შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თითები (სრულად)


16-04-2020, 00:16
ავტორი ტურაგო
ნანახია 4 881


დაორთქლილ შუშებს თითებით ვჩხაპნი...

წვიმს.თვალებდახუჭული ვისმენ შეფების მიწაზე დანარცხების ხმაურს.ეს დახშული,კედლებს მიღმა შემოღწეული ხმა თავს იმ გზის შუაში მაგრძნობინებს რომელზედაც გაავებული ავტომობილები მოძრაობენ,ისე ახლოს და თან ისე სწრაფად მიმორბიან ჩემს გარშემო რომ მათი ჩავლის შემდეგ გაფანტული ჰაერი ძლიერად მირტყავს და სარაფანს რომელიც მმოსავს თითქოს მოგლეჯას უპირებს ჩემი სხეულიდან-ნეტავ წარმოსახვაშიც რატომ ვეთამაშები საკუთარ სიცოცხლეს.

მე რომ დავიბადე თურმე იმ ღამითაც ძლიერად წვიმდა.ჭექა-ქუხილი თავისი გმინვით ცდილობდა ადამიანთა ხასიათში შიშის განცდით შეეცურა.ბნელი ყოფილა ზეცა მაშინ,უვარსკვლავებო.სიბნელემ შთანთქა თითქოს ადამიანებიც ჩემს ირგვლივ...ადამიანების გარეშე გაუცხოვებულმა დავკარგე ღირებული სიტყვების აღქმა რადგან არავის მოუტანია მათი მნიშვნელობები ჩემამდე შეგრძნებებით.რამდენიც არ უნდა გესაუბრონ სიყვარულზე თუ ვერ გრძნობ მას ვერავისგან შემდეგ ის უბრალო სიტყვა ხდება,მნიშვნელობა განძარცვული სიტყვა.
მე სიბნელემ შემიფარა.თითქოს ჩემთვის საგანგებოდ აიგო სქელი კედლებით ოთახი-ცივი,ფანჯრებისა და კარების გარეშე.დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ამ ამოგმანულ სივრცეში,მას თავი მხოლოდ მაშინ ეხდებოდა როცა კიდევ ერთი მნიშვნელობა დაკარგული სიტყვა უნდა ჩამოვარდნილიყო.როცა მივხვდი სადაც იყო დავეფლობოდი ამ ემოციებ გამოწოვილი ფრაზებისგან შექმნილ სიყალბის მორევში გავიქეცი...სქელი კედლები საკუთარი ხელებით დავბზარე.

ღამის თორმეტი ხდება.ისრები შეჩერდებიან თუ არა ციფრებთან მეც თვრამეტი წლის შესრულებას მამცნობს სამყაროში არსებული მოძრავი დრო.ჩემი მეთვრამეტე დაბადების წვიმიანი დღე.დროის სვლამ წვიმას შემაჩვია,ხეტიალს გუბეებ დამდგარ გზებზე,სივრცის სიჩუმეს და იშვიათად გაგონებული მწერების ხმაურს რომლებიც ხშირად შორიდან დაძახილად მეჩვენებოდა.
ეს ღამეც არ იქნება გამონაკლისი,საუკეთესო საათებია ქუჩაში უმისამართოდ სიარულისთვის.ადამიანებს სახლებისთვის შეუფარებიათ თავი და არ იციან რა სიამოვნებას კარგავენ რომ ვერ ხედავენ,გრძნობენ ბუნების ამ დღესასწაულს.გზის შუაში გაჩერებული სახით ზეცისკენ ვიმზირები და ასეთ დროს მგონია რომ მხოლოდ მე ვარსებობ და სხვა არავინ ირგვლივ.ცა არ სჩანს,მხოლოდ წვიმის მარგალიტები რომლებიც ყინულის ნაფშვენებს მოჰგავს.ასეთ სიბნელეში ელვის გამონათების შემყურეს მგონია რომ ზეციდან უზარმაზარი ფანრით ათვალიერებს ვიღაც მიძინებულ ქალაქს.თვალს არ ვწყვეტ ჩაბნელებულ ცაზე მომენტალურად გადარბენილ ცეცხლისფერ ელვის ხაზებს და კვლავ მეფიქრება რომ თითქოს ვიღაც ნარინჯისფერსა და ლურჯ საღებავში ამოსვრილ ფუნჯებს იქნევს,განასხლეტი ფერები კი ცის სისწორეს იჭიმება,თითქოს ეს წვიმაც გადმოღვრილი საღებავია,ან ტილოდ გადაფენილი ციდან ჩამოღვენთილი წვეთები არ გამშრალი ნახატიდან,წვეთები რომლებიც ჩვენთან ჩამოღწევამდე კარგავენ ფერებს...
გაქცევა მომინდა-გავრბივარ.არანორმალურ სიამოვნებას მანიჭებს ხმა რომელსაც ჩემი ნაბიჯები გამოსცემს,სველი ნაკვალევი თან რჩება გზაზე და თან არ...მოულოდნელად წავბორძიკდი,ვიგრძენი იმავე წამს როგორ ჩამავლო მაჯაზე ვიღაცამ,ძალიან ცივი თითები შემომეხვია შემბოჭველად
-ფრთხილად -გაკვირვება სულაც არ იკითხებოდა მის თვალებში,უბრალოდ იდგა ჩემს წინ მომლოდინე იერით სახეზე.გონება ასეთ დროს რა სწრაფად იზეპირებს დეტალებს.ხშირ წამწამებზე წვიმის წვეთები სასაცილოდ ეკიდებოდა და თვალების ხშირ დახამხამებას აიძულებდა.მე მას შორიდან ვიცნობდი,თუმცა სულაც არ ვთვლიდი უცხოდ.
-კიდევ ერთხელ შეგხვდი უცნაურო.-გამომარკვია
-იქნებ ხელი გამიშვა
-მადლობის ნაცვლად უხეშობა?
-და რისთვის მადლობა?
-წვიმაში დაცემას გადაგარჩინე
-იქნებდა პირიქით ხელი შემიშალე
-რატომ მარიდებ თავს,რატომ არ მაძლევ საშუალებას მოვიდე შენამდე.
აღარ მიპასუხნია,არც გამაჩნდა სიტყვები რომელთა დახმარებითაც შევძლებდი რამის ახსნას.გვერდი გავუარე...
-საით მიდიან შენი ნაბიჯები?-დამეწია მისი ხმა.კვლავ არ ვპასუხობდი.იქვე გადახურული შენობისაკენ წავედი,არა იმიტომ რომ წვიმამ დამღალა,უბრალოდ ამ ადგილიდან შემეძლო ახლოდან მეყურებინა პატარა ტბისთვის,მხიბლავდა წვიმიან ამინდში ნახვა იმისა თუ როგორ მოწყვეტით სცვიოდა ციდან წვეთები,თან მსუბუქად ერწყმოდა და თან ხმაურიანად ეხეთქებოდა ზედაპირს,სწორედ ამ წამების დაჭერით ვტკბებოდი,სასიამოვნოდ ვიძირებოდი ამ სანახაობაში,ეს შეგრძნება როგორც თბილი მოსასხამი ისე მეხვეოდა მთელს სხეულზე.
ჭექა-ქუხილი ხმაურით დაიღალა,მიწყნარდა...ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ჩემი შემთხვევითი თანამგზავრი
-წამოდი
-სად-გაიკვირვა მან
-ტბაში.ხომ გინდა მოხვიდე ჩემამდე ,საშუალებას გაძლევ.
-ასეთ ამინდში?
-სწორედ იმიტომ რომ ამინდია ასეთი.
სულაც არ მეჩვენა ტბა ცივი.წყლის ნაკადმა კოჭებიდან თანდათან დაიწყეს ასვლა მაღლა ჩემს კანზე,როცა წელთან შეკრეს რკალი შევჩერდი,ტბას ჯერ კიდევ არ შეერთებული შხეფები ჩემი თმების,სახის,მკლავების გავლით უერთდებოდნენ ღამე არეკლილ წყალს...ზურგით გადავაწექი ტბას,შხეფების გამეტებული დაყრა სხეულზე სულელივით მაღიმებდა
-მაშინებ უცნაურო-გამომაფხიზლა მისმა ხმამ.გაუბედავად იდგა ჩემს წინ და ცდილობდა მღელვარება დაეფარა,მინდოდა ცას შეეწყვიტა ამ საღებავის გადმოღვრა და მოეცა ჩემთვის საშუალება გარკვევით მეყურებინა მისი სახისთვის
-რა არ მოგწონს ყველაზე მეტად?-თქვა უცებ და მომიახლოვდა.მომეჩვენა რომ წვიმის სურნელ დაფენილი მის სახეზე თვალების წრეში გუგები ლღვებოდნენ
-საკუთარი წარმოსახვა-ლამის ჩურჩულით წარმოვთქვი
-და რა მოგწონს ყველაზე მეტად?
-საკუთარი წარმოსახვა
-თვალები ფიქრებით გაქვს გადავსებული
-ასეთ სიბნელეში ჩემს თვალებში ემოციებს არჩევ?
-სინათლე ხშირად არ არის საჭირო დავინახოთ იმ ადამიანის თვალები ვინც...
-რა ვინც?
-დაივიწყე.
ხელი ჩავჭიდე "წყლიდან ავიდეთ"ვუთხარი და ისევ გადახურულს შევაფარეთ თავი.
-ძალიან ცივი ხელები გაქვს-ჩემდა უნებურად წამომცდა
-არასდროსაა ისინი თბილი
-წყლის შიში გაქვს არა?
-შენ რა იცი?
-თვალებში არეკლილი ემოციების გამოცნობა მარტო შენ არ გეხერხება
-ახლა ასე რომ ბნელა-გაღიმებულმა ამომხედა
-დაივიწყე-ვუპასუხე მისი მსგავსი ღიმილით მეც
-უცნაური ხარ
-სწორედ ამიტომ ხარ აქ,ერთფეროვანი ადამიანები მოგბეზრდა
-რამე მომიყევი...
-რა?
-შენი წარმოსახვიდან ყველაზე ხშირად მოსული კადრი
ცოტახნით ჩავფიქრდი მერე კი სიტყვები აღარ დავაყოვნე
-ზოგჯერ წარმოვიდგენ რომ ფოთლებში გახვეული მინდორზე ვწევარ,მერე უცებ ვნთავისუფლდები მათგან და გავრბივარ.ირგვლივ უღრანი ტყეა,მარტოდმარტო ვარ და გზააბნეული,ფეხშიშველი ისეთი სისწრაფით გავრბივარ თითქოს საშინელი არსებები მომდევენ,გზა ეკლიანია და ძირს ფოთლებზე ჩემი სისხლის წვეთები რჩება,მწვანე ფოთლებს შემოდგომის ფერს-სიწითლეს ვუტოვებ...სუნთქვა ისეთი ხშირი მაქვს თითქოს წინათგრძნობის პასუხია რომ მიწა სადაცაა ფეხქვეშ უნდა გამომეცალოს.თხელი სარაფნის ნაგლეჯები ეკლიან ბუჩქებზე რჩება სამახსოვროდ დატოვებული სუვენირის მსგავსად,ვიცი რომ ამ ნაგლეჯებით კვალს ვტოვებ,მაგრამ ეს გულის სიღრმეში მახარებს კიდევაც თითქოს,რადგან თუ ბოლოსდაბოლოს მიპოვის მდევარი ყველაფერი დასრულდება,საბოლოოდ შევიგრძნობ იმ ტკივილსა და ჭრილობებს რომლის მოყენებასაც ის მიქადის...მაგრამ არის კიდევ რაღაც ამ ფიქრში...ხანდახან მგონია რომ არავინაც არ მომდევს,არამედ ასე თავდავიწყებით,ასე საკუთარი თავის შეუცოდებლად მე გავრბივარ ვიღაცისკენ რომ მივუსწრო,თითქოს ვიცი თუ დავაგვიანებ მერე მართლაც აზრს დაკარგავს ყოველივე.
-იქნებ გამოხვიდე მაგ ტყიდან.შემომხედე,ძალიან მინდა მიმიღო იმ ადამიანად რომლისკენაც მიისწრაფვი.
-დარწმუნებული ხარ რომ არ დაიღლები ჩემთან?
-გზა ხარ რომელსაც ამ მოსაწყენი,მრავალჯერადი ერთფეროვნებით გადავსებული სამყაროდან გავყავარ,როგორ შეიძლება დავიღალო,არასოდეს.

მხრებზე ამითამაშა ხელები,თმებში დაიწყო თითების გაბლანდვა,მერე სახემდეც მოაღწია და ცივ ხაზებს ავლებდა შუბლიდან თვალებამდე,თვალებიდან ბაგეებამდე-თითქოს მიზეპირებდა.
-დღეს დაბადების დღე მაქვს-ძლივს გასაგონად ვთქვი
-მხოლოდ შენ თუ აღნიშნავდი ამ დღეს გარეთ,ასეთ ამინდში...გილოცავ უცნაურო
-ყინულივით ცივი ცითები გაქვს
-შეგიძლია გამინაწილო შენი სხეულის,ხელების სითბო? მე კი შენი სულისთვის გავიმეტებ ჩემი სულის სითბოს
-რა ვინც-უცნაურად გამომხედა ამ სიტყვებზე-ფრაზა დაგრჩა იქ წუთების წინ დაუმთავრებელი
-აკი მითხარი თვალებში სათქმელს ვკითხულობო,წაიკითხე უცნაურო
-წავიკითხე...

*საბოლოოდ დაიმსხვრა შენობა...მასში ჩაყრილმა სიტყვებმა მნიშვნელობის შეძენა დაიწყეს.



№1  offline მოდერი Mary Drey

"რამდენიც არ უნდა გესაუბრონ სიყვარულზე თუ ვერ გრძნობ მას ვერავისგან შემდეგ ის უბრალო სიტყვა ხდება,მნიშვნელობა განძარცვული სიტყვა."

იცი? საშინლად მომეწონა. ს-ა-შ-ი-ნ-ლ-ა-დ-!!!!
ალბათ, პირველად ვიგრძენი ასეთი საოცარი გრძნობები, რომელიც შენი კითხვისას იქნა განპირობებული.
იმდენად კარგი იყო... იმდენად ჰაეროვანი მინდოდა სიტყვები არ გამქრალიყო. არ მინდოდა... საშინლად არ მინდოდა ამ ისტორიის დასასრული.
ტურაგო...
გიჟი ხარ!
გიჟური ფანტაზიით!
პირველად ვკითხულობ შენს ნაწერს და გპირდები. იმდენად დიდი ემოცია დატოვე ჩემში, შენ კვლავ მოგიბრუდები. ამ ისტორიასაც ალბათ ბევრჯერ გავაცოცხლებ ჩემს გონებაში.
ველოდები შენს ახალ ნაწარმოებებს, რომელიც როგორს ეს შედევრი... მართლაც რომ შ-ე-დ-ე-ვ-რ-ი გულს გამითბობს.

კარგი ხარ.
საშინლად კარგი.
შემიყვარდა ეს ისტორია.
რადგან ძალიან რეალური იყო.
რეალური ადამიანებით.
წარმატებები, ტურაგო. ისევ დავბრუნდები. შეხვედრამდე.

 


№2  offline წევრი ტურაგო

Natsrisferi_grdznobebi
"რამდენიც არ უნდა გესაუბრონ სიყვარულზე თუ ვერ გრძნობ მას ვერავისგან შემდეგ ის უბრალო სიტყვა ხდება,მნიშვნელობა განძარცვული სიტყვა."

იცი? საშინლად მომეწონა. ს-ა-შ-ი-ნ-ლ-ა-დ-!!!!
ალბათ, პირველად ვიგრძენი ასეთი საოცარი გრძნობები, რომელიც შენი კითხვისას იქნა განპირობებული.
იმდენად კარგი იყო... იმდენად ჰაეროვანი მინდოდა სიტყვები არ გამქრალიყო. არ მინდოდა... საშინლად არ მინდოდა ამ ისტორიის დასასრული.
ტურაგო...
გიჟი ხარ!
გიჟური ფანტაზიით!
პირველად ვკითხულობ შენს ნაწერს და გპირდები. იმდენად დიდი ემოცია დატოვე ჩემში, შენ კვლავ მოგიბრუდები. ამ ისტორიასაც ალბათ ბევრჯერ გავაცოცხლებ ჩემს გონებაში.
ველოდები შენს ახალ ნაწარმოებებს, რომელიც როგორს ეს შედევრი... მართლაც რომ შ-ე-დ-ე-ვ-რ-ი გულს გამითბობს.

კარგი ხარ.
საშინლად კარგი.
შემიყვარდა ეს ისტორია.
რადგან ძალიან რეალური იყო.
რეალური ადამიანებით.
წარმატებები, ტურაგო. ისევ დავბრუნდები. შეხვედრამდე.




შენი ნათქვამი თითოეული სიტყვა ძალიან,ძალიან მესიამოვნა.
გმადლობ რომ მოხვედი და წამიკითხე.
შემდეგ ისტორიამდე...

 


№3  offline წევრი Imagination88

მე მიყვარს შენი წარმოსახვა. მიყვარს შენი ისტორიები, ტვინში რომ შემომიძვრები ხოლმე და მაიძულებ მთელი დღე შენზე ვიფიქრო. გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე.ისეთი რეალური ხარ. თითოეული მომენტი კადრებად გადმოვიდა ჩემს წარმოსახვაში და უსასრულოდ ტრიალებს. არ მინდა დასრულდე, მალე დაგვიბრუნდი.

მიყვარხარ უცნაურო ❣️

 


№4  offline წევრი ტურაგო

A.N.A
მე მიყვარს შენი წარმოსახვა. მიყვარს შენი ისტორიები, ტვინში რომ შემომიძვრები ხოლმე და მაიძულებ მთელი დღე შენზე ვიფიქრო. გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე.ისეთი რეალური ხარ. თითოეული მომენტი კადრებად გადმოვიდა ჩემს წარმოსახვაში და უსასრულოდ ტრიალებს. არ მინდა დასრულდე, მალე დაგვიბრუნდი.

მიყვარხარ უცნაურო ❣️



მიხარია რომ გრძნობ,აღიქვამ ჩემს ისტორიებს...მიხარია რომ ჩემი ეს თანმდევი უცნაურობა,ჩემდა უნებურად რომ არსებობს ჩემში დაინახე და შეიყვარე...
სიყვარულით გაჟღენთილი მადლობა შენ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent