შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიკადები ცხოვრებისგან ll


12-04-2020, 00:17
ავტორი მალიბუ
ნანახია 8 596

იმ დღის შემდეგ რადიკალურად შეეცვალა ცხოვრება ტიტე ყანჩავლეს. 15წლის ბიჭი უცებ 30წლის კაცი გახდა, გაიზარდა და თითქოს დაბერდა კიდეც. ის აღარ იყო ბავშვი... თუმცა არც არასდროს ყოფილა. უწევდა იმის გადატანა და დანახვა რის გადახარშვაც ძალიან უჭირდა და ბევრი პასუხგაუხემელი კითხვები უტრიალებდა ქაოსურად მომუშავე ტვინში.
ცხოვრება ხშრად გვიგზავნის ბარიკადებს და ეს მხოლოდ წიგნებში ამოკითხულ ან სერიალში დანახულს კი არ ჰგავს, რეალურად გვხვევს თავის მარწუხებში, თითქოს სუნთქვა გვიჭირს და ისე ძლიერ ვართ გართხმულნი მიწაზე, ადგომას ვეღარ ვახერხებთ, მაგრამ მერე თითქოს ერთი სხივი ერთი მარცვალი იმედის საჭიროა.,რომ ფეხზე წამოდგომა ხელახლა ვისწავლოთ და ისევ გავიმართოდ. თუმცა ისე აღარაფერი იქნება როგორც ადრე, ჩვენ სხვანაირნი ვხდებით, თითქოს მუტაციის მაგვარი გარდაქმნა ხდება და ყველა შემდეგ ბარიკადს ადვილად ვიტანთ მანამ სანამ კიდევ უფრო ძიერი, კიდევ უფრო დიდი გვეჯახება და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
ძალიან რთული აღმოჩნდა ტიტესთვის ამის გადახარშვა, რაც მოხდა მის ცხოვრებაში და ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ საავადმყოფოსა და სახლის გზას ტკეპნიდა. გადავლილი მორალით ჩამოშილი იმედებით, მიწასთან გასწორებული ფსიქიკით და დაკარგული ბავშობით დამძიმებული დაიარებოდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ მამისთვის ცხოვრომდა. მისი ერთადერთი მიზანი მისი სააქაოს მობრუნება იყო და ეს ბაბუის და ბებიის საფლავზე ასულს მათ სულს დაპირდა, რომ იცხოვრებდა გაუძლებდა, გადაიტანდა, შეძლებდა გიას სახეზე ღიმილი ისევ ენახა. მოიკრიბა ძალა და თავის თავს შეპირდა, რომ ისწავლიდა ცხოვრებას მოიწყობდა და როცა ეს მოხდებოდა, მოძებნიდა იმ ორ ადამიანს და შურს იძებდა.
ეს ამბავი არავინ იცოდა თუმცა მაინც ეგონა, რომ ყველა მას უყურებდა თითქოს ზურგი და ყყურები ეწვოდა ხალხის მზერით და ჭრაობით, დაკომპლექსდა, უფრო ჩაიკეტა და გამოიცვალა მაგრამ დადიოდა ამაყად და არავინ იცოდა მის სულსა და გულში რა ამბები ტრიალებდა. ღამღამობით გია სულ ტიროდა ისე უნდოდა , რამდენჯერ უფიქრია ამაზე მაგრამ მას ხომ ტიტე ყავდა მისახედი, მერე იმასაც ფიქრობდა იმ გარყვნილების გამო რატომ უნდა დაეღუპა თავი?! ძალას პოულობდა და ცდილობდა ტიტესთვის მყარი დასაყრდენი ყოფილიყო და მისი ფსიკიკისთვის ეშველა. ორივე ცდილობდა, ცდილობდა და გამოსდიოდათ,. არასოდეს საუბრობდნენ ამ თემაზე თუმცა იცოდნენ ოდესღაც მოუწევდათ და ვერ გაექცეოდნენ.
სანათესაოს და ყველას უთხრეს, რომ დედამისი უბრალოდ წავიდა სამუშაოდ უცხოეთში და რომ მასზე კითხვები აღარ დაესვათ. სახლში გიას დეიდაშვილი კატო ეხმარებოდა სანამ გია მოვლას საჭიროებდა და ცდილობდა უცნაურად გულჩათხრობილ ორ ადამიანთან საერთო ენა გამოენახა, ვეღარც გიას ცნობდა ლაღ და მხიარულ ადამიანს და ვეღარც ტიტეს თუმცა კითხვების დასმა ზედმეტად ეჩვენბოდა და უბრალოდ ეხმარებოდა მათ ვინც ძალიან უყვარდა.
გადიოდა დრო გია გამოჯანმრთელდა და ნელ-ნელა დაუბრუნდა თავის კომპანიას სადაც უამრავი საქმე დაგროვებოდა, ტიტე გამალებით სწავლობდა და კლასშიც და სკოლაშც პირველ მოსწავლედ ითვლებოდა, ყავდა ორი ახლო მეგობარი : უტა და თომა მისი მონდომებით ისინიც ცდილობდნენ სწავლას, დადიოდნენ რეპეტიტორებთან, ფეხბურთზე, კინოშ, აუზზე, ერთობოდნენ, თუმცა არც ერთმა არ იცოდა რა ხდებოდა მის გულში, რატომ არასდროს ახსენებდა დედას და რატომ სძულდა ასე ქალები, რატომ უხეშიბდა მათთან და რატომ უნდოდა მხოლოდ ჟინის მოკვლა?? იცოდნენ ოდესმე თავად აუხსნიდა ყველაფერს და ჩუმად იყვნენ.
მათ ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ ხდებოდა, კიდევ უგებდა ცხოვრება ბარიკადებს, მაგრამ ისინი ერთად ყველაფერს უმკლავდებოდნენ. მიუხედავად გადავლილი თავმოყვარეობისა, გატეხილი გულისა და იმ დიდი სირცხვილისა, რომელსაც ასე ქონდა გამჯდარი ორგანისმზში. დრო კი გადიოდა, დრო ელვისისწრაფით მიიჩქაროდა და ყველას ცხოვრებას ცვლიდა.
ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. გია კი ოცნებობდა იჟინერ ტიტეზე, მაგრამ ტიტე საუკეთესო ექიმი გახდა და ცალკეც გავუდა საცხივრებლად, გიამ კი შესანიშნავ ადანიანზე ხელმეორედ იქორწინდა და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო.
ტიტესთვის კლინიკა თავშესაფარი იყო და თუთქმის მთელ დროს იქ ატარებდა ძლივს ნახულობდა დროს მეგობრებისთვის. პირადი ცხოვრება კი ისევ არ ქონდა, ვერ იტანდა ქალებს იყო რაღაცეები რაც არასდროს იცვლებოდა და ეს იყო მათდამი დამოკიდებულება. ბევრჯერ სექსისდროს თვალებს რომ ხუჭავდა, ის სცენა ახსენდებოდა რამაც ცხოვრება თავზე ჩამოამხო და გამხეცებული სასწრაფოდ გარბოდა უმისამართოდ და ეს ისე ხშირად ხდებოდა, რომ უკვე ცხივრება ეზიზღებოდა უბრალოდ არ შეეძლო სხვანაირად ქალი მხოლოდ ჟინის დასაკმაყოფილებლად სურდა და მაგაშიც ვერ იღებდა ზოგჯერ სიამოვნებას., ამაზე სერიოზულად ფიქრობდა და ჯავრობდა. რამდენადაც კარიერაში საუკეთესო ქირურგი იყო და ყველა პატივს სცემდა იმდენად არ უმართლებდა პირად ცხოვრებაში მისი ეს კომლექსი ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. ამ ტკივილისთვის ამ ტვირთისთვის ოდესღაც ისევ მოთხოვდა პასუხს, თუმცა ჯერ არ იყო დრო ჯერ კიდევ ქონდა შერჩენილი მოთმინება.
კლინიკაში მორიგი მორიგეობა ჰქონდა არაფერი არ ხდებოდა, დადიიდა თავის ასისტენტებთან ერთად და ამოწმებდა პაციენტებს. საერთოდ მკაცრი მასწავლებელი იყო მაგრამ, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ქონდა მათთან. ანდრია, ეკა, ლიზი და ლუკა ეს ოთხეული განუყრელნიბიყვნენ, მუდმივად ღლაბუცობდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ. ბიჭებთან ერთად ხშირად მიდიოდა ხოლმე დასალევად და თავისი მეგობრებიც გააცნო გოგოებს რაც შეეხება ნელ-ნელა მოლბა მათ მიმარათ და სულ სხვა თვალით შეხედა. ისწავლა მათი გაგება და მოეწონა მათი ცანცარიც, სერიოზულობაც თუმცა მანამდე სისხლს უშრობდა, ავალებდა აუარება საქმდს და ეუხეშებოდა მერე ნელნელა დააკვირდა და მიხვდა რომ უსამართლოდ ექცეოდა. ანდრია ცოტა პუტკუნა, საშუალო ზომის ქერა ცისფერთვალება ლამაზი პირსახის ბიჭი იყო ყველაზე ხუმარა და მხიარული, მუდამ შიოდა და ღვეზელით ხელში დადიოდა, ლუკა ძალიან მაღალი და შავგვრემანი დაბალზე გადაღებული მუქი თმა, დიდრონი ღამისფერი თვალები და დიდრონი წითელი ტუჩები ქონდა, გიჟდებოდა თავის თავზე. სუფთა მუსუსი იყო და ქალებს ხელთამანივი იცვლიდა. ეკა საშუალოზე ცოტა მაღალი,შავგვრემანი გოგო იყო ქერად შეღებილი ბიჭურად შეჭრილი თმა და თაფლისფერი თვალები ქონდა და იმდენად სუსტი იყო რომ ქარის მიმართულებით დადიოდა, აი ლიზი კი ულამაზესი იყო საშუალოზე დაბალი, სუსტი მაგრამ ზომიერად ფირუზისფერი დიდი თვალები და საშუალო ზომის ტუჩები ქონდა, კურნოსა ცხვირი და კერა კულულები ეყარა მუდამ მხრებზე. პიეველი კურსიდან უყვარდა ლუკა თუმცა ამას როგორ გაამხელდა, ლუკას იმდენი ქალი ყავდა და გულს უსერავდა მისი საქციელი, მაგრამ რა უნდა ექნა არ იმჩნევდა და როგორც მეგობარი ისე ექცეოდა, მხოლოდ დაკვირვებულ ჳლს თუ შეეძლო როგორ გაუშტერდებოდა ხოლმე თვალი.
მიმღებიდან აცნობეს რომ, ავარია მოხდა და დაჭრილები შემოყავდათ, გიჟებივით გავარდნენ დასახვედრად. ორი მანქანა ერთმანეთს შეჯახებიან ერთ მანქანაში დედა-შვილი იმყოგებოდა, მეორეში ტაქსის მძღოლი ორი მეგობრით. განაწილდნენ და დაიწყეს მოქმედებები ტაქქსში მჯდომი ხალხი უფრო კარგ მდგომარეობაში იყვნენ და პალატებში გააანაწილეს აი მეროე მანქანაშ მყოფი დედა-შვილი კი მძიმედ იყო უფრო. დედას თავის ქალა ქონდა დაზიანებული და სახეზე არაფერი შერჩენოდა მთელი, ეგრევე საოპერაციოშ გააქანა ტიტემ და დაიწყო ურთულესო ოპერაცია, ბიჭსაც ქონდა თავი აირბაგით გამოწვრული, შუშა მუცელში ქონდა ჩარჭობილი შინაგანი სისხლდენაც ქონდა. ბიჭი მეორე გუნდმა გადაიბარა და დაიწუო ოპერაციები მთელი მონდომებით 4საათი ყავდათ ქალბატონი მერი ოპერაციაზე, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, მისმა გულმა ვერ გაუძლო. ტიტე გულდამძიმებული გამოვიდა. ოჯახის წევრები ელოდნენ, იატაკზე იჯდა ლურჯკაბიანი გოგონა ექიმი რომ გამოვიდა ფეხზე ელვისსწრაფით წამოვარდა.
-ექიმო დედაჩემი როგორ არის?
ტიტეს პირველა გაუჭირდა თქმა, პირველად დაიბნა გოგონასთან, რომლის დიდრონი მწვანე თვალები ცრემლით იყო სავსე, კურნოსა ლამაზი მოკლე ცხვირი აწითლებოდა და ტუჩები კიდევ უფრო დაბერვოდა ტირილისგან.
-ექიმო
დაიყვირა კიდევ ერთხელ.
ტიტემ თავი ჩხარა და გაბედა ეთქვა სტანდარტული სიტყვები
-სამწუხაროდ ვერ გადავარჩინეთ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო...
გოგონა უცბათ ექმის მივარდა და მუჭები დაუშინა გულ-მკერდზე.
-როგორ თუ ვეერ გადაარჩინეთ? არა ის ვერ მოკვდებოდა გესმის შენ რას მეუბნები? უბრალოდ ვერ მოკვდებოდა მარტო არ დამტოვებდა! ჩემი ძმაც სიკვდილს ებრძვის და....
-გოგონა დაწყნარდით მეც გულით მინდოდა გადარჩენილიყო გგონია ჩემთვის ადვილია პაციენტის სიკვდილი?? ფიქრობ რომ ადვილია უყურო როგორ გაკვდება ადამიანი??
დაიღრიალა ტიტემ. მთელი ფოიე მათ უყურებდა და ვერავინ ბედავდა დაწყნარებას.
-ეხლა შენი ძმაც სიკვდილს ებრძვის და უნდა გაუძლო!!
-ეს მე არ დამიმსახურებია რომ არც მამა დამრჩა და არც დედა, მარტო დავრჩი დ ისიც არ ვიცი ჩემი ძმა გადარჩება თუ არა და შენ რას მეუბნები? რატომ, რატომ არ ხარ ღმერთი?? რატომ ვერ შეძელი რატომ?? კიოდა დ ისევ უშენდა მუშტებს. ტიტე ძლივს აკავებდა და ამ დროს ძალა გამოცლილი გოგონა ხელებში ჩაეკეცა., ძლივს დაიჭირა და ხელში აიყვანა რომ პალატაში შეეყვანა და გაესინჯა.
ამ წუთში როცა ის ეჭირა ვერ აგიხსნით რა იგრძნო სისხლი გამალებით ეხეთქებოდა აორტის კედლებს და თითქოს ჯებირების გადმოლახვას ლამობსო. მიხვდა რომ რაღაც სხვა რაღაც ახალი, რაღაც უჩვეული ხდებოდა მის თავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent