შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის სურნელი (სრულად)


15-04-2020, 19:16
ავტორი skywalk
ნანახია 8 893

****
-ღმერთს ,რისი პატიება უნდა ვთხოვო? აქეთ უნდა მთხოვოს პატიება შენი თავი რომ წამართვა.
******
ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა,მისი თვალები ეშმაკურად ციმციმებდნენ.სასმელს თავისი გაეტანა.გაუღიმა,ერთი ღიმილით აგრძნობინა,რომ მასთან უნდოდა.უარს არც გოგონა ეუბნებოდა.ხელი ჩაკიდა და კიბეებს ერთაად აუყოლეს ნაბიჯები.ორივე გრძნობდა ერთმანეთის აჩქარებულ პულსსა და ვნება მომატებულ გახშირებულ სუნთვას. ოთახში მხოლოდ ერთი ნათურა ანათებდა,ისიც ძალიან მკრთალად.თუმცა მაინც შეიმჩნეოდა მყუდროება .კარი მამაკაცმა ფეხის მარტივი მოძრაობით შეაღო და ქალის ბაგეებს მოუთმენლად დაეწაფა.კოცნიდა მთელი გრძნობით,ამ კოცნას თან აყოლებდა მონატრებას,ტკივილს,ყველა გრძნობას რაც ქალის მიმართ გააჩნდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს უდაბნოში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ,სანატრელ ოაზის მიაგნო. როგორც იქნა მოწყდა მის ბაგეებს, სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააჭტერდა,თითქოს უნდოდა იქ ამოეკითხა,რას გრძნობდა ქალი მის მიმართ,შერჩენოდა თუ არა მღელვარება მისი შეხებისას? იწვევდა თუ არა მისი კოცნა მასში ისევ ჟრუანტელს? და წამით,სწორედ ის ნაპერწკალი დაიჭირა რაც მას სჭირდებოდა. ისევ წაეტანა საყვარელ ტუჩებს,ამჯერად უფრო ნაზად და აღელვებით.ტუჩებიდან ყელისკენ ჩაიწია,ყელიდან ლავიწებზე გადავიდა და იგრძნო,როგორ დააყარა ეკლებმა ქალს."არაფერი შეცვლილა" გაიფიქრა და გაეღიმა.კაბის შესაკვრელი,ხელის მარტივი მოძრაობით გახსნა,წამის შემდეგ ქალის სხეულს მხოლოდ თხელი ბიუსჰალტერი და ტრუსი ფარავდა. ათრთოლებული ხელებით შეხსნა კაცს პერანგის ღილები. თითო ღილს თითო დაკარგული წელი გააყოლა.მძიმედ დაეცა მსუბუქი პერანგი კაბის გვერდით.გავარვარებული შუბლები ერთმანეთს მიაბჯინეს,ორვე ერთიდაიმავე მომენტს იხსენებდა საერთო წარსულიდან.ტკივილი ორივესთვის მძიმე გადასატნი იყო ამდენიხნის შემდეგაც.გადალახული ბევრი იყო,გადაულახავი კიდევ უფრო მეტი.ხერხემალს აუყოლა თითები,ბეთჰოვენის სონატას უკრავდა,ქალის სხეულზე. უდიდესი გრძნობით ეხებოდნენ ერთმანეთს,თითო შეხებისა და კოცნისას,ისევ თავიდან უახლებდნენ ერთმანეთს,ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობებს.
ერთი, ოთახში ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმის.
ორი, ყველაფერი თანდათან მშვიდდება.
სამი,ტემპერატურა ისევ იმატებს.
ოთხი, სიჩუმე და ერთმანეთში ჩაკარგული ორი სხეული,რომლებსაც დაუსრულებელი სიყვარული აკავშირებთ.
ღამის სამი საათი იყო რომ გამოეღვიძა,ნელა წამოდგა საწოლიდან,უხმოდ ჩაიცვა,ერთხელ კიდევ შეავლო თვალი მძინარე მამაკაცს და ოთახი დატოვა.სასტუმროდან გასულს ლენამ მოკრა თვალი ახალგაზრდა ქალს და ჩაეღიმა."დაბრუნდა,ცეცხლი აინთო და ვაი,რომ ვერავინ ჩაააქრობს".სახლის კარი შეაღო,ტანსაცმელი იქვე გაიხადა და სასწრაფოდ სააბაზონში შევიდა,ცხელი წყლის ქვეშ დადგა და ფიქრი დაიწყო.ცრემლებმა მაინც გაიკვლის თავისი გზა და წყალში აირივნენ,ასე უფრო მარტივი დასაჯერებლი იყო რომ არ ტიროდა.სინანულის გრძნობა არ გააჩნდა ამ მონეტში,ან რატომ უნდა ენანა? რა უნდა ენანა? საყვრელი მამაკცის გვერდით,5 წლის მონატრება რომ აინაზღაურა? დაკარგული ხუთი წლის შევსება რო სცადა? არცერთი წამით არ ნანობდა,არც ინანებდა.მაშინ რატომ ტიროდა? დაკარგული ხუთი წლის,ყოველ დღეს, წუთს, წამს.ყველა თარიღს რომელიც მარტო ჰქონდა აღნიშნული,იმ ერთადერთი ტკივილის ცალ-ცალკე გადატანას ნანობდა.საკუთარ თავსაც ვერ ვაპტიობდა ასე წასვლას,ალბათ ვერც მას აპატიე უკან რომ არ გაჰყვა.რეალობა ერთი იყო,ორივემ დაკარგა ხუთი წელი,რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა მათ ცხოვრებაში,სიყვარულის გარდა.
მზის სხივებმა ფანჯარაში,რომ შემოაღწია თვალის გახელა მხოლოდ მაშინ ინება.ინსტიქტურად ხელისაწოლის მეორე მხარეს გადაწია და სიცარელე რომ დახვდა გაეღიმა.არ გაკვირვებია,იცოდა წასული დახვდებოდა,ეს ხომ ტიპიური მიკა ქალდანი იყო ."დაბრუნდა' პირველი ეს გაიფიქრა და საწოლიდან წამოდგა.საკუთარ ანარეკლს დააკვირდა სარკეში, გულისრევის შეგრძნება დაუფლა." კაცი ხარ მატაბელო".
კარი ძლიერად გამოიჯახუნა,კიბეები ჩაირბინა და სასტუმროდან უნდა გასულიყო,ლენას ხმა რომ დაეწია.
-დღეს დაბრუნდებით ბატონო გაბრიელ?
-არვიცი,და ჰო მართლა ჩემს ოთახში არავინ შეუშვათ.
-არც დამლაგებელი?
-თვით ღმერთი,რომ ჩამოვიდეს ისიც კი არ შეუშვა შიგნით გასაგებია?
-დიახ,გასაგებია.
მანქანში ჩაჯდა,ტელეფონში ნაცნობი ნომერი აკირფა და დაელოდა როდის აიღებდნენ ყურმილს.
-დემეტრე,მიკა ჩამოვიდა?..ორაზროვნად იკითხა ბიჭმა.
-ვინ მიკაა?
-სიმთვრალე გამოგყვა? ჩემი ყოფილი ცოლი,მიკა ქალდანი ჩამოვიდა მეთქი?
-სად? აქ არის? დაბრუნდა? შენ საიდან გაიგე?
-ზუსტად არ ვიცი, გუშინ მოვკარი თვალი,უბრალოდ გადამოწმება მინდოდა.
-რანაირები ხართ საერთოდ?
-შარზე ხარ?
-არა,თავი მისკდება და ცუდ ხასიათზე ვარ,ამას ისიც დავუმატოთ,რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი სამშობლოს დაუბრუნდა და ამას მხოლოდ მეორე დღეს,მისი ყოფილი ქმრისგან ვიგებ.
-ზუსტად არ ვიცი,ნუ ვარდები ეჭვიანი ქალივით ახლა.
-წადი შენი..მიკა დაგენახა და ვერ გეცნო? ვინმეში შეგშლოდა? ვის ვის და შენ გაბრიელ მატაბელს? შანსი არაა.
-დემუსიკო,ეჭვიანობ რომ ისევ დაგასწარი?
-შიგ ხომ არ გაქვს? ძალიან ბედნიერი ხარ რაღაც,ერთი არასწორი ნაბიჯი და ძვლებში დაგამტვრევ მატაბელო, ისე გცემ,მიკა კი არა მშობელი დედა ვერ გიცნობს.
-ატრაკებ. გაიცინა და ტელეფონი გაუთიშა.
გაეღიმა,პირველი გაბრიელთან მივიდა, ისევ პირველი იყო და ეს უდიდეს სიყვარულს ანიჭებდა.საკუთარ ეგოისტობაზე თვითონ ეღიმებოდა,იცოდა მისი დაშვებული შეცდომის შესახებ,გრძნობდა იმ ტკივილს რაც მიკას მიაყენა.მაგრამ ვერასდროს დათმობდა პირველობას მის ცხოვრებაში.გაბრიელი ყველაფერი პირველის საწინდარი იყო ქალდანის ცხოვრებაში და ამ პირველობას ვერავის დაუთმობდა.მოკვდებოდა მაგრამ მას არავის დაუთმობდა.
***
"საკუთარ თავს,დაკარგული ხუთი წელი როგორ ვაპატიო?იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.შენი სურნელი შერჩენია ყველაფერს"
*****
ზარის ხმამ გამოაღვიძა,ჯერ ეგონა ესიზმრებოდა მაგრამ ხმა აშკარად შემოსასვლელიდან მოდიოდა,ვიღაცას ზარზე თითი მიეჭირა და მოშორებას არც ფიქრობდა.წამოიზლაზნა საწოლიდან,თმა აიკრა და კარი გააღო. დემეტრე გელოვანი იდგა მეორე მხარეს.თითქოს წამი გაიყინაო,ასე იდგნენ ორივე და ერთმანეთს თვალმოუშორებლივ უყურებდნენ.იცით რა შეგრძნებაა,როცა შენს ხელში გაზრდილ ბავშვს,შენი ხელით უღებ უცხო ქვეყანაში გასამგზავრებელ ბილეთს, შენი ხელით ულაგებ ჩემოდანს,წმენდ ცრემლებს და გულში მიყონებულ ჭრილობებს ვერ შველი? იცით რა შეგრძნებაა როდესაც შენს საუკეთესო მეგობარს სული სტკივა? როცა ყველაზე მნიშვნელოვანს ჰკარგავს და სიკვდილს თვალებში უყურებს? შენკი არაფრის გაკეთება არ შეგიძლია გარდა იმისა,რომ მას "გაქცევაში" დაეხმარო. უკვე გაქცეული,გამოჯანმრთელებული ახლა დემეტრეს წინ იდგა,უღიმოდა და თან ტიროდა.სიხარულისგან ტიროდა მისი მიკა. ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და გოგონა მკლავებში მოიქცია.წვიმის სურნელი ღრმად შეისუნთქა.მისი სუნთქვის მოსმენა დაიწყო.თითქოს დაკარგული იყო და თავისი ადგილი იპოვა.ის სიცარიელე შეივსო,რომელიც აქამდე აკლდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ.საუკეთესო მეგობრისგან შორს ყოფნა იგივეა,იწვიმოს და წვიმის შემდეგ ცისარტყელა არ გამოჩნდეს ცაზე.
****
"-მიკა იცი რისი სურნელი გაქვს? გაიღიმა და საყვარელ ქალს კისერში აკოცა.
-აბა მითხარი,ჩემო სიყვარულო.
-ჩემს მეუღლეს ყველაზე განსხვავებული,წვიმის სურნელი აქვს,საოცარი,თავბრუსდამხვევი.
-წვიმის ?
-ჰოო,წვიმის სურნელი"
*****
-საიდან გაიგე რომ ჩამოვედი?
-ცოტა საწყენია კია ჩემო,მატაბელისგან რომ ვიგებ შენი ჩამოსვლის ამბავს და მერე იმაზე ფიქრი მიწევს,სად წახვიდოდი შენი ჩამოსვლის პირველსავე დღეს,მაშინ როცა არცერთმა შენმა მეგობარმა არ ვიცოდით,რომ აქ ხარ.
-მაპატიე რა,ხომ მიცნობ არა? სიურპრიზის მოწყობას ვაპირებდი,დღეს ყველა ერთად უნდა შემეკრიბეთ და მენახეთ.გაბრიელმა რამე გითხრა? რა იცოდა რომ აქ ვარ?
-დილას დამირეკა,დავინახე,მართლა ჩამოვიდაო?
-შენც ეჭვი არ შეგპარვია,რომ შეიძლება მოვჩენებოდი?
-ვიის? მატაბელს? შენ შეშლოდი? ამის შანსები ნულის ქვემოდ არის ჩამოსული.შენც ხომ იცი რომ ასეა?
-ვაჟაზე როგორ მომაგენი?
-ასე რომ მელაპრაკები მგონია გავიწყდება,რომ შენ წინ მე ვარ.ჩამოდიხარ ისე,რომ არავის არაფერს ეუბნები,ჩამოიდხარ და როდის? შენი და გაბრიელის გაცნობიდან 7 წელი რომ ხდება სულ რაღაც ერთ კვირაში მაშინ. არავის ეუბნები,რომ ბრუნდები,შენი ყოფილი ქმარი გხედავს,ესეიგი სადმე მის სიახლოვეს ტრიალებდი და ამის შემდეგ მე ბერვი ფიქრი უნდა დამჭირვებოდა რომ აქ,თქვენს ყოფილ სახლში მოხვიდოდი?წახვედი,რომ დაგევიწყებინა ის რის დავიწყებას ვერ შეძლებდი,ჩამოხვედი და ისევ ამ მოგონებებს დაუბრუნდი. გაბრიელთან ერთად ყოფნა მოგიწევს,მასთან ერთად ერთ მაგიდაზე ჯდომა,ერთად წასვლა დასასვენებლად,დაბადების დღების ასაღნიშნად და ასე შემდეგ.ხომ იცი არა? გაბრიელი ჩვენი სამგებროს ნაწილია,ისიც კარგად იცი,რომ ეს შენი დამსახურება. მაგრამ იცოდე,მე შენ განუზომელი სიყვარულით მიყვრხარ,თუ მის გვერდით თავს არაკომფორტულად იგრძნობ,გავიგებ,გაგიგებ რომ მასთან დისტანცია გჭირდება.ჩემთვის მთავარია რომ შენ იყო ბედნიერი,შენ იყო აქ.უშენოდ გაატრებულ 4 წელს შევსება სჭირდება მიკა.კიდევ ერთხელ,რომ წახვიდე ვერ გაპატიბ,ვერ შევძლებ.
****
წერენ
გრძნობებზე,
სიყვარულზე ,
ტკივილზეც წერენ.
აგატირებენ,
აგაბღავლებენ ისეთს დაწერენ.
წერენ თვალებზე,
როგორ უყვართ
და როგორ სტკენენ,
ერთგულებაზეც ბევრს დაწერენ,
მერე ღალატზე ლირიკულად ისაუბრებენ.
წერა სიკვდილზე,
იშვიათან დაწერენ ღმერთზეც.
წერენ კოცნაზე,
ჩახუტებაზე.
სუფთა გულებზე ისაუბრებენ,
უფერო ფანქრით.
არღვევენ საზღვრებს,და ვერ ცდებიან წითელ ნიშნულებს.
წერენ ზეცაზე რა მოხდება სიკვდილის შემდეგ,
ეკლესიაში უჭირთ კიდეც ხატების ცნობა.
მეც ვწერ ხანდახან,
ათასში ერთხელ,
გაზაფხულობით,
განა ვინმეზე,ან რამეზე?
საკუთარ თავზე!
დღეს დავწერ შენზე,
მეზეც კი დავწერ,
ოღნოდ ჩემს მეზე არა,
შენ რომ უყვარხარ,
ჩვენ რომ ვიცით იმ მეზე დავწერ.
დავწერ იმ სხივზე
პირველი წამი რომ
მიქცია დაუვიწყებლად,
დაგიწერ ლექსებს,
ბანალურად არ მეყვარები,
ჩემს სიყვარულში ვერ იპოვნი
სიცრუის მარცვლას.
გაკოცებ,გრძნობით თვალგაუხელლად,
ჯადოსნურ წამად შევინახავ,ჩემს ბოთლში მაგ წამს.
დაგიწერ ყველა უთქმელ სიტყვას,
რაც არსად თქმულა.
ყველა მიყვარხარს,
ყველა კოცნას,
ყველა ღიმილებს,
ჩხუბს და კამათებს,
არგანშორებას,
აგიკინძავ!
აგიკინძავ და ყელზე მძივებად ჩამოვიკიდებ!"

- გაიგე?მიკა ქალდანი დაბრუნებულა
-აჰა,უძღები შვილი დაუბრუნდა სამშობლოს? საიდან გაიგე?
-კაი რა ლიკა,რა გაგება უნდა?მაგის სამეგბროს არ იცნობ? ნინუცამ cover-ის ფოტო შეცვალა წეღან,"ისევ ძველები,უცვლელი შემადგენლობით,ჩვენი გოგო ჩვენთან"
-არ თქვა მატაბელიც არის მაგ ფოტოშიო
-არა შენი ყოფილი ბიჭი არსად ჩანს,შეიძლება არც იცის ახალი ამბავი
-ძაან მეეჭვება.

******
"მე შენს ყველა ღიმილზე, ყველა ამოსუნთქვაზე ახლიდან, უფრო ბედნიერი ვიბადებოდი.
ახლა ვიცი,რომ აღარ დავიბადები, და შენს ბოლო ღიმილს, შენს ამოსუნთქვას,ვიზოგავ.
ვიზოგავ, როგორც ერთ ოთახში გამომწყვდეული მძევალი,რომელიც იქამდე იცოცხლებს,სანამ ჟანგაბდი ეყოფა.
სადღაც,გულის სიღრმეში მწამს, რომ როცა ბოლო ამოსუნთქვასაც ხარბად შევისუთქავ, შენ მოხვალ და ჩემთვის თავდან ამოისუნთქებ!"
*****
დილის შვიდი საათი იყო ტელეფონის ზარმა,რომ გააღვიძა.ყველაზე მეტად დილას ადრე გაღვიძება ეზიზღებოდა,მითუმეტეს თუ ვინმე ძალით აღვიძებდა.
-სანდრიკ,მითხარი რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და დილის შვიდ საათზე ამიტომ მირეკავ.
-მესამე მსოფლიო ომი არ ვიცი მაგრამ ჯეკპოტი მოიგე,შენ კიდე გძინავს,რომ გაიღვიძებ დამირეკე მაშინ. ტელეფონი გაუთიშა ძმაკაცმა და გაბრუებული გაბრიელი კიდევ უფრო გააშტერა. მაშინვე გადაურეკა უკან სანდროს.
-ეს ტელეფონის გათიშვები ახალია რამე? რა ჯეკპოტი? დილაადრიან ღადაობის ხასითზე ხარ?
-მიკა ქალდანი თბილსშია.
-კაიი? ხო არ ღადაობ? ორი დღის უკან ხო არ ჩამოვიდა?
-კაი ტო? გაიგე? საიდან?
-მე ვუთარი დემეტრეს,პირველმა მე გავიგე სხვათშორის,თან ძალიან სასიამვნოდაც,ტუჩებზე ისტიქტურად გადაისვა თითები და ჩაეღიმა.
-დღეს რომ ამის აღსაღნიშნავად ვიკრიბებით ეგეც იცი?
-ოოო,არა ეგ ჯერ არ გამიგია,მაგრამ ახლა ვიცი,რა გინდა მოვიდე?
-ჰო,რა არ აპირებ? ყველამ კარგად იცის,რომ შენ და მიკას მაინც მოგიწევთ ერთმანეთს ნახვა,საერთო სამეგობროს გამო.
-ზოგჯერ მგონია,რომ ჩვენი წარსული გავიწყდება.
-მეკიდევ მგონია,რომ დილას იმდენად ....ვდები,რომ თვითონ გავიწყდება,მიკას და შენ ისევ რომ გიყვართ ერთმანეთი.
-საიდან ასეთი დასკვნები გაჩიანო?
-იცი მიკა სად ცხოვრობს? ვაჟაზე გადავიდა საცხოვრებლად,მოდი და ამის მერე დამაჯერე,რომ შენს მიმართ გრძნობები არ გააჩნია.
-სანდრო..
-სანდრო კი არა,საღამოსთის მოემზადე და მოდი,მისამართს მოგწერ.იცოდე! მატაბელო,ჩემზე მეტად არავის უნდა შენი და მიკას შერიგება მაგრამ,ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი არ გაპატიებ,სანანებლად გაგიხდი,შენს დაბადებას!

ჩემოდნები ბოლომდე ამოალგებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა,ბევრი არ უფიქრია არჩვეანი ძოწისფერ მუხლაცდენილ კაბაზე შეაჩერა,ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა,წინა მხრიდან დახურული იყო.თმა ზემოთ აიწია,რამდენიმე კულული ჩამოიშალა,როგორც ყოველთვის სადა მაკიაჟი გაიკეთა,ქუსლიანები ჩიცვა და მზად იყო.კიბები ნელა ჩაიარა,მანქანაში ჩაჯდა თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრა,რომ მატაბელთან შეხვედრა პირისპირ მოუწევდა.რესტორანში შესულმა ბავშვები მალე შენიშნა და მათკენ დაიძრა.გაბრიელი არსად ჩანდა, არ მოვიდაო გაიფიქრა და სანდროს გვერდით დაჯდა.
-იცი როგორი ლამაზი ხარ? აი შენი ყოგილი ქმრის ადგილას რომ ვიყო საკუთარი ხელი მოვიკლავდი თავს,შენ რომ დაგკარგე.
-იარაღი თუ გაქვს მომეცი და ახლავე ვისვრი არ მაქვს პრობლემა.ზურგიდან მოესმა გაბრიელის ხმა,იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა,როგორ აუჩქარდა გული მისი დანახვისას.
-როგორ ხარ საყვარელო?
-საყვარლობას ვერ შეგპირდებით,ბატონო გაბრიელ,კარგად თავად?
-რამდენი წელია არ მინახიხარ,თუ ჩამეხუტები ნამდვილად უკეთესად გავხდები.
-ისევ ისეთი მასხარა ხარ,გაიცინა და გადაეხვია ყოფილ ქმარს.
-ისე ეს კაბა წინაზე უფრო მეტად გიხდება,ყურთან უჩურჩულა ბიჭმა.
-ნუთუ? გახსოვს?მეკიდევ მეგონა უგონოდ მთვრაალი იყვი.
-სულ რომ გავითიშო,ყოველთვის ყველა წამი მემახსოვრება, ისიც კი რა ფერის თეთრეული გეცვა კაბის ქვეშ,ეს კარგად დაიმახსოვრე.თითები შეუმჩნევად აატარა გოგონას ყელთან,იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტემა და ჩაეღიმა.
-ისიც კარგად დაიმახსოვრე ქალდანო,ყველა ჟრუანტელის მე ვარ ეპიცენტრი.ყელთან აკოცა და მის გვერდით ჩამოჯდა.
სახეზე აწითლდა ,გაიყინა,გაქვავდა,თვითონაც კარგად იცოდა,ყველა ჟრუანტელი ჯერ კიდევ მაატბელს რომ ეკუთვნოდა.
ყველა ელოდა,რომ მიკასა და გაბრიელს გაუჭირდებოდათ ერთმანეთის გვერდით ყოფნა,არსებობა,სუნთქვა.თუმცა ჯერ ყველაფერი კარგად იყო,შეიძლება ეს დროებით იყო და მართლა ენატრებოდათ ერთმანეთი,სტკიოდათ ერთად ყოფნა მაგრამ ფაქტი ერთი იყო,ყველა ძალიან კარგად ატარებდა დროს, ერთმანეთთან ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ,ინაზღაურობდნენ მონატრებას და ძველებურად მხიარუობდნენ. ყველა ხვდებოდა,რომ თუ მათ სამეგობროს ერთი წვერი მაინც დააკლდებოდა,ვეღარ იქნებოდნენ ისეთები როგორებიც ახლა არიან.
-მიკა,წამო რა ვიცეკვოდ
-რაო დემუსი? ნინიამ არაო? არ გრცხვენია? უარის შემდეგ მოდიხარ ჩემთან?
-ქალდანო!
-ნწ ნწ გამიბრაზდა ჩემი ბიჭი.მოვდივარ დამშვიდდი,მაგრამ არ გაპატიებ მაინც,მარღანიას უარი რომ არ ეთქვა ჩემთან სულ არ მოხვიდოდი.
-ვაფშე არ ვიცეკვებ ახლა აღარც შენთან,
-ჩემი სიყვარულის სვანი კუნწულა ხარ დემეტრე,გეცეკვები აბა რას ვიზამ. ხელი მოკიდა მეგობარს და საცეკვაოდ გაემართა.
-კარგად ხარ?
-ჰო,რატო მეკითხები?
-არ მინდა ცუდად გხდიდეს გაბრიელთან სიახლოვე და თავს ინიღბავდე, თითქოს კარგად ხარ.
-დემეტრე მისმინე.აქ რომ მოვიდიოდი,საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი,რომ ვიყიდე,იქიდანვე გავიაზრე,რომ აქ ჩამოსულს აუცილებლად მომიწევდა გაბრიელის ნახვა.ვიცოდი,ასე უბრალოდ ვერ ავუვლიდი გვერდს კაცს,რომლის გვერდითაც 4 წელი გავატარე,მისი ცოლის სტატუსით.მას მე ყველა ემოციას,ყველა ტკივილს ვუზიარებდი.ვიყავი უზომოდ ბედნიერი და მიყვრდა სიგიჟემდე,აუხსნელი გრძნობით.ვერავინ დამაჯერებს რომ გაბრიელს ნაკლებად ვუყვარდი, ამას მაინც არ დავიჯერებ.ჩვენ საერთო ტკივილი გაგვაჩნია,რომელიც ჯერ ბოლომდე ვერცერთმა გადავლახეთ და ვერც გადავლახავთ.იქნებ კარგი მეგობრები გავხდეთ? ყველაზე კარგად ერთმანეთს მხოლოდ ჩვენ ვიცნობთ,ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.ორივემ დავიმსახურეთ ცივილური ურთიერთობები ერთმანეთთან.არც მე მოვკდები და არც გაბრიელი არ ინერვიულო დემუსი.
-ისევ გიყვარს? მოუოდნელობისგან შეცბა არ ელოდა, 5 წლის მანძილზე საკუთარი თავისთვის არასდროს დაუსვია ეს შეკითხვა,ყოველთის გაურბოდა ამაზე ფიქრს,ახლა კი დემეტრემ პირდაპირ გულით შეაჯახა ამ რელობას.
-არ ვიცი,ამაზე არ მიფიქრია დამიჯერებ? შენ ხომ იცი რა დონემდე მიყვრდა? ვაღმერთები.ახლა ? ახლა არ ვიცი.რამდენი დროც არ უნდა გავიდეს,ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ეკავება გარკვეული ადგილი,რომელსაც სხვა ვერ დაიკავებს ვერასდდროს.მე აქ ყველაფრის თავიდან დასაყებად ჩამოვედი.
-და ახალ ცხოვრებას თქვენი საერთო წარსულით იწყებ მიკა?
-ვერ გავიგე?
-ვაჟაზე რატომ გადახვედი საცხოვრებლად?
-ის ფაქტი,რომ მე და გაბრიელი იმ სახლში ერთდ ვცხოვრობდით არაფერს ცვლის.
-იცი? შენი ყოფილი ქმარი ახლა შენი კარის მეზობელი როა?
-ვერ გავიგე რა?
-ჰოო ჩემო პატარა,ასეა თქვენი გზები ისევ ერთ ბილიკზე გადის.წამოდი დავსხდეთ.
გაბრიელის სუნთქვის ხმას ყურთან ძალიან ახლოს გრძნობდა.
-ახლა მინდა, თავი მხარზე დაგადო და ის ხუთი წელი გამოვიტირო. მის ყურთან ამოიჩურჩულა მატაბელმა და თავი მიკას მხარზე ჩამოდო.
-ამდენი დალიე?
-ფხიზელსაც მენატრები ხოლმე, შენსთავს გეფიცები,თან ისე რომ მელანდები კიდეც.
-ოჰჰ, მიკა ქალდანი,აბა სხვა ვინ უნდა ჩამოსულიყო ჩემი ყოფილი ქმარი ბედინიერი რომ მენახა,ვერ გაიგებსო,რას ვერ გაიგებს უკვე მის გვერდით ზის თურმე.სიყვარულის სადღეგძელოს ხომ არ სვამთ?
-ლიკა აქ რას აკეთებ? გაბრიელი გოგოსკენ დაიძრა ქალდანის ხელმა რომ გააჩერა.
-ჩემო ტკბილო,ძალიან კარგი ხარ,ჩემი ქმრის საყვარლებთან ლაპარაკი ყოველთვის მხიბლავდა,წამოდი გარეთ ვისაუბროთ.
გასასვლელისკენ დაიძრა ქალდანი და უკან მიჰყვა თავისი სამეგობრო.
-ახლა გისმენ,რა გინდა? შეგიძლია სწრფად მითხრა,როგორც შეამჩნიე მერე უკან უნდა შევბრუნდეთ მე და გაბრიელი,სიყვარულის სადღეგრძელო დაგვრჩა დასალევი,შენ კი ისევ მესამე შემოეტენე.
-რისთვის დდაბრუნდი?
-ბოდიში? ვალდებული ვარ ჩემი ყოფილი ქმრის საყვარელს პასუხი გავცე ამ კითვაზე?
-მე მისი ცოლი ვიყავი,საყვარელი არა!
-რას ლაპარაკობ? ქორწილში რატომ არ დამპატიჟეთ?საჩუქარს გიყიდდით,თიგულს რომ ისროდი იქნებ მე დამეჭირა და ამჯერად შემდგარი ქორწინება გამომსვლოდა? უი,რა მოხდა სახე რატომ შეგეცვალა? გაამახსენდა ქორწილი არ გქონიათ,ხელის მოწერაზე მაინც გამოგვებოდით,მაგრამ საყვარელო რა სამწუხაროა,არც ხელი მოგიწერიათ.ბეჭდებიც კი არ გიტარებიათ,ერთ სახლში 2 წელი ცხოვრება არ ნიშნავს იმას,რომ ცოლ-ქმარი იყავით.საყვარლობის სტატუსს ვადა გაუვიდა,ამიტომ იქ აღმოჩნდი სადაც ყველა შენნაირის ადგილია.რატომ დავბრუნდი? არ გითხრეს? საყვარელი უნდა "აგახიო" .მაგრამ მემგონი საერთოდ არ დამჭირდება ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა.ჰო მართლა, იცი ახალი ამბავი გავიგე,ჩემი ყოფილი ქმარი ახლა ჩემი კარის მეზობელია,შემოგვიარე და ორგეა მოვცხოდ გინდა? მაგრამ შენამდე ვერასდროს მოვალ,შენ მაგ საკითხში ძალიან გამოცდილი ხარ.,ყავას დაგალევინებდით მაგრამ არც მე და არც გაბრიელს არ გვიყვარს.კიდევ გაქვს კითხვები?
-თქვენ,რომ ერთმანეთი გყვარებოდათ,5 წლის უკან არ დატოვებდი აქაურობას,ახლა აქ ორნი კი არა სამნი იდგებოდით და მშობლები გერქმეოდათ,მაგრამ ვერ ხედავ? ცხოვრება ისე მოგექცათ,როგორც დაიმსახურეთ.ერთ პატარას ვერ გაუფრთხილდით.
მარჯვენა ხელი მთელი ძალით მოიქნია და ლიკა ამაღლობელის სახეს მოახვედრა.მისკენ დაიძრა,ხელი თმაში დააქაჩა და სახეში შეაფურთხა.
-ამაღლობელო,ამ სიტყვებს განანებ,სიკვდილამდე მიიგიყვან ამ სიტყვების მერე,იცი რა დღეში ჩავარდები? ფრჩხილებს დაიკვნეტ,სიკვდილს ინატრებ და ვერ მოკვდები,მთელს ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ,ქუჩის ბოზსაც კი შენზე მეტი ღირსება გააჩნია,შენ არც სული არ გაქვს,არც გული,არც თავმოყვარეობა და საერთოდ არაფერი.იცი რა შეგიძლია? ადგე და ფეხები გადაუშალო გაბრიელს,ისიც რატომ? შენ თვითონ რომ არ მოკვდე მისი სურვილით,თორემ კარგად იცი,სხვებს რომ "ჟიმავდა" შენთან მას შემდეგ მოდიოდა და ვინუჟდენში"გაძლევდა" ჰორმონები რომ ჩაგეცხრო.
მოულოდნელად შეტრიალდა,რომ შიგნით შესულიყო ,მიმტანს რომ დაეჯახა და შამპანიურის ჭიქები ერთიმეორეს მიყოლებით ნამსხვრევებად იქცა.დაიხარა მინის ნატეხი აიღო და ნელა ჩამოუსვა ამაღლობელს სახეზე იარად დაამჩნია,ნახევარ ლოყაზე დახრილი ხაზი.
-ეს იმისთვის,ჩემი შვილის სახელი რომ შენი ბინძური ენით წარმოთქვი,სარკეში რომ ჩიხედავ გახსოვდეს,დღეიდან შენს აჩრდილად ვიქცევი,არ მოგასვენებ და სწორედ მაშინმოგკლავ ცოცხლად,როცა ყველაზე ბედნიერი იქნები..
მერე იყო ლიკას კივილი,ბავშვების "მიკაა გააფრინე" გაბრიელის ხელი მიკას წელზე და ვაჟასკენ მიმავალი გზა.
ორივე აივანზე ისხდნენ,ხელში გრეიფრუტის ჩაით ხელში გაჰყურებდნენ გარემოს.
-ჩემი არსებობა იცი როდის ვინანე მიკუ? წერილი და ბეჭედი რომ დავინახე დილას,იმ ადგილას სადაც შენ უნდა გძინებოდა.სუნთქვა შემეკრა,სიკვდილი მომინდა,თითქოს იმწამსვე გამოვფხიზლდი და ყველა ძვალი ერთიანად გადამიმტვრიეს,იმაზე უარესად ვიყავი,ვიდრე მაშინ ,როცა განქორწინების საბუთები გამომიგზავნე და ხელი მოვაწერე.
-ერთმანეთს ძალიან ვატკინეთ გაბრიელ.ლიკას ეს სიტყვებიც ჩვენი ბრალია,ერთმანეთი მოვკალით და არ დავმარხეთ 5 წლის წინ.
****
"უკანასკნელად ვამბობ, მოდი რა ბოლოჯერ მაკოცე."
***
გაბრიელმა, მაშინ ხუთი წლის წინ,საწოლიდან თავი მძიმედ ასწია.ხელით მეორე მხარეს მიკას იქ ყოფნის გადამოწმება სცადა, რომ არ დახვდა გაუკვირდა. სააბაზანოში შევიდა,არც იქ იყო,სამზარეულოც ცარიელი დახვდა. მისაღებში,თავად მატაბელის ჩემოდნები ეწყო.საძინებელში შებრუნდა და საწოლის იმ მხარეს,სადაც მიკას უნდა სძინებოდა,წერილი და საქორწინო ბეჭედი იდო ნიშნობის ბეჭედთან ერთად.გაშრა! გააცია,მოკვდა და გაცოცხლდა. მიხვდა უკიდურესობას რომ მიაღწია. საწოლზე ჩამოჯდა,მძიმედ ამოისუნთქა და კითხვა დაიწყო.
"გამარჯობა,ახლა შუაღამე და ჩემს ქმარს უკვე შენი რომ გახდა და სადაცაა განქორწინების საბუთენს შემომაჩეჩებს ხელში,მიზეზად კი გაცვეთილ ფრაზას მოიყვანს "გადამიყვარდი" (თუმცა მე დავასწრებ და ეს ჯერაც არ იცის)მშვიდად სძინავს. ნელი სუნთქვით არღვევს სიჩუმეს და ზურგი ისე აქვს შექცეუული თითქოს არც ვარსებობდი და მოზარდობის ასაკში,სულაც არ გაუკეთებია უამრავი სიგიჟე ჩვენი სიყვარულისთვის,რომელიც საბოლოოდ შენ შემოგწირა. ალბათ ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო როგორც ხდება ხოლმე,ჯერ თავი დამნაშავედ იგრძნო და უამრავი საჩუქრის და სიურპრიზების გაკეთება დამიწყო, თითქოს ჩვენი ტკივილის გადაფრავა და დავიწყებაც კი სცადა,მაგრამ ის ვერ გათვალა,რომ ეს ტკივლი არ ქრება,არასდროს ნელდება და მე ამ დროს მხოლოდ მისი ჩემს გვერდით ყოფნა მჭირდებოდა.საჩუქრების მიუხედვად, მთელი გულისყური მაინც ტელეფონზე ჰქონდა გადატანილი და შენს შეტყობინებას ელოდა. თვალები უნათებდა და ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასე მოქცევა.დრო რომ გავიდა შეწყდა საჩუქრები,იმ სიყვარულთან ერთად რის გამოც ახლა აქ ვზივარ ის კი მშვიდად არის ჩაძირული მორფეოსის სამყაროში, იმ სიყვარულის გამო რომლითაც უამრავი დაბრკოლების გადალახვა შევძელით. შენ მესამე ხარ,თუმცა რამდენიმე ხანში,როცა აცრემლებული თვალებით მოვაწერ განქორწინების საბუთებს ხელს და მასაც გავუგზავნი მესამე მე გავხდები.ალბათ დავსვამ ერთადერთ კითხვას და პასუხსაც არავინ გამცემს."რატომ?" მე მოღალატეს ცოლი მქვია.შენ მისი საყვარელი ჯერ კიდევ. თუმცა დამეფიცება, არასდროს მიმიცია საბაბი ჩემი ქმრისთვის,საღალატოდ გამოსულიყო.შეიძლება რამე დავაკელი,შეიძლება ძალიან მოვდუნდი და ამ ტრაგედიამ რეალობის აღქმა დამაკარგინა.მის სიყვარულში ეჭვს ვერავინ და ვერაფერი შემატაინენბს,თუმცა ალბათ სიყვარულიც ქრება! მაგრამ თუ აღარ ვუყვრვარ მაშინ სად წავიდა ის სიყვარული?ახლა ისევ მშვიდად სძინავს ჩემს გვერდით და ვერცკი. წარმოიდგენ როგორ მძულს ეს ოთახი სადაც უამრავი ღამე სიყვარულში გაგვიტარებია. ახლა იმ თეთრეულში სძინავს,მე რომ საგულდაგულოდ ვაუთოვებდი და მერე ჩვენი სიყვარულის ისტორიას ვყვებოდით.იქ სადაც სარეცელს ვიყოფდით,იმ ოთახში სადაც მხოლოდ მე და ის ვართ შენ მესამეც აქ ხარ და ამიტომ მეზიზღება! ჭკუიდან მშლის ის ფაქტი,რომ შენგან წამოსული მოდიოდა,ჩემს ცრემლებს იმ ხელებით მწმენდა შენ რომ გეხებოდა,იმ ხელებით მეხუტებოდა და იმ ტუჩებით მკოცნიდა,შენც რომ გეხებოდა. !შენგან მოსული დაღლილობის მიზეზით მაშინვე იძინებს და ღმერთო ჩემო სულ არ რცხვენია! დილას თვალებში მიყურებს და ისე მატყუებს. კარადიდან ტანსაცმელი გამოვალაგე და ყველა ნივთი რაც ერთად შეგვიძინეია ხელუხლებელი დავტოვე.არც საქორწინო ბეჭედი და სურათები წამომიღია. ოქროს რგოლი რომელმა მისი "დაკავება" ვერ შეძლო მძიმედ მოვიხსენი და დავტოვე იმ ოთხაში სადაც ღამეები სიყვარულით გვითენებია,იმ ოთახში სადაც უამრავი დაბრკოლება გადაგვიტანია,
იქ სადაც ერთად გვიტირა,გვიცინია,და მომავალი დაგვიგემავს.
ჩემოდანი მძიმედ გამოვაჩოჩე და იმ სახლის ზღურბლს პირველად და უკანასკნელად გადმოვაბიჯე ადრე სიყვარულით სავსე გულით რომ შევაღე. ეს წერილი წესით,შენმა საყვრელმა უნდა წაიკითხოს მატაბელო! მაგრამ შენ გიტოვებ,იმისთვის რომ გამოფხიზლდე და მიხვდე რა დონემდე დაეცი. შენი ჩემოდნები ჩალაგებულია,უკანასკნელ თხოვნას გიტოვებ. რაც შგიძლია მალლე გადადი მაგ სახლიდან,ნუ შემიბღალავ მოგონებებს.განქორწინების საბუთებს,ადვოკატი გამოგიგზავნის.ყველაფერი გაგიმარტივე.რას რას და მოღალატე კაცს? ჩემს გვერდით ვერ ავიტან."
ტელეფონი აიღო და დემეტრე გელოვანს გადაურეკა არ იღებდა.ნინიასაც გამორთული ჰქონდა,გაჩიანთან დარეკა,ტელეფონი მხოლოდ სანდრომ აიღო.
-სანდრო ,მიკა წავიდა.ამის დედაც ყველაფერი ჩაალაგა და წავიდა,წერილი და ბეჭდები დამიტოვა,იცი ეს რას ნიშნავს? მიმატოვა,უნდა ვიპოვო,მითხარი რა სადაა ძალიან გთხოვ,უნდა დაველაპარაკო.
-მიკას თვითფრინავი ერთ საათში დაეშვება მილანის აეროპორტში,დაგაგვიანდა მატაბელო,ძალიან დაგაგვიანდა, დაგველოდე შენთან მოვდივართ.
20 წუთში,სათითაოდ შემოლაგდა სამეგობრო ქალდანის სახლში,თვითონ კი თვითმფრინავში მშვიდად ეძინა,წამლებისგან გათიშულს.დემეტრე გელოვანი,სანდრო გაჩიანი,ნინია მარღანია და ლილე დანელია.ეს ოთხი ადამიანი მატაბელისა და მიკას ცხოვრებაში ოთხი განუყოფელი წერტილი იყო.ლეგენდები დადიოდა ქალქში მათ მეგობრობაზე,სტკიოდათ,ციოდათ,უხაროდთ ყოველთვის ერთად და არასდროს ცალ-ცალკე. ახლაც ყველამ იცოდა,რომ გაბრიელმა შეცდომა დაუშვა,მიკამ კი ასე წასვლით,უფრო მეტად ატკინა ვიდრე ელოდებოდა თითქოს ამ ერთ საათში გაბრიელი ვინმეს სცენიდან ჩაეყვანა და უკან სრულიად შეცვლილი დაებრუნებინა.თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ტიროდა,ღრიალებდა, ვერ აზროვნებდა.მხოლოდ იმას იმეორებდა,რომ მიკამ დატოვა და მიატოვა.
-ყველამ იცოდით არა? იცოდით რომ ჩემგან წასვლას აპირებდა,ასე უცებ არ ადგებოდა და ბილეთებს არ იყიდდა,ასე დაგეგმილად გამანადგურა და სამაგიერო გადამიხადა,ხომ ასეა? და ერთი სიტყვა არ დაგცდათ არცერთ თქვენგანს.
-რა გინდოდა გაბრიელ? მოვსულიყავით და გვეთქვა,მიკა იმიტომ გშორდება,რომ გამოსირდი ამხელა კაცი,ქალაქის ბოზთან სიარული დაიწყე,ტკივილის ასე ჩაცხრომა გადაწყვიტე,მიკამ ეს ვერ გაპატია და მიდის,იქნებ შეაჩერო მეთქი? რამდენჯერ დაგელაპარაკე? რამდენჯერ გაგაფრთხილე,ასე ნუ იქცევი,ნურც შენ იკლავ თავს და იმ გოგოსაც ნუ უმატებ თქო.
-ხო უნდა მოსულიყავი გეთქვა,რომ გამოვ....ვდი,რომ ყველზე უკანასკნნელი ვარ,საყვრელი ქალი,რომ ასე გავიმეტე,საკუთარ შვილს რომ ვერ გავუფრთხილდი და გულში ვერ ჩავიხუტე.საკუთარი ცხოვრება,რომ გავინადგურე.ხომ ყველამ იცოდით,როგორ მიყვრას?როგორ ვაღმერთებ?გონს მოვიდოდი,პატიებას ვთხოვდი,თავიდან მოვიპოვებდი მის თავს.გეთქვას ეს დედამოტყნული.მაგრამ გაბრიელი ყველამ ....ზე დაიკიდეთ,მთავარია მიკა მილანში გაფრინდა და ახლა ყველა ჩვენ ჩვენს გზაზე არა? ძაან მარტივია ხო?
-გაბრიელ მიკას არ იცნობ? ძალიან ამაყი და ჯიუტია,ვერასდროს შეძლებდა შენს პატიებას,ორივესთვის ასე აჯობებს,თან ლიკაა..
-რა ლიკა? რა ლიკაა?
-ლიკამ ერთი კვირის წინ დაურეკა,შენი ქმრისგან ორი კვირის ფეხმძიმე ვარო.
-დედაშევეცი. ბოლო ხმაზე იღრიალა მატაბელმა,ლილეს ისე შეეშინდა გაიფიქრა რა მატლიკინებდა თვითონ ეთქვა ლიკასო.
-რა ორსულად,,ერთი თვეზე მეტია არ მინახავს ეგ ხო არ გამოშტერდა,რანაირად არის ორსულად.
-რატო არ იქნება გაბრიელ? წინ წამოიწია სანდრო. ვისაც აუდგება ყველას ფეხებს უშლის და გიკვირს ორსულად როგორააო? შენც მეტი საღალატო ვერავინ ნახე ხო?
-მიკასნაირი ქალი რო გვერდით გეყოლება,იმას საერთოდ როგორ უნდა უღალატო არ მესმის,წამოდით რა ამ სახლში ქალდანის გარეშე ვერ ვსუნთქავ.ხელი დაუქნია ნინიამ ბიჭებს და გასასვლელისკენ წავიდა.
-გაბრიელ შენ რას იზამ?
-მოგონებებსო ნუ შემიბღალავ მალე გადადიო,ჩემოდენებიც კი ჩულაგებია, მე რა უნდა ვქნა? სვანეთში წავალ ცოტახნით.
-მიკას მე ავუღე ბილეთი,ჩემი ხელით ჩავიტანე მისი ჩემოდანი ქვემოთ,თვითფრინავშიც მე ჩავსი გაბრიელ.მაგრამ იცოდე, მე ნაკლებად არ მტკენია ეს ფაქტი,მე ნაკლებად არ მაღელვებს თქვენი ეს მდგომარეობა. ეს საბუთები.. მე გამომატა,მიკას ხელი უკვე მოწერილი აქვს,მხოლოდ შენი დარჩა. ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაიჩურჩლა დემეტრემ.
საბუთებს ხელი მოაწერა,წერილი და ბეჭდები უჯრაში ჩადო,იქვე მიიყინა ქორწილის დღეს,მიკას თაიგულს მომძვრალი ერთი გვირილა და თავისი ბაფთა,რომ დაინახა. კარი მატაბელმაც მაგ დღეს გაიხურა და უკან აღარ დაბრუნებულა.

-წავალ,გვიანია დაისვენე შენც.ლიკაზე არ ინერვიულო,არაფერს იზამს.
-გაბრიელ,მე არა ლიკამ აწი აქეთ უნდა ინერვიულოს,რომ მე არაფერი დავუშავო.
აივნიდან შემოვიდნენ,სინანულით გახედა საძინებელს ბიჭმა.
-თუ გინდა შედი
-დღეს არა..დღეს ძალიან ბევრია.წადი დაისვენე გვიანია უკვე,საბანი თბილად დაიფარე, წვიმს გარეთ და სანათი არ ჩააქრო შეიძლება ჭექა-ქუხილი დაიწყოს.
ახსოვს გაიფიქრა ქალდანმა და ყოფილ ქმარს გულწრფელად გაუღიმა.
იმ საღამოს ლიკა ამაღლობელსაც მშიდად ეძინა,ჭრილობა გაუკერეს და სახლში გამოწერეს.დემეტრემ მკაცრად გააფრთხილა საჩივარს თუ დავინახავ,მთელი ცხოვრება ციხეში ამოგალპობ,ისეთ საქმეებს ამოგიქექავ წარსულიდანო,არ ჰქონდა ლიკას სუფთა ცხოვრება,ეს თვითონაც კარგად იცოდა. თან როგორი სათქმელი იყო, მიკა ქალდანმა დამჭრაო? ისევ გაჩუმება არჩია.
დილას კარზე კაკუნმა გააღვიძა, ჯერ 6 საათიც არ იყო. ამ დროს არავის ელოდა. პენუარზე ხალათი მოიცვა და კარი გააღო.კარს იქით, გაბრიელი იდგა ორი ფინჯაბი ცხელი შოკოლადით ხელში,ყოფილ ცოლს უღიმოდა.
-ასე ნუ მიყურებ,უბრალოდ ვიფიქრე ტრადიციას აღვადგენთ და მზის ამოსვლას ერთად შევხვდებით თქო, გაგაღვიძე?
-ამ დროს ნორმალურ ადამიანებს სძინავთ ხოლმე რავიცი
-მერე ვინ გითხრა,რომ ჩვენ ნორმალურები ვართ? გუშინდელი მერე ხომ საერთოდ არ დავიჯერებ შენს ნორმალურობას ქალდანო.
-რა იყო? გეწყინა შენს საყვარელს ასე რომ მოვექეცი? თუ გინდა ყვავილებს ვუყიდი და გავუგზავნი ბარათთან ერთად,მივაწერ რომ დიდი სიყვარულით ვუგზავნი.
-ამაღლობელის ნაირი ქალები,მე სულ ფეხებზე .დილაობით ასეთი შხამიანი ხარ ხოლმე?
-ცხელ შოკოლადს,რომ დავლევ დავტკბები არ ინერვიულო,შემოდი და თავი ისე იგრძენი როგორც..
-ჩენს ყოფილ სახლში არა? სიტყვა თავად გააგრძელა გაბრიელმა და 5 წლის შემდეგ,პირველად შეაბიჯა დილით ყოფილ სახლში,რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირდება.წინა დღეს არ დაკვირვებია,ახლა ყოველ დეტალს აკვირდებოდა.ყველაფერი ხელუხლებელი იყო,მხოლოდ ფოტოები გამქრალიყო,მის ადგილას კი ვან გოგის ნახატებს გაენაწილებინათ ადგილები.ხელის ანაბეჭდებიც,რომელიც მანდ და მიკამ ერთად დაატყვეს კედელს,ისევ იქ იყო. იგრძნო,როგორ მოაწვა წარსულის მონატრება.საძინებლისკენ გაიხედა,აინტერესებდა რამე შეცვალა თუ არა მიკამ, კარს თვალი გაუშტერა და ღრმა ფიქრებში გადაეშვა.
-თუ გინდა შედი,თითქოს მისი ფიქრები გამოიცნო ქალდანმა და კარი თვითონ გაუღო.ყველაფერი იგივე იყო, თითქოს არაფერი შეცვლილა.კარადის უჯრა გამოაღო და გაიყინა,ბეჭდები და წერილი,ყვავილთან და ბაფთასთან ერთად ისევ იქ იდო,სადაც თვითონ დატოვა.კარადა ხელიკანკალით გამოაღო,მისი რამდენიმე პერანგი იქვე ეკიდა,მათ გვერდით კი მიკას ტანსაცმელი ფერების მიხედვით იყო ჩამწკრივებული.საბაზანოს კარი შეხსნა და ინანა,ძველი ჭრილობები უნახლდებოდა,მისი კბილის ჯაგრისი,საპარსი ქაფი,ტანის გელი და სუნამო ისევ ზედა თაროზე ეწყო.როგორც ჩანს არც მიკა უშვებდა საბოლლოდ გაბრიელს მისი ცხოვრებიდან,იქნებ სანდრო მართალი იყო და ნამდვილად უყვრდა მიკას? ვერ ხვდებოდა ახლა რა უნდა ეთქვა? როგორ უნდა მოქცეულიყო?
-კარი რომ გავიხურე და წავედი,მხოლოდ მაშინ შემოვაღე შენგან რომ წამოვედი იმ ღამეს.ხელი არაფრისთვის მიხლია,არც სურვილი გამჩენია რამე გადამეადგილებინა,სურათები წასვლისას ჩამოვხსენი.თუ რაიმე გჭირდება, შეგიძლია წაიღო,მე წინააღმდეგი არ ვარ.ძალიან ოცნებებში ნუ წახვალ გაბრიელ,წამო თორემ მზე უჩვენოდ ამოვა.
5 წლის შემდეგ იგივე აივანზე ისხდნენ,უფრო გაზრდილები,გალამაზებულები,და სიმპატიურები,მეტი ტკივილითა და არეული გრძნობებით,ერთმანეთის გვერდით ისხდნენ,თუმცა უერთმანეთოდ, უყურებდნენ მზის ამოსვლას.
ნელა ასწია,მის მხარზე ჩაძინებული სიფრიფანა სხეული და საძინებელში შეიყვანა,საყვარელ ქალს,პლედი მიაფარა და კარი მძიმედ გამოიხურა.მთელი ტკივილები თან გამოიყოლა.
ძილბურანში იყო,ძლიერი ხმები რომ ჩაესმა,ეგონა სიზმარში იყო გამოღვიძებას არ ჩქარობდა.რომ აღარ შეწყდა ხმაური,იძულებული გახდა ამდგარიყო და კარი გაეღო.კარში,როგორც ყოველთის მომღიმარი სანდრო იდგა მის გვერდით კი დემეტრე , კარს მიყრდნობდა და ჩემოდანს ფეხით იჭერდა.
-ჩემთან გადმოდიხართ?
-ჰო ცოლად მმოგყვებით ორივე
-პირველი ღამე,ორივესთან ერთად მექნება?
-სახლში შემატარეთ,მწყურია მერე იღლაბუცეთ ოღონდაც.
-სად მიდიხართ აღარ იტყვით?
-შენთან სვანეთში ძალიან ჩვეულებრივად უთხრა დემეტრემ და გაიცინა.
-ჩემთან სვანეთში მივდივართ და ამას მე მხოლოდ დღეს დილას ვიგებ?
-ჩვენც დღეს გავიგეთ,ნინია ატყდა გუშინ საღამოს,სადმე წავიდეთ მიკა რაც ჩამოვიდა არსად გავსულვართო,ხოდა ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია,რომ სვანეთში შენთან უნდა წავსულიყავით.
-მიკამ იცის? მოდის?
-გოგოები იქ არიან უკვე, სავარაუდოდ ბარგსაც ალაგებენ. როგორ ფიქრობ არ წამოვა? იმას შეეგუა,რომ შენი კარის მეზობელი უნდა იყოს და ერთი კვირა შენთან ერთად ვერ იცხოვრებს?ისე ასწორებს ყოფილი ცოლის მეზობლობა? მარილი რომ შემოგაკლდება გადი და გამოართვი ხოლმე
-ხოო,მერე ისიც დიდი სიყვარულით მატანს ერთ ფუთა მარილს და კოცნით მაცილებს,თავს ნუ მომაკვლევინებ სანდრო. დამაცადეთ ჩავლაგდე და წავიდეთ.
-მიკააა, რას ალაგებ ამდენს,მთელი კარადა ხომ არ მოგაქვს? დაიცადე ეს ბიჭი საროჩკები ვისია? ასე საცოდავად რომ კიდია?
-საყვარელი მყავს და დატოვა რამდენიმე,თან რო არ ვატარო ხოლმეო
- აქ მოდის ხოლმე? როდის კიმარა? რა დროს მოასწარი ახლა არ ჩამოხვედი? თუ მილანიდან ჩამოიყვანე? როგორი ბიჭია? მაღალია? სიმპატიუია?მოხუცი ხომ არ არის? ჭამით ლაპარაკს განაგრძნობდა ნინია.
-ნუ ჭამ მაგდენს,გასუქდები ,გაბრიელის ძველი პერანგებია უბრალოდ.
-გაბრიელია შენი საყვარელი?
-ღმერთო, რა შტერია ეს გოგო,კიდევ უფრო მეტი უნდა ჭამო.ხუთი წლის უკანდელი პერანგებია,არ წაუღია,არც მე გამიტანებია.უღონდ დაეშვა საწოლზე და სევდიანი თვალებით გახედა კარადს.
-ისევ გიყვრას ხო? გვერდით ჩამოუჯდა დაქალს ნინია და მხარზე თვი დაადო.საშინელებაა,როდესაც გულს გატკენენ,სულს მოგიკლავენ მაგრამ შენ მაინც გიყვარს,მასთან ახლოს ხარ, ვერ ეხები,ვერ კოცნი,ვერ ეხუტები,მის სუნთქვას ისმენ და არ შეგიძლია შეეხო,არ შეგიძლია გაიქცე და ჩეხუტო.უთხრა,რომ გიყვარს და მის გარეშე საერთოდ დაცარიელებული ხარ.
ლილემ და მიკამ სიცილი,რომ დაიწყეს მერე მიხვდა,რომ გოგონები მას დასცინოდნენ.
-წამო ჩემო პატარა, მოვიტაცოთ სანდრო,ახლავე და გავხიზნოდ სვანეთში,მოტაცებულ ბიჭს კი უკან არავინ დაიბრუნებს.
-მე დამცინით ხო? ასეთი სასაცილოა? მეც ვერ ვხვდები ასეთი ცანცარა ბიჭი,როგორ შემიყვრდა,არა წარმოგიდგენიათ? იმასაც ვერ ხვდება რომ მიყვრას? ღმერთო ჩემო ზოგჯერ ძალიან ვბრაზდები.,მე ასეთ საყვარელ გოგოს როგორ შეიძლება ეს შტერი გაჩიანი მიყვარდეს,არადა როგორი სათნო ვარ,ნაზი,ტკბილი.ღმერთო საკუთარი თავზე ვგიჟდები.
-ტკბილი კი არა ყველაზე მწარე და შტერი ხარ ნინაჩკა,საკუთარ თვზე რომ ხარ შეყვარებული მაგიტო დადიხარ ასე უშეყვარებულოდ დღემდე.
-გაჩიანო დაუკაკუნებლად შემოსვლა რა წესია ვერ გავიგე?
-რა გაყვირებს უიმე,ჰე აღარ გავდივართ? შუაღამისას თუ ჩავედი სვანეთში აღარ მინდა საერთოდ წასვლა.
-ვაიმე,რამხელა პრეტენზიებია,ჩენ მზად ვართ და თქვნეც თუ ჩაბარგდით,მაშინ წავიდეთ.
-გაბრიელი არ მოდის?
-ჰო,მიკუნა არ მოდის,რომ გაიგო შენც მოდიხარ,ერთად ვერ ვიქნბით და ჩემი სახლი თქვენს განკარგულებაშიაო და ძილი გააგრძელა.რა თქმაუნდა მოდის, ქვემოდ გელოდებიან ეგ და დემეტრე.
მიკას და გაბრიელს ერთ მანქანში მოუწიათ ჩასხდომა,დანარჩენები დემეტრეს მანქანაში გადანაწილდნენ.
მიდიოდინენ იქ,სადაც ადრე ერთად ქმნიდნენ უამრავ მოგონებებს, ორივეს სიგიჟამდე უყვარდა იქაურობა.
-სვანეთი ძალიან მომნეტრა.
-მეც,ბოლოს შენ რომ წახვედი მაგ დღეს ვიყავი ასული, ერთი თვით.მის მერე კარი არ შემიღია.შენ რომ იქ არ იყავი,სახლი ცარიელი იყო,რაღაც აკლდა,ახლა რომ შეხვალ სიცოცხლეს შეიტან და ყველფერი გაფერადდება.
-გაბრიელ,არ გინდა გთხოვ, ნუ დავბრუნდებით წარსულში.
-რატომ მიკა? ასე ძალიან ვერ მიტან? ასე გეზიზღები?
-რა სისიულეს მელაპარაკები ხვდები? როგორ შეგიძლია იმაზე.ფიქრი რომ ამხელა სიყვარულის შემდეგ მართლა შემიძლია შენი შეძულება? მართლა გჯერა,რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია? და თუ ასეა მაშინ ეს ნაბიჯი უსასრულო და დაუსრულებელია,რომელსაც შენსკენ არასდროს არ გადმოვდგამ.ან საერთოდ,რომ მძულდე,რომ მძულდე,აქ დაბრუნებულს პირველსავე ღამეს შენთან მოვიდოდი?ჯანდაბას შენი თავი მატაბელო,დღემდე ვერ აცნობიერებ,რამხელა სიყვარულით მიყვრადი,ჩემი არ გჯეროდა,დღემდე არ გჯერა ხვდები?
-რატომ წახვედი მიკა? რატომ? ხომ მეუბნებოდი,ყველაფერს გაპატიებ,იმ დონემდე მიყვარხარო,ყველა ტკივილს ერთად გადავლახავთო,ხელს ჩაგკიდებ და არასდროს გაგიშვებო? მაშინ,რატომ? რატომ მიმატოვე შუა გზაში?რატომ მომკალი და თუ მკლავდი, მიწა რატომ არ მიმაყარე?
-არ გამაგიჟო,ახლა მართლა არ გადამრიო,თორემ სვანეთსკენ მიმავალ გზაზე,ჩემივე ხელებით მოგკლავ და ხევში გადაგაგდებ,მიწისთვისაც კი არ გაგიმეტებ მატაბელო.რა გგონია,მე იმ ქალების რიცხვს მივეკუთნები,სულ ფეხებზე,რომ ჰკიდიათ,წინა ღამეს ვინ "იხმარა" მისმა ქმარმა,მერე კიდევ ჩემთან მოვიდა და იმ ხელებით ჩამეხუტა? რა გგონია ავიტანდი,სხვისი სურნელი მოგყოლოდა სახლში,მე ეს მეგრძნო და ამეტანა? ბოდიში მაგრამ მე მოღალატე ქმარი არ მჭირდებოდა,ტკივილის ჩასახრჩობად ბოზებში,რომ დადის,თან ვისთან?ლიკა ამაღლობელთან,რომელმაც სხვისი გაკეთებული ბავშვის შემოტენება შენზე სცადა.ამხელა კაცი,ამ დონემდე დაჩლუნგდი და მე? მიკა ქალდანს უნდა ამეტა მოღალატე ქმარი,უნდა ამეტანა,ყველა ქალი,ვინც სახლში მომადგებოდა იმის ძახილით,რომ მისგან შვილი გყავს?ამას მთხოვდი გაბირელ? რა ჯანდაბად გაჩუმდი,რატომ არ იღებ ხმას? გამაგებინე,რა გინდოდა?
-რა გაყვირებს,დამშვიდდი ცოტა,ალქაჯსს გავხარ.
-აჰა,ალქაჯიც ვარ თურმე,მადლობა ღმერთს ადრე გამოგშორდი,თორემ ალბათ რქებსაც დაგადგამდი ჰო? ნწ,არა მეც უნდა გადამეშალა ფეხები და ვისაც ჩემთან დაწოლის სურვილი გაუჩნდებოდა,ქუჩის ვით ყველასთვის უნდა მიმეცა,მერე ხო მაგარი ბიჭი იქნებოდი? ხომ მოვარდებოდი და დაამტკიცებდი შენს კაცობას?
-როგორ მელაპარაკები? რაებს ლპარაკობ აზრობ?
-როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები.
-როდემდე? როდემდე უნდა მახსენო ეს დედმოტყნული ჩემი საქციელი? ერთი ღალატი ვერ გადაყლაპე?
-ხედავ გაბრიელი? შენ თითნაც ხვდები,რომ ცუდად მოიქეცი,კარგად მოიქმედებს შენზე სვანეთის ჰაერი,აქ რომ ხშირად ჩამოვსულიყავით,ალბათ ლიკასთანანაც არ გაიქცეოდი და ახლა იმ ერთი ღალატის გადყლაპვაც არ მომიწევდა,თუმცა არც ახლა მიწევს,არ ვაპირებ,მოღალატეს რამე ვაპატიო.
-რა გაცინებს? მეკაიფები ქალდანო?
-არა შენს სიცოცხლეს გეფიცები,როგორ გავბედავ შენთან კაიფს.
-ცეცხლეს ეთამაშებნი და ფრთხილად იყავი არ დაიწვა.
-ეშმაკებს გვიყვარს ცეცხლთან თამაში,მაგრამ იცოდე, მე თუ დავიწვები შენც თან გაგიყოლებ.
-რა იყო? უჩემოდ ვეღარ ძლებ ხო?
-აქამდე ვერ მიხვდი? ყოველდღე შენს კართან ვარ ხოლმე ატუზული,ერთი ჭიქა ფქვილი მასესხე თქო,ვიმიზეზებ რომ გნახო.
-ღმერთო რა ცინიზმია
-მე მაპატიე,ლიკასავით,რომ არ გელაქუცები.
-ყოველმეორე წინადადებაში ლიკა რო არ ახსენოს მოკვდება.
-რა იყო? შენს საყვარელზე ასე რომ ვლაპარკობ გწყინს?
-არაა ჩემი საყვარელი არა შეიგნე
-ახლა აღარ არის,თორემ ხომ იყო?
-მიკაა
-რა იყო? ტყუილია?
-გთხოვ არ გინდა მტკენ...
-მართლა? მაშინ რატომ არ ფიქრობდი ამ ყველაფერზე? იმაზე,რომ მეც მეტკინებოდა? მისკენ,რომ მირბოდი ფეხებშუა უძვრებოდი,მის კვნესას,რომ ისმენდი,მაშინ შენს თავს არ ეუბნებოდი,გაბრიელ არ გინდა,სახლში ცოლი გელოდება,მოუშუშებელი ჭრილობებით და იქნებ გამოფხიზლდეო?ყოველჯერზე შეგახსენებ,რომ გეტკინოს,რომ საკუთარი თავი შეიძულო,ისე დაიტანჯო როგორც მე.რა გგონია მილანში საგულაოდ წავედი და არ მტკიოდა? ამ ხუთი წლის ყველა დღე მინდა გეტკინოს და ძვლები აგტკივდეს გაბრიელ..
-გთხოვ,ისე ნუ მექცევი თითქოს არასდროს გყვარებივარ.
-ყველა იმას იღებს,რაც დაიმსახურა.
-ჩვენ ეს დავიმსახურეთ ?
-ალბათ
-მაშინ,მე სიკვდილის ღირსი ვყოფილვარ.
-არა,ეგ ზედმეტად მარტივი გამოსავალი იქნებოდა.
***
"სასწაულების გჯერა? შენს ჩემს ცხოვრებაში სასწაული ხარ, აბა რა ხარ, რომელმაც სიყვარული მომიტანა უკიდეგანო."
****
სვანეთამდე ისე ჩავიდნენ,ხმა აღარცერთს არ ამოუღია. ბავშვები 10 წუთის მისულები იყვნენ,გაბრიელმა მანქანა 5 წლის შემდეგ პირველად,რომ შეიყვანა სახლის ეზოში,ამჯერად ყოფილ ცოლთან ერთად.კარი,ორივემ ერთდრულად გამოაღო და მანქანიდან გადავიდნენ.სული ეტკინა ორივეს.ყოველი ნაბიჯის გადადგმისას,ერთმანეთის გულებს აბიჯებდნენ ფეხს,სიკვდილამდე სტკენდენენ მოუშუშებელ ჭრილობებს.კარი შეაღო და ჯერ მიკა შეატარა.ორივე დუმდა.ორივეს ის მომენტი ახსენდებოდა,5 წლის უკან გაბრიელი მისაღებში გიჟივით,ცამდეგახარებული,რომ დადიოდა და მიკას აბზრიალებდა.
-ყველაზე მაგარი მამა ვიქნები,შენს სიცოცხლეს გფეიცები,აი უფრო მაგარი ქმარი გავხდები,ვიდრე ვარ,უფრო მეტად მეყვარები.შენნაირი პატარა და ლამაზი გოგო გვეყოლება.ისე გავათამამებ,ყველაფერს ავუსრულებ,ვაფშე სულ ყველაფერს.იცი როგორ მიყვრახართ? აი,სიტყვები არ მყოფნის,ცამდე და ცის იქით.
სამი თვის შემდეგ ამავე სახლში ყველაზე დიდი ტკივილი განიცადეს.
გაბრიელი სახლში,რომ შემოვიდა მიკა იატაკზე მწოლიარე დაინახა,ჩვევად ჰქონდა თბილ ხალიჩაზე დაჯდომა,მერე იქვე ჩაძინება, ქმარს კი როგორც ყოველთვის საძინებელში უნდა წაეყვანა ცოლი. ღიმილით მიუახლოვდა გოოგნას,იქვე გაშეშდა და გაიყინა,ქალდანი სისიხლის გუბეში ცურავდა.ყვიროდა,ტიროდა,თავგზააბნეული დადიოდა,ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.სავამდყოფოში,ექიმმა,რომ უთხრა ბავშვის გადრჩენა ვერ მოვახერხეთ ნაყოფი ძალიან პატარა იყოო,მანდ მოკვდა.ინატრა მიწა გასკდომოდა შიგ ჩაეტნაა. გაიქცა,საკუთარი თავი შეიძულა,მანქანში ჩაჯდა და გას ბოლომდე დააჭირა ფეხი,დემეტრე რომ წამოეწია და იძულებული გახდა მანქანა გადეყენებინა,მისი მუშტი,რომ მოხვდა სახეში მერე გაიაზრა,რომ ახლა მიკას გვერდით უნდა დამდგარიყო,მიკასთვის თავად უნდა ეთქვა ყველაფერი და ეს ტკივილი ერთად უნდა გადეტანათ.არაფერი ახსოვს ქალდანს ერთის გარდა,გაბრიელი მასთან მივიდა,ჩაეხუტა და მაპატიო ეს უთხრა მხოლოდ.ყველაფერი ნათელი გახდა მისთვის,საკუთარი თავი დაადანაშაულა,ერთ პატარა არსებას ვერ გავუფთხილდიო.ყელა ელოდა,რომ იყვირებდა,ისტერიკაში ჩავარდებოდა დამამშვიდებლები დასჭირდებოდა მაგრამ არა.ქალდანი დუმდა.ხმას არ იღებდა.ერთხელ ამოიტირა,სახლში მინდაო და ეგ იყო.
ორი კვირის მანძილზე მხოლოდ ეძინა, გაბრიელი თვისი ხელით ასმევდა წამლებს,და საჭმელსაც ძალით აჭმევდა.ერთ დღეს,რომ გაიღვიძა და მიკა მის გვერდით არ დახვდა,იგრძნო როგორ შეეშინდა,მისი დაკარგვის ყველაზე ცუდი წარმოიდგინა ,და მისაღებში გავიდა იმ იმედით,რომ ცოლი იქ დახვდებოდა..მიკა იდგა სამზარეულოში და საუზმეს ამზადებდა,მაგიდა ლამაზად გაეწყო,თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,თმა არეულად შეეკრა,ისედავ გამხდარი ამ ორ კვირაში საერთოდ გამქრალიყო.
-გეყოფა რა, მოდი ჩემთან,გამოუშვი ეს ემოციები რასაც შიგნით იკლავ,მოგკლავს მიკა,დაგანგრევს ასეთი ქცევა,ბოლოს მოგიღებს .შენ გგონია მე არ მტკივა? მე ცუდად არ ვარ? მერე რა რომ შენს მუცელში იზრდებოდა, ჩემიც იყო და ასე უნახავდ მიყვარდა.იცი როგორ ვარ? თითქოს სულის ნახევარი ნაწილი ამომაცალეს და მეორე ნაწილი კი იმისთის გადრჩა,რომ შენთან ერთად ფეხზე დავდგე და ცხოვრება გავგარძელოდ.მიკა შეეშვი ამ მაგიდას ძალიან გთხოვ.
-ჯანდაბა,ხელი ყავის ჭიქას გაკრა და ზედ გადაისხა.
-მაჩვენე,მაჩვენე ძალან გეტკინა? მოდი წყალს შეუშვირე,მალამო წავისვათ.
-არ მინდა,გთხოვ არაფერი არ მინდა.ჯანდაბაში წასულა ჩემი თავიც და ხელიც.ხედავ? იმდენად ცუდი აღმოვჩნდი საკუთარ შვილს ვერ გავუფრთხიდლი,ერთ პატარა არსებას,რომელიც ჩემგან მხოლოდ სითბოსა და მზრუნველობას ითხოვდა.ცარელი ვარ გაბრიელ,სრულიად.ტანსაცმელს ვარჩევდი,სახელებს ვარჩევდი,ოთახის მოწყობა მინდოდა.ახლა? ჩემი შვილი ჩემივე დაუფიქრებლობის გამო მოვკალი,ხედავ? იქნებ საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავით სვანეთში? არ მინდა გიყვარდე,რა ღირსი ვარ სიყვარულის? ჩემს პატარას ვერ გავუფრთხილდი,ვერ მოვუარე,ვერ დავიცავი.ხელშიც კი ვერ ავიყვანე.გულშიც ვერ ჩავიხუტე.აქ მიჭერს,ყელში დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი არც იქეთ მიდის არც აქეთ.არც მახრჩობს და არც მაცოცხლებს.აღარ შემიძლია.მე რატო გადავრჩი? მე რატო ვარ ცოცხალი,მითხარი? გამაგებინე?
საყვარელი კაცის მკლავებშ მიესვენა და ერთიანად ამოიტირა ყველა ტკივილი,რასაც გულში იგროვებდა,ყველა ცრემლი,რომელსაც გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა,ერთიანად გამოუშვა და დაიცალა.ძალა გამოცლილს,ბოლოს ტირილის თავიც აღარ ჰქონდა,გაშტერებული უყურებდა ჭერს და დუმდა.
***
არ მკითხო უშენოდ როგორ ვარ. უშენოდ საერთო არ ვარ.
******

-ბავშებო, ვინ რომელ ოთახში ვნაწილდებით? დემეტრემ გამოარკვია წყვილი ფიქრებიდა.
-ზემოთ ოთხი ოთახია,მოვთავსდებით ყველა, წამოდით და დავნაწილდეთ.
-ხუთი კარი რომაა?
-დაკეტილია ერთი ოთახი სანდრიკ,იქ არავინ შედის.
-მე და ლილე ერთად დავწვებით,აივანი რომ აქვს იმ ოთახში,ხომ იცი როგო გვიყვრას არა?
-მე მომტეხეთ?
-არა მიკუნა,შენ მაგას როგორ გაკადრებთ მაგრამ ამ ოთახს ვერ დაგითმობთ,თან დარწმუნებული ვარ გაბირელს შენთვის ცალკე ოთახის გამოძებნა არ გაუჭირდება.თვალი ჩაუკრა ნინიამ გოგოს და ოთახისკენ მთელი სისწრაფით გაიქცა.
-ღმერთო რა ქაჯია გაიცინა სანდრომ და დემეტრეს მიუტრიალადა.
-ჩემი ხარ დემუსი,მე და შენ ერთი ოთახი გვერგო,ამაღამ არანორმალურად გასიამოვნებ ხომ იცი არა?
-ქორწილამდე არაფერი იქნება მეთქი ხომ გითხარი?
-წამო,ახლავე მოვაწეროთ ხელი,თორე ჩემი ჰორმონები არ წყნარდება.
-მარტო ერთხელ მოგცემ იცოდე
-ფუუ,თავხედო გაეთრიე,მეგონა არ დამთანმხდებოდი.
-შუაში ბალიშს ჩავდებ,ჩემსკენ რომ არ გადმოიწიო.
-ბიჭებო დამშვიდდით,თქვენს ოთახში ორი საწოლი დგას, გაიცინა მიკამ,ნუ თუ არაფერი შეუცვლია გაბრიელს.
-ჰოო მიკა მართალია,მანდ ორი საწოლი დგას. მალე შედით ახლა დალაგდით და ვჭამოთ,თორემ აღარ შემიძლია უკვე.
-20 წუთში ყველა ქვემოთ
-არის ქალბატონო პროკურორო.
-მოგხვდება სანდრო.
-თუ გინდა შენ ჩვენს,უფროსწორედ ჩემს საძინებელში დაიძინე
-მერე შენ?
-შენს გვერდით ოთახში,დავიძნებ,ჩემთის მნიშვნელობა არ აქვს, სხვა ოთახში ძილს სანამ შეეგუები,ჩვენი წასვლის დროც მოვა,ასე რომ.
-გაბრიელ,მადლობა.
-მადლობის გადახდა თუ გინდა,მაშინ კუბდარი უნდა გამომიცხო
-კუბდარი?
-ჰო,დავიჯერო მილანში კუბდარის გაკეთება დაგავიწყდა? სვანეთში,სვანმა ქალმა კუბდარი თუ არ გამოაცხო რა მამული?
საღამოს ყველა ერთად მიირთმევდა ქალდანის გაკეთებულ კუბდარს, ნახევრზე მეტი სამეგობრობდან,სვანები იყვნენ მაგრამ მიკას გარდა კუბდარის გაკთება არავინ იცოდა.სატრაბახოდ ჰქონდა ყოველთვის გაბრიელს,ჩემი ცოლი ნამდვივლი სვანია,მსოფლოში ყველაზე გემრიელი კუბდარი გამოსდისო.
-იცი რა მაინტერესებს?აი ჩვენ,რომ იმ პერიოდში დავბადებულიყვით,სვნაური ტრადიცები ყველას ძვალ-რბილში,რომ ჰქონდა გამჯდარი,მაშინ გაბრიელს როგორ დასჯიდნენ? სრული სერიოზულობით იკითხა ნინიამ.
-ეს გოგო შტერია თქო რო ვამბობ,არ მიჯერებთ,აჰა უსმინეთ რეებს ბოდიალობს ახლა.
-სანდრო მოკეტე,მაინტერესებს უჰ,ეს ხო ისედაც ჩავლილი თემაა არა?
-მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არგააკარებდნენ სოფლის ნახირს”. განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა. მე ზუსტად,ვერ გეტყვი რა განაჩენს გამოტანდა მახვში გაბრიელს, სიკვდილით არ დასჯიდა, ბევრი რამე ექნებოდა გასათვალისიწნებელი. ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის საჭირო,ზედმეტი დაძაბულობა და უხერხული მომენტები არ გვინდა ხო ნინაჩკა? ახლა დავიძინოთ ჯობია,ხვალ კოშკები დავათვალიეროთ,სვანეთი მოვიაროთ,ტყუილად ხომ არ ჩამოვედით?ღამემშვიდობისა ყველას.ვერ იტანდა დემეტრე,როდესაც მიკას სტკიოდა,ოდნავ მაინც ცუდად იყო.რამეს განიცდიდა და აწუხებდა.ნინიამ დაუფიქრებლად გაუხსნა ჭრილობები მიკას, კიდევ ერთხელ შეახსენა,რომ ქმარმა უღალატა.მაშინ როდესაც ერთმანეთის მიმართ გრძნნობები ისევ შერჩენოდათ,ამის პატიება კიდევ უფრო ძნელი იყო.ისიც იცოდა დემეტრემ,რომ გაბრიელიც არ იყო კარგად.სვანეთი მას ბენდიერებასთან ერთად,უდიდეს ტკივილს აყენებდა.ორივემ აქ განიცადა პირველი სიხარული და პირველი უდიდესი ტკივილი.ოთახი,რომელიც ჩაკეტიილი იყო,მანაც იცოდა,რომ პატარა მატაბელისთვის მზადდებოდა.თუმცა საქმე ბოლომდე არავის მუყვანია,ამის საჭიროება აღარ იყო.
ჩემოდნიდან ტანსაცმელი ამოალაგა და კარადაში შეწყობა დაიწო,მისი რამდენიმე მაისური, შორტი და გაბრიელის ნაჩუქარი ღუნღულა ჟაკეტი,როგორც თვითონ ეძახდა.იქვე იდო ხელუხლებელი.გაბრიელისთვის სპეციალურად,საკუთარი ხელით მოხატული მაისურიც იქვე იდო. "სულ მეყვარები" წარწერა ზედა მხარეს იყო მოხატული.წამიერად იგრძნო,რომ სუნთქვა შეეკრა.ჯაკეტი შემოიცვა და ეზოში გავიდა.ჰამაკში კომფორტულად მოთავსა და ცას ახედა.
-5 წელი გავიდა,შენ კი ისევ აქ ხარ და ციმციმებ,რა უღალატო ხარ ვარსკვლავო.რა აღარ მოხდა,სად აღარ ვიყავი,აქ დაბრუნებული კი ისევ შენს ადგილას დამხვდი.ნეტავ ადამიანებიც ასეთი უღალატოები ვიყოთ,რა იქნებოდა.ნეტავ ღალატის პატიება შემეძლოს,არადა მინდა.ალბათ გაბრიელს ჰგონია,რომ იმდენად ამაყი ვარ, იმდენად "სვანი" ვარ,რომ არ შემიძლია ჰო ,ამ ერთი ღალატის პატიება,და გადაყლაპვა. მეც მინდა ვაპატიო,ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც რომ ღალატი ნაპატიები მაქვს,უბრალო ნდობა მაქვს გამქრალი,მის მოპოვებას კი დიდი დრო სჭირდება.წვიმის წვეთები,რომ დაეცა სახეზე მაშინღა შევიდა.თავის ოთახში უნდა შეულიყო,თვალი ყავისფერ კარს რომ გაუშტერა.კარზე პატარა ვარდისფერი გული ეკიდა.
სახელური მძმედ ჩამოსწია,და შიგნით შევიდა.ოთახი ღია ფერებში იყო შეღებილი,ერთ კთხეში ბავშვის საწოლი იდგა,მისგან მარჯვნივ პატარა კარადა,ირგვლილვ სხვადსხვა ზომის და ფერის სათამაშოები არელად ეყარა აქეთ-იქეთ. პატარა დათუნია აიღო და ოთახი დატოვა.მასთან ერთად დაიძინა და ტკივილები ძილში გაიყოლა.
სამი დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ. ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. სამსახურები გამო ერთმანეთის ნახვას ისე ხშირად ვეღარ ახერხებდნენ.
სასტუმროში მივიდა,ოთახში დარჩენილი საბუთები რომ წამოეღო. შესვლისთანავე იგრძნო საყვარელი ქალის სურნელი."წვიმის სურნელი" როგორც თვითონ ეუბნებოდა ცოლს. მიკას მონატრება იმდენად ძლიერად მოაწვა,რომ ახლა აუცილებლად უნდა მისულიყო მის სანხავად. სახლში არც შესულა,პირდაპირ მის კართან გაჩერდა და ზარი დარეკა. კარი გაუღო თუ არა,მკლავები ძლიერად მოხვია საყვარელ ქალს და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-გეფიცები,ისე მომენატრე,რომ არ მენახე,რომ არ მოვსულიყავი,მოვკვდებოდი.მიკა,უშენოდ მართლა მოვკვდები.იქნებ დაგვეწყო თავიდან? კიდევ ერთხელ გვეცადა?
-გაბრიელ..
-ჩშ.. ახლა რომ არ გაკოცო,ვერ გავძლებ.
ქალის ბაგეებს მშვიდად წაეტანა, ტუჩებს რომ მოშორდა,ყბის ძვალზე რამდენჯერ აკოცა.უკანსვლით მიაღწიეს საძინებლამდე და იმ ღამეს,მემლიონედ აუხსნეს ერთმანეთს სიყვარული.
*********
"იცი რამდენ გვირილას მოგიტან? აგვისტოშიც,დეკემბერშიც,მარტშიც,ივლისსშიც,ყველა თვეს,დაბრუნდი რა.ვერ ვეგუები შენს აქ ყოფნას. სურათიო დემეტრემ,ვერ გავუძლებდი სიყვარულო,აქ ამოსულს შენი მომღმარი სახის დანახვას.ახლაც თავს ძლივს ვიკავებ,რომ ეს მიწა არ ამოვთხარო და მეც გვერდით არ მოგიწვე. უშენოდ? უშენოდ როგორ ვსუნთქავ? რატომ არ ვკვდები,რისთვის ვარსებობ საერთოდ."
*******
ანალიზეის პასუხი ხელში ეჭირა და სიხარულისგან ცრემლები მოსდიოდა.ვერ იჯერებდა, მეორედ ეძლეოდა შანსი დედა გამხდარიყო. იმაზე დიდი ბენდიერება არ არსებობს,როცა გეუბნებიან,რომ შენში პატარა არსება ცხოვრობს და ქვეყანას შენი წყალობით მოევლინება.საკუთარი ნაწილი,რომლის არსებობის წუთიდან გაბედნიერებს და სიცოცხლის ხალისს ასმაგად განგაცდევინებს. გაბრიელის სიტყვები გონებაში უტირალებდა. "იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა?" მეორე შანს ყველა იმსახურებდა,განსკუთრებით მაშინ,როდესაც ეს მეორე შანსი უკვე მათი შვილი იყო.
დემეტრეს სახლის კართან გახარებული,აღელვებული იდგა და ერთი სული ჰქონდა როდის გაუღებდნენ კარს.
-ჩემო სიყვარულო,როგორ ხარ? გადაეხვია ქალდანს ბიჭი და სახლში შატარა.
-დემეტრე..რაღაც უნდა გითხრა.
-რამე მოხდა? იცოდე გაბრიელმა თუ რაიმე გაწყენინა,მართლა მოვკლავ.
-ორსულად ვარ,მალე ბიძა გახდები.
-მოიცა,რა? ღმერთო,აუუ ვაიმეე, არ არსებობს,სერიოზულად? არ მეღადავები?
-დღეს გავიგე,ცრემლები წამოსცვივდა .
-გაბრიელმა იცის?
-არა,პირველი შნთან მოვედი,არ ვიცი რა ვქნა.
-ჩემო პატარა,რომ ვერ დაუმალავ ხომ იცი, იცი როგორ გაუხარდება? ჭკუიდან გადავა,გააფრენს სიხარულისგან.
-არ ვიცი.. ბავშვის არსებობა არ ნიშნავს,იმას რომ შვრიგდებით.
- იცი რას გეტყვი?ერთმანეთზე გაგიჟებით ხართ შეყვარებული. ადექი და გვერძე გადადე,შენი სვანობა,გადააბიჯე რაღაცებს,იყავი ბედნიერი რა. ცხოვრება ერთი უსასრულო წამია,რომელიც მაშინ სრულდება,როდესაც უკანასკნელად ამოვისუნთქავთ და საანამ ეს მოხდება,ვალდებულები ვართ ვიყოთ ბედნიერები. მოკიდე ხელი გაბრიელს და არასდროს გაუშვა. ერთმანეთის გარეშ გატარებულმა ხუთმა წელმაც კი ვერ შეძლო,თქვენი სიყვარულის ჩაქრობა და გაქრობა.ახლა როცა შენში პატარა არსება იზრდება,ეს არის მეორე შანსი,რომელიც ორივემ უნდა გამოიყენონ. წადი მიკა,ნუღარ აყოვნებ უთხარი გაბრიელს ამის შესახებ და გაახარე,გაააფრენინე სიხარულისგან.
სახლში მისულმა აზრების დალაგება დაიწყო,როგორ უნდა ეთქვა ეს ამბავი მისი ყოფილის ქმრისთვის,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. ის იყო მასთან უნდა გასულიყო,მატაბელმა თვითონ გააღო კარი და მიკასთან გავიდა.
-შეიძლება გაგეცინოს,მაგრამ ერთი ჭიქა ფქვილი მინდა.
-მზად ხარ ჩვენს სახლში გადმოსასვლელად გაბირელ? მზად ხარ ისევ ისე გიყვარდე და ჩემზე ზრუნავდე? ჩემი წუწუნი აიტანო, შუაღამისას გამეგზავნო ნაყინზე,იმიტომ რომ ეს ჩვენს პატარას უნდა? მზად ხარ გამიფრთხილდე და ყველა ტკივილის გადატან ისევ ერთად ვისწავლოთ? მზად ხარ,მშობიარობისას ჩემი ხელი გეჭიროს და მამშვიდებდე? დილას ყავა გამიკეთო და დაუსრულებლად მელაპარაკო,რომ საოცარი წვიმის სურნელი მაქვს და მჩემობ?
-მეკაიფები?
-ორსულად ვარ..
-ვერ გავიგე?
-ფეხმძიმედ ვარ მეთქი, შვილი გვეყოლება, ისევ გვაქვს შანსი მშობლები გავხდეთ.
-არ არსებობსს, ჩაიკეცა ოთხად მოიკეცა და ტირილი დაიწყო.მიკა უყურებდა და იღიმოდა,ვერ ხვდებოდა უხაროდა თუ სწყინდა,რა უნდა გაეკეთებინა.
-შვილი,ღმერთოო,მამა გავხდები,გესმის ეს რას ნიშნავს? შმეძლება ხელში ავიყვანო,ჩავეხუტო,ღამეები ვუთიო,პამპერსი გამოვუცვალო.დავარიგო,სკოლაში წავიყვანო.მამას დამიძახებს,და ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში შენს შემდეგ.
ადგა და მთელი ძალით ჩაეხუტა უკვე,მისი შვილის დედას.
-ძალიან მიყვრახარ,უზომოდ მიყვრხარ,ვგიჟდები შენზე. გესმის? ვაფრენ. გპირდები ყოველ დღეს,რომელიც ერთმანეთის გარეშე გაგვიტარებია ავინაზღაურებთ,აუცილებლად.
-ჯერ მოგიწევს ბეჭდები ისევ ჩემს თითებს დაუბრუნო.გაიცინა და კისერში აკოცა .

გაბირელის და მიკას შერიგება,მათი ბავშვის ამბავი,იმ ფაქტმა დააგვირგვინა,რომ სანდრო გაჩიანი და ნინია გაიპარნენ,როგორც იქნა საშველი დაადგეს და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
სახლი ისევ დაუბრუნდა ძველ ფორმას.ვან-გოგის ნახატები,ისევ ჩანაცვლად გაბირელის და მიკას საერთო ფოტოებით. კარადაში,ერთმანეთის გვერდით ეკიდა მათი ტანსაცმელი,ყველაფერმა თავისი კუთნილი ფერი დაიბრუნდა.ბავშები ფაქტობრივად გადაცხოვრდნენ მათთან.მიკას უპრეტენზიო ორსულობა ჰქონდა, თუმცა სიარულს სახლში ყოფნა ერჩივნა.ფრთხილობდა თითვონ და კიდევ უფრო მეტად გაბრიელი უფრთხილდებოდა, ბავშვის გულისცემა,რომ პირველად მოისმინეს ყველა ერთად ტიროდა.ექიმი ლამის გააგიჟეს,ექოსკოპიის ოთახში მიკასა და გაბრიელის გარდა,დემეტრე სანდრო ლილე და ნინიაც,რომ შევიდნენ.გაოცებულმა ქალმა იკითხა,ყველა ბავშვს ელოდებითო? სანდრომ ისე შეიცხადა თთქოს ნორმალური იყო,ამდენი ადამიანი,დასწრებოდა მშობლებთან ერთად ბავშვის გულისცემის მოსმენას.
"ქალბატონო ექიმო,მხოლოდ ეს წყვილი ელოდება ბავშვს,ჩენ კიდევ ამ ბავშვის დეიდები და ბიძიები ვართ,აქედანვე უნდა შეეგუოს,თორემ გარეთ რომ გამოვა,მერე ვერ გაიგებს რა ხდებაო"
მეხუთე თვემდე არ იცოდნენ,გოგო ყავდათ თუ ბიჭი,ქალბატონო ხან შებრუნებული იყო,ხან გამოჩენას საერთოდ არ ჩქარობდა. პატარა გოგოს ელოდებოდნენ. პირველი ბავშვი იქნებოდა სამეგობროში და ყველა უდიდეს სიხარულს განიცდდიდა. ერთად დადიოდნენ,ბავშვის ტანსაცმლის ასარჩევად,საკუთარი ხელით ღებავდნენ და აწყობდნენ პატარა მელანიას ოთახს.
-გაბრიელ,გაბირელ გაიღვიძე რა.
-რა მოხდა ჩემო პატარა?რამე გინდა მოგიტანო?
-წავიდეთ,საავადმყოფოში წავიდეთ დამეწყოო.ააა ჯანდაბა,როგორ მტკივა,შესავით მოუთმენელია,ხო ხედავ? კიდევ 5 დღე ვეღარ მოითმინა.
-ახლავე,დამშვიდდი,ღრმად ისუნთქე,დაჯექი,ყველაფერს ავიღებ.ეს ჩანთა წამოვიღო ხო? შენი რაღაცეებიც აქ გიდევს?
-არა,პატარას ტანსაცმელია მანდ,გთხოვ კარადიდან ჩემი ყვავილებიანი კაბა გამომიღე.
-ჩემო სიყვარულო აიღე,მითხარი შენ რა წამოგიღო,კაბა გინდა?
-დამშვიდდი გაბირელ, მე არ მჭირდება არაფერი. მერე მომიტანეთ თქვენ.
-დარწმუნებული ხარ?
-გაბრიელ,ბავშვს სახლში ნუ გამაჩენინებ წავიდეთ.
საავამდყოფოში მისულებს ბავშვები უკვე იქ დახვდნენ.
-შეხედე,გეგონება ესენი აჩენენე,არიან ახლა ნორმალურები?
-ქალბატონო,პირველი ბავშვი იბადება როგორ გინდა აბა ? მშობიარეობაზე ისედაც ერთი კაცის მეტს არ გვიშვებს ექიმი. ლაივი რო ჩავრთოთ?
-გამარჯობათ ახალგაზრდებო,როგორ ხარ საყვარელო? მოდი შევხედოთ აბა, დამაჩქარებლების გაკეთება არ მინდა, წესით ორ სამ საათში უნდა ინებოს გამოსვლა თქვენმა პატარა ქალბატონმა. გინდა გამაყუჩებელს გაგიკეთებ,ცოტას გაგიყუჩებს და დაძინებასაც შეძლებ.
- არა,არ მინდა, მირჩევნია ფხიზლად ვიყო. ბავშვები გამართობენ,ასე არაა?
-რა თქმა უნდა, დროებით მაშინ,თუ რაიმე დაგჭირდეს შენმა მეუღლემ იცის სადაც უნდა მნახოს.
-ბავშვებო, მე თქვენ რაღაც დაგიტოვეთ. გაბრიელ,ჩვენს კარადაში,შენს ბაფთსასა და ჩემი თაიგულს მორჩენილ გვირილასთან ერთად დევს, მინდა რომ ყველამ ერთად უყუროთ,ოღონდ ჯერ არა.ყველაფერი,რომ ჩაივლის მერე. ძალიან მიყვრხართ ეს ხომ იცით არა? უბედნიერესი ვარ თქვენი არსებობით და თქვენთნ ერთად გატარებული ყოველი წამით. გაბრიელ,მანქანაში ტელეფონი დამრჩაა შეგიძლია ამომიტანო? ასე ნუ მიყურებ უშენოდ არ გავაჩენ გპირდები. გაუღმა უკვე კარში მდგომ ქმარს და კოცნა გაუგზავნა. კარი გაიხურა თუ არა მატაბელმა,ბავშვებს მასთან ახლოს მისვლა და მოსმენა სთოვა.
-რაღაც მინდა გთხოვოთ, რაც არ უნდ მოხდეს,გაბრიელი მარტო არ დატოვოთ კარგი? თქვენი გვერდზე დგომა ახლა ყველაზე მეტად დასჭირდება.დანებების,სიკვდილის საშუალება არ მისცეთ.
-ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს გვემშვიდობები მიკა.
-დემეტრე,არავინ იცის სამშობიარო ბლოგში შესვლისას,უკან ცოცხალი გამოვალ თუ არა.გადარჩნის შანსი 50-50-ზეა.თუ ვეღარ დავბრუნდი,მინდა მქონდეს იმის იმედი,რომ თქვენგაბრიელს არ გაუჭირვებთ,ჩემს გოგონას მიხედავთ და ღირსეულად გაზრდით,უჩემობას არ აგრძნობინებთ.ასეთი სახეებით ნუ მიყურებთ,ახლა გაბირელი შემოვა და არაფერი შეიმჩნიოთ,ყველაფერი კარგად იქნება, მეც ჩემს პატარასთან ერთად დავბრუნდები,მაგრამ ასე რომ არ მოხდეს,დამპირდით რომ ჩემს ოჯახს მხარში ამოუდგებით,გაბირელი უჩემოდ მოკვდება,თქვენ უნდა გადაარჩინოთ,ხელი უნდა ჩაკიდოთ და დაცემის საშუალება არ მისცეთ.
-ნუ სულელობ,ყველაფერი კარგად იქნება,გართლება არ გქონია ორსულობის დროს და არაფერი.გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება,შენს მელანიას ხელში აიყვან და აქედან ყველა ერთად გავალთ.
-ძლივს ვნახე შენი ტელეფონი,უკანა სავარძლის ქვეშ რანაირად მოხვდა?რა გჭირთ რა სახეები გაქვთ? რა მოხდა? მიკა კარგად ხარ? პატარავ,შემომხედე.
-ყველაფერი კარგადა,არ ინერვიულო,ჩმზე მეტად ესენი ნერვიულობენ,გეგონება თვითონ უნდა იმშობიარონ.დემეტრე ამბობდა,ვერ გაბედავს გაბირელი შემოყოლასო,
-გაჩიანი კი არ ვარ,გაიცინა ბიჭმა. მე უნდა გავიგო პირველი ჩემი პრინცესას ხმა.
-აააა, ვაიმეე,დაუძახეე რააა,ექიმს დაუძახე თორემ აღარ შემიძლია,ეს ბავშვი გარეთ გამოსვლას ძალიან ჩქარობს.
-ჩემი შვილიაა,ჩემიი.
ერთ საათში,სამშობიარო ბლოგში გადაიყვანეს მიკა ქალდანი,მიდოდა და არ იცოდა დაბრუნდებოდა თუ არა უკან.გადარჩებოდა თუ სამუდამოდ დაშრდებოდა საყვარელ ადამიანებს,სინანმდვილეში გადარჩენის შანსი მხოლოდ 18% იყო. ორსულობის პირველივე დღიდან იცოდა,რომ დიდ რისკზე მიდიოდა ,თუმცა დანებებას არ აპირებდა.ვერ დაუშვებდა კიდევ ერთი სიცოცხლე გაეწირა.მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა,ერთხელ მაინც მოესწრო შვილის ჩახუტება,ერთხელ მაინც შეეგრძნო მისი სურნელი,ეკოცნა და წაეყოლებინა მისი ღიმილი.
23:55 წუთზე, 18 ივლისს დაიბადა მელანია მატაბელი.გაოცებული დიგა მატაბელი,სიტყვებით ვერ გადმოსცემდა იმ შეგრძნებას რასაც იმ მომენტში განიცდიდა,ესმოდა ხმა იმ არსების,რომელიც 9 თვის მანძილზე საყვარელი ქალის სხეულში იზრდებოდა. მისი შვილის. იმ წამებში გაიზარა,რომ ნამდვილად მამა გახდა,როგორცკი ბავშვის ტირილის ხმა მოისმინა.
-შეხედე გაბრიელ რა ლამაზია,რა ტკბილია როგორი სურნელი აქვს.
-შენ გგავს ხედავ? ულამაზესია,მამიკო გამარჯობა მე მამაშენი ვარ ეს კი შენი დედიკოა.
გულზე ეწვინა,მის მიერ მოვლენილი ახალი სიცოცხლე და განუზომელ ბედნიერებას გრძნობდა,ახლა სულ რომ მომკვდარიყო,მაინც ბედნიერი წავიდოდა ამ ქვეყინდან რადგან იგრძნო,ის სიხარული, რასაც დედობა ერქვა.
-გაბრიელ,მაკოცე რაა,რაც შეგიძლია ძლიერად.
დაიხარა და საყვრელი ქალის ბაგეებს შეეხო,ყველაზე ტკბილი,ყველაზე სუფთა,ყველაზე დასამახსოვრებელი იყო უკანასკნელი კოცნა.
სამშობიარო ბლოგი ღიმილიანმა დატოვა და ბავშვებს ახალი ამბავი ახარა.
-პატარა მელანიას მამა ვარ ხალხო,იცით რა ლამაზია? იცით რა მაგარი შეგრძნება,ისეთი უსუსური და პატარა,რა მაგარი შგრძნება ყოფილა.მხოლოდ ამ წამებისთვის ღირს ცხოვრება.
ყველა ერთად გადაეხვია მეგობარს,ერთად განიცადეს ეს სიხარული.ტიროდნენ,იცინოდნენ ყვიროდნენ,დაფრინავდნენ რასაც ქვია.
-მიკა როგორაა გაბრიელ?
-ჩემი ცოლი,ყველაზე ძლიერი ადამიანია,ღმერთო რამხელა ტკივილს გაუძლო,ერთი წამით არ მოშორებია ღიმილი სახიდან. ერთი სული მაქვს პალატაში,როდის გადმოიყვანენ,რომ ძალიან მაგრად ჩავეხუტო.მოდით ნახეთ,სურათი გადავუღე,გულზე რომ უწვენია ჩვენი გოგო. ხედავთ? ამ ორის გამო მსოფლიოს ამოავტრალებ ისე მიყვარს ორივე.
-მიკა ქალდანის ახლობლები თქვენ ხართ? ექთნ გამოვიდა ეზოში და ბავშვებს მიმართა.
-მე მისი მეუღლე ვარ,რამე პრობლემაა?
-ექიმს თქვენთან გასაუბრებაა უნდა,მობრძანდით თუ შეიძლება.
ამ მომენტში გაბირელის გარდა,ყველა იქ მყოფთათვის სამყრო გაიყინა,გაჩერდა. დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა,ადამიანებმა სუნთქვა,თვალებმა ფერების აღქმა დაკარგა. ნაბიჯები მძიმედ გაიარეს საავადმყოფოს შესასვლელიდან ექიმის კაბინეტამდე. 50% მხოლოდ ეს ტრიალებდა მათ გონებაში.
-ექიმო რაიმე პრობლემაა? ჩემი ქალიშვილი და მეუღლე როგორ არიან?
-ბატონო გაბირელ,თქვენი ქალიშვილი კარგად არის, ცოტახანში შეძლებთ მის ნახვას,ქვედა სართულზე წევს,ამ ეტაპზე იძულებული გავხდით,ბავშვი დედისგან განცალკევებით ყოფილიყო.
-რას გულისხმობთ? ჩემი მეუღლის ნახვა მინდა,მას საფრთხე ემუქრება?
-მიკამ იცოდა,რომ მისთვის ეს ორსულობა შესაძლებელი იყო ფატალურად დასრულებულიყო, ორსულობის მეორე კვირიდანვე გვაჩვენა ანალიზება. იმის შანსი,რომ პაციენტი,მშობიარობის შემდეგ გამოჯანმრთელებულიყო,100-იდან მხოლოდ 18% იყო.
-რას ამბობთ ექიმო,გეშლება,ჩემი ცოლი ძლიერი ქალია,სხვაში გეშლებათ,ასეთი რამ ჩემთვის არასდროს უთქვამს.
-პაციენტს თავად სურდა ეს არავისთვის ეთქვა.ნაყოფის მოშორებაზე უარი განაცხადა და იმ 18% ჩაეჭიდა,რომელიც მისი გადარჩენის იმედი იყო.
-სად არის ჩემი ცოლი? არ გესმით მისი ნახვა მინდა,ახლავე. სულ ოცი წუთის წინ მიღიმოდა,მელაპარაკებოდა,გეშლებათ ნამდვილად გეშლებათ.
-ამჟამად რეამინაციაშია გდაყვანილ,მართვით სუნთქვაზე,მშობიარობის შემდეგ გართულება მოჰყვა,ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა,ყველაფერი მასზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.
-ტყუილია,რა სისულელა,გეშლებათ,ექიმის პალატა დატოვა და შეშლილივით აქეთ-იქეთ სიარული დაიწყო. მხოლოდ 18 %-იო დემეტრე გესმის? იტყუებიან,მეღადავება,მეთამაშება,ხომ დამპირდა, ადრე დამპირდა იმ 5 წლისთის რაც უშენოდ გავატრე სამაგიეროს,აუცილებლად გადაგიხდიო,ახლა ასე მიხდის სამაგიეროს,თავისი ფეხით გამოვა და მეტყვის,სული ხომ აგტკივდა გაბირელ? ხომ შეგეშინდა ჩემი დაკარგვის,ახლა ბარი-ბარში ვართ,ანგარიში გასწორებულიაო. მარტო ზიდა ეს ყველაფერი ხედავ? მთელი ეს დრო,ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა,თითქოს ყველაფერი კარგად იყო. რომ მომეხუტებოდა და ტიროდა,სიყვარულს რომ მემილიონედ მიხსნიდა,მეგონა ორსულულობის ბრალი იყო.ყოველდღე უამრავ ფოტოს მაღებინებდა და კედელზე ერთად ვაკრავდით."მოგონებებს ყველაზე კარგად ინახავს ფოტოებიო" ჩემი პატარა,ჩემი სიყვარული,ახლა სიკვდილს ებრძვის მეკი არაფრის გაკეთება არ შეემიძლია.მოვკვდები მის გარეშე,ვერ ვისუნთქებ ,უსამართლობა იქნება ყველაზე დიდი.
-გაბრიელ,დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება,რომ გცოდონდა მაინც ვერაფერს იზამდი,ხომ იცი როგორი ჯიუტია? სვანია,სვანები ასე მარტივად არ ნებდებიან. ის 18% იმედ ნიშნავს,დამიჯერე იმედი აუცილებლად გაამართლებს.
ღამის 01:15-ზე მიკა ქალდანს გული გაუჩერდა.
-ძალიან ვწუხვარ,თქვენმა მეუღლემ გული გაიჩერა.
"გული გაიჩერა" ეს ორი სიტყვა საავადმყოფოს, კოლიდორში გაიფანტა და თითოეული მათგანის გულს,ტყვიასავით მოხვდა. ლილე და ნინია ადგილზე ჩაიკეცნენ,დემეტრემ რეალობის აღქმის შეგრძნება დაკარგა,სანდრომ მუშტები კედელს დაუშინა.
გაბრიელი? იცით რა შეგრძნებაა,როდესაც იგებ რომ შენს სიყვარულს კარგავ,რომ მან სუნთქვა შეწყვიტა,რომ ვეღარ გაგიღიმებს,ვერ ჩაგეხუტება,ვერ დაგელაპარკება,ღამით არ გეწუწუნება იმაზე,რომ საბანი დააფარო,წვიმაში მასთან ერთად ვეღარ ისეირნებ.სახლში მხოლოდ შენ მოგიწევს შესვლა.კარს იქით კი მომღიმარი ცოლი არ დაგხვდება,ცოლი რომელთან ერთადც 7 წელი იცხოვრე და 5 წელი მის გარეშე მონატრებაში გაატარე,და ახლა როცა ის 5 წელი ორივემ დაივიწყეთ ათვლა შეწყვეტილი მეშვიდე წელიდან დაიწყეთ,ჯანდაბა სიკვდილი მიდის და ყველას ანგარიშსს უსწორებს.გაბრიელი ჩაიკეცა,სული ასტკივდა. იღრილა უკანასკნელ ხმაზე ტყუილიაო და ამ ერთ ყვირილში ამოტირია თავისი,აწმყოც,წარსულიც და მომავალიც. გაბრიელს გულს,გული ეტკინა და გაჩერებაა დააპირა.
მიკას სასახლის გარშემო ისხდნენ ხუთივე და ქალდანის დატოვებულ,უკანასკნელ სახსოვარს ისმენდნენ.
"გამარჯობათ ჩემო სიყვარულობ!
ვიცი ახლა როგორც ხართ, რომ ხორცზე მეტად სული გეწვით და ვერ ხვდებით ეს თქვენ რატომ დაგემართათ,გაიღიმეთ,ეს მე დამემართა თქვენ არა.ნუ მიბრაზდებით,ვიცი ყველას პრობლემა რომ ჩვენია.
ნუ მიბრაზდებით,რომ აქამდე არაფერი გითხარით,არ შემეძლო მეყურებინა,როგორ მიყურებდით შიშნარევი თვალებით და ჩემს სიკვდილს როგორ დაელოდებოდით,მწუხარე საახებით და მოწყენილობით. ეს პერიოდი საოცრად კარგი ბედნეირი და დასამახსოვრებელი იყოაბა ერთი წამით დაფიქრდით,რომ გცოდნოდათ რომ ჩემი უკანასკნელი თვეები იყო,ხომ სხვანაირად მოიქცეოდით? გაბირელ,ჩემო სიყვარულო,მაპატიე.მაპატიე რომ არაფერი გითხარი,ვიცი არ მქონდა დამალვის უფლება.ამხელა ტკივილისთვის ვერ გაგიმეტებდი. ხომ იცი როგორ მინდოდა, შვილი? როგორ მინდოდა დედა გავმხდარიყავი,შვილი ეს ჩვენი უდიდესი ოცნება იყო და ვერ დავუშვებდი,რომ ერთხელ კიდევ დამეკარგა ეს არსება. ამას მართლა ვერ გადავიტანდი,ჩემს გოგონას მიხედე,ვიცი ამის შეხსენება არ გჭირდება.გთხოვ,არასდროს არ დაუშვა ის ფაქტი რომ მისი ბრალია ჩემი წასვლა. ნუ აფიქრებინებ მელანიას,რომ "ცოდვიანი დაიბადა" ეს არავის ბრალი არ არის. ჩვენი ხელის ანაბეჭდები,ხომ ისევ კედელზეა,მელანიას ყოველ თვე შეავსებინე ცარიელი ადგილები,მისი მოცუცქნული ხელებით. უთხარი,რომ სიგიჟემდე მიყვარს და მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები,მხოლოდ საკმარისია გულს მოუსმინოს. კარადის ბოლო უჯრაში,პატარა ხის ყუთი დევს, ანგელოზის კულონია, რომ გაიზრდება და ყველაზე მეტად მოვენატრები, მაშინ მიეცი და უთხარი,რომ ეს საჩუქარი დედიკოსგან არის. 18 წლის,რომ გახდება ერთი კვირის უკან, კარადის თავზე,რომ წიგნაკი შეგანახინე ის მიეცი და უთხარი,რომ ამით შეძლებს უკეთ გამიცნოს, ყველაფერი გაიგოს ჩმზე ჩვენს სიყვარულზე. გთხოვ,იყავი ძლიერი! არ დაეცე და არასდროს დანებდე. ახლა გეტყოდი დრო რომ გავა და ჩემი ტკივილი ჩაგიყუჩდება, იპოვე ვინმე ვისთან ერთადაც ბედნიერი იქნები მეთქი, მაგრამ ვიცი ეს ტკივილი არასდრო გაგინელდება, უბრალოდ მიეჩვევი მასთან ერთად ცხოვრებას. მაპატიე,რომ სიგიჟემდე მოგენატრები მე და ჩემი სურნელი, რომ ჩემი ხმის გაგონება მოგინდება,ძებნას დამიწყებ და არსად ვიქნები. მაპატიე სახლში შემოსულს რომ სიცარიელე დაგხვდება და ვეღარ ჩაგეხუტები,მზის ამოსვლის ყურება რომ მარტო მოგიწევს. ჩვენი პატარა რომ გაიზრდება,შეგიძლია მასთან ერთად გააგრძელო ჩენი ტრადიცია. მიყვრახარ სიგიჟემდე და იცოდე ბოლო ამოსუნთქვისას შენზე,ჩვენს მელანიაზე და თქვენზეც ბავშებო ყველაზე ერთად ვფიქრობდი. მაპატიეთ,რომ ამხელა ტკივილის გადატან გიწევთ ჩემს გამო. ჩათვალეთ,რომ სამოგზაუროდ მარტო წავედი და როდესაც თქვენ ჩემთან მოხვალთ ეს მოგზაურობაც დამთავრდება.გკოცნით ბევრს.იყავით ძლიერები და რაც მთაავარია ერთიანები,ახლა ერთმანეთის გვერდით ყოფნა ყველას ერთნაირად გჭირდებათ"
მიკა ქალდანი მესამე დღეს დაკრძალეს,გაბირელს დემეტრეს სანდროს და კიდევ რამდენიმე თანაკლასელს მიჰქონდათ მისი სასახლე. მისი უბრალოდ სახითა და ღიმილით ისეთივე ლამაზი იყო,როგორც ცოცხალი. მუჭებით მიაყარეს მიწა საყვარელ ადამიანს, არცერთი ვარდი და სხვა სახებოსი ყვავილი არ ყოფილა მის დაკრძალვაზე.გვირილებით იყო მთელი საფლავი მოფენილი.
გაბრიელმა სურათი არ გააკეთებინა, ვერ გვაუძლებ აქ ამოსულს მისი ღიმილი საფლავის ქვიდან მიმზერეს მხოლოდოს.
დაიწყყო დღეები,რომლებიც გასაძლები იყო ყველასთვის.
პირველი ტკივილი მაშინ განიცადა,მიკას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ,რომ შეაღო სახლის კარი და სიცივე, სიცარიელე დახვა. უმიკაობა მაშინ იგრძნო.დილას,რომ გაიღვიძა და მიკა სამზარეულოში,რომ ვერ დაინახა,დუძახა და ხმა ვერ გაიგო,მეორედ ცოცხლად მაშინ მოკვდა. და ასე ყოველ დღ თავიდან კვდებოდა და არ იმარხებოდა.
ორი თვის შემდეგ,მელანია მოუყვანა ნინიამ სახლში.
-გაბრიელ,დროა გონს მოხვიდე.მელანიას ახლა ყველაზე მეტად სჭირდები,იქნებ ადგე და ტვინი გაანძრიო.ვიცი,მესმის,გტკივა და არაფერი აღარ გინდა. მაგრამ ბავშმა დაბადებიან 3 საათში დედა დაკარგა,მამამისი კი გალოთდა და სახლში არ შემოდის. ბავში ერთხელ მაინც აიყვანე ხელში, ერთხელ მაინც შეისუნთქე მისი სურნელი და მიხვდები,რომ ცხოვრების გაგრძლება შენი ვალდებულობაა.
ბავშვი ფრთხილად აიყავნა ხელში და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-მელანია,ჩემო ანგელოზო,დედაშენის სურნელი გაქვს.წვიმის,ჰოო ზუსტად მიკას სურნელი.როგორი ძნელიც არ უნდა იყოს,ცხოვრებას მიკას გარეშე ერთად ვისწავლით,მაგრამ როგორც დედიკომ გვითხრა ის სულს ჩვენს გულში იქნება,სხეულის გარეშე.

ლიკა ამაღლობელი სარკეში იყურებოდა და გიჟივთ იცინოდა, მიკასგან დატოვებულ იარაზე ხელს ისვამდა და ცრემლები მოსდიოდა. სტკიოდა ლიკას,რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო,ქალდანის სიკვდილი,იმაზე მეტად ვიდრე ეგონა, ვიდრე ფიქრობდა და ვიდრე გრძნობდა.
თუმცა,შუძლებელი იყო ქალდანი ერთხელ მაინც გყოლოდათ ნანახი,ის ფაქტი რომ მისი გული გაჩერებული იყო,ყველას გაანადგურებდა და ცხოვრების უსამართლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა.

"უცნაურია,თუმცა სწორი,რომ სიყვარულს ვერ გადმოსცემ სიტყვებით,მაშინ როდესაც ის გულწრფელი და ნამდვილია. სწორედ ასეთი იყო ჩემი და გაბირელის სიყვარული მელანია, გახსოვდეს დედიკო,როდესაც გულწრფელად შგიყვარდება,ხელი მაგრად ჩაჰკიდე შენს სიყვარულს და არცერთი წამი არ დაკარგო,არცერთი შანსი არ გაუშა ხელიდან,რომ მასთან იყო,თნდაც სხვა ყველაფერი დაკარგო"



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

თამ-თას მერე ეს ისტორია იყო ცოტა მსუბუქი, მაგრამ ემოციებით დავირთული . ასეთ დასასრულს არ ველოდი მართლა,თუმცა რაღაც მომენტში კარგიც იყო. თითქოს დამანახა რომ არცერთო წამით არ უნდა მივატოვოთ ჩვენი საყვარელი ადამიანი და უნდა გვიყვარდეს სულ,მუდამ.
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.ველოდები ახალ ისტორიას და ასე მიყვარხარ მე შენ

ვიცინე,ვიტირე,გაურკვევლობამ შემიბყრო.ღრმად ჩავისუნთქე და მხოლოდ ბოლოს ამოვისუნთქე. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ წიგნს ვკითხულობდი და საყვარელი ადგილების გახაზვა მომინდა. ასეთი ბევრი იყო. ძალიან კარგი ხარ

იცი როგორ ვარ ? არ ვიცი... მე თვითონ ვერ გეტყვი შემ რა გითხრა. გავგიჟდი გავაფრინე.ბევრი ვიცინე და მათთან ერთად განვიცადე ყველა ტკივილი და ბედნიერება. ვინატრე! დემეტრეს ნაირი ადამიანი ჩემს გვერდით.მის ნაირი მეგობარი. ახალ ისტორიას ველოდები

ძალიან მომეწონა.ემოციური იყო. უსიტყვოდ. ალბათ ესეთი დასასრული სწორი იყო ❤️

 


№2  offline წევრი utsnobi

გრძნობებით და ემოციებით სავსე ისტორიაა მტკივნეული დასასრულით

 


№3 სტუმარი სტუმარი კატო

ვაიმეე ღმერთოო აუ ეს რაიყოო აი პროსტა როგორ მომეწონაა არ იცი რა ვერც აღგიღწერრ აუ პროსტაა მიკა რო მოკვდა გაბრიელის მაგივრად მემეტკინაა ისე მიყვარს ხოლმეე რომ გმირები ჩემთან მოდიან და მიკა და გაბრიელი კიარ მოვიდნენ სულში ჩამიძვრნენ გეფიცები აუ აი ამწამს დავამთავრე გეფიცებიი ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზეე ერთერთი საუკეთესოაა აი ვგიჟდები შენს ისტორიებზეე <3 <3 <3 <3 აუუ აიი უბრალოდ ემოციებში ვარ კიდე <3 <3 აუუ აუ კაი ვსოო მოვრჩითორე ასე დილამდე შემილია გაქო და გადიდო<3<3

 


№4  offline წევრი skywalk

სტუმარი კატო
ვაიმეე ღმერთოო აუ ეს რაიყოო აი პროსტა როგორ მომეწონაა არ იცი რა ვერც აღგიღწერრ აუ პროსტაა მიკა რო მოკვდა გაბრიელის მაგივრად მემეტკინაა ისე მიყვარს ხოლმეე რომ გმირები ჩემთან მოდიან და მიკა და გაბრიელი კიარ მოვიდნენ სულში ჩამიძვრნენ გეფიცები აუ აი ამწამს დავამთავრე გეფიცებიი ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზეე ერთერთი საუკეთესოაა აი ვგიჟდები შენს ისტორიებზეე <3 <3 <3 <3 აუუ აიი უბრალოდ ემოციებში ვარ კიდე <3 <3 აუუ აუ კაი ვსოო მოვრჩითორე ასე დილამდე შემილია გაქო და გადიდო<3<3



აუუ აიიი უზომოდ დიდი მადლობააა ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი აბა თუ მიხვდები

რაამიიქეენიი?? ეს რააიყოო? ბოომბიი ვფიცავ????ტირილით მოვკვდი უდიდესი თხოვნაა ჩემი იქნება ის რო არასოდეს შეწყვიტო ის რასაც აკეთებ ეხლა უკარგესი ბავშვი ხარ დიდი ნიჭით ❤️ლანა მეგობაროო შენ მე ამ ისტორიით გამაბედნიერე

 


№6 სტუმარი სტუმარი kuku

neutral_face [/s][u][/u][i][/i][/b][b][s][left][/left]
[/center][center]
[/center][center]
[/center][center]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent