შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიული: ფერადი ფანქრები /სრულად/


14-04-2020, 17:02
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 308

- წამლის მიღების დროა.- თქვა ერთ-ერთმა მედდამ, რომელსაც როგორც სხვა ექიმებისავით, საშინლად გულისამრევი თეთრი ხალათი ეცვა. თვალებს შეშინებული აცეცებდა. ეტყობოდა, რომ ახალი იყო. ალბათ ეშინოდა კიდევაც ჩემი.
წამალი ნაჩქარევად გამოვართვი. პატარა ჭიქით წყალიც მოვსვი. ვგრძნობდი, როგორ სრიალებდა ჩემს სხეულში დამამშვიდებელი საშუალება, რომელსაც ალბათ „ფენობარბიტალი“ ერქვა... როგორც ყოველთვის.
- ბოდიში, მაგრამ ვალდებული ვარ შევამოწმო.
- რა საჭიროა. არ მენდობით?
- ნდობა აქ არაფერ შუაშია, ანაბელ... უბრალოდ პირი გამიღეთ.- ერთი ღრმად ამოვიოხრე. ალბათ ვაგრძნობინე რაოდენ მიშლიდა ასეთი უაზრო კონტროლი ნერვებს. ისედაც თავს გალიაში მყოფი ჩიტივით ვგრძნობ.- კარგია...- თქვა და ჩემი თეთრი, გამოყრუებული ოთახიდან უთქმელად გავიდა.


ვუყურებ თეთრ კედლებს, რომელიც ჯოჯოხეთის მსგავსი მეგონა. ვუყურებ და ამავდროულად თავში ათასი ფიქრი იყრის თავს. მონაცვლეობენ ერთმანეთში, თითქოს სასიამოვნო ცეკვასაც ცეკვავენ ერთმანეთში.
- ტყუილად ფიქრობ ამაზე. მაინც ვერ გააღწევ აქედან, ანაბელ!- ცინიკური ტონით მომიგო ერთ-ერთმა ჩემმა მემ, რომელიც წლებია ჩემს სხეულში იდებდა ბინას.
- მომწყდი თავიდან!
- როგორ თუ მოგწყდე? ხომ არ გავიწყდება ის, რომ მე შენი სხეულის ნაწილი ვარ? ფაქტობრივად შესაძლოა ითქვას იდენტური ტყუპებიც.
- გთხოვ მარტო დამტოვე... საშუალება მომეცი, რომ ჩემს თავს ჩავუღრმავდე.
- ჩემს გარეშე, შენ ამას ვერ შეძლებ და გირჩევ ეს არც კი სცადო, ანაბელ. იცოდე გეტკინება.

ოთახში კარგა ხანია მზის სხივები მწველ სხივებსაც აღარ ჰყოფს თავს. ვეღარ ალღობს იქვე მყოფ არსებულ აიზბერგს, რომელსაც თოვლის ნაზი, მაგრამ ამავდროულად საშინლად გამყინველი ფიფქები ეტაპობრივად ამაგრებს მის ადგილსამყოფელს. ეს ყინული კი თითქოს სხეულში მედება. შემდგომ კი საშინელ სიცივეს ვგრძნობ. მაგრამ არავინ მაფერადებს.
ალბათ ფერადი ფანქრები, რომ მქონდეს საკუთარ სხეულს მეთვითონვე გავაფერადებდი.
დამჭკნარ, გახუნებულ სულს ჭრელა-ჭრულა ფერებით ავავსებდი, ისე თითქოს მასში ედემის ბაღი ყოფილიყოს გაშენებული.
თორემ ამდენი უფერულობისგან ვგრძნობ, როგორ იფიტება ჩემი სხეული.
როგორ უყვება ჩემს ათრთოლებულ სხეულის ნაწილებს და სასიკვდილო იარაღებს მარგუნებს.
- შეიძლება ფერადი ფანქრები მომიტანოთ?- გავძახე ერთ-ერთ მედდას, რომლებიც გაოცებულსახიანები ერთმანეთს გაკვირვებულნი შეცქეროდნენ. თითქოს უკვირდათ, ჩემს სიტყვებში არსებული რეალობის ნაპერწკლები.


ქერათმიანმა მედდამ რამდენიმე წუთში ფერად-ფერადი ფანქრები შემომიტანა. ვგრძნობდი, როგორ ივსებოდა ჩემი სხეული სასიამოვნო შეგრძნებით, რომელიც თურმე ძალიან დიდი ხნის დავიწყებული ჰქონია გახუნებულ სულს.
ჩემს გრძელ თითებს, გასაფერადებელ ფანქრებზე ნაზად ვაცურებ. ვცდილობ მისი თითოეული ნაწილაკი საკუთრად ვაქციო. ვცდილობ მის საკუთრებაში ფეხი შევაბიჯო და ერთიანი ნივთი ვიქცეთ.
მე გახუნებულ სულიანი.
ის სიცოცლის ჟინით შეპყრობილი.
- პატარა ბავშვივით ხარ, ანაბელ. გასაფერადებელი ფურცლებიც ხომ არ მოგიტანო?- ირონიულად ამოიოხრა მან. თავი გვერდით გადაწია და მაცდური თვალებით დამიწყო ყურება. შიგადაშიგ თავის კლდევამოსილ თითებს ჰაერში ჩამოკიდებდა. ღრმად ამოიოხრებდა და ჩემს თითოეულ ქმედებაზე კომენტარს აკეთებდა.- ნახე, ანაბელ. თითოეულ ფანქარს როგორი ბასრი წვერი აქვს. ალბათ, როგორი სასიამოვნო იქნება თუ ამ ბასრ ნივთს საკუთარ სხეულში შეუშვებ. იქნებ გაგაფერადოს კიდევაც. ანაბელ გეყოფა! გაიგე? გეყოფა ანაბელ! ფანქრების სხეულზე გადასმით შენი სული ვერ გაფერადდება. შენ ისეთივე უფერული ხარ, როგორიც ადრე იყავი.- კვლავ მისი გულისამევი ირონიული ღიმილი.
- თავიდან მომშორდი, ანა!
- მე კი თავს დაგანებებ, ანაბელ, მაგრამ იცოდე ამ ქმედებით საკუთარ ცხოვრებას ვერ შეცვლი.- თქვა. თვალი ჩამიკრა. შემდგომ კი უკვალოდ გაქრა.

ჩემი გონება ამ ქვეყანას გასცდა და სულ სხვაგან, სხვა გალაქტიკას შეეხიზნა. ვფიქრობდი, როგორ უნდა ამევსო ჩემი შინაგანი სამყარო კაშკაშა ფერით, თუმცა ყოველი არსებული აზრი კრახით სრულდებოდა.
მოწყენილობისგან ლამისაა სრულიად ავფეთქდე.
როგორ მინდა, დანიელი კვლავ შემოეხიზნოს ჩემს სხეულს.
ერთმანეთთან კონტანქტი მხოლოდ საღამოობით არ მყარდებოდეს.
ისევ აქ იყოს...
ნეტავ ახლა რომელი საათია?!
ან სულაც დროს რა მნიშვნელობა აქვს. ამის დედაც!
ფსიქიატრიულში დრო გაყინულია. ადგილიდან არ იძვრის. ალბად ამ აიზბერგმა თავის მარწუხებში მოიქცია.
არა... მართლა, რომელი საათია, ღმერთმანი...



მისაღებ ოთახში გავდივარ. ფეხები თითქოს ოთახისკენ მექაჩება და თითოეული გადადგმული ნაბიჯისთვის სასიკვდილო იარებს მაყენებს.
- სიგარეტი გინდა?- მკითხა, ემანუელამ, რომელიც როგორც ყოველთვის ტელევიზორის წინ იჯდა და ღრმა ნაფასებს არტყავდა.
- ჩემთვის შეიძლება? არ ვიცი.
- რა მნიშვნელობა აქვს. წესები იმისთვისაა, რომ იგი დაარღვიო. ამის გარეშე ცხოვრება მეტად მოსაბეზრებელი გახდებოდა. წამოდი, ჩემს ოთახში შევიდეთ. შემოვლამდე ჯერ კიდევ ათი წუთია დარჩენილი. მანამდე მოასწრებ.

ემანუელას დაუფიქრებლად გავყევი. ყოველთვის მაგიჟებდა მისი ასეთი გაწონასწორებული ხასიათის მანერა, თითქოს აქ ყოფნას არც კი იმსახურებდა.
- გამომართვი.- მითხრა მან. შემდგომ ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. სიგარეტის ღერი საკუთარ გაფითრებულ და ამავე დროს აკანკალებულ თითებში მოვიქციე. ასანთის ღერს გავკარი, ანთებული ცეცხლი პირისკენ მივიტანე. შემდგომ ღრმა და ამავე დროს ძალიან სასიამოვნო ნაფასი დავარტყი.- კარგია არა?- მკითხა მან, რომელიც ჩემს ნეტარებით აღსავსე სახის დანახვაზე მაცდურად იცინოდა.- რისთვის ხარ აქ?
- ჰალუცინაციები. შენ?
- საშინელებაა, როცა თითოეულ ადამიანს გიჟი ჰგონიხარ, იმის გამო, რომ მოლანდებები გაწუხებს. - ღრმად ამოიოხრა.- არადა ყველაზე დიდი შეშლილები თვითონ არიან. მათ არ შეუძლიათ იმის დანახვა, რაც ჩვენ. ჩვენნაირი ადამიანები განსაკუთრებულნი არიან.


ღამე საკმაოდ ცივია და იცი რატომ? იგი შენში მიძინებულ ადამიანურ ტკივილებს აღვიძებს. თავს დაგატყდება... გულს გრძელი კლანჭებით ნაკუწებად გიქცევს. საბოლოოდ გამომშრალი რჩები. გამომშრალი და ცივი.
აკანკალებულ სხეულს ვერავინ მითბობს, იმის მიუხედავად, რომ უკვე ბევრი მაცვია, თუმცა შეუძლებელია შინაგანი აიზბერგის დადნობა, როცა ჩემში მზის მწველი სხივები ვეღარ აღწევს.
მაგარ ლოგინზე მოსვენებას ვერ ვპოულობ. ხან ემბრიონის პოზაში ვწვები. ნიკაპზე საკუთარ მუხლებს ვიბჯენ. თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ. ხან კი ფეხზე ვდები და ბოლთას ვცემ.
„- ნახე, ანაბელ. თითოეულ ფანქარს როგორი ბასრი წვერი აქვს. ალბათ, როგორი სასიამოვნო იქნება თუ ამ ბასრ ნივთს საკუთარ სხეულში შეუშვებ. იქნებ გაგაფერადოს კიდევაც.“- კვლავ მონოტორულად ჩაგესმის, ანას ხმა, რომელიც მთელ სხეულს ერთიანად გიწვავს. თვალებში ნაცრისფერი ნაჭერი მეფინება. გული საგულეში ვეღარ ჩერდება. სხეული ერთიანად თრთის. თითქოს პანიკური შეტევა ყოფილიყოსო.
ნელ-ნელა მანძილები მცირდება.
ხელში ფერადი ფანქრები მიჭირავს, რომლებიც თავიანთი მაცდური ძალით თავისკენ მიხმობდნენ.
- მე ერთადერთი ვარ, რომელსაც შენი უბადრუკი ცხოვრების შეცვა შეუძლია. მთავარია გაბედო.- გონებაში ჩაგესმის ზემოთხსენებული სიტყვები, რომელიც ისედაც აბობოქრებულ სულს მთლიანად ჭკუიდან შლის.

ხელებით ვეხები ფერად-ფერად ფანქრებს...
ვცდილობ მისი გემო გამეგო...
არანაირი გემო...
არანაირი სუნი....
მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მკვეთრი ფერები, რომელიც მიზიდავდა.
ვცდილობ, ჩემი რომელიღაც არსებული „მე“ საკუთარ სხეულშივე ჩავიკლა. ვცდილობ, მისი სიტყვები ჩემს ქმედებებზე არ მანიპულირებდეს, თუმცა ყოველივე ცდა კრახით სრულდება.
ხელში მიჭირავს ფერად-ფერადი ფანქრები...
არაფრად ვაგდებ საკუთარი მე-ს წამოძახილს, რომელიც მაფრთხილებდა, რომ ერთ-ერთი „მე“ საშინლად ცდებოდა.
ვგრძნობ, როგორ ესობა მისი ბასრი თავი ჩემსავე სხეულს...
როგორ გადმოდის მის მიდამოებში არსებული სისხლი.
- მე ეს შევძელი. მე შენ გაჯობე!- ხითხითებდა, ანა , რომელიც კვლავ ირონიულად დასტრიალებდა ჩემსავე სხეულს, რომელიც სისხლი ყოფილიყო მოთხუპნული.
- არა...- გამოეხმაურა, რომელიღაცა მე, რომელიც საკუთარ სხეულს არ თმობდა...
- ძალიან მტკივა! შემეშვით!- ძლივას აღმოვთქვი. ვგრძნობდი, როგორ მონაცვლეობდა, ჩემში ერთდროულად სხვადასხვა ტიპის ადამიანი. როგორ ეხებოდა ჩემს პირად სამყაროს.... როგორ მანადგურებდა... როგორ საშინლად მტკენდა და ეს ყოველივე მათ არ იცოდნენ. ან საერთოდ ვერც ხვდებოდნენ.



მე არასდროს მიყვარდა სიცივე....
ახლა კი მარადიულად სიცივის თანამგზავრიც გავხდი.


- ანაბელ!- შიგადაშიგ მაბრუნებდა საკუთარი „მეს“ ხმა... უყურებდა ჩემს ათრთოლებულ ბაგეებს, რომლებსაც სიტყვების ენით გადმოცემა არ სძალუძდა.- არ დამტოვო, ანაბელ, გესმის?! სიკვდილი ძალიან ცივია, ანა... ამისთვის არ მემეტები.



№1 სტუმარი ana

ღმერთო ჩემო. ძალიან გიჟი ხარ!
უზომოდ მომეწონა. ძალიან რთულია მსგავს თემატიკაზე წერო, მაგრამ შენ ეს შეძელი heart_eyes

 


№2  offline მოდერი Mary Drey

ana
ღმერთო ჩემო. ძალიან გიჟი ხარ!
უზომოდ მომეწონა. ძალიან რთულია მსგავს თემატიკაზე წერო, მაგრამ შენ ეს შეძელი heart_eyes



ძალიან დიდი მადლობა, ანა! heart_eyes

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

აიზბერგი არა - აისბერგი.
კლდევამოსილი - კდემამოსილი.
ნაფასი - ნაფაზი.
არტყავდა - არტყამდა.

სასვენი ნიშნები გაკლია ბევრგან. "როცა"; "როდესაც"; "თუმცა"; "მაგრამ" და ა.შ. ამ სიტყვებამდე მძიმე იწერება, დააკვირდი წერის დროს.
ყველა "რომ-ის" წინ მძიმე არ უნდა გამოიყენო.
ტავტოლოგიას მიაქციე ყურადღება. კი, ზოგჯერ ძალიან ლამაზია, როცა იმეორებ და ეს სილამაზე ერთი-ორგან დავიჭირე, მაგრამ ხშირად არ ღირს.
მრავალწერტილები საგრძნობლად შეამცირე. კარგია.

რაც შეეხება შინაარსს. ვიცი აღწერილი. მეც დამიწერია ამაზე.
ემოციები დამაკლდა. ძალიან დამაკლდა. არ ვიცი შენ ვერ აღწერე თუ მე იმდენად ღრმად ვარ ამ თემაში, რომ უბრალოდ არ მეყო.
ანა ნაბი'ჭვარია. ანაბელი - სულელი.
არ უსმენენ ერთმანეთს. მეც დავუშვი ეს შეცდომა და... მიხვდები ვისაც ვგულისხმობ. მაგრამ გონს მოვედით. მას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თუმცა ამოვძვერით.

პოტენციალი გაქვს, რა. ნუ დაწერ რეაქტიული სისწრაფით. გადახედე ძირფესვიანად, ჩაასწორე შეცდომები. მერე რომ გადაიკითხავ, იცი რა სასიამოვნოა?

 


№4  offline მოდერი Mary Drey

Catherine Di Perso
აიზბერგი არა - აისბერგი.
კლდევამოსილი - კდემამოსილი.
ნაფასი - ნაფაზი.
არტყავდა - არტყამდა.

სასვენი ნიშნები გაკლია ბევრგან. "როცა"; "როდესაც"; "თუმცა"; "მაგრამ" და ა.შ. ამ სიტყვებამდე მძიმე იწერება, დააკვირდი წერის დროს.
ყველა "რომ-ის" წინ მძიმე არ უნდა გამოიყენო.
ტავტოლოგიას მიაქციე ყურადღება. კი, ზოგჯერ ძალიან ლამაზია, როცა იმეორებ და ეს სილამაზე ერთი-ორგან დავიჭირე, მაგრამ ხშირად არ ღირს.
მრავალწერტილები საგრძნობლად შეამცირე. კარგია.

რაც შეეხება შინაარსს. ვიცი აღწერილი. მეც დამიწერია ამაზე.
ემოციები დამაკლდა. ძალიან დამაკლდა. არ ვიცი შენ ვერ აღწერე თუ მე იმდენად ღრმად ვარ ამ თემაში, რომ უბრალოდ არ მეყო.
ანა ნაბი'ჭვარია. ანაბელი - სულელი.
არ უსმენენ ერთმანეთს. მეც დავუშვი ეს შეცდომა და... მიხვდები ვისაც ვგულისხმობ. მაგრამ გონს მოვედით. მას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თუმცა ამოვძვერით.

პოტენციალი გაქვს, რა. ნუ დაწერ რეაქტიული სისწრაფით. გადახედე ძირფესვიანად, ჩაასწორე შეცდომები. მერე რომ გადაიკითხავ, იცი რა სასიამოვნოა?




დღეს დამეტაკა ასეთი საშინელი რამ, ფაქტობრივად :დ
საშინლად შეშინებულმა ეგრევე წერა დავიწყე.
ვიცი ბევრი რამ ააკლია. ვიცი. მადლობა, რომ წაიკითხე. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent