შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 3.


14-04-2020, 01:05
ავტორი zia-maria
ნანახია 1 925

-ალექსანდრე მჭირდები სად ხარ.
-რა მოხდა,რა გჭირს სახლში ვარ.
-მოვდივარ და არსად გახვიდე. გაოცებულმა დახედა უკვე გათიშულ ტელეფონს და სამზარეულოში გავიდა,ჭიქა წყლით აავსო და კარზე ზარის ხმაც გაიგონა.
-წყლის დალევასაც არ გაცლიან,ფრთები ჰქონდა და იფრინა თუ ასე მალე როგორ მოვიდა.კარი გააღო,განრისხებული თვალებით შეხედა ლაშამ და ხმაურით დაკეტა კარი.
-რა სახე გაქვს რას გავხარ, ადამიანის ფორმა გაქვს,მაგრამ მხოლოდ გავხარ ადამიანს.
-საქმე სერიოზულადაა ალექს.
-ჰოდა თქვი რა მოხდა,რამ გაგაბრაზა ასე ძალიან.
-კაზინოში ვიღაცამ ფული მოტეხა.
-კაზინოში? ვინაა ასეთი გაბედული ფულს რომ შეეხო.
-არ ვიცი და შენი დახმარება მჭირდება, შენ ხომ ერთი შეხედვით ცნობ დამნაშავეს.
-გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-მაქვს,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
-რა გინდოდა კაზინოში უნდა წამოხვიდე მაქედან, ლაშა კაზინო შენი საქმე არ არის ძმაო.
-ვიცი,მაგრამ ახლა უნდა დამეხმარო.
-მოვალ საღამოს,თუმცა წინასწარ ვერაფერს დაგპირდები. არ იყო დარწმუნებული თუ წავიდოდა,მაგრამ ცოტნეს ვერ უღალატებდა და წავიდა,ერთ ბნელ კუთხეში დადგა და ყველას ათვალიერებდა,ერთ ერთ მამაკაცის თვალებში შიში დაინახა და ცოტნეს უთხრა.
-დაავალე ვინმეს ან თავად უთვალთვალე წითელ პერანგიანს. ლაშამ თავად ითავა მამაკაცის თვალთვალი და გათენებისას როცა კაზინო დაიკეტა უკან გაყვა,გაკვირვებული უცქერდა მამაკაცს რომელიც პირდაპირ საავადმყოფოს შენობაში შევიდა და ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო,ფეხდაფეხ მიყვებოდა და შორიდან უცქერდა, მამაკაცი ექიმს გაესაუბრა,შემდეგ კი კედელზე თავმიდებულმა ატირდა.არა ნაკლებ გაოცებული იყო ალექსანდრე და ორივემ ერთად მიუახლოვდა სასოწარკვეთილს,ლაშამ ხელი დაადო მხარზე და უთხრა.
-რატომ არ თქვი ფული თუ გჭირდებოდა ოთარ.
-მეგონა გავუმკლავდებოდი,მაგრამ ვეღარ ვწვდები და ვერ ვშველი ჩემს პატარას.მხოლოდ ერთი კვირის დრო მომცა ექიმმა,თუ ამ ერთ კვირაში ფული არ გადავიხადე მისი მკურნლობა შეწყდება რადგან მთავრობამ რაც დაგვაფინანსა ის ამოიწურა.ალექსანდრე და ლაშა ჩაფიქრდა,რადგან ასეთ მდგომარეობას არ ელოდნენ.
-ალექს რას ვაკეთებთ,შენ რას ფიქრობ.
-რა უნდა ვიფიქრო გარდა იმისა,რომ პატარას გადავარჩენთ და ის იცოცხლებს.
-მე ძალა აღარ მაქვს,ისეთ ჭკუაზე ვარ ზოგჯერ ვფიქრობ უკეთესია თუ თავს მოვიკლავ.
-დამშვიდდი ნერვიულობა არაფერში არ დაგეხმარება,ახლა პატარასთან შედი და ზღაპარი წაუკითხე,ჩვენ კი ექიმს დაველაპარაკებით.ალექსანდრე და ლაშა ექიმის კაბინეტში შევიდნენ,მაგრამ ექიმი იქ არ დახვდათ.
-უკაცრავად დამაგვიანდა,ახალი პაციენტი მოიყვანეს.
-არა უშავს,ექიმო ჩვენ ერთი პაციენტის ჯამრთელობის შესახებ გვაინტერესებს დეტალური ცნობა,რამდენად რთულია მისი მდგომარეობა.
-პაციენტის ვინაობა?
-ის პატარა გოგონაა,333-ე პალატიდან.
-სოფია ნადირაძე და მისი მდგოპმარეობა საგრძნობლად რთულია,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მისთვის,მაგრამ მხოლოდ სასწაულის უნდა გვჯეროდეს.
-რა თანხებთან არის დაკავშირებული მისი მკურნალობა.
-საკმაოდ დიდ თანხებთან,ის მწვავე ლეიკემიით არის დაავადებული.
-იმედი?
-იმედი არის,მაგრამ დარწმუნებით არაფლის თქმა შეგვიძლია და დრო უნდა გოგონას გამოჯამრთელებას,დრო კი თანზებზეა დამოკიდებული.
-კარგი ექიმო,თქვენ მკურნალობა გააგრძელეთ მანამ სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ და გთხოვთ, რომ არც მშობლებს და არც პატარას არაფერი აგრძნობინოთ. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და კაბინეტიდან გასვლისას ისევ მიუბრუნდა ექიმს და უთხრა.
-ექიმო შეცდომას არავის ვპატიობ,პატარამ უნდა იცოცხლოს ფულს მოვიტანთ. ექიმი შეაშფოთა ალექსანდრეს უეცარმა გარდასახვამ და მისმა მკაცრმა ხმის ტონმა,ამიტომ შეშინებულმა უხმოდ დაეთანმა,ლაშამ კი ხელი ჩამოართვა ექიმს ძლიერად და მისი ძალა აჩვენა.საავადმყოფოდან გამოსულმა ლაშამ ერთი მიიხედა უკან და ალექსანდრეს უთხრა.
-რას ფიქრობ ალექს.
-ერთი ვარიანტი გვაქვს,ვიცნობ ერთ ნარკო მოვაჭრეს რომელსაც რამდენიმე თვის წინ დახმარება გავუწიე,მასთან უნდა მივიდეთ.
-კარგი წავიდეთ.ალექსანდრე დიდი სისწრაფით მიდიოდა.
-სად მივდივართ, ქალაქიდან გადიხარ ძმაო.
-ვიცი,კრწანისის დასახლებაში ცხოვრობს.ლაშამ გაოცებულმა შეხედა სახლს როცა ალექსანდრემ ერთ უზარმაზარ სახლთან გაჩერდა,ვერანდაზე მამაკაცი იდგა და დაცვას დაუძახა.
-გამოატარეთ,არ გააჩეროთ.თავად კი სახლში შებრუნდა და კიბეები სიჩქარით ჩაირბინა.
-ალექსანდრე? რა მოხდა შვილო, რაღაც სერიოზული საქმე გაქვს თორემ სხვაგვარად შენ აქ არ მოხვიდოდი.
-როგორ ხარ ჯონი.
-აქ სიწყნარეში ვარ მეგობარო,არავინ არ მაწუხებს.შენ როგორ ხარ, გისმენ. ალექსანდრემ ყველაფერი გულახდილად უთხრა ჯონის და ისიც საგონებელში ჩავარდა.
-დამშვიდდი,მე გადავიხდი პატარას გადასარჩენად თანხას და ის გადარჩება შენი დამსახურებით.ალექსანდრე დაემშვიდობა ჯონის და წავიდა,ჩაფიქრდა ლაშას ხმამ გამოაფხიზლა.
-რაზე ფიქრობ ალექს,არ ხარ დარწმუნებული ჯონის სიტყვებში?
-დარწმუნებული ვარ ის სიტყვის ადამიანია,მაგრამ იმ ფულს აუცილებლად დავუბრუნებთ ჯონის.
-როგორ,ეს ხომ ძალიან დიდი თანხაა.
-დიდი თანხაა,თან ძალიან დიდი და ის თანხა პატრონს დაუბრუნდება.
-როგორ,მეც ამას გეკითხები.
-გეგმა მაქვს,დალევ რამეს?
-არა,მშია. ნაცობ რესტორანთან გააჩერა მანქანა და შევიდა,ხელის აწევით მიესალმა იქ მყოფთ და ეს იმის დასტური იყო,რომ ისინი იქ ხშირი სტუმრები იყვნენ.მათ მაგიდას ცოტნე შეუერთდა და სამივემ ისადილა,ალექსანდრემ შეხედა ცოტნეს და უთხრა.
-სად ხარ,სად დაიკარგე.
-დრო აღარ მაქვს,სკოლის შემდეგ ვმუშაობ.
-რას შვრები,მუშაობ? სად მუშაობ ან რაზე.გაოცებულმა შეხედა ალექსანდრემ ცოტნეს.
-უძრავი ქონებით დავინტერესდი.
-როგორ უძრავი ქონებით.
-ყიდვა,გაყიდვა,გაქირავება.ალექსანდრეს და ლაშას გაეცინა და ცოტნე გააბრაზა მეგობრებმა,ალექსანდრემ ფული გადაიხადა და თქვა.
-საღამოს გელოდებით ჩემთან სერიოზულად უნდა ვისაუბროთ,ანდრეაც წამოიყვანეთ.დაიშალნენ და საღამოს ალექსანდრესთან შეიკრიბნენ,ცოტნეს სამუშაო ისევ მათ განხილვაში იყო,რომ ალექსანდრემ ჩაახველა და ყველა გაჩუმდა.
-კარგი,კარგი მომისმინეთ სერიოზული თემა მაქვს,ბიჭებო ბანკი უნდა გავიტანოთ.
-რა უნდა ვქნათ? ხმა ვერ გააკონტროლა ცოტნემ და მეგობრები სათიაოდ შეათვალიერა.
-ბანკში ნაცნობი მყავს,რომელმაც იცის როდის გადის ფული ბანკიდან,ჩვენ ვიცით სად უნდა დავხვდეთ და საიდან უნდა გავიტაცოთ ფული. ყველაფერი დახაზეს,გეგმა შეადგინეს,კარგად აწონ დაწონეს ყველა დეტალი და გადაწყვეტილებაც მიიღეს.ერთ საღამოს როცა ისევ გეგმის შესახებ საუბრობდნენ,ანდრეამ ალექსანდრეს შეხედა და სერიოზული კითხვა დაუსვა.
-რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ.
-თუ ბანკის გატანის გეგმა გქონდა,ჯონისთან მისვლა რა პონტი იყო.
-ეს აუცილებელი იყო,ბანკის თემაზე მე დიდი ხანია ვფიქრობ და რაც შეეხება ჯონის მინდა იცოდეთ რომ ის პოლიციასთან არის შეკრული.მე კი ეს იმიტომ გავაკეთე,რომ აგვეცდინა პოლიცია,რადგან ჯონი მათ ეტყვის რომ მისგან ვითხოვე დახმარება,ასე თავიდან ავიცილებთ პოლიციას და მათ მოსაბეზრებელ დაკითხვებს.
-ჭკუის კოლოფი ხარ,მაგრამ მე ერთი რამ მაინტერესებს.
-რა გაინტერესებს ცოტნე.
-მინდა ეს ბოლო საქმე იყოს და შენ ისევ დაუბრუნდე სკოლას,გააგრძელო სწავლა.ალექსანდრე მინდა შენი ოცნებები აისრულო და ეს ყველაფერი რაც აქამდე იყო აღარ განმეორდეს.
-დამასწარი ცოტნე მეც დავფიქრდი და მინდა შევიცვალო,გუშინ ლილე დავინახე შორიდან და არ მომეწონა,ძალიან ფერმკრთალია.
-ნერვიულობს შენზე,მე ხშირად ვნახულლობ და იცი როგორ უხარია რომ შემხედავს.
-გული ვატკინე,მას კი ისევ ვუყვარვარ.უნდა შევიცვალო,რომ მისი ნდობა ისევ დავიბრუნო.ახლა მოქმედების დროა და არა მოდუნების,არსებობისთვის საარსებო წყალო მჭირდება ძმებო.
-არ გესმით? სადღაც ტელეფონის ხმა არის.
-ეს ჩემი ტელეფონია საძინებლიდან მოდის ხმა.ადგა და ტელეფონი აიღო და გაოცებულმა შეხედა მეგობრებს როცა ნაცნობი ნომერი დაინახა.
-ვინ არის ასეთ დროს რომ გაახსენდი.
-ჯონი არის,რატომ მირეკავს.
-დაელაპარაკე და გაიგებ,მიდი რას ელოდები. ლექსანდრემ ჯონის ზარს უპასუხა და ჯონიმაც შვებით ამოისუნთქა
-ალექს გაგაღვიძე? ვიცი რომ ძალიან გვიან არის,მაგრამ შენთან სერიოზული საქმე მაქვს.
-რა მოხდა,ისეთი ხმა გაქვს ვიფიქრე რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გაქვს გადასაწყვეტი.
-დაახლოებით,მაგრამ რომ ყველაფერი გაიგო უნდა შემხვდე.
-მე მარტო არ ვარ ჯონი.
-მისამართს მოგწერ და ჩემთან მოდი.ვინც შენთან ერთად არის ისინიც წამოიყვანე,რადგან ის რაც მე უნდა გითხრა მარტო ვერ შეეჭიდები.
-მისამართს ველოდები.
-და კიდევ ერთი რამ,ოპერაციის თანხა მე პირადად მივიტანე საავადმყოფოში,პატარაც ვინახულე და ექიმსაც დაველაპარაკე შენი სახელით.ალექსანდრე პატარა გადარჩება და ეს შენი და შენი მეგობრის დამსახურებით.
-ეს იმის ნიშანია,რომ მე შენთან ვალში ვარ.
-არა,ეს არც მიფიქრია.
-ვიცი რაც ჩაიფიქრე,ჯონი კარგად გიცნობ მაგრამ ნუ იფიქრებ ამას რომ ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ,ვალი უკან დაბრუნდება და ჩვენ გავსწორდებით.
-ალექს ეს არც კი..........................
-მისამართს ველოდები.გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი და მეგობრებს შეხედა.
-,მას ჰგონია რომ ვერ ვხვდები რა ჩაიფიქრა.
-უნდა შეხვდე? შეეკითხა ცოტნე.
-არ უნდა შევხვდე,უნდა შევხვდეთ.
-მაშინ რას ველოდებით.
-მისამართს მომწერს და გავიდეთ.რამოდენიმე წუთში ერთ მყუდრო და წყნარ კაფეში ისხდნენ ჯონის წინ და ყურადღებით უსმენდნენ.
-გისმენ ჯონი,შენ ქველმოქმედად გაგიცნო საზოგადოებამ და სულ მალე ცნობილი პიროვნება გახდები.ამ სახელს ამოფარებული გგონია ყოველ შენს დაძახებაზე შენს ფეხებთან ლეკვივით მოვიკაკვები და შენს ბრძანენებებს შევასრულებ?
-ალექსანდრე რას ამბობ,შეურაცყოფას მაყენებ რადგან ეს არც კი მიფიქრია.
-თქვი რა გინდა და გავაკეთებ რაც არ უნდა სარისკო იყოს,ამით შენს ვალს დავფარავ.
-ძალიან დიდ თანხას იხდიან ერთი ღამით ერთი კაცის დამალვაში.
-ვინ არის,ვფიქრობ ვიღაც სახელმწიფო მოხელეა ალბად ციხისთვის მიმეტებ.
-არა,მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე ერთი მაფიოზის ძმა არის.
-მაფიოზის ძმა და რატომ უნდა დავმალოთ?
-არის პიროვნება ვისიც ძალიან დიდი ვალი აქვს,ის მოსაკლავად დასდევს,აქ უკვე ფულზე აღარაა საუბარი,აქ პრინციპის საკითხია.
-ერთი ღამით დამალვა რა პონტია,ვერ გავიგე.
-ეს ძმა ძმას ხელს უშლის ერთი დიდი საქმის გაკეთებაში,საქმე რომ არ ჩაუშალოს უკეთესია ერთი ღამით გააქროს ამისთვის კი სანდო და უცხო ხალხი უნდა.
-რამდენს იხდის ამ საქმეში,შენგან აღებულ თანხას დაფარავს?
-ბევრს იხდის,ძალიან ბევრს.
-გამოდის ამ საქმით შენთან ვალში აღარ ვიქნებით.
-ლექსო მარტო ვალს არა,საკმაოდ დაგრჩებათ თანხა თუ უხმაუროდ მოხდება ეს ყველაფერი,მაგრამ იცოდეთ პიროვნება უნდა გაიტაცოთ და ცუდად და უხეშად არ უნდა მოექცეთ მას გულის დაავადება აქვს სირთულეს სწორედ მისი ავადმყოფობა ჰქმნის.მდუმარედ ისხდნენ და ფიქრობდნენ,ალექსანდრემ ჯონის შეხედა და უთხრა.
-ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ უნდა მითხრა სიმართლე,ძალიან ერევა ის ტიპი შენს საქმეში?
-ძალიან დაკვირვებული ხარ,უცებ ხვდები ყველაფერს.
-მინდა ყველაფერი ვიცოდე,ყველა წვრილმანი დეტალიც.
-კარგი,დასამალიც არაფერია აქ კონტრაბანდაა რომელიც თურქეთის გავლით შემოვა საქართველოში და შენ კარგად იცი მე რა საქმეზედაც ვმუშაობ, იქ კი ჩემი საქონლის დიდი პარტიაა,ამიტომ იძულებული ვარ დავეხმარო,თუმცა ერთმანეთის მეტოქეები ვართ.ამასთან ერთად კი ვიცი შენ ვალში ყოფნა არ გიყვარს და ამ საქმესაც მოაგვარებ,მეც დამეხმარები შენს ვალსაც დაფარავ და ფულიც გექნება.
-რამდენზეა საუბარი,ჩვენ ოთხივე ვართ საქმეში.
-მილიონი,ვფიქრობ არ უნდა იყოს ერთ ღამეში ცუდი თანხა. ალექსანდრემ მეგობრებს გადახედა და როცა დარწმუნდა ისინი თანახმა იყვნენ ჯონის მიუბრუნდა.
-ჩვენ თანახმა ვართ,მაგრამ გაფრთხილებ ჯონი შენი ერთი მცდარი ნაბიჯი და არ დაგინდობ,მე დასაკარგი არავინ და არაფერი მაქვს.
-ვიცი შენი ხასიათი და ამიტომ არ მინდა შენთან კამათი ალექს რადგან ეს სერიოზული და დიდი საქმეა,შეცდომები მეც არ მჭირდება,ახლა თუ დარწმუნებული ხარ ამ საქმეს ხელს მოკიდევ ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს.
-თანახმა ვართ,მაგრამ ერთი პირობით.
-გისმენ მე ყველაფერზე თანახმა ვარ.
-ველოდები შენგან პიროვნების ვინაობას,შევისწავლით მას და ჩემს ზარს დაელოდე,როცა პიროვნებას ავიყვანთ მხოლოდ 24 საათი გავაჩერებთ,ჯონიმ ორივე ხელები ასწია და ალექსის უთხრა.
-ეს მე არ მეხება,მოქმედება შენზეა მხოლოდ საქმეს გაგიადვილებ და გეტყვი,რომ ტვირთი კვრის ბოლოს საქართველოს საბაჟოზე უნდა გადმოვიდეს და იქ ჩემი ხალხი უნდა დახვდეს,ტვირთის ჩემი ხალხი აიღებს თუ არა შენ თავისუფალი ხარ.მოლაპარაკება დასრულდა,ჯონი წავიდა და ბიჭებიც დაშორდნენ ერთმანეთს.ალექსანდრე მთელი ღამე პიროვნებაზე ინფორმაციას აგროვებდა და თითქმის გათენებული იყო რომ ჩაეძინა,მაგრამ კარზე ზარის ხმამ ძილის საშუალება არ მისცა და უძილობისგან არეულმა,მოუწესრიგებელმა კარი გააღო.
-რა დღეში ხარ,არ გიძინია?
-არა,ინფორმაციას ვაგროვებდი.
-მეც გავარკვიე რაღაცეები,მხოლოდ არ ვიცი რამდენად წინ წაგვწევს.
-თქვი რა გაარკვიე.
-ტიპი ვინც ჯონის უნდა ჩამოიშოროს შავი სამყაროს მთავარი წარმომადგენლის თანაშემწეა და თან ის ირანელია.
-ესე იგი ირანელებთნ გვაქვს საქმე.
-ადგილიც გავიგე სადაც დადის გასართობად,მაგრამ რთული იქნება მისი აყვანა, დაცვა ყავს.ამ დღეებში თუ იქ მივიდა როგორც მე დავგეგმე,ადვილად გავიყვანთ.
-რას ამბობ,ლაშა ხვდები რომ ტიპი ვინც ჩვენ უნდა ავიყვანოთ მას მთელი ქალაქი დაუწყებს ძებნას?
-ქალაქი არა,დასავლეთ საქართველო დაეხმარება ძებნაში,პიროვნება დაკარგვიდან 24 საათში თუ არ გამოჩნდა მერე ერევა პოლიცია,ჩვენ კი ამ დროში ჩვენს ტყვეს გავუშვებთ.
-კარგი,ეს დღეები უნდა ვუთვალთვალოთ და ავიყვანოთ,მაგრამ სად მიგვყავს,აქ უნდა მოვიყვანოთ?
-აქ არა რას ამბობ,მე მომანდეთ,მაქვს ერთი ძალიან კარგი სარდაფი გაყიდვაში და იქ მივიყვანოთ.
-დარწმუნებული ხარ?
-ისეთი ადგილია ჩვენი საქმისთვის კარგი ადგილია.
-საღამოს გავდივართ.იმ საღამოს და კიდევ რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ მსხვერპლს და კარგად დაგეგმილი გეგმის შემდეგ მსხვერპლი აიყვანეს.ერთ საღამოს დახურულ ბარში მივიდნენ,იქ განგებ მოწყობილი აურ-ზაურის შემდეგ ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა და ორივე არეულობაში გაერია,ლაშა ერთ მაღალ მამაკაცს მიუახლოვდა და ყურში რაღაც უჩურჩულა რომელმაც თავი დაუქნია და ცოტნეს უკან გაყვა სადაც ანდრეა ელოდა და მამაკაცმა ვერც გაიგო როგორ მოხვდა მანქანაში და ისე უცებ მოხდა ყველაფერი მამაკაცმა ვერაფლის თქმა ვერ მოასწრო თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს,მანქანამ ერთ ბნელ კუთხეში გადაუხვია სადაც ალქსანდრე დახვდა,ცოტნეს შეხედა და უთხრა.
-ლოკაცია ჩაუგდე ჩვენს ძმას სად უნდა მოვიდეს,ამას მე მივხედავ.ალექსანდრემ უცნობ მამაკაცს შეხედა.
-მაპატიე მეგობარო რამდენიმე საათით გაგიტაცებთ,თქვენს სამყაროს მოგწყვიტავთ და შემდეგ ისევ დაგაბრუნებთ უკან.მამაკაცს შავი ტომარა ეფარა და ხელები შეკრული ჰქონდა,მაგრამ ალექსანდრეს უთხრა.
-რას მერჩით ან ვინ ხართ.
-ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს თქვენთან,სხვას აქვს პრობლემები ამიტომ გაგარიდეთ ამ არეულობას.
-შეიძლება მითხრათ ვინ ხართ ან ვისი დავლაებით მოქმედებთ?
-წავიდეთ ირანელო და იქ ვისაუბროთ,კითხვები იქ დავუსვათ ერთმანეთს.
-დიდ შეცდომას უშვებთ,არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,მაგრამ თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს.
-არა,ჩვენ ვიცით რასაც აკეთებთ.გინდა ჩამოგითვალოთ? ჯგუფური გაუპატიურება
არასრულწლოვან გოგონებზე,ნარკოტიკები და ადამიანის გატაცებაც თქვენი საქმიანობაა,მაგრამ მე არ მაქვს უფლება პასუხი მოგთხოვო ამ ყველაფერზე,თქვენ პასუხი სხვასთან უნდა აგოთ თქვენს შეცდომებზე.
-მოვედით აქ გააჩერე და ზედმეტი ხმაურის გარეშე, არ დავაღვიძოთ ხალხი. ცოტნეს ყველაფერი მომზადებული ჰქონდა,ის ისეთი ბნელი იყო თვით ალექსანდრეც კი გააკვირვა და ცოტნეს უჩურჩულა.
-დარწმუნებული ხარ აქ არავინ არ მოვა?
-ყველას დაგხოცავენ,ეს არ უნდა გაგეკეთებინათ.შემოთავაზება მაქვს,მე კიდევ ერთ იმდენს დაგიმატებთ რამდენიც გადაგიხადეს.
-მე შვიდთვიანი დავიბადე ირანელო,დედამაც იბრძოლა ჩემთვის მე რომ დავბადებულიყავი და ასე რომ ერთხელ ბრძოლით დაბადებუყლს სხვა ვერ წაართმევს სიცოცხლეს,რომ იცოდე ცნობისთვის ჩვენ მკვლელები არ ვართ,არავის მოკვლას არ ვაპირებთ.
-შეეშვი ნუ ეპასუხები,მე გარეთ გავალ ტელეფონზე დავრეკავ და სახელებით არ მიმართოთ ერთმანეთს.სამივე გააფრთხილა ალექსიმ და გარეთ გავიდა.ალექსანდრე გარეთ გავიდა და ჯონის დაურეკა.
-ჯონი დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა,საათი დავინიშნე ზუსტად 24 საათში დაკავებულს გავანთავისუფლებ.
-ალექს პრობლემა მაქვს და მხოლოდ შენ შეგიძლია ამ პრობლემის მოგვარება.
-რა მოხდა,რა პრობლემა გაქვს.
-უნდა დამეხმარო,ტვირთი უკვე გზაშია და შენი დახმარება მინდა ის ჩემამდე რომ მოვიდეს.
-წინააღმდეგ შემთხვევაში?
-ჩემს წილსაც ის წაიღებს და მე მომკლავს,ალექს შენგან მთელი ცხოვრება ვიქნები დავალებული,მხოლოდ ახლა უნდა მიშველო.
-როგორ,ირანელს რა ვუყოთ როგორ დავტოვოთ მარტო,მე რომ წავიდე მარტო ვერაფერს ვერ შევძლებ.
-მომისმინე,ჯიბეში წამალი აქვს რომელსაც სულ თან დაატარებს,ორი კაკალი დაალევინეთ და დილამდე დაიძინებს.
-მაგრამ მარტო ვერ დავტოვებთ, რომ რამე მოხდეს გაუთვალისწინებელი?
-რაც გინდა გააკეთე ალექს მაგრამ უნდა დამეხმარო.ალექსანდრე დაფიქრდა,მეგობრებს ყველაფერი აუხსნა და თქვა.
-რა ვქნათ რას ფიქრობთ,დრო არ იცდის.
-მოდი 4 კაკალი დავალევინოთ,ხელ-ფეხი შევუკრათ და ჩვენს დაბრუნებამდე იძინებს.ასეც მოიქცნენ,ირანელს დოზაზე მეტი დასაძინებელი მისცეს ხელ ფეხი შეუკრეს და იქვე მატრასზე დააწვინეს,რამდენიმე წუთში გაითიშა და როცა დარწმუნდნენ ძინავდა წავიდნენ.რამოდენიმე საათის გზა მცირე დროში დაფარეს და ჯონის თქმით ბათუმში დახვდნენ ტვირთს.
-ტვირთი ბათუმშია,ჩვენ არ გამოვჩნდით ჯონი უკან გავყვებით და თუ რამე მოხდა დავიცავთ.
-ალექს ჩემი სიცოცხლე შენს ხელღაა.
-კარგი წავედით,ეს წვიმაც რა საშინელებაა თითქოს ჩვენს ჯიბრზე წვიმს.საშინელ წვიმაში ფრთხილობდა,მაგრამ მაინც დიდი სისწრაფით მიყვებოდა უკან ფურგუნს ორი შავი ჯიპი.ცოტნემ სარკეში ჩაიხედა და ვარაუდით თქვა.
-ვერ ვხედავ კარგად,მაგრამ მგონი მოგვდევენ და უნდა ჩამოვიშოროთ.ალექსანდრემ უფრო მოუმატა სიჩქარეს,მაგრამ სროლის ხმაც გაისმა.
-შეგვამჩნიეს,მდევარი უნდა ჩამოვიშოროთ და გზა უნდა გავანთავისუფლოთ.ტელეფონით ანდრეას დაურეკა და უთხრა.
-წინ გადაუსწარი ფურგუნს,უკან მე გამოგყვები.მკაცრი და შეუვალი იყო ალექსანდრეს ხმა და სიჩქარეს უფრო უმატებდა,თითქოს ფრთების გარეშე მიფრინავდა.შეძლო,ალექსანდრემ და მისმა მეგობრებმა შეძლო ჯონის დახმარება და ტვირთი უვნებელი მივიდა დანიშნულ ადგილზე.უკან დაბრუნებულებს ირანელი ისევ იმ მდგომარეობაში დახვდათ და გაეცინათ.ალექსამდრემ საათზე დაიხედა და ჯონის დაურეკა.
-მეგობარო დრო ამოიწურა,სრული 24 საათი გავიდა და მე ჩემს ცხოვრებას ვუბრუნდები.
-ალექს შენს ანგარიშზე ფული დარიცხულია და როცა დაგჭირდე,იცოდე მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, უანგაროდ.
-შენ მე დამეხმარები უანგაროდ? გაეცინა ალექსანდრეს მაგრამ ჯონის სერიოზულმა ხმამ ისიც დაასერიოზულა.
-ალექს შენ გაგეცინა,მაგრამ მე არ ვიცინი და მინდა იცოდე მთელი სერიოზულობით გითხარი ის რაც ვთქვი.
-კარგი,ძალიან შევეცდები რომ არ დამჭირდეს შენი დახმარება და იმედი მაქვს ასეც იქნება.
-გათიშვამდე მინდა სიმართლე გითხრა,გამიჭირდება ვთქვა რომ ტვირთი ჩემამდე 17 წლის ბიჭებმა მოიტანეს.
-ეს ყველაფერი უკანასკნელად გავაკეთეთ,მშვიდობით ჯონი.
-წარმატებები ოთხივეს ალექს.ალექსანდრე და ცოტნე სკოლას დაუბრუნდა,მაგრამ რამოდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში მოხვდა და საკმარისი მტკიცებულებების არ ქონობის გამო და დირექტორის შუამავლობით ის სკოლაში დაბრუნდა.
-ალექსანდრე არ ვიცი მთელი ეს დრო სად იყავი,მაგრამ შენი თავისუფლება ჩემზეა დამოკიდებული იცოდე რომ რამე შეგნიშნო ჩემი ერთი ზარით ცხოვრება დაგენგრევა.
-ბატონო დირექტორო პირობას ვდებ,სკოლას აღარ გავაცდენ და წარმატებით დავასრულებ,უნივერსიტეტშიც ვცდი ჩემს ძალებს.
-ამას მართლა გააკეთებ? სიხარულის დაფარვა არც კი უცდია დირექტორს.
-პირობას მხოლოდ ერთხელ ვიძლევი და ეს ერთხელ უკვე თქვენს კაბინეტში მოხდა,გპირდებით დღეიდან იდეალური მოსწავლე ვიქნები.
-ცოტა დროა სკოლის დასრულებამდე ალექს სულ რამდენიმე თვე,შეძლებ?
-ვფიქრობ შევძლებ,უნდა შევძლო დირექტორო.
-ძალიან გამახარე შენი გადაწყვეტილებით,იცოდე თვალს არ მოგაშორებ.ალექსანდრე იმ დღიდან სკოლის დასრულებამდე საუკეთესო მოსწავლე იყო,ამასთან ერთად ყურადღებიანი,თავდაჯერებული და გოგონების გულთა მპყრობელი. ალექსანდრეს მხოლოდ ერთი უყვარდა ის ვინც თვეებია არ ენახა და ძალიან ენატრებოდა,მაგრამ ლილე ვერსად ვერ იპოვა.ბინასთან ყოველ დღე მიდიოდა,მაგრამ იმ ბინიდან შუქი არ გამოდიოდა, იქ მხოლოდ მარტოობას დაედო ბინა.ძალიან დადარდიანდა,ისედაც მკაცრი და უხეში ალექსანდრე უფრო მკაცრი გახდა როგორც სხვების მიმართ ისე თავის თავის მიმართაც.
-მოეშვი მეგობარო,უკვე გასაგებია რომ სხვაგან გადავიდნენ,შესაძლებელია სხვა ქვეყანაშიც წავიდნენ.
-შევცდი,არ უნდა გამეშა ეს ჩემი დანაშაულია.
-შენ ხომ არ გითქვამს წადიო,ის თავად წავიდა.
-წავიდა და რატომ წავიდა ასე უთქმელად და ასე გაუფრთხილებლად.მაინც ვიპოვი,შეიძლება დამაგვიანდეს,მაგრამ ლილეს ვიპოვი და მეტყვის რატომ გამიმეტა ტკივილისთვის,რატომ დამტოვა მარტო და მაიძულებს ცხოვრება ტკივილთან ერთად ვისწავლო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent