შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერეკლე ქავთარაძე./5/


12-04-2020, 20:33
ავტორი Phoenix..
ნანახია 5 821

ბოლომდე ელოდნენ მეგობრები ავტობუსის დაცლას. ყველას დაემშვიდობნენ. დასიებულ, აწითლებულ თვალებს გამოუძინებლობას დააბრალა და სიცილით დაემშვიდობა კლასელებს. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ გოგონები, ხელები ძლიერად ჩაეჭიდა სუსტი მტევნებისთვის.
-მარიამ.. ახლა რაღაცას გეტყვი და მინდა გაგებით მოეკიდო.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ამოძრავებულმა სახის ნაკვთბმა ცრემლები გადმოაგორა თვალის ზღურბლიდან. -უნდა გავქრე შენი ცხოვრებიდან.. დროებით. ახლა ძალიან ცუდად ვარ, ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა მჭრდება და გამოცდებისთვის მობილიზება.მინდა გამიგო, შენზე და ჩვენს მეგობრობაზე უარს არ ვამბობ მაგრამ ახლა საკუთარი თავის გარდა არავის ატანა არ შემიძლია..
-ერეკლეს გამო ხო? კი მაგრამ რა მოხდა, ხომ კარგად იყავით?
-არა ერეკლე არაფერ შუაშია, ყველაფერი მე გავაფუჭე. ჩემმა დაუფიქრებელმა და უაზრო ემოციებით გამოწვეულმა ქმედებებმა. თუ გიყვარვარ, მას არაფერზე ელაპარაკო. არც კი ახსენო ჩემი სახელი. მოვა დრო, შევძლებ და მოგიყვები ყველაფერს. ჯერ მეთვითნ უნდა შევძლო ამ ფაქტისთვის თვალის გასწორება.-ტირილით ძლივს აბამდა თავს სათქმელს.-მიყვარხარ შენ ხომ იცი?-ძლიერად მოხვია ყელზე ხელები და მიეკრა.-ხომ იცი შენს გარდა არავინ მყავს. შენ ხედავ მხოლდა ჩემს ნამდვილ სახეს და ემოცებს.. -ყურთან ეჩურჩლებოდა. როგორც იქნა გაბედა ავტომობილისკენ გახედვა,ფანჯრიდან იყურებოდა ერეკლე ქავთარაძე სერიოზული სახით და ამ ემოციურ მომენტზე ნერვიც კი არ უტოკდებოდა. ბოლოს ისევ თვითონ მოაშორა ატირებული თათას თვალებს.
-დამპირდი რომ არ გაქრები სულ.. დამპირდი, ოდნავ უკეთ იგრძნობ თუ არა თავს მაშინვე მნახავ.
-გპირდები.-ლოყაზე აკოცა.-ახლა წადი, და იცოდე მასთან ჩემზე არ ილაპარაკო. -თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ძმის მანქანისკენ დაიძრა, მშვიდა ჩანჯდა და ფანჯრიდან იქვე ტროტუართან მდგარ მეგობარს გამოხედა, რომელიც ტირილნარევი ღიმილით უქნევდა ხელს..
-არ ვიცი რა მოხდა მაგრამ, ოდესმე მოგთხოვენ მისი ტკივილისთვის პასუხს.-მძღოლისკენ გადაყო თავი მარიამმა და ყურთად დაიჩურჩულა. პასუხად ძმის გაავებული სახე მიიღო.
***
ზურგჩანთა მხარზე ჰქონდა მოკიდებული, ლასლასა ნაბიჯებით შევიდა ეზოშ და სახლისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა. ცრემლების შეჩერებას ბოლომდე ცდილობდა. კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა და უპასუხოდ დარჩენილი კიბეზე ჩამოჯდა. დედის ნომერი აკრფა ტელეფონზე.
-დე სად ხარ?-უდარდელი ხმა გამოუშვა იოგებინდა.
-რაღაც საქმე მქონდა დე, გავედი უკვე ჩამოხვედი?
-ჰო, კარებთან ვარ.
-რატო მერე, ჩანთაში ხომ ჩაგიდე გასაღბი..-დაემშვიდობა და ჩანთაში მოიძია რკინის გასაღბი და სახლშიც შევიდა. ზურგს უკან მოკეტილი კარები და სახლში მარტო ყოფნა მთელი ემოცია გარეთ გამოუშვა და ხმით ატირდა. სხეული უცახცახებს და ძლიერად იკრავს გაყინულ მტევნებს სახეზე.
„-ჩემი ბრალია, ჩემი... ჩემი. სულელი გოგოსავით მოვიქეცი და ახლა რატომ ვარ ასე გულნატკენი. შედეგი ხომ წინასწარ ვიცოდი. ახლა რატომ მტკივა ასე..-ყვირილმა დასკდომამდე მიუყვანა იოგები. მკერდზე წაივლო ხელი და ძლიერად დააჭირა.- ღმერთო, რაზე ვფიქრობდი?! რა მინდოდა? -მუხლებზე დამხობილი, მთელი ძალით უშენდა მუჭებს იატაკს. თვითგვემა ის იაღაღია რომელისს ტყვიაც მიზანს არასდროს ცდება. -გეყო ახლა გლოვა საკუთარი თავის.-სველი სახე მოიმშრალა მტევნის ზურგით და ფეხზე წამოდგა.-მაგრამ არ შემიძლია, ამ ტკივილს როგორ გავუძლო ღმერთო?-მუცელს მოხვია ხელები და მოიკეცა. სასოწარკევთა ბოლომდე შეძვრა თათა ნიკოლეიშვილის ორგანიზმში და ყველა უჯრედი რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო სიცოცხლე მოსპო. -როგორღაც ავიტან ამ სშინელ ტკივილს, გამოვასწორებ ყველაფერს. რაც არ გკლავს გაძლიერებსოო, ხოდა მეც მეშველება რამე.. ღმერთო რა გავაკეთე..-წამებში დავლილმა სინანულმა, იმ სინანულმა კი არა რასაც თქვენ ფიქრობთ, არამედ იმან დაუარა რაც არასწორი პიროვნების სიყვარულმა დაუტოვა.. -რაც არ უნდა იყოს, ასე არ უნდა მომქცეოდა.. -საკუთარ თავს ბოლო ხმაზე უყვიროდა თითქოს შორს იყო წასული და გაფიქრებით ვერ გააგებინებდა. -გეთქვა, მხოლოდ ერთი სიტყვა გეთქვა და წავიდოდი ეკეე...-ოდნავ დამშვიდებულმა კვლავ ამოხეთქა და შუბლით ახლა ცივ კაფელს მიეყრდნო ნახევრად შიშველი.. -ასე როგორ გამიმეტე, ნუთუ ვერაფერი დაინახე, როგორ სულ ვერაფერი ამოიკითხე ამ დამპალ თვალებში?! აქ ხომ შენ სიყვარულზე მეტი არაფერია ეკეე. აქ ხომ შენს მეტი არაფერია..-ცხელი ჭავლის ქვეშ დადგა. -ნუთუ საჭირო იყო ამ დონემდე ჩემი დამცირებაა. რა მოგემატა, ამით შენ რა მოგემატაა.. ასე რატომ მატკინეეე. -დახურილი კარის მიღმა ქალის თითგვემის ხავილი ისმოდა.
***
მშობლებს უკვე ჩაძინებული დახვდათ, თბილ ხალათში გახვეული იწვა საწოლში. დასიებული თვალების სიმძიმემ თავისი ქნა და ბოლომდე მოადუნა. მშვიდად ეძინა, ემოციებისგან დაცლილი მშვიდად ფშვინავდა გათენებამდე. დილით მზის სხივებმა ოდნავ შემოაღწიეს თუ არა ოთახში მასაც გაეღვიძა. ქუთუთოები კვლავ დამძიმებული ჰქონდა და წვა არ ნელდებოდა. გარეგნულად მშიდი, ყინულივით ცივი შეხედულებას ინარჩუნებს მაგრამ სხეულში დამწყვდეული გოგო საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. ჩუსტების ფრატუნით გავიდა სამზარეულოში. დაღლილ სახეს ძალიან უხდებოდა ბუნებრივად გამშრალი თმა. თვალებში უჩვეულო სევდა იყო ჩამდგარი და ლაღი მზერაც აღარსად გააჩნდა . მშობლებს მაინც მომღმარი შეხვდა, მხიარული ბგერებით მოუყვა კლასთან გატარებული დღეები.
***
მთელი სხეულიით დაძაბული იჯდა მეგობრის სახლში ერეკლე, მშვიდი მზერის უკან საშინლად აღელვებული ემოციები აწუხებდა. ყელზე დაბერილი არტერია შესამჩნევად უფეთქავდა. ნერვიულობისგან ტუჩები გამშრალი ჰქონდა. თავს დამნაშავედ გრძნობს,ნიკოლეიშვილის ცრემლიანი მზერა არ ამოსდის თავიდან და მისი მდგომარეობაზე ფიქრი აგიჟებს.
-რა სახით ხარ შე**მა?! -წინ ლუდის ბაკალი დაუდო ძმაკაცს , სიგარეტის ღერი თითებშორის მოიქცია და ფანჯრის რაფაზე ნახევარი ტანით ჩამოჯდა.
-რაღაც ძაან ყ*ეობა გავაკეთე ლეო..-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
-მერე თქვი, როგორმე გამოვასწორებთ.-ბოლი ჰქონდა დაგუბებული პირში და დახშულად საუბრობდა.
-თათა ხომ იცი? ჩემი მარიამის დაქალი?-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ქავთარაძეს ლევანმა და დიდი ყლუპი მოსვა სასმლის.-გავ*იმე.-გაოცებისგან გადასცდა და ხველებით ლამის მოკვდა.
-რა ქენი ბიჭო? რა გინდოდა იმ ბავშვთამ?-ნერვიულად ჩამოუჯდა წინ.
-აუ გამაგიჟა ტო.. კაი მაგას რა მნიშვნელობა აქვს.. ფუ ამის ასე როგორ გამოვ*ირდი..-რეალურ აზრს დაბრუნებული უფრო ბრაზდებოდა საკუთარ საქციელზე. ფეხზე წამოდგა, გაფითრებული სახით დახედა ძმაკას.
-კიდე სად ჩაი*ვი ეკეე.
-ბიჭო რაღაც დებილობებს ეუბნებოდა მარიამს. თურმე თავისი მასწავლებელი მოსწონს და ისეთ რჩევას აძლევდა მაგრად არ გამისწორდა რაა.-თავის მართლების რეჟიმი ჩერთო.
-მერე?
-დილით ვნახე სანამ წამოვიდოდით.. ფული მივეცი...
-რა პონტში ბიჭო?-გაკვირვებისგან კიდევ უფრო გაუდიდდა ლურჯი თვალები.
-აუუ ჩემი..-მუხლებში მოიკეცა, სახე ხელებში ჩარგო.-შენი სხეულით გამომუშავებული აიღეთქო თუ რაღაც ეგეთი..-უარესად მოეშალა თავის ძალიან ბოროტ საქციელზე ნერვები და ბაკალი მთლიანად გამოცალა.
-ეს რა ქენი ტო?-უღონოდ ჩამოუშვა ხელები ლეომ. -კაი ბიჭო ასე როგორ მოექეცი გოგო ტო?
-არ ვიცი.. გავცოფდი გესმის? გავგიჟდი და სრულიად გამო*ლევდი.. -ხმა დაეძაბა და თვალებც აუელვდა. -ისე ლაპარაკობდა თითქოს ყოველ მეორესთან წევს. თითქოს არანაირი გრძნობები არ გააჩნია და მარიამსაც ისე ელაპარაკა.. -ძარღვები დაეჭიმა მთელ სხეულზე.
-საღოლ ძმაო, მაგარი არაკაცული საქციელია. შენგან მაგას? ქალის უპატივცემულობას ბიჭო? ვერასდროს წარმოვიდგენდი.-ცეცხლზე ნავთს უსხამდა მეგობარი და იმედგაცრუებულ მზერას არ შორებდა.
-არადა, ხომ ვიცი როგორ განიცდიდა იმ ფაქტს რომ ჩემთან იწვა..-ქვედა ტუჩი სინანულით მოიქცია კბილებ შორის და სიგარეტს დასწვდა ანერვიულებული ხელით.-არ ვიცი ლეო რა.. მარიამია... ჩემი მარიამი, მაგან რომ რამე ნიტო მიქაროს არ ვიცი რას ვიზამ..
-და თათაზე რას იტყვი.. მარტივი გამოსაყენებელი იყო რადგან არავის და არაა თუ რას ბაზრობ ტო? გოგოს რეები უთხარი და თავს რითი იმართლებ? ვაფშე აზრობ რეებს ლაპარაკობ?
-ნუ ყვირი.
-ნუ ყვირი კი არა... რამდენი დაგვიმახინჯებია ასეთ მოქცევისთვის და შენ რა გააკეთე.. საკუთარი დის! პროსტა ხვდები? შენი მარიამის ბავშვობის მეგობარი ჯერ ასე უნამუსოდ იხმარე და ბოლოს რა გააკეთე.
-ნუ ამბობ თათაზე ეგრე.-ყვირილში აჰყვა, ძლიერად დაარტყა მაგიდას მტევანი.
-18 წლის ბავშვს რა პოტში გაეკარე შე*ემა. ქალი დაილია ამ ქალაში.
-გამაგიჟა, ჭკუიდან ლამის შემშალა.. ისეთია.. აი.-ქალის გახსენებამ სისხლი აუდუღა ახალგაზრდა ვენებში.
-როგორი?
-საშინლად ვნებიანი.
-აუუ ეს რა დღეშიაა.-ხელი უიმედოდ ჩაიქნია კვარაცხელიამ და ოთახში მარტო დატოვა. ფიქრები კი რომელიც არა და არ ანებებდა თავს საშინლად ატკიებდა ქალას. საფეთქლებ დაჭიმული და სუნთქვაშეკრული იხსენებდა ნიკოლეიშვილის ზიზღნარევ გამოხედვას. მარანში ოდნავ გამკრთალ სინათლეშიც კარგად გამოარკვია ზიზღით აპრეხილი ლამაზი, სავსე ტუჩი.
***
ყველაფერი თურმე წინ ჰქონდა გამოსავლელი თათა ნიკოლეიშვილს.. ნელ-ნელა დაეწყო საშნელი მონატრება, ყვირილამდე მიჰყავდი ტკივილს, რომელიც გულს უკუმშავდა. აღარ შეეძლო და არაც უნდოდა... აღარ უნდოდა მისი მონატრება ასე რომ ახრჩობდა. საღამოს სახლისკენ მომავალი ნიკოლეიშვილი ქვეცნობიერად ყველა ადამიანში ეძებდა მას. ამ პატარა თბილისში ერთხელაც არ შეხვედრია შემთხვევით. სახლში მისული კი ოთახში იკეეტებოდა და საკუთარ თავს თვითგვემით ტანჯავდა, აწამებდა და აძალებდა მწარე რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. ასეთ სასჯელი არგუნა მის გონებაში არსებულ იმ თათას რომელიც კვლავ შეყვარებულია კაცზე რომელმაც სასტიკად მოიშორა თავიდან.ძილის დროსაც გრძნობს მის აჩრდილს, ყოველ ღამე საბნის ქვეშ უძვრება და ისევ ისე უწვავს სხეულს.
სული ეწვის.
ტკივა.
ერეკლე ქავთარაძისგან ასე უგულოდ მიგდებული სხეული ეწვის. მისი შეუხებლობა ადნება კანზე!
***
თვეები მოჩვენებითი სიმშვიდით განვლო.იმ ტკივილთან ერთად ცხოვრება ისწავლა. არ მოინდომა მისი დავიწყება. კარგად უნდა ახსოვდეს შეცდომა რომელმაც კი არ დაახლოვა საყვარელ კაცთან სამუდამოდ წაართვა შანსი მისი სიყვარლის. სულიერმა სიცარიელემ გარეგნობას მკაცრი ეირი უფრო მეტად შესძინა, მუქი ფერის თვალები უფრო ჩაუშავდა. პირველად მარიამ ქავთარაძე უნივერსიტეტის დაწყების დღეს ნახა. არ მისცემდა უფლებას მათი მეგობრობა ერთმანეთისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე არ მიელოცათ.
-მენატრებოდი.- ჩახუტებული სხეული ბედნიერებისგან ასხივებდნენ.. -მეგონა აღარასდროს მოინდომებდი ჩემთან ყოფნას.
-რას ამბობ მარიშკა, ხომ იცი შენს გარდა სხვა არავინ მყავს. -კვლავ ძლიერად მოიქცია მკლავებში. -წამო სადმე დავსხდეთ, ბევრი გვაქვს მოსაყოლი ერთმანეთისთვის. -გულწრფელად გაუღმა და მშვიდი გარემო მოძებნეს. -როგორ ხარ?
-როგორც ყოველტვის, ახალ ეტაპზე გადავედი და სიგიჟემდე მიხარია უნივერსიტეტის დაწყება. დღეს ყველა ნორმალუს გავდა.-აკისკისდა ჩვეული ხმით.მონატრებულ სიცილზე ნიკოლეიშვილსაც გაეღმა.-ნელ-ნელა გავარკვევ სიტუაციას და ასე. შენ თათი? შენ როგორ ხარ?
-კარგად.. ნუ მიყურებ ეგრე მართლა კარგად ვარ. რთულად მაგრამ მაინც გადავიტანე.
-საოცრად შეცვლილი ხარ, შენს გარეგნობას ეს სტილი საოცრად მოუხდა, თითქოს დაქალდი და საერთოდ აღარ არის ბავშური არაფერი შენში. თვალებიც სხვანაირი გაქვს, აღარ ხარ ის თათა მე რომ თვეების წინ ქუჩაში დავტოვე.
-ხო, ბევრ შეცდომაზე ვაგე პასუხი! რაც მთავარია ცხოვრება გადავაფასე და მივხვდი ისეთი ბედნიერაბა არ უნდა გინდოდეს ადამიანს ნახევარი სიცოცხლეს სანანებელს რომ გაგიხდის. სამწუხაროდ მშობლების რჩევები სხვანაირად გავიგე და დიდ უფსკრულშიც ჩავვარდი.-ნაღვლიანი ხმით საუბრობდა, მზერას არ აშორებდა შუშის გამჭირვალე მაგიდას. -ხოდა ისეთი აღარ ვიქნები, უფრო სწორად ვეღარც ვიქნებოდი იმის მერე..-სიმწრით ჩაეღიმა.
-არ გინდა მომიყვე რა მოხდა? -მტევანი დაუჭრა მეგობარმა.
-იცი მარიამ.. ძალიან მცხვენია.-ტუჩები მიაკრა ერთმანეთს.-ხომ გახსოვ რომ ვამბობდი ისეთს არაფერს გავაკეთებ საკუთარი საქციელის რომ შემრცხვესთქო.. ხოდა გავაკეთე.! -თითქოს დაბნეული იყო , მაგრამ მაინც ხვებოდა მისი ძმის და თათას კავშირს ერთმანეთთან.-ეს არის საიდუმლო რომელსაც არავის გავუმხელ. გთხოვ არ გეწყინოს... უბრალოდ იმდენად ჩემია მარტო მე უნდა მეკუთვნოდეს! ხომ გესმის?!
-თათი, არ ვიცი ასეთი რა მოხდა თქვენს შორის მაგრამ, დედას გეფიცები საოცრად შეცვლილი ხარ. არ ვიცი როგორ აღგწერო. ასე მგონია დიდ, ზრდასრულ ქალს ველაპარაკები. ხმაც კი სხვანაირი გაქვს. არაფერს არ გაძალებ, ყველას გვაქვს ცხოვრების მონაკვეთი, რომელიც მარტო ჩვენ გვეკუთვნის და ამისთვის არც განგსჯი. მთავარია ამის მერე ჩემთან იყო და მომცე უფლება მეგობრის მოვალეობა შევასრულო და რთულ პერიოდში შენთან ვიყო. -მტევანი ხელში მოიქცია ქავთარაძემ და თითებზე აკოცა. -ამის მერე აღარ გაპატიებ ჩემი დაბადებისდღის გამოტოვებას.
-არც გამოვტოვებ ჩემო მარიშკა..-ღიმილით უთხრა და თვალებით მოეფერა. საკუთარი თავი გამოიჭრა, მზერას ვერ უსწორებს საკუთარ ბავშვობას რომელიც მარიამის სახით მის წინ ზის.-მარიამ..-წასული ხმა გამოუშვა.-თუ რამე ცუდად გავაკეთე შენთან... მაპატიე გთხოვ, თუ ჩემმა საქციელმა შენ ოდნავ მაინც დაგაზია გთხოვ მაპატიე.შეიძლება ბევრჯერ ვერ გამოვხატე ის გრძნობები და ემოციები რაც შენს მიმართ მაქვს.. -ტირილის ზღარზე იყო მისული.
-თათი, რას ამბობ აბა? რა უნდა გაპატიო ა? საიდანაც ჩემი თავი მახსოვს იქიდან მოდიხარ შენც, ჩემთან ერთად ხელჩაკიდებული. არასდროს დაგიშვია შეცდომა ჩვენს ურთიერთობაში. ჯერ მარტო მთელი ბავშვობა ჩემს გამო ვერ გიტანდნენ ეზოში. ყოველთვის ჩემ დაცვაში იდექი. ძალიან კარგი მეგობარი ხარ და ამას არ უნდა მეუბნებოდე.-მთელი გრძნობით, მონდომებით უყრიდა აზრებს თავს.-არ გახსოვს , მსუქანა რომ ვიყავი ყველა ბიჭს ვინც დამცინოდა როგორ ეჩხუბებოდი.. -ტირილნარევი სიცილით გაეცინა ქავთარაძეს.-არ გახსოვს ის ანანო როგორ ცემე მე რომ მაბრაზებდა.. ჯერ სათვალე მოხსენი ჩხუბის დროს თვალები არ სტკენოდა და მერე ცალკე ის დაამსხვრიე და ფეხებით იარე ზედ...-ბავშვობის გახსენებამ სასიამოვნოდ იმოქმედა გონებაზე და ხალისიანად გაიცინა.
-სულ აჭკარიკა ვეძახე..
-ჰო. ყველაზე კარგი მეგობარი ხარ. მიხარია შენი დაბრუნება ჩემ ცხოვრებაშ.
-მოვრჩეთ ქვითინს, დეპრესიუი ქალებივით ლაპარაკს და მომიყევი რა ხდება შენთან?-წარბები სასაცილოდ აათამაშა.
-საერთოდ არაფერი,ზაფხული მეცადინეობაში გავატარე. გამოცდების მერე უჯარმაში ვიყავი. აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი დაბადების დღისთვის და ბალეტზეც მივედი... ხო ლაშა გაქრა ისე, რომ ვერც ვერაფერი მოვახერხე. ერთ დღესაც მივედი და მოხუცი ქალი დამხვდა მასწავლებლად.-ნიკაპით იყო დაყრდნობილი მტევანზე თათა და გაბადრული უსმენდა მეგობარს.
-როგორ მომენატრა შენი გულიანი სიცილი, აი თურმე რა მაკლდა...-გვერდით მიუჯდა და ლოყაზე მთელი სითბოთ აკოცა.-არ ყოფილა შენი ბედი ეგ ლაშიკო. გამოჩნდება პრინცი და მოგვტაცებს შენს თავს.
-ჰო თორე მოვკვდი უსიყვარულოდ ქალი..-დრამატული სახე მიიღი და უფრო გაახალისა ნიკოლეიშვილი. გარეთ სექტემბრის დამახასიათებელი ფერები იყო და ნიავიც თბილ სიოს დააქროლებდა. ქუჩაში უკვე ჩამოცვენილ ფოთლების შხრიალთან ერთად მიიკვლევდნენ გზას.-თათი, არ დაკარგო იმედი!გთხოვ გწამდეს ბედნიერი მომავლის..იქ ათასობით ბედნიერი მომენტი გელის და პატარა უბედურების მარცვალს ნუ მისცემ უფლებას დაგანგრიოს. მზე ყოველთვის გამოჩნდება საშინელი ამინდის მერე.! -იმედიანად გახედა ნიკოლეიშვილს და გაუღმა. ღიმილში ყველა ის გრძნობა გამოჩნდა, რაც აქამდე დაკარგული ეგონა.
***
-რა ლამაზი დღეაა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი მარიშკას დაბადების დღეა..-ტელეფონში უმღერის მეგობარს და თავად სიხარულით ივსება. -გილოცავ მეგობარო.. მინდა ყველაზე ლამაზი ცხოვრება გისურვო. ადამიანურად სავსე სისუსტეებით და სიძლიერით. მინდა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიო.
-მადლობა თათი.. მხოლოდ შენ შეგიძლია არაბანალური ტექსტით მომილოცო. ვიტირებ სიხარულისგან.
-რა გატირებს გოგო?!
-მიყვარს ეს დღე. მერე რა რომ ვიზრდები და წლები გადის, ყველაზე მაგარი დღესასწაულია.-როგორც ჩვევია ბავშვური სილაღით და აღტაცებით იყო სავსე მისი ხმა.
- ახლა დავიძინებ და ხვალ ყველაზე მაგარ საჩუქარს გაჩუქებ..ახლა წუწუნი არ დაიწყო, მაინც არ გეტყვი რა არის. -დაასწრო ნიკოლეიშვილმა.-აზრი არ აქვს დაო დამიჯერე.
-ბოროტო. კარგი მიდი და იცოდე ხვალ ჩემთან ერთად უნდა ანათებდე. დილით კიდევ დაგირეკავ. მიყვარხარ ძალიან..
-მეც ძალიან.გკოცნი.-ტელეფონი გათიშა და სახე გაბრწყინებულმა ბალისში ჩარგო თავი. დამშვიდებულმა ამოისუნთქა, ქუთუთოები მოუდუნდა და მალევე ღრმად ჩაეძინა.
დილიდან მეგობრის აჟიტირებული ხასიათი ახალისებდა. არასდროს ენახა ადამიანი რომელსაც მარიამ ქავთარაძეზე მეტად იყო შეყვარებული საკუთარ დაბადების დღეზე. საღამომდე ალბათ ასჯერ დარეკა. ჩართული ვიდეო ზარით არჩევდნენ კაბებს, აბა თათა ნიკოლეიშვილი იქ არ მიადგავდა ფეხს სადაც ერეკლე ქავთარაძის სურნელით იქნებოდა გაჟღენთილი კედლები. ეკრანიდან ეხმარებოდა იუბილარს სამოსის და აქსესუარების არჩევაში.
-შენს რას იცვამ?-არჩევნით კმაყოფილი წამოწვა საწოლზე.
-რავი მოვძებნი რამეს. მთავარია შენ იყო ულამაზესი. დღეს ირაკლის გავიცნობ როგორც იქნააა.-ბედნიერმა წამოიყვირა და დაქალის აბრდღვიალებულ თვალებზე გულში სითბო ჩაეღვარა.
-ჰო.. -გაინაზა.-გუშინ მწერდა. გამორჩეულს გაჩუქებ როგორც დაბადების დღის, როგორც მეგობრი.. და რამე კარგ სტატუსსაც დავამატებო. და ხომ ხვდები აქ რა დამემართებოდა. წივილ კივილი დავიწყე და..-სიტყვა გაუწყდა.-დედაჩემი შემოვარდა შუაღამისას გულგახეთქილი.
-რა გიჟი ხარ. გავატარებ რენდგენში შენს პატარას და დასკვნასაც დავდებ..-სიცილით ეხუმრა მეგობარს. -მიხარია ასე რომ აეწყო თქვენი ურთიერთობა იქნებ დღეს რამე საინტერესოც შემოგთავაზოს.
- ვაიი გული..-ხელი ძლიერად მიირტყა მკერდზე და საწოლზე სიცილით გადაწვა.
-წავედი ახლა მეც ხომ უნდა მოვემზადო თქვენი წვეულებისთვის და ბატონი ირაკლისაც ხომ სათანადოდ უნდა დავხვდე.
-მიდი და იცოდე არ დააგვიანო. -ღიმილით გათიშა ლეპტოპი, სააბაზანოში შევიდა. მთელი ძალით ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს, აჩქარებულ გულისცემას ყურადღებას არ აქცევს და ის ფაქრტი რომ პროცენტულად დიდი ალბათობით დღეს კვლავ მოუწევს „მისი“ ნახვა ძალიან.. ძალიან აღელვებს. როგორც მარიამი იტყოდა „ყველაზე დაბალ შანსშია ჩატეული დიდი სასწაული“.
***
საღამოს უკვე ბარის შესასვლელთან იდგა, წითელ ტანზე მომდგარ ატლასში გამოწყობილი. თმას სველი ეფექტი ისე უხდებოდა მზერას ვერ სწყვეტდნენ გამლელები. უხერხულად შეიშმუშნა მასზე მიშტერებული თვალები რომ შენიშნა.
-მარიამ სად ხარ?-ქუსლები ააკაკუნა. მალევე გაჩერდა მანქანა, იქიდან გადმოსულ იუბილარს გაუღმა და ძლიერად ჩაიკრა გულში.-ყველაზე ლამაზო, ყველაზე საყვარელო და ყველაზე მეგობარო გილოცავ დაბადების დღეს. ლოყაზე არ გაკოცებ თორე დაგისვრი ტუჩსაცხით.
-მადლობა თათი.. გაიცანი ეს ირაკლია.-მის უკან, საკმაოდ მომხიბლელ ბიჭზე მიუთითა.
-სასიამოვნო, მე თათა ამ ყველაზე ლამაზი გოგოს ცოტათი ლამაზი მეგობარი.-სიცილით გაუწოდა მტევანი.
-სასიამოვნო, როგორც იქნა გაგიცანი. მგონი სჯობს შევიდეთ თორემ ამ ორ ულამაზე გოგოს თვალი დაადგეს. -შესასვლელისკენ უბიძგა ბაქრაძემ და უკან გაჰყვა მეგობრებს.
-მმ, მშვენიერი ბიჭია..-ყურში უჩურჩლა დაქალს. მისი ახალ სამეგობროს მოერგო, ზოგს აქამდეც იცნობდა, ზოგი კი პირველად ნახა. მორიდებით იჯდა ქავთარაძის გვერდით და სასმლით ცდილობდა უაზროდ აფორიაქებული გული რამენაირად დაემშვიდებინა. ალბათ ქვეცნობიერს სურვილი კლავდა „მისი“ნახვის. სასმელმა ყველაზე ერთიანად იმოქმედა, ნელ-ნელა შემოეცალა მაგიდას ახალგაზრდები და საცეკვაო მოედნზე იყვენ დაფანტულები. მარტოობა მობეზრა, იქვე ბარის სკამზე ჩამოჯდა და ოდნავ ძლიერი სასმელი შეუკვეთა.
-გეტყობა ვერ ერთობი..-ბარმენა თავისი საფირმო მოძრაობა შეასრულა და ლამაზი ჭიქა თათას კაბის ფერი სითხით აავსო.
-ჰო, მგონი ნაადრსევად დავბერი. ვეღარ ვუძლებ კლუბურ მუსიკას.-ღიმილით უპასუხა და სასმელი დააგემოვნა. ლურჯმა განათებამ აირეკლა თეთრ პერანგში გამოწყობილი სხეული. ნაცნობი სილუეტი, ნაცნობი მიმიკები და ნიკოლეიშვილის გული სადღაც გაჩერდა. რომელიღაც სასიცოცხლო დარტყმები გამოტოვა. შეეშინდა, ასე პირველად შეეშინდა მისი დანახვის.ლურჯ განათებაზე ისეთი მიმზიდველი იყო მისი თვალები დემონისას გავდა,ისეთი მისტიური ეჩვენა თათას, წამით იმ სასწაულისაც კი იწამა ასე მთელი ძალით რომ აჯერებდა მეგობარი. ნელ-ნელა გამოერკვია და დაძაბულ მზერას თვალი გააყოლა, იქვე წყვილებში მოცეკვავე ბედნიერ მარიამს გადააწყდა და ყველაფერს მიხვდა.
-არ ჩაერიო, არ გინდა.-გონებაში მეორე „მე“-ს აძალებს. -კაი, დალიე და ისე მაინც წადი ცოტა სითამამეს მოგცემს.-ურჩია და მანაც მთლიანად გამოცალა სასმელი. უკვე დაძრულ ერეკლეს აესვეტა წინ.
-გამატარე.-გაუაზრებლად მიადო მკერდძე ხელი და გააჩერა.
-აცადე სიყვარული მათ ვისაც ეს შეუძლია.-ხმაურის ფონზე მაინც კარგად გაისმა ქალის მკაცრი ხმა. ნატიფ თითებს ძლიერად მოუჭირა ხელი და სხეულიდან მოიშორა, ერთხანს ასე ჯიქურად აშტერდებოდა ჯერ მკაცრ მზერას, მალევე რომ დაიბნა და თვალების ცეცება დაიწყო. უსიტყვოდ, მძიმე ნაბიჯით დატოვა ბარი. აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა და მაშინვე დაქალს მიუახლოვდა.
- შენი ძმა იყო, მაგრამ წავიდა.მე ჰაერზე გავალ რა, ძაან ჩახუთულობაა აქ.
-რამე ხომ არ გითხრა?
-არა თქვენ დაგინახათ და წავიდა. -ღიმილით ჯერ ქავთარაძეს შეხედა მერე მასთან ახლოს მდგარ ბაქრაძეს. -მალე შემოვალ მეც. - ტელეფონი აიღო მაგიდიდან და ჰაეზე გავიდა, შესასვლელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და გაოფლილი შუბლი მოისრისა. რა იყო ეს ჰა? ახლაც ვერ იკავებს სხეულს ისე ააფორიაქა მისმა წამიერმა შეხებამ. გონებას აძალებს ფიქრების გაქრობას მაგრამ რთულია გონებამ აჯობოს როცა გულს სიგიჟემდე უყვარს.
-შენი დაქალი მაიცნ ვერ გაექცევა ჩემთან ლაპარაკს.-არსაიდან მოვიდა სუსხიანი ხმა. გვერდით გაიხედა და კედელზე მიყრდნობილი ქავთარაძე შერჩა ხელში.
-ირაკლი არაა ცუდი ბიჭი.-მშვიდი ტემბრით წამოიწყო საუბარი. -არამგონია მისი გრძნობები ტყუილი სიტყვები იყოს. თან მარიამსაც უყვარს და არ გაპატიებს მათ შორის ჩადგომას.
-მადლობა რჩევისთვის.- მისი ხმა, ხავარდოვანი რომ იყო ადრე. მთელ სხეულზე რომ ეხვეოდა და სიამოვნების ჟრუანტელს უვლიდა, დიახ სწორედ ის ხმა ახლა ირონიით ჰქონდა სავსე. საერთოდ რა აზრი ჰქონდა ლაპარაკს, ან რატომ მოინდომა რამის თქმა არ იცის.. ფრთხილად წამოდგა შესასვლელისკენ დაიძრა მაგრამ წამებში აეწვა სხეული. ისეთი მზერით უყურებდა ქავთარაძე.
-როდის შეგეშალა თათა იცი? -კითხვამ გაყინა ადგილზე. მშვიდად შემოტრიალდა. საკუთარი მოთმინებიდან გამოწურა ბოლო წვეთები და მაინც გაიღიმა. სევდიანად მაგრამ, მაინც გაიღმა.
-ალბათ მაშინ, უსასყიდლოდ რომ მოგყიდე თავი...-სინანული დაეპატრონა ქავთარაძის სხეულს. გოგოს სიტყვებმა მთელი ძალით შეახეთქა ტკივილთან და ნაწილებად დაშალა. ფილტვებიდან ამოუშვა თამბაქოს კვამლი და თითქოს სულიც ამოაყოლა.
-შენგან პატიებას არ მოვითხოვ...-ნერვიულად აათამაშა სიგარეტის ღერი თითებში.-უარესი არაკაცი ვიქნები ეს რომ გთხოვო. –ვეღარ გაძლო მისი მოსმენა, წამიერად ჩახედა თვალებში და უკანმოუხედავად, ძლიერი, მყარი ნაბიჯით დატოვა მარტო. სინანულთან რომელიც ნელ-ნელა ბოლოს მოუღბს.

_____
შევედი წერის იმ ფაზაში როცა მთლიანად ვიცლები ემოციებისგან. ცოცხლად განვიცდი ჩემი სუსტი პერონაჟის ტკივილს და იმედი მაქვს თქვენამდე ადვილად გადმომაქვს. მინდა შემიფასოთ და არ დაგეზაროთ აზრის დაფიქსირება.
პ.ს სიყვარულით თქვენი იზაბელ ფენიქსი.



№1 სტუმარი ტაისა

ყოჩაღ!
მართლა ყოჩაღ❤
ნუ ზოგადად საშინლად არ მიყვარს სხვის ნაწარმოებში ხელების ფათური და კარგის ან მითუმეტეს ცუდის წინ უხეშად წამოწევა. ავტორის აზრს პატივი უნდა სცეს მკითხველმა , ესაა მისი რეალური მოვალეობა.

რაღაცები მაინც უნდა დავწერო. (მითუმეტეს ყველაფერი დადებითი)
პირველ რიგში მომეწონა პერსონაჟების ცვლილებები. თათას და მარიამის მეგობრობაზე საუბარიც ზედმეტია, ასეთი მეგობრები მიხარია თუ არსებობენ !
ეკემ აშკარად გამოასწორა დანაშაული და შემდეგ თავებში უფრო მეტსაც ველოდები.
დააა ბოლოს, ძალიან კარგი რომ ხარ, კიდევ ერთხელ უნდა გითხრა.
შენი ფანი ვარ-მეთქი აღვნიშნე უკვე და დარწმუნებული ვარ, ამ აზრს არასრდროს შევცვლი❤

 


№2  offline მოდერი Phoenix..

ტაისა
ყოჩაღ!
მართლა ყოჩაღ❤
ნუ ზოგადად საშინლად არ მიყვარს სხვის ნაწარმოებში ხელების ფათური და კარგის ან მითუმეტეს ცუდის წინ უხეშად წამოწევა. ავტორის აზრს პატივი უნდა სცეს მკითხველმა , ესაა მისი რეალური მოვალეობა.

რაღაცები მაინც უნდა დავწერო. (მითუმეტეს ყველაფერი დადებითი)
პირველ რიგში მომეწონა პერსონაჟების ცვლილებები. თათას და მარიამის მეგობრობაზე საუბარიც ზედმეტია, ასეთი მეგობრები მიხარია თუ არსებობენ !
ეკემ აშკარად გამოასწორა დანაშაული და შემდეგ თავებში უფრო მეტსაც ველოდები.
დააა ბოლოს, ძალიან კარგი რომ ხარ, კიდევ ერთხელ უნდა გითხრა.
შენი ფანი ვარ-მეთქი აღვნიშნე უკვე და დარწმუნებული ვარ, ამ აზრს არასრდროს შევცვლი❤

ასეთ შეფასებაზე მეტირება^^მადლობა მადლობა და ჩემზე ბედნიერი ალბათ არავინააა❤️ ასე რომ გამომივიდა თქვენამდე ემოციების მოტანაა❤️ ბედნიერი ვარ!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინია

არ მიყვარს ბევრი წერა, სულ ვკითხულობ შენს ნაწარმოებებს, აი ძალიან მაგარი ხარ შენც და შენი ნაწარმოებები, საოცარი გოგო ხარ,

 


№4  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნინია
არ მიყვარს ბევრი წერა, სულ ვკითხულობ შენს ნაწარმოებებს, აი ძალიან მაგარი ხარ შენც და შენი ნაწარმოებები, საოცარი გოგო ხარ,

მადლობა დიდი,დიდ სტიმულს მაძლევთ თქვენი შეფასებებით❤️

 


№5 სტუმარი Sopo

ვერ წარმოიდგენ როგორ მომწონს მთელ ემოციებს მავსებს და მაცლის როცა ამ საოცარ ისტორიას ვკითხულობ<3 ძაალიან მომწონს და ველოდები ყოველთვის მოუთმენლად მიხარია ერეკლეს რომ სინანული ჭამს და კიდე ვერ ხვდება რომ თათამ რაც მასთან აკეთა სიყვარული იყო :(( მარა მაგასაც იმედია მიხვდება და ძაან არ დააგვიანებს : D

 


№6  offline მოდერი Phoenix..

Sopo
ვერ წარმოიდგენ როგორ მომწონს მთელ ემოციებს მავსებს და მაცლის როცა ამ საოცარ ისტორიას ვკითხულობ<3 ძაალიან მომწონს და ველოდები ყოველთვის მოუთმენლად მიხარია ერეკლეს რომ სინანული ჭამს და კიდე ვერ ხვდება რომ თათამ რაც მასთან აკეთა სიყვარული იყო :(( მარა მაგასაც იმედია მიხვდება და ძაან არ დააგვიანებს : D

ჩემი მთავარი მიზანიც ეს იყო,ბოლომდე მომეტანა ის ემოციები რაც თათას გააჩნდა და მოხარია თუ გამომივიდა❤️

 


№7  offline წევრი ვიპნი

რა კარგი გოგო ხარ ვერ წარმოიდგენ,აი იმ მომენტს ველოდები როცა ყველაფერს სიმართლე აეხდება,ალბათ მარიშკამ უნდა ახადოს ყველაფერს ფარდა.მართალია სულ სხვა ისტორიის მატარებელი ვარ,მაგრამ თათას ისე მესმის,უფრო უარესად უნდა დაიტანჯოს ეგ ერეკლე.

 


№8  offline მოდერი Phoenix..

ვიპნი
რა კარგი გოგო ხარ ვერ წარმოიდგენ,აი იმ მომენტს ველოდები როცა ყველაფერს სიმართლე აეხდება,ალბათ მარიშკამ უნდა ახადოს ყველაფერს ფარდა.მართალია სულ სხვა ისტორიის მატარებელი ვარ,მაგრამ თათას ისე მესმის,უფრო უარესად უნდა დაიტანჯოს ეგ ერეკლე.

ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევაა ;)) ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასე მოგწონთ❤️

 


№9  offline წევრი ნანა73

ზუსტად იმ ფაზაში ხარ სადაც ადამიანური შეცდომები, ფიქრი, სინანული ემოციების ქარბუქში გვატარებს blush კარგია, ასე გააგრძელე. წარმატებები! ❤️

 


№10  offline მოდერი Phoenix..

ნანა73
ზუსტად იმ ფაზაში ხარ სადაც ადამიანური შეცდომები, ფიქრი, სინანული ემოციების ქარბუქში გვატარებს blush კარგია, ასე გააგრძელე. წარმატებები! ❤️

თან ყველაზე მეტად ამის წერა გამომდის..სავსე ვარ ემოციებით და გადმოცემა მიყვარს,თქვენამდე მოტანაა❤️

 


№11 სტუმარი Nink

Male dade ra axali tavebi mteli dge velodebodi dges rofis daideboda❤ dzaan magarja

 


№12 სტუმარი ნიცა

ვაღიარებ თავიდან არ ვიყავი კარგად განწყობილი ამ ისტორიის მიმართ,მაგრამ ამ ერთ თავში ისე შეცვალე ყველაფერი... თათას სიჩერჩეტე რომელიც ისტორიას "აფუჭებდა" (ჩემთვის რათქმაუნდა) სადღაც გაქრა და რაღაც დადებითი წამოვიდა. პირველად ამ თავში დავინახე თათას სიყვარული ამ ბიჭის მიმართ. ერთიანად ასე შემოაბრუნო სიტუაცია მართლაც ნიჭია...
ყოჩაღ ❤️

 


№13  offline მოდერი Phoenix..

ნიცა
ვაღიარებ თავიდან არ ვიყავი კარგად განწყობილი ამ ისტორიის მიმართ,მაგრამ ამ ერთ თავში ისე შეცვალე ყველაფერი... თათას სიჩერჩეტე რომელიც ისტორიას "აფუჭებდა" (ჩემთვის რათქმაუნდა) სადღაც გაქრა და რაღაც დადებითი წამოვიდა. პირველად ამ თავში დავინახე თათას სიყვარული ამ ბიჭის მიმართ. ერთიანად ასე შემოაბრუნო სიტუაცია მართლაც ნიჭია...
ყოჩაღ ❤️

ვაიმეე, გავგიჟდები ბედნოერებით მიხარია მიხარია სიგიჟემდეე❤️❤️ აი ეს მინდოდა მადლობა რომ ამ ნაწილამდე მოხვედი და აჰრძელებ კითხვას..❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ქეთო

ემოციების გადმოცემის დედოფალი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი პერსონაჟები გყავს ხოლმე ისტორიაში. აი წერა გამოგდის სასწაულად. არიან აქ ძალიან კარგი მწერლები, რომლებიც ყველანაირად გამართულ ისტორიებს გვთავაზობენ, მაგრამ შენ ისე გვანახებ შინაგან განცდებს, ვიცლები ტირილისგან.
უკვე მომწონს სერუიზული თათა. აღარ გახადო ჰორმონებაჭრილი რაა, საშინლად გამაღიზიანებელი იყო. აი ვაჟბატონი ჯერ კიდევ მაგრად მიშლის ნერვებს, კიდევ რო დიდ გულზეა.

ველი მოუთმენლად ახალ თავს. ვიცი მალ-მალე დებ, ასე რომ აღარ შეგაწუხებ კითხვით "როდის დადებ?" : დდდ

 


№15  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ქეთო
ემოციების გადმოცემის დედოფალი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი პერსონაჟები გყავს ხოლმე ისტორიაში. აი წერა გამოგდის სასწაულად. არიან აქ ძალიან კარგი მწერლები, რომლებიც ყველანაირად გამართულ ისტორიებს გვთავაზობენ, მაგრამ შენ ისე გვანახებ შინაგან განცდებს, ვიცლები ტირილისგან.
უკვე მომწონს სერუიზული თათა. აღარ გახადო ჰორმონებაჭრილი რაა, საშინლად გამაღიზიანებელი იყო. აი ვაჟბატონი ჯერ კიდევ მაგრად მიშლის ნერვებს, კიდევ რო დიდ გულზეა.

ველი მოუთმენლად ახალ თავს. ვიცი მალ-მალე დებ, ასე რომ აღარ შეგაწუხებ კითხვით "როდის დადებ?" : დდდ

მადლობა ქეთო, ვაჟბატონი ნელ ნელა დაოსჯებანდა მის ემოციებსაც ვნახავთ მომავალ თავებში..თათა კი გაზრდილია ცზოვრებოსეულად ტკივილმა ნამდვილი ცხოვრება ასწავლაა❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი nancho

თათასავით განვიცადე ყველა ემოცია,.მომწონს თათას შემართება და მიზანდასახულობა,კარგია რომ სულიერად არ დაეცა,.მოკლედ ძალიან კარგი იყო.

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

აი, ასეთი თათა უფრო მომწონს!
ერეკლეზე მაინც გული მერევა, რამდენჯერაც არ უნდა მოინანიოს.

 


№18  offline წევრი Maia G.

"ალბათ მაშინ, უსასყიდლოდ რომ მოგყიდე თავი..."
აქ ყველაფერი ნათქვამია.... მეტს ვერ ვწერ,ემოციები მახრჩობს,ბრავო ❤

 


№19  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი nancho
თათასავით განვიცადე ყველა ემოცია,.მომწონს თათას შემართება და მიზანდასახულობა,კარგია რომ სულიერად არ დაეცა,.მოკლედ ძალიან კარგი იყო.

ყველაზე ბედნიერი ვარ როცა ასე მიფასებენ ნაწერს❤️

მე♥უცნაურე
აი, ასეთი თათა უფრო მომწონს!
ერეკლეზე მაინც გული მერევა, რამდენჯერაც არ უნდა მოინანიოს.

გამოწვევა მიღებულია :დ იმედია მომავალ თავებში ერეკლეც გამოსწორდებაა.

Mai dire mai
"ალბათ მაშინ, უსასყიდლოდ რომ მოგყიდე თავი..."
აქ ყველაფერი ნათქვამია.... მეტს ვერ ვწერ,ემოციები მახრჩობს,ბრავო ❤

ვიტირებ ბედნიერებისგან❤️მადლობა ასეთი შეფასებისთვის

 


№20  offline წევრი Sweet Home

ძაან კაიაა აარაა ერთნაირი სიყჟეტებიროგორც ხდება ისეთ ისტორიებში როგორიც არი როცა საუკეთესო მეგობრის ძმა უყვარდებათ. ერეკლეს საქციელი არ მომწონს ძალიანმესაკუთრეობს თავის დაზე ოდესმე ხო უნდა გათხოვდეს და ყველაფერზე ხო არ უნდა ჭედავდეს. თათიას პერსონაჟი ძალიან კარგია მაგარამ ასე მგონიაა ზედმეტად დეპრესიულია რავი ეგრე მგონია. წარმატებებს გისურვებ ველოდები შემდეგ თავს

 


№21  offline მოდერი Phoenix..

Sweet Home
ძაან კაიაა აარაა ერთნაირი სიყჟეტებიროგორც ხდება ისეთ ისტორიებში როგორიც არი როცა საუკეთესო მეგობრის ძმა უყვარდებათ. ერეკლეს საქციელი არ მომწონს ძალიანმესაკუთრეობს თავის დაზე ოდესმე ხო უნდა გათხოვდეს და ყველაფერზე ხო არ უნდა ჭედავდეს. თათიას პერსონაჟი ძალიან კარგია მაგარამ ასე მგონიაა ზედმეტად დეპრესიულია რავი ეგრე მგონია. წარმატებებს გისურვებ ველოდები შემდეგ თავს

ძალიანნდეპრესიული არა დასერიოზულებულია ასე რომ ვთქვათ სხვა თვალით უყურებს უკვე ყველაფერს..მადლობა❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ რა მაგარია ველი მოუთმენლად

 


№23  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ანი
აუუ რა მაგარია ველი მოუთმენლად

ხვალ საღამოს დავდებბ❤️

 


№24 სტუმარი რავიციაბა

სიმართლე გითხრა თათა თავიდანვე მომწონდა.
რაც გააკეთა სიყვარულით გააკეთა.
ერეკლე კიდევ ძალიან ცუდად მოიქცა. იქნებ რას ამბობდა?! ბოლომდე მოუსმინე თუ უსმენ. ნაადრევად დასკვნები არასდროს არ უნდა გამოიტანო ადამიანმა.
ნათქვამია: სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის_ო და ასე მოუვიდა ჩვენს ერეკლესაც.
მოუთმელად ველი ახალ თავს.
და ჰო, შენ როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ...

 


№25  offline მოდერი Phoenix..

რავიციაბა
სიმართლე გითხრა თათა თავიდანვე მომწონდა.
რაც გააკეთა სიყვარულით გააკეთა.
ერეკლე კიდევ ძალიან ცუდად მოიქცა. იქნებ რას ამბობდა?! ბოლომდე მოუსმინე თუ უსმენ. ნაადრევად დასკვნები არასდროს არ უნდა გამოიტანო ადამიანმა.
ნათქვამია: სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის_ო და ასე მოუვიდა ჩვენს ერეკლესაც.
მოუთმელად ველი ახალ თავს.
და ჰო, შენ როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ...

ფიცხი ხასიათის მოთოკვა ცოტა რთულია ამიტომ მოუვიდა ერეკლეს ესეთი რაღაცეები.. არ დავაგვიანებ გპირდებით❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Kkkk

Kaia kai dzaan mainteresebs ra moxdeba male dade xo:*

 


№27  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი Kkkk
Kaia kai dzaan mainteresebs ra moxdeba male dade xo:*

სამწუხაროდ საღამომდე ვერ მოვახერხებ.. მარგამ დღეს აუცილებლად დავდებ.. <3

 


№28 სტუმარი ეკა

ძველი ორი მოთხრობა როდის დასრულდებაა

 


№29 სტუმარი სტუმარი მანჩო

უმაგრესი გოგო ხარ არ ვწერ კომენტარებს.მაგრამ ყველა აი ყველა შენი მოთხრობა ვიცი და დრო და დრო ვკითხულობ. ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent