეფერებიან ერთმანეთს და არა ერთმანეთზე უკეთესს!
გული მერევა, გულწრფელად, ასეთ კაცებზე.

რაც შეეხება მეგობრობას.
მარიამი თათიას გარეშეც მიხვდება როგორ მოიგოს იმ ლაშას გული.
და საერთოდ, მგონია, რომ ეგ ისეთი რამეა, რასაც ვერავინ გირჩევს, რადგან რაც არ უნდა გითხრას ვინმემ, იმ ვინმეს წარმოდგენა არ აქვს, თქვენ ორს შორის რა დონის ურთიერთობაა და იმაზე უკეთ ვერ ეცოდინება სხვას ის საყვარელი ადამიანი, ვიდრე თავად იცი.

თუნდაც ეს და-ძმა რომ ავიღოთ, იგივე მარიამმა რაც არ უნდა ურჩიოს თათიას, ვერ გამოადგება, რადგან გამორიცხულია დასთან ის იყოს ერეკლე, რაც თათიასთანაა. (ზუსტად ვიცი, გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვამბობ და არასდროს ვედავები მეორე მხარეს, როცა ადამიანს სხვანაირად ახასიათებს)

წლებია, ვამბობ, რომ ჩვენ ერთიდაიგივე ადამიანში, ორივე სხვადასხვა ადამიანს ვიცნობთ და არაფრით ერთიდაიგივეს.

 


№11  offline მოდერი Phoenix..

მე♥უცნაურე
თათია ხო იყო ნულს დაბლა და ამ ერეკლემ ვაფშე მოუჯოკრა...
ზნედაცემულია ერთიც და მეორეც.
სწორედ ამით შეეფერებიან ერთმანეთს და არა ერთმანეთზე უკეთესს!
გული მერევა, გულწრფელად, ასეთ კაცებზე.

რაც შეეხება მეგობრობას.
მარიამი თათიას გარეშეც მიხვდება როგორ მოიგოს იმ ლაშას გული.
და საერთოდ, მგონია, რომ ეგ ისეთი რამეა, რასაც ვერავინ გირჩევს, რადგან რაც არ უნდა გითხრას ვინმემ, იმ ვინმეს წარმოდგენა არ აქვს, თქვენ ორს შორის რა დონის ურთიერთობაა და იმაზე უკეთ ვერ ეცოდინება სხვას ის საყვარელი ადამიანი, ვიდრე თავად იცი.

თუნდაც ეს და-ძმა რომ ავიღოთ, იგივე მარიამმა რაც არ უნდა ურჩიოს თათიას, ვერ გამოადგება, რადგან გამორიცხულია დასთან ის იყოს ერეკლე, რაც თათიასთანაა. (ზუსტად ვიცი, გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვამბობ და არასდროს ვედავები მეორე მხარეს, როცა ადამიანს სხვანაირად ახასიათებს)

წლებია, ვამბობ, რომ ჩვენ ერთიდაიგივე ადამიანში, ორივე სხვადასხვა ადამიანს ვიცნობთ და არაფრით ერთიდაიგივეს.


ჰოო, არ ვიცი რა ვთქვა.. :) ალბათ სჯობს მაინც შემდეგ თავს დაელოდო... :/

 


№12 სტუმარი ნეკერჩხლის ფოთოლი

იცოდე ერეკლე მკაცრად დასაჯე!!!!!!!!!!!!!!!!! საქონელი!!!! მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№13  offline მოდერი Phoenix..

ნეკერჩხლის ფოთოლი
იცოდე ერეკლე მკაცრად დასაჯე!!!!!!!!!!!!!!!!! საქონელი!!!! მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

აუცილებლად დაიაჯება ერეკლეე! :D

 


№14  offline წევრი alienbaby

როდის დადებ ახალ თავს?❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი Phoenix..

alienbaby
როდის დადებ ახალ თავს?❤️❤️❤️

ხვალ საღამოსკენ დავდებ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ლიზა

აუუ თავიდანვე რაღაცნაირად დავიწყე კითხვა და აქამდე მივედი, თითქოს ველოდი რომ უფრო სხვანაირად წავიდოდა მაგრამ არა... თათია რაღაცნაირად თავიდანვე ავითვალწუნე არ ვიცი რატომ ... ერთის მხრივ "დაქალთან" ურთიერთობის გამო (და ახლა ამ თავში კიდე ასმაგად გამიცრუვდა იმედია ამ საკითხთან დაკავშირებით) და მეორე მხრივ ერეკლესთან... არ ვიცი, უბრალოდ წარმთებები ❤️

 


№17  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ლიზა
აუუ თავიდანვე რაღაცნაირად დავიწყე კითხვა და აქამდე მივედი, თითქოს ველოდი რომ უფრო სხვანაირად წავიდოდა მაგრამ არა... თათია რაღაცნაირად თავიდანვე ავითვალწუნე არ ვიცი რატომ ... ერთის მხრივ "დაქალთან" ურთიერთობის გამო (და ახლა ამ თავში კიდე ასმაგად გამიცრუვდა იმედია ამ საკითხთან დაკავშირებით) და მეორე მხრივ ერეკლესთან... არ ვიცი, უბრალოდ წარმთებები ❤️

გასაგებია შენი პოზიცია❤️

 


№18 სტუმარი Caterina

მე თათია შემეცოდა, ისე შემებრალა... :(
აი შენ კიდევ არაჩვეულებრივი გოგო ხარ ???? წლებია ამ საიტზე ვარ დამოკიდებული და ჩემს ფავორიტ 4-5 მწერალს შორის საპატიო ადგილს იკავებ????წარმატებები შენ უნიჭიერესო გოგოვ

 


№19 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ეს ისტორია ვკითხულობ,არც მომეწონება თათას დაორსულება,

ისე თათას ვერ გავკოცხავ ასეთი ქცევისთვის,სიყვარულმა გადაადგმევინე ეს ნაბიჯი,ვნახოთ შემდეგში რას იზავს,

 


№20  offline მოდერი Phoenix..

Caterina
მე თათია შემეცოდა, ისე შემებრალა... :(
აი შენ კიდევ არაჩვეულებრივი გოგო ხარ ???? წლებია ამ საიტზე ვარ დამოკიდებული და ჩემს ფავორიტ 4-5 მწერალს შორის საპატიო ადგილს იკავებ????წარმატებები შენ უნიჭიერესო გოგოვ

გამიხარდა ძალიან..მადლობა დიდი ამ სიტყვებისთვია და ვეცდები იმედები და მოლოდინები არ გაგიცრუოოთ❤️

სტუმარი nancho
მომწონს ეს ისტორია ვკითხულობ,არც მომეწონება თათას დაორსულება,

ისე თათას ვერ გავკოცხავ ასეთი ქცევისთვის,სიყვარულმა გადაადგმევინე ეს ნაბიჯი,ვნახოთ შემდეგში რას იზავს,

არა თათიას დაორსულება იქნება ამ ისტორიის მოძირკვა ფესვიანად! :D

 


№21  offline წევრი Gemini mood

რეალური ადამიანები რეალური გრძნობებით მიხარია რომ შენი ისტორია იმ გაცვეთილ ზღაპრებს არ გავს....მიხარია რომ თათას მარიამისნაირი მეგობარი ყავს რადგან დღევანდელ დღეს მეგობარი ყველაზე მნიშვნელოვანია ერთს გთხოვ თათას მარიამი არ ჩამოაშორო ჩემი აზრით ერეკლეს სიტყვებზე მეტად მარიამის წასვლა უფრო გატეხს თათას მინდა რო შეიბრალო და თათას ის შინაგანი სიძლიერე დაანახო ერეკლეს... მიხარია რომ წერ ❤❤ველი შემდეგს❤

 


№22 სტუმარი სტუმარი სალომე

საერთოდ არ შემცოდებია თათია ტრიპაჩობამ ასე იცის)ველოდები შემდეგ თავს

 


№23  offline წევრი ვიპნი

თათიას საუბარს არ გავუღიზიანებივარ,რადგან ხუმრობის შემდეგ ყველაზე კარგი რჩევა მისცა,რომ მამაკაცი გარეგნობით არ შეეფასა,ჯერ მისი ხასიათი და თვისებები შეეცნო.
ცოტა არ იყოს კომენტარებმა გამაკვირვა,რატომღაც მგონია რომ დაქალებმა ძალიან ბევრ რაიმეზე თუნდაც ინტიმის მხვრივ ბევრი თამამი რაღაც თქვან ერთმანეთში,მაგრამ როცა საქმე სერიოზულ რჩევაზე მიდგება აქ იმ ნათქვამებს დაივიწყებენ და მართლა კარგ რჩევას მისცემენ ერთმანეთს.
იმ დებილ ერეკლეს სამაგალითოდ თუ დასჯი კარგი იქნება,თათა თუ დაორსულდება ალბათ ცოტა გაბანალურდება,მაგრამ ისე კარგად წერ რომ დარწმუნებული ვარ ეეგეთიც კარგი იქნება .მოკლედ წარმატებები ❣️❣️❣️

 


№24  offline მოდერი Phoenix..

ვიპნი
თათიას საუბარს არ გავუღიზიანებივარ,რადგან ხუმრობის შემდეგ ყველაზე კარგი რჩევა მისცა,რომ მამაკაცი გარეგნობით არ შეეფასა,ჯერ მისი ხასიათი და თვისებები შეეცნო.
ცოტა არ იყოს კომენტარებმა გამაკვირვა,რატომღაც მგონია რომ დაქალებმა ძალიან ბევრ რაიმეზე თუნდაც ინტიმის მხვრივ ბევრი თამამი რაღაც თქვან ერთმანეთში,მაგრამ როცა საქმე სერიოზულ რჩევაზე მიდგება აქ იმ ნათქვამებს დაივიწყებენ და მართლა კარგ რჩევას მისცემენ ერთმანეთს.
იმ დებილ ერეკლეს სამაგალითოდ თუ დასჯი კარგი იქნება,თათა თუ დაორსულდება ალბათ ცოტა გაბანალურდება,მაგრამ ისე კარგად წერ რომ დარწმუნებული ვარ ეეგეთიც კარგი იქნება .მოკლედ წარმატებები ❣️❣️❣️


მეც გამიკვირდა მხოლოდ ხუმრობას რომ მიაქციეს ყურადღება მაგრამ ეს მათი აზრია. ხო რაც შეეხება მეგობრობას მე პირადად ხშირად მაქვს ჩემს დაქალებთან ასეთ ინტიმურ თემებთან დაკავშირებით ხუმრობა, ამიტომაც გადავწყვიტე მათი საუბრაი ყოფილიყო ხუმრობანარევი..
ერეკლე დაისჯება ნამდვილად.! :D ასე არ გავაბანალურებ ამ ნაწარმოებს.. მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის და იმედია ახალი თავითაც კმაყოფილი იქნებით.

 


№25 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან მომწონს ველი შემდეგ თავს

 


№26  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ანი
ძალიან მომწონს ველი შემდეგ თავს

საღამოს ავტვირთავ შემდეგ თავს. <3

 


№27 სტუმარი ტაისა

ახლა აღმოგაჩინე და მინდა გითხრა, ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს!
შენი ფანი ვარ
წარმატებები <3

 


№28 სტუმარი სოთამა

როგორ მომწონს! ძალიან კარგია. ზოგადად შენს ყველა ისტორიას დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი. ველოდები ახალ თავს.

 


№29  offline მოდერი Phoenix..

ტაისა
ახლა აღმოგაჩინე და მინდა გითხრა, ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს!
შენი ფანი ვარ
წარმატებები <3

ვაიი^^ მიხარია ძალიანნ თუ მოგწონს ჩემი ისტორიები❤️

სოთამა
როგორ მომწონს! ძალიან კარგია. ზოგადად შენს ყველა ისტორიას დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი. ველოდები ახალ თავს.

მადლობა❤️ ძალიან ძალიან მალე დავდებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent