შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ შემთხვევით (მეოთხე ნაწილი)


14-04-2020, 15:38
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 175

კატოს ძალიან არ უნდოდა დიტოს გამო ხასიათი შეცვლოდა, და ცდილობდა ბარში შესულს ხასიათის ცვლილება არ შეტყობოდა, თუმცა არასასიამოვნო ადამიანის გარემოცვაში თავს მაინც ვერ გრძნობდა კომფორტულად.
- ვინ იყო ის ტიპი? წარბების თამაშით და სიცილით კითხეს გოგონებმა.
- ერთი უსიამოვნო ადამიანია
- ვაჰ, არასდდროს გიხსენებია
- არც ღირს ალბათ ხსენება და ამიტომ.
დიტო და ბიჭები ბარში შებრუნდნენ, დიტოს ყურადღებაც და მზერაც კატოსკენ გაურბოდა
- ის ტიპები სულ აქეთ იყურებიან, აღნიშნა ანკამ
- დაიკიდე რა... წამო ხო არ წავიდეთ, ან ჩემთან ავიდეთ ან სადმე სხვაგან , აქ აღარ მინდა
- კაი, ანგარიში მოვითხოვოთ.
გოგონებმა ანგარიში მოითხოვეს მაგრამ კატოს ნაცნობს რომელიც წეღან ესაუბრებოდა დიდი ხანი კატოს ყველაფერი გადაუხდია, კატო გაღიმებული გაემართა ბიჭისკენ, მადლობა გადაუხადა და სადღაც ათი წუთი მის მაგიდასთან შეყოვნდა, დიტო კი ძარღვებ დაბერილი უყურებდა ამ სანახაობას, არ სიამოვნებდა კატოს ყურება როგორი გაღიმებული ესაუბრებოდა ვიღაც უცცხო ტიპს.
მალე წავიდნენ ბარიდან დდა კატოსთან მოონოპოლია ითამაშეს მერე კი დაიშალნენ.

დიტო და ბიჭები კი ირაკლისთან ავიდნენ, დიტო უხასიათოდ იყო და განმარტოებით აივანზე სიგარეტს ეწეოდა. ლაშაც შეუერთდა
- რაო რომ ელაპარაკე
- გაბრაზებულია
- არ მიკვირს
- რა ჩემი ფეხები მინდოდა რას ვკოცნიდი
- მაგას ვეღარ უშველი.. რას აპირებ
- არ ვიცი... ძალიან ჯიბრიანია და რქების მოტეხვა სჭირდება
- გაგიჭირდება- სიცილით უთხრა ლაშამ
- ვიცი... მაგრამ ხომ იცი ბოლომდე არ შევეშვები
- ისე ... ცუდია ეს ახირება
- მომწონს
- შეიძლება პროსტა მუღამში გაგდებს და ახლა ახირებად გექცევა... მერე კიდევ ინანო
- არ ვინანებ... ზუსტად ვიცი... აი ფეისბუქზე რომ ვაკვირდებოდი იმ დროიდან მევასება... ზუსტად ვიცი რომ ეგ მინდა იყოს ჩემი ცოლი
- არადა ვაბშე არ გავს მაგ ტიპაჟს შენ რომ გინდა
- რას ქვია არ გავს
- რომ ვერ დაიმორჩილებ ეგეთ გოგოს გავს.. სულ იჩხუბებთ..
- დავიმორჩილებ
- არ ვიცი... დაფიქრდი რა და თავი ტყუილად არ გაიწვალო... დაფიქრდი თუ ღირს...
ბიჭებს შემოათენდათ.
დიტო ტელეფონს ათამაშებდა ხელში, ტელევიზორში კი გლოვოს რეკლამა გავიდა.
დიტოს ახალი იდეა დაებადა და კატოს და მის მეგობრებს დილისთვის ყავები და ტკბილეული გაუგზავნა. გოგონები დააბნია მისულმა შეკვეთამ, კატოს დიტოზე არც კი გაუფიქრია, სწორედ მაშინ როცა გოგონები ვინაობის გარკვევას ცდილობდდნენ ტელეფონზე დიტოს ზარი შემოვიდა.
- დიახ გისმენთ
- დილამშვიდობისა
- დილამშვიდობისა... ჩაფიქრებული მიესალმა კატო, ხმა ბუნდივნად ეცნო.
- ბოდიშის მოხდა ამ ფორმით ვარჩიე, ვიცი ისე ყავაზე არ გამომყვებოდი, იმედია საკამრისი რაოდენობაა, ვერ განვსაზღვრე მარტო იქნებოდი თუ ვინმესთან ერთად.
- გასაგებია, გმადლობთ დიტო მაგრამ საჭირო არ იყო.
- მადლობას მერჩივნა გეთქვა რომ მაპატიე
კატოს დიტოს საქციელზე პირველად გაეცინა.
- კარგი, ბოდიში მიღებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რაიმე სახის ურთიერთობას დავიჭერ თქვენთან
- ბოლოს რომ არ გააფუჭო არ შეგიძლია ხო
- გაფუჭებაზე თქვენ მე არ უნდა მელაპარაკებოდეთ
- ყველასთან ასეთი სწერვა ხარ თუ მე ამომიჩემე
- ანუ გიკვირთ თქვენ რატომ ამოგიჩემეთ
- ხო მიკვირსმ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, სიცილით უთხრა დიტომ
- ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენთვის არაფერი იყო ამაში განსაკუთრებული.- ირონიულად უპასუხა კატომ
- შენთვის კი განსაკუთრებული და პირველი იყო არაა... სიცილით უთხრა დიტომ, ფეხზე წამოდგა და ბიჭებს გაერიდა.
- დამცინი?
- არა, უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ პირველი იყო.. ხმა დაუსერიოზულდა დიმას.
- მოდი , ეს თქვენთან სასაუბრო თემა არ არის. მადლობა ყავისთვის და ნახვამდის. ტელეფონი გათიშა კატომ და აღელვებული მიუჯდა მაგიდას


- ის იყო ხოო ? გუშინ რომ ნახე
- კი ეგ იყო.
- უკვე მომწონს ეს ბიჭი
- მე კი საშინლად მაღიზიანებს
- რატომ, რქები ხო არ წაგატეხა
- ეგღა მაკლია
- აბა რა მოხდა, რატომ ხარ ასე აღრენილი.
- მერე მოგიყვები რა... ახლა ყავა დავლიოთ.
- ვაჰ , ვაჰ საინტერესოა რა.
- გეყოს ახლა, სიცილით უთხრა კატომ და დიტოს გამოგზავნილ ყავას შეექცა.


დიტოსთან ***
- ვაჰ რა რომანტიკული გახდი ვერ ვიჯერებ. ხარხარი დაიწყო ირაკლიმ
- კაი გეყოთ ახლა რა
- მაგ გოგომ ცოტა ხო არ გაგაგიჟა... გოგოზე პირველად ახლა ... ისე ის დიტო სად გაქრა თუ არც შემომხედავსო რომ ეკიდა ყველა და ყველაფერი
- ჰოდა ეს გოგო არ თქო ვამბობ... იმენა ხოში მაქვს რომ ჩემთან გაიჩითოს.
- ბიჭო, პროსტა ახირებად გაქვს, რომ გაიცნო და ვაბშე არ გაგისწორდეს მასთთან ძაან ტეხავს, და შეეშვა არ გინდა?
- გამისწორდება ვიცი
- ისე ცვეტში რავი, მგონია რომ ახირებაა და უნდა შეეშვა.
- აუ რა შემეც** რაა, გეუბნებით სანამ ეგ გოგო ჩემი არ გახდება არ დავისვენებ
- მართლა გჯერა ეგ გოგო რომ შენი გახდება
- კი , მაგასაც ნახავთ.
- მაგარი გოგო როა ვიცი, პროსტა მგონია რომ ვერ დაკერავ
- ვნახავთ მაგასაც.
დიტომ ბიჭები დატოვა და კატოს ბინასთან გაჩერდა, ცოტა ხანს სადარბაზოდან გამოსულ კატოს მოჰკრა თვალი, ნაგვის გადასაყრელად რომ გამოსულიყო, მანქანიდან გადმოვიდა და გოგოს მიუახლოვდა.
- ცოტა ხომ არ გაგვესეირნა
- არ მცალია
- ცოტა ხანს
- არ მინდა თქვენთან სეირნობა
- მოდი ჯერ შენობითზე გადავიდეთ
- კარგი. არ მინდა შენთან სეირნობა,... გაიმეორა კატომ
- ცოტა ხანს... იქნებ არც ისე ცუდი ტიპი ვარ
- ჩემგან რა გინდა ?
- მეგონა უკვე მიხვდი რაც
- და მეც მეგონა რომ უკვე მიხვდი მაგას რომ ჩემგან ვერ მიიღებ
- სერიოზულად მევასები
- მე კი სერიოზულად მაღიზიანებთ
- ჩემს მიმართ რამე ემოცია თუ გაგაჩნია უკვე ნუგეშა .. გაეცინა დიტოს
- ძალიან მაწუხებ უკვე რამდენიმე დღეა... მართლა შემეშვი
- გყავს ვინმე ?
- არა არ მყავს
- ანუ შანსი მაქვს
- უკანასკნელი კაცი რომ იყო შანსი მაინც არ გაქვს დიტო
- მაგას დრო გვიჩვენებს, ცოტა გავისეირნოთ... უბრალოდ გთხოვ
კატოს გაეცინა, აღარაფერი უთხრა და სადარბაზოსკენ გაბრუნდა, დიტომ მკლავში მოკიდა ხელი და გააჩერა
- მოდი , გოიმივით ნუ მოიქცევი და გამომყევი.
კატოს ხმა აღარ ამოუღია და დიტოს გაყვა, ვაკის პარკში შევიდნენ და იქვე სკამზე ჩამოსხდნენ. ორივე ჩუმად იყო, სიჩუმე ისევ დიტომ დაარღვია.
- ვიცი რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. აქამდე სერიოზული ურთიერთობა არ მქონია.ანუ გოგოებიც რომელთანაც ურთიერთობა მქონია შენგან ძალიან განსხვავდებოდნენ, ამიტომ ვიცი ზედმეტად თავხედურად გამომივიდა, უბრალოდ არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი. მოკლედ გულწრფელ ბოდიშს გიხდი რომ პირველი კოცნა მოგპარე... ტუჩის კუთხე ჩაეტეხა დიტოს და გაეღიმა, სასიამოვნო სითბო გაუჯდა სხეულში როცა გაიაზრა რომ გოგოსთვის პირველი შეხება სწორედ მისი ტუჩების შეხება იყო. უფრო და უფრო იზიდავდა კატო. კატოსაც გაეღიმა დიტოს გულწრფელ აღიარებაზე, გვერდით მჯდომ მამაკაცს გახედა, და ვეღარ დაინახა ის ახირებული ნაგლი დიმა, გვერდით იჯდა მამაკაცი რომელიც გულწრფელად ნანობდა მის საქციელს.
- არაუშავს, ბოდიში მიღებულია, ღიმილით გახედა მამაკაცს.
- რაზე გეღიმება... ღიმილითვე იკითხა დიტომ
- რავი ცოტა წარმოუდგენელ ამპულაში ხარ ისე იხდი ბოდიშს.
- ისეთი დღე დამაყარე მაგ კოცნის გამო.
- არ მიყვარს იმას რომ მაიძულებენ რისი გაკეთებაც არ მინდა
- თუმცა საჭიროა
- მაგრამ არა აუცილებელი... სხარტად პასუხობდა კატო დიტოს ... დიტო კი ცოტა არ იყოს გაოცებული იყო კატოს თავდაჯერებულობით და სიყტყვა პასუხით.
- რატომღაც ურიერთობებში ძალლიან გამოცდილი მეგონე
- ურთიერთობა არასდროს არავისთან მქონია.
- ხუმროობ ? სიცილით გახედა დიტომ
- სრული სერიოზულობით ვამბობ. ხომ არ დავბრუნდეთ
- კარგი წამოდი.... იცი ცოტა წარმოუდგენელია დღეს, ის რასაც შენ ამბობ... საუბარი გააგრძელა დიტომ
- პირველი არ ხარ ვისაც მსგავსი რეაქცია აქვს, გაეცინა კატოს.
- ხო ცოტა არ იყოს დავიბენი. მოკლედ ბოდიში კიდევ ერთხელ რომ ეს უხერხულობა შეგიქმენი.
- კიდევ ერთხელ მიღებულია ბოდიში. გაუღიმა კატომ. უბრალოდ გულწრფელად გეუბნები , ნუ ჩათვლი რომ რამე შანსი გაქვს და ჩალიჩს ნუ დამიწყებ, ურთიერთობები ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს.
- გასაგებია.
დიტო ქვეცნობიერად კმაყოფილი იყო დღევანდელი დღით, კმ აყოფილი ჩაჯდა მანქანაში და სამსახურის საქმეებზე გეშურა.

მეგობრებპ, ძალიან ტხოვთ კომენტარებშ გამოხატოთ თქვენი შთაბეჭდილებები.



№1 სტუმარი Mari

აუ ძააან კაია❤️❤️ნუუუ ცოტა თუ გაადიდებ თავებს და სიუჟეტს გაამრავალფეროვნებ უკეთესი იქნება❤️❤️მალე დადე შემდეგი თავი❤️

 


№2  offline წევრი alienbaby

როგორ მინდა მაგ კმაყოფილ სიფათში ვხიო დიტოს

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent