შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 4.


14-04-2020, 23:02
ავტორი zia-maria
ნანახია 2 099

-ამიტომ უნდა შეიცვალო და სიტყვა შეასრულო,შენ ექიმი გახდები.
-ყველაფრის შოვნას შეძლებ ადამიანი,ფული მთავარი არ არის.მთავარია ადამიანობა არ დავკარგო,არ დავიხრჩო და როცა ლილეს შევხვდები წყლიდან მშრალი ამოვიდე.
-ეს ასეც იქნება,მოდი ყველაფერი თავიდან და სულ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.ალექსანდრეს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა,მისთვის სკოლა და მეცადინეობა იყო მთავარი და მან ძალიან მოკლე დროში შეძლო სკოლის წარმატებით დასრულება,მან ეს შეძლო და უმაღლესი განათლებაც მიიღო,მისი ოცნება ასრულდა ის ექიმი გახდა.დრო და დრო ლილეზე ფიქრობდა არასოდეს დავიწყებია საყვარელი ქალი და არც მისი ძებნა შეუწყვეტია,მაგრამ ვერსად ვერ იპოვა.არავინ იცოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა რა ქაოსი იყო მის გულში,მისი გული არავისკენ არ იწევდა,მაგრამ ის მამაკაცია და მასაც აქვს მოთხოვნილებები.ოთხი წლის თავდაუზოგავი მეცადინეობის შემდეგ მან წარმატებას მიაღწია,ძველი ალექსანდრე გაქრა და არც უნდოდა მისი დაბრუნება.ერთ დღეს უნდოდა დაევიწყებინა ვინ იყო და წარსულში გადაწყვიტა მოგზაურობა,თავის კაბინეტში იჯდა თვალდახუჭული და ოცნებებში რაღაცას ან ვიღაცას უღიმოდა,შემდეგ კი მაგიდის უჯრა გამოაღო და ხელში ფოტო აიღო.
-ვერა,შენ ვერ შეძლებ დაასრულო ის რაც ჩემშია ლილე. ალბად გგონია ჩემს სახეზე ასახული ღიმილით ვფარავ ჩემს ტკივილს? შენ წადი,ერთ დღეს ადექი და გაუჩინარდი ისე უკან არც მომიხედე,ვერ მიხვდი ის რა მოგონებებიც დამიტოვე როგორ დამტანჯავდა,სწორედ ის ბედნიერი დღეები გადაიქცა ჩემთვის ტკივილიან მოგონებებად.გიპოვი,გიპოვი თვალებში ჩაგხედავ და მერე მე წავალ შენგან.შენ გამიმეტე,შენ არც დაფიქრდი წასვლისას და ამიტომ მეც არ მოვიხედავ უკან.გინდა გაიგო როგორ ვარ? მარტოობა და სინანული,გადარაზული გულის კარები და ტკივილით სავსე სულში დაგროვილი ბოღმა.ალბად ისიც გაინტერესებს თუ იყო რამე,მნიშვნელოვანი არაფერი მე ხომ მხოლოდ შენ გელოდები თუმცა ისიც არ ვიცი მოხვალ თუ არა,მაგრამ მე მაინც გელოდები ჩემი გაქვავებული გულით.
-ალექს აქ ხარ?
-მოდი,შემოდი აქ ვარ უბრალოდ წარსულში დავბრუნდი,მაგრამ შენ ხომ ყოველთვის მიშლი ხელს ბედნიერებაში და არ მაძლევ საშუალებას წარსულში დავბრუნდე.
-წარსულით არ ვცხოვრობთ,წარსული წარსულში რჩება რადგან ჩვენ მომავლის იმედებით სავსე ვართ და დღევანდელი დღითაც არ გვინდა ცხოვრება,ხვალინდელი დღეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში.
-ფილოსოფოსობა არ გვინდა არ გიხდება,მითხარი რისი თქმაც გინდოდა.
-გახსოვს რომ მითხარი ეთერი დეიდა უნდა შევცვალო და მდივანი მჭირდებაო.
-კი მახსოვს,არის ვინმე კანდიდატი?
-არის კანდიდატი,ნახე და გაესაუბრე.
-კარგი,შემოვიდეს გავესაუბრები.
-კარგი უფროსო.რომა ღიმილით გავიდა და საშუალო სიმაღლის შავთმიან გოგონასთან ერთად დაბრუნდა,წუთიერად თვალი გაუშტერდა,მაგრამ თავი გააკონტროლა და გოგონას გაუღიმა,რადგან მის თვალებში შიში დაინახა.
-დაბრძანდით ნუ ხართ დაბნეული,გეშინიათ?
-მეშინია? არა,რატომ უნდა შემეშინდეს,მაგრამ განვიცდი.ალექსანდრემ გოგონას მონაცემები წაიკითხა და თქვა.
-ლალი ლომთათიძე ვფიქრობ შიშის მიზეზი არ უნდა გქონდეთ,თქვენი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ პირიქით,თავი ამაყად უნდა გეჭიროთ.
-როგორ,ანუ.........
-ანუ გადაწყვეტილება მივიღე,თქვენ შეძლებთ ჩვენთან იმუშაოთ.
-უკვე ამიყვანეთ?
-აქ მუშაობთ,ქალბატონი ეთერი გეტყვით თქვენი მუშაობის განრიგს და ბოლოს გაფრთხილება.
-გისმენთ ექიმო.
-დაგვიანებას ვერ ვიტან და არც გაცდენას, აქ არავინ სარგებლობს ნაცნობოების და ახლობლების პრივილეგიებით.
-არა,ეს არც მიფიქრია მე მხოლოდ სამუშაო მჭირდება,თქვენს გვერდით მუშაობა ექიმო ეს ისედაც დიდი პატივია.
-ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ,ერთი დიდი ოჯახი და ყველა ერთმანეთს ვეხმარებით,კარგი იქნება თუ ყველასთან კარგი ურთიერთობა გექნებათ. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით.
-ექიმო მისაღებში თქვენი ნახვა სურთ.
-ვინ არის,შემოვიდეს.
-პაციენტი მუცლის ტკივილით მოიყვანეს და ამბობს,ალექსანდრე ექიმი მომიყვანეთ სხვას არ გავესინჯებიო.
-მოვდივარ ქალბატონო ეთერ.ალექსანდრემ ახალ თანამშრომელს შეხედა და უთხრა.
-კეთილი იყოს შენი შემობრძანება ჩვენს სამყაროში,თქვენი სამუშაო დღე დაიწყო.ქალბატონო ეთერ ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია,თქვენ აჩვენეთ რა ევალება მას.
-კარგი ექიმო მე მივხედავ მას.ალექსანდრე ჩქარი ნაბიჯით შევიდა მისაღებში და გაოცებული უცქერდა ნერვებად ქცეულ მეგობარს.
-ცოტნე? აქ რატომ იცდი,რატომ შეაჩერეთ და ჩემამდე არ გამოუშვით.
-ექიმო მას არ უთქვამს რომ თქვენი მეგობარია.
-ვინც არ უნდა მოითხოვოს ჩემთან შეხვედრა,აქ არასოდეს არავინ არ გააჩეროთ. გაბრაზებული სახით მიუბრუნდა ცოტნეს და ლაშამ და ანდრეამ ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა და უთხრა.
-სუნთქვა არ მომწონს ამ იდიოტის,აქ კი ძალის ძალად მოვიყვანე.
-გაცივდი? წამოდი მაღლა გაგსინჯავ და ვნახოთ რა გჭირს,თუ უბრალოდ გაცივებაა.
-გაოფლიანდა ალბად,ეს ხომ ქალების რისხვაა და არც არასოდეს გამოსწორდება.
-ჩოგანი თავისია სადაც უნდა და როგორც უნდა იქ აურ დაურიოს,მთავარია გაქაჩოს.ყველას გაეცინა ალექსანდრეს ხუმრობაზე,მაგრამ როცა უბრძანა გაიხადეო,ცოტნემ გაოცებულმა უთხრა.
-სულ გავიხადო?
-იდიოტო აქ რას ხედავ, სტრიპტიზ კლუბი მაქვს? მაისური გაიხადე რომ გაგსინჯო.ალექსანდრემ წარბები შეკრა და სერიოზული სახე მიიღო,რაც ცოტნეს არ მოეწონა და უთხრა.
-რა მოხდა,შენი გამოხედვა არ მომწონს.საბოლოოდ გხედავთ?
-ნუ ბოდავ სისულელეს,შენს გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია,ახლა ეს მითხარი ისევ ეწევი და გაფრთხილების მიუხედავად არ შეეშვი მოწევას.
-შევწყვიტე,მაგრამ ისევ დავიწყე,ვერ შევძელი.
-გუშინ საშინელება მოხდა და თუ მოწევას არ შეეშვები,შენც იგივე დაგემართება.
-ასე რთულად არის საქმე?
-შენ თავად ვერ ხვდები რომ სუნთქვა აღარ შეგიძლია?
-ის მოკვდა?
-მოკვდა,რადგან ვერ დათმო მოწევა.იმდენად დასუსტდა ფილტვები მისი გადარჩენა ვერ შევძელით.
-ასაკი? რა ასაკის იყო.
-40-45 წლის იქნებოდა.
-ესე იგი დასამშვიდობებელი ტექსტი უნდა დავწერო?
-ჯერ წამლებს გამოგიწერ და როგორც გეტყვი ისე უნდა მიიღო,ასევე სითხეები და ვფიქრობ სამ ოთხ დღეში ისევ ყირაზე გადახვალ. ცოტნემ სათითაოდ მოათვალიერა ყველა და გაბრაზებულმა თქვა.
-სადისტები ხართ,გული ლამის გამიხეთქეთ,იდიოტებო.ალექსანდრეს გულიანი სიცილი კაბინეტის გარეთაც ისმოდა,რაზედაც ექთნებსაც გაეცინათ.ლალი შრომისმოყვარე და დისციპლინიანი გოგონა აღმოჩნდა,ის ძალიან დაუახლოვდა ალექსანდრეს და ალექსანდრეს შორს იჭერდა მისგან თავს,მაგრამ მამაკაცია და რამოდენიმე თვეში ერთადაც დაიწყეს ცხოვრება.არ უყვარდა,მაგრამ შეეჩვია და ცდილობდა შეყვარებულად მოეჩვენებინა თავი.ერთ დილით რომა გაბრაზებული დახვდა ალექსანდრეს და ლალის ისეთი თვალებით შეხედა რომ ტყვიის გარეშე მოკლა მისი მზერით.
-რა მოხდა,ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ.
-არა არაფერი,გამოიცვალე და შემოვლაზე გავიდეთ.
-კარგი,ახლავეს.უთხრა რომას და თან ლალის შეხედა გაკვირვებულმა.
-რატომ არის გაბრაზებული,რამე იცი?
-რატომ მეკითხები,საიდან უნდა ვიცოდე რატომ ბრაზობს ექიმი რომა.უთხრა თავადაც გაბრაზებულმა და ალექსანდრეს თვალი აარიდა.ალექსანდრე არ იყო მიჩვეული მის მიერ დასმული კითხვა უპასუხოდ დაეტოვათ და წარბი აწია,უხმოდ გაყვა რომას და როცა დრო ნახა შეეკითხა.
-რა გჭირს,უხასიათოდ ხარ და თან დაძაბული.
-ახლა საქმე გვაქვს და მოგვიანებით ვისაუბროთ.
-კარგი როგორც გინდა.ყველა პაციენტი ნახეს,დაღლილებმა ყავის დალევა გადაწყვიტეს.
-საყვარელო სად მიდიხარ,არ მოგშივდა?
-სწორედ ახლა ვაპირებდით გასვლას მე და რომა,წამოხვალ?
-წამოვალთ.
-წამოხვალთ?
-ეთერი დეიდაც მოდის.
-საავადმყოფოს კაფეში ჩადით,მე და ალექსის სალაპარაკო გვაქვს.უთხრა ლალის რომამ და თან თვალებში უცქერდა,რამაც ლალი ძალიან დააბნია.
-რას ველოდებით,არ წავიდეთ? ალექსიმ რომას შეხედა,ლალი ფეხზე ადგა და კაბინეტიდან გავიდა,მაგრამ ალექსანდრეს ხმა მოესმა და კართან დადგა.
-რა გჭირს,რატომ ხარ ასეთი დაძაბული დღეს.
-გუშინ საღამოს ახლობელთან მივდიოდი,მაგრამ შევჩერდი მეც არ ვიცი რატომ და პარკის განაპირა სკამზე ჩამოვჯექი,უკვე დაბინდებული იყო განმარტოვება მომინდა,სიმყუდროვე იყო და მომეწონა.თითქმის ერთი საათი ვიყავი და მართლა დავისვენე,უკვე უნდა წამოვსულიყავი რომ რაღაც ჩურჩული მომესმა,მეც იქით წავედი და დავინახე ქალი ღალატობდა ქმარს.
-სად ქუჩაში? შეეკითხა ალექსანდრემ გაოცებულმა.
-ქუჩაში,საზოგადოების თავშეყრის ადგილზე და ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა.
-ვიცი რატომ ხარ ასეთი ანერვიულებული,არ იცი ეს როგორ უნდა უთხრა შენს ახლობელს.
-შენ რას იზამდი,ეტყოდი?
-არ ვიცი,რთული სათქმელია თუმცა ტყუილში ცხოვრებას ვეტყოდი. ლალი კარს მოშორდა და ანერვიულებული იყო,ცოტა ხანში კი ალექსანდრეს სახლში წასვლა სთხოვა.
-დაიღალე თუ თავს შეუძლოდ გრძნობ.
-შეუძლოდ ვარ,ცხელ აბაზანას მივიღებ და გამივლის.
-კარგი წადი,მეც ადრე მოვალ დღეს ოპერაციები არ მაქვს და დავისვენებ.ლალი წავიდა,რამოდენიმე საათში ალექსანდრემ რომას ხელი დაუქნია,თეთრი ხალათი გაიხადა თანამშრომლებს ღიმილით დაემშვიდობა და საავადმყოფოდან გავიდა,მანქანაში ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-გაგაღვიძე?
-არა,არ დამეძინა,უკვე მოდიხარ?
-მოვდივარ,სააბაზანოში დამხვდი ისე როგორც შენ იცი და დაღლილობას მიხსნი.
-რა გჭირს,ალექსანდრე ძალიან უცნაურია შენი საუბარი.
-შენნაირი ქალი რომ მხვდება სახლში არ დაფიქრებულხარ არასდროს რომ შენ მე მაგიჟებ? ერთ საათში სახლში ვარ,საცობია და მეტი ადრე ვერ მოვალ.
-გელოდები. ალექსანდრემ ირონიული ღიმილით გათიშა ტელეფონი,მაგრამ რომას ზარს გაოცებულმა უპასუხა.
-ჯერ კიდევ ნახევარი საათიც არ გასულა რაც დაგშორდი,მაგრამ სიამის ტყუპივით მაინც მე დამეძებ,რა მოხდა.
-ალექსანდრე უნდა დაბრუნდე,მჭირდები.
-უჩემობა არ იქნება,ვერ შეძლებ?
-ვერა,შენ მჭირდები და უნდა დაბრუნდე.რომამ ტელეფონი გათიშა და თქვა.
-არ მინდა ინერვიულო მეგობარო და უკეთესია აქ იყო ჩემს გვერდით.რომამ იცოდა ლალი სახლში არ წასულა და ეს მისმა მეგობარმა შეატყობინა რომელიც ლალის სათვალთვალოდ მიუჩინა,ალექსანდრე კი თითქმის მისული იყო სახლთან,მაგრამ მანქანა მოაბრუნა და საავადმყოფოში მიბრუნდა,ლალის კი შეტყობინება გაუგზავნა.
-უკან დავბრუნდი,სასწრაფო ოპერაციაა. ალექსანდრემ რომასთან ერთად რამდენიმე დამღლელი საათი გაატარა საოპერაციოში,დაღლილი და ძალა გამოცლილი იყო რთული ოპერაციის შემდეგ როცა ორივე ხელები აუწია რომას და თეთრი ხალათიც გაიხადა,დაემშვიდობა მეგობარს და გაუფრთხილებლად შევიდა ბინაში.ჩანთა სავარძელში დადო და საძინებელში შევიდა,იქ ლალი არ დახვდა.სააბაზანოში შეიხედა, მაგრამ არც იქ იყო, სახლში მხოლოდ სიჩუმე და სიმყუდროვე მეფობდა.რამდენჯერმე ტელეფონზეც დაურეკა,მაგრამ ის არ პასუხობდა,ვერ შეძლო დაძინება და გამოუძინებელი გავიდა სახლიდან საავადმყოფოში მისულს რომა ისევ იქ დახვდა,მაგრამ უცნაურად მოეჩვენა როცა რომამ თვალი აარიდა,მის დაღლილობას მიაწერა და კაბინეტში შევიდა,რამდენიმე წუთში რომა გაბრაზებული სახით შევიდა ალექსანდრეს კაბინეტში,მისი გამოხედვა მკაცრი იყო.
-პირდაპირ სახლში წადი გუშინ?
-რა გუშინ,გათენებული იყო რომ წავედი და ისევ აქ დავბრუნდი.სახლი ცარიელი იყო,უკვე მერამდენე ღამეა სახლში არ მხვდება როცა გაუფრთხილებლად მივედი.
-თვალი გაახილე ალექსანდრე ეს გოგო გატყუილებს და შენი შესაფერისი არ არის.
-იცი რამე ისეთი რაც მე არ ვიცი?
-შენც იცი ის რაც მე ვიცი,მაგრამ არ ვიცი რას და ვის ელოდები.
-ველოდები,შენ მართალი ხარ მე მის წასვლას ველოდები.
-იცი,შენ ყველაფერი იცი.ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა რომას და კაბინეტიდან გავიდა,მაგრამ უკან შემობრუნდა და რომას უთხრა.
-შენ ასე რატომ ნერვიულობ,არ გაბედო და არაფერი დამიმალო.იმ დღეს ვიცი ვინც იგულისხმე და სადაც მოხდა ის ინციდენტი,ისიც ვიცი რომ ლალი ჩვენს საუბარს უსმენდა,მან თავად გასცა თავისი თავი ახლა კი გისმენ.
-შენ რომ წადი დილით აქ მოვიდა,თითქოს არეული იყო არ მომეწონა თვალები ჰქონდა ჩაწითლებული,ალექსანდრე ის გაკეთებულში იყო.
-შემდეგ?
-ვისაუბრეთ და მითხრა რომ უყვარხარ.
-მიყვარს,მაგრამ სიცარიელეს ვგრძნობ,შიგნიდან ცარიელი ვარ რადგან ის ყოველთვის სხვასთან არის ფიქრებით და ოცნებებით.
-რატომ იღუპავ თავს და რატომ გინდა დაღუპო ალექსანდრე.
-გთხოვ გამოვსწორდები,მომეცი მეორე შანსი.
-თავს ვერ აკონტროლებ,კლინიკაში უნდა დაწვე,უნდა იმკურნალო სხვასგვარად შეუძლებელია მეორე შანსი აიღო.
-რა გითხრა სად მივდივარო.
-წავიდა,მაგრამ არ ვიცი სად წავიდა არც არაფერი მითხრა გარდა იმისა რომ დაშვებულ შეცდომას ნანობდა.საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ,ზარი ანონიმური იყო და უპასუხა.
-გისმენთ.
-ალექსანდრე ქვრივიშვილი,წარმატებული ექიმი მაგრამ არ იცით ავტოსადგომზე რა სიურპრიზი გელოდებათ.ქალის ხმა იყო,უცხო ქალის ხმა რომელიც პირდაპირ გულზე მოხვდა და რომას შეხედა.
-ავტოსადგომზე რა სიურპრიზი მელოდება,შენ რამე იცი?
-არა,მე არაფერი ვიცი სიურპრიზის შესახებ. სასწრაფოდ ორივემ დატოვა კაბინეტი და ავტოსადგომზე გავიდნენ,შორიდან შეხედა ნაცნობ თეთრ ნისანს და ნელა-ნელა მიუახლოვდა.გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა,წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდა და რომას შეხედა, მკლავში წაავლო ხელი და მეგობრის დახმარებით ცნობისმოყვარეთა ბრბო გაარღვია,მაგრამ ადგილზე გაშეშდა,მოკვდა რომ პოლიციელის ხმა გაიგონა.
-ორივე მკვდარია. სიკვდილი ყველა ადამიანს ყოველ ნაბიჯზე თან სდევს,ფათერაკებით სავსე სამყაროში კი სიფრთხილის გამოჩენა გვავიწყდება. იქ ნანახმა სურათმა ყველა შეძრა და მით უფრო ცნობილი ექიმი,ორივეს შიშველი სხეულები გაცივებული იყო,ეს იმის ნიშანი იყო რომ მათი სიკვდილიდან რამოდენიმე საათი იყო გასული.ვერაფერს ხედავდა,მხოლოდ შორიდან ესმოდა ხმები.
-სიკვდილის მიზეზი ჩაწერეთ.
-ძრავის გათიშვა დაავიწყდათ და გაიგუდნენ. უკან-უკან დაიხია და უხმოდ გაეცალა უამრავ ხალხს,რომა ალექსანდრეს გაყვა მასზე ძალიან ნერვიულობდა.
-ალექსანდრე როგორ ხარ.
-იზრუნე ეს ინფორმაცია არცერთ გაზეთი და ჟურნალში არ დაიბეჭდოს,მე კაბინეტში ვიქნები და არავინ შემაწუხოს.წავიდა,თავის კაბინეტში შევიდა,კარი შიგნიდან ჩაიკეტა ჭიქა კონიაკით აავსო და ჩაფიქრდა,ფიქრებმა წარსულში დააბრუნა,მაგრამ ფიქრშიდაც ხელი შეუშალეს და კარზე კაკუნის ხმამ იძულებული გახადა აწმყოში დაბრუნებულიყო,კარი გააღო
და კართან ასაკოვანი კომისარი იდგა.
-ბატონო ალექსანდრე...............მაგრამ ალექსანდრემ შეაჩერა ის და უთხრა.
-ახლა არა კომისარო,გთხოვ ახლა ნუ მთხოვთ რამე გითხრათ.
-გასაგებია,მოგვიანებით გინახულებთ.კომისარი წავიდა,თავად კაბინეტში შებრუნდა და ის უმზერდა უსასრულობას,უნდოდა იმ უსასრულობაში აღმოეჩინა მისი შეცდომა ლალის წინაშე.მხარზე ხელის შეხება იგრძნო,მიხვდა რომ მეგობარი გვერდით ყავდა და არც შემობრუნებულა ისე თქვა.
-ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა გამიგონია და არა სასიამოვნო სიტუაციასაც შევსწრებივარ,თუმცა ყოველთვის უკან დამიხევია და ყველაზე გვიან გამომითქვამს ჩემი აზრი,რადგან ყოველთვის ვგრძნობდი და ვამბობდი,ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და გამოსწორებადია.რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ის ვისაც არ უნდა შეცდომები გამოასწოროს და შეცდომებზე ცხოვრება ისწავლოს ის არასოდეს გამოსწორდება,პირიქით მეგობარო ის უფრო ბოროტდება და ადამიანურ სახეს კარგავს.დღეს კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ჩვენ ადამიანები საზიზღარი საზოგადოება ვართ,სიყვარულს ჩუქნი და ღალატით გიბრუნდება უკან შენი გაცემული სიყვარულიც და ერთგულებაც.საკუთარი თავის იქით სხვა არავინ აინტერესებდა და ახლა ვხვდები ის ჩემთან იძულებით ცხოვრობდა მთელი ეს დრო.გაყინული სახით მიცქერდა და ვერ ვხსნიდი მისი შეცვლის მიზეზს.ეს რამდენიმე დღეა ვაკვირდები და მივხვდი კიდეც რა იყო მისი სიცივის და შეცვლის მიზეზი,მაგრამ აღარ მაინტერესებს დღეს ქალის ტიტული ჩემს თვალში მოკვდა და გარდაიცვალა.
-დასრულდა,დამშვიდდი.
-ამიერიდან ჩემში ძველი ალექსანდრე გაიღვიძებს,რადგან აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო.ოდესღაც ყველაფერი სრულდება,დღეს აქ მე დავსრულდი,ამიტომ შენ ხარ აქ უფროსი მე კი დროებით უნდა წავიდე.
-სად მიდიხარ,რა ჩაიფიქრე რამე შარში არ გაეხვიო.
-დავისვენებ,მოვწყდები ამ სამყაროს და სიწყნარეს ავირჩევ,მთებში წავალ.
-კონტაქტი გვქონდეს,რომ რამე დაგიკავშირდე. ალექსანდრე სახლში დაბრუნდა სპორტულად ჩაიცვა და ჯერ უმისამართოდ იარა,შემდეგ ერთ მშვიდ სოფელში მოხვდა და იქ გადაწყვიტა გაჩერებულიყო,მაგრამ რამდენიმე საათმა გასტანა სიმშვიდემ,მას გვიან ღამით სამი შეიარაღებული პირი დაადგა თავზე გაძარცვის მიზნით.
-ვინ ხართ,რა გინდათ. დაუპატიჟებელი სტუმრები გააოცა ალექსანდრეს სიმშვიდემ და მათგან ერთმა წარუდგინა თავი.
-აქ მე ვარ მთავარი.
-აქ ცხოვრობთ?
-ჩემი მისამართი გაინტერესებს? არ მაქვს სახლის მისამართი,იცი რატომ? ჩემი სახლი ქუჩაა ძმაო და ჩემი თავშესაფარი მთელი ქვეყნის მაშტაბით მაქვს.
-ვინ ხარ შეგიძლია მითხრა?
-ვინ ვარ? ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი რომელსაც ყველგან იცნობენ და ყველა ქალაქში ჩემი სახლია.ყველგან,ყველა ქვეყანაში ჩემიანი მყავს.
-გასაგებია და ჩემგან რა გინდა მეგობარო.
-ვიცი ვინ ხარ,ადრე ბრძოლებში იღებდი მონაწილეობას.
-ეს წლების წინ იყო,დამავიწყდა ის დრო.ალექსანდრეს დაუმეგობრდნენ ბიჭები და საოცრად კარგი დღეები გაატარა მათთან ერთად მთაში.ერთ დღეს ანდრეას შეტყობინება გაუგზავნა.
-ლოკაციას ჩაგიგდებ და ყველამ წამოდით,აქ ძალიან კარგი ადგილია.საღამოს ყველა ერთად იყო და საუბრობდნენ.
-აქ რატომ მოგიყვანეთ არ მეკითხებით.
-მივხვდით რომ რაღაც გაქვს სათქმელი.
-მინდა ჩხუბში მივიღო მონაწილეობა,ისე როგორც ადრე.
-გინდა შენს ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიო და ვინ იცის ვის შეხვდები ბრძოლის დროს,გამორიცხული არ არის მარცხით დასრულდეს შეხვედრა.
-უნდა გავიდე და უნდა ვიბრძოლო.
-არ მესმის რატომ გინდა ეს გააკეთო,იქ წესები არ არსებობს და კარგად იცი იქ რა დაუნდობელი ბრძოლაა.როგორ ფიქრობ აქ მოგვიყვანე ყველა,რომ ტაშს დაგიკრავდით ისეთ დიდ სიხარულს მივიღებდით შენი გადაწყვეტილებით?
-გადაწყვეტილება უკვე მივიღე,რამდენიმე დღე ვივარჯიშებ რომ ძალები აღვიდგინო.
-შეცდომას უშვებ ლექსო.
-სხვა გზა არ არის,ეს ერთადერთი გზაა რომელზედაც ახლა მინდა გავიარო.
-დაფიქრდი,შეცდომას უშვებ.
-შეცდომები უნდა დავუშვათ,მაგრამ ეს არ არის ცხოვრების დასასრული რადგან ცხოვრება გრძელდება რომ ჩვენ ჩვენივე შეცდომებზე ვისწავლოთ.

-მიშო ვინ არის ეს ტიპი და რატომ ენდობი მას.
-ეს ტიპი ადრე ჩხუბობდა,ძველი რბოლელია და უამრავი უჩინარი საქმე აქვს გამაზული და ახლა იცი ვინ არის?
-ვინ არის,ცნობილია?
-ცნობილი ექიმია და მე მას ვენდობი,ალექსანდრე ქვრივიშვილი სიტყვის კაცია.
-მართალი ხარ მიშო შენ მიცნობ და ჩემზე ყველაფერი იცი,მაგრამ მე არაფერი ვიცი შენზე.
-უბრალო კაცი ვარ და ამ ჩხუბში აღებული ფულით ერთ კეთილ ადამიანს უნდა დავეხმაროთ.
-რა დაავადება ჭირს კეთილ ადამიანს.
-გული აწუხებს და მკურნალობა ძვირი დაუფასეს რომელიც მას არ აქვს.
-მე შემიძლია ვნახო და თუ საჭიროა ვუმკურნალებ და თუ რამე სხვაგვარად არის და რამე მახეს მიგებ,შემოგიბრუნდები და გაგანადგურებ და არ მინდა ეს გავაკეთო რადგან გამკეთებელი ვარ.ცოტნე და ლაშა სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა,მეგობარზე ძალიან ნერვიულობდა და არც ეს ტიპი მოსწონდათ,ის სულ ცალკე გადიოდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-მისამართი მომეცი სად იქნება ბრძოლა.ალექსანდრე მეგობრებთან ერთად წავიდა შოთიკოს მოცემულ მისამართზე,ქალაქში შესულებმა მოულოდნელად ალექსანდრეს მხარზე ხელი დაადო ლაშამ.
-შეაჩერე ნელა იარე და წინა მანქანას არ გადაუსწრო.
-რატომ? გაუკვირდა ალექსანდრეს და ლაშას სარკიდან გახედა.
-შენს წინა მანქანის წინ შოთიკო მიდის.
-რაააა? შეუძლებელია შოთიკო ახლა აქ იყოს,მას რთული რამ დავავალე.
-შეანელა,ხედავ არ ვცდებოდი.
-მართალი ხარ ლაშა ეს შოთიკოა და საინტერესოა რა ჩაიფიქრა,მივყვეთ მას.
-ფრთხილად იყავი,გაჩერდა.
-მგონი ვიღაცას ელოდება.
-დაველოდოთ?
-დაველოდოთ,მაგრამ ლოდინიც არაა საჭირო ის ვიღაც მოვიდა.
-როგორ მიხვდი რომ უკვე ელოდება ვიღაც.
-მეორე მხარეს გაიხედე და დაინახე შავი ჯიპი,შოთიკო ძალიან ნერვიულობს თუ მეჩვენება,თქვენ რას იტყვით?
-ნერვიულობს და ჩვენსკენ იხედება,როგორ ფიქრობ,შეგვამჩნია?
-არა,აქ არ გველოდება მან ჩვენ სულ სხვა მისამართი მოგვცა,მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს მგონი ყველგან ჩვენ გვხედავს.
-კარგად ვივარაუდე,იმ ჯიპთან მივიდა და რაღაც გადასცა მათ,შოთიკომ მგონი ჩვენი ინფორმაცია გადასცა მათ.
-რას ვშვებით ალექს.
-ცოტნე შემ აქ დაჯექი,ლაშა და ანდრეა ჯიპის მძღოლს მიხედავს და მე შოთიკოს დავესხმები თავს.ბიჭები მანქანიდან გადავიდნენ და ჯიპთან შეუმჩნევლად მივიდნენ.
-მეგონა რთული დღე გექნებოდა,ავადმყოფი საავადმყოფოში უნდა გადაგეყვანა.შენ რა, მე მაგლსახავებ?
-ალექსანდრე? შენ აქ საიდან......................
-არ მელოდი,რადგან მისამართი რომელიც მომეცი ქალაქის მეორე მხარეს არის.
-აქ არ გელოდით მე,მე.............................ალექსანდრე ძალიან გაბრაზდა და შოთიკოს ყელში წვდა,თვალები რისხვით აენთო და შოთიკო შეშინებული უცქერდა ალექსანდრეს.
-ვინ ხარ და რა თამაშს მეთამაშები,ვინ გამოგაგზავნა ჩემთან.
-არ დამარტყა,ყველაფერს გეტყვი.
-გისმენ,შე ახვარო მე შენ სიტყვაზე გენდე,შენ ვინ ხარ რომ მეთამაშები.
-დიდი ხანია გითვალთვალებთ,შენზე ერთმა უცხოელმა ძალიან დიდი ფსონი დადო და ის რომ უნდა იბრძოლო ეს სიმართლეა.
-და როგორ ხარ დარწმუნებული რომ ბრძოლაზე გავალ,გგონია ფულზე ვარ დახამებული? ვინ დგას ამ გეგმის უკან,ვინ არის ის უცხოელი.
-არ ვიცი ვინ არის,მაგრამ მილიონერია და მან იცის შენი ჩხუბი.ალექსანდრემ უცხოელთან შეხვედრა მოითხოვა,შოთიკოს კი რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა და ქუჩაში მიატოვა,უცხოელს კი თავად დაუკავშირდა და მასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოაგვარა ყველაფერი,კეთილი ადამიანის მკურნალობა კი თავის თავზე იდო.
-ალექსანდრე სად ხარ, სურმანიძეს ოპერაცია გაუკეთდა მას ყბის ძვალი ჰქონდა ამოვარდნილი,რამოდენიმე ნეკნი გატეხილი და მარცხენა ხელი მოტეხილი.
-სურმანიძე?
-ხო ის სურმანიძე რომ სცემე და მიატოვე.
-არ მიმიტოვებია,სასწრაფოს დავურეკე და სიმართლე თუ გინდა ასეთი არაკაცები არ უნდა ცოცხლობდეს.
-შენ ექიმი ხარ და ვალდებული ხარ ყველას სიცოცხლის გადარჩენაზე იფიქრო.
-შენ მიხედე,დრო და დრო შემატყობინე როგორ იქნება.დაიღალა,იმ დღეს მორიგე იყო და გვიან ღამით ვერანდაზე გავიდა ჯერ კიდევ მძინარე ქალაქის სიჩუმეს დაუგდო ყური.ქარი დაჰქროდა თავისუფლად ალექსანდრეს კი ყელში რაღაც უჭერდა,გასაღები აიღო და გადაწყვიტა თავის ფიქრებთან ერთად გაესეირნა.ტირილი უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო თითქოს ცრემლი გამშრალიყო,ვერც კი მიხვდა ეკლესიის წინ როგორ გაჩნდა და ხვთისმშობლის ხატთან მივიდა.
-ყველას ვერ ვუხსნი ჩემს გულში რა ხდება,მაგრამ ტკივილი ისეთი ძლიერია მინდა ხმამაღლა ვიყვირო.მინდა დავხურო ბოლო ფურცელი,მაგრამ ვერც ამას ვაკეთებ რადგან
გაუსაძლისია მასთან ერთად ცხოვრება.ვერ ვსუნთქავ და ჰაერს ხარბად ვყლაპავ.
-შვილო თვალს გადევნებ და შენი ჩურჩული მოვისმინე,როგორც გავიგე წარსულის ტკივილით ცხოვრობ,მაგრამ კონცენტრირება მოახდინე არა წარსულზე,არამედ იმ გრძნობებსა და ემოციებზე რომელიც ცხოვრების გასაგრძელებლად გჭირდება. თუ გულში ღრმად შეინახავ შენს შეგრძნებებს,ეს შინაგანად დაგანგრევს და ტკივილიც არ გაივლის.თუ საჭიროდ ჩათვლი იტირე,ხმით იტირე რადგან ტირილი გაგანთავისუფლებს შენში არსებული ნეგატივისგან.შენი ცხოვრების გზა,შენი არჩევანია და შენი ცხოვრების გასაღები შენს ხელშია აიღე ის და მოარგე შენი სამყაროს კარიბჭეს.მიეცი თავს ძალა წარსულისაკენ ზურგით დადგე,შვილო გაუთავებლად წარსულზე ფიქრი ეს იმას ნიშმნავს იცხოვრო მასში და ასე ვერასდროს ვერ დააღწევ მასზე ფიქრს თავს.
-მადლობა მამაო,თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ.ალექსანდრე ეკლესიიდან დამშვიდებული გამოვიდა და ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა.
-სად იყავი ალექსანდრე ვერსად ვერ გიპოვე.
-აქ ვარ,მოვედი.
-პაციენტი გონს მოვიდა და შენი ნახვა უნდა. ჯერ კიდევ გაბრაზებას არ გაევლო მასში,მაგრამ შოთიკოს სახეზე სილურჯეებმა დამნაშავედ აგრძნობინა თავი.
-ჩემი ნახვა გინდოდა,გისმენ მაგრამ არ გადაიღალო.
-მაპატიე,შენ სწორად მოიქეცი მე დამნაშავე ვარ და ჩემი შეცდომისთვის დავიმსახურე შენი რისხვა.
-აღარ გაბედო და ასეთ შარში არ გაეხვიო,სხვასაც მოერიდე და ნუ ითამაშებ ცუდ თამაშს უცნობ ადამიანებთან. ალექსანდრემ რეამინაცია დატოვა და რომასთან შევიდა.
-დილით უნდა მეთქვა შენთვის,მაგრამ ახლა გეტყვი,რამდენიმე დღეში სემინარი ტარდება გერმანიაში,გადაწყვეტილება მივიღე ამ სემინარს დავესწრო.
-მოწვევა გაქვს?
-კი უკვე მივიღე.
-ძალიან კარგია თუ წახვალ,ჩემი აზრით შენზედაც კრგად იმოქმედებს გარემოს გამოცვლა,ძალას და ენერგიას შეგმატებს,ასე კი შენს თავს წაართმევ წარსულზე ფიქრებს.
-წარსულის ხაფანგში ყველას შეუძლია გაებეს,მაგრამ უნდა შეძლო და შენში გამეფებულ ტკივილს წაართვა ძალა,მაგრამ თუ გადაწყვიტე ცხოვრება ტკივილთან ერთად გაიარო და ის დიდი ტვირთი მხრებით თან ათრიო ვერასოდეს გაექცევი ამ ტვირთს.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,განსხვავებუული შინაარსისი ისტორიაა,ვფიქრობ გერმანიაში შეხვდება დაპაუზებულ სიყვარულს.

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი nancho
მომწონს ძალიან,განსხვავებუული შინაარსისი ისტორიაა,ვფიქრობ გერმანიაში შეხვდება დაპაუზებულ სიყვარულს.

kissing_heart kissing_heart მადლობა საყვარელო.

 


№3 სტუმარი სტუმარი Maiko

Male iqneba axali tavi????? vkvdebi ise mainteresebs

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Maiko
Male iqneba axali tavi????? vkvdebi ise mainteresebs

დღეს იქნება აუცილებლად. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი უცნობი

რატომ არ დებ ახალ თავს?როდის დადებთ?

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო და განსხვავებული მოთხრობა იყო,როდის იქნება გაგრძელება მადლობა დიდი

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

ვფიქრობ გერმანიაში შეხვდება პირველ სიყვარულს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent