ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 5.
-როგორც კი შევძლებ აქედან უნდა წავიდე,ვიხრჩობი და სუნთქვა მიჭირს.იცი რა ძნელია როცა გინდა ისუნთქო და ვერ სუნთქავ? -უხილავი ძაფით ხარ გადაბმული დღემდე წარსულთან და სანამ შენ თავად არ ისურვებ წარსულის დავიწყებას ამ ძაფზე იქნები ყოველთვის გამობმული და ვერც ბედნიერებას ვერ იპოვი ისე, როგორც ვერ იპოვი სიმშვიდეს. -დაძაბული დღეები მაქვს,სემინარი ტარდება და იქ ვარ მიწვეული. -მიდიხარ? -უნდა წავიდე,წაუსვლელობა არ შეიძლება. -ლილე შენ მითხარი რომ ისიც ექიმია და წარმატებული ექიმი,რომ შეხვდე? -რომ შევხვდე რას ვიზამ,ამის კითხვა გინდოდა და სრულყოფილად ვერ დასვი კითხვა თათა. ხო ისიც იქნება და არ ვიცი რას ვიზამ,მაგრამ ვიცი რამდენად რთულია იყო არასრულფასოვანი ქალი,მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია როცა სუნთქავ,როცა ცოცხალი ხარ.მე ბევრი ვიწვალე დღემდე რომ მოვსულიყავი,მოვედი და ჩემი შვილისთვის ვსუნთქავ,თუმცა ის რომ მოვიდეს და ახლაც ჩემს წინ დადგეს,არ ვიცი რას ვეტყოდი გარდა იმისა რომ ორივემ დავაშავეთ. -მრავალი წელი გავიდა,შესაძლებელია ისე შეიცვალა ვერც იცნო.ლილე 14 წელი ძალიან დიდი დროა და წლებიც რომ არა სანდრა ძალიან ჰგავს მამას. -ჰგავს,17 წლის ასაკში რაც იყო ალექსანდრე სანდრას სწორედ ის სახე აქვს.ყოველ დღე მას ვუყურებ და წარსულის კადრები ჩემს წინ ტრიალებს,იმ რთული წლების შედეგად ჩემი სანდრა ძალიან დიდ ძალას მაძლევს. რამდენჯერმე გავეპარე დედას სახლიდან ალექსანდრე რომ მენახა და ყველაფერი მეთქვა,მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა რომ ის რამდენიმე თვეში მამა გახდებოდა,მაგრამ ვერ შევძელი. -რატომ გადაიფიქრე,რატო არ უთხარი სიმართლე. -ვერ ვიპოვე,ერთი კვირა დავდიოდი მის სახლში რომ მენახა,მაგრამ არ მოვიდა.ძნელი იყო პირველი პერიოდი მის გარეშე,მეგონა ვერ ვიცოცხლებდი მაგრამ როგორც ხედავ ცოცხალი ვარ.მეგონა ვერ ვიარსებებდი,მაგრამ ვარსებობ და მის გარეშეც ვისწავლე ცხოვრება და რა მოხდა მას შემდეგ? ჩემს გარშემო ბურუსი გაჩნდა,უსასრულობაში ვარ ჩემს სამყაროში და 15 წელია ქარი ცდილობს შემიმშრალოს ცრემლები. -ეს ბეჭედი? ეს ხომ იშვიათი ძვირადღირებული ბრილიანტია. -ეს ბეჭედი მაჩუქა და მას შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს,მითხრა როცა მზად იქნები მაშინ გაიკეთე და მე შენს თანხმობას ასე მივხვდებიო,მაგრამ ის ვერ ხედავს ჩემს ხელზე ამ ბეჭედს,სანდრამ იცის რომ მამას პირველი საჩუქარია. -სანდრა უკვე გაიზარდა და დიდი გოგონაა,მას ყველაფერი შესანიშნავად ესმის. -არასოდეს ვინანებ ჩემს გადაწყვეტილებას და ჩემს სიჯიუტეს,როცა ექიმმა არჩევანის წინ დამაყენა ან ჩემი სიცოცხლე უნდა ამერჩია ან ჩემი შვილი და მე შვილი ავირჩიე,ჩემი ალექსანდრა. -მახსოვს,როგორი განადგურებულები ვიყავით ყველა. როგორ გთხოვდა ძია ვახო ექიმის სიტყვები გაგეთვალისწინებინა,მაგრამ შენ მტკიცე უარზე დადექი და ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილის დაცვა გადაწყვიტე.სწორედ მაშინ მივხვდით ყველა,რომ შენ საუკეთესო დედა იქნებოდი. -არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს,მაგრამ მე მხოლოდ ერთი ვიცი,რომ სანდრა ჩემი გულია. -რა ჰქვია ალექსანდეს მეგობარს? -ცოტნე,ჩვენ სამივე ერთ სკოლაში ვსწავლობდით.ალექსანდრე ძალიან ნიჭიერი იყო მაგრამ ძალიან ხშირად აცდენდა გაკვეთილებს.წამოსვლის წინა დღეებში სკოლაშიდაც მივედი და ცოტნეს დაველაპარაკე,რომ სასწრაფოდ უნდა მენახა ალექსანდრე და დამპირდა ვეტყვიო,შემდეგ სახლშიდაც მივაკითხე მაგრამ დილით ორივეს ტელეფონი გაითიშა და ისინი დავკარგე. -როგორია ის როგორც ადამიანი,რატომ არის მხოლოდ ის შენს გულში დღემდე ლილე. -ალექსანდრე არ არის ის მამაკაცი,რომ ყოველ დღე სხვა და სხვა ქალი შეუშვას მის ცხოვრებაში. -რატომ,თავისუფალ ცხოვრებას ვერ შეელევა თუ არ უყვარს მრავალფეროვნება. -არა,საჭიროა დაინახო მის თვალებში არსებული სიწმინდე და დაუჯერო შენში არსებულ ინსტიქტს.მე ვირწმუნე თათა მისი და მასში დავტოვე ჩემი სიყვარული, თუმცა დღემდე ვარ თუ არა მის გულში ეს არ ვიცით. -რომა როგორც გითხარი სემინარზე მივდივარ რამდენიმე დღით და ეს სემინარი ჩვენთვის და ჩვენი საავადმყოფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. -მაინც რამდენი დღე არ იქნები,რომ მოგითხოვოს ვინმემ რა ვუთხრა. -ორი,სამი დღე მაგრამ არ ვიცი იქ რა მოხდება -შენ იმოგზაურე დედამიწის გარშემო,პირობას გაძლევთ უშენობას ავიტანთ.თქვა ცოტნემ რომელიც მოულოდნელად გაჩნდა ალექსანდრეს კაბინეტში და ხელში წითელი ვაშლი ეჭირა რომელიც ხმაურით ჩაკბიჩა. -შენ კულტურულად ისწავლე ჭამა,მიხვდი ბოლოს და ბოლოს რომ გაიზარდე. -ორი რამ მაინტერესებს,პირველი ვის გავხარ ასეთი უხასიათო და უჟმური და მეორე როდის გამოგიკეთდება ხასიათი. ხვდები რომ უკვე აუტანელი ხდები მეგობარო? -ბატონო ცოტნე გულზე რომ მიიდებ ხელს და კაბინეტის კარზე მომიკაკუნებ,იცი რას გეტყვი? არ ხართ ჩემი პაციენტი და მიბრძანდი აქედანთქო. -დღითი დღე ექსპერიმენტებს ატარებ და ახალ ახალ მკაცრ მეთოდებს ავლენ,შენს თავს ასე ძალიან რატომ სჯი,რატომ ექცევი საკუთარ თავს ასე სასტიკად. -რომა მე გავდივარ,ამ იდიოტის ატანა არ შემიძლია. -უკვე მიდიხარ? -მივდივარ უნდა მოვემზადო,რამოდენიმე საათში ისედაც მივემგზავრები. -წადი,წადი შენი ხასიათი იქნებ უცხოეთის ჰაერმა შეგიცვალოს. -მასთან ლაპარაკი არ მინდა,აზრი მაინც არ აქვს პასუხის გაცემას. ალექსანდრემ ჩანთა აიღო და წავიდა,ცოტნემ ღიმილით გააყოლა თვალი და რომას გადახედა. -შოკში ჩავარდება, აეროპორტში დიდი სიურპრიზი ელოდება. -ნუ გადარევთ და გააგიჟებთ აეროპორტში,ჩემზე კარგად იცით მისი გაუწონასწორებელი ხასიათის შესახებ. -ეს ჩვენი მგელია,იყმუვლებს და გაჩუმდება. -არ გაგიგონოს თორემ გაყმუვლებს კარგად.გაეცინა რომას და ცოტნესთან ერთად დატოვა კაბინეტი,გამთენიის 5 საათზე უკვე აეროპორტში იყო ალექსანდრე რეგისტრაცია გაიარა და უნებურად გაეცინა,მაგრამ შემდეგ გაბრაზებულმა შეხედა ცოტნეს და ანდრეას. -აქ რატომ ხართ,ხომ ვთქვი გაცილება არ მინდათქო. -არ გაცილებთ,ჩვენ ჩვენს საქმეზე მივდივართ. -ანდრეა შენ გეკითხები,ცოტნესგან ვერასოდეს ვერ ვღებულობ ჩემს დასმულ კითხვაზე შესაბამის პასუხს რადგან ის სულ მატყუილებს. -მართლა ჩვენს საქმეზე მივდივართ ძმაო,ახალი კოლექცია თავად უნდა ვნახო და შევამოწმო,თან პარტნიორთან ახალი ხელშეკრულება უნდა დავდოთ. -კარგია და მიხარია რომ მოერგეთ საქმეს.არ მინდა ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ მაგრამ ვფიქრობ ამ საქმემ გაამართლა და კმაყოფილები ხართ. -კი კარგად ვართ,მშვიდად ვცხოვრობთ და მიხარია კმაყოფილი კლიენტების სახეებს რომ ვხედავ.ცოტნემ რამდენჯერმე სიკეთეც კი გააკეთა,ფასი დაუკლო იმათ ვინც მართლა მყიდველი იყო მაგრამ თანხა არ ჰყოფნიდა. -ერთი იდეა მაქვს. -თქვი, ჯერ კიდევ გვაქვს დრო. -არ ვიცი თქვენ რას იტყვით,მაგრამ მე იდეა მომწონს. -თქვი,შენ ხომ უნიკალური იდეების გადმოცემა იცი. -ცოტნე შეგიძლია ერთხელ მაინც მიიღო რამე სერიოზულად და რამემ დაგაფიქროს? -მართლა გისმენ სერიოზულად და არ ვიცი ჩემს ნათქვამს რატომ იღებ არასერიოზულად.ხვდები რომ შეურაცყოფას მაყენებ? -იმიტომ რომ ყოველთვის უკუღმა საუბრობ,კარგი მომისმინეღთ.მინდა თვეში ერთი დღე საჩუქრების დღე გავცეთ,რა თქმა უნდა შეღავათიან ფასებში. -კარგი აზრია,ასე კლიენტსაც მივიზიდავთ მაგრამ გამონაკლისი უნდა დავუშვათ. -რა გამონაკლისი,რას გულოსხმობ ცოტნე. -გამონაკლისი უნდა იყოს იმ წყვილებზე ვისაც არ უჭირს,ჩვენ ჩავიწერთ წყვილის მონაცემებს და გადამოწმების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. -მართალი ხარ,გადამოწმება მოხდება და ისეთებს ვისაც არ უჭირთ არც ფასდაკლება იქნება და არც სასაჩუქრე ტალონები გაიცემა. -ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება. -ასეა და მაღაზიას კარგი სახელი ექნება,თუ მოვინდომებთ ბედნიერებას სხვასაც მივანიჭებთ.ხომ ხედავ როცა გინდა ფიქრობ და აზრსაც ატან რას ფიქრობ. -წავიდეთ,ჩასხდომა იწყება. -თქვენ რამდენ დღეში ბრუნდებით უკან. -არ ვიცით,საქმე რამდენ დღესაც მოითხოვს ალბად რამდენიმე დღე გავჩერდებით.სამივე ერთად დასხდნენ და ალექსანდრეს გაეცინა ცოტნეს შეხედა და უთხრა. -შეკითხვაც ზედმეტია,ეს შენი ჩაწყობილია. -ალექსანდრე ქვრივიშვილის სახელი ყველგან ჭრის ძმაო.სამივეს გაეცინა და მხიარულად იმგზავრეს,მაგრამ ალექსანდრეს ეგონა ჩავიდოდნენ გერმანიაში და მათი გზები გაიყოფოდა,მაგრამ ისინი ერთ სასტუმროში მოხვდნენ,განსხვავება კი ის იყო რომ ისინი ცალ ცალკე ნომრებში იყვნენ.ალექსანდრე საწოლზე გაწვა ცოტას მოვეშვებიო და ჩაეძინა,მშვიდი ძილი დილის მზის სხივებმა დაურღვია ადგა და ვერანდაზე გავიდა,რამდენიმე წუთით ათვალიერებდა მისთვის უცხო სამყაროს.რამდენიმე წუთში საერთოდ გამოფხიზლდა და თავი მოიწესრიგა, შემდეგ მეგობრები დააღვიძა.ცოტნეს სუსტი წერტილი ბავშვობიდან დილით ადგომა იყო და ალექსანდრემ იცოდა ის როგორ უნდა გამოეღვიძებინა, ხელები დაისველა და ცივი წყლის შხეფები სახეზე მიასხურა. -რას შვრები,ხომ იცი რომ ვერ ვიტან. -მეც ბევრ რამეს ვერ ვიტან,მაგრამ შენ მაინც მიშლი ნერვებს. -რა გინდა თავზე რატომ დამადექი,მოვკვდი და არ ვიცი? -ადექი,უნდა ვისაუზმოთ. ბუზღუნით ჩაიყვანა ცოტნე კაფეში და ისაუზმეს. -ბიზნესის სამყაროში ფეხს რომ შედგამ,უნდა ეცადო რომ დრო არ დაკარგო,ბიზნესმენისთვის დროც კი ფული ღირს.წავედი და საღამოს შევხვდებით ერთმანეთს,ანდრეამ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ჩვენც გავდივართ,აბა წარმატებები ყველას რომელიც ძალიან გვჭირდება.სამივემ ერთად დატოვა სასტუმრო,მაგრამ სხვადასხვა გზებით წავიდნენ,ცოტნემ ტელეფონში მისამართი ნახა და რთული მგზავრობის მიუხედავად მაინც დროულად მივიდნენ თავიანთ მისამართზე,ესეც არა ლოდინიც კი მოუხდათ პარტნიორთან შესახვედრად. -დილით არ დამაძინეთ,საუზმე ადამიანურად არ დამასრულებინე და აქ ლოდინით გინდა სული რომ ამომხადო? -დღე არ გაივლის ცოტნე შენ რომ არ იწუწუნო............... -მაპატიეთ,ბოდიშს გიხდით ადრე გამოვედი მაგრამ იცით აქაური მგზავრობა როგორია,სულ საცობებში ვართ. როგორ ხართ,როგორ იმგზავრეთ. -კარგად ვიმგზავრეთ,რაც შეეხება დაგვიანებას ჩვენც ახლა მოვედით.ცოტნე უცქერდა მამაკაცს და თითქოს ეცნობოდა მისი ხმა და სახე,მაგრამ ვერ გაიხსენა სად ყავდა ნანახი. -ნაცნობი სახე გაქვთ თუ ვინმეს მიგამსგავსეთ არ ვიცი. მამაკაცს გაეცინა და სევდანარევი ხმით უთხრა ცოტნეს. -შვილო წლებია რაც საქართველო დავტოვე და არ ვიცი რა გითხრა. -ცოტნე ცაგარელი,თბილისი პატარა ქალაქია და ალბად ვინმეს მიგამსგავსეთ,მაგრამ ახლა ვფიქრობ მთავარია კარგი პარტნიორები ვიყოთ და ერთმანეთის ერთგულები.როცა თანამშრომლობა პარტნიორებს შორის კარგი და წარმატებულია,ბიზნესიც მყარია და ჩვენც ეს გვინდა. -ანდრეა ჯაბადარი.ანდრეამაც ჩამოართვა ხელი და არ შეიმჩნია ცოტნეს გამოსვლით გაოცება. -ვფიქრობ არ შევმცდარვარ თქვენ რომ აგირჩიეთ,ვახტანგ ანუ ვახო ნაცვლიშვილი წამობრძანდით კაბინეტში ვისაუბროთ კარი გააღო და თავის მდივანს სამი ყავის მოტანა უბრძანა,შემდეგ კი ტელეფონს უპასუხა. -გისმენ მარიანა. -ბატონო ვახო ალექსანდრას სურს თქვენთან საუბარი. -ჩამრთე შვილო. -ბაბუ სად ხარ,ერთ საათში აქ უნდა იყო. -არ მცალია ახლა ვერ დაგელაპარაკები,მნიშვნელოვანი სტუმრები მყავს სანდრა. -ხომ დამპირდი ბაბუ. -ალექსანდრა არ მცალია,ვერ მოვალ დედას დაურეკე. -დედა სემინარზეა. -უკაცრავად,მნიშვნელოვანი ზარი იყო. -არა უშავს,შვილიშვილებს ყოველთვის ანებივრებს ბებია-ბაბუა.ერთი გყავთ? -ერთია,მაგრამ ასს უდრის ყველა სურვილი მინდა შევუსრულო რადგან ალექსანდრა ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილიც არის და დიდი სიხარულიც.მოდი ახლა ჩვენს საქმეზე ვისაუბროთ,მომეწონეთ და მიხარია თქვენთან თანამშრომლობა. ცოტნე დაიკარგა,ფიქრებით წარსულში გადავიდა და ალექსანდრე დაძაბული იჯდა სემინარზე,ყურადღებით ისმენდა მისთვის უცნობ და უცხო სამედიცინო აპარატურაზე რომლითაც მკურნალობა უფრო ადვილი და უმტკივნეულო არის პაციენტისთვის.რამდენიმე საათში როგორც იქნა დასრულდა დამღლელი სემინარი და უკვე მიდიოდა,რომ მთავარ გასასვლელში ტელეფონის ზარს უპასუხა. -გამოვდივარ,დასრულდა სემინარი მოვალ და გარეთ გავისეირნოთ.მოულოდნელად უცნობ ქალბატონს დაეჯახა,ალექსანდრეს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და უცნობმა ქალბატონმა შიშისგან თუ მოულოდნელობისაგან შეჰკივლა და ალექსანდრეს ხელს ძლირად მოეჭიდა. -არ შეგეშინდეთ,მაპატიეთ ვერ შეგნიშნეთ. ქალი უცქერდა ალექსანდრეს და ხელზე ძლიერად უჭერდა ხელებს,მისმა შეხებამ და ყელში მისმა სუნთქვამ მთელ სხეულში გაიარა.თავი შეიკავა,ძალიან შეიკავა თავი თორემ სულ ცოტაც და მონატრებისთან ერთად მასში მიძინებული ვნებაც გაიღვიძებდა.თავის გაკონტროლება უჭირდა,ხელით კედელს მიეყრდნო წუთიერად წარსულში დაბრუნდა და ის ღამე გაახსენდა,ღამე როცა ერთად გაატარეს და როცა ვნებიან კვნესას ალექსანდრე კოცნით ახშობდა.გული საოცრად სწრაფად უცემდა,სხეული საშინლად უხურდა და შეახსენა რომ ის ქალია, რომ მის წინ მდგარი მამაკაცის შეხების მოლოდინში დნებოდა.გონს მოეგო და მამაკაცს ნაძალადევი ღიმილით შეხედა. -არა უშავს,მარტო თქვენ არ ხარ დამნაშსავე ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომა. -კარგად ხართ? ხომ არაფერი იტკინეთ. -არა,არა კარგად ვარ,რაც მთავარია თქვენ მე დაცემისგან გადამარჩინეთ. -ყველა დაცემას თავისი მწარე ისტორია აქვს,ყველა სიგიჟეს კი თავისი მიზეზი.არ მეთანხმებით? -გეთანხმებით,მაგრამ დაცემულის ადგომაც რთულია. -რთულია,მაგრამ ყველაზე რთული იცით რა არის? როცა გამრუდებულ გზაზე სწორად გაივლი და ცხოვრების შეცდომას გამოასწორებს დაცემული.თუ არ გეჩქარებათ ყავაზე დაგპატიჟებთ და დაცემა-ადგომაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. -მადლობა,მაგრამ უნდა წავიდე. -კარგით,რა გაეწყობა ნახვამდის. უცნობი ქალბატონი წავიდა,ალექსანდრე იდგა და ვერც წინ წასულიყო და ვერც უკან,ის უცნობ ქალბატონს უცქერდა მოულოდნელად კი დაუძახა. -უკაცრავად,უკაცრავად..........................ქალბატონი მობრუნდა და ცრემლიანი თვალებით შეხედა გაოცებულმა ალექსანდრეს და უთხრა. -გისმენთ. -თქვენი სახელი თუ საიდუმლო არ არის. -საიდუმლო არ არის,მაგრამ არც საჭირო არის სახელების გაცვლა ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს.წავიდა,ალექსანდრე კი უცქერდა ქალს რომელმაც შეძლო და წლების შემდეგ სწორედ ისე აუფრიალა გული როგორც ლილესთან შეხვედრის დროს უფრიალებდა. სასტუმროში დაბნეული დაბრუნდა,ტელეფონი გათიშა და თავის ნომერში ჩაიკეტა. -ანდრეა ალექსანდრე დაბრუნდა? -არ ვიცი დამირეკა მოვდივარო და ახლა ტელეფონი გათიშული აქვს. -დაბრუნდება ალბად მეტროშია და არ იჭერს. იმ საღამოს ალექსანდრე არ უნახავთ,მეორე დილით ცოტნემ კარზე ფრთხილი კაკუნი გაიგონა და კარი გააღო,ალექსანდრე უძილარი და დაწითლებული თვალებით შევიდა ნომერში. -რა გჭირს,სად ხარ მთელი საღამო.გუშინ ენერგიული და შენს თავში დარწმუნებული წადი სემინარზე როგორ დაბრუნდი უკან რას გავხარ,იქ ლექციას უსმენდი თუ გხმარობდნენ. -გაჩუმდი და ცხვარს მგლად ნუ გადააქცევ. -მართლა რა გჭირს მეგობარო,რა ხასიათზე ხარ. -თითქოს მეგონა ჩემს დაკარგულ წარსულს შევეჩეხე და ყველაფერი დასრულდათქო,მაგრამ სულ სხვა აღმოჩნდა და წავიდა.ახლა კი ვფიქრობ,ნუთუ შევცდი და ვერ ვიცანი? -შეუძლებელია. თქვა ანდრეამ და ცოტნეს გადახედა,ცოტნე კი ჩუმად იჯდა და ფიქრობდა. -აქ არის,ისინი აქ არიან მაგრამ როგორ შევხვდე ლილეს. -ჩემს წინ იდგა,თითქოს წარსულის სუნი მომიტანა ხელი ჩამკიდა და ნავში ჩამსვა. დინებას მივყევი,მაგრამ ჩემი ნავი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და მე ისევ მარტო დავრჩი შუა ოკეანეში მარტოდ დარჩენილი მგზავრივით და მშველელი არსაიდან არის. ყველა ქალში მას ვეძებ,ყველას თვალებში მის თვალებს ვხედავ,მაგრამ 15 წელი გავიდა და ვერ ვიპოვე. -ვიპოვით,დროა მეც გამოვფხიზლდე და ჩემს მეგობარს დავეხმარო.ცოტნე სასტუმროდან გავიდა და უაზროდ უმისამართოდ იხეტიალა,ბოლოს აღმოაჩინა ის პატრნიორის ოფისთან იყო ახლოს,გადაწყვიტა ვახო მოენახულებინა და მასთან წავიდა,მაგრამ ტელეფონმა დაურეკა და შეჩერდა. -გისმენ ანდრეა მალე დავბრუნდები. ტელეფონი გათიშა და გაოცებულმა შეხედა მის გვერდით მდგარ პატარა გოგონას რომელიც შეშინებული თვალებით უცქერდა ცოტნეს. -ჰეი გამარჯობა,გადასვლა გეშინია? -გავიგონე ტელეფონზე თქვენი საუბარი და გამიხარდა,მეც ქართველი ვარ. -მართლა? საიდან ხართ და რა გქვია პატარავ. -თბილისიდან არის ჩვენი ოჯახი,ჩემი სახელი კი ალექსანდრა არის ისე კი ყველა სანდრას მეძახის. ცოტნემ შეჩერდა და პატარას დააცქერდა,ნაცნობი იყო მისთვს გოგონას თვალები და მარჯვენა თვალის ქვეშ შავი ხალი. -გვარი,რა გვარის ხართ. -ნაცვლიშვილი,ალექსანდრა ნაცვლიშვილი მაგრამ მე დედის გვარზე ვარ ჩემი ნამდვილი გვარი ქვრივიშვილია. -რააააა? დაიბნა ცოტნე და იქვე ჩაიკეცა. -ქვრივიშვილი ხარო დედამ გითხრა? -კი დედამ მითხრა,ისიც მითხრა მამა ექიმია და ის საქართველოში ცხოვრობს. -ოხ ლილე,ოხ ლილე ძალიან ვბრაზობ შენზე.თქვა ცოტნმემ და ალექსანდრას შეხედა რომელიც გაოცებული უცქერდა ცოტნეს. -იცნობ დედას? -ლილე ნაცვლიშვილი და რომ ვიპოვი უნდა მოვკლა და შენ დამეხმარები. -მე დაგეხმარები დედას მოკვლაში? გაოცებული უცქერდა სანდრა ცოტნეს და ცოტნემაც სიცილი ვერ შეიკავა,ხელი მოხვია პატარას და გულში ჩაიკრა. -სულ ცოტა რომ დავსხდეთ სადმე და ვისაუბროთ, გიყვირებენ სახლში? -არა,ვისაუბროთ. -კარგი წამოდი.ცოტნე კაფეში შევიდა და ღიმილით მიაჩერდა სანდრას. -პატარავ მე შენი მშობლების მეგობარი ვარ ცოტნე ცაგარელი. -მივხვდი და ძალიან მიხარია თან არ მჯერა,რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა დამთხვევაა. -მეც ძალიან გამახარა შენმა გამოჩენამ,რამდენი წლის ხარ? -14 წლის ვარ,კიდევ ერთი წელი გავიდა ლოდინში. -იქნებ მომავალი წელი როცა 15 წლის გახდები შენთვის დაუვიწყარი წელი იყოს. -ასე ფიქრობ? -არ ვფიქრობ,ვიცი რომ ასე იქნება.სანდრა მოდი ხვალ აქ შევხვდეთ ერთმანეთს დედასთან ერთად. -ძია ცოტნე მამას მართლა იცნობ? -ვიცნობ პატარავ, მე დედა და მამაშენი სკოლის მეგობრები ვართ. -მამას ეტყვი რომ მე ველოდები? -საყვარელო მოდი ჯერ დედას შევხვდები,ვნახავ მოვუსმენ მას რატომ წავიდა ასე უთქმელად და რას ფიქრობს და შემდეგ ვიმოქმედოთ მამასთან შეხვედრაზე.ეს საიდუმლო მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება. -ჩვენ საერთო საიდუმლო გვექნება? -კარგად თქვი,ჩვენ საერთო საიდუმლო გვაქვს. -კარგი თანახმა ვარ,ხვალ აქ შევხვდებით ერთმანეთს და საათს მოგწერ.სანდრამ ცოტნეს ნომერი ჩაიწერა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ,ცოტნემ სანდრა ვახოს ოფისთან დატოვა და სასტუმროში მხიარული დაბრუნდა,გზაში გაახსენდა წლების წინ ლილესთან შეხვედრა. -ცოტნე გელოდებოდი როგორ ხარ. -ლილე? აქ რას აკეთებ ამ ღამეში,აქ საშიშია ამ დროს ყოფნა. -შენ გელოდებოდი,თხოვნა მაქვს შენთან და მინდა დამეხმარო. -რა მოხდა,კარგად ხარ? -ალექსანდრეს უნდა შევხვდე,რამდენჯერმე მივედი მის ბინაში მაგრამ ვერ ვიპოვე იქ არ არის,ცოტე მნიშვნელოვანი რამ მაქვბს სათქმელი. -ვეტყვი ლილე მაგრამ რამდენად შეძლებს შენთან მოსვლას არ ვიცი, ის ძალიან დაკავებულია ამ დღეებში. -ცოტნე უნდა ვნახო,გეუბნები ეს აუცილებელია. ეს გასაღები კი გადაეცი თუ ხვალ არ მნახავს ეს მე აღარ დამჭირდება,რადგან მერე გაუძნელდება ჩემთან მოსვლა.გადაეცი რომ მნახოს და შეეცადე მოვიდეს ჩემამდე,გთხოვ ცოტნე. -ეს იყო მისი თხოვნა ალექსანდრე რომ მისულიყო მასთან ეტყოდა ბავშვის შესახებ,მაგრამ როცა მივიდა უკვე ლილე ვეღარ ნახა,დაგვაგვიანდა. გაორებული და დაბნეული დაბრუნდა სასტუმროში,თვალი აარიდა გაბრაზებულ მეგობრებს და თითქოს არაფერი მომხდარიყო თქვა. -მშია,თქვენ უკვე ივახშმეთ? -შენ ნორმალური ხარ? წახვედი და დაიკარგე,ბრუნდები დაღამებულში და რა გგონია თბილიში ხარ რომ შეგეშინდეს გზაში და ვინმეს კარზე მიუკაკუნებ რომ შეგიფაროს ან გზა გასწავლოს? სად იყავი იდიოტო,სად დაბოდიალობ.ალექსანდრე სიბრაზისგან თავს ვერ აკონტროლებდა. -ხომ ხედავ კარგად ვარ, დავბრუნდი და აქ ვარ. -სად დადიხარ მარტო. -სიმშვიდე მჭირდებოდა და გავედი, რა არ შეიძლება? -ვინ დაგირღვია სიმშვიდე გაქცევა რომ მოგინდა.უთხრა ანდრეამ და გაეცინა,მაგრამ სასწრაფოდ დასერიოზულდა როცა ალექსანდრეს შეხედა. -არ უნდა დარეკო და თქვა დამაგვიანდებაო? ისევ ის პატარა ბიჭი გგონია თავი,დაგავიწყდა რომ გაიზარდე და 32 წლის ხარ,მაგრამ 32 გრამი ტვინიც არ გაქვს თავში -კარგი დამშვიდდი პატარა გოგონას დავეხმარე გზაში,ის ქართველი აღმოჩნდა და მასთან საუბრის დროს დრო ისე გავიდა ვერც კი გავაცნობიერე.ანდრეამ ცოტნეს შეხედა და მის ბავშვურ თავის მართლებაზე გაეცინა. -არაფერი გიჭამია? -არა და ძალიან მშია, ზრდილობის გამო გეუბნებით თორემ გზას მეც კი გავიკვლევ,მაგრამ უქვენოდ როგორ ვივახშმო. -გამოუსწორებელი ხარ,ვერ გაიზარდე ცოტნე და ასეთი დაბერდები. -ანდრეა შენს მეგობარს უთხარი ბუზღუნს მორჩეს და წამოვიდეს,მართლა ძალიან მშია.ანდრეას ეცინებოდა და ალექსანდრეს თვას არიდებდა,ალექსანდრე კი წინ მიდიოდა და ცოტნეს ლანძღვაში იყო გართული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.