შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი შერიგება (სრულად II)


18-04-2020, 19:31
ავტორი პენელოპე
ნანახია 56 756

ვეება ჭიშკარი ფართოდაა ღია.

მგლოვიარე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ახმახები ალაყაფის კარს იცავდნენ. ორ სართულიანი, მოკრძალებული სახლი ეზოში ამაყად იდგა. მინდორზე შავოსანი ხალხი ირეოდა. მოღრუბლული ამინდი იყო. კაცი იფიქრებდა, რაღაც სასწაულისათვის გვამზადებსო დედა-ბუნება. აკაციებისა და ნაძვის მწარე სუნი უფრო ამძაფრებდა მწუხარებას. ფართობით უზარმაზარ ეზოში აფხაზური ფაცხა სახლის გვერდით იყო აშენებული. საკვამურიდან ნაცრისფერი ბოლი სიხარულით ამოდიოდა, ჰაერში იბნეოდა და ქაოსურად მოსიარულე ხალხს ზევიდან დასცქეროდა. დაბალ ხმაზე იყო ჩართული საგალობელი. მუსლიმი აფხაზნი განზე გამდგარიყვნენ, ცალკე იდგნენ და თავის ქნევით იზიარებდნენ ტრაგედიას. გრძელი ალვის ხეები ნელი სიოს ფონზე ირხეოდნენ, ტანს აყოლებდნენ და ისედაც მშვენიერ გარემოს უფრო მიმზიდველს ხდიდნენ.
ათასი რჯული ირეოდა, - აფხაზების რამდენიმე განშტოებას მოეყარა თავი. როგორც სომეხი,ასევე წმინდა სისხლის აფხაზნი, მუსლიმნი, ქრისტიანები, წარმართები და სხვა რელიგიის წარომმადგენლები ერთ სივრცეში შეკრებილიყვნენ.
რუსები თავიანთი უემოციო მზერით, აპრეხილი ცხვირითა და ერთიდაიმავე ცისფერი თვალებით ყურადღებით ათვალიერებდნენ გარემოს. ჯარისკაცები, „მთავრობის“ წევრები, თვით პრეზიდენტიც კი იყოო მოსული, ჩურჩულებდნენ.
სახლი,სადაც გასვენების რიტუალი ტარდებოდა მისი ბავშვობის დროინდელი იყო. სადაც დაიბადა იქვე დაიმარხებოდა - ოჩამჩირეში.
მანქანიდან ფეხის გადაბიჯებისთანავე გაისმა ადიტას ღრიალი. დაჭრილი მხეცივით, მარტო დარჩენილი დედალი მგელივით ყმუოდა. დასტიროდა ქმარს, შვილის მამას, ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსეს.
ნელა შემეხო დემნას თითები წელზე. ოდნავი რხევით მაიძულა ნაბიჯი გადამედგა. ანასა და ირინას უკან ამოვუდექი, თავი ჩავხარე და ვეცადე მაქსიმალურად შეუმჩნეველი ვყოფილიყავი დაქვრივებული ქალისათვის.
ჭიშკარი გადავლახეთ თუ არა, დემნამ თავით მანიშნა, იარეო. თვითონ ირაკლისა და დათოსთან ერთად მინდორზე იდგა, ჯერ ქალები აგვატარა წესისამებრ. ძლივს ვადგამდი ფეხს. მეგონა სამსჯავროზე წარვსდგებოდი ისეთი შეგრძნება მქონდა. ნელა ავიარეთ საფეხურები, ირინასა და ანას ნაბიჯებს მივყვებოდი. თანდათან ვგრძნობდი როგორ გადადიოდა ფერი ჩემს სახეზე, როგორ გამითეთრდა ხელისგულები და გულისცემა გამიხშირდა.
სამგლოვიარო წივილ-კივილის ფონზე შევაბიჯეთ ოთახში. კუბოში შიგნეულობა გამოღებული მოხუცი ესვენა. პირზე ცხვირსახოცი ჰქონდა წაკრული, ხელები გულმკერდზე გადაეჯვარედინებინა. ვიღაცებს ფული ჩაეყოლებინათ, იარაღიც თავთან მიედო მისთვის გამცილებელს. თეთრი სუდარა გადაეფარათ, ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდობის ფოტოები ამაყად დაელაგებინათ მაგიდაზე.ტანზე აფხაზური ჩერკესკა ეცვა(ჩვენებურად, ჩოხა). ეს უკანასკნელი ძველი ტრადიციული სამოსია, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს და უდიდეს სიამაყეს წარმოადგენს აფხაზისთვის, მით უფრო - მამაკაცისთვის. მეფეს ჰგავდა მოხუცი. ნაბადი უფრო სძენდა მედიდურ იერს. კუბოში ჩასვენებულს დალურჯებული ჰქონდა შუბლი, ჩაცვენილი თვალებითა და ნაოჭიანი თითებით მშვიდად განისვენებდა.
გულმა რეჩხი მიყო რაინას დანახვაზე. დაბადების დღიდან მეხუთე დღეს მისი თვალები ჩამოშლილიყო, სხეული ჩამოენგრია მამის სიკვდილს, დედას მოხვია გამხმარი თითები და იატაკისკენ მაცქერალს ამცნო ჩვენი მოსვლა.
ნელა ამოსწია თავი. სასახლის სახელურს ჩაჰკიდა ცალი ხელი. ფეხზე ძლივს წამოდგა, ნაადრევად დაბერებულმა ირინას სამძიმარს თავისი მარჯვენა შეაგება, მაგრად მოუჭირა ჩემი გვარის, ჩემი ქართველი ირინას ხელს და ადიტას ცრემლიც სწორედ მის მკლავს დაეცა. ანაც მოეფერა ქალს,შემდეგ კი მომლოდინე თვალებით მთხოვა იგივე გამეკეთებინა. ჩემი სხეული გაშეშდა, პარალიზებული მეგონა თავი. ვერ გავბედე მისთვის სიტყვის თქმა. იგი მიხვდა ჩემ მდგომარეობას, ჩემს გაშეშებულ სხეულს თვალი მოავლო, თვალები ჩემთვის დახუჭა, თავი გადააქნია და რაინას მისცა უფლება მოსულიყო.
ერთიანად ამოვისუნთქე, როდესაც მისი ჟღალი თმა ჩემს ცხვირს მოელამუნა. სუსტი მკლავები ყველას დასანახად მომხვია, ლოყაზე ფრთხილად მაკოცა და მიჩურჩულა:
-შენი ბრალი არაფერია, ქეთი.
წრე დავარტყით. გარეთ გავედით და ნათესავებს თავის დაკვრით მივუსამძიმრეთ(ასეთი წესია), - ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. ხანშიშესულები ცალკე იღებენ სამძიმარს,ახალგაზრდები ცალკე. შემდეგ ისევ უკან შევბრუნდით, ოთახში მყოფ ჭირისუფალს შევუერთდით და სხვა ქალებთან ერთად დივანზე დავსხედით,ადიტას გლოვის ყურისსაგდებად.
შუა დღის ოთხი საათისთვის გარეთ გაგვიყვანეს, დამარხვის დრო მოსულიყო. ძლივს გამოათრია რაინამ დედამისი. კარი ფრჩხილებით დაჩხაპნა,ხელი კრა ლარნაკს, რამდენიმე წყვილი ყვავილი გაპუტა და ნამდვილი გიჟივით ჩამოიარა კიბეები. კანკალმა აიტანა, ცახცახებდა და მის დაწყნარებას შვილიც კი ვერ ახერხებდა. დემნა დათოსთან ერთად სატირლის საკიხთებს აგვარებდა. აქეთ-იქით დადიოდა. როდესაც უკვე კუბოს მოასვენებდნენ მამაკაცები და სასაფლაოსკენ იწყეს დემონსტრაციული სვლა, უკან ამოგვიდგა, ჩვენს ნაბიჯებს დაჰყვა.
სარიტუალო სასახლეს წინ ბავშვები მიჰყვებოდნენ. ერთს ჩარჩოში ჩასმული გარდაცვლილის ფოტო ეკავა,მეორე ღვინოს ასხამდა გზა და გზა, მესამეს ყვავილი მიჰქონდა. შუა ხანს გადაცილებული კაცები პატარა ბავშვივით იცრემლებოდნენ, ძმასავით გამოიტირეს მოხუცი კაცი.
ირინას მაგრად მოვუჭირე ხელი. ხელკავი გავუყარე, შეშინებული ავეკარი მის მხარს.
-რა გჭირს?-ხმადაბლა მკითხა. ხელით შუბლი მომისინჯა,ლოყაზეც მომეფერა და როდესაც ჩემი ფერი არ მოეწონა:-დემნა!-დაუძახა უკან მოსიარულეს. ჩოჩქოლსა და ქაოსში მას არ გაუგია ირინას ძახილი, გართული იყო ტელეფონზე საუბრით, ქელეხის ამბავს აგვარებდა. ირინას ვეჯაჯგურე,თავი დაანებე-მეთქი,მანაც კარგიო და ჩემი თრევა გააგრძელა.
დასაფლავება იმაზე უარესი აღმოჩნდა ვიდრე ვვარაუდობდი. საგვარეულო სასაფლაოში, წინასწარ ამოთხრილ სამარეში ღრმად ჩაუშვეს სასახლე, სათითაოდ გამოემშვიდობნენ ახლობლები, მის კაცობასა და ღირსებას ხაზი გაუსვეს და ყავისფერი, ფხვიერი მიწა პირდაპირ სახეზე დააყარეს.
დემნა უძრავად იდგა. ამ ყველაფერს მხოლოდ რაინას გამო იტანდა. მას ედგა მხარში, თორემ ერთი სული ჰქონდა გასცლოდა იქაურობას. ადიტას უპატრონოდ ჰყავდა შვილი მიტოვებული, სამარეში ჩაძრომას ლამობდა. გოგონა სკამზე დასვეს ქალებმა, მაჯას უსინჯავდნენ ყოველწამს, სახეზე ცივ ხელებს უსვამდნენ და თითქოს ამით ეხმარებოდნენ.
ნელა გავიხედე მისკენ. თავი ასმაგად დამნაშავედ ვიგრძენი, როდესაც იმედგაცრუებული მზერის ნაცვლად, თანაგრძნობით აღსავსემ შემომხედა. მისი კეთილშობილება უსაზღვრო იყო. არ განვუსჯივარ ჩემი ქართველობის გამო, დამნაშავედაც კი არ აღმიქვამდა. ნატკენი თვალებიდან წყვილი ცრემლი გადმომიგორდა, ფრჩხილები საკუთარ ხელისგულს ჩავარჭვე და მშვიდად მდგარ ანას ფრთხილად ამოვუდექი უკნიდან.
-გეხვეწები,დამშვიდდი.-ხმადაბლა მითხრა. ხელი გამითავისფლა და ცრემლები მომწმინდა.
-ცუდადაა,-მზერით რაინაზე ვანიშნე. ერთი სული მქონდა მისთვის მომებოდიშა, ან რამით მაინც შემემსუბუქებინა ტკივილი,მაგრამ აზრი გამეფანტა, როდესაც მასთან დემნა ჩაიმუხლა.
ადიტა ისევ კიოდა, ხალხი ირეოდა, დემნა კი უყურადღებოდ დარჩენილ გოგონასთან მივიდა. ჯერ თითებზე აკოცა, ჩურჩული დაუწყო რაღაცების. ნელა წამოაყენა ფეხზე. თმაზე მოეფერა, ცრემლი მოაშორა მის თვალებს და გულზე მიიკრა.
-ახლა ცუდად გავხდები,-ამოილუღლუღა ანამ. პირიქით შემატრიალა, რომ არ დაგვენახა ეს ზედმეტად ემოციური სცენა ჩვენთვის. ორივემ ღრმად სუნთქვა დავიწყეთ, შემდეგ იქაურობას მოვცილდით და მოშორებით, ტრიალ მინდორზე ბეტონზე ჩამოვსხედით. სული რომ მოვითქვით და აზრზე მოვედით, ავტომობილში ჩავსხედით, - წინ ქელეხი გველოდებოდა.
ოჩამჩირის პრესტიჟულ დარბაზში დაახლოებით შვიდასი-რვასიი კაცი მაინც შეიკრიბა. გრძელი მაგიდები ვერტიკალურად განელაგათ, სუფრა გაეშალათ. დათომ მე და ანა ირინასთან ერთად დაგვსვა ვიღაც ქალებთან, თვითონ კი მამაკაცებში ჩაიკარგა. ერთი სული მქონდა ეს სისაზიზღრე ჩამთავრებულიყო, აღარ შემეძლო მეტი. აფხაზი ქალები მალევე დაეწაფნენ საჭმელს სევდიანი სახით.
-ღმერთმა გაანათლოს. კარგი კაცი დააკლდება ჩვენს ქვეყანას.-თქვა ერთ-ერთმა, ღვინო ოდნავ გადაღვარა ჭიქიდან და მიჭახუნების ფონზე გადაკრა.
-ამბობენ, ვიღაცას გადაეფარაო.-ალაპარაკდა ჩემ გვერდით მჯდომი. ანამ ფრთხილად გამოიხედა ჩემკენ, უხმოდ განაგრძო ჭამა.-რიწაზე ნამდვილი სასაკლაო ყოფილა. ვიღაცის გამო დამირის ძმაც გარდაცვლილა,ქუჯი. ხო იცი, მოსკოვში რომ იყო?
-ამბობენ,ქალს დაუდგაო წინ...
-მეც ეგრე გავიგე,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კაცი მკვდარია,ის კი სატირალშიც ვერ მოვიდოდა.
-ადიტა არც შემოუშვებდა,რომც მოსულიყო.
-ვინ არის,ნეტავ? რატომ არ ამბობენ?-გვერდით მჯდომი ქალი ისევ აგრძელებდა ტლიკინს. აგერ,გვერდით ვზივარ-მეთქი, მინდოდა მეთქვა და ის ცხელი ღომი პირდაპირ თმაში ჩამეზილა,მაგრამ თავი შევიკავე. ისედაც განადგურებულს, მათი დიალოგი ნერვებს მაწყვეტდა. ფეხზე წამოვდექი,სკამის გაწევას ვაპირებდი და ჰაერზე გასვლას,მაგრამ დემნამ რბილად ჩამავლო მხრებზე ხელი, ფრთხილად დამსვა და ზევიდან დამხედა.
მის დანახვაზე ჭორაობა და ჭამა ერთდროულად მიატოვეს. გაშეშებული უყურებდნენ, ალბათ არ მოელოდნენ მას ქალების მაგიდასთან. მორჩილად დაუკრეს თავი, მიესალმნენ. შემდეგ მის ხელებს დაუწყეს ცქერა,რომელიც ჩემს მხრებზე ელაგა. ქვევიდან ამოვხედე.
-მოითმინე,-დაბალ ხმაზე მითხრა. მოჩუქურთმებული თეფშიდან ბანანი აიღო. როგორც წეღან, ახლაც თავისი ხელით გამიფრცქვნა, დამიჭრა და ჩანგალი შემაჩეჩა ხელში. ქალები ცნობისმოყვარე თვალებით მომაჩერდნენ. აინტერესებდათ ვინ ვიყავი ასეთი,დემნა მოწიწებით რომ მექცეოდა. მათ მზერას,დემნამ თავისი მკაცრი შეაგება, ამით გასაგები გახდა ყველაფერი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ამას ჰქვია მიჩმორება,-ანამ ჩუმად მიჩურჩულა. ოდნავ გამეღიმა, ირინამაც ჩაიფხუკუნა.
-ამ საღამოსაც ჩვენთან დარჩით, რა.
-ისედაც ვერ მოგვიშორე ეს დღეები.-ანამ უხერხულად ამოილაპარაკა.
-მარტოობა ყელამდე მაქვს. დათო სულ სადღაც დარბის, ირაკლი იშვიათად მაკითხავს.
-ირაკლის დედა ჰყავს?-დაინტერესებულმა იკითხა. ყურები მეც დავცქვიტე, თან გულში გამეღიმა.
-ჰყავს,მაგრამ ვერ უგებენ ერთმანეთს. ძირითადად მისი დამსახურებაა,ასეთი ცივია რომაა ირაკლი.-დამწუხრებულმა ამოილაპარაკა. დემნას დაჭრილი ბანანი ანასაც ვუწილადე,შემდეგ კი მეც ჩავები საუბარში.
-მე თბილად მექცევა,-მხრები ავიჩეჩე. უხერხულად აწურულ გოგონას გადავხედე.
-შენთან რაღაცნაირი დამოკიდებულება აქვს.-ირინამ უკვე დაუფარავად გაგვიბა საუბარი,რადგან მაგიდასთან ახლოს მსხდომნიი შემოგვეძარცვნენ.-იმ დღეს ანა რომ მოიყვანა, ეგ უნდა გენახა.
-რატომ? რა მოხდა?-უკვე პომიდორს დაემსგავსა გოგონა.
-დათო და ირაკლი ნამდვილი ძმები არასოდეს ყოფილან. შეიძლება, ერთმანეთს არ უყვებიან რაღაცებს,ბევრი საიდუმლოცაა მათ შორის,მაგრამ ნდობა - სიტყვების გარეშე ხდება. ანას შესახებ ისედაც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით, დემნა რვა წელია მალავს. ირაკლიმ არ იცოდა, სიმართლე გითხრათ უსიამოვნოდ შემომჩივლა შენი სარძლო არისო,მაგრამ როდესაც ვუთხარი,ჩემი სარძლო კი არა,დემნას დაა-მეთქი, მისი სახე უნდა გენახათ.
-მართლა მიკვირს დემნამ როგორ გამოაყოლა ჩემი თავი.-ანას ქალის სიტყვებზე გაეღიმა. კმაყოფილმა ჩაკბიჩა ვაშლი.
-ირაკლის სუფთა აფხაზის სისხლი უჩქეფს. მიუხედავად იმისა,რომ ახალგაზრდაა მასშიც არის ქართველების მიმართ ზიზღი. ახლა როდესაც ყველაფერი იცის, პრინციპებზე გადაბიჯება მოუწევს. და მგონი, ეს უკვე გააკეთა კიდეც.-ხმადაბლა დააყოლა,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა. ჩვენც მას დავედევნეთ, დაბნეული ფარასავით უკან მივყევით. სამივე ქართველი ერთად გავედით აფხაზების რესტორნიდან.
ირინა სახლში ტაქსით წავიდა. თქვენ ბიჭებს დაელოდეთ,მაგათ თავში რა მოუვლით ღმერთმა იცისო.
-რა ჯიგარია ქალია,-აღმოხდა ანას და ჯანიან, ასაკის მიუხედავად ახალგაზრდულად ჩაცმულ-დახურულ ქალს თვალი გააყოლა.
-თავისუფალია და როგორ მიხარია გარემომ რომ ვერ იმოქმედა მასზე.-გულახდილად აღვნიშნე.
-ქართველია და მაგიტომაც.-გაეღიმა. გვერდით მომიჯდა და გვერდულად გამომხედა.-ამასობაში, შენი წასვლის დღეებიც მოდის, ქეთ.
-ვიცი.
-ჩაივლის ეს ყველაფერი და წაგიყვანს. ხელისშემშლელი არც არავინაა უკვე.
წასვლის დღე მოახლოებული რომ იყო, ამას მეც ვგრძნობდი. წინ აღარაფერი მეღობებოდა. დამირი არ არსებობდა, ქუჯი მკვდარი იყო, მოხუცი მაინც არ შემიშლიდა ხელს. წასვლა მინდოდა... ჩემი ოჯახი მენატრებოდა, მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,მაგრამ დემნა?! ვკითხე საკუთარ თავს და ეს უკანასკნელიც დავსაჯე ამის გამო. მე ხომ პირობა დავუთქვი ჩემივე გონებას,რომ მასზე არ ვიფიქრებდი. ის მეხმარბეოდა, მეტი არაფერი უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის,მაგრამ მაინც.
მისი დატოვება არ მენანებოდა. თვითონ ვერ წამომყვებოდა, მე ვერ დავრჩებოდი. ვაანალიზებდი - ჩვენ მომავალი არ გვქონდა.
ნაშუადღევი გარდასული იყო, როდესაც დემნა შენობიდან გამოვიდა. როგორც კი დაგვინახა მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა და წინ ზედმეტად გაღიზიანებული დაგვიდგა.
-არ მოდიხართ?-გვიკთხა და მანქანისკენ გვანიშნა.-თუ მოსაწვევი და რამე?
-რას იგესლები, რა არის?-ანამ უპასუხოდ არ დატოვა. ფეხზე წამოდგა და ხმაურით ჩაჯდა უკან. მეც გვერდით მივუჯექი. თვითონ საკმაოდ უხეშად მიაჯახუნაა თავისივე ავტომობილის კარი, დაქოქა და ის იყო სინათლის სიჩქარით უნდა მოწყვეტილიყო ადგილს, დავითი გამოვარდა ტრასაზე.
-რას აკეთებ,ბიჭო?-ცოტა არ იყოს გამეცინა,ისეთი სახე ჰქონდა დავითს.
-გოგოებს დავემშივდობები,რა.
ჩემ მხარეს ფანჯარაში შემოძვრა.
-შენ სულ უნდა იღიმოდე,ქეთ.-თბილად გადმომხედა,ხელი სწრაფად შემოაძვრინა და ანას თავში ამოარტყა.
-იდიოტო!-გაქცეულს მიაძახა. მთელი დღის განმავლობაში პირველად გამეღიმა გულწრფელად.
-მორჩა თამაში თუ დაგელოდო?-დემნამ ჩვენკენ გადმოიხარა. ორივეს შეგვახმა ღიმილი.
-შეგიძლია მიბრძანდე.-მაინც არ დაუთმო ძმას. ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა, თავი მინას მიადო და გაიტრუნა.
მშვიდად გავიარეთ ორ საათიანი გზა. ნაცნობი გალავნის დანახვაზე ბედნიერს ჩამეღიმა. მოწყენილი ჭადარი ფოთლებშემოძარცული იდგა შესასვლელთან. ფეხი გადმოვდგი თუ არა მთის სურნელი მეცა. დაცვას მივესალმე, ნელა გავიარეთ გალავანი და სიცივის გამო პირდაპირ ელექტრო ბუხარი ჩავრთეთ. საერთოდ არაფერი ყოფილა.
ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა. ძლივს გადავყლაპე,ისეთი ცუდი აურა დატრიალდა. უცნაურმა შეგრძნებამ შემიპყრო. თითქოს მომბეზრდა..თითქოს ვიგრძენი, რომ მთავრდებოდა და ამიტომ. დასაძინებლად დავწექი. თბილად გავეხვიე გაყინულ საბანში,რომელიც ზედმეტად თბილი იყო,უბრალოდ მე ვგრძნობდი პირიქით. თვალები ნელა დავხუჭე,მაგრამ მაინც არ წაშლილა კადრი რიწიდან.
სერიოზულად მაშინ აღვიქვი მხოლოდ. ჩემ გამო მოხდა,არა?
მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ქუჯი არც კი მოვიდოდა. კარგი, მოხუცი მოკვდა, გასაგებია. მაგრამ სხვები? დაცვის ბიჭები? ისინი რა, ადამიანები არ იყვნენ? მერე, რა რომ წყეული აფხაზის სისხლი უჩქეფდათ. მერე რა, რომ მათ თითოეულ უჯრედს სძაგდა ქართველი...
ომი მართლაც საშინელება იყო. ორივე მხარეს ცხოვრობდნენ დამნაშავეები. ორივე მხარეს იყო მტერი და მოყვარე. დანგრეული ურთიერთობებია მისი შედეგი. არაფერი დადებითი არ მოაქვს. მიღწეული მშვიდობაც კი დროებითია ხოლმე. ამ ბრიყვ აფხაზებს რუსების მონობა ეგონათ თავისუფლება. მათი ლოლიავი, მათ ბრძანებაზე ყურმოჭრილი მონასავით აქეთ-იქით ტრიალი იყო ეს დამპალი დამოუკიდებლობა?!
რა საზიზღრობა იყო სოხუმის ბოტანიკურში არხეინად მოსეირნე ტანწერწეტა, იდენტური რუსები. მინდოდა ყველასთვის თმები დამეწიწკნა, ასე თავიანთ გემოზე რომ დათარეშობდნენ ჩემს საკუთრებაზე.
გაყინულ საბანს ჩემი ცრემლი დაეცა. შუა ღამე გარდასული იყო,მაგრამ მაინც ვერ მეძინებოდა. დიახ, ვერ. თვალების დახუჭვა და ავტომატების გრიალი ერთი იყო. საბანი გადავიწიე, გიჟივით გავედი ოთახიდან და კიბეებს მაინც ფრთხილად დავუყევი.
ცოდვა გამხელილი სჯობსო და იმიტომ ჩავედი - ვიცოდი იქ იქნებოდა. თავისი ლამაზი პირისახის პროფილი მოუჩანდა და ისე კითხულობდა ბჟუტურა სინათლეზე წიგნს. კედელს მივეყრდენი. მის სწორ, სახისთვის შესაფერის ცხვირს დავუყევი. წვერი მუდამ მოვლილი, კოხტა და მოწესრიგებული ჰქონდა. ტუჩები მიმზიდველად მოუჩანდა. გულში კითხულობდა,მაგრამ მაინც აყოლებდა პირს და მე მეღიმებოდა. გრძელ თითებში მოექცია მერი შელის „ფრანკენშტაინი“. მანამ ვუყურე, სანამ სანიშნე არ ჩადო და მაგიდაზე არ შემოდო. დივანს მიეყრდნო ძალაგამოცლილი. ყურისწამღებ სიჩუმეში ჩემი გულისცემა ზედმეტად ხმაურიანად გაისმა.
ვიცოდი გამოიხედავდა, ამიტომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგი და ოთახში შევედი. დივანზე ჩამოვჯექი. მას არც კი გაჰკვირვებია. მელოდა და იმიტომ.
-რას აკეთებ?-ვკითხე, თან კომფორტულად მოვთავსდი.
-ხომ მიყურებდი, ვერ დაინახე?-მშვიდად მიპასუხა. ფეხები გადააჯვარედინა, ვერტიკალურად გაიშოტა დივანზე.
-ამდენი სიუხეშეც არაა საჭირო..
-შენ რატომ არ გძინავს?-ინება და გამომხედა. ზედმეტად დიდხანს უყურა ჩემს სრიალა,ატლასის ღამის პერანგს და ცივად გაეღიმა.
-ვერ დამეძინა.-ჩავიბურტყუნე. თავი დამიქნია. წიგნი ისევ ხელში აიღო და გადაშალა. კარგი? მე მოჩვენებასავით უნდა ვიჯდე თუ ეს ნიშანი იყო,აქედან წადიო?
-მეც მათხოვე რამე. წავიკითხავ,-საწყალი სახე მივიღე. ძალიან მინდოდა მასთან დარჩენა. მინდოდა ლაპარაკი დაეწყო საკუთარ თავზე, გაუჩერებლად ესაუბრა და ეს მუდამ დაძაბული სახე ცოტა ხნით მაინც ჰქონოდა ბედნიერი. მზერით მანიშნა,სადაც ელაგა. იმაზე უფრო მეტად იყო სიტყვაძუნწი იმ საღამოს, ვიდრე საერთოდ. ერთ-ერთ კარადასთან ჩავიმუხლე. ძირითადად რუსულენოვანი წიგნები დავლანდე. პუშკინის ლექსების კრებული გამოვაძვრინე და დემნას მივუჯექი. გადავფურცლე,მაგრამ ასოები იმავე გვერდზე მიმოიფანტა. უბრალოდ ხელში მეკავა და ხუთ წუთში ერთხელ ვფურცლავდი, - ვითომ ვკითხულობდი.
-მითხარი რა გაწუხებს.-საოცრად საინტერესო წიგნი ხელიდან ამაცალა და თავის მერი შელთან ერთად დადო მაგიდაზე.
-არაფერი არ მაწუხებს.
-ქეთი, ჯობია მითხრა.
-არაფერია,დემნა,უბრალოდ ვკითხულობდი და...
-მომისმინე,-მოულოდნელად მაგიდაზე ჩამოჯდა. ფეხები ჩამომაშვებინა, თავი ამაწევინა და შემომხედა.-თუ რამეა,მითხარი.
-არაფერია..
-„რატომ უნდა შევიბრალო ადამიანი იმაზე მეტად, ვიდრე ის მიბრალებს მე?“
გამეღიმა მისი დამშვიდების მცდელობაზე. თვითონაც გადაუარა ღიმილის მსგავსმა პირზე, შემდეგ ჩემკენ გადმოიხარა და ისევ დაიწყო... პიჟამოს ზედატანის ღილებმა შეაწუხა. ალბათ იფიქრა,რომ მახრჩობდა და ამიტომაც დაიწყო ზევიდან ქვევით მათი გახსნა. ხო,ზუსტად ამიტომ. პირველი ღილი გახსნა, ხმა არ ამომიღია, მეორეც მიაყოლა, მესამეც და..
-რას აკეთებ?-ხელზე ხელი გავკარი და დივნის საზურგეს მხეცს გაქცეული მსხვერპლივით ავეკარი.
-მაისური ისედაც გაცვია შიგნით, რისი გრცხვენია.-უდარდელად მომიგო, თავისკენ მიმწია და ისევ განაგრძო.
-შენ გემოზე ნუ მეხები! მილიონჯერ გითხრა?-ხმას ავუწიე, ადგომა ვცადე,მაგრამ ფეხებშუა მომიწყვიდა და წარბაწევით მანიშნა, რომ გამომიჭირა.
-კარგი,მაშინ შენ როგორც გინდა და მასე ვიზამ.
-ცინიკოსი ხარ!-კიდევ გავიბრძოლე, თუმცა სხეული თვალებთან ერთად გაშეშდა. ნელა შემოასრიალა თითები წელზე, ჩემი თავი როგორღაც თავის კისერში მოაქცია. ფრთხილად მიმიხუტა და თითებით ზურგზე შემიძვრა. პარანგის შიგნით ჩაცმული მაისური ასწია, როგორც პიანინოს კლავიშებს, ისე დამისვა ხუთივე თითი და ხერხემალს აუყვა.
-დემნა..
-ახლა არა და მერე, როცა გინდა.-ყურთან ჩამჩურჩულა. თავისი ცივი ხელით ზედატანი გადამაძრო და სიბნელეში,სადაც მხოლოდ პატარა ნათურა ანათებდა ისიც ჩააქრო. ბრეტელებიანი მაისურის გამო შემცივდა. უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ტაომ დამაყარა. მეხებოდა, მეხებოდა,მეხებოდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი. რომ მდომოდა... წინააღმდეგი რომ ვყოფილიყავი ისტერიკას გავმართავდი. ვუყვირებდი,რომ არ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო,მაგრამ ხმა არ ამომიღია. სურვილთან ერთად მაინტერესებდა რას იზამდა და ასე განაბულმა ვერც კი შევამჩნიე - მისი თვალებივით შავ სივრცეში ერთადერთი რასაც ვხედავდი, მთვარის დაბნეული სინათლე გახლდათ.
მისთვის ნაცნობ და შესწავლილ მხარზე ჩემთვის ნაცნობი ტუჩები შემეხო. რამდენჯერმე მაკოცა,შემდეგ დაუყვა და ყელზე გააგრძელა. ამ უკანასკნელსაც ოსტატურად ამოჰყვა და ტუჩებთან გაჩერდა მხოლოდ.
-ქეთი...-შუბლი შუბლზე მომადო.თითები თმაში შეუშვა,ნელა ჩამომიშალა და სუსხიანი ხმით ლაპარაკი გააგრძელა.-რას მიკეთებ?! მითხარი.
მეც იგივეს კითხვა მინდოდა-მეთქი, უნდა მეთქვა,მაგრამ დროულად მოვკეტე. ნარკოზიდან ახლად გამოსულივით დავახამხამე თვალები და თვითონ მივიწიე მისკენ. მსუბუქად გაეღიმა,როგორც იცოდა ხოლმე,როგორც მე მიყვარდა ხოლმე და უკვე მეორედ მაკოცა. დამცხა, მერე შემცივდა,მერე ისევ თავიდან და ასე ქამელეონივით იცვლებოდა ჩემში ყველაფერი. მეამბოხე, ჯიუტი და ენაჭარტალა ქალი, რომელიც გადარჩენაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული დემნას დაყვა, ხელები კისერზე შემოჰხვია და მისი თმის სურნელი, კანის არომატი და წვერის მოყვანილობა იმ ღამეს შეისწავლა.
-დემნა..-ამოვიჩურჩულე,როდესაც დივანს დაუბრუნდა. მუცელზე მომხვია ხელი და საკუთარ სხეულს უპრობლემოდ ამაყრდნო. ნიკაპი თავზე დამადო,თითებით მაისურს აწვალებდა. უფლება რომ მიმეცა მასაც მომაშორებდა,მაგრამ მთლად მასეც არ გავგიჟებულვარ.
-დაიძინე.-მითხრა. თმა კოსად შემიკრა. ნელა აიღო ნაწილი,ნაწილი გადმოყარა,შემდეგ ისიც შეუერთა და რეზინის ნაცვლად,ისევ ჩემივე თმით დაამაგრა.
-აბა,არასოდეს შეიკრაო..
-ყველაფერს ეგრე იჯერებდე.
-დემნა?!
-ჰო,-ჩურჩულით მითხრა. ლოყაზე მსუბუქად მისვამდა თითებს.
-როდის უნდა წამიყვანო?
-დღეს არა. არც ხვალ.
-მართლა გეკითხები.
-ვიცი.-ჩუმად თქვა. გამომწვევად ჩამოწეული პიჟამოს შარვალი ფრთხილად ამიწია და უდანაშაულო თვალებით მომაშტერდა.-საერთოდ არ მინდა შენი გაშვება.
-რატომ?გულში ჩაგივარდი?-ენამ მაინც გამასწრო.
-გულში ვერ,ტვინში შემოძვერი. - თავისებურად მიპასუხა. არ ჩავძიებივარ.
კიდევ მითხრა დაიძინეო, თვითონ ფეხზე წამოდგა. მალევე მოიტანა პლედი, გადამახურა და გვერდით მომიწვა. ერთად ძილი ჩვეულებად გვექცა. არც ერთი ვიყავით წინააღმდეგი და საერთოდ, სიტყვების გარეშე ხდებოდა ყველაფერი. მუცელზე მომხვია ხელი, თავი კისერში ოსტატურად შემოასრიალა. საცოდავად შეკრული თმა სახეზე დაეყარა, რაღაც ამოიჩურჩულა,თუმცა მასში გაერია და ჩემთან ერთად ჩაეძინა.

ვიწრო დივანზე ერთ პოზაში წოლისაგან მიღებული ტკივილით გამეღვიძა. ოდნავი გამოძრავებისას გვერდით მწოლიარემ ამოიბზუილა,შემდეგ კი მშვიდად განაგრძო ფშვინვა. მაქსიმალურად ვეცადე იქიდან შეუმჩნევლად გავმქრალიყავი. ახალგაღვიძებული დემნა არც ისე კარგ ხასიათზე იქნებოდა, მე კიდევ წუხანდელი ემოციების გადახარშვა მშვიდად მინდოდა. პლედი მთლიანად მას მივაფარე,შემოხვეული ხელი დივანზე დავადებინე და ფრთხილად გადავახტი მის სხეულს. ალბათ იგრძნო სივრცეს გათავისუფლება. თავისუფლად გაინავარდა, პლედი საბანივით გადაიხვია და პირაღმა დაწვა.
გამარჯვება ვიზეიმე, ჩემი შესაძლებლობები დავაფასე და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ასეთი ნიჭისთვის,სწორედ სამადლობელი სიტყვის დროს,როდესაც პირველ საფეხურს ვადგამდი ფეხს,მაშინ დამეწია ახალგაღვიძებულის ჩახლეჩილი ხმა.
-ამაზე ვისაუბრებთ,ქეთი.
ცალი ხელი შუბლზე შემოვირტყი,მეორეთი კი კიბის მოაჯირს ავუყევი.
ასე თუ ისე, მას ყველგან ვტოვებდი. საბოლოო მიტოვება კი მხოლოდ წინ იყო. საბოლოო და ალბათ ნაკლებად მტკივნეული მისთვის.
მე მის ტვინში ვიყავი, ის კი ჩემთან...ხო. საშინელი რამაა გული.

.

სამზარეულოში ანა ფუსფუსებდა. ხელის აწევით მომესალმა და ტაფაზე კარტოფილის გადაბრუნებას შეუდგა. დემნა მაგიდასთან იჯდა. ტელეფონში იხედებოდა, ამიტომ ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის. თეფშებს ვალაგებდი, როდესაც უკანა ჯიბეში ჩაჩურთული მობილური ამღერდა. ვიდეო ზარით დედაჩემი მირეკავდა.
დაუფიქრებლად გადავუსვი ხელი, მაგიდასთან დავჯექი და გაღიმებული მივაჩერდი დედას.
-ქეთო,-აღმოხდა მაშინვე.-როგორ ხარ,ჩემო ცხოვრება?
-კარგად,დედი,შენ?
-რატომ არ აიღე გუშინ, ვნერვიულობდით.-მამაც გამოჩნდა.
-რა გამხდარი ხარ,მა,რა არის ეს?
-შენ კიდევ მოსუქებულხარ.-ილიას ბასრი ენა მაშინვე ვიცანი. დემნამ ჩაიფხუკუნა. ვიცოდი, მასზე ადრე თუ გვიან მაინც ჩამოვარდებოდა ლაპარაკი,ამიტომ ბოდიშის მოხდით აივანზე გავედი. ფუმფულა სკამზე ჩამოვჯექი. რიწის ამბავზე სიტყვა არ დამცდენია. რაში მჭირდებოდა მათი ნერვიულობა?! არაფერში. ისედაც ძლივს ვნახე გაღიმებული ოჯახი.
-გოგა იყო წეღან.-მარტო დარჩენილმა ილიამ ეშმაკურად გამიღიმა.
-რაღა დაგიმალო და ეგეც მომენატრა.
-შენი ნომერი უნდოდა.-შემაპარა. მე თანდათან ბრაზისგან ვწითლდებოდი.
-არ მითხრა, რომ მიეცი?
-აპირებდა,მაგრამ ხელი შევუშალე, ქეთუ. - არსაიდან გაისმა ჩემი დაქალის,ჩემი ენენეს ხმა.
-ენე! - შევყვირე. კინაღამ ტელეფონი ჩავიხუტე.
-გუშინ ჩამოვედი მესტიიდან. როგორც კი შენი ამბავი გავიგე, მაშინვე ილიას მოვაკითხე. ჩემთვის არავის უთქვამს, დამიმალეს. არადა რამდენი ხანია მაქეთ ხარ.
-არაუშავს. დასასვენებლად წახვედი და ნერვიულობა გინდოდა?!
-კარგი. ისევ იმავე თემას დავუბრუნდეთ. შენი ძვირფასი ძმა..
-ელენე,გესვრი ახლა.-ბალიში მოიმარჯვა ილიამ.
-გეყოფათ,რა.-ამოვიოხრე.-შენ კიდევ შეწყვიტე სავიზიტო ბარათივით ჩემი ნორმრის დარიგება.
კიდევ ვისაუბრეთ რამდენიმე წუთი. ბოლოს გაღიმებულებმა დავკიდეთ,მაგრამ ტელეფონის ჯიბეში დაბრუნებისთანავე დავეყრდენი მოაჯირს. თვალებიდან დაუკითხავად წამოვიდა დიდი ხნის ნაგროვები ცრემლი. ყვირილი მომინდა. რაიმეს დალეწვა,გატეხვა,ემოციების დაცლა. ჩემი ოჯახი იმაზე უფრო მეტად მომინდა, ვიდრე არასდროს. თვალები მუჭით შევიმშრალე. არ იყო ამის დრო... ღრმად ამოვისუნთქ-ჩავისუნთქე და მოვბრუნდი.
-ისევ ცუდად ხარ? - კართან ირაკლი იდგა. ირაკლი, რომელსაც თავი ვერ დავადგი. ხან როგორი იყო,ხან როგორი. ირაკლი,თავისი ლამაზი კულულებით,რომლებიც შუბლთან ჩამოშლოდა. სიგარეტიანი თითებით,გულისწამსვლელი ღიმილით და მაინც. იდუმალი აფხაზი..
-აქ რა გინდა? - შეუსაბამოდ ვუპასუხე. მას გაეღიმა.
-ქეთი, ცუდად ხარ?
-ხო. მგონი რაღაც მასეთი. - ამოვიბურტყუნე. თავი დავხარე და საპირისპიროდ მივტრიალდი.
-შეგიძლია მესაუბრო. კარგი მსმენელი ვარ. - ისევ გაეღიმა. სიგარეტი დემნას ლამაზ ეზოში გადაისროლა და მოაჯირს ისე მიეყრდნო,როგორც მაშინ მასთან ყოფნისას.
-ანა მოგკლავს ამის გამო. - თითით ჩამწვარ ღერზე ვანიშნე,რომელიც უდარდელად დაეშვა მწვანე მინდორზე.
-დარწმუნებული ვარ შემიბრალებს.
-როდის მოხვედი?
-გულმა მიგრძნო შენი ცუდად ჰყოფნა.-ისევ გაეღიმა.-მესაუბრე,ქეთი, მიდი.
-ბოლო პერიოდი სულ იმაზე ვფიქრობ,რა მოხდებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო. - ძლივს დავილაპარაკე.
-დამირს რომ არ მოეტაცებინე? - ჩამეკითხა.
-ომი რომ არ ყოფილიყო.-ირონიულად გამეღიმა. ტუჩები ისევ სატირლად დამებრიცა,მაგრამ თავი შევიკავე.-ეს ადგილი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია იქნებოდა. მე პოლიციას შევატყობინებდი, გავიქცეოდი. ვინმე ღვთისნიერს დახმარებას ვთხოვდი და ისიც უპრობლემოდ,როგორც ქართველებს გვჩვევია,უყოყმანოდ გამომიწვდიდა ხელს. ვინმე მოხუცი,ან სულაც შუა ხნის ტაქსისტი შვილით დამამშვიდებდა,მეტყოდა,რომ დამეხმარებოდა და ისე დამაბრუნებდა სახლში, რომ ვერავის ვერაფერი გაეგო. ან...-ხმა გამებზარა. ხელები ძლიერად ჩავჭიდე აივნის კიდეს.-ან.. მამა მოვიდოდა. ენგურზე მდგომი ჯარისკაცები ვერაფერს დააკლებდნენ. ილია სინათლის სიჩქარით მოიყვანდა თავის ავტომობილს და დამირს ცხვირ-პირს გაუერთიანებდა. მომაშორებდა, მიშველიდა. მერე ექიმთან წამიყვანდა,ფსიქოლოგთან, მიმკურნალებდა, ჩემს დაწყევლილ ფსიქიკას შეამოწმებდა და როდესაც მიხვდებოდა,რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე არ გავგიჟდი , დამშვიდდებოდა.
-ქეთ..
-არა. ხომ უნდა ვისაუბრო?! - წამით გავხედე.-შენც ხომ აფხაზი ხარ?! შენც ისეთივე სისხლი გიჩქეფს,როგორიც დამირს. შენც ისევე ამტყუნებ ქართველებს, როგორც აქაურები. ისევე გძულს,როგორც რუსებს. დარწმუნებული ვარ არ გსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ხშირად შეუწუხებიხარ ალბათ სინდისს, ირინა რომ გიყვარს. ქართველია,ხო? ალბათ შენი დიდი ბაბუა სწორედ იმ დამპალ ბრძოლაში დაიღუპა. ალბათ, რომელიმე ჩემმა ქართველმა ჯარისკაცმა ტვინი გაასხმევინა და სწორედ ამიტომ ვერ ეგუები დავითს. ეს რომ არ მომხდარიყო... ქართველებთან ერთად ცხოვრებას რუსების მონობა რომ არ აერჩიათ შენს წინაპრებს,მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, ან ვიქნებოდი და ქართულად დაგელაპარაკებოდი, ირაკლი....ათობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი არ გავხდებოდი.- ისევ გავხედე. მთელი სახე სველი მქონდა.
-რიწაზე...მაშინ, როდესაც ანა გაგაცანი ძმის შეყვარებულად,აშკარად დაგეტყო , როგორ არ გესიამოვნა. მერე, როდესაც გაიგე, რომ ის ქართველი იყო, რა იფიქრე?-თვალი თვალში გავუყარე.-ადამიანები ვისთანაც ნორმალურად ხარ,ვისთანაც გსიამოვნებს ყოფნა და ვისაც პატივს სცემ, ყველა ქარველია. ხედავ? რა წყევლაა ასეთი,არა?-ხმასაც ოდნავ ავუწიე, ემოციებმა მთლიანად ამიყოლია და წესიერად არც კი მახსოვს მაშინ რაები ველაპარაკე ირაკლის, რომელიც გაოგნებული იდგა. გახევდა, თვალები დაუბნელდა და მაინც გმირულად მოუსმინა ჩემს მონოლოგს.
-დამირი მოკვდა. მოხუცი მოკვდა. ყველა მოკვდა. - ამჯერად ჩურჩული დავიწყე.-ერთი შეხედვით ჩემი ბრალი არ არის. როგორც დემნამ თქვა,რატომ უნდა შევიბრალო მე ისინი,ვისაც თვითონ არ ვებრალები? რა მარტივია.. დემნას შეუძლია თავისი ემოციები მართოს. თითოეული სიტყვა გააკონტროლოს და ნაბიჯები სანტიმეტრით გაზომოს,მაგრამ მე არა!
-დამშვიდდი.-მოახლოება სცადა,მაგრამ არ გავიკარე.
-სახლში როცა ვიქნები,გესმის მაინც რა ტრავმებთან მომიწევს გამკლავება? მიუხედავად იმისა,რომ ახლა ვერ ვაანალიზებ, ღამით სეირნობა ოცნებად გამიხდება. ყოველთვის იმის შიში მექნება,რომ ვიღაც ბებერი მოხუცი ხომ არ მომსდევს. ან ვინმეს ჩემი მოკვლა ხომ არ უნდა? ან იქნებ დამირის მეცხრე მოდგმა მომადგეს იარაღით ხელში!
-მიატოვე,ქეთი. - მშვიდად მითხრა. ხელის მოხვევით სკამზე დამსვა და ჩაიმუხლა.-მორჩა,გესმის. არაფერია.-ხელი ჩამომისვა და წამით ქვევით ჩაიხედა.
მზერა გაეყინა.
იქ იდგა.
იდგა და მისმენდა.
იმის უფლებას მაძლევდა,რომ ირაკლისთვის ყველაფერი პირში მიმეხალა. რასაც ვფიქრობდი და რასაც არა, ყველაფერი მელაპარაკა და მაინც.
უხმოდ იდგა. ეწეოდა, ნელა,მშვიდად,თითქის მის ზევით მე კი არა ვიღაც სხვა ყვიროდა.
ჩემს ისედაც განადგურებულ მდგომარეობას, მორიგ ემოციურ და ალბათ უკანასკნელ აფეთქებას ისევ დაესწრო დემნა. ისევ არაფერი თქვა. დეჟა ვუ.
ირაკლი ჩამეხუტა.ჩუმ და ნაკავებ ღრიალს მოუსმინა, ხელი ფრთხილად შემიშვა და იმ წამს მოსულ ანას უთხრა.
-მიხედე,კარგი?
-რა მოხდა? - ანა მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
-ცოტა გამლანძღა.-გოგონას გაუცინა. მისი აღელვება არ უნდოდა.
-დამამშვიდებელი მოიტანე, ანა. - კარში დემნაც გამოჩნდა. ზედმეტად ცივი ხელებით ხელში ამიყვანა. თანდათან მეძინებოდა. ანას სიმპტომი გადამედო მგონი. ძლიერი მე ჩამოიშალა. ძლიერი ქეთი,ძლიერი გოგონა, რომელმაც აქამდე ყველაფერს გაუძლო,რისი გადატანაც შეიძლებოდა წამშივე ნაწილებად მომოიფანტა. ხელებში ჩაუდნა დემნას. მოულოდნელად ამოვარდნილი ქარბორბალას შემდეგ ნელი სიო დატრიალდა.
დემნას თავისებური სუნი ცხვირზე გამეხახუნა. ქუთუთოები თანდათან დამეხუჭა, წამწამზე ჩამოკიდებული წვეთი ისედაც სველ ლოყაზე დაგორდა. იმ დივანზე დამაწვინა, რომელზეც წუხელ ერთად გვეძინა. იგივე პლედი გადამაფარა სხეულზე, იქვე ჩამოჯდა და მაჯა გამისინჯა.
დამამშვიდებლის გარეშე თვითონ დამაწყნარა.

.

თვალი არ გამიხელია. გამეღვიძა,მაგრამ არავის უგრძვნია. მხოლოდ ხმები მესმოდა აქა-იქ და როდესაც უკვე უკეთ ვიყავი,ჩემთვის და თქვენთვის საინტერესო დიალოგი მოვისმინე. მხოლოდ ოდნავ დავახამხამე წამწამები,რათა დამენახა ვინ სად იყო. ანა სავარძელზე იჯდა, ირაკლი ელექტრო ბუხართან იდგა და თბებოდა. დემნა არ ყოფილა. მისი სუნი არ ტრიალებდა გარშემო.
-რამდენი ხანია ძინავს. ხომ არ გავაღვიძოთ? - ანას ხმა ეკალივით შემერჭო. ჩემზე ღელავდა..
-დემნა მოვა და თავისით გაეღვიძება.-უკაცარავად,ირაკლი? ეს სიტყვები დავითის გავლენის გამოა. ალბათ მან ილაპარაკა რაღაცები.
-ასე უცებ როგორ მოიპოვე ჩემი ძმის ნდობა? - ზედმეტად ინტრიგულმა კითხვამ გაიჟღერა.
-მე ყოველთვის სანდო ვიყავი,ანნა.-მშვიდად უპასუხა.-სტერეოტიპულად მოაზროვნეა შენი და ჩემი ძმაც. რახან აფხაზი ვარ იმას არ ნიშნავს,რომ ვინმესთვის ზიანის მიყენება შემიძლია. განსაკუთრებით მისთვის,-მზერა ჩემკენ გამოისროლა.-უნდა გენახა,როგორ იცავდა დათო.-გაეცინა, მისი სევდიანი ბგერები პირდაპირ ჩემს გულს შეერჭო ისარივით.-იქნებ...იქნებ მართლაც ისეა,როგორც ქეთიმ თქვა. იქნებ პრობლემა მხოლოდ ჩემი აფხაზის სისხლია?
-მთავარია, ახლა შენი სჯერათ.
-საერთოდ ფეხებზე მკ.იდია ვის სჯერა ჩემი. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. მე მე ვარ. ჩემი გვარით,ჩემი ეროვნებით,ჩემი დაწყევლილი აფხაზის სისხლით.-ამოიოხრა.-უბრალოდ უნდა გენახა იმ დღეს... ქეთის რომ შევხედავდი,დათოს ისტერიკა ეწყებოდა. პათოლოგს ვგავარ,ანნა? არც მოძალადე ვყოფილვარ ოდესმე,უბრალოდ თავისებური ვარ. ვაღიარებ,გოგოები სისუსტეა ჩემი,მაგრამ შენი აზრით,ქეთის,გოგონას რომელიც ჩემს სახლში სტუმრად მოვიდა,რამეს ვავნებდი?
-დავითს უყვარ..
-გეყოფა,-გააწყვეტინა.-როდის შევუყვარდი? როდესაც იმ სასაკლაოდან არ მოვტყდი და მთელს აფხაზეთს არ გავაგებინე დემნას ქართველობა?
ანამ ხმა ვერ ამოიღო. იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ირაკლის აღიარება ვიდრე ვფიქრობდი. ჩემთან არ უსაუბრია,არც ირინასთან იტყოდა რამეს, ანას დაელაპარაკა მხოლოდ. ვგრძნობდი,როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით,როგორ ვერ ვუძლებდი და ლამის შეტევა თავიდან გამიმეორდა.
-ჩემი ძმა რთული ადამიანია,-ანამ ძალა მოიკრიბა.-ჩემს თავს ვერავის ანდობს. მანიაკივით იქცევა, როდესაც საქმე მე მეხება. შენ არ იცი..
-ვიცი. ანა, ყველაფერი ვიცი. - ჩუმად დაილაპარაკა. ნაბიჯებით მივხვდი,როგორ მიუახლოვდა გოგონას და მასთან ჩაიმუხლა.-იგივეს არასოდეს გაგიკეთებ. არც შენ,არც ვინმე სხვას. მაგრამ შენ განსაკუთრებით არა, ანა.
ღმერთო...
ნელა წამოვიდა ცრემლი,ყურისკენ დაიძრა... ეს სად მოვხვდი. ადამიანების გარშემო, ყველა თავიანთი პრობლემებით. თავისი წილი ცოდვით,სიყვარულით, დანაშაულით და მაინც, საოცარი,საოცარი გრძნობებით.
წმინდა სისხლის აფხაზი ირაკლი. ჩემს წარმოდგენებში დახატული პირქუში,უგრძნობი ერი. ჩემი ქვეყნის მიმართ აგრესიით განმსჭვალული, ჩემი ქართველი კაცების მკვლელი, მათი შთამომავალი ირაკლი ფრთხილად შეეხო ანას თითებზე.
-არაფერს დაგმართებ. არასოდეს, გესმის? - ჩუმად დაილაპარაკა. ფრთხილად აკოცა ხელზე და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
ეს იყო გაცნობიერების მომენტი. ჩემს გარდა კიდევ ცხოვრობდნენ ადამიანები თავიანთი წილი სევდით. მეგონა მხოლოდ ჩემი ტკივილი იყო რაღაც საოცრება,რაღაც უზარმაზარი,ამასობაში კი განზე დარჩა დანარჩენი. უყურადღებოდ დამრჩა სხვები, რომლებიც მეხმარებოდნენ. არავის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა ჩემთან. შეეძლო ზურგი ექციათ, ან უბრალოდ წასასვლელი გზა ეჩვენებინათ, მაგრამ შემიფარეს. საცხოვრებელი, საარსებო გარემო შემიქმნეს და მე სამაგიეროს ვუხდიდი - ისტერიკით. წამოყვედრებით. უმადურობით. ზღვარს გადაბიჯებული სიტყვებით. იქნებ ვგიჟდებოდი?! იქნებ ვერ გავუძელი? არ აღმოვჩნდი საკმარისად ძლიერი და ამიტომაც. უსამართლოდ არავის მოექცეოდა ძველი ქეთი. პირიქით, ხშირად ვამბობდი აფხაზებიც ადამიანები არიან-მეთქი. ბებიაჩემსაც ვეჩხუბებოდი ორივე მხარეს დგანან დამნაშავეები-მეთქი და ახლა რა ვქენი. უბრალოდ გადამავიწყდა . . .
-როგორ ხარ?-ანამ ჩემკენ გამოიხედა. გვერდით მომიჯდა.
-უკეთესად.-ჩუმად ვუპასუხე,ფეხზე წამოვდექი და თვალები მოვიფშვნიტე.
-არ გშია? არაფერი გიჭამია დილით.
-იყოს,მერე შევჭამ. დათო არ მოსულა? - არ ვიცი რატომ ვიკითხე.
-დავურეკო?
-არა. დემნა სადაა?
-თავის ოთახშია. მგონი იბანს.
-კარგი,-ჩავიბურტყუნე. ირაკლის ვერ შევხედე და კიბეებს ავუყევი.
არასოდეს გამჩენია სურვილი მისი ოთახი მენახა. ცალი თვალით შემეხედა,არ მიფიქრია. კარზე დავაკაკუნე,მაგრამ არავინ მიპასუხა. დაუკითხავად შევედი. ნაცრისფერ კედლებს შორის მდებარე არეულ ლოგინს თვალი გადავავლე. სააბაზანოდან წყ.ლის ხმა გამოდიოდა. გადასაფარებელი გავასწორე,დავალაგე და როგორც თვითონ,მეც კიდეზე ჩამოვჯექი.
-ქეთი? - ლურჯი ხალათით დამიდგა წინ. თმას იმშრალებდა.
-მოდი.-პუფი ჩემს ფეხთან დავდე და ვანიშნე, დამჯდარიყო. მას გაეცინა ამ საქციელზე. ყოველთვის თვითონ იძლეოდა ბრძანებებს,თავის გემოზე მატრიალებდა,ჩემი ჯერიც ხომ უნდა მოსულიყო?! დამემორჩილა. უკნიდან ამეკრო და პირსახოცი დამაკავა.
-გისმენ.-მითხრა,თან იდაყვები ფეხებზე დამილაგა. თმას ვუმშრალებდი. ხაოიან პირსახოცს თავზე ვუსვამდი. კეფაზე ამოტვიფრულ პატარა მორიელს თითი გადავუსვი. გვერდულად მოიხედა.
-ზოდიაქოს ნიშანია? - თავი დამიქნია. ოდნავ გამშრალ თმას პირსახოცი ხელთან ერთად მოაშორა და შემოტრიალდა.
-ქეთი. გისმენ.
-ბოლოს ასე რომ მითხრეს,ძალიან ცუდი რაღაცები ვილაპარაკე.-ამოვიოხრე.
-მესმოდა.-წყ.ლის წვეთები შეიმშრალა, შუშისებრი თვალები შემომანათა.-რამის თქმა გინდა?
-არა, გავალ.-ფეხზე წამოვდექი. ვერც საკუთარ თავსა და მითუმეტეს დემნას ვერ ავუხსნიდი, რატომ შემოვედი ასე დაუპატიჟებლად მასთან ოთახში. თვითონ წამოდგა, მოღერღილი ხალათიდან მზერა მის სახეზე გადავიტანე.
-ირაკლიზე რას მეტყვი?-ინტერესის გამო ვიკითხე.
-მე არაფერ შუაში ვარ. დავითი თავშეკავებული იყო მასთან ყოველთვის,მე კი ვერ გადავახტებოდი.-მშრალად მიპასუხა.-დროის ათვლა შეგიძლია დაიწყო. მოხუცის ორმოცი გადავა და სახლში დაბრუნდები.
თავი დავუქნიე. კარი ფრთხილად გამოვიხურე და ღრმად ამოვისუნთქე.

.
-როგორ ხარ,პრინცესა?-ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა დათომ. საპასუხოდ ხელები შემოვხვიე,გვერდით დავისვი და ყურება დავუწყე.
-ნორმალურად. შენ?
-რანაირად მიყურებ,რამე მჭირს? - გაეცინა. სახეზე ჩამოისვა ხელები.
-არაფერი. მომენატრე უბრალოდ.
-ვაა,-უცნაურად შემათვალიერა.-კვდები და რამე?
-ბოტანიკურში გატარებული დღე ყველაზე ღირებული რამ იქნება,რასაც აქედან გავიყოლებ.
-ქეთი,მართლა კარგად ხარ? - შუბლი გამისინჯა.-რამე მოხდა?
-არაფერი. უბრალოდ,-ამოვილუღლუღე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
-კარგი,დამშვიდდი. ვინ გაწყენინა, თავს მოვაჭრი!
-არავის უწყენინებია. პირიქით.
-რა პირიქით? დემნა გააბრაზე და ტირის? - მაინც მოახერხა ჩემი გაღიმება.
-შენი ძმა. ირაკლის ცუდად მოვექეცი.
-კაი? - გაუკვირდა.-დარწმუნებული ვარ,შენზე არ გაბრაზდებოდა. ქალებს ყველაფერს პატიობს.
-და ოჯახის წევრებს? - ჩავაკვეხე. მან ჩაახველა.
-რისი თქმა გინდა? მითხარი და გიპასუხებ,ქეთი. - ჩანაფიქრს მიმიხვდა. არ მაწყენინა,კომფორტულად მოთავსდა დივანზე და დამაკვირდა.
-მინდა რომ დაუახლოვდე.-ძლივს ვთქვი.-ჩემი საქმე არაა,მაგრამ..
-ნამდვილად. - ჩაურთო. მაინც გავაგრძელე.
-შენი ძმაა,შენი სისხლი და ხორცი. უბრალოდ დაფიქრდი მასზე. არამგონია მხოლოდ იმიტომ,რომ აფხაზია,სხვათაშორის შენც და ნახევარ-ძმაა,ამის გამო გქონდეთ ცუდი უერთიერთობა. დაელაპარაკე.
-არც ისეთი კატასტროფული ძმობა გვაქვს. საიდან მოიფიქრე ახლა?
-ძმებს შორის თქენნაირი მდორე კავშირი უნდა იყოს?
-დემნა როგორ გიძლებს,-ჩაეცინა.-საყვარელი ხარ და მაგიტომ გტოვებს,თორემ მოგიშორებდა.
-გეყოფა,რა.
-იცი, ქეთი, - მოულოდნელად წამოიწყო. მე გავინაბე. ჩემი სიტყვები მიზანს მოხვდა.-პატარაობაში ერთად ვთამაშობდით,სკოლაშიც ერთად ვიარეთ. შენ წარმოიდგინე და ერთ მერხთან ვისხედით,მაგრამ მერე.. ერთი წელი თბილისში გადავცხოვრდი. ადრეც დავდიოდი, მიყვარს იქაურობა. ირაკლიც იყო ერთი-ორჯერ. კოლეჯში ჩავირიცხე და იქიდან დაბრუნებულმა სულ სხვანაირად დავიწყეთ ყველაფერი.-(ავტ.არაფერ შუაშია,მაგრამ გეტყვით, ნებისმიერ აფხაზს აქვს პასპორტი, რომლითაც თავისუფლად შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა.)
-რა მოხდა?
-არ ვიცი. გეფიცები. შეცვლილი დამხვდა. დედამისი სულ უტ.რაკებდა,მამაც ეკამათებოდა ხშირად. დაუმორჩილებელი შვილი იყო,თავისებური. თავისუფალი. მამა როდესაც მოსკოვში წავიდა სამუშაოდ, მოუხშირა სიარულს. ირინასთან თავიდანვე აკავშირებდა რაღაც,უფრო გააღრმავა. ამასობაში კი ჩემთან საერთოდ გაწყვიტა.
-შანსი გაქვს ახლა..
-ასე ძალიან რატომ ხარ დაინტერესებული?
-მოვისმინე,როგორ ესაუბრებოდა ანას. - ვაღიარე. თვალი ფრთხილად გავუსწორე და გავუღიმე.-შეყვარებულს აგახევს მალე.
ჩაიფრუტუნა.-ჰოდა აეხევა სახე.-თითით ახლადშემოსულ დემნაზე მიმანიშნა. გულწრფელად გამეღიმა.
-მოიგერიებს.
-აკუწავს და მე მაყურებინებს.
-ვერ გაიმეტებს.
-დავნიძლავდეთ! - შემომთავაზა.
-თქვენ ორი ერთმანეთს გამოადებილებთ მალე. - უდარდელი სახით ჩართო ტელევიზორი, შუაში ჩაგვიჯდა და მომღიმარი რომ დამინახა,თვითონაც გაეხა პირი.
-ჩვენ ორი ცალკე სტიქია ვართ. - დათომ დაიწყო.
-ვხედავ,-ჩაილაპარაკა. არხიდან არხზე რთავდა ტელევიზორს და ჟურნალისტებს სიტყვის დამთავრებას არ აცდიდა.
-ანა სადაა?
-ირაკლის გაყვა ირინასთან.
-რაა? - ერთდროულად წამოვიძახეთ ორივემ.
-რა მოხდა? - ჩვენი რეაქცია გაუკვირდა.
-გააყოლე? - დათომ ჩუმად იკითხა.
-ჰო, დათო, გავაყოლე. შეჭამს თუ რა მოუვა?
-უბრალოდ გამიკვირდა.
-მე მისი იმედი ყოველთვის მქონდა,-ხმადაბლა დაილაპარაკა.-შენგან განსხვავებით.
-შეთქმულება გაქვთ ჩემ წინააღმდეგ? - ორივეს მოგვაშტერდა დათო. მე მსუბუქად გამეცინა, დემნამ დაუბღვირა და ფეხზე წამოდგა.
-მაჭამე რა რამე.
დემნას დამოკიდებულება ირაკლისადმი იმდენად მესიამოვნა, სიხარულით წამოვვარდი და სამზარეულოს მივაშურე. იგი მხოლოდ დათოს გამო იკავებდა თავს. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. იდიოტივით მეღიმებოდა შიგადაშიგ და თან იმაზე ვფიქრობდი,რას აკეთებდა ანა ჯერ ირაკლისთან მანქანაში,შემდეგ კი მასთან - სახლში.

.

აფხაზები ორმოცის ნაცვლად გარდაცვალებიდან 55-ე დღეს აღნიშნავენ. სასაფლაოსთან ახლოს აგებენ აფხაზურ აკაბას, სადაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერს შესვლა. ყველანაირი ხილი იდება, ასევე ტანსაცმელი უპოვრებისთვის. ასეთი წესი აქვთ. წლების წინ ეზოშივე მარხავდნენ მიცვალებულს. იქ აშენებდნენ სასაფლაოს, ახლაც აკეთებენ,მაგრამ იშვიათად.
მოხუცის დაბინავების ამბავზე დემნა დარბოდა. იშვიათად ეცალა და მისი სახლში ყოფნა წარმოუდგენელიც კი იყო იმ დღეებში. დილით უცებ შეჭამდა რამეს, თეფშებს ხან ნიჟარაში ჩატოვებდა, ხან ალაგება დაეზარებოდა და მაგიდაზე გვხვდებოდა მე და ანას. როდესაც მის ასეთ ქცევებს შევეჩვიეთ, ღამით წინასწარ ვუტოვებდით საჭმელს მაცივარში. სულ სადღაც დადიოდა,სახლში ყოფნისას ტელეფონზე ეკიდა. ორი კვირა გავიდა ასე, - უიმისოდ.
ანას უფრო დავუახლოვდი. ბევრ საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. წაკითხულ წიგნებს ვუზიარებდით, ვაფასებდით, ვაკრიტიკებდით და ხშირად პოეზიის საღამოსაც ვაწყობდით. მარტო ვიყავით სახლში, მოწყენილობისგან ჭკუიდან გადავდიოდით, ამიტომ ერთმანეთს ვართობდით. ვიდეოზარით ჩემს ელენეს ვურეკავდით, ის იქიდან მღეროდა, ჩვენ აქედან და იმდენს ვიცინოდით იატაკზე ვიწექით ხოლმე.
ანას ჩემი ძმაც გავაცანი. თავიდან ცივად მიიღო ილიამ,მაგრამ როდესაც დარწმუნდა მის უნაკლობაში თბილად გაუბა საუბარი. იმაზე უკეთ აეწყო ყველაფერი,აუცილებლად უნდა გაფუჭებულიყო. წყალივით მიდიოდა საქმე,მაგრამ დემნას გარეშე. თვითონ მუდამ დაკავებული იყო, ჩვენ საკუთარ თავებს მშვენივრად ვირთობდით. სამზარეულოში სიმღერითა და ცეკვით ვფუსფუსებდით. მთელს ავეჯს ფქვილს მოვაფრქვევდით და რიგრიგობით ვწმენდდით.
-ასე არ მიცინია კაი ხანია, - იატაკიდან ამაყენა. ჩემი მობილური აიღო და ელენეს თბილად გაუღიმა.-თვითო როგორიცაა ისეთი დაქალიც ჰყოლია. მიხარია შენი გაცნობა, ელენე.
-მე კი მიხარია ქეთი შენნაირ კარგ ადამიანთან ერთად რომაა. - თვითონაც გამოაჩინა კბილები.
-ვაიმე დედა,-მეც ჩავერთე დიალოგში.-ამ სახლს რა დაალაგებს ახლა.
-დღეს შენი ჯერია.
-ვიცი და მაგრად მეზარება.-დივანზე დავეშვი, ბალიში კომფორტულად დავიდე და ელენეს შორიდან დავემშვიდობე.
-დაგეხმარო? - ანამ მაინც შემიბრალა.
-შენ რამე გამოაცხვე და ამას მე მივალაგებ. თან დათომ მომწერა,დღეს მოვალო.
წინადადებას დაეთანხმა, ცეკვა-ცეკვით გავიდა. პირველ რიგში გადმოყრილი წიგნები თაროზე დავაბრუნე. შემდეგ დივანი მივალაგე, გამოვხვეტე, მტვერსასრუტით დავასუფთავე იქაურობა. ფანჯრების წმენდაც დავიწყე, მაგრამ ვერ მივწვდი და ნახევრად უსუფთაოდ რჩებოდა. დაცვის ახმახებს გადავუძახე, ხელში ტილო შევაჩეჩე და ვთხოვე, დამხმარებოდა.
ხერხი ჯობია ღონესაო და მან კიბე გააძრო საიდანღაც, მასზე აცოცდა და დიასახლისივით დააწკრიალა იქაურობა. ჭიშკართან მოდარაჯე ბიჭებმა დაუსტვინეს, დასცინეს და შეაქეს ერთდროულად.
-მოგხედავთ,მაცადე! - დაუბღვირა. ჩემს მადლობას რა პრობლემააო უპასუხა და მათ გასალახად გაემართა.
მეღიმებოდა. მომწონდა იქ ყოფნა. ადრე რატომ ვერ ვამჩნევდი-მეთქი, ჩემს თავს ვეჩხუბებოდი. ამდენი კარგი რამ იყო გარშემო,ამდენი დადებითი ადამიანი და მე ისევ და ისევ ჩემს პრობლემებში ვიყავი ჩაძირული. არა,რა. უნდა იფიქრო ხოლმე. უნდა მიმოიხედო, წამით ყველა გრძნობა უნდა გათიშო და გაჩუმდე. სმენად უნდა იქცე. მაშინ გაიგებ ხმას, რომელიც ადრე არასდროს მოგისმენია. დაინახავ ისეთ რამეს,რაზეც წარმოდგენა არ გქონდა და ისწავლი ძალიან ბევრს, ისეთს რომელიც შეიძლება შენი ცხოვრების კრედო გახდეს მომავალში. ასე დამემართა მეც.
აფხაზების მიმართ სიძულვილი ნაწილ-ნაწილ იბნეოდა. ახალი თაობა იზრდებოდა ჩემ თვალწინ. ისე ძლიერ მომინდა თითოეულთან მესაუბრა. ცხოველურმა სურვილმა ამიტანა - საშინლად მინდოდა ამ ბიჭებს არ ჰქონოდათ ცუდი წარმოდგენა ქართველებზე. ფიქრები გავაქციე, ბოლოჯერ გადავუსვი ტილო ფანჯრებს და დაღლილი დივანზე მივესვენე.
-„გებჟალიას“ სუნია, ანა? - დავიძახე. ძლივს ავიყოლიე სხეული სამზარეულოში გასასვლელად. პიტნის, ხმელი ქონდრისა და ცხარე წიწაკის სუნი ტრიალებდა. ხარბად შევიყნოსე.
-მიდი რა, ღომი შეაზილე. - მითითება მომცა უცებ.
-აუ,კაი რა...
-დაიწვება,დროზე.-წკმუტუნს ყურადღება არ მიაქცია, ხის ბრტყელი კოვზი შემაჩეჩა და თან მანიშნა ფქვილი სადაც იდო.
ბუზღუნ-ბუზღუნით მოვურიე. მკლავი მომტყდა კინაღამ ისეთი ძალისხმევა სჭირდება ღომის მოზელვას. თავსახური ხმაურით დავაფარე და გაბუტული დავუდექი ანას წინ.
-რა სახე გაქვს.-გაეცინა. მაწონი და მწვანე წიწაკა ერთმანეთში არია და მანდ ჩააწყო ოთხკუთხედად დაჭრილი ყველი.
-რამდენი ხანია არ მიჭამია,-მზერით ვანიშნე.-ბებო მიკეთებდა სასწაულს.
-მეც მაგრად ვამზადებ. დემნას უყვარს.
-კიდევ რა უყვარს დემნას? - ენა წინ გაიჭრა,ტვინი ბოლოს დაეწია.
გაეცინა.-შენი წვალება.
-მიდი რა, მითხარი. - პატარა ბავშვივით დავიჟინე.
-არ მოგენატრება? - მაინც არ მიპასუხა და ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო. მომღიმარი სახე წამში შეეცვალა, თვალები დახარა. მის კითხვას რომ არ ვუპასუხე, სულაც არ ნიშნავდა პასუხის უარყოფითობას და პირიქით.-შეგიძლია მერეც გვესტუმრო,ქეთი.
-რანაირად? - გავიცინე.
-ჩემი ძმის შესაძლებლობებს არ აფასებ.-თვითონაც გაეხა პირი.-საბუთს გაგიკეთებს, ან ვიზას. თავისუფლად მოგიყვანს,შენ უბრალოდ სურვილი უნდა გამოთქვა.
-მეორეჯერ მომსვლელი ვარ ახლა მე?-ჩემს თავსაც ვკითხე და ანასაც.
-არ მოგენატრება,ქეთი?
-ანა..
-ასეთი რთულია?-ხელები დაიბანა. კერძი ლამაზად მოათავსა თეფშზე და ამომხედა.-მისი შეყვარება, ძნელია? ბრმა არ ვარ და არც თვითონ.
-არა მგონია მოვწონდე, ანა. ის უბრალოდ მეხმარება.
-ხო, უბრალოდ გეხმარება. ალბათ უბრალოდაც დაახ.ვევინა ყველას,ვისაც შენთან მოკარება უნდოდა. ალბათ იმიტომ დაშორდა კაცს,რომელსაც რვა წელი უერთგულა და ალბათ მაგიტომაც აჭიანურებს შენს წაყვანას აქედან.
-რაღაც იწვის! - მეორე ოთახიდან გაისმა დავითის ყვირილი. ფეხზე წამოვვარდი, ქვაბს თავსახურავი გადავძრე და წყევლის ფონზე ჯაგარივით გამაგრებული ღომი გადავაბრუნე.
-დაიწვა? - ჩამეკითხა ანა.
-არაუშავს. - არც ისე ცუდი მდგომარეობა ჰქონდა. თეფშებზე გადავანაწილე, სამზარეულოს მაგიდაზე დავალაგეთ,რაც გვქონდა. დასაძახებლად მისაღებში გავედი. დემნა კიბეზე ადიოდა,გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს. გამეცინა მის საქციელზე. დივანზე მოკალათებულ დათოს გვერდით მივუჯექი. მოკითხვისა და ჩემი გაჯავრების შემდეგ ერთად შევაბიჯეთ სამზარეულოში.
დემნაც შემოგვიერთდა. წინასწარ გათვლილი დინჯი ნაბიჯებით მაგიდას მიუახლოვდა, ანას შუბლზე აკოცა და დაჯდა. სახე გაებადრა კერძის დანახვაზე. ღომში ერთი სულუგუნი, ორი კი ხმელი ყველი ჩაიხარშა და უდარდელი სახით აიჩეჩა მხრები. არა, მადა კაი ჰქონდა. ბევრს ჭამდა. სხვაგან იყო და მოსული ერთიანად ინაზღაურებდა. დავითს თვალები გაუფართოვდა ცხოველივით მოწყურებულ დემნაზე. ჩქარა ჩაუშვა ორგანიზმში ცხელი ღომი,ჩახარშული ყველ(ები). გებჟალია ხომ ნახევარი ჯამი თვითონ დაისაკუთრა.
-ვაახ,-აღმოხდა დათოს.-წყალი მიეცით,დაიხრჩო კაცი.
-დილიდან არაფერი მიჭამია,-პირგამოტენილმა დაუბრუნა პასუხი.
-როდის მორჩება რა? თან შენ რას დაგარბენინებენ აქეთ-იქით.-უკმაყოფილო იყო ანა.
-რაინას გამო ვიტან,თორემ მაგრად მეზარება. ადიტამ აიჩემა მაინცდამაინც მარმარილოო,მერე რაღაც სასწაული რაღაცები დაასახელა და კაროჩე რა.
-საფლავის ქვაზე რას შვრებიან? - ჩაეკითხა დათო.
-ლამისაა დავინჩი ააგდოს ადიტამ.-ჩუმად გამეცინა.-ტვინი მომიტ*ნეს, ერთი სიტყვით.
-უზრდელო,-დათო ხალისობდა. თვალი ჩამიკრა პირისპირ მჯდომმა და ისევ დემნას მიუბრუნდა.-რაინა გუშინ წინ ვნახე ბოლოს. რას აპირებს?
-მანდ ვერ გაჩერდება. აქ ვერ მოვიყვან. დაიწყებს დედამისი,-უკმაყოფილდო ამოილაპარაკა.-ბიძაშვილებთან წავა ალბათ.
-შენ თავზე უნდა ადგე მუშებს? ძმისშვილები ხომ ჰყავს მოხუცს. - თანაგრძნობით გახედა ძმას.
-მაგ ძმისშვილებს მაგრად კიდ.იათ ეგ სასაფლაო,ერთი სული აქვთ რაინა მოტყდეს სოხუმიდან,ადიტას დაიმორჩილებენ და მათ ხელში იქნება ყველაფერი.
-ღორები, - დათომ ჩაურთო.-რა ხალხს ჩაუვარდა ანგელოზივით გოგო, მეცოდება.
-შენ რას შვრები? ირაკლი წავიდა? - ძმაკაცს მიუბრუნდა დემნა. მის კითხვაზე ანას თვალები გაუფართოვდა, მე ინტერესით გავინაბე. ჭამა დავასრულე, სხვების თეფშებიც წამოვაყოლე და ნიჟარაში ჩავაწყვე.
-კი და ერთი სული აქვს დაბრუნდეს -გაეცინა.-მანდაც ჩხუბობენ.
-სად წავიდა?-პირველად ამოვიღე ხმა.
-მამასთან, მოსკოვში. რაღაც საქმე აქვს,დაბრუნდება რამდენიმე დღეში.-ამიხსნა,შემდეგ საკუთარი თეფში აალაგა და ანას მიუახლოვდა.
-ანუშკი,ყავა გთხოვ. - შეეხვეწა. ოდნავ გამეღიმა.
დაღლილ დემნას თვალი გადავავლე. თვალებზე ეტყობოდა, როგორ ეძინებოდა. მალ-მალე ისვამდა ხელებს ქუთუთოებზე, საფეთქელზე. მხეცივით გამძღარი წამოდგა ფეხზე. უცნაურად მომზირალი შემათვალიერა. თავის გაქნევით მანიშნა,რა ხდებაო.
-არაფერი.-გასვლა ვცადე,მაგრამ თითები ჩამისრიალა მაჯაზე და ისევ გამიმეორა კითხვა.
-არაფერი,უბრალოდ გაკვირდებოდი. გეძინება.-გულწრფელი ღიმილით დამასაჩუქრა. მაჯაზე მის თითებს ჩემი პულსი ურტყამდა. ალბათ ეტკინა კიდეც,იმდენად ძლიერი ბიძგები იყო.
-გული აგიჩქარდა.-ყელთან მომადო ორი თითი.-რაზე ნერვიულობ?
ჩემი შეწუხებული სახე დალანდა, თავისებურად ამოიოხრა.-მიდი,მითხარი.
-მადლობა.-ჩუმად დავიწყე.-მადლობა, რომ ამას აკეთებ. ვხედავ,როგორი დაკავებული ხარ. გეფიცები ხმასაც არ ამოვიღებ წასვლაზე. შენ როცა გეცლება მაშინ.
გაუკვირდა. ჩვენკენ მომზირალ წყვილ თვალებს მკაცრად შეხედა. ანამ დათო ყავის ჭიქით ხელში, უდანაშაულო მზერით გაიყვანა ოთახიდან. თითები ერთმანეთში ავხლართე. მასთან ჰყოფნის დროს ნებისმიერი ნერვიულობდა და არც მე ვიყავი გამონაკლისი. ახლა უცებ,რომ ეთქვა ხვალ მიმყავხარო?! ეს კითხვა გაჟღერდა მაშინ გონებაში. მერე ისევ მეტყოდა, შეგამოწმეო. მე გავტყდებოდი, თავს გაყიდდი და ის გამიღიმებდა,თავისი ჩვეული, საოცარი ღიმილით.
-მოეშვი,-ჩემი თითები ერთმანეთს დააშორა.-დაძაბული რატომ ხარ?
-ისე, უბრალოდ. - ამოვიბურტყუნე.
-მიდი, დაწყნარდი.-ხელის ზურგი მკლავზე აატარა. კისერს აუყვა, კეფაზე ცერი ვერტიკალურად ჩამოუშვა და ნელა მომიახლოვა თავი.-აქ არავინ უნდა შეგეხოს,კარგი?-ფრთხილად მაკოცა მხარზე,შემდეგ კისერზე,შემდეგ ყურზე,ყბის ძვალზე.-არსად,სადაც მე. კარგი, ქეთი?
-დემნა...
-მართლა გეუბნები.-ცხვირის წვერზე შემეხო. ყველა ადგილი ამეწვა, თითქოს ცხელი შანთი მომადო ვიღაცამ. ავფორიაქდი,მის სიტყვებს ვერ დავუფიქრდი მაშინ,მაგრამ გამოდებილებული რომ ვუყურებდი ეს ფაქტი იყო.
-ვინმე გყოლია? - მკითხა უეცრად. სკამზე დამსვა. თვითონაც წინ დამიჯდა. ცალი ფეხი თავისაში მოიქცია,ცალი თავისუფლად დამიტოვა და ქვევიდან ამომხედა.
-რა?
-მიპასუხე, ქეთი.-თქვა და მასთან ერთად ნელა ჩამოსწია მოსაცმლის ელვა. ხელი შევუშალე, უბრალოდ გაეცინა და ადვილად მოიგერია ჩემი თითები.-თუ მეტყვი, გაგიშვებ.
-რაში გაინტერესებს? - ძლივს ამოვთქვი. რიტმულად დავიწყე სუნთქა. მისი წამიერი გამოძრავებაც კი სასტიკად მაბნევდა, ან იქნებ უბრალოდ მეშინოდა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წასულიყო? იქნებ მასზე მხოლოდ იმიტომ ვრეაგირებდი,რომ ადრე კინაღამ(არადა აშკარად)ძალადობის მსხვერპლი გავხდი?!
-რაზე ფიქრობ... - თვალებით აუყვა სახეს. შუბლთან გაჩერდა, საფეთქელთან ნელა შემახო თითები.-და მიპასუხე.
-არავინ,მაგრამ..
-ეგ იმის უფლებას არ მაძლევს,რომ ჩემ გემოზე გიფათურო ხელები,ხო? - თვითონ დაასრულა.
-დიახ და..
-ძალიან მთხოვ,შევწყვიტო ეს. - ისევ, ამჯერად გაეცინა. პირდაღებული მივაშტერდი. უემოციო მზერით შემიკრა მოსაცმლის ელვა, ხმაურით ასწია. თითები მომაშორა, თითქოს ყოველი შეხების კვალი წაშალა და ფეხზე წამოდგა.
-შენი მადლობა მიღებულია. - ფეხზე ამდგარმა მაკოცა თავზე, იქვე დადებული, ჩვენთის მომზადებული უკვე გაციებული ყავა მოსვა და ჭიქით ხელში გავიდა სამზარეულოდან.
სახეზე ხელები ჩამოვისვი.
ამოვისუნთქე. ამოვიოხრე. ტვინი ამიფეთქდა, ადუღებული სისხლი ასმაგად ჩქარა ამოძრავდა, გული ახტა და ყველაფერი აირია. ხელისგულები გამიოფლიანდა, შუბლი დამეცვარა, ტემპერატურამ ემოციებთან ერთად იმატა. ფიქრები აირია, კინაღამ გული წამივიდა იქვე. სიცივემ ფეხის თითებიდან დამიარა, მთელს ტანს ამოჰყვა და ყელში იმდენად მძიმედ გამეჩხირა, მერჩივნა მომკვდარიყავი და ეს წამება დასრულებულიყო. შემდეგ მწყობრში მოვიდა გაგიჟებული ორგანიზმი. ვნება,სურვილი, ფორიაქი და აღელვება ერთიანად გაქრა, დამშვიდდა, ნორმალურ სიტუაციას დაუბრუნდა. დემნას წასვლასთან ერთად ინსტინქტურად გამორთო სხეულმა და ვიგრძენი...მივხვდი...
მიყვარდებოდა . . .


.


ყველაზე საშინელია შეყვარების პროცესი. უყურებ მას, სწავლობ როგორია, როგორ იქცევა,რა უყვარს, რას ანიჭებს უპირატესობას და ცდილობ ერთი უარყოფითი თვისება მაინც უპოვო, რომ საკუთარი თავი იხსნა და მიხვდე, - ასეთი ადამიანი არ უნდა მიყვარდესო. ამ პროცესის დროს ყველა სულელია. ყველას რაღაც იმედი აქვს, აბსურდული მოლოდინი და ერთიდაიგივე შედეგი.
მცირედი ყურადღებაც საკმარისია ოცნების კოშკების ასაგებად. ააგებ, მთელს ენერგიას ხარჯავ, რომ ასე არ მოხდეს,მაგრამ თავისდაუნებურად გეფიქრება და ბოლოს ნანგრევებში ხვდები. წინასწარ იცოდი, ასე მოხდებოდა,მაგრამ წყეული პატარა იმედი მხარზე შემოგაჯდება და მოსვენებას არ გაძლევს. ერთ სიტყვას ათასნაირ მნიშვნელობას მიანიჭებ, ერთ უბრალოდ მოქმედებას ათასნაირად შემოატრიალებ,სულ სხვანაირად გაიგებ და ეს არასწორი გაცნობიერება გაშვებინებს შეცდომას - შეცდომაზე.
ნელ-ნელა ხვდები რა სულელი ხარ, როგორ გაგაბრიყვეს ემოციებმა, მაგრამ გრძნობა, რომელიც გეწვია უკვე ღრმადაა, ტვინში და გულში ერთდროულადაა და ვერ იგდებ. ასე უბრალოდ მისი ამოღება შეუძლებელია, ამიტომ შენც ეგუები.
არა და, პატარა ბავშვი არ ვყოფილვარ. საკუთარი თავი ძლიერი მეგონა. მეგონა გავუმკლავდებოდი, საკუთარ თავზე გავიმარჯვებდი,მაგრამ განა შეიძლება ადამიანი,უფრო უარესი - ქალი გულგრილი იყოს კაცის მიმართ,რომელმაც გადაარჩინა?!
ღმერთია მოწმე, არ მინდოდა. არ მინდოდა მყვარებოდა ის, ვისთანაც ერთად მომავალი ვერ მექნებოდა. არ მინდოდა იმ დღეებში მის ღიმილზე მეც იდიოტივით გამღიმებოდა, მის სიცილზე გული ამჩქარებოდა, ოდნავ გამოძრავებაზე მე შემხებოდა და მაინც.
ამის დედაც, მიყვარდებოდა.
.
ერთი დღე არ დავენახე. მაინც ადრე წავიდა, მერე გვიან მოვიდა და ვითომ დაძინებული დავხვდი. მე და ანა ელენესთან დისტანციურ გართობას ვაგრძელებდით. ხანდახან ჩემი ძმაც გვერთვებოდა, ვერ ხართო და მალევე გადიოდა. ცოცხსა და მტვერსასრუტს მიკროფონად ვიყენებდით, ტელევიზორის პულტს სხვადასხვა მნიშვნელობას ვანიჭებდით და მაგრად ვერთობოდით.
ის დღე მის გარეშე გადავაგორე,მაგრამ მეორე დილას , როდესაც უკვე წასული უნდა ყოფილიყო არხეინად დამხვდა სამზარეულოში. ცივად მივესალმეთ ერთმანეთს. წყალი დავისხი, ჭიქა ნიჟარაში ჩავაბრუნე. მომიახლოვდა, თავისი ყავის ჭიქა ჩემსას მიუდგა გვერდით და შემომხედა. ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ ჩემზე გავლენა ჰქონდა. ოდნავ გავბრაზდი, მოსმენის გარეშე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გამაჩერა.
-რატომ გამირბიხარ?-ჩვეულებრივად მკითხა. მისთვის ნაცნობი სრიალა პიჟამო აათვალიერა და ალბათ მოგონებებზე გაეღიმა, ან ჩემ ალეწილ სახეზე.
-იმიტომ, რომ არ მსიამოვნებს შენთან ყოფნა.-კარგი, მოდი შევთანხმდეთ, რომ საშინლად ვიტყუები.
-ნუთუ? - წარბები შეკრა. ასე დიდი ხანია არ მინახავს. ადრე სულ ზევით ასწევდა წარბებს, ან შეჭმუხნავდა და ამით მანიშნებდა,რომ საუბარი დასრულებული იყო ან რამე მსგავსი, ბოლო პერიოდი კი სულელივით ყველაფერზე მიღიმოდა.
-დიახ. თუ შეიძლება, - ვანიშნე გავეტარებინე. მორჩილად გაიწია. გვერდი უნდა ამევლო,თმაზე დამაგრებული პატარა, საყვარელი „წკაპუნა“ რომ მომაშორა.
-ხომ გთხოვე..-მანიშნა თავზე.
-დემნა,კარგად ხარ? - გულახდილად ვიკითხე.
-ქეთი, ხომ გთხოვე, არა? -თავისკენ შემატრიალა.
-კარგი რა,-ხელი უდარდელად ავიქნიე. თვალებზე ბრაზის სხივმა გადაურბინა. კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, გაუკიდა და იქაურობა ნიკოტინის კვამლით მოწამლა.
-წადი, დაიძინე. ადრეა ჯერ. - მშვიდად თქვა, მიუხედავად ბრაზისა. ის ყოველთვის ბრაზობდა ჩემზე,მაგრამ არასოდეს ყოფილა ნაწყენი. ეს ორი სულ სხვა რამააა. წყინთ მაშინ, როდესაც რამეს წარმოადგენენ შენთვის, მე კი მისთვის...კარგი, ახლა ნელა უნდა გავიდე სამზარეულოდან. მიდი,რა ქეთი, არ მიაქციო ყურადღება ასმაგად სიმპათიურ მამაკაცს სიგარეტთან ერთად.
რაღაც წამები იყო საშინელი. შუალედიც აუტანელი. მაშინ მოვასწარი, როდესაც კვამლი ამოუშვა პირიდან, სიგარეტი ნელა მოაშორა ტუჩებს და ისევ მოსაქაჩად წაიღო,მაგრამ სწრაფად მივუახლოვდი და ფეხის წვერების აწევით შევეხე ბაგეზე. მზერა შეეცვალა, ბრაზის სხივი გაუქრა, სიგარეტი ჯანდაბაში მოისროლა და დამეხმარა სურვილის ასრულებაში.
მთლიანად ავხურდი. ცისარტყელას ფერები რიგრიგობით მოვიცვალე. ნელა ამწია ჰაერში, სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა,ფეხები წელზე შემომახვევინა და ნაცნობ პიჟამოს ნაცნობი ღილები გაუხსნა.
ცხელი ტუჩები მოშიშვლებულ და ამოწეულ ლავიწის ძვალს დაასო. მაისურში შეასრიალა გაწაფული თითები, პერანგი მთლიანად გამხადა და იმდენად სწრაფად მეხებოდა იქ ,სადაც მოისურვებდა გააზრებასაც ვერ ვასწრებდი. სხეული ლარივით დამეჭიმა, თვითონაც ყელზე მფეთქავი არტერია ლურჯად გაუფერადდა. ხელისგულებით ბარის მაგიდას დაეყრდნო, მხოლოდ ტუჩებით მეხებოდა. ნელა ჩაუყვა, მაისური ცხვირით ჩამოსწია და ოდნავ მოღერღილ მკერდზე მსუბუქად მაკოცა.
-დემნა..
-გისმენ. - ამოიჩურჩულა, ყურს დასწვა, წვერით ლოყაზე გამეხახუნა და უფრო მეტად მიმწია თავისკენ.
-შენს თხოვნას შევასრულებ.-ხელები კისერზე შემოვხვიე. კინაღამ ტირილი დავიწყე ისე არ მომწონდა იმის გაცნობიერება,რომ მისთვის ეს უბრალო ვნება იყო,ჩემთვის კი ერთი დიდი სიყვარული.-თმას არასდროს შევიკრავ და მხარზე არავის ვაკოცნინებ.
-მხარზე კი არა,საერთოდ არსად, თორემ გავაფრენ,გეფიცები. - საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.
-შინაბერა ვერ დავრჩები,-ჩუმად ვუთხარი გასაღიზიანებლად. დაძაბულობის გამო ფეხები უფრო მჭიდროდ მოვუჭირე. კეფაზე მორიელს შევეხე და შუბლი შუბლთან მივადე.-ალბათ ვერავისთან ვიგრძნობ იგივეს,მაგრამ..
-ქეთი,გაჩუმდი.-თითები მომადო ტუჩებზე.-გინდა სულ გამაფრენინო?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-ცოტა ნაადრევად ვკითხე. მომწონდა მისი გაბრაზება.
-რა მნიშვენლობა აქვს - რას?
-იმას, თუ ვისთან ვიქნები.
-რა მნიშვნელობა აქვს ვისთან იქნება ჩემი ქეთი?-რიტორიკულად იკითხა. თმის ნაწილი გადაწია, ყურს უკან გადამალა, ნაწილი შუბლიდან მომაცილა.-არ გადამრიო,თორემ მარტივად შემიძლია დაგიტოვო.
-ნივთივით ნუ მომიხსენიებ! - გავაპროტესტე. ისე მოულოდნელად ჩაეღიმა, ელექტროშოკმა დამიარა მგონი. თავი კისერში შემოასრიალა, ბევრჯერ მაკოცა და ქვევიდან ამომხედა. ბნელი სფერობი. თავისებური..
-დაგტოვებ მართლა.-ისევ გაეცინა.-გინდა?
-წასასვლელი არ ხარ? - დავაიგნორე.
-ვიყავი,-მოკლედ მიპასუხა. პროვოკაციულად ჩამოწეულ შარვლას თვალი შეავლო და უფრო მეტად აპირებდა ჩამოაჩვას.
-არც კი გაიფიქრო,-ხელი შევუშალე. მაგიდიდან ჩამოვხტი და ისე აღმოჩნდა,რომ დახლზე აყუდებული მის ხელებში გავეხვიე.
-და რომ ვფიქრობ?
-დემნა,წასასვლელი ხარ. - გამეცინა. მკერდზე შეხებით ვუბიძგე.
-მართლა ეგრე იზამ? - წამში შეეცვალა ხასიათი. თავი გავაქნიე,ვერ მივხდი რას გულისხმობდა.-უბრალოდ,რომ გავიგო ვინმესთან ხარ.. და იმის უფლებას აძლევ,რასაც მე..
-წინასწარ რას მკითხაობ? - ისევ ვუბიძგე გასაწევად. ხელზე მაკოცა.-იქნებ უარესების ნება დავრთო...
-ქეთი!
-ყველანარი ვარაუდი უნდა განიხილო,დემნა. - ვაღიარებ,ზედმეტად ვთამაშობდი მის ნერვებზე.
-ქეთი,არ მეთამაშო.-ნელა მომშორდა. ძირს დაგდებული პერანგი აიღო და შემომაცვა.-ამას ნუღარ იცვამ ხოლმე შიგნით.-მაისურზე მიმითითა.
-გავითვალისწინებ,-ირონიულად ვუპასუხე.
თავზე მაკოცა და უთქმელად გავიდა ოთახიდან.

.
საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი. მაზოხისტივით მესიამოვნა დემნას ნერვებზე აშლა. ცოტა ხნით ცალკე სამყაროში გავედი. ყველა დეტალი ღრმად ჩავბეჭდე გონებაში. სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს დავაკვირდი. შუბლი სარკეს მივადე, ანარეკლს თვალი ვერ გავუსწორე. მრცხვენოდა...
ტანსაცმელი გამოვიცვალე. დაძინება ცუდი აზრი იყო,მაინც ვერ მოვხუჭავდი თვალს. კომფორტულად გამოვეწყვე ნაქსოვ ზედასა და სპორტულ შარვალში. დივანზე მოკალათებული აქეთ-იქით დავხტოდი არხებზე. საშინელი ჩვენება ჰქონდა აფხაზურ ტელევიზიას. რუსულ არხებზე გასული ფანოღი ყურს მატკიებდა, ამიტომ ნეტფლიქსი ჩავრთე ანას კომპიუტერში და ფილმების ყურება დავიწყე.
ნებისმიერი წყვილის კოცნაზე პანიკა მეწყებოდა. საბოლოოდ, ლეპტოპი დავხურე და თავს შემოვუძახე ავადმყოფური ფიქრები წამეშალა გონებიდან.
ოთახში ჩახველების მაგვარი ხმა გაისმა. თავი მივატრიელე, გაფართოებული თვალები არე-მარეს მოვავლე და სილუეტის დანახვაზე დაუფარავად გავიღიმე ფართოდ.
-ირაკლი! - დავიძახე, ფეხზე წამოვიჭერი და წინ დავუდექი.-აბა, დათომ რამდენიმე დღეში ჩამოვაო?
-გამომაგდო მამაჩემმა.-მხრები აიჩეჩა. უხასიათოდ ჩამიარა გვერდით და დივანზე დაჯდე, თან ფეხები ჟურნალის მაგიდას შემოალაგა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. არ მინახავს იმ დღის შემდეგ, როდესაც მსუბუქად ვიჩხუბეთ. კამათი არ ყოფილა, მაგრამ უცნაური შეგრძნება მქონდა. თითქოს, მოულოდნელად დაახლოებულები უცებ დავშორდით. გვერდით მივუჯექი. გამორთულ ტელევიზორს ერთეული წუთი მივაშტერდით, შემდეგ უინტერესოდ დავიწყეთ სახლის ინტერიერის დათვალიერება. გამიკვირდა ხმას რომ არ იღებდა. მუდამ ენაწყ.ლიანი ახლა უჩვეულოდ დადუმებულიყო, არ იცოდა რა ეთქვა ან უბრალოდ სურვილი არ ჰქონდა არაფრის. თავი უკან გადააგდო, ბალიში კომფორტულად მოითავსა ზურგს უკან და თვალები დახუჭა. ფეხსაცმლიანი ფეხები უფრო კარგად მოათავსა მაგიდაზე. კიდევ კარგი ანას ძინავს, - ამ მაგიდას გუშინ ხეხავდა.
-მძულს იმის ყურება ადამიანებს მარტივი მიზეზების გამო, რომ შეუძლიათ ერთმანეთის დაკარგვა.-ამოილაპარაკა. თვალი ჭერს გაუშტერა და ხელები მკერდზე დაილაგა.-უბრალო მიზეზით ჭაღარავდებიან, მცირედი ტკივილის გამო შეუძლიათ წუწუნი, ერთ შეცდომას გადაყვებიან. არა და წარმოდგენა არ აქვთ, როგორი წარმავალია ყველაფერი. საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ ყველა შეცდომას მოსდევს მართალი ნაბიჯი.
ლაპარაკს ვაცდიდი. ვხედავდი, როგორ უჩვეულოდ მოწყენილი საუბრობდა. მისი ლამაზი კულულები უგულოდ ესვენა შუბლზე, ხედვაში ხელს უშლიდა, მაგრამ ერთი სიტყვით, მაგრად ეკ.იდა ეგ. მაინც გადააქნია თავი, ხელის გაუმოძრავებლად მოიშორა და გვერდულად გადმომხედა.
-კიდევ იცი რა მძულს?-ჩუმად მკითხა.-მამაჩემი.-დააყოლა ისევ იგივე ხმით.-მისი თვალები, რომლებიც მუდამ მაყვედრებენ, რომ ცუდი შვილი ვარ. შეიძლება მართლაც ვარ, დედაჩემისთვის რამდენი წელია გულწრფელად არ გამიღიმია. ალბათ იმიტომ, რომ ირინაში უფრო ვხედავ მშობელს, ვიდრე მასში. მძულს ის ფაქტი, რომ ირინას გაკეთებული საჭმელი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე დედაჩემის. კიდევ ის, რომ ირინას სიტყვას ოქროს ფასი აქვს ჩემთვის და დედაჩემის დარიგება, მისი საყვედურები სულ ცალ ფეხზე მკ.იდია ხოლმე.
-ირაკლი..
-მართლა რა წყევლაა ყველა ქართველი ჩემ გარშემო,ქეთი?-ყალბად გაიცინა. უსიამოვნო იყო მის ლამაზ პირისახეზე უემოციო ღიმილი. გული შემეკუმშვა, შიგნიდან ვიღაცის ხელებში მოექცა და მაგრად მოუჭირა მფეთქავს.-პირველად როცა დაგინახე,არ დავმალავ,მართლა მომეწონე. მაინტერესებდა ვინ იყო გოგო,რომელსაც დათო არ მაკარებდა. მეგონა, შეგეხებოდი და ხელში შემომატყდებოდი,ისე არ მაძლევდა მიახლოების უფლებას. ამ დამპალ ადგილას არასოდეს მყოლია ვინმე ვინც მომისმენდა და ვისი მოსმენაც თვითონ მომინდებოდა. მერე.. გაირკვა ვინც იყავი, რატომაც იყავი აქ და ისე ძალიან მეტკინა შენი ქართველობა...-გული მომეწურა. მისი მარტოსულობა გარს შემომეხვია. ყელზე მომიჭირა ხელები და მახრჩობდა. ნელ-ნელა მოვიშორე, აცრემლებული თვალებით მივაშტერდი მამაკაცს,აფხაზს. აღელვებული და მშვიდი მზერა ერთდროულად ჰქონდა.
-რაინას დაბადების დღეზე გულწრფელი თვალების პატრონი ყველა ქართველი აღმოჩნდა.-გაეცინა. ძლივს ამოიღო მოსაცმლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და სწრაფად გაუკიდა.-ამის დედაც, მძინარე ანა რომ იწვა სავარძელზე გულში ვლოცულობდი ეს მაინც აფხაზი იყოს,ან რუსი, გეფიცები, სომეხზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ქართველი არა-მეთქი. ფეხებზე ამათი პოლიტიკა, მაგათი ოკუპანტი დედაც,ქეთი, მაგრამ..
-რა? - სულმოუთქმელად ვკითხე.
-არაფერი,-ჩვეული სიმშვიდე დაუბრუნდა მის ხმას. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ოთახში ხალათიანი ანა შემოლასლასდა. ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, თმააბურდული დაგვიდგა წინ და ირაკლის დანახვაზე, უფრო კი მისი ფეხების, ერთდროულად გამოფხიზლდა.
-ჩამოსწიე! - ძილისგან ხმა ჩახლეჩოდა. თითით მაგიდაზე მიუთითა. ირაკლის გაცინებულ სახეზე კი ნერვები მოეშალა.-მიდი,რა, გუშინ მაგის ხეხვას მოვუნდი მთელი დღე, მურაბა დამესხა.
-ბინძური არაა.-უდარდელად აიჩეჩა მხრები მან. უფრო კომფორტულად მოთავსდა.
-რა წესია? ასე აკეთებ შენს სახლში? - ანა მიუახლოვდა. მომლოდინემ წარბები აუწია,მაგრამ ირაკლი არ იმჩნევდა და აგრძელებდა მის წვალებას.
-ქეთი,უთხარი რამე!-შემომჩივლა. როდესაც არაფერი ვუპასუხე,გაბრაზდა, ძალით ჩამოაწევინა და გამარჯვებული სახით დაუდგა წინ. უნდა გამცინებოდა,მაგრამ ირაკლი ისე მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და გოგონას წამში მიუახლოვდა, მეც შემეკვრა სუნთქვა ანასთან ერთად.
გაწევა სცადა. ირაკლიც მის ნაბიჯს დაყვა და უფლება არ მისცა.
-რა?-გაეცია გოგონას სახეზე.
-რანაირად იქცევი, გამატარე! - ამოიბლუყუნა. ამჯერად ჩემკენ გამოიწია,თუმცა ისევ არ მისცა წასვლის უფლება. შემდეგ გულახდილად გაუცინა, გამოატარა და გვერდით მოგვიჯდა.
-რამეს ვუყუროთ? - პულტი დაიკავა ხელში. გაშტერებულებს გადმოგვხედა.
-დაქალივით რას ჩამოგვიჯექი.-არა, დილანდელი ანა მართლაც უხეში იყო.
-თუ გინდა, შენთვის დაქალზე მეტი ვიქნები.-წარბები აუთამაშა გოგონას. მის გამომეტყველებაზე გულიანადაც გადაიხარხარა და რომელიღაც რუსულ არხზე გააჩერა.
-გაგაგდებ.-დაბნეული დაემუქრა.
უბრალოდ გაგვეცინა მის მუქარაზე. ფილმი სისულელე იყო,გახმოვანება უარესი,ამიტომ ლეპტოპი მოვიშველიეთ. ანას ედო მუხლებზე,შუაში გვეჯდა. ირაკლი კი მაინც ვერ ისვენებდა. ხან ეკრანს გადასწევდა, ხან გადმოსწევდა ვერ ვხედავო,ხან ხმას აუწევდა,ხან დაუწევდა და ანას ნერვებზე პროფესიონალივით უკრავდა.
-დაისვენე! - მოთმინების ფიალა აევსო გოგონას. უდანაშაულოსავით ამოხედა, მაინც დაუჭირა რომელიღაც ღილაკს, სიკაშკაშეს მოსამატებლად.
-მომეცი აქ,-ფეხზე წამოვდექი მე. შუაში ჩავუჯექი მოჩხუბრებს და ბრძანება გავეცი.-თითს დააკარებთ რომელიმე და პირდაპირ ცხვირ-პირში გამოგიქანებთ!
ანამ თავი მხარზე დამადო. ჯერ კიდევ ხალათიანი თბილად შეიფუთა. ირაკლიც გვერდით მეჯდა. ხელი დივნის საზურგეზე გაშხლართა და ანას თმაზე წვალება დაუწყო. თავიდან წკმუტუნებდა,ჩქმეტდა მომშორდიო,მაგრამ შემდეგ წვალება ფერებით შეიცვალა. ცალი თვალით ვხედავდი, როგორ უსვამდა მის გრძელ თითებს გოგონას გაჩეჩილ თმაში,კეფაზე გადაატარებდა თითის ბალიშებს.
წარბაწევით გავხედე. თავისებურად გამიღიმა. ანას ეშმაკურად გახედა და უდანაშაულო კრავივით ამომხედა.
-დემნა სამივეს მიგვხოცავს.-ჩუმად დავილაპარაკე. მაინც არ უშვებდა ხელებს. ისიც განაბული ესვენა და ზედმეტი ყურადღებით უყურებდა ფილმს.
-მაგასაც ვნახავთ.-თვალი ჩამიკრა. ხელი გამოსწია და თავისუფლად ჩაჯდა.
რამდენიმე წამით შევხედე. სერიოზული სახით დაჰყურებდა კომპიუტერის ეკრანს. კოცნის სცენაზე აწითლებულ ანას თბილად გახედა და მის მზერას აჰყვა ჩემი სხეული - ჟრუანტელმა დამიარა. წმინდა თვალებთ შეხედა გოგონას, გულწრფელი ემოცია გამოესახა სახეზე და ფილმის ნაცვლად მას დაუწყო ყურება.
ამის გამო დავაფასე იმ დღეს.
კიდევ იმის გამო, რომ გულახდილი იყო ყოველთვის.
და ალბათ ყველაზე უფრო მეტად ,მაინც ამისთვის: „მაგათი ოკუპანტი დედაც, ქეთი.“

.


როგორც შემდეგ გაირკვა ირაკლი მოსკოვში დემნას დავალებით იყო წასული. გვიან საღამომდე დარჩა, დემნას ელოდებოდა. ტვინი ამტკივდა იმდენი იჩხუბა ანასთან. ყოველ წვრილმანზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს, კომპიუტერი შუაზე გაგლეჯვას გადავარჩინე, მაგრამ ტელევიზორის პულტი ვერ გაინაწილეს. ორი წლის ბავშვებივით ეჯიბრებოდნენ ჯიუტობას. ირაკლი ხალისობდა ასე მარტივად რომ აწვალებდა გოგოს. ანა ძლივს გავათრიე სამზარეულოში. შევთავაზე რამე მოვამზადოთ-მეთქი, და გამოიცანით?! აქაც თავზე დაგვადგა. სიკვდილითა და ბასრი საგნებით დავემუქრე, ამაზე უფრო აუტყდა სიცილი. შემდეგ დაგვნებდა. ვითომ პირი ამოიკერა, იქვე მაგიდასთან დაჯდა და ტელეფონის თამაში დაიწყო.
გამარჯვებას ღრმა ამოსუნთქვა ამოვაყოლეთ. ვახშმისთვის დავიწყეთ რაღაცების კეთება. ცივი ტორტის მომზადება დავიწყე, მაგრამ არაჟანი აღარ გვქონია. ირაკლის ვეხვეწე, წადი მოიტანე-მეთქი, ცოტა ხნით მაინც მოვიშორებდით, მაგრამ თავი მოიმკვდარუნა, რაღაც ვერ ვარო რიგზე ნამგზავრი. მსახიობი!
გარეთ გამოვედი, ბიჭებიდან ერთ-ერთს ვთხოვე მოეტანათ, ფულის მიცემა გადავიფიქრე, ისეთი შეშლილი სახით შემომხედა ერთ-ერთმა. დემნა და მისი წესები. ამ წვირლმანებს რატომ გიყვებით ალბათ გაინტერესებთ. ჰოდა, უკან ვბრუნდებოდი, სწორედ სამზარეულოს ფანჯარასთან უნდა ჩამევლო, როდესაც ზედმეტად საინტერესოდ ჩაწეული ფარდიდან ორი სილუეტი მოჩანდა.
მე და ჩემი ცნობისმოყვარეობა! მაინც ვერ მამჩნევდნენ, ჩვეულებრივად დავდექი და ირაკლის, რომელიც დახლთან იჯდა და ანას საოცარი მზერით უყურებდა თვალი შევავლე. გოგონა რაღაცას ჭრიდა, ნელა, მაგრამ ხელი თანდათან უკანკალებდა. ვუთანაგრძნე. მართალია, ის შინაგანად ძლიერი ქალი იყო, ირაკლისთან კი ამის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. მამაკაცი ნელა გადაიხარა, ხელები მაგიდაზე დაასვენა, ნიკაპით დაეყრდნო საკუთარ თითებს და ანას ქვევიდან ამოხედა. უყურებდა, არაფერი უქნია, არ შეხებია და რამე მსგავსი, მხოლოდ ათვალიერებდა.
ანამ დანა მაგიდაზე დადო. შეტრიალდა, თუმცა ირაკლიმ ერთი სიტყვა უთხრა და მალევე მობრუნდა. რა უთხრა?! ინტერესით გავინაბე. თვალები დახარა ანამ, თავისი ლამაზი თითებით ნელა მიაწოდა ირაკლის საფერფლე და ჩემთვის გასაგებიც გახდა მისი სიტყვები. ნამდვილი ღორი უნდა ვყოფილიყავი მათთვის ეს მომენტი რომ ჩამეშალა, ამიტომ ცოტა ხნით არ შესვლა გადავწყვიტე. ღიმილაკრული გავემართე ბაღისკენ. სახეზე შემახმა ეს უკანასკნელი, ნაცნობი ავტომობილი რომ შემოვიდა. გააჩერა და გადმოვიდა. დილანდელი „ინციდენტი“ სულ გადამავიწყდა. მთავარი იყო ახლა არ შემეშვა იქ და ძლივს შემდგარი რაღაცნაირი მეგობრობა არ დამეშალა.
-გარეთ რატომ ხარ?-არც ისე დაინტერესებულმა მომიგო. გასაღები ტყავის ქურთუკში ჩაიდო.
-ბიჭებს არაჟნის მოტანა ვთხოვე. ველოდები.-ავუხსენი, თან შეუმჩნევლად გავაპარე თვალი. თავი მსუბუქად დამიქნია, სახლისკენ დაიწყო სიარული. უკან მივყევი, ვინატრე გვერდით არ მიეხედა ფანჯრისკენ(კაცმა არ იცის რა ხედი დახვდებოდა).სწრაფად ჩავუარეთ ფანჯარას, სპეციალურად მივაჯახუნე კარი ხმაურიანად და ხმამაღლა დავიძახე, დემნა მოვიდა-მეთქი.
-რა გჭირს? - გაეცინა. თან ქურთუკი გაიხადა, უცებ ტელეფონმა დაურეკა და მოსაცმელი ხელში შემომაჩეჩა, დაკიდეო. ესეც არ მყავდეს პრეზიდენტი რა. დავიჯუჯღუნე,მაინც შევუსრულე და არომატი ხელით გავფანტე. მაინც არ გაქრა. უსირცხვილოდ შემომიღიტინა ცხვირში და მხოლოდ მაშინ, როდესაც გონებამ აღიარა სიამოვნება, წავიდა.
სამზარეულოში ლოყებაფაკლული ანა და ზედმეტად გახალისებული ირაკლი დამიხვდა.
-რამდენს ეწევი? - საფერფლეზე ვანიშნე, სადაც სამი ერთეული ღერი ეგდო.
-რამდენიც მომინდება, ქეთ. - თვალი ჩამიკრა, ისევ საინტერესო ობიექტს მიუბრუნდა.
-სამზარეულოში ვინ ეწევა თქვენნაირი გადარეულების მეტი,-შემოსული დემნაც აღვნიშნე და მაგიდასთან დავჯექი არაჟნის მოლოდინში. დემნა ირაკლის მიესალმა, თავით რაღაც ანიშნა, იმანაც დაუქნია. მორზეს ანბანით საუბარს როგორც კი მორჩა, ჩემს წინადადებასაც მიაქცია ყურადღება და ისე მზაკვრულად გამიღიმა, კინაღამ სკამიდან გადავვარდი.
-მოწევის გარდა კიდევ ხდება რაღაც-რაღაცები სამზარეულოში,-თავისთვის ჩაილაპარაკა. საგულდაგულოდ დაჭრილი ფორთოხალი პირში ჩაიდო და სხვაგან გაიხედა. კარგი, დამამარცხა. თვალი მოვარიდე. ირაკლის კითხვისნიშნიანი მზერა ნაგავში მოვისროლე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. გეფიცებით, ინსტინქტურად მივიხედე მარტო. იქ იდგა. ზუსტად იქ, სადაც ამ დილით. წყალი მოსვა, ცალი ხელით იმ ადგილს დაეყრდნო, სადაც მე ვიჯექი და თვალები მოჭუტა. დამაკვირდა. ჩემს გადაფითრებულ კანზე უფრო გათამამდა და თითები აათამაშა ზედაპირზე. მებრძოდა, აინტერესებდა როდემდე გავძლებდი და რას მოვიმოქმედებდი. არ დავნებდი. თვალი თვალში გავუყარე. ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. ამჯერად მეორე ხელითაც დაეყრდნო ბარის მაგიდას. მე ნერწყვი ხმაურიანად გადავაგორე. ამით რას მიმტკიცებდა?! ირაკლი რაღაცას ყვებოდა, მაგრამ ანას გარდა არავინ უსმენდა. თვალები ნელა დავუშვი ძირს. იმიტომ რომ სისულელე იყო. გულახდილი ღიმილიდან ცივზე გადავიდა და ამიტომ მოვერიდე.
-გაიწიე, გადავწმინდო.-მსუბუქად უბიძგა ძმას. ხელები აალაგებინა და გასწია.
-ჰო,დეზინფექციაც ჩაატარე.-გაუცინა. ცივი ტორტისთვის განკუთვნილი მეორე ფორთოხალიც შეჭამა. ამღვრეული მზერა მაშინვე გამომიკეთდა, როდესაც პარკით ხელში წამოსული ახმახი შევამჩნიე. გარეთ გასულმა რამოდენიმე ქილა გამოვართვი, ათასი მადლობა გადავუხადე და ოთახში დავბრუნდი. ტორტის გაკეთებას კონცენტრაცია სჭირდება, დაფიქრება. რომ არ აგერიოს არაფერი, ახლა კი რა გამიკეთა?
-ქეთი?-ხელები ამიფრიალა ირაკლიმ.-სად დაფრინავ?
-რა იყო? - თან ვკითხე, თან თავიდან დავჭერი ფორთოხალი.
-გინდა მოგეხმარო?-მკითხა. ხელიდან ამაცალა ციტრუსი, რომელიც ვერ გავფცქვენი არეული თითების გამო.
-მადლობა,-დაბალი ხმით ვუთხარი, შემდეგ კი არაჟანი ცალკე ქილაში ჩავასხი. დემნამ ფანჯარა გამოაღო, მოწევა დაიწყო და იქიდან ესაუბრებოდა ირაკლის. სასაფლაოზე, რაიანაზე, ადიტაზე და მსგავს თემაზე ისაუბრეს. დავითს პაემანი აქვსო დღეს, დასცინა ძმას და ანას გადახედა.
-გღალატობს,-იმდენად უჩვეულოდ უთხრა დემნასაც გადაურა სიცილის ტალღამ.
-მოვა სახლში,- ხელში დანა აღმართა და დღეს პირველად უპასუხა ირაკლის ხუმრობას ხუმრობით.
-ამჯერად ვინაა? - დემნამ თვალები აატრიალა.
-მხოლოდ ის ვიცი, ფეხები რომ კისრიდან ეწყება. ირინასთან თუ ამოიყვანა, ცუდად აქვს საქმე.
ძმის დაცინვას განაგრძობდა. იმდენად თბილად საუბრობდა აღელვებული გონება მისი სიტყვების ფონზე მიმშვიდდებოდა. არ ვაქცევდი ყურადღებას დემნას, რომელიც ყოველ ნაფაზზე მე მაშტერდებოდა. მალე მოვრჩი ჩემს საქმეს, ირაკლის მიერ ლამაზად დაჭრილი ციტრუსი ზედ დავალაგე და შესაფასებლად დავანახე ანას.
-ეს რომ ასე ლამაზად დაჭრილი არ იყოს, არაფერი იქნებოდა.-საკუთარ შემოქმედებაზე მიანიშნა ირაკლიმ.
-ხო, აბა. - შორიდან დაიგესლა ანა.
ირაკლის გამზადებული წინადადება უკან დავაბრუნებინე. თეფშების დალაგება ვუბრძანე და თვითონ ჭიქების გადმოღებას ვცდილობდი ზედა თაროდან. ჩემს ბრძანებას წარბაწევით შეხვდა,მაინც შემისრულა.
-ორი გოგო ხართ და ესენი მე უნდა ვალაგო?-ხელში მოქცეული ჭურჭელი მაგიდაზე კოხტად დაალაგა. მომღიმარ დემნას დაუბღვირა და ამჯერად თვითონ დაიწყო მერამდენედ მოწევა.
-სიგარა ფართი თუ რა ხდება?-წარბაწევით იკითხა ანამ. თითო-თითოდ ძლივს ვიღებდი კარადიდან ჭიქებს, რომლებიც ჩემდა საუბედუროდ ვიღაცას ბოლოსკენ ჩაეჩურთა. ღონემიხდილმა ხელი რამდენიმე წამი დავასვენე, მოკამათე ირაკლისა და ანას დანახვაზე თვალები ავატრიალე და წელზე ხელის შეხებაც ვიგრძენი.
-ვერ წვდები?-მკითხა და თვითონ გადმოალაგა.-გინდა შემოგსვამ?-ისე თავხედურად მკითხა, მთლიანად გავწითლდი. უხეშად გამოვგლიჯე ხელიდან ჭურჭელი და დანიშნულების ადგილას დავდე. დავსხედით, ვჭამეთ და ჩემი ტორტის ჯერიც დადგა. განაბულმა ნაჭრებად დავალაგე თეფშზე, სათითაოდ მივართვი თითოეულს.
-მე არ მინდა.-დემნამ ხელი ამიწია. ვაღიარებ, არ მწყენია, მაგრამ სასიამოვნო არ ყოფილა. თვითონ მივირთვი მისთვის განკუთვნილი ნაჭერი და გემრიელად ჩავკბიჩე.
ირაკლის მოეწონა. მაინც სიმეტრიულად დაჭრილ ციტრუსს აქებდა და მახალისებდა. როგორც კი მორჩა, დემნასთან ერთად გარეთ გავიდა.
-მოგწონს? - თეფშების მშრალებისას ვკითხე.
-ეგრე მარტივადაც არა.-გაეცინა.-მე მეგონა, შენ მოსწონდი.
-მე?-ყბა ჩამომივარდა.-მონათესავე სულებივით ვართ ჩვენ, უბრალოდ მეგობრები, მშვენიერო ანნა.-სპეციალურად მივმართე ასე, გულიანად გაეცინა.

.

ირაკლი სახლში წავიდა. ანა დასაძინებლად დაწვა და მე დივანზე დამტოვა. რატომღაც ვიფიქრე, რომ მას ეძინა და მორფეოსის სამყაროში დაფრინავდა. შუა ღამემდე ვუყურე ტელევიზორს. დემნას დაწუნებულ და უარყოფილ ტორტს გემრიელად მივირთმევდი. ერთ-ერთი აფხაზური ტელევიზიის ჟურნალისტი ყვებოდა, თურმე დღეს აფხაზეთის კათალიკოსი ჩავიდა ოჩამჩირეში და მოქვის ტაძარში აღავლინა წირვა-ლოცვა. დაინტერესებულმა ხმას ავუწიე. წმინდა ქართული ეკლესია იყო. ისტორიის კურსიდან მახსოვდა, თან საკმაოდ კარგადაც ვწავლობდი და უნივერსიტეტში, ბიზნესის მიუხედავად, ერთი კურსით შევეხე საქართველოს ისტორიას. სიუჟეტი მალევე დამთავრდა, გულდაწყვეტილმა ისევ დავუწიე ხმას.
-მეფე ლეონმა ააგო მეათე საუკუნეში.-გვერდით დამიჯდა სიბნელიდან გამოსული სილუეტი.-ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია. მოქვისა და დვაბის შესართავთანაა აღმართული. მოგიყვე?
-მიდი. - მაინც დავეთანხმე, მიუხედავად იმისა, გამახსენდა წინა ჯერზე, როდესაც მსგავსი რამ მიამბო, როგორც დავასრულეთ.
-მეფე ლეონმა ერთ დიდოსტატს ააგებინა. უბრძანა, მთელი აფხაზეთი უნდა გამოჩნდესო. ააგეს, მოაპირკეთეს და მეფეც გუმბათზე ავიდა. მოეწონა, თუმცა არ აღიარა. დიდოსტატს „გაუბრაზდა“ და გუმბათს კიბე მოაცილა,ამით ჩამოსვლის უფლება არ მისცა. დაუნდობელსა და ამაყ ლეონს არ უნდოდა მსგავსი საოცრება კიდევ სადმე აშენებულიყო. დიდოსტატი იქვე დაიბრიდა.
-მეგონა, მკლავს მოაჭრიდა.-სიტყვა შევაშველე.-წინა უფრო ლამაზად მოყევი.
-შენი დაჰიპნოზება მინდოდა მაშინ და მაგიტომ.-ნიშნისმოგებით გამიღიმა.
ყურადღება არ მივაქციე. ნამცხვარი ჩავკბიჩე და სხვაგან გავიხედე. ჟურნალის მაგიდაზე ჩამოჯდა. ფეხები ისევ ჩამომაშვებინა. მგონი ალერგია აქვს კომფორტულად მჯდომს რომ მხედავს.
-რა გინდა?-ფეხი ისევ ავწიე. დამიჭირა. ჩამოუშვა და შემომხედა. კოვზი ლამაზად ამაცალა ხელიდან, ნაზად მოაჭრა ნაწილი.-დემნა, გამიშვი.
-მოისვენე.-ფეხები თავისაში მოიქცია. წარბები აზიდა. მთლიანად შეჭამა ტორტი და ცარიელი თეფში მაგიდაზე დადგა.
-რაც ამ დილით მოხდა, არაფერს ნიშნავდა.-წამოვაყრანტალე.ჩემი ნაბოდვარი, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა, პირიქით, უფრო გახალისდა და გაშლილ თმაზე მომეფერა.
-შევიკრავ!-დავემუქრე, მაჯაზე დამაგრებული რეზინი მოვიმარჯვე და გამომწვევად გავხედე.
-გაბედე!-წამოეკიდა, ხელიდან მარტივად ამაცალა შესაკრავი და ჯიბეში ჩაიდო.-ამაზე ხომ ვისაუბრეთ დილით?
-დილით მეც არ მეგონა თუ წამომაყვედრებდი მაგას!
-მაგას - რას? კოცნას? -სახე ახლოს მომიტანა.-თუ სამზრეულოს მაგ...-დასრულება არ ვაცადე, ჩემთვისაც და მისთვისაც მოულოდენლად გავარტყვი ხუთივე თითი. გვერდზე გაწია თავი. გაქცევას ვერ ვახერხებდი,ჩემი ფეხები დამწყვდეული ჰყავდა. ოღონდ ახლა არაფერი თქვას...
-კარგი?-ამომხედა. იმდენად ცივი გაუხდა სახე, ისიც ვიფიქრე რომ ხელს დამიბრუნებდა.
-ახლა გაბრაზდები?-ჩუმად ვკითხე. შავი თვალები უფრო გაუმუქდა, სხივები გაუკრთა და ყინულივით გაუცივდა სახე.
ჩემი ხელი აიღო. ის რომლითაც გავარტყი. ვიფიქრე,არ მომატეხოს-მეთქი და მაგრად მოვმუჭე. გამაშლევინა, თავისაში მოიქცია და ტუჩებზე მიიკრო.
-ეს აღარ გაიემეორო.-მიჩურჩულა და ამ უკანასკნელს ამოაყოლა უკმაყოფილება. კიდევ ერთხელ შეახო ტუჩები. თავისუფლად ჰყოფნის საშუალება მომცა, თეფში აიღო და ოთახიდან გავიდა. ღრმად ამოვისუნთქე, სწრაფად გავიძურწე იქიდან.
დილით ტორტი მთლიანად შეჭმული დამხვდა.
გაუმაძღარი იდიოტი.

.
რამდენიმე დღე ცალკე არ გამოვუჭერივარ. მაქსიმალურად თავს ვარიდებდი. თვითონ არ ჰქონია სურვილი, ძირითადად უხასიათოდ დაიარებოდა. არც იმდენად ხშირად იღიმოდა, როგორც წეღან და ეს ჩემი მიზეზით საერთოდ არ ყოფილა. რაღაც პრობლემა ჰქონდა. ირაკლი ხშირად მოჰყავდა სახლში და ბაღში ესაუბრებოდა. დათოც გაღიზიანებული მზერით დაჰყვებოდა და ყოველ წინადადებას გინებას ატანდა.
ჩვენთან ვახშმობდნენ. ჩვეულებადაც გვექცა ერთი ოჯახივით ჭამა. სუფრასთან განიხილავდნენ რაღაცებს, ერთმანეთს უყვებოდნენ და ჩვენც ჩაგვეკითხებოდნენ ხოლმე. ირაკლი საკუთარი თეფშის ნაცვლად ანას აშტერდებოდა და ყველასთვის შეუმჩნევლად შორიდანვე აბნევდა. ჩემი უგუნებობა პირად ფსიქოლოგს, ბატონ დავითს არ გამოპარვია. თავის გაქნევით მკითხავდა, რა გჭირსო, პასუხით უკმაყოფილო კი მაფრთხილებდა, რომ საუბარი მომიწევდა. ისე მიხაროდა, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე, თვალებზე ცრემლებიც კი მადგებოდა.
სასწაული იყო მასთან ყოფნა. აღელვებული ერთიანად დამშვიდდებოდი და ეს თვისება ირაკლისაც ჰქონდა. გავდნენ. სახის მიმიკებითაც და ხასიათითაც. მათ ოჯახურ ამბებში აღარ ჩავრეულვარ. რაც ვილაპარაკე ისიც ზედმეტი იყო, რა მესაქმებოდა?
ერთ წვიმიან, ჭექა-ქუხილიან და საშინელ დღეს, როდესაც ტელევიზორს ვუყურებდით დათომ გამოაცხადა, რაღაც ვახშამზეაო დემნა დაპატიჟებული.
-რაში გვაინტერესებს მერე?-ანამ მხრები აიჩეჩა, ინტერესით უცქერდა საინფორმაციოს.
-ქეთიც მიყავს.-მოკლედ თქვა,თან კარგად დააკვირდა ჩემი სახის ცვლილებას. თითით ვანიშნე, ჩემზე ამბობ-მეთქი, დამიდასტურა. ფეხზე წამოდგა, დივნის გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა. ხმა არ ამომიღია. მეწყინა,დაუკითხავად მიღებული გადაწყვეტილება. თანაც, ამჯერად მაინც რა საჭირო იყო? ვის დასანახავად უნდა მეპოზიორა?
ანამ დავიბან და ჩამოვალო, დაგვიბარა და ზევით ავიდა. გულში გამეცინა, იცოდა ახლა ფსიქოლოგიური სეანსების საათი მქონდა და მაგიტომ მოიგონა დაბანვა.
-არაფერს იტყვი?-მკითხა.
-რა ვახშამია და რატომ უნდა წამოვიდე?
-წასვლას ეხება. ასე უბრალოდ ვერ გადალახავ გამშვებ პუნქტს. ათობით ადამიანი იცავს,ცალკე რუსებს უნდა შეუთახმდეს, ცალკე აფხაზებს, ცალკე დედამოტ*ყნულ მოსკოვს და ამიტომ.
-დემნასთვისაც ძნელია?-წარბაწევით ვიკითხე.
-ქეთ, დემნა ჯადოქარი არაა. ვერ გადაგისვრის.-ოდნავ გაეღიმა.-ვახშამზე კი საჭირო ადამიანი იქნება. გამოელაპარაკება, გააგებინებს ვინ ხარ და ვსო რა.
-საერთოდ არ ცალია.-ამოვუსუნთქე და მას ამოვაყოლე ჩემი გულისნადები(რა სენტიმენტალური გახდი,ქეთი!).
-რვაასკაციანი სეფა უნდა გააშლევინოს მოხუცის სულის მოსახსენიებლად,-არ გაგიკვდირდეთ. ხალხმრავალი ღრეობა უყვართ აფხაზებს.-სასაფლაოსაც ეს აშენებინებს და კაროჩე,მაგარ დღეშია. თან ცალკე შენს ამბავზე დარბის და გაუგე. რობოტივითაა, ხომ ხედავ.
-რამე საშიშია?-ძლივს ამოვღერღე.-რიწის მსგავსად..
-არა!-გამაწყვეტინა.-არც კი გაიფიქრო მსგავსი. არა.
-კარგი.
-ფერისცვალება გეწყება.-თემა შეცვალა და საუბრის ტონიც.-უნდა გააჩერო, ქეთი.-თავით ვანიშნე რაზე მეუბნები-მეთქი, მან კი მკერდზე მიმითითა. ბრაზისგან ხმა ვერ ამოვიღე, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, როდესაც სიჩუმე ჩამოწვა და ოთახში აჩქარებული ბაგა-ბუგი გაისმა. ჩვილი ბავშვის მსგავსად მიცემდა. დათოს კი თითქოს საკუთარი შვილის გულისცემა მოესმინა, გაბადრული სახე ჰქონდა.
-ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რაღაც სირთულეების გადალახვა გვიწევს.-წამოიწყო ისევ. გაქვავებულ თვალებზე შემომხედა.-გვგონია, რომ არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ ყველაზე უკანასკნელია. შეცდომა - ბოლოა და მეტჯერ აღარ გავიმეორებთ. ტკივილი - სამუდამოა. აი, ბედნიერება კი, ჩვენი აზრით, წამიერია. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. შეცდომა გამოსწორდება,ტკივილი გაქრება, არჩევანი კვლავ მოგვეცემა და ამ უკანასკნელის სწორად არჩევაზეა დამოკიდებული ყველაფერი. თუ სასწორზე ორი შანსი დევს, ერთი კი ბედნიერებაა საყვარელ ადამიანთა ერთად, მეორეს არც კი უნდა შეხედო. თუ მიიხედავ, მაშინ გამოდის, რომ მეორესთან შედარებით აკეთებ არჩევანს. ასე არ გამოვა. არ კი არა ვერ.
-და ჩემ შემთხვევაში რა დევს სასწორზე?-ჩავეკითხე მისი გრძელი მონოლოგით მონუსხულმა.
-გააჩნია, რომლის წაკითხვა არ გინდა.-გაეღიმა.
-მაგალითად,თუ ერთ მხარეზე ირინაა, მეორე მხარეს კი..
-ირინა. მეორე მხარეს არ შევხედავ.
-მაგრამ, იქნებ..
-აი, ხედავ? იქნებ იქ ვინ იყოს, - ირაკლი? მამაჩემი?-გადმოიხარა. სერიოზული, გაწონასწორებული მზერა ჰქონდა და ამან უფრო მაგრძნობინა რა რთულად იყო ყველაფერი.-შენ თუ ფიქრობ, რომ ახლა არჩევანის წინ დგახარ, ესე იგი ის... ვისზეც გაიფიქრე, რაღაცას წარმოადგენს შენთვის. არავინ გთხოვს გაჩერდე, გეფიცები, სუიციდი იქნება შენი აქ დარჩენა. სწორად გაიაზრე. აზრები დაალაგე. გამორთე ყველაფერი მაგ პატარა თავში და იფიქრე, როგორი იქნება შენი ცხოვრება შემდეგ. მოგენატრება? ეჭვიც არ მეპარება, მოსვლაც მოგინდება, თავიც შეგძულდება,მაგრამ გეცოდინება, რომ ეს შენი არჩევანი იყო. შენი მართალი ნაბიჯი. და თუ პირიქით, მაშინაც იგივე...
-სახეში გავარტყი,-ჩავილაპარაკე დუმილის შემდეგ. საქმიანი კაცივით გადააჯვარედინა თითები, ფეხი ფეხზე გადაიდო.-და ვაკოცე. არ დაუძალებია, თვითონ ვქენი. რაღაც მჭირს...ვიცი. ბავშვი არ ვარ. და ვხვდები რაც არის ის, რაც მჭირს, მაგრამ...მას?
-მას თუ სჭირს?-გაეცინა. თავი მსუბუქად დავუქნიე.-და თუ გეტყვი, რომ არა - მაშინ რა? ან თუ გეტყვი, რომ - კი?
-უბრალოდ მეცოდინება.
-არა. ეს ერთადერთია, რაც გაჩერებს, ქეთი. მისი უპასუხოდ დარჩენილი გრძნობა ერთადერთი იქნება, რაც აქედან გაგიყვანს. შენი გარანტია... თავისუფლებისთვის.
-გასაგებია,-ამოვიბურტყუნე.
ცოტა ხანში კი:
-რა ვქნა, ხასიათზე რომ მოხვიდე?-დაქალივით ჩამომიჯდა გვერდით. მსუბუქად მომიღიტინა. გავაპროტესტე, არ მომეშვა, უფრო მეტად დამიწყო ღიტინი და საბოლოოდ, ჩემმა ხარხარმა მოიცვა მთელი სახლი. ესეც სეანსის ნაწილი იყო - ჩემი სიცილით ეცადა ყვალაფრის გარეთ გამოტანას. დამეხმარა გონებას დაესვენა ცოტა ხნით და ამისთვის აქაც დავწერ და პირადშიც მითქვამს, დიდი მადლობა დავით. შენ რომ არა - მე გავაფრენდი.
მერე ანაც შემოგვიერთდა.
-შენ დაიბანე უკვე?-ვკითხე. მას გაეცინა. თქვენი დედაცო, შეგვაგინა და დავითის სხეული მომაშორა.-ჩემმა ძმამ არ დაგინახოს,თორე შუბლს გაგიხვრეტს.
-უკაცრავად?-შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ბრალდებულმა.-შენ კიდევ ჩემმა ძმამ ასეთ ფორმაში.-თბილ, მოკლე კაბაზე მიუთითა დათომ. ისე გამახალისა მისმა სიტყვებმა, კომფორტულად ჩამოვჯექი და მათი ჩხუბის ყურისგდება დავიწყო.
-ბატონო?-ანამ დაიწყო. დოინჯი შემოირტყა და თავის კაბას დააშტერდა. ბრაზიზსგან ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. ხელების ქნევა დაუწყო დათოს. მანაც დრო იხელთა, დაიჭირა და ააკისკისა.
.
ჩემს ოთახში ვიყავი, როდესაც შემოვიდა. ახლად მოსული, პირდაპირ ჩემთან ამოვიდა და ჩაცმული რომ დამინახა შუა ღამისას, წარბები აზიდა. კოხტად მიკეცილ პიჟამოებს გახედა, მერე ისევ მე მომიბრუნდა და პუფზე დაჯდა. ინსტინქტურად სავარძელზე აკეცილი ფეხები ჩემი ნებით ჩამოვსწიე, ორივე ხელი კიდეებს ჩავჭიდე და დაველოდე, რას მეტყოდა.
-პირველი საათია, ქეთი.-შემატყობინა, თავზე ხელი გადაისვა.-რატომ არ გძინავს?
-ასე მინდა.-ჩემი მტკიცე ხმა საცოდავად გაისმა.
-მიდი, დაწექი.-ხმადაბლა მითხრა, მაგრამ მაინც ერია რაღაც ბრძანებისმაგვარი. თავი უარყოფით გავაქნიე, რატომ უნდა შევუსრულო ყველაფერი,რასაც მეუბნება?!
ფეხზე მოულოდნელად წამომდგარს თვალი გავაყოლე. დაკეცილი პიჟამო ხელში აიღო,ჩემკენ წამოვიდა და ისევ დაჯდა.
-ჩაიცვი.-გამომიწოდა,მაგრამ არ გამოვართვი. სუსტად ჩაეღიმა. სავარძელი ერთი მოძრაობით მისწია თავისკენ და ჩემს ჩუმ შეკივლებას ყურადღება არ მიაქცია. ტანზე შემოხვეული პლედი ლოგინზე მიაგდო. თითით მანიშნა გადმოიწიეო. კუთხეში მიმწყვდეულივით თვალების ცეცება დავიწყე. ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი,მაგრამ ისეთი მზერა მსტყორცნა ადგილზე დავბრუნდი. ზედატანის ბოლოებს ჩაეჭიდა, ოდნავ აწია და უნდა გაეხადა,როდესაც ხელებში ჩავაფრინდი.
-რა წესია?-ხმას ავუწიე.-არ მინდა და არ ჩავიცვამ!
-გეძინება,ქეთი.-მშვიდად მიპასუხა.
-გადი და მე თვითონ..
-რისი გრცხვენია?-გულწრფელად გაუკვირდა.-პირველად არ გხედავ შიშველს.-დააყოლა. არასასიამოვნო მოგონებაზე თვალები ამემღვრა, მზერა მოვარიდე და მისი ხელები მოვიშორე.
-არ შემეხო..-საცოდავად ამოვიწკმუტუნე. დაგროვილი წყენის გამო თვალები დავხუჭე,მაგრამ გავარვარებულ ლოყაზე მაინც ჩამოგორდა მარილიანი სითხე.
-არ გეხები.-ჩუმად დაილაპარაკა.-უბრალოდ ჩაგაცვამ.
-არ მჭირდება,თვითონაც ვიზამ!-უკვე ხმა გამებზარა, შემდეგ საბოლოოდ გატყდა და თვალცრემლიანმა იატაკზე მივაგდე ღამის პერანგი.
-არ მიყვარს,როდესაც მიყვირი.-მისი დაბალი ხმა და ეს სიმშვიდე ცუდად მხდიდა.-თან, უმიზეზოდ. და არც ის, რომ მირტყამ.
-მე კიდევ მძულს,როცა ბრძანებებს მაძლევ.
-არაფერიც, ნორმალურად გეუბნები და როცა არ გესმის,მაშინ გადავდივარ ბრძანებაზე.-თავი დაიცვა, შეშლილ სახეზე ურცხვად შემათვალიერა.
-დათომ მითხრა ვახშამზე.-თემა შევცვალე. ხმაც მწყობრში მოვიყვანე.
-ხვალ საღამოს, ექვსზე. ლამაზად უნდა ჩაიცვა.
-რატომ?-ირონიულად ვიკითხე.
-რომ არ დაგრჩდილო.-ფეხზე წამოდგა, მეც საშუალება მომცა ავმდგარიყავი. წინ დავუდექი ხელებგადაჯვარედინებული. იმდენად სიმპათიურად მეჩვენა იმ საღამოს საკუთარი თავი შემზიზღდა, მაინცდამაინც ასეთი მიუწვდომელი რატომ შემიყვარდა-მეთქი. თლილი თითებით სიგარეტის მოწევა დაიწყო. უფრო ხშირად ეწეოდა მაშინ, ვიდრე ადრე. მის ლამაზ მტევნებს ოსტატურად დაეჭირა ღერი. დაბალზე დაყენებული თმა და წვერი უფრო მამაკაცურს ხდიდა. ისედაც იყო, საოცარი, საოცარი მოხდენილი მანერები ჰქონდა. დინჯი ნაბიჯებით რომ დადიოდა გული მეკუმშებოდა, ან როცა გაიღიმებდა.... თოვლივით ქათქათა ღიმილს აიკრავდა სახეზე და ლოყაზე ფოსოები უჩნდებოდა.
მივაშტერდი და თვითონაც. ეწეოდა და მე მიყურებდა, მე - მას. შემდეგ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, ვიფიქრე, რომ ისევ შემეხებოდა, მაგრამ ჩემ უკან ფანჯარა გამოაღო და ფერფლი გარეთ გაფანტა.ღრმად ამოვისუნთქე. ლოგინისკენ გადავდგი ნაბიჯი, მკლავზე მომხვია ხელი და დამაბრუნა. ამ უკანასკნელს ნელა აუყვა და ლოყაზე მომეფერა.
-ძალიან არ მინდოდა შენთვის აქ დასაბრუნებელი მიზეზი მომეცა,ქეთი.-თვალები დავხუჭე ამ სიტყვებზე.
-არც დავბრუნდები,დემნა.-არ გამომდიოდა იმ ღამით მტკიცე ხმა და რა მექნა.
-ვიცი.-სიგარეტი გადააგდო,ფანჯარა მიხურა.-მაგრამ მოგინდება.
-ასე არ იქნება..
-იქნება და მერე როგორ.-გაეცინა. სავარძელზე დაჯდა, მე კი ფანჯარას მივეყრდენი. კანი ამეწვა იმდენად გამჭოლი მზერით მიყურებდა.
-გოგა ვინაა, ქეთი?-ამ სიტყვებზე ელდანაკრავივით გავხედე.
-ვინ გოგა?
-ხო, გეკითხები მეც, ვინ გოგა?-ამომხედა.დაბნეული როცა დამინახა, არ მოეწონა.-შენს ძმას ვესაუბრებოდი დღეს, შუა საუბრის დროს შემოიჭრა და მომთხოვა,-აქ ირონიულად გაეცინა.-შენი დაბრუნება.
-რა? - გულახდილად გამიკვირდა.
-მგონი გაგილახა ილიამ შეყვარებული.-უემოციოდ შემომხედა.
-ჩემი შეყვარებული არაა.-გავაპროტესტე, ღმერთმა დამიფაროს ეგ შეყვარებულად.
-მაშინ ვინ ჯანდაბაა?-ხმას სულ ოდნავ აუწია. ტანი მთლიანად დამიჯიჯგნა ჟრუანტელმა, ისე მაზოხისტივით მესიამოვნა მისი თავისებური ეჭვიანობა.
-მეგობარი. ჩემი მეგობარია.
-და რა უფლებით მიკითხვას შენი მეგობარი მე ლექციას, თუ როგორ უნდა მოგექცე და როგორ არა?-ფეხზე წამოდგა და საუბარ-საუბარში წინ დამიდგა.
-ჩემთან რა გინდა?-გაუგებრად მივაჩერდი.
-ის, რომ არანაირი გოგა, ქეთი.-ჩუმად დააყოლა.-და არც ვინმე სხვა.
-ნორმალური ხარ?-ერთადაერთი სერიოზული კითხვა დავსვი მე.-შენი საქმე არაა მე ვისთან ვიმეგობრებ. მითუმეტეს გოგას, ბავშვობიდან ვიცნობ. ასე რომ..
-ასე რომ, ძალიან ფეხებზე საიდან იცნობ.-გამაწყვეტინა.
-მეც ძალიან ფეხებზე შენ რასაც ფიქრობ.-ღვარძლიანად დავილაპარაკე.
-ჰოო?-უჩვეულოდ მშვიდად იკითხა. სხვა დროს ალბათ „გაჭედავდა“(დათომ მითხრა,ასე შვრებაო ხშირად),მაგრამ მაშინ ნერვებისმომშლელად წყნარად მექცეოდა. წინ დამდგარი ჩემკენ გადმოიხარა. მხრებიდან თმა მომაშორა და ზურგზე გადასწია.
-და თუ ვფიქრობ, რომ ლამაზი ხარ?-მისმა ხმამ, ხრინწმა და ჩურჩულმა ერთიანად დამძაბა.-თან ძალიან. ესეც?-დაჰიპნოზებულს ყურზე შემახო ტუჩები.-თუ გეტყვი, რომ თავს ძლივს ვიკავებ შენთან...? ან იმას, რა საოცარი სანახავი ხარ, ხელებში როცა მადნები...
-გთხოვ...-ამოვილუღლუღე. მსუბუქად ჩაეცინა. მაისური ერთი ხელის მოსმით გამხადა და ყელზე ფრთხილად მაკოცა.
-ამას მაიძულებ,-ამოიჩურჩულა იქვე. მსუბუქად მიკბინა, ნელა წამოყვა კანს და ტუჩებზე ზედაპირულად მაკოცა.-საშინლად მინდა, თავს ვიკავებ,მაგრამ მაიძულებ,ქეთი.
შიშველ წელზე ცალი ხელით მომეფერა. ბიუსჰალტერის ზორტი ცალ მხარზე გადასწია და იქაც მაკოცა.
-დემნა..-ყურადღება არ მომაქცია,ისე გადავიდა მეორე მხარეზე და იქაც იგივე გააკეთა. მერე ნელა ჩამოჰყვა ჩემს სხეულს. გზა და გზა მოიარა ყველა ადგილი,რაც კი მომიჩანდა. ხავსივით მომედო მისი ტუჩები, ვირივით ჯიუტად ვითმენდი ამ სიამოვნებას. ნელა ააყოლა თითები კისრიდან ტუჩებს, ქვედა ბაგეზე მომეფერა და ცხვირის წვერით ლოყაზე გამეხახუნა.
-ხვალისთვის მოემზადე. ლამაზად, მაგრამ თბილად ჩაიცვი. თუ რამის ყიდვა მოგინდება,უბრალოდ მითხარი.
თავი დავუქნიე. ხელი ერთიანად შემიშვა.
ოთახიდან გავიდა და თან გაიყოლა ჰაერიც. არეულ გონებასთან ერთად ვაკუუმი დამიტოვა.
.

უაზროდ მივაშტერდი მორიგ კაბას ანას ხელში. რობოტივით დავუქნიე თავი, სკამზე ჩამოვჯექი და უფლება მივეცი თმა დაევარცხნა ჩემთვის. სავარცხელი ფრთხილად ჩამომისვა, ჯერ გამისწორა, შემდეგ კი ბოლოები დამიხვია. უკანასკნელი იყო ჩემი ვარცხნილობა ჩემს დარდებს შორის. რაღაცას ყვებოდა, პასუხის მომლოდინე კი მხარზე გამკრავდა ხელს. შემდეგ წინ დამიჯდა, მსუბუქად გამიკეთა მაკიაჟი და ტუჩსაცხიც საკუთარი ხელით წამისვა.
-რამე მოხდა?-ბოლოს მობეზრდა და მკითხა.-დემნამ თუ რამე მიქარა,გეფიცები,ჩემი ხელით..-მუშტი შეკრა. მსუბუქად გავუცინე.
-ირაკლისთან რა ხდება?-თემა გადავიტანე. თვალები აენთო და გაეცინა.
-არ ვიცი.-სავარძელზე გადაწვა.-ხანდახან ღორია,მაგრამ შენც ხედავ ზოგჯერ..
-ჰო, აშკარად.
-იცი რა მომწონს, ყველაზე მეტად?-მკითხა,თან ოთახი მოათვალიერა ვინმე ხომ არ იყო.-დემნა რომ ჩემი ძმაა, ფეხებზე კი.დია. სხვა მის ადგილას..-თავი დავუქნიე. ფეხზე წამოდგა, კაბა მუხლებზე დამიდო და ოთახიდან გავიდა. კარგად მომერგო. შავი, კლასიკური, ტანზე მომდგარი და ზურგზე მოშიშვლებული იყო. ბოლოჯერ დავტრიალდი სარკესთან, ჩანთა გადავიკიდე და ოთახიდან გავედი.
კიბესთან იდგა. რა თქმა უნდა,შეძლო ემოციების გაკონტროლება. ამათვალიერა, შავი თვალები კაბის სიგრძეს გაუსწორა, თუმცა არაფერი თქვა. თვითონ შავებში იყო ჩაცმული. ელეგანტური, კოხტად ჩაცმული პიჯაკი გაისწორა და მანიშნა, წავიდეთო.
გარეთ გასვლასთან ერთად დამიარა სიცივის ტალღამ. წინა დღის წვიმასთან ერთად იმ დღესაც მოღრუბლული იყო. ტყავის ქურთუკი მეცვა,მაგრამ სიცივეს ისიც ვერ აკავებდა. ნელა წავედით მანქანისკენ, ჩაჯექიო მითხრა და თვითონ ტელეფონის საუბრით მიუახლოვდა დაცვის ბიჭებს. კარი უნდა გამომეღო,ირაკლის ავტომობილი შემოსრიალდა და მეც მისი დანახვით გახარებული დავუდექი წინ.
-რას გავხარ, გოგო.-სიცილით გადმოვიდა დათო,გადამკოცნა.
-არ გცივა, რა არის ეს?-გვერდით ამოუდგა ძმას ირაკლი, თითით ქურთუკის სისქე გასინჯა.
-როგორმე გავუძლებ,-გავუღიმე მას. დათო კართან მდგარ ანას შეეგება, ხელი დაუქნია, მოდიო.
-ასეთი თვალებით ნუ უყურებ.-მომმართა უცებ ირაკლიმ.-რატომ აგრძნობინებ, რომ მისი სიახლოვე ჭკუიდან გშლის? პირიქით, ეს შენ უნდა დაანახო, რომ დედოფალი ხარ. თან გარეგნობაც ხელს გიწყობს.-გაეცინა. მეც გადამირია ტალღამ,მაგრამ სახე მომექუფრა.
-არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ გეთანხმები.-ანას გაეცინა. ტელეფონზე მოსაუბრეს ძმას გახედა.-არ მისცე უფლება გმართოს. შენ გააგიჟე, შენ გააფრენინე და არა პირიქით.
-ორ მეტრის რადიუსიდან შეუძლია კანკალი დამაწყებინოს,რას მეუბნებით?
-მომისმინე,ქალბატონო.-ცოტა გაბრაზდა ჩემს უსუსურობაზე დათო.-მისთვის სულერთი საერთოდ არ ხარ, ამიტომ წინააღმდეგობა გაუწიე. მაგის დედაც, თვითონ აფიქრებინე, რომ არაფერს ნიშნავს შენთვის. სახე აკონტროლე,ზედ გაწერია ყველაფერი. მიდი რა, აჩვენე ვინ არის უფროსი.
-ისედაც გარეკილი მაქვს, თქვენ ნუ მიმატებთ.-სამ მუშკეტერს თვალი შევავლე.
-თავი ასწიე!-ანამ ნიკაპზე ჩამავლო თითები. თავი მსუბუქად დავუქნიე. ირაკლისთან ერთად გამეცალა. დემნაც მორჩა საუბარს და ავტომობილისკენ წამოვიდა. დათომ უცებ ჩამავლო ხელი, დაბალ ხმაზე ყურში მიჩურჩულა:
-ფრთხილად,კარგი? მთლად არ აშალო.-შუბლზე ილიას მსგავსად მაკოცა და მანქანის კარი გამომიღო.
სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი. ტელეფონი დავიკავე ხელში, კოცენტრირება მასზე რომ მომეხდინა. როგორც კი საჭეს მიუჯდა,მაშინვე წამოვიდა სუნამოს არომატი. იმდენად ვიყავი ელენესთან წერილების წერით გართული, ვერ ვიგრძენი როგორ ჩავუარეთ სახლის გალავანს და როგორ გავედით ტრასაზე. თანდათან ღამდებოდა, წვიმასაც იწყებდა და მგზავრობა უფრო კომფორტული ხდებოდა.
ელენე ისეთ რაღაცებს მწერდა, ერთი სული მქონდა გულიანად გადამეხარხარებინა. თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც ჩამეღიმა და დემნასგანაც პირველი ყურადღება დავიმსახურე. თითები ნერვიულად აათამაშა საჭეზე, დაძარღვული ხელით სიგარეტის მოწევა დაიწყო და ვითომც არაფერი ისე მოისროლა ფანჯრიდან.
მხრებზე ჩამომსხდარიყვნენ ირაკლი და ანას სხეულები. მათი სიტყვები მეჯაჯგურებოდნენ,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დათოს „ფრთხილად“-ზე გავამახვილე ყურადღება. მომავალზე ორიენტირებული ვერ ვამჩნევდი როგორ იპარებოდა დრო. გონებაში წარმოდგენილი წასვლის სცენა, ან დამშვიდობების?! იქნებ თხოვნასაც ველოდებოდი, დარჩიო და ჩემს პასუხს,რომელიც მყარი, ისეთი როგორიც არასოდეს ყოფილა მასთან, ცივი და უხეში იქნებოდა. იქნებ, მისი დამარცხება მინდოდა ან რამის დამტკიცება?! არ ვიცი. ხორცს მოწყურებული მხეცივით მინდოდა მისი გააფთრებული მზერა მენახა. არ მინდოდა მას ნდომოდა ჩემი წასვლა, არ ნდომოდა, მაგრამ მე მაინც წავსულიყავი. ეგოიზმი? რა თმა უნდა. გავიმეტებდი. მართლა გავიმეტებდი ამისთვის, თუნდაც მხოლოდ ერთხელ შეეგრძნო ის რასაც მე - ყოველთვის მასთან ყოფნისას.
„ფრთხილად,კარგი?“ - გამეღიმა.
-წამო.-ჩემთვის კარი გამოეღო. მოვსულიყავით. უზარმაზარი ვილა გადაიშალა. ლამპიონის შუქი და სპეციალურად დამონტაჟებული განათება სახურავიდან ქვევით ეცემოდა. მის გამოწვდილ ხელებს ჩემი გაყინული თითები ჩავჭიდე. მაგრად მომიჭირა, გვერდით დამიყენა და ასე შევაბიჯეთ სახლში.
-ჩვეულებრვი ვახშამია. არ ინერვიულო.-მიჩურჩულა,თან კართან მოგებებულ ქალის ხელს ეამბორა და სასტუმრო ოთახში,სადაც გაშლილი მაგიდა გველოდებოდა, შეაბიჯა.
-დემნა!-შესძახა ვიღაცამ ოთახში, გაბადრული სახით მოგვიახლოვდა.-როგორ ხარ,ბიჭო? ასე უნდა მეგობრის დავიწყება?-ნაწყენი ხმა ჰქონდა კაცს.
-კარგად, გურამ. შენ?-ხელი ჩამოართვა. შემდეგ ჩემკენ გამოიხედა.-ეს ქეთია, გაიცანი.
-ეს არის?-შემომხედა კაცმა.-ვახ,მართლა ლამაზი ყოფილა.-ღიმილი გამოესახა სახეზე, ხელი გამომიწოდა და მის ტორებში აღმოჩენილ თითებს აკოცა. შუა ხნის კაცი იყო. სასიამოვნო,კამკამა მწვანე თვალები ჰქონდა.-რანაირად იხედები,ნუ გერიდება,შვილო!-უშუალოდ მომმართა, მაგიდასთან მიგვიპატიჟა და დემნას გვერდით დამსვა.
-ინგა!-კართან მოგებებულ ქალს, თავის ცოლს დაუძახა.-ბავშვები სად არიან, მოდით, დასხედით!-თვითონ სუფრის თავში დაჯდა. დემნამ ქურთუკი გამხადა და სკამზე გადაკიდა. ოთახში ორი პატარა პრინცესა შემოფარფატდა, შემდეგ ინგაც მოჰყვა. შვილები მისალმების შემდეგ მაგიდასთან დასვა ისინიც და თვითონაც შემოგვიერთდა.
-აბა, დემნა, მოყევი რა ხდება?
-დავრბივარ აქეთ-იქით. შენ რას შვრები?
-ამათ გადამკიდე როგორ ვიქნები,-გოგონებს გახედა.-დამარბენინებენ თავიანთ გემოზე. მიდით,მიირთვით.
დაძაბულობა თანდათან მეხსნებოდა, იმდენად უშუალო იყო გურამი. თავისი ხელით მომაწოდა რომელიღაც სალათი, შენ ესეთები გეყვარებაო, თუ ვეგეტარიანელი ხარ ხორცს საერთოდ მოვაშორებო. მეღიმებოდა, იმდენად კულტურული და განათლებული მეჩვენა. რუსულად წყალივით საუბრობდა, შვილებს აფხაზურად მიანიშნებდა, წესიერად მოიქეცითო და თავის ლამაზ მწვანე თვალებს არ მაშორებდა.
-ხომ დალევ?-მიმართა დემნას.-არ მაწყენინო იცოდე, ბიჭებს წავაყვანინებ თქვენს თავს.
-ცოტას დავლევ.
-აბა, რა! ინგა! მარანში გადანახული მამაშენის ღვინო ამოიტანე.-მიმართა ცოლს, მასთან მოსულ პატარა პრინცესებს ვაშლი შეაჩეჩა ხელში და აქედან მოუსვითო,მსუბუქად უბიძგა.-იქნებ არაყი გირჩევნია? შენ რას დალევ,ქეთო?-ყურს მოხვდა ჩემი სახელის მოფერებითი ვერსია. ასე მამა მეძახდა. მისი მწვანე თვალები მამაჩემისას ძალიან ჰგავდა. გულში სითბო ჩამეღვენთა, უარით თავი გავაქნიე.
-მე არ ვსვამ, მადლობა.
-მაშინ დემნას დავათრობ,ხომ არ გეწყინება?-ვითომ ჩუმად მითხრა. დემას გაეცინა და ჭიქა გაუწოდა.
-რამე გინდა?-ჩემთვისაც მოიცალა დემნამ.-ბანანი დაგიჭრა?
-თვითონაც მაქვს ხელები.-ეს აშკარად მხარზე შემომჯდარმა ირაკლიმ მათქმევინა.
-ნუ იგესლები,ცუდი სიმთვრალე მაქვს.-თვალი ჩამიკრა.
-სიფხიზლეზე უარესი ვერ იქნება.
-ანუ, ასე ფიქრობ?-წარბები შეჰყარა. პირველი სამიზნე მიზანს ჩაერჭო. მადლობა ირაკლი.
-ამ ჭიქით,-პასუხის დაბრუნება არ დამცალდა.-შენ გაგიმარჯოს ჩემო დემნა. პატივს გცემ და მიყვარხარ, მართალი კაცი ხარ!-სადღეგრძელოს საპასუხოდ წითელი ღვინო გადაჰკრა დემნამ. ჩემი თეფშიდან ძლივს გაფცქვნილი მანდარინი აიღო და უდანაშაულო მზერით დააყოლა.
-ისე...-ღვინოს ასხამდა კაცი, თან საუბრობდა.-ადიტა მაგრად მეცოდება,მაგრამ როგორადაც იქცევა, ნამეტანია. შვილი გადაავიწყდა საერთოდ.
-ბიძაშვილებთან გავუშვებ.
-ჩემთან წამოსვლა შევთავაზე,იქნებოდა აგერ,ინგა რას დაუშავებს,პირიქით. მარა,-ხელი ჩაიქნია.-გაგიჟდა ადიტა,შენთან რა უნდა,უპატრონო კი არ არისო.-მწუხარებით დაილაპარაკა. იმ დღეს კიდევ ერთი პლუსი დაიწერა ჩემგან.-ჰე,ახლა, მოყევი. როდის უნდა გავუშვათ ეს ლამაზი გოგონა?
უხერხულად შევიშმუშნე. დემნასკენ გავაპარე თვალი. ისევ მშვიდად იჯდა, ღვინის ჭიქაზე აათამაშა თითები.
-რუსებთან ირაკლი მივიდა, მოგვარდაო ყველაფერი. ახლა შენი ჯერია,-უპასუხა.
-არ არის პრობლემა. ექვსზე დავაკეტინებ, ოჯახს დაურეკე და იქვე დახვდნენ რა. ჯარისკაცები არ მოიყვანონ,მოშორებით დადგნენ, რამე ისეთი არ უნდა მოხდეს,თორემ წასვლა კი არა, ჩამოინგრევა ყველაფერი.
-არაფერი იქნება, მენდე.
-გენდობი,ისედაც იცი, დემნა. მეც შვილები მეზრდება, რა მნიშვნელობა აქვს ქართველია თუ არა? მთელი ცხოვრება წინ აქვს, დამირის ცოლობა რად უნდა?-თანაგრძნობით გადმომხედა. მიწა გამისკდა კინაღამ,ისე ვინანე წინასწარ უარყოფითი წარმოდგენა მასზე.
-დიდი მადლობა.-იმედიანი თვალები მივანათე. დანა-ჩანგალი თეფშზე დაალაგა. იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, გადაჯვარედინებულ თითებზე ნიკაპი ჩამოდო და მომიყვა ღირებული, აზრიანი, ნამდვილი ამბავი 1993-ზე.
-რაღაცას გეტყვი. ნუ მოგერიდება, რა ფორმითაც გინდა ისე მიპასუხე. არ შეგეშინდეს.-შესავალი გაუკეთა,თანხმობის შემდეგ კი დაიწყო:-გურამ გაბესკირია(ავტ. სოხუმის მერი 1992-1993 წწ.) ნამდვილი სოხუმელი იყო. 15 იანვარს აირჩიეს მერად. მასთან პირადადაც მქონია შეხება, ნამდვილი ვაჟკაცი, ერთგული და ჭკვიანი კაცი გახლდა. ომი, რომელსაც თქვენ ქართველების ეთნიკურ წმენდას უწოდებთ, ჩვენთვის დამოუკიდებლობისკენ წინსვლა იყო. რამდენად სწორი,რამდენად გამართლებული, ამაზე მოგახსენებ. ომი მძვინვარებდა, მან არ დატოვა სოხუმი. ცეცხლში გახვეული ქალაქი არ მიატოვა, როდესაც სხვები გაიძურწნენ. ტყვედ აიყვანეს. ჩვენი სირცხვილია ეს, აფხაზებმა და დაქირავებულმა ჩმ.ორებმა, მაპატიე ამისთვის, პარლამენტის შენობის წინ გამოათრიეს და უბრძანეს დაიჩოქეო. იცი რა უპასუხა?!
- Никогда в жизни! - ამოვიჩურჩულე და ჟრუანტელმაც დამიარა.
-მათთან ერთად იყო თქვენი საამაყო ჟიული შარტავა, ჩემი მოგვარე რაულ ეშბაც. გგონია ამის გამო ვამართლებ?-ჩამეკითხა კაცი.-ომი 13 თვე, 13 დღე და 13 საათი გრძელდებოდა, ქეთო. ვიცოდით რას ვაკეთებდით. მამაჩემი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, მეც ვისროდი ტყვიებს, მაგრამ გურამი...კაცი თვალწინ დახვრიტეს. ალალი, ნამდვილი ვაჟკაცი კაცი. ხმას როგორ ამოვიღებდი, მამას ვინ გაუბედავდა?-გაეცინა.
-სულ ახლახანს გადმოასვენეს ცხედრები თბილისში.-აღვნიშნე მე.-მათ შორის იყო გურამიც.
-ვიცი.-თბილად გამიღიმა.-მოლაპარაკებებში მეც ვიყავი ჩართული, უფრო დემნას დამსახურებაა ეგ. თქვენ, ქართველები...არ ხართ ცუდი ხალხი. უბრალოდ ღალატი გიყვართ. ვერ ინდობთ ერთმანეთს. არ მიწყინო, განა ჩვენსაში არ არის გამორეული ეგეთი. მე რუსების ზღაპრების არ მჯერა,-ხელი ჩაიქნია.-არც მაშინ მჯეროდა, ავტომატს ფეიერვერკივით რომ ვისვრიდი. ახლა ეს დამოუკიდებლობაა შენი აზრით? არა. საკუთარი ფულიც კი არ გვაქვს რომ მოვჭრათ, ქეთი. თუ თავისუფლებაა, რატომ ვასწავლით სკოლაში ყველა საგანს რუსულად და არა აფხაზურად? ხანდახან მგონია ნამცეცებს ვკენკავთ. აი იმის,-სადღაც გაიშვირა თითი.-მაგის გადმოსვრილ საკვებს უდაბნოში აღმოჩენილი წყალივით ვეძგერებით. არა და ამისთვის არ გვიბრძოლია...ამისთვის დავკარგეთ მშობლები, დედები, ძმები? სამაგიეროდ,-გახალისდა. ირონიულად დაიწყო საუბარი.-ჩვენს გემოზე ვპარპაშობთ. რაღაც სისულელეებს ვიგონებთ ხალხს ფული რომ წავართვათ, რუსეთს ველოლიავებით და ფეხებს ვბანთ, ამ დროს კი ჩვენი არაფერი გაგვაჩნია. ისტორიას გვინადგურებს ადამიანი და ჩვენ შევყურებთ, როდის დაგვიძახებს და გვიბრძანებს მორიგი ტაძრის, მორიგი ისტორიის თეთრად გადაღებვას.
-ქართველებს არასოდეს შეუვიწროვებიხართ, ბატონო გურამ.-ამოვილუღლუღე. დემნამ თითებზე მომიჭირა, მეც საპასუხოდ და ისე ამოვღერღე.-დღესაც უყვარხართ. დღესაც გელოდებიან. გეფიცებით,ოღონდ სურვილი გამოთქვით და მოწიწებით მოგვარდებიან. მე პატარა ვარ, შეიძლება არ მესმის და არ მახსოვს, მაგრამ ცუდად მოიქეცით, ძმა მეზობელში გაცვალეთ და ჩემი აზრით, არც არასდროს უნდა გაპატიოთ ქართველებმა ეს ლაჩრული საქციელი.-ჩემს სიტყვებს სიჩუმე მოჰყვა. დემნამ თითები მოადუნა, სულ ოდნავ გაეღიმა და გურამს გახედა.
-გაეცი პასუხი,-გაუცინა კაცს. მასაც გაეხა პირი. მიხაროდა ასე თავისუფლად რომ შეგვეძლო მასთან საუბარი და არაფრის გვერიდებოდა. იცოდა?! დამაინტერესა. იცოდა თუ არა დემნას ამბავი ამ კაცმა.
-ლაჩრები ნამდვილად არ ვართ.-ნიშნისმოგებით დამიბრუნდა პასუხი.-ანდა...შეიძლება ვართ კიდეც, არ ვიცი. რამის ტ.რაკი რომ გვქონოდა, მარტო შეგებძოლებოდით და არა რუსების დახმარებით. შეიძლება, კი ბატონო, მართალი ხარ. და თქვენ...?-თვალები გამისწორა. მეგონა პირდაპირ ჩამხედა ყველაფერში ისე გამჭოლი მზერა ჰქონდა.-თქვენ რა გქვიათ...ხალხს რომელმაც გამსახურდია გაიმეტა, რა სახელი უნდა დაარქვა, ქეთო?-ტაომ დამაყარა. ისეთი სევდით მკითხა, ისეთი ტონით, მეგონა ერთი სიცოცხლე დამიმთავრდა.-გითხარი, ზღაპრების არ მჯერა და არც მისი თვითმკვლელობა დამიჯერებია. ჩემსავით ფართოდ რომ გაეხილათ თვალები აფხაზებს და ცოტა დრო წიგნისთვის დაეთმოთ, ახლა გროშების გადმოსაგდებად არავისთან ხვეწნა დასჭირდებოდათ.
-ილორი გადაღებეს.-ამოვიოხრე.-რატომ აძლევთ ამის უფლებას? მერე რა რომ ქართული წარწერებია, ეს თქვენი საგანძურია, თქვენი საკუთრება და არა მათი.
-თვალებს გაახელენ ფართოდ, წიგნს გადაშლიან, გაიხსენებენ, გაიაზრებენ და მერე აღარ მისცემენ უფლებას. თუმცა „მერე“ გვიან იქნება. შერჩებათ უვარგისი რუბლი, დამპალი ტურიზმი და ობმოკიდებული ლენინის ცხედარი.
გამეღიმა. თვითონაც, მერე დემნას გადახედა და ჰკითხა:-როდის გავუშვათ ეს ჭკვიანი ქალბატონი?
-გადაივლის ეს ამბავი და წავიყვან. მანამდე შენ მოაგვარე. ადვილი არ არის,ვიცი რასაც გთხოვ.
-მისთვის გავაკეთებ.-მზერით ჩემზე ანიშნა.-და შენ გამოც. ვხედავ უმნიშვნელო არ უნდა იყოს შენთვის.-წამიერად სიჩუმე ჩამოწვა. გურამმა კი ომახიანად შემოგვძახა, დავლიოთო და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
განათლებული, ჭკვიანი, ინტელიგენტი და ნაკითხი კაცი იყო. მსიამოვნებდა მისი მოსმენა.
ცოტა ხნის შემდეგ, ერთ-ერთი პატარა ქალბატონი დემნასთან მოვიდა,ჭყიპინ-ჭყიპინით გაუღიმა. გურამმა შვილს თვალები დაუქაჩა,დაიკარგეო,მაგრამ გოგონამ მუხლზე თავი დაადო დემნას და ქვევიდან გაუღიმა.
-რა საყვარელი ხარ,-შემთვრალმა დემნამ კალთაში ჩაისვა. კოსად შეკრული თმა ჩამოუშალა(ჰო), ლოყები გაუწელა და ჩემკენ მოახედა.-მოგწონს?
-ძალიან ლამაზი ხარ.-მითხრა პატარამ. ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა, მე გამეცინა და თითები დავუკოცნე.
-შენც პრინცესა.
-ვაიმე, სულ გათამამებული მყავს.-ხარხარით აიყვანა გურამმა შვილი.-ამ ასაკში შვილი რომ გეყოლება,გაათამამებ რას იზამ აბა.
-ძალიან საყვარლები არიან.-თბილი ღიმილით მიპასუხა,შემდეგ ისევ ჩამოასხა ღვინო. ხასხასა წითელი ფერის ალკოჰოლი წყალივით დალიეს. შეთვრნენ, იხუმრეს, ცოტაც სერიოზულად ილაპარაკეს და მე განაბული თვალებით შეცქეროდი მათ. დემნა სულ სხვანაირი იყო... მაინც არ კარგავდა თავის სერიოზულობას, მორჩილად სვამდა, ჭიქას ციტრუსს აყოლებდა და არ ეზარებოდა ყოველ ჯერზე ჩემთვისაც შემოეთავაზებინა. უსაზღვროდ საყვარლად მექცეოდა.
-რამდენს სვამ?-ვკითხე, როდესაც გურამი ისევ მარანში გავიდა ამოსატანად. ინგაც თეფშ-თეფშზე გვიცვლიდა, ცხელ-ცხელი კერძები შემოჰქონდა და პატარებსაც აქცევდა ყურადღებას.
-მერე რა?-გაეცინა. თავი სკამს ჩამოადო და გვერდიდან გამომხედა.-ნუ გეშინია,არაფერს დაგმართებ.
-არც მეშინია.-მსუბუქად გავუცინე.
-ტვინი გამოგილაყეს,ხო?-მკითხა უეცრად. წარბები შევკარი.-არა, ჩემი დისგან არაფერი მიკვირს. მაგან მთელი ცხოვრება საწინააღმდეგო უნდა მელაპარაკოს. დათოსი ხო ისედაც,შენი პირადი მცველია.
-და ირაკლი?-ჩავეკითხე.
-მაგის გაფუჭებული ხარ შენ.-მე რომ მიყვარდა ისე გამიცინა.-ვხედავდი სამივე რომ შემოგესია სვავებივით. ჩემ წინააღმდეგ დაგგეშეს.-უკვე ხმამაღლა იცინოდა. შემდეგ გამისწორდა, ჩემი სკამი თავისთან მიაჩოჩა. კულულები თითებზე დაიხვია.
-არც კი მჯერა, რომ გიშვებ.-იდაყვით ჩემივე სკამს დაეყრდნო.-და არც ის, შენ რომ მიდიხარ.
-მაქვს მიზეზი საპირისპიროს გაკეთების?-ესეც ირაკლიმ მათქმევინა.
-მოგცე?-ჩაეღიმა. თმაზე მაკოცა და სიმთვრალისგან ამღვრეული თვალებით ამათვალიერა.
-მთვრალი ხარ.
-სამაგიეორდ შენ ხარ ფხიზელი.-თავი მომიახლოვა, სულ ოდნავ შემახო ცერი ტუჩებთან. თავი გავწიე, ხელებით პერანგის კიდევ ერთი ღილი გავუხსენი და მოშიშვლებულ კისერზე მოვეფერე. (ჭირსაც წაუღიხართ,სამივე!)
-სიმთვრალით ნუ სარგებლობ,-ჩაეცინა. უფლება მომცა ის გამეკეთებინა,რაც მინდოდა.
-იცი, რა მიყვარს ყველაზე მეტად?-ვკითხე. ნერვებისმომშლელად ავუთამაშე თითები კეფაზე. ნელა წავიღე თმისკენ და მასში ავხლართე.
-ჩემი ნერვებზე აშლა.
-ეგეც,მაგრამ.-გამეცინა.-აი...-საჩვენებელი თითით ყელზე გამუქებულ არტერიას დავუყევი. ერთ ადგილას გავაჩერე, თვალებში ჩავხედე და იქ,სადაც აჩქარებული გულისცემა იგრძნობოდა,ვაკოცე. ჟრუანტელმა დაუარა. გაფართოებული თვალებით დამაშტერდა და დაახამხამა. ხელის ზურგით წვერს ავუყევი, ლოყაზე ავუსვი და საფეთქელთან მივუტანე საჩვენებელი თითი, ისე როგორც თვითონ მიკეთებდა.-მე აქ ვარ, ხო?-მსუბუქად მივუკაკუნე. გაეღიმა... ამღვრეული სფეროები მომანათა, გადმოიხარა და ლოყაზე ძლიერად მომაწება ტუჩები.
-ხარ. მაგრამ თანდათან სხვაგან მიდიხარ,ქეთი.-ჩუმად ამოიჩურჩულა. წვერით გამეხახუნა,შემდეგ კი გურამმა ჩაახველა. ელდანაცემივით მოვშორდით ერთმანეთს. დემნამ ფეხით გამისწორა სკამი, თვითონ იდაყვები ჩამოდო მაგიდაზე და გაშტერებულ კაცს გაუღიმა.
-მაპატიეთ,-აღმოხდა კაცს.
-მიდი რა, დაასხი.-ჭიქა გაუწოდა დემნამ. უხერხულად გავიხედე სხვაგან. შემდეგ ბოდიშის მოხდით წამოვდექი და იმ წამს შემოლასლასებულ პრინცესებთან ჩავიმუხლე. იმდენი ჩამეხუტეს კინაღამ გამჭყლიტა ერთ-ერთმა. ლამაზი, ვარდისფერი კაბებით პოდიუმზე გამოვიდნენ, ცეკვაც მაიძულეს, სახლიც დამათვალიერებინეს და ეს უკანასკნელი კისკისით გამოაყრუეს.
ამასობაში,მორიგი ბოთლი ღვინო დაიცალა. გურამი წაეპოტინა დემნას, ისეთ ლიქიორს მოვიტანო ახლა (მამაჩემი გამახსენდა),მაგრამ ოსტატურად გამოგლიჯა ხელი. ჩემი ქურთუკი წამოაყოლა და საკუთარ პიჯაკთან ერთად შემაჩეჩა ხელში.
-შენ!-ფეხზე ძლივს მდგარმა მასპინძელმა დაცვას დაუძახა.-ესენი წაიყვანე სახლში. უსაფრთხოდ,თორემ ვერ გადამირჩები!
-ახლავე.-ცოტა დაიზაფრა ბიჭი,სწრაფად წავიდა მანქანის მოსაყვანად. ინგამ მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის, პატარა ჭინკებიც მომეხვივნენ და მთხოვეს,კიდევ მოვსულიყავი. მასპინძელმა ორივე ხელი დამიკოცნა, გულში ჩამიკრა.
-სიტყვას გაძლევ,პრობლემა არ იქნება შენი გაშვება. და თუ რამე, მერე, სადაც იქნები, შეგიძლია უბრალოდ დამირეკო.-თვალი ჩამიკრა, შემდეგ დემნა შვილივით ჩაკოცნა და მე ჩამაბარა. უკანა სავარძელზე მოვათავსე,თვითონაც გვერდით მივუჯექი და მისი პიჯაკი წინ გადავაგდე.
-იცი რამდენად ვიყიდე?-გააპროტესტა. გაიშხლართა და ფეხები კინაღამ თავზე დამაწყო.
-გაწიე!-ქუსლიანიც ვუბიძგე ოდნავ. წელში გასწორდა, ამჯერად ნამდვილი ინტელიგენტივით მომიჯდა და ზევით გაქცეულ კაბას დააშტერდა. უცებ წავატანე ხელი, გავისწორე და მრისხანე თვალები ვესროლე გვერდით მჯდარ ხამს.
-მე რომ არ გეყოლები, ვის გააწვალებ,ძალიან მაინტერესებს.-დაფიქრებულმა ვუთხარი. ამ სიტყვებზე უკმაყოფილომ შემომხედა, თუმცა მაინც მიპასუხა.
-დარმწუნებული ხარ რომ არ მეყოლები?-წარბები აათამაშა.
-ასი პროცენტით.-თავდაჯერებულმა მივუგე. არ მოეწონა ჩემი პასუხი. გადმოიხარა, მეგონა ჩემზე დაიძინებდა და თვალები ვჭყიტე,თუმცა მან უბრალოდ ფანჯარა ჩამოსწია და სუფთა ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
-შავი ფერი გიხდება.-ისევ აუწია ფანჯარას. გასწორდა.-მოკლე კაბებიც.
-ყოველთვის სხვა გასწრებს კომპლიმენტის თქმას, იგვიანებ.
-მაგრამ შენ მაინც ჩემსას ელოდები.-თვიკმაყოფილს ჩაეცინა.
-ისედაც ვიცი როგორიც ვარ. შენი თქმა არ მჭირდება.-თვალი ჩავუკარი.
-ისინი ვერ გადამირჩებიან. დაგიგრძელეს ენა.
-შენ მანამდეც ეგრე ფიქრობდი.-აღვნიშნე.-და მოუსვენარიც ვიყავი,გახსოვს?-გულიანად გადაიხარხარა ამაზე. შემდეგ ერთიანად ჩამოერეცხა ღიმილი. აემღვრა. მოუღრუბლდა და ათასი ჯანდაბა. ღვინოსგან არეული თვალებით შემომხედა, თმას წაავლო ისევ ხელი და თითებში ახლართულს აკოცა. ქვევიდან ამოიხედა, მთლიანად მაგრძნობინა ემოცია და მაინც მაიძულა შეკავებული კანკალი სუნთქვასთან ერთად ამომეშვა. ვაკონტროლებდი, მთელი დღე თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდი,მაგრამ მაინც იმ ერთმა გადაწყვიტა.
-რა მოხდა?-ვკითხე,როდესაც ქუთუთოები დაუმძიმდა.
-მეძინება...-ამოიჩურჩულა და ავტომობილიც გაჩერდა. წინ დაგდებული მისი პიჯაკი ავიღე, გადმოვედი და გვერდით დავუდექი. ბიჭებს უთხრა ჩვენი მძღოლი სახლში დაებრუნებინათ, ამ უკანასკნელის გამოწვდილი გასაღები ხელში შეაჩეჩა რომელიღაცას.
-ქეთ,-ხელკავი გამიყარა.
-ჰო.-კარი გამოვაღე. ნივთები იქვე დაყარა, მისაღებში საეჭვოდ ჩამქრალ სინათლეს თვალი შეავლო და ისევ მომიბრუნდა.
-უნდა დამაწვინო,-გაეცინა. კიბეებს აუყვა ჩემთან ერთად. ოთახამდე მივაცილე,შიგნითაც შევიყვანე და ლოგინზეც დავაგდე, მაგრამ მაჯაზე ჩამავლო ხელი და გამაჩერა.
-ჩემთან დაიძინე.
-არა!
-უბრალოდ დაიძინე,ქეთი.
-არა-მეთქი. თან ანა და ისინი სად არიან,ვნახავ.
-ძინავთ მაგათ. შენც დაიძინე,-მომქაჩა,მის სხეულს დავეცი და ყრუდ ამოვიკვნესე.-უბრალოდ დავიძინოთ.
-იცოდე..
-ვიცი.-გაეღიმა.-ეს პერანგი გამაძრე. შენ შეგიძლია ჩემი მაისური ჩაიცვა.
-თითიც რომ მახლო...
-თუ გინდა,შენებური „საზღარი“ გააკეთე.-მისმა დათმობამ გამახალისა. ქვევით მწოლიარეს გავუღიმე,ძლივს ავბობღდი მისი სხეულიდან და პერანგის ღილები გავუხსენი. წელში გასწორდა. შიშველი სხეული ურეაქციოდ დავტოვე. ფეხზე თვითონ გაიხადა. მაინც ადგა, კარადიდან თავისთვისაც გადმოიღო ტანსაცმელი და მეც შემაჩეჩა მაისური. სააბაზანოში გავიდა, იქ გამოიცვალა, ყველანაირი კომფორტი შემიქმნა და უკვე დაბრუნებულს ლოგინზე რომ დავხვდი,თან ბალიშებს შუაში ვტენიდი,ხმამაღლა გაეცინა.
ჩემი ნერვების მოსაშლელად პირდაპირ „საზღვარს“ დაადო თავი. ხელიც პროვოკაციულად ედო. ზურგი ვაქციე, საბანი მჭიდროდ გადავიფარე და გონებაში გავიღიმე,ასე ძალიან რომ უჭირდა კონტროლი.
-რა არ გასვენებს?-ვკითხე, როდესაც ტრიალს ვერ მოეშვა.
-ჩამეხუტე.
-დემნა...კარგი რა.
-ისე ვერ დავიძინებ.
-რას იგონებ? გავალ იცოდე.
-მერე რა, მეც გაგყვები.
-რა ენაწყ.ლიანი ხარ დღეს,რა გჭირს?-გამეცინა. მისკენ მივბრუნდი და ამაღლებულ ბალიშებზე გადაწოლილს ქვევიდან გავუღიმე.
-დღეს ნასვამი ვარ.-თქვა,თან „საზღვრები“ მოშალა. ქვევით მიაგდო, ჩემი სხეული თავისკენ მისწია და ცხვირით ყელზე გამეხახუნა.
-ხომ გითხარი...
-არ მესმის,-ჩაიდუდღუნა. ხელი მაგრად მომხვია. გავიბრძოლე,მაგრამ გამაჩერა და მითხრა.-იცი, მე რა მიყვარს ყველაზე მეტად?
-ხელების ფათური. - ჩავაკვეხე.
-აშკარად.-გაეცინა.-შენი უბრალოება. სინამდვილე. გრძელი ენა. და შენი თმა. არ შეიკრა არასდროს და შეჭრაა..ღმერთო,არ გაბედო.-ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. მუცელზე მჭიდროდ შემოხვეული ხელი მოვადუნე და მის თითებს ჩავეჭიდე.
-შენ რას შემისრულებ?-ჩურჩულით ვიკითხე.
-ნებისმიერ რამეს.-რა მორჩილი იყო ნასვამი.
-ბანანი არავინს დაუჭრა ხოლმე,-ამაზე გადაიხარხარა.-და..
-ფეხები არ დავბანო?-ჩამეკითხა.
-ეგეც შეიძლება.-იდეა მოვუწონე.-და...თმაზე არ აკოცო არავის.კარგი?
-შენ - მხარზე.
-ყელზე! - კატეგორიული ხმა მქონდა.
-თითებზე. ამაზე გავაფრენ იცოდე.
-რა სულელი ხარ,-გამეცინა. კომფორტულად მოვთავსდი, ხელი თვითონ შემოვხვიე და თავი მკერდზე დავადე. არეულ თმაში შემოასრიალა თითები, ფეხები ჩემსაში ახლართა და დაიჩურჩულა:
-დარჩი ჩემთან, ქეთო.

დაგვეძინა.

.

ოჩამჩირე - ქართული ნაშთების მკრთალი სურათები გამოისახა ფანჯრიდან. ყველგან გაფანტულია ძველი კულტურის ნანგრევები და კვალი ქართული სულისა. უკან მოიტოვა მგზავრობამ დამწვარი, ომის დროს გადაბუგული სახლები. უპატრონოდ მიგდებული, მოუვლელი, სურო მოდებული ეზოები. ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ცეცხლი ეკიდა იქაურობას. არ ჩანდა, არ ეტყობოდა ალი, მაგრამ შინაგანად იწვოდა ოჩამჩირე ჩემს თვალში. სუნთქვა ჰქონდა შეკრული, დახმარებას ითხოვდა და დამწვრობის გამო ღრიალებდა. გავაცნობიერე რა დიდი დანაკარგი იყო იქაურობა. რა პარადოქსი იყო საკუთრებასთან მიახლოების უფლებაც რომ არ მქონდა. არ შემეძლო ცეცხლის ჩაქრობა, არ შემეძლო დახმარება...
ორმოცდათხუთმეტი დღე გავიდა რიწის ღამიდან. ორმოცის მსგავსი რიტუალი უნდა ჩაეტარებინათ ოჩამჩირეში, მოხუცის ბავშვობის სახლში და იმ უზარმაზარ ეზოში სეფა უნდა გაეშალათ - რვაასკაციანი. საბედნიეროდ, არ წვიმდა. ნოემბრის მიუხედავად, მზე აცხუნებდა და თბილოდა. იმ ადგილას, სადაც მე ვიყავი ქალაქი ზუგდიდი 61 კმ-ზე მდებარეობდა, უფრო ნაკლებზე კი - ბებიაჩემის სახლი.
ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის ქედებამდე ზღაპრული პეიზაჟი გადაშლილიყო. ავტომობილიდან ფეხის ჩადგმისთანავე თვალები ამიჭრელდა, სულელივით გამეღიმა სილამაზის დანახვაზე. ოჩამჩირე არის ადგილი, სადაც ბუნებამ უხვად დაიბერტყა მაღლიანი კალთა. მარადმწვანე ხეებითაა შემოსილი მაღალი ქედები და მთები, უფრო შორს კი - შერეული ფოთლოვანი ტყეებით, ღრმა ხეობებით, ვაკე-ბორცვიანი ზონითა და სამურზაყანოს დაბლობებით. ვენახებისა და ვარდების მხარეა . . .
ამ ფრიად საინტერესო და არაჩვეულებრივ ცერემონიაზე მე და ანა ირაკლიმ წამოგვიყვანა. დემნა ბოლო პერიოდი სახლშიც კი არ მოდიოდა, ძირითადად რაინასთან იყო, ამიტომ ერთი კვირის უნახავი მყავდა. როცა ჩვენ მივედით, ადამიანები უკვე სხდებოდნენ. გაშლილ ველზე ხეშეში, ლურჯი ბრეზენტი გადაეფარებინათ და მის ქვეშ მოექციათ უსასრულო სიგრძის მაგიდები. ქალები ირეოდნენ, თეფშებს ალაგებდნენ და დამსხდარ კაცებს ცხელ ღომსა თუ ჯურჯანს მორჩილად უდებდნენ გამოწვდილ თეფშზე.
მეგრული სამზარეულო, მეგრული წესი და ვითარება უხეშად მომხვდა. თხუთმეტდღიანი გადაწევით არ შეიცვლებოდა ქართველების უარმყოფელი აფხაზების პლაგიატობა. მეორე სართულზე, სადაც ადრე მიცვალებული ესვენა ამჯერად მაგიდა ჩაედგათ შუაში, თხის ფიტული შორიდანაც ჩანდა. საჭმელი ელაგა, მდიდრულად მოერთო ვიღაცას. საკურთხი... მხოლოდ ნათესავები და ოჯახის წევრები ადიოდნენ, დაფშნულ სანთელს სუფრას გადაატარებდნენ, ქვევით დადებულ ნაკვერჩხალს შეურევდნენ და ბოლოს, თეფშზე კოხტად მილაგებულ პურს წითელ ღვინოს, წყალსა და არაყს დაასხამდნენ. ნათესავების გარდა სხვას არ ჰქონდა უფლება. არ იყო ისე, როგორც ჩვენთან - ყველა რომ იღებს ამ რიტუალში მონაწილეობას, ან რომც ყოფილიყო, რვაასი კაცი როდის მორჩებოდა?
-დემნას ყველგან რთავენ ნებას.-მამცნო ანამ, თან მიბიძგა სეფაში შესვლა.
-სადაა? ვერ ვხედავ,-ამოვილაპარაკე და ბრბოში მისი ძებნა დავიწყე.
-დაგვინახავს და მოვა. ვიღაცას ელაპარაკებოდა წეღან.
„დუმახვინჯაფალმა“ ( მეგრ. ანუ ვინც სტუმრებს შესაფერის ადგილს ანიჭებს, მეგრულად უფრო ზუსტად ჟღერს) მიგვითითა სადაც უნდა დავმსხდარიყავით, თვითონ კი თავისი საქმე განაგრძო. მოგრძო, თეთრი ქაღალდით გადაფენილ ფიცარზე დავსხედით. ზედ დაგვტრიალბდნენ სტუმრები, ვიწრო გასასვლელბში ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ და საბოლოოდ, ყველა სტუმარი დაბინავდა.
პირისპირ მდგარ მაგიდასთან დათო ირაკლისთან ერთად თვალს გვიკრავდა. შორიდან მივესალმე, თვითონ ჭიქა აგვიწია. მალევე კი მასთან დემნა მივიდა, დაიხარა, ბიჭებს რაღაც უჩურჩულა და მათ მზერას თავისი გამოაყოლა. ერთი კვირის უნახავმმა წამით შემავლო თვალი, მერე ისევ დაიკარგა.
-საცივი არ გინდა?-ჩამეკითხა ანა.
-ღომი გამოართვი რა.-ვუთხარი და ჩამოსარიგებლად მოსულ ქალზე ვანიშნე.
ნამდვილი საქართველო ვიგრძენი იმ წამს.
ტრადიციები, წესი, სუფრა, „საცივი“..

რაინასთან მივედით, ქვედა სართულზე დივანზე იჯდა. დემნა ელაპარაკებოდა რაღაცას დამდგარი,თან სიგარეტს ეწეოდა. შესვლისთანავე ადგა, სახე გაუბრწყინდა და ორივეს ერთდროულად ჩაგვეხუტა.
-როგორ ხარ?-ვკითხე,თან ცრემლები მოვწმინდე.
-აი, როგორც მხედავ.-მხრები აიჩეჩა.-შენ? ყურადღება მოგაქციეს, ისხედით?-მომაყარა კითხვები. კიდევ ერთი მსგავსება...
-კი, კი, დამშვიდდი.-ანამ შეაშველა სიტყვა.
-შენ მალე მიდიხარ, ხო?-მომიბრუნდა რაინა.
-ჰო.-დემნამ უპასუხა ამ შეკითხვას.
-თუ გინდა ბიძაჩემს დავურეკავ, დემნა?
-არა. გურამი მოაგვარებს.-ისევ იგივე ტონით უთხრა, თავზე გადაუსვა ხელი და გვერდით მიუჯდა.
-მე ხვალ მივყვები ჩემებს.-ამოილუღლუღა.-შენთან რომ დავრჩე, რა იქნება?
-სულ ჩემთან არ ხარ?-გაუღიმა დემნამ.-მოგაკითხავ, ისე არ დაგტოვებ, ხომ იცი.
-ვიცი, მაგრამ..დედაჩემი ბიძაშვილებთან წასვლაზეც ძლივს დავითანხმე, შენზე რომ ვუთხრა წარმომიდგენია..
-არავის ნებართვა არ მჭირდება, რაინა. როცა მინდა მაშინ წამოგიყვან და მაშინ გინახულებ.
-მიყვარხარ..-ცრემლიანმა ამოიდუდღნა და გულზე მიეხუტა.

გარეთ გამოვედი. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და ჩემკენ მომავალ გურამს დაუფარავი ღიმილით მივესალმე. შვილივით ჩამიკრა გულში, თავზე მაკოცა და ჩემს მზერას თვალი გააყოლა.
-ბედიის სამონასტრო კომპლექსია, რასაც უყურებ.-ცნობისმოყვარეობა დამიკმაყოფილა. ბაგრატ მეფის სასახლის კარის ეკლესია გადმოჰყურებდა კრიმინალი კაცის სულის მოსახსენიებლად გამართულ ღრეობას.-შენ სადაური დადიანი ხარ, ქეთი?
-მამაჩემი ჭუბურხინჯში ცხოვრობდა, ახლა თბილისში, მაგრამ მანამდე ენგურს გაღმა პირველი სახლია, რუხში. რატომ?
-შენი კოლხეთი, ანუ სამურზაყანო მუდმივი წინააღმდეგობის საბაბი იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის: ორივე პრეტენზიას აცხადებდა. Самурзакан – вечное яблоко раздора между Шервашидзе и Дадиани. ერთიც და მეორეც ეპოტინებოდა და ჩემობდა ამ პროვინციას და ყველაზე მეტად იჩაგრებოდა ხალხი, რადგან მთავრები არავითარ ძალადობას არ ერიდებოდნენ მის შესანარჩუნებლად. საცილობელი რაიონი იყო მაშინაც და დღესაც...
-დაიწყე ლექციები?-დემნა ამოგვიდგა გვერდით. მანაც ააყოლა თვალი შორს აღმართულ მთა-ბორცვს და მის თავში ბაგრატ მეფის განსასვენებელს. შემდეგ ანიშნა გააგრძელეო და მეც სმენად ვიქეცი.
-იცი რატომ ეწოდა „სამურზაყანო?“-ეშმაკურად გადმომხედა, უარის შემდეგ დემნას ახედა. მან უპასუხა ამ შეკითხვას.
-მე-18 საუკუნის 50-იანი წლებიდან მდინარე ენგურისა და ლაღიძგას შორის ტირიტორიის ერთ-ერთი მფლობელის, მურზაყან შერვაშიძის პატივსაცემად.-თქვა და ვიღაცამ დაუძახა, ბოდიშის მოხდით გაგვეცალა და მოშორებით დადგა ვიღაც კაცთან.
ვუყურებდი მას. შავებში ჩაცმულ კაცს, რომელმაც მიხსნა, რომელმაც გადამარჩინა და რომელიც,ღმერთო, მიყვარდა.
-ერთდაერთი ნათელი წერტილია დემნა.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე. თვალი შეავლო უცხო კაცთან მოსაუბრეს და მე მომიბრუნდა.-აი, არ მინდა უხეში შედარება...არც გადაჭარბებული,მაგრამ, მგონია ამით უფრო გაიგებ ვინ არის იგი სინამდვილეში.
-აბა, ვინ?
-საერთოდ,ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა. მცდელობაც მქონდა მესწავლა ენა, თუმცა,-ხელი ჩაიქნია.-მამაჩემი არ მაძლევდა უფლებას. სამაგიეროდ, თარგმანებს ვკითხულობდი და ახლაც. ძირითადად დემნა მამარაგებს,-ისევ გაეცინა.-ალუდა ქეთელაურს ვამგვანებ მას. შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მართლა. მასშიც მოხდა ეს ფერისცვალება, შინაგანი ცვლა და ხანდახან მგონია, რომ ის რაც შეემთხვა,შეემთხვა იმიტომ, რომ თბილისმა ვერ დაიტია მისი სიდიადე. არ არის წმინდანი, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ აქვს რაღაც ისეთი,რაც არავის აქამდე არსად. არც ალუდაა, არც ვინმე სხვა, ის საკუთარი თავია და სწორედ ამიტომ არის ძნელად მართვადი. დაუმორჩილებელი, ხისტი, თუმცა... სულ სხვა-ნაირი.-სიტყვა ვერ ვთქვი. დადუმებული მივაჩერდი ჯერ მას, შემდეგ ჩვენკენ წამოსულ დემნას და მის ნაბიჯებს. მართლაც ნათელი წერტილი... ამდენ სმოკინგიანებში შავი ჯინსითა და უბრალო გრძელმკლავიან მაისურში გამოწყობილი, თავისი ამაყი და უხეში მზერით გამოემართა და თან გამოიყოლა სხვების ინტერესიანი თვალები. უცქერდნენ როგორც უცხოს, როგორც შეუფერებელს აქაურობისთვის და როგორც პატივსაცემს. იმედიანი თვალებით შეცქეროდნენ, თითქოს ის ყოფილიყო უკანასკნელი ვისაც რამის შეცვლა შეეძლო. გამეღიმა... ქალების ჩურჩულის, კაცების რიდის შემყურეს გამეცინა და გურამს თავის დაქნევით დავუდასტურე ნათქვამი.
-ავიდეთ?-მხარი გამკრა გურამმა და იძულებული გავხდი დემნასთვის თვალი მომეშორებინა. მან ამაყად მოცქერალ ტაძარზე მიმანიშნა.
-მართლა?-გაკვირვებულმა ავხედე.
-ჰო, აბა? დემნა, გამოუშვებ თუ წამოგვყვები?-მას უბრალოდ გაეცინა, თავი დაგვიქნია და წინ წასულებს უკან მოგვყვა.
ვერ ვიჯერებდი, რომ აფხაზი გურამი ბედიის მონასტერში ამიყვანდა. ადგილებს, რომელბსაც ადრე ინტერნეტით ვათვალიერებდი ახლა ცხადად ვიხილავდი. წესით ბედნიერება უნდა მეგრძნო, მაგრამ ეს უფრო ტკივილი იყო. გურამის დაცვის წევრსს ჩავუსხედით ავტომობილში, გურამი წინ მოთავსდა. დემნა გვერდით მომიჯდა და მითხრა:
-ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო.-ჯერ ვერ მივხვდი რა მითხრა,შემდეგ კი გავაცნობიერე. რა თქმა უნდა, ან თეთრად გადაღებილი დამხვდებოდა ან პირუტყვის სადგომად ქცეული. თუმცა მე არც კი ვიცოდი, როგორი იყო ადრეც.
-უპატრონოდაა?
-საშინელებაა, ქეთი.
მეგონა მომზადებული ვიქნებოდი. მეგონა გავუძლებდი ამ გამოწვევას და უემოციო სახე მექნებოდა, მაგრამ სულ ტყუილად.
ბაგრატ მეფის სიდიადის განმსაზღვრელი ტაძარი, რომელიც არათუ ჩამოუვარდებოდა ბაგრატის ტაძარს ქუთაისში, არამედ მნიშვნელოვნად აჭარბებდა ახლა მიტოვებული, სასოწარკვეთილი და ცრემლნარევი იდგა. „ვისაც გენებოს სიდიადე და სიმდიდრე ბაგრატ მეფისა განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“ (ვახუშტი ბაგრატიონი). გამახსენდა და სიმწრისგან გამეღიმა, თვალები ამემღვრა და ავტომობილიდან ძლივს გადავედი.
სამონასტრო კომპლექსის ცენტრში ბედიის ტაძარია. მთის ფერდობზე, ვაკე ადგილას არის აშენებული, სამი შესასველით და ვიწრო გვერდითი ნავებით. მონჯღრეული გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლებს. ფასადები კარგად გათლილი ქვისაა, თუმცა ჩამოღრეჯილი, წაშლილი და შეურაცხყოფილია. არც კი უცდიათ შეღებვა, ქართული კვალის წაშლა, ისედაც განადგურებული იყო და იმიტომ.
გრძელ და ფართე მინდორს დავუყევით.
-თურმე ბაგრატ მეფეს აქ მოგზაურობისას თავსაბურავი გადავარდნია,შემდეგ უპოვია და უთქვამს ბედი მქონიაო. ამიტომაც ჰქვია ამ ადგილს ბედია.-მიამბო გურამმა. თვალი მოვავლე იქაურობას. დასავლეთის მხარეს მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლეა დღემდე მოღწეული, აქვეა მე-14 საუკუნის სამრეკლოს ნანგრევები. არც ჭიშკარი, არც რამე შემოკავებული არ ჰქონდა საწყალ მონასტერს. იდგა თავისთვის, უპატრონოდ და ჩვენს დანახვაზე ერთიანად გაეღიმა. ადრე მსგავსი რამ არასდროს მიგვრძნია. უსამართლობა ყელში გამეჩხირა.
-რას ჰგავს აქაურობა?-აღმომხდა მე. თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით და ნელ-ნელა ცრემლიც მდიოდა.
-იმას, რასაც დაამგვანეს.-მიპასუხა გურამმა. ეკლესიაში შედგა ფეხი და მომლოდინე თვალებით შემომხედა.
-მიდი, ქეთ.-მიბიძგა დემნამ. ხელი ნაზად მომხვია წელზე და მაიძულა, გეფიცებით არ მინდოდა იქ შესვლა,უბრალოდ მაიძულა და ფეხი შემადგმევინა.
რას ჰგავდა?
ქართული კვალი იყო. აშკარად. ბაგრატ მეფის ფრესკას მხოლოდ თავი მოუჩანდა, შელახული იყო ყველანაირად. კედლებზე ლურსმნით ამოეფხრიჭნათ რაღაც სულელური სიტყვები, ამაზრზენი ასოები და წმინდანების განსასვენებელი შეულახავათ. საფლავის ქვები დამტვრეული ეყარა, ვერ გაიგებდა რომელი რომლის იყო. კედლებს მაინც ამშვენებდა ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერები, ხატები და ფრესკებიც გაირჩეოდა ალაგ-ალაგ.
ბედია არის ადგილი, სადაც ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი და ლურსმნები, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, ინახებოდა. ასევე, მარიამ ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც ბაგრატ მეფის მეუღლემ საბერძნეთიდან ჩამოიტანა. ყვირილი მომინდა... რატომ მანახა? რატომ წამომიყვანეს?
-აი, შეხედე,-ამოიჩურჩულა გურამმა. ბათქაშაცვენილ კედელს თითებით მოეფერა და ძირს დაიხედა.-შენი მეფის საფლავი...
იქ მართლაც იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, საამაყო ბაგრატ მესამის საფლავი, მაგრამ როგორი? ცარიელი.
ამოეთხარა ვიღაცას. გეფიცებით,ცარიელი იყო. არც ნეშტი, არც რამე კვალი.(ავტ.სინამდვილეა. ვიდეოკადრებიც არსებობს, უბრალოდ ამაზრზენია) ამოთხრილი ოთხკუთხა ნაწილი და ცარიელი.... წამოვიკივლე, სარესტავრაციოდ გამზადებულ ხარაჩოს დავეჯახე და დემნამ ხელი შემაშველა.
-წამიყვანე...-ხმა წამერთვა. ყველაფერი დამიბნელდა გარშემო, იმდენად იმოქმედა.-დემნა, გამიყვანე, გეხვეწები.-ჰაერში ამწია, ნანგრევებს გადაახტა და გარეთ გამომიყვანა.
-ეს რა იყო? ღმერთო, ეს რა არის?-დავიყვირე. ცრემლები შევიმშრალე და ბოლთის ცემა დავიწყე.
-ილორზეც წაგიყვან, გინდა?-შემომთავაზა გურამმა. დენდარტყმულივით გავხედე. მას უბრალოდ გაეღიმა.
-თქვენ რა გსიამოვნებთ ამ ყველაფერს რომ მაყურებინებთ?-მისკენ გავიწიე, თუმცა დემნამ ხელი შემიშალა.-რა მიზანი გქონდათ? მეგონა, გული შეგტკიოდათ ამაზე! რატომ იცინით,გურამ? რა არის სასაცილო, რა?
-გეყოფა,ხო?-ზევიდან დამაშტერდა დემნა. მის მკაცრ თვალებს ჩემი აწყ.ლიანებული შევაგებე, ხელი უხეშად შევუშვი.
-რა მეყოფა?-კინაღამ ჩავიკეცე.-ხედავ მაინც რას ჰგავს აქაურობა?-მან უბრალოდ თავი გადააქნია. ჯერ მას მივაჩერდი,შემდეგ მომღიმარ გურამს და სირბილით გავეცალე საბედიანოს.
-თუ დაბრუნებას გადაწყვეტ,-უკნიდან მომესმა გურამის ხმა.-თუ გადაწყვეტ, გეცოდინება რისთვის მოდიხარ. გეცოდინება, რასთან მოგიწევს გამკლავება, ქეთი. აი ეს მიზანი მქონდა, მეტი არაფერი.
.

ოქტომბრის და ნოემბრის გასაყარი დღეები იყო. პირველივე დღიდან აცივდა. სხეულის გარეშე დარჩენილ სულს დაემსგავსა სახლის ეზო. სულ წვიმდა. სევდის სუნი დაიარებოდა. ფანჯრიდან სჩანდა დათოვლილი მთები. ზამთრისთვის მომზადებული აფხაზეთი და მით უფრო - სოხუმი თვალისმომჭრელად სასიამოვნო გახლდათ. ზღვა ღელავდა, ჩქარ-ჩქარი ტალღებით თავს იმტვრევდა. აღარ იყო ისეთი ლურჯი, როგორიც მოსვლისას. აღარც ისეთი მშვიდი და კამკამა. უფრო დანაღვლიანებული, მოწყენილი და მწუხრით აღსავსე მეჩვენებოდა.
უჩვეულოდ ნაღვლიანი მეჩვენა ანა. უხალისოდ დაადგა ჩაი და პურს ხმაურიანად გადაუსვა გამდნარი კარაქი. მინდოდა მეკითხა, გამეგო მისი მდგომარეობა, მაგრამ ვერ გავბედე. თანდათან ვხვდებოდი და იმიტომ.
ძნელი იყო. მისთვის, ჩემთვის - ასმაგად. ჩემი გაშვება ენანებოდა. მომეჩვია, მარტოობას შეგუებული უეცრად მოვევლინე და ახლაც მსგავსად უნდა გავუჩინაურებულიყავი. ღიზიანდებოდა, ხმაურიანად ჩაალაგა ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი და თვალცრემლიანმა რომ ამომხედა, მაშინ შემეკუმშა პირველად გული. წვრილი ხელები მომხვია. ისტერიკული ტირილი აუვარდა და როდესაც მეც ვერ გავუძელი, ჩახლეჩილი ხმით მთხოვა, არ დავიწყება.
ანას დავიწყება როგორ შეიძლებოდა? წუთით რომ შეხვედრილიყავი, მაინც სამუდამოდ დაილექებოდა გონებაში და იქიდან ვერასდროს ამოშლიდი. ვერანაირად. თბილი, მიუწვდომელი და ძმასავით შავი თვალები აემღვრა, მთელი დღე იაზრებდა, ეგუებოდა წასვლის აუცილებლობას და მაინც, - ვერ მიმეტებდა.
-დათო და ირაკლი ალბათ ხშირად ჩაგაკითხავენ.-ამოისლუკუნა.-შენთვის გავატან ხოლმე რაღაცებს.-თავი დავუქნიე. თავზე მოვეფერე და ეს უკანასკენლი ისევ დავაბრუნებინე კალთაზე.
და ბოლოს, როდესაც უკვე შუა ღამე იყო, გავაცნობიერეთ, რომ ხვალ მე აქ არ ვიქნებოდი.
რომ ხვალ ენგურს იქით გადავიდიოდი და ჩემს ოჯახს შევხვდებოდი.
ანას ნათხოვარი ჩემოდანი ლოგინზე ხმაურით დავაგდე. მიმქონდა დემნას ნაყიდი ტანსაცმელი, ანას პარკებში ჩალაგებული მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და კივი. როგორც ბებიები ატანენ ქალაქში მცხოვრებ შვილიშვილებს ისე ჩამილაგა. კიბეებზე ჩამომატანინა.
ილია დილიდანვე მირეკავდა. ზარს ზარს აყოლებდა და ისედაც ნერვებზე მოშლილს მისი აჟიტირებული ხმა ჭკუიდან მშლიდა. დემნასთან უსაუბრია. ზუსტად გამშვებ პუნქტთან მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა მოსულიყვნენ. ჯარისკაცები შორს დადგებოდნენ და მეც თავისუფლად გადავიდოდი.
-ქეთუ?-გაკრეჭილი შემოვიდა მისაღებში დათო.-როგორ ხარ?-გადამკოცნა. ერთი კვირა არ მინახავს, ამიტომ მჭიდროდ მოვეხვიე, გვერდით დავისვი.
-დღეს მივდივარ.-დავილაპარაკე. წარბები ამიწია, საათს დახედა, შემდეგ ციტრუსებით გატენილ ჩემოდანს გახედა.
-თორმეტზე გადავალთ. ხუთი საათისთვის გალში ვიქნებით. იქ უცებ მოაგვარებს და ვსო.
-ჰო, მორჩება.
-არ გილაპარაკია? - მორიდებით მკითხა.
-წავსლაზეც ილიამ დამირეკა, თვითონ თავს მარიდებს.
-გასაგებია. ხშირად მოგაკითხავ,-უკვე პანიკა დამეწყო, მომავალში მოსაუბრე დათოზე.
-ვიცი. ზაფხულში მოდი და ზღვაზე წავიდეთ. ირაკლიც წამოიყოლე.
-ჰო, აბა.-გაეცინა.-მიგაცილებთ ჩვენც. იმხელა ჩანთა მიგაქვს, კი სჭირდება ორი კაცი.
-მართლა რამხელაა,-გამეცინა და გასკდომის პირას მისულ ჩემოდანს გავხედე.
-ირინამაც გამომატანა რაღაცები. მამა ჩამოდის დღეს, მაგას უნდა დახვდეს, ამიტომ ვერ მოიცალა. ისედაც უწევს თბილისში ჩასვლა მალე, გინახულებს.
-ანუ, ორ საათში გავდივართ?-ანაც დაჯდა დივანზე.
-წამოხვალ?-ჰკითხა დათომ.-შენი მშობლებიც მოჰყვებიან ილიას. ხაზთან ვერ მიგიშვებენ, შორიდან შეძლებ დანახვას. გინდა?
-კი. მინდა.-ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ამოიოხრა.
-სახეები რას ჩამოგტირით?-გაისმა ირაკლის ხმაც. მე და ანას ჩაგვიჯდა შუაში და ორივეს ხელი გადაგვხვია.-დამშვიდდი, რა..-ანას მოეფერა თავზე, მიიხუტა და მეც მაგრად მომხვია ხელი. გვერდით დამჯდარ დათოს მკლავზე წავეჯაჯგურე, ჩემკენ მოვწიე და ხელკავი გავუყარე.
-კი არ კვდები,-ამიდუდღუნა თავისებურად.
-აუ, არ მჯერა,-ბღავილი დაიწყო ანამ. ირაკლის გაეცინა, ხელი შეგვიშვა და ტელეფონი ამოიღო.
-წლის ფოტო იქნება! აბა, დააღეთ პირი!-ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა და ოთხივეს ტირილ-სიცილ-სევდა ნარევი სახეები აღიბეჭდა.

ბოლო დღე იყო იმ სახლში.
ბოლო და ერთობლივი.
დემნა გარეთ გველოდა.

.

ანა ირაკლისა და დათოს ჩაუხტა მანქანაში. წინ გაიჭრნენ, სადღაც ჰქონდათ გასავლელი. უხმოდ დავჯექი წინ. საკმაოდ გაღიზიანებული მომიჯდა გვერდით, ძრავი ჩართო და დაცვის ბიჭებს ხელის აწევით დაემშვიდობა. არ ვიცი, რატომ შევატრიალე თავი ან რატომ ვთხოვე დემნას ავტომობილის გაჩერება. გადავედი, იმ ბიჭს, რომელიც ფანჯრის გაწმენდაში და არაჟნის მოტანაში დამეხმარა ხელები შემოვხვიე და თავი ძლივს მოვთოკე თავი ტირილი რომ არ დამეწყო.
-კარგად, ქალბატონო.-ამოიჩურჩულა მორიდებით და ხელებიც სუსტად შემომხვია.
-რა ქალბატონო? უბრალოდ ქეთი.-უკანასკნელ დღეს გავეცანი და უკანასკნელადაც გავუღიმე. მორჩილად დამიქნია თავი, კარი გამომიღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი. დანარჩენებს ხელი დავუქნიე, სახლს თვალი შევავლე და ხმაურით შევიკარი ღვედი.
დემნას ხმა არ ამოუღია. გალავანს გავცდით,ტრასაზე გავედით და მაინც სიტყვა არ უთქვამს.
-არაფერს მეტყვი?-ამოვღერღე.
-არაფერს - გეტყვი.
-დემნა, სერიოზულად.
-არასერიოზული არც ვარ ხოლმე, ქეთი. გინდა - მიმყავხარ, მთხოვე და გისრულებ. რის თქმას ელოდები?-უკვე ვთქვი, გაღიზიანებული რომ იყო?
-კარგი,არაფერი. ისედაც იღრინები, რა აზრი აქვს შენთან საუბარს.-აღარაფერი მიპასუხა, მშვიდად განაგრძო მართვა.
-ვერ ვიტან, ბავშვივით რომ იქცევი.-ცოტა ხანში თვითონ დაიწყო.-თუ ის გაღიზიანებს, რომ დარჩენას არ გთხოვ და არ ვყვირივარ, ისევ შენ გამო, ქეთი. გასაგებია, მესმის, ვიცი რასაც გრძნობ. რაც გემართება ახლა და ისიც,რა მოგივა მომავალში. შენი ადგილი არის იქ, სადაც იმეტყველებ მშობლიურ ენაზე, სადაც ივლი შენ გემოზე, შენს ოჯახთან ერთად.
-უკვე გითხარი, რომ დარჩენას არ ვაპირებ.
-მაშინ რა პრობლემა გაქვს?-ოდნავ ხმას აუწია და მეც მთლიანად დავიძაბე.-მაშინ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის რას გეტყვი მე? ისედაც იცი, რასაც ნიშნავ ჩემთვის.-ხმა გაუთბა, სხეულმა კი რეაგირება მოახდინა მაშინვე.-საკუთარი თავი *ლე მგონია, ასე რომ გიშვებ,მაგრამ სხვა გზა, ფაქტობრივად, არ არის.
-გასაგებია.
-გასაგები რომ იყოს, ასე არ შემომხედავდი.
-გურამმა იცის შენი ამბავი?-სხვა თემაზე გადავიტანე. მასთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნო იყო.
-იცის. ნამდვილი შეშლილია,-გაეცინა.-ხან რა მოუვა თავში, ხან რა.
-მაინც კარგი იყო ბედიაში ასვლა. ზოგი ოცნებობს მანდ მოხვედრაზე, მე კი ასე უბრალოდ და მაშინაც გავაფუჭე ყველაფერი.
-არავინ დაგიტოვებია ვისაც არ ეჩხუბე.
-მართალია,-დავეთანხმე და გამეცინა.-დემნა..
-არა. არ მკითხო იცოდე.-კატეგორიულად მომიგო. მე წარბები ავწიე და ბრაზით შევხედე.
-იქნებ რისი თქმა მინდა?
-მკითხავ რამეს შენ თავზე, მე კიდევ შენზე საუბარი არ მინდა. მინდა შენთან ვისაუბრო.
-კარგი..-ფეხსაცმელი გავიძრე, სავარძელზე ავკეცე ფეხები და ტანით მისკენ მივბრუნდი.-ხომ დამირეკავ?
-კარგი რა.-გაეცინა.-რისთვის?
-არ დაგაინტერესებს მაინც როგორ ვიქნები?
-ისედაც მეცოდინება.-თვალი ჩამიკრა.
-ილიამ მითხრა, გოგაც მოვაო. პრობლემა იქნება?-აშკარად პროვოკატორი ვარ. არ წამოეკიდა.
-თუ ელოდები ეჭვიანობისგან თმა ყალყზე როდის დამიდგება, ცდები.
-ძალიან მიყვარს გოგა. მართალია, თვითონ სულ სხვა თვალით მიყურებს, მაგრამ ჩემთვის ძმის როლი ჰქონდა ყოველთვის. იცი, ერთხელ,-გავხალისდი და საუბარიც სულ სხვანაირად წავიყვანე.-ილიას საუკეთესო და საყვარელი საათი გამიტყდა. მაშინ სკოლაში დავდიოდი, თვითონაც. მისმა პირველმა სიყვარულმა აჩუქა, ამიტომ უფრთხილდებოდა და კომპიუტერის მაგიდის უჯრაში ინახავდა. არავის ანახებდა, მეც მანიაკური ინტერესით დავინტერესდი ხელში ავიღე და ოთახის კარი მოულოდნელად გაიღო. საბედნიეროდ, ილია არ იყო, გოგა იდგა, მაგრამ საათი ხელიდან გამივარდა და დაიფშვნა.
-და გოგამ საკუთარ თავზე აიღო..-დაასრულა წინადადება და თვალებიც აატრიალა.
-არაფერიც! ჩემზე გაბრაზებული იყო და ჩამიშვა.-იმ დღის გახსენებამ ცოტა მომიშხამა გონება, თუმცა მაინც გავაგრძელე.-ილიას საერთოდ დაავიწყდა საათის ამბავი. გოგა მაგრად მიტყიპა. მაგის მერე ჩემი დაცვის მეტი არაფერი უკეთებია.
-აუ, სერიოზულად?-ხარხარი აუტყდა დემნას.-ანუ მაგიტომ გამიჭედა მეც?
-ანუ, უცნაური ტიპია. ვუყვარვარ და მეც მიყვარს. იცი რამდენი ბიჭი უცემია ჩემ გამო?
-მაინც რამდენი?
-სიტყვაზე ვთქვი.-გამეცინა.
-არა, უბრალოდ ხაზი გაუსვი რომ ბევრი ბიჭი დაგსდევდა.
-დამსდევდა კი არა, ახლაც დამსდევს.-ამჯერად მე ჩავუკარი თვალი. მან წარბები აზიდა, ცოტა ხანი მიყურა და შემდეგ ისევ გზისკენ დააბრუნა თვალები.
-ერთ თხოვნას შემისულებს?-ვკითხე, როცა არაფერი მიპასუხა.-ილორში ავიდეთ...
დენდარტყმულივით გამოიხედა. მისი რეაქცია ბუნებრივიც იყო. რატომ მინდოდა? თავს დავიტესტავდი. შევამოწმებდი რამდენად ვიქნებოდი მზად და ვერც კი მივხვდი მაშინ, როგორ დავუშვი ერთი პროცენტითაც კი ჩემი დაბრუნება. ამდენი მოთმინების შემდეგ ძლივს სახლში მივდიოდი და ახლა ვაჭიანურებდი. ილორის მონახულება გადავწყვიტე,როდესაც საბედიანოში კინაღამ გული წამივიდა.
„გეცოდინება რასთან მოგიწევს გამკლავება“ ამოტივტივდა გონებაში გურამი.
-დარწმუნებული ხარ? უფრო უარესია, ვიდრე საბედიანო, ქეთი.-თავი დავუქნიე და ხმა ოჩამჩირეში შესვლამდე არ ამომიღია.
.
მთლად კატასტროფა არ ყოფილა ეკლესიაში შესვლამდე. წინასგან განსხვავებით, ეზო მოწესრიგებული, კოხტა და კოპწია იყო. ხეების ქვეშ სკამიც დაედგა ვიღაც ღვთისნიერს. რუსული გუმბათი კი ჩამოესკუპებინათ თავზე და თეთრადაც გადაეღებათ, მაგრამ საქონლის სადგომად ქცევას მაინც ჯობდა. რკინის კარი ჭრაჭუნით გააღო, შემატარა, თვითონაც მომყვა და მომლოცველებს თავის დაკვრით მიესალმა. ამას ყველგან რატომ იცნობენ?!
-რა პოპულარული ხარ.
-ავტოგრაფი გინდა?-გამიღიმა,თან გუმბათოვან თაღში გავიარე და იქ... ღმერთო, გეფიცები, ახლაც მახსოვს ის ემოცია, რაც ქართულმა წარწერამ გამოიწვია ჩემში. არასოდეს მიფიქრია, ვინმეს სასაფლაო ასე თუ გამახარებდა. მოვლილი, სუფთა ქვა და მასზე წარწერა:
„ლოდს ამას ქვეშე განისვენებს მხევალი ღვთისა მღვდლის ბესარიონ ხელაიას(საქართველოს კათალისკოს-პატრიარქი) მეუღლე კესარია ალექსის ასული. მიიცვალა 1893 წელს, ოქტომბრის 25 დღესა, შობითგან 24 წლისა“ ლამაზად ამოტვიფრული ასოები ამშვენებდა ქვას.
-არ მჯერა...-ამოვიჩურჩულე, დემნას ავხედე და მანაც მიბიძგა წინ წასვლა.
-კიდევ არის სხვები, ნახე.
გარე ფასადს მთლიანად სითეთრე ემჩნეოდა. აღმოსავლეთის მხარეს ქართული წარწერები წაშლილი იყო. ეცადნენ გაექროთ ყველაფერი, მაგრამ ღრმად გამაგრებულ საფლავებს მაინც ვერაფერი მოუხერხეს. დემნამ თვალები აატრიალა, როდესაც ტაძარში შესვლამდე პირჯვარი გამოვისახე. მრისხანე თვალებით შევხედე და შესვლისთანავე მივხვდი მისი ქცევის მიზეზს. თვითონ ჯიბეში ხელებჩაწყობილი იდგა, შიგნით არც კი შემოვიდა და მორიგ მომლოცველს მიესალმა.
ტაძარს კი არა ვიღაც მილიონერის ოთახს უფრო წააგავდა. მარმარილოს პრიალა იატაკი, პლასტიკატის ჭერი, თეთრი კედლები და ოქროსფერი, ლამაზი ბარძიმებით იყო სავსე იქაურობა. ორი კონდიციონერიც დაემონტაჟებინათ. სიძველის, ანტიკის რამე ნიშანწყალი მას არ ჰქონდა. არ იყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ეს ადგილი. არ იყო ნამდვილი ილორი, როგორც ადრე, როგორც მე-11 საუკუნეში. ეს უფრო მომავლის ტაძარს ჰგავდა, თავისი ოქროს სასანთლეებითა და რაღაც საცოდაობა, წითელი ფარდებით. არც ერთი ფრესკა არ ამშვენებდა კედლებს. პატარ-პატარა ხატები ჩამოეკიდათ მიჭედებულ ლურსმნებზე და ერთადერთი ეს ხატები იყო უბრალო, სადა იმ ოთახში.
-ეს რა ჯანდაბაა,დემნა?-უკან მოვიხედე და კართან აყუდებულს გაოგნებული მზერა მივაპყარი. მერჩივნა ისევ დანგრეული ბედია, მერჩივნა ის ჩამოღრეჯილი ნაგებობა ამას.
-ტაძრის გარდა - ყველაფერი.
-ხალხიც არ არის..
-ახლო-მახლო მუსლიმები ცხოვრობენ.-კარს მიეყრდნო და ბოლო მომლოცველიც გაატარა. არც მამაო, არც დედაო, არავინ.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ამოილაპარაკა მიშტერების შემდეგ.
-ეკლესიაში ვართ.-აღვნიშნე და გარშემო მიმოვიხედე.
-მერე რა?-გაეცინა.-ზედმეტი არაფერი მითქვამს.
-რატომ არ შემოდიხარ?
-რისთვის?-ისევ გამიღიმა.-აღსარება ჩაგაბარო?
-გისმენ, შვილო ჩემო!-ცენტრში დავდექი. იატაკმა აირეკლა ჩემი სახე და ჭაღი, რომელიც როგორც წესი, რესტორანში ჰკიდია ხოლმე. არაფერი მიკვირს, ჩუმად ვარ.
-ერთი ქალია,-დაილაპარაკა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და წინ დამიდგა.-რომელიც მტოვებს..არა..ვუშვებ და თვითონაც მიდის.
-მერე?-ინტერესით ჩავეკითხე.
-ცოდვად მეთვლება, მისი ჩემთან დატოვება რომ მინდა?
-მიგიტევო?
-ჯერ მითხარი, მეთვლება თუ არა.
-ქალს თუ არ უნდა, შეიძლება კი და თუ პირიქით, არა.
-და..გინდა?
-ნუ მოდიხარ,-თითი დავუქნიე.-დავეჯახები ამ ოქროს სასანთლეს და შემოწირულობის გაღება მოგიწევს!
-აბა, ოქრო?-ინტერესით იკითხა და მოოქროვილ, მოგრძო და კრიალა სასანთლეს გახედა.-ოქრო თან სად - ილორის ეკლესიაში?
-ეგეთი ძუნწები არიან?
-რასაც ხედავ ყველაფერი ყალბია. და მიპასუხე, აღსარებას იბარებ!-ლითონის გარკვევაში ხელი შემიშალა.
-მიგიტევებ ამ ცოდვას თუ გულწრფელად მოინანიებ.-ხატებისგან ზურგით მდგარი პირდაპირ დამაყენა, თვითონ უკან ამომიდგა და სანთებელას დახმარებით სანთელი აანთო. ერთი ხელში შემაჩეჩა, მეორე თვითონ დაიკავა და გაურკვეველი წარმომავლობის ლითონზე მიაწება. ჩემი სანთელიც დავამაგრე, სურვილიც გავანდე და საბოლოოდ მზერა გავუსწორე.
-წავიდეთ?
-მაცა, ფულს დავტოვებ.-დავილაპარაკე უცებ,ჩანთიდან დემნას მოცემული რუბლები ამოვაძვრინე და ყუთში „შემოწირულობისთვის“ გადავუძახე.
-ჩემი ფულია და არანაირად არ გეთვლება შენ სიკეთედ!-სიმართლე აღნიშნა.
-დაგიბრუნებ მერე.-მიმავალს უკან გავყევი ირონიულ ხმასთან ერთად, უკუსვლით გავედი ერთ დროს აღიარებული ტაძრიდან. პირჯვარი გამოვისახე და გულგრილად ჩავუარე ქართველების საფლავებს.
.
ადგილს, სადაც ენგურის ხიდი და გამშვები პუნქტი მდებარეობას იქაურები „ოცარცეს“ ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მდინარე ენგურის კბოდეზე დღესაც დგას კარგად დაცული, სამსართულიანი ოთხკუთხედის ფორმის კოშკი ოცარცე. ავტომობილის ფანჯრიდან დავინახე როგორ აღემართათ ამ კოშკზე აფხაზეთის დროშა. შორიდან მოჩანდა რუხში მოფრიალე საქართველოს წითელი და თეთრი ფერები, მაგრამ ის მიუწვდომელი მეჩვენა.
გამშვებ პუნქტთან დაგვხვდნენ ჩვენები. ჩასვლისთანავე მომხვია ანამ მკლავები, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული, ბოლოს კი მისი სხეული ირაკლიმ მომაცილა. საღამოს ექვსი საათი იყო. გარშემო გზა გადაეკეტათ, ჩვენ მოსვლაზე ფეხზე წამოცვივდნენ აფხაზი „ტამოჟნიკები.“ თავიანთი კოტეჯებიდან გამოიხედეს და თავის დაკვრით მოგცეს ნება, გაგვევლო.
ძლივს გადავდგდი ფეხი.
სამი გადამკვეთი ზოლი აქვს ოცარცეს. ერთი საიდანაც აფხაზეთიდან სამეგრელოში გადადიხარ, მეორე პირიქით და მესამე, ადამიანები, რომელებიც მანქანებით გადმოკვეთენ ამ უკანასკნელს. იმის გამო, რომ მე არანაირი კანონიერი უფლება არ მქონდა გადავსულიყავი, სამანქანო ბილიკს დავუყევით. ანუ, გადავდიოდი კანონდარღვევით, მაგრამ დემნას მფარველობით. ამ გზას ორივე მხარეს ალუმინის ღობე გასდევს. რუსებმა შლაგბაუნები ჩასწიეს, გამაგრდნენ და კორიდორზე გაგვატარეს.
გარშემო აფხაზების პატარ-პატარა ჯიხურები იდგა. იქ ისხდნენ. იქ ართმევდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს ფულს ნივთის გადატანისთვის. დემნას მისვლასთან ერთად წამოიშალნენ. ოთხასამდე მეტრი უნდა გაგვევლო, რომ ხიდის თავთან მივსულიყავით. ოთხას მეტრში იწყებოდა აფხაზებისთვის საქართველო, ჩვენთვის კი უბრალოდ სამეგრელო მთავრდებოდა მანდ. დავიძაბე, ნელ-ნელა სიცივესთან ერთად აკანკალდა სხეული. გარშემო ყველა ჩვენ მოგვაშტერდა. გაისუსნენ, რუსებიც კი მოწიწებით და რიდით შეჰყურებდნენ დემნას. თავს უქნევდნენ. მე მათვალიერებდნენ და ის იყო უბრალოდ უნდა ჩავკეცილიყავი, ნელა რომ აიხლართა ჩემს თითებში მისი.
-მოდუნდი.-მითხრა, შემდეგ კი თავით მანიშნა წინ გამეხედა. ზღურბლზე, იქ სადაც სამ ენაზე ეწერა „გზა მშვიდობისა“, რომელთაგან არც ერთი იყო ქართული, სწორედ ამ დიდი ბანერის ქვეშ გავლებულ მწვანე და ლურჯ ხაზებთან იდგა დედაჩემი. ასიოდე მეტრის დაშორებით კი ქართველი ჯარისკაცები ჩამწკრივებულიყვნენ. დედას მამა იჭერდა. რომ გადმოსულიყო ყველაფერი ჩაიშლებოდა. ჩვენი მხრიდანაც ავტომატებით გამაგრებულიყვნენ რუსები, აფხაზები კი უბრალოდ შემოგვყურებდნენ.
კუს ნაბიჯებით სიარული ნერვებს აწიწკნიდა მოთმინებიდან გამოსულ ილიას. მან არ იცოდა როგორი ბრძოლა უწევდა შინაგანად დას, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა.
-ანუ მორჩა?-ძლივს ვიცანი ჩემი ხმა. თვალი არ მომიშორებია მომლოდინე ოჯახისთვის და იქვე, მათ გვერდით ორ სილუეტზე. დემნას მშობლები.
-შენთვის ახლა იწყება, ქეთი. ჩემთვის მორჩა.-გამიღიმა. უკან მიიხედა და ანას გახედა, რომელიც შორიდან უცქერდა საკუთარ მშობლებს. გული მომეწურა.
-არ მჯერა..-რისი პასუხი იყო არ ვიცი, ან რისი არ მჯეროდა. რობოტივით ვიქცეოდი. დემნას დედა ატირდა, ქმარმა ხელი ჩაჰკიდა,მაგრამ ჩაიკეცა და დემნასაც გამოუჩნდა ყელთან მფეთქავი იისფერი არტერია.
-დედაშენია?-ჩურჩულით ვიკითხე.
-ჩემი ღმერთია.
და გაჩერდა. ხაზიდან ორიოდე ნაბიჯში. დედაჩემისგან ორ მეტრში გაჩერდა და შემომხედა.
-მიდი.
-სად?
-ქეთი. წადი.
-ჰო..
-ამის დედაც,-ამოიჩურჩულა და მას აჰყვა ჩვენი სხეულიც. კეფაზე შემოვხვიე თითები, მორიელს დავადე ხელისგული და თავი ყელში შევუძვრინე. თვითონ თავზე მაკოცა. გვხედავნენ. ვიცოდი, ილიას გაშტერებული მზერა ექნებოდა. ერთადერთი ირაკლისა და დათოს ჰქონდათ გაღიმებული სახე, რომლებიც ანასთან იდგნენ. შორიდან ანამ ხელი დამიქნია, ამით მანიშნა, შენ იციო და ჩემი სხეულიც მოდუნდა. შუბლი შუბლთან მომადო, ცხვირის წვერზე მაკოცა, შუბლზე, ლოყაზე, ყბის ძვალზე და ეს ყველაფერი - თავისი და ჩემი მშობლების წინ. არ ადარდება, არც მე და საერთოდ, მეგონა რომ გავბრუნდებოდი. რომ ეთქვა, წამოდიო, დავთანხმდებოდი და მაინც, ტუჩებზე შემეხო ფრთხილად. მერე ხელი შემიშვა. ოჯახისაკენ მიმატრიალა და უკნიდან მაკოცა ყელზე. ნაბიჯი გადამადგმევინა, ხაზზე დამადგმევინა ფეხი და ბოლოჯერ შემახო ტუჩები მხარზე.
-მჯერა, რომ ჭკვიანად იქნები.-ამოიჩურჩულა და მოძრაობის გამო მისი ტუჩები ყელთან გამეხახუნა.
-ხომ იცი, რომ მე...
-ვიცი, ქეთი.-გამაწყვეტინა.-მაგრამ ვერ ვხდები რატომ გაუკეთე ეს საკუთარ თავს.
-შენ არა?-თავი მივაბრუნე. საფეთქელთან მაკოცა. სუსტად გამიღიმა...
-მიდი.
გაქვავებული ვიდექი, ნაბიჯიც ვერ გადავდგი და მოახლოებაც ვერავინ გაბედა. მამამ თვალი თვალში გამისწორა, გაუგებარი მზერა შემაგება ილიამაც. გაყინულ სახეზე ცრემლი გადმომიგორდა და სწორედ მაშინ შემეხო დემნას ხელები მუცელზე. მსუბუქად ამწია ჰაერში, ხაზს იქით, ხიდის საწყისზე დამადებინა ფეხი და თვითონ უკან დაიწია.
ღრმად ამოისუნთქა ვიღაცამ.
ნელ-ნელა უკან წაიწიეს ფორმიანებმა.
ჩამკოცნენს, მიმიხუტეს, მაგრამ არც ერთი არ მიგვრძნია.
დავაკვირდი დემნას, რომელიც „აფხაზების აფხაზეთიდან“ მიესალმა დედას. ხელები ჩაუკოცნა ქალს. შორიდან ანას გახედა. თითით აჩვენა სადაც იდგა მისი შვილი და შემდეგ დედის თმასაც მოაშორა სამაგრი. მხრებზე ჩამოუშალა ლამაზი, ოქროსფერი, ანას მსგავსი თმა და შუბლზე აკოცა. არ ჰქონდა უფლება გადასულიყო. და არც დედამისს მისულიყო. ხაზს იქით, ხაზს აქეთ ხდებოდა ყველაფერი.
მამამისს დედა ჩააბარა. ერთიანად შეუშვა ხელი ქალს.
დემნამ უკუსვლით დაიხია. შორიდან გამიღიმა, ის იყო უნდა შეტრიალებულიყო და ეს რომ არ მენახა, თვითონაც მივბრუნდი და თვალების დახუჭვასთან ერთად ვისურვე - გამქრალიყო მისი ღიმილი. მისი შავი სფეროები და კვალი საფეთქელზე.

.

დავბრუნდი თუ არა?
რამდენი ხანი გავიდა?
ერთი..ორი..ხუთი თვე.
სამ ნოემბერს. დღეს, როცა გამომიშვა, როცა სიტყვა შემისრულა, დაბადების დღე ჰქონია.

.

წყევლა-კრულვით ავიღე ილიას მანქანის გასაღები. ჩქარი ნაბიჯით ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები, თან ტელეფონი მოვიმარჯვე და ელენეს ვაცნობე დაგვიანების შესახებ.
ჩემი ძმა ნამდვილი იდიოტია. დილიდან ვეხვეწები ელენესთან სასადილოდ უნდა წავიდე-მეთქი, მაგრამ სანამ არ მეცლება სახლიდან ფეხის გამდგმელი არ ხარო. უკვე სადარბაზოსთან მოსულს შევაჩეჩე გასაღები, გაბრაზებულმა კარი მივიჯახუნე და ისე მოვთავსდი მგზავრის ადგილას.
მისმა მზრუნველობამ პიკს მიაღწია. სახლში ჰყოფნა ჯოჯოხეთია - ყოველდღე ვიღაც მოდის მოსანახულებლად სანათესაოდან. ვიღაც მეშვიდე მოდგმის დადიანებიც კი დაგვადგნენ თავზე, ლევანის ქალიშვილი გაუტაცებიათ და როგორ არისო. ისედაც სტრესის ფონზე ყოველ საღამო ღრეობა იყო სახლში. ვერ ვუძლებდი ფიზიკურად და სულ მეძინა. სახლიდან მარტო გასვლა ოცნებად გამიხდა, ჩვეულებრივი ცხოვრება კი სანატრელად.
სულელი არ ვარ. ვიცოდი, რომ არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა. დემნას უკვე მოგვარებული ჰქონდა იქიდან ჩემი ამბავი. არანაირი ქუჯი ან დამირის რომელიმე ნათესავი ჩემთან ვერ მოვიდოდა, მაგრამ ამის ახსნა ვირივით ჯიუტი ილიასთვის უაზრობა იყო, ხოლო მამაჩემისთვის თავის გამოაშკარავება. ისედაც მატყობდა რიგზე არ ჰყოფნას. ისედაც ეჭვობდა რაღაცას და საკუთარი თვალითაც დაინახა იმ დღეს, როგორ დამემშვიდობა დემნა. არავის დაუძრავს სიტყვა ამაზე. არავის უკითხავს რატომ, როგორ, რანაირად.
ჩემს სტუმრებს შორის დემნას მშობლებიც იყვნენ. ქალბატონმა ნანამ თავისი გულისტკივილი გაგვანდო და გვამცნო, დემნას რომ უნდოდეს, თავისუფლად გადამიყვანდაო, მაგრამ მას არ სურდა ამის გაკეთება. ნაწყენი იყო მშობლებზე, მამამისზე, რომელმაც გააპარა და მშობლებთან შუღლში იტანჯებოდა ანა დედის გარეშე.
ნანა რომც გადაეყვანა, მამამისს მაინც ვერ ჰგუობდა და აზრი არ ჰქონდა. კაცი უცოლოდ ვერ დარჩებოდა, დემნა კი მამასთან ერთად ვერ იცხოვრებდა.
გამოხდა ხანი.
არც ისე ბევრი და არც ისე ცოტა ჩემი აზრების დალაგებაში.
ხუთი თვე. გაზაფხული შემოფარფატდა. ზედმეტად თბილი და მცხუნვარე დღეები დაიწყო. ამ თვეების მანძილზე ანა მეკონტაქტებოდა. მიკითხავდა, ელენესთან ერთად ვერთვებოდი და სულ ვესაუბრებოდით სახლში მარტო დარჩენილ გოგონას. დათო და ირაკლიც მწერდნენ, ორ კვირაში ერთხელ მომიკითხავდნენ და თანდათან ვგრძნობდი, რომ მტკიოდი ასეთი გაუცხოვება. მას არა...მის მერე არც კი მსმენია რამე. თვითონც ხომ მითხრა, რისთვის დაგირეკოო? ჰოდა, როგორც სხვა დანარჩენი, ეს სიტყვაც შეასრულა.
სანამ მე ამ ამბავს გიყვებოდით, მანამდე ჩემმა იდიოტმა ძმა ილიამ, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ერთ-ერთ კაფესთან დამსვა.
-მორჩები, მირეკავ და ერთად წავიდეთ სადმე.-ჭკუას მარიგებს.
-ჩემითაც მოვალ, ილია. არ არის საჭირო ძიძის როლი.
-მიბრძანდი,-დამიბღვირა.
-ილო, სერიოზულად! რა საჭიროა? და რამდენჯერ გაგიმეორო, რომ არაფერი მემუქრება. არანაირი საფრთხე არ არის, ადამიანო, არა.
-ქეთ, ხუთი თვეა ამას გაიძახი და ხუთი თვეა გპასუხობ, რომ...
-მაშინაც არაფერი ყოფილა,მაგრამ კი მომიტაცეს!-დავასრულე მისი საფირმო წინადადება და ენა გამოვუყავი.
-გისწავლია! ჰოდა, დამირეკე. მომიკითხე შენი ნაგიჟარი დაქალი.-ლოყაზე მიჩქმიტა,თვალი ჩამიკრა და მანამ დამელოდა, სანამ კაფეში „უსაფრთხოდ“ არ შევედი.
ელენე მენიუს კითხულობდა. შესვლისთანავე შემამჩნია, ფართოდ გაშალა ხელები და გადამკოცნა.
-წინასწარ დაზვერვა სიტუაცია ილიამ?-ინტერესით ჩამეკითხა. დაბღვერილ მზერაზე კი გამიცინა და მიმტანს შეკვეთა გასძახა.-აბა, როგორ ხარ?
-გადასარევად. შენ?
-როგორ მიყვარს, როცა მატყუებ.-ისევ გაეცინა.
ენეს მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ. თვითონ ბებიასთან იზრდებოდა, ახლაც მანდ ცხოვრობს. არც ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს ოჯახთან, ბებიამისი ერთადერთია ვისაც უგებს და პირიქითაც, ამიტომ საქართველოში დარჩა. სკოლიდან მოყოლებული ერთად ვართ, ჩემები ყველა იცნობენ, არაბიოლოგიური შვილია მამაჩემისთვის და პატარაობიდანვე ისე ექცეოდა როგორც მე და ილიას.
-აუ, ილიამ მითხრა ისაო..-შუა ჭამისას ალაპარაკდა.-ბაბუაშენის წლისთავია თუ რაღაცა?
-ხო, ბებო საკურთხს უკეთებს და მივდივართ მთელი ოჯახი. წამოხვალ?
-მაინც არაფერს ვაკეთებ.-მხრები აიჩეჩა.-თან.... თუ კიდევ მოგიტაცეს, მეც წაგყვები. მეც მინდა დემნა ნომერი 2.
-ვაიმე, ენე!-კინაღამ გადავვარდი სკამიდან ისეთი ხარხარი ამიტყდა. შემდეგ მოულოდნელად დავმშვდდი, სახეზე მიმეყინა ღიმილი და ჩანგალი ხმაურით დავაგდე თეფშზე.-რატომ არ მირეკავს, ენე?
-თავიდანვე გითხრა, რომ არა. ყველა შენი ნაბიჯი ისედაც ეცოდინება.
-ჰო, მაგრამ ერთხელ მაინც?-ამოვიჩურჩულე.-დათომაც მოგაკითხავთო და გადამაგდო.
-მოვა და მიასიკვდილე!
-დიახაც! იდიოტი!
-წასვლა გინდა?-მოულოდენლად იკითხა. მორიდებით ამომხედა.
-არა. მართლა არ მინდა.
-რას იფიცებ?-გაეცინა.-მჯერა.
-მე მაგალითად მომინდებოდა.-დაილაპარაკა, მორიგი ლუკმა ჩაიდო პირში და პირგამოტენილმა გააგრძელა.-რა ჯობია სოხუმს, ზღვას, თუნდაც იმ ხალხს, ვისთანაც ურთიერთობდი? შეიძლება რთულია. წარმოუდგენელიცაა, მაგრამ, ქეთუ, ბედნიერება ვინმეს მარტივად დაუმსახურებია ან მსხვერპლის გარეშე - წარმოუდგენელიცაა.
-და რა?
-მე შემომხედე. ჩემი მშობლები თვეში ერთხელ მირეკავენ.-სიმწრისგან გაეცინა.-ცხოვრება აიწყვეს, მომთაბარეები იყვნენ თავიდანვე, მე აქ ბებოსთან მიმაგდეს და თვითონ ეიფელსა და ლუვრს არ იკლებენ! საერთოდ არაფერში მჭირდება მათი გამოგზავნილი ხუთიათასი ევრო თვეში! ეს არ მაბედნიერებს. ეს არ არი ის რაც მინდა ცხოვრებისგან მივიღო. მე ჰაერი მჭირდება, სივრცე, ზღვა, უსაზღვრო თავისუფლება და ისეთი ცხოვრება, რომელიც მომცემს იმის საშუალებას, რომ მთლიანად ვიხ,მარო. მე წავიდოდი,-დაამატა ჩუმად.-ოკუპანტების ჯინაზე გოგოებს გავაჩენდი რომ მერე უცხო სილამაზის დანახვაზე ნერწყვი ეყლაპათ. ქეთ.. მე აქ არაფერი დამრჩენია... მაგრამ შენ,-თითი გამოიშვირა.-ყველაფერს წყალში ჩაუყრი ოჯახს, რომელსაც უყვარხარ.
-რომ მინდოდეს, კარგა ხნის გადასული ვიქნებოდი, ენე.
-გეყოფა,-ხმაურიანად გაიცინა.-გინდა თან როგორ ძალიან. ილია ცოლს მოიყვანს,-დარწმუნებით ჩაილაპარაკა.-ცალკე გადავა საცხოვრებლად, შვილს გააჩენს, ბედნიერი იქნება. ლევანი და მაკა შვილიშვილებს მოუვლიან, ჭკუაზე არ იქნებიან, ამ დროს შენ ან სამსახურში იქნები ან ისევ თავიდან ჩააბარებ უნივერსიტეტში.
-რა გარანტია გაქვს, რომ არ გავთხოვდები?-კინაღამ გადასცდა ამ სიტყვებზე წვენი.
-ვინ - შენ? ქეთო, მე ელენე ვარ. შენ ქეთი. ბავშვობიდან მეგობრები. მეშლება რამე?
-იქნებ, მართლა..
-გეხვეწები რა! სკოლაშიც არ გყოლია შეყვარებული, რომელ გათხოვებაზეა საუბარი.
-ანუ რას მეუბნები?
-ანუ, ის გააკეთე,რაც მოგეხათრება. რა საჭიროა ილიას ნებართვა ან ვინმე სხვის? შენ შენ ხარ,შენი ცხოვრება,შენი პირადი და შენი არჩევანი!
-დათოსავით ტვინს მიტრიალებ!
-სიმპათიური როჟაა ეგ, რომ ჩამოვა, გამაცანი.-თვალი ჩამიკრა, კმაყოფილმა ჩაკბიჩა ზეთისხილი, მე კი სახე მომეღრიცა.
.
„შემდეგი სადგური - მარჯანიშვილი“ - გაისმა სტიუარდესას მოძველებული ხმა. ჯერ კიდევ შორი გზის გამო ყურსასმენები გავიკეთე, გალერეაში შევიჭყიტე და სოხუმის ბოტანიკურ ბაღში გადაღებული დავითის ვიდეო ჩავრთე:
„ნუ მიღებ, გეყოფა!“ - ხელი აუქნია კამერას. მე ვიდეოშიც გამეცინა და რეალურადაც.
„მაცადე, ცნობად სახედ გხდი!“
„ქეთ, გამორთე, თორემ ვეტყვი დემნას და ცხვირს არ გამოგაყოფინებს გარეთ“
„კარგი, კარგი. იდიოტო!“
მერე, როგორც ჩანს, ისევ ჩამირთავს კამერა და დათო შეწუხებული იდგა ასწლოვან ხესთან.
„იღებ თუ?“ მეკითხება მობეზრებული ხმით. მე ვიცინი, მერე ვხარხარებ და ტელეფონი აფიქსირებს მის წაშლილ სახეს. „მეც მაგარი ვარ, რა. დავაი, სახლში!“
ვერც კი ვამჩნევ როგორ მიცრემლდება თვალები. ყურსასმენებს გიჟივით ვიხსნი, ტელეფონს ჯიბეში ვაბრუნებ. მარჯანიშვილზე მეტრო ჩერდება. ხალხი გადის, მერე ისევ შემოდის და ის არის უნდა ავდგე და ვიღაც ქალი დავსვა, გვერდითა სკამიდან მამაკაცი დგება, მე ადგილზე მაბრუნებს და იმ ქალს თავის ადგილზე სვამს. მადლიერი მზერით შევცქერი, თვითონაც დამიბრუნდა ღიმილი და მოშორებით დადგა.
თითებზე ვიღაცამ მომიჭირა. მდუღარეგადავლებულივით შევკრთი, თუმცა ნაცნობი სილუეტის დანახვაზე დაუფარავად მეღმება.
ქალბატონი ნანა - დემნას დედა.
-კარგად ხარ?-მეკითხება, თან ცრემლს მწმენდს.
-კი. მადლობა.-ვჩურჩულებ.
-ანა მართლა კარგად გრძნობს თავს?-მორიდებით მითხრა, თან ხელზე ხელი მომიჭირა. სევდიანი ქალი იყო ქალბატონი ნანა. დემნა მამას ჰგავდა, მისნაირი თვალები და სხეულის მოყვანილობა ჰქონდა, ნანასი ალბათ მხოლოდ შავი თმა ერგო. წყნარი, მშვიდი ქალი იყო. ხელზე ხელის შეხებით თან წაიღო ჩემი ცრემლები, ფორიაქი და დამამშვიდა.
-რა თქმა უნდა. დემნა ყურადღებას აქცევს, თან კარგ გარემოშია. მას არაფერი ემუქრება, ნანა.
-ვიცი. ვიცი, რომ დემნა მიხედავს. ანას ძალიან უყვარხარ.
-მეც მიყვარს.-გამეღიმა.
-უნდა ჩავიდე.-ფეხზე წამოდგა. ლოყაზე მომეფერა. შემდეგ თითი გულთან მომიტანა და მსუბუქად მომადო.-მოუსმინე . . .
.
-ქეთი!-გაისმა აბეზარი ხმა.
-ქეთი-მეთქი! - ოთახის კარი შემოგლიჯა ჩემმა ავადსახსენებლმა ძმამ.
-რა იყო? რა?-შევუღრინე.
-ბებიაშენს დახმარება სჭირდება. აეგდე.-მაცნობა, ფარდა გადასწია და მზის სხივი პირდაპირ სახეზე მომახვედრა. გვერდით მწოლიარე ელენემ ამოიოხრა, გადმობრუნდა და ილიას დანახვაზე წამოიკივლა.
-ვერ გიტან!
-რომელი საათია? შეგრცხვეთ მაინც!-გამოგვლანძღა ილომ. ენეს საბანი გადახადა და სიცივისგან მოკუნტულს გაუცინა.
-შენი დახრჩობა როგორ მინდა ხოლმე,ილია! რატომ გაგაჩინეს ლევანმა და მაკამ!
-ვაიმე, ვკითხოთ?-წარბი აწია.
-გარყვნილო!-მიაძახა კიბეებზე მიმავალს.
-აუ, ავდგეთ, თორე დაიწყებს მაკა.
-ამ ფანჯრიდან რა ლამაზად მოჩანს ენგური,არა?-ინტერესით მკითხა, თან ტანზე იცვამდა.
-ნუ ძალადობ, ენე!-თითი დავუქნიე.
-შენს ემოციებს ვამოწმებ. რას იზაფრები?
-წესიერად თორემ ილიას ვეტყვი რა გაუკეთე მის ბოტასებს.
-ა, ჩუმად ვარ!-პირზე კლიტე დაიდო და ოთახიდან გაიძურწა.

-ადექით, შვილო?-სამზარეულოში შესვლისთანავე კიტრი და პომიდორი შემომაჩეჩა დედაჩემმა.
-ორი ქალი მაინც არ იყოთ, რა!-ენემაც ამოიბუზღუნა და ისე შეუდგა კარტოფილის გათლას. ამ სიტყვებზე ირაკლი გამახსენდა, ტანზე უცნაურად დამაყარა ჟრუანტელმა და გული ძლიერად შემეკუმშვა. მენატრებოდა.. სათითაო ყველა, მათთან საუბარი მათთან ჩხუბიც კი სასიამოვნო იყო ისე დადებითად მოქმედებდნენ ჩემზე.
შუა ჭორაობისას, როდესაც ისევ ის ავადსახსენებელი დღე გაიხსენეს და მთელი სიმძაფრე თავიდან აღწერეს, თუ როგორ შემოვიდა თინიკო ოთახში და როგორ დახვდა პლედი იატაკზე მიგდებული, როგორ არ ვიმყოფებოდი მე ოთახში და როგორ გაუნათდა გონება, რომ რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ ჩემი ხელი სთხოვა! კარგი, გავიგეთ, რომ გამიტაცებს და ბლა,ბლა, მაგრამ ყოველ ჯერზე? ყოველ წინადადებაზე? ტვინი ამტკივდა, ყურიდან სისხლი წამოვიდა იმდენჯერ მოვისმინე დემნას ქება-დიდება და ის იყო ენე ჩემს გამომეტყველებაზე ხალისობდა, ჩემი ტელეფონი აზმუილდა.
სინათლის სიჩქარით გადავუსვი თითი ეკრანს, არც კი დამიხედავს, ერთი სული მქონდა იმ ოთახიდან გამოვსულიყავი.
-გისმენ?-შვებით ჩავყვირე.
-ქეთუს?-ჩემი სახელის გაგონება და დაძაბული სხეულის მოდუნება ერთი იყო.
-ირაკლი...
-როგორ ხარ, პრინცესავ?-ისე საყვარლად მომმართა, გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია შენი ხმის გაგება.
-ვერც შენ, მე როგორ.-გაეცინა.-რას შვრები? აქეთ ერთს არ მირეკავ!-საყვედურნარევი ტონის გამო ოდნავ შევჭმუხნე წარბები.
-ოჰ, რა ვიცი. არაფერს. ახლა იცი სად ვარ?
-არ თქვა, რომ სადმე ახლოს!
-შეიძლება მასეც ითქვას,-გამეცინა. თან ფანჯარას მივუახლოვდი და ჰორიზონტზე გადაშლილ „ოცარცეს“ თვალი შევავლე.-ბებოსთან...
-ისევ ვინმემ არ მოგიტაცოს,-ჩაიქირქილა.-ფრთხილად,ხო?
-ნუ ღლიცინებ! სადაა შენი იდიოტი ძმა?
-შენზე გაბრაზებული მიზის გვერდით.
-უკაცრავად?-ცოტა არ იყოს განცვიფრებულმა ვიკითხე.
-ერთხელ რომ დამირეკო, არაფერი დაგაკლდება, ქალბატონო.-და აი ისიც. ჩემო დათო.-რას შვრები? არ აპირებ გვინახულო?
-ძალიან სასაცილოა.-ამოვიღრინე.
-მოდი რა, მართლა. შენი დაქალიც გამოიყოლე, რა ჰქვია? ელე თუ რაც..
-ელე კი არა, ელენე იდიოტი!-ვერც კი მივხვდი ისე ჩასძახა ჩემს ტელეფონს ჩემმა დაქალმა.
-შენი იდიოტი ვინაა, გოგო?-არც იქიდან დააკლო ტონმა.
-მერე დაგირეკავ,-დავილაპარაკე, თუმცა ენემ ტელეფონი ამაგლიჯა.
-ვინ და შენ! რას რეკავ? რისთვის რეკავ?-შუბლზე შემოვიტყი ორივე ხელი, ისე დაუწყო საქმის გარჩევა ელენემ. დათოც იმუქრებოდა რაღაცებს, თუმცა ბოდიშის მოხდით გამოვრთე და წარბაწევით დავხედე ქალბატონს.
უდანაშაულოდ მაკოცა ლოყაზე, ჩამჩურჩულა არსად გიშვებო და უდარდელი მზერით შეაბიჯა სამზარეულოში.

.
კედელს ავეფარე. შუა ღამისას წიგნს მიშტერებულ მამაჩემს დავუწყე ყურება. სათვალე ცხვირზე დაემაგრებინა, ძაფით ყელზე ჩამოეკიდა და ისე საყვარელი სანახავი იყო ჩახუტება მომინდა. ნელა დაკეცა, ერთ წერტილს გაუშეშა მზერა, მერე ისევ გახსნა, დაკეცა და ასე დაუსრულებლად, სანამ გვერდით არ მივუჯექი.
-კარგად ხარ?-გაუბედავად ვკითხე. სათვალე მოიხსნა, თბილად გამიღიმა და ხელით მანიშნა მომიახლოვდიო.-მა, რა გჭირს?
-არაფერი, ქეთო, რა უნდა მჭირდეს?-გამიცინა. მაგრად მომეხვია. უკნიდან მის მკერდს ავეკარი, თვითონაც მომხვია ხელები და ნიკაპი მხარზე ჩამომადო.
-მიყვარხარ.-ამის თქმა ძალიან მომინდა.
-იცი...-ჩუმად დაილაპარაკა.-როდესაც სოხუმში იყავი, ის ბიჭი, დემნა, ხშირად მირეკავდა. მუდმივად მიმეორებდა, რომ კარგად იყავი და ამის დასტურად, ხშირად ღამე შენს ოთახში შევუშვებდი და კამერიდან მაჩვენებდა როგორ გეძინა. მიუხედავად იმისა, რომ შენ სრულად არ მოგიყოლია, რაც გადაგხდა მე ყველაფერი ვიცი. ის დღეც პირველად რომ დაგვირეკე, დემნას ავტომობილი მოგიპარავს. რიწაც ვიცი და საერთოდ, მან ყველაფერი მითხრა, ქეთო.
-რაა?-გაოგნებულმა ამოვიჩურჩულე.
-თავისი ამბავიც მოგვიყვა მე და ილიას. დასამალი არაფერი მაქვსო და სამარცხვინოც არაფერი გამიკეთებიაო. არ ნანობს და მე..დავიჯერე, რომ უსაფრთხოდ დაგაბრუნებდა. ასეც მოიქცა, მოგიყვანა, შენ გამო რამდენი იწვალა.
-რისი თქმა გინდა, მა?
-იმ დღეს... აქ, ენგურზე.. ბრმა არ ვარ, ვნახე როგორც დაემშვიდობეთ ერთმანეთს.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.-მან ეს ყველაფერი მომიყვა იმისთვის, რომ ვიცოდე რა დაგხვდება შენ უკან გაბრუნებისას. თუ მთხოვ, რას მივცემ თანხმობას ან უარყოფას, თუ მოგინდება რა მსხვერპლი მომიწევს მე, და შენც.
-მამა...
-გინდა? გულახდილად მითხარი. რამდენიმე კვირაა, რაც დამირეკა. თუ დარწმუნება გინდა შენს სურვილებში ხიდთან გელოდება. ინახულე, თუ ვერაფერი იგრძენი გამობრუნდი და მოვრჩეთ. და თუ პირიქით...ქეთო, მე ხელს არ შევუშლი შენს ბედნიერებას. არც ისეთი ტრაგედიაა იქით ცხოვრობეა, როგორადაც ერთი შეხედვით ჩანს. პასპორტს გაგიკეთებს, მაშინ გადმოხვალ, როცა მოისურვებ და გვინახულობ. ამიტომ.. მიდი და გაერკვიე.-ფეხზე წამომაყენა, თავისი ქურთუკი ჩამაცვა და გარეთ გამომიყვანა.
რობოტივით დავუყევი მის ნაბიჯებს. ქართველ ჯარისკებს რაღაც ჩასჩურჩულა, მათი თანხმობის შემდეგ კი ენგურის ხიდზე ხელიხელ ჩაკიდებულმა დავიწყეთ სიარული. ღმერთო ჩემო... შუა ღამე იყო. ღამის ორი საათი და მამაჩემს დემნასთან შესახვედრად მივყავდი. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც სრულ სიბნელეში სიგარეტის წითელი ბოლო და ნაცრისფერი რკალისებრი რგოლები გამოჩნდა. სილუეტი ამაყად იდგა, უნაკლო სხეულით გველოდებოდა და იშვიათად გადაისვამდა წამოზრდილ თმაზე ხელს.
მამამ ხელი შემიშვა. მოშორებით დადგა და მიბიძგა, წინ წავსულიყავი. შენელებული კადრივით გადავდგი ნაბიჯი. დიდი ზომის ქურთუკში მთლიანად გავეხვიე. ემოციების გამო უფრო მეტად ამივარდა კანკალი, ვიდრე სიცივის და ხაზთან...როგორც მაშინ, ხაზთან გავჩერდი. თვითონ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა. სიგარეტი მოისროლა, ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და დიდი ხანი მიყურა.
ლამპიონის შუქით რაც გავარჩიე, ის ისევ ისეთი იყო. ახლადამოსული წვერით, ბნელი თვალებითა და მისთვის ჩვეული დინჯი გამოხედვით. უაზროდ მაკვირდებოდა. ხუთი თვის უნახავი თავიდან ბოლომდე შემისწავლა და როდესაც მორჩა თვალიერებას, მხოლოდ ერთი ნაბიჯით წამოიწია. ინსტინქტურად ერთით უკან დავიხიე. გაეცინა. მაშინ ვიგრძენი, როგორ მომენატრა მისი ღიმილი, თუნდაც დამცინავი ან ცინიკური, უბრალოდ ის ბგერებიც, რასაც გაცინების დროს ამოუშვებდა პირიდან. თვითონაც დაიწია უკან.
-მომენატრე.-კინაღამ ჩავიკეცე ამ უბრალო სიტყვაზე.-შენ?
-რისთვის მომიყვანე, დემნა?-ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს.
-აღსარების ჩასაბარებლად.-გამიღიმა.
-კარგი, გისმენ.-ხელები გადავიჯვარედინე. მამაჩემს გავხედე, რომელიც უდარდელად ეწეოდა. ენგურის ხიდს იდაყვებით ეყრდნობოდა და დამეფიცება, სიტყვა-სიტყვით ესმოდა ჩვენი საუბარი.
-ერთი ქალია.-დაიწყო ჩვეული ტონით. გახსენებაზე წინასწარ გამეღიმა.-ჯიუტი ქალია. პრინციპული. მაგრამ მაინც უსუსური საკუთარ თავთან და ჩემთან - ხანდახან. ერთი ქალია, რომელიც დამემუქრა სხვასთან ჰყოფნით, თუმცა ხუთი თვეა არავინ გაუკარებია. რომელმაც წმინდად შემისრულა თხოვნა თმაზე, მხარზე, თითებზეც კი და მაინც, ის ქალი... ამტკიცებს, რომ ჩემთან დაბრუნება არ უნდა. იცი, მისიც მესმის. ჩემნაირ გაფრენილთან ჰყოფნა მარტივი არ იქნება, თუმცა მას არასოდეს მოსწონდა სიადვილე, ყოველთვის ისეთ რაღაცებს ეჭიდებოდა, როგორიც, მაგალითად, იარაღმიბჯენილის ტლიკინია, ან გაქცევა, როდესაც უცხო ქალაქში, უცხო მიწაზე ერთი სულიერიც არაა დამხმარე და ან.. გაგიჟებულ, იარაღიან კაცს მივარდე და სასროლად გამზადებული ტყვია უკან დააბრუნებინო. გესმის, როგორი ქალია?-ამოიჩურჩლა.-ჩემი ცოდვა იმაში მდგომარეობს,რომ ეგოისტი ვარ. მანიაკივით მინდა, მარტო ჩემთან იყოს, მარტო ჩემთვის გაიშალოს თავისი წაბლისფერი თმა და მარტო მე შემეძლოს შევეხო იქ, სადაც მინდა და ისე, როგორც მინდა. მეორე დანაშაული, რაც მაქვს ეს ამავე ქალის ნერვებზე თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი როგორ მელოდა, მაინც არ დავურეკე. არც კი მოვიკითხე,თუმცა აზრი არ ჰქონდა. მაინც ვერ გავტეხე. მაინც ვერ მოვიყვანე საკუთარი ფეხით და მაიძულა, პირველად მე გადამედგა ნაბიჯი. ამაყია,-წამით პაუზა გააკეთა და უფლება მომცა ამომესუნთქა.-მაგრამ ლამაზი. იცი, რანაირია? ჯერ ტვინში შემოიჭრა.-გაეცინა.-შემოიჭრა და თანდათან ხავსივით მოედო ყველა ორგანოს. სისხლიც კი გამიჩერა...მითხარი, ქეთი. ცოდვად მეთვლება?
-თუ ქალსაც უნდა არა და თუ პირიქით კი.
-და... გინდა?
ღმერთო, დეჟა ვუ. გამეცინა, მასაც გაეხა პირი. ამჯერად ერთდროულად გადავდგით მისაახლობელი ნაბიჯი. გადმოიხარა და მსუბუქად შემახო ტუჩები შუბლზე. ქურთუკში ჩაჩურთული თმა გადმომიყარა, თვალებში ჩამხედა და მკითხა:-იქნები ჩემთან?
-და სხვები?-მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე.
-მაგალითად ვინ?
-ენე. უჩემოდ მოკვდება.
-ენეს დამსახურებაა ახლა აქ რომ დგახარ. დათო გადმოიყვანს ხვალ.-არ გამკვირვებია, რადგან ბოლო დროს ზედმეტად ხვანცალებდა. ჩვენკენ წამოსული მამაჩემის დანახვაზე, დემნას ოდნავ მოვშორდი, მას გავუსწორე თვალი და მომღიმარის დანახვაზე პირდაპირ ვუთხარი:
-ილია?
-შეეგუება. დედაშენიც. და მოდი, ერთხელ მაინც დაი.კიდე სხვები.
-შენ?-მოვეხვიე და კისერზე ხმაურიანდ ვაკოცე. თბილად ჩამიკრა, მთლიანად მიგრძნო ერთ წამში და ლოყაზე მომითათუნა ხელი, ისე როგორც ბავშვობისას.
-ორივე ქალიშვილს ვუშვებ,თუმცა ზუსტად ვიცი სად, ვისთან და რა მიზეზით.-ჩემთან ერთად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, დემნას თვალი თვალში გაუყარა და:
-გაუფრთხილდი ქეთისაც და იმას..იმ მოუსვენარს, ამის კუდი რომაა ბავშვობიდან.
-აუცილებლად,-ხელი ჩამოართვა მამაჩემს,შემდეგ თითები ჩამჭიდა და ხაზის გადაკვეთასთან ერთად შეიცვალა ჰაერის ტემპერატურა, ამინდი და მამაჩემი სახე, რომელიც აცნობიერებდა რისი გაღება უწევდა ჩემი ბედნიერებისთვის.
-მაგრად გამაფრენინე, ქეთო.
.

წითელი ალიონი იდგა.
ხასხასა, ნარინჯისფერი მზერა ნელა ამოცურდა ზღვიდან და ერთხანს მასზე გაჩერდა. ნელ-ნელა წაიწია ზევით, თითქოს ძაფს, რომლითაც შავ ზღავზე იყო ჩამოკიდებული ვერაფრით წყვეტდა. გავარვარებული სხივები მიმოაფრქვია სოხუმს, ზურგი იბრუნა და თვალი თვალში გამისწორა.
ერთხელ მოტაცებული მეორეჯერ საკუთარი ნებით დამიბრუნა და მგონი, არც არასოდეს აპირებდა ჩემს გაშვებას.





…………………………………….

გილოცავთ აღდგომას! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!!!
მინდა, რომ სულ გახარებულები და ჯანმრთელები იყოთ. ეს კორონაც დაიბრიდოს და ყველაფერი კარგად გვქონდეს ყველას.
აბა, რას იტყვით?
გააამართლა იმედები თუ ჩაამართლა? :დდდ
არ ვიცი რამდენად მოგეწონათ,მაგრამ მე რაღაცნაირი გრძნობა რომ მაქვს ფაქტია.
ეს ისტორია არის რეალური. რეალური პერსონაჟებით. ძალიან მიყვარს, რადგან ადგილები რომლებიც აღწერილია თვალით მაქვს ნანახი და ამბები, ლეგენდები, ფაქტები - სინამდვილეა. მიყვარს თითოეული პერსონაჟი. იმიტომ, რომ ყველასში ჩავდე საკუთარი თავის ერთი თვისება მაინც და...
გურამის პერსონაჟი.
ერთ დღეს დედაჩემს ვეკითხები ამ აფხაზებში დავიჯერო ერთი მაინც არ ურევია ისეთი, ვინც წინააღმდეგია-თქო და ერთი კი იქნებაო. ჰოდა ის ერთია ეგ კაცი.
ბევრ აფხაზსს ვიცნობ. აქ აღწერილი სიძულვილი მონაგონია, რაც მათ რეალურად აქვს ჩვენს მიმართ.
გისმენთ. გელოდებით. და მიყვარხართ.



№1  offline წევრი ket-kat

ახალი ხარ საიტზე ქეთი? ძალიან მომეწონე, წარმატებებს გისურვებ :)

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

სულ , სულ უნდა წერო შენ..
არასდროს მოგვაკლო შენი კითხვის სიამოვნება ❤

 


№3  offline წევრი დარინა

მიყვარს ეს ისტორია, აი ჩემს გულამდე მოვიდა და ისეთი ემოციები დამატეხა აი დიდხნისმანძილზე რომ გამყვებაა, ისეთი ისტორიაა არაერთხელ რომ მოვუბრუნდები წასაკითხად, ძალიან მეტკინა ისტორიულ ძეგლებს ასე რომ ეპყრობიან, ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს, ირაკლის თავიდან მეც ისეთი უნდობელი თვალით შევხედეე, მაგრამ მართლაც რომ საოცარი ბიჭია აი თავისი გულწრფელი ლაპარაკით და იმედია ანასთან იქნებოდაა, მე ასე დავაწყვილეე, აი დათო კი პოზიტივის ბუკეთი კეთილი და ძალიან ძალიან საყვარელი ადამიანი აი სწორედ ისეთი მეგობარი რომელსაც ყველა ინატრებს, ელენეს და დათოს ეგ ამბავიც მომეწონაა, ხოო აი ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი, საოცარი ბიჭია დემნაა, ერთი დემნა ყველას ვიტყოდიიი, ამ ნაწილში ისეთი კარგი იყოო უფრო თბილი და საყვარელიი, მე ვიტყოდი უფრო მეტად გამოხატავდა სიყვარულს ვიდრე ქეთიი, ქეთიმ ამ ნაწილში ცოტა იმედი გამიცრუა არ ვიცი ჩემთან ის გრძნობები ვერ მოიტანა რასაც გრძნობდაა, ადამიანი როცა გიყვარს ასე ვერ ადგები და წახვალ, მაგრამ ადგა და წავიდაა, დემნამ სწორად მოიქცა არჩევანის უფლება რომ მისცა რადგან ძალით რომ დაეტოვებინა მერე მთელი ცხოვრება ამას წამოაყვედრიდაა, დაბრუნებულზეც იმ ხუთი თვის მანძილზე დაბრუნებაც არ მონდომებიაა, მამამისი რომ არ ჩარეულიყო ალბათ კიდევ ასე იქნებოდაა, უფრო მეტი სიყვარული მინდოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საოცარი ისტორია გამოვიდა და მიხარია რომ წაკითხვის საშუალება მოგვეცააა, ძალიან მაგარი გოგო ხარ და ვიტყვი რომ ისტორია შედგა, უამრავი წარმატებები შენ და ახალი ისტორით აუცილებლად დაგვიბრუნდიი, მეც გილოცავ აღდგობას მრავალს დაესწარიი, ქრისტე აღდგა!

 


№4 სტუმარი ana

უფ, რა ვისიამოვნე. ეს ისტორია თქვენია ანუ? ათმაგად სასიამოვნო წასაკითხია, თუ ასეა

 


№5  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ket-kat
ახალი ხარ საიტზე ქეთი? ძალიან მომეწონე, წარმატებებს გისურვებ :)

არა, დიდი ხანია ვწერ. ^_________^

დარინა
მიყვარს ეს ისტორია, აი ჩემს გულამდე მოვიდა და ისეთი ემოციები დამატეხა აი დიდხნისმანძილზე რომ გამყვებაა, ისეთი ისტორიაა არაერთხელ რომ მოვუბრუნდები წასაკითხად, ძალიან მეტკინა ისტორიულ ძეგლებს ასე რომ ეპყრობიან, ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს, ირაკლის თავიდან მეც ისეთი უნდობელი თვალით შევხედეე, მაგრამ მართლაც რომ საოცარი ბიჭია აი თავისი გულწრფელი ლაპარაკით და იმედია ანასთან იქნებოდაა, მე ასე დავაწყვილეე, აი დათო კი პოზიტივის ბუკეთი კეთილი და ძალიან ძალიან საყვარელი ადამიანი აი სწორედ ისეთი მეგობარი რომელსაც ყველა ინატრებს, ელენეს და დათოს ეგ ამბავიც მომეწონაა, ხოო აი ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი, საოცარი ბიჭია დემნაა, ერთი დემნა ყველას ვიტყოდიიი, ამ ნაწილში ისეთი კარგი იყოო უფრო თბილი და საყვარელიი, მე ვიტყოდი უფრო მეტად გამოხატავდა სიყვარულს ვიდრე ქეთიი, ქეთიმ ამ ნაწილში ცოტა იმედი გამიცრუა არ ვიცი ჩემთან ის გრძნობები ვერ მოიტანა რასაც გრძნობდაა, ადამიანი როცა გიყვარს ასე ვერ ადგები და წახვალ, მაგრამ ადგა და წავიდაა, დემნამ სწორად მოიქცა არჩევანის უფლება რომ მისცა რადგან ძალით რომ დაეტოვებინა მერე მთელი ცხოვრება ამას წამოაყვედრიდაა, დაბრუნებულზეც იმ ხუთი თვის მანძილზე დაბრუნებაც არ მონდომებიაა, მამამისი რომ არ ჩარეულიყო ალბათ კიდევ ასე იქნებოდაა, უფრო მეტი სიყვარული მინდოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საოცარი ისტორია გამოვიდა და მიხარია რომ წაკითხვის საშუალება მოგვეცააა, ძალიან მაგარი გოგო ხარ და ვიტყვი რომ ისტორია შედგა, უამრავი წარმატებები შენ და ახალი ისტორით აუცილებლად დაგვიბრუნდიი, მეც გილოცავ აღდგობას მრავალს დაესწარიი, ქრისტე აღდგა!

დარინა,მადლობა რომ მკითხულობ და მერე როგორ მკითხულობ!!
^_________^

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Qriste agsdgaa. Gfaravdes agdgomis zala da madli. Arvici ra gitxraa. Saocari vinme xar shenbavtoro. Cere da ar gacherde raaa. Es iyo namdvili saocrebaaa. Tan iset temas exeboda. Chven mtkivneul afxazetss. Iseti kutxit gaashuqe yvela mxris tkivili ver sheedavebi. Sheni fani varr. Madlobaaaaa shen am bednierebistvisss

 


№7 სტუმარი kati

ძალიან მტკივნეული თემაა და მოუშუშებელი იარა აფხაზეთი თითოეული ქართველისთვის და ალბათ ვერასდროს წავიკითხავ უემოციოდ ვერცერთ სტრიქონს ამ თემის შესახებ.ძალიან კარგად წერ.ველოდები კიდევ მრავალ ისტორიას.ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით.უფალი გფარავდეთ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

ასეთი არასდროს არაფერი წამიკითხავს????შოკი მაქვს????????ყველაზე მაგარი ხარ სენ ვინც ეს დაწერე❤შენ ხომ არ იცი როგორ ველოდებოდი ამ თავს????

[quote=სტუმარი ნინო]ასეთი არასდროს არაფერი წამიკითხავს....შოკი მაქვს...❤ყველაზე მაგარი ხარ სენ ვინც ეს დაწერე❤შენ ხომ არ იცი როგორ ველოდებოდი ამ თავს❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ელე

სასწაულია ????????❤️❤️ არ ვიცი რა ვთქვა იმდენად მომეწონა❤️????????????

 


№10  offline წევრი ეირინ

ეს იყო საოცარი არ ვიცი რა ვთქვა ახლავ კი მეტირება ყველაზე ემოციური ბედიის ტაძარი იყო და მე მართლა არ ვიცი იმედი მაქვს მთლად ასე ცუდად არ არის საქმე♥️ჩემი ოცნებაა იქ გადასვლა იქაურობის დაბრუნება ერთ მთლიანობად ქცევა♥️იმედი მაქვს ბედიიდ ტაძარს მეც ვნახავ♥️არ ვიცი მართლა რა ვთქვა მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია იმისათვის რომ აფხაზეთი გამაცანი და სხვა თვალით დამანახე უღრმესი მადლობა♥️♥️♥️წარმატებები♥️
♥️ქრისტე აღსდგა♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

ქრისტე აღსდგა..გამიხარდა შენი გამოჩენა.როგორი ისტორიულად დატვირთული თავი იყო..ემოციებით სავსე..ჩემი აფხაზეთი,ჩვენი ტკივილი..კარგი გოგო ხარ..მომეწონა ძალიან :*

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Es istoria tu realuri ambavi chem sauketesota xuteulshi sheca da xshirad cavikitxav xolmeee. Cina komentarshi damavicyda amis agnishvna da axla davceree. Cere raa. Ar gacherdeee

 


№13 სტუმარი სტუმარი სოფიო

იშვიათად მინდება დავწერო კ9მენტარი ეს ერთ ერთი მ9მენტია როცა ჩემი აზრის გამოთქმ მინდა შემიყვარდა შენი შექმნილი თითეული პერსონაჟი სიუჟეტი ისეთი სასიამოვნო წასაკითხია და გრძნობები ისე გაქვს აღწერილი გულამდე აღწევს გააგძელე წერა საოცრად გამოგდის ????????????????❤️❤️❤️

და ხო კიდევ ამ ისტორიას თუ გაგძელებაც ექნებაა სიამოვნებით წავიკითხავდი

 


№14  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Qeti qimucadze
Qriste agsdgaa. Gfaravdes agdgomis zala da madli. Arvici ra gitxraa. Saocari vinme xar shenbavtoro. Cere da ar gacherde raaa. Es iyo namdvili saocrebaaa. Tan iset temas exeboda. Chven mtkivneul afxazetss. Iseti kutxit gaashuqe yvela mxris tkivili ver sheedavebi. Sheni fani varr. Madlobaaaaa shen am bednierebistvisss

kati
ძალიან მტკივნეული თემაა და მოუშუშებელი იარა აფხაზეთი თითოეული ქართველისთვის და ალბათ ვერასდროს წავიკითხავ უემოციოდ ვერცერთ სტრიქონს ამ თემის შესახებ.ძალიან კარგად წერ.ველოდები კიდევ მრავალ ისტორიას.ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით.უფალი გფარავდეთ.

სტუმარი ელე
სასწაულია ????????❤️❤️ არ ვიცი რა ვთქვა იმდენად მომეწონა❤️????????????

მადლობაა !!

ეირინ
ეს იყო საოცარი არ ვიცი რა ვთქვა ახლავ კი მეტირება ყველაზე ემოციური ბედიის ტაძარი იყო და მე მართლა არ ვიცი იმედი მაქვს მთლად ასე ცუდად არ არის საქმე♥️ჩემი ოცნებაა იქ გადასვლა იქაურობის დაბრუნება ერთ მთლიანობად ქცევა♥️იმედი მაქვს ბედიიდ ტაძარს მეც ვნახავ♥️არ ვიცი მართლა რა ვთქვა მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია იმისათვის რომ აფხაზეთი გამაცანი და სხვა თვალით დამანახე უღრმესი მადლობა♥️♥️♥️წარმატებები♥️
♥️ქრისტე აღსდგა♥️

სტუმარი ნინო
ქრისტე აღსდგა..გამიხარდა შენი გამოჩენა.როგორი ისტორიულად დატვირთული თავი იყო..ემოციებით სავსე..ჩემი აფხაზეთი,ჩვენი ტკივილი..კარგი გოგო ხარ..მომეწონა ძალიან :*

ჭეშმარიტად აღდგა!
მადლობა,მადლობა, მადლობა !

Qeti qimucadze
Es istoria tu realuri ambavi chem sauketesota xuteulshi sheca da xshirad cavikitxav xolmeee. Cina komentarshi damavicyda amis agnishvna da axla davceree. Cere raa. Ar gacherdeee


არ გავჩერდები,მადლობა თქვენ !!! ^_________^

 


№15 სტუმარი ციცინო დეიდა ათენიდან

კარგა ხანია ვკითხულობ ამ საიტზე....ზოგი ისეთია, ეგრევე ვტოვებ. გული შეუწუხდება ადამიანს ამდენი გრამატიკული შეცდომით.აზრის გამოტანა მიჭირს ხოლმე: რომ დაიწყებ რაიმეს წერას, მიზანი, იდეა არ უნდა ჩანდეს რას ემსახურება ნაწერი?
მინდა მადლობა გითხრა ამ სიამოვნებისთვის!
ბევრი ტკივილი იყო, ბევრი ძლიერი ემოცია და ცრემლი... მაგრამ კარგად დავინახე შენი უდიდესი სურვილი: აფხაზეთი საქართველოა და ძალიან რომ გინდა დაგვიბრუნდეს!
უფალმა გისმინოს შენც და ყველა გულმოკლულ ქართველს, იძულებით რომ მოუწიათ ამ ყველაფრის დატოვება...( ეხ... ნეტამც!!!!!!.....)
გისურვებ წარმატებებს შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში!!! ძალიან კარგი ხარ!!!
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
( აუცილებლად წერე ასეთ საჭირბოროტო თემებზე. არაჩვეულებრივად გამოგდის)

 


№16  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ციცინო დეიდა ათენიდან
კარგა ხანია ვკითხულობ ამ საიტზე....ზოგი ისეთია, ეგრევე ვტოვებ. გული შეუწუხდება ადამიანს ამდენი გრამატიკული შეცდომით.აზრის გამოტანა მიჭირს ხოლმე: რომ დაიწყებ რაიმეს წერას, მიზანი, იდეა არ უნდა ჩანდეს რას ემსახურება ნაწერი?
მინდა მადლობა გითხრა ამ სიამოვნებისთვის!
ბევრი ტკივილი იყო, ბევრი ძლიერი ემოცია და ცრემლი... მაგრამ კარგად დავინახე შენი უდიდესი სურვილი: აფხაზეთი საქართველოა და ძალიან რომ გინდა დაგვიბრუნდეს!
უფალმა გისმინოს შენც და ყველა გულმოკლულ ქართველს, იძულებით რომ მოუწიათ ამ ყველაფრის დატოვება...( ეხ... ნეტამც!!!!!!.....)
გისურვებ წარმატებებს შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში!!! ძალიან კარგი ხარ!!!
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
( აუცილებლად წერე ასეთ საჭირბოროტო თემებზე. არაჩვეულებრივად გამოგდის)

ციცინო დეიდა,ძალიან მიხარია თუ შევძელო თქვენში ემოცოების გამოწვევა.
ჭეშმარიტად აღდგა! უფალი გფარავდეთ!!!!! ^_________^

 


№17  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

უჰჰ დიდი სიამოვნებით წავიკითხე
მადლობა შენ ამ სიმოვნებისთვის მაგარი გოგო ხარ
უფროო გამიღვივე აფხაზეთის სიყვარული და ნახვის სურვილი
დიდი იმედი მაქვს ერთ დროსს შემისრულდებაა ეს ოცნება დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული მიწაას
ჩეი და ჩემი იჯახისს დიდი ტკივილია
მადლობა შენ ასეთი ტბილი თბილი იტორისთვის ნამდვილად ღირდაა ლოდინითვისს მადლობა❣

 


№18  offline წევრი ნანა73

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!!!
როგორ მომეწონა! რა კარგი იყო, განსაკუთრებით მეორე ნაწილი. ახლა საერთოდ რამეს თუ წავიკითხავდი არ მეგონა, მაგრამ სწორედ ახლა ვნახე და ვერაფრთ მოვეშვი სანამ არ დავამთავრე.
ბევრს ვერაფრს დავწერ... მაგრამ გეტყვი, ამ ისტორიამ წლების წინ დამაბრუნა, თითქოს მამოგზაურა იქ სადაც არასდროს ვყოფივარ და მაინც, ძალიან ნაცნობია ყველაფერი...
შემიყვარდა შენი გმირები და ჩემთვის ისინი ნამდვილები არიან!
მადლობა ამ განცდებისთვის!
მრავალს დაესწარი! წარმატებები! ❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი Rita Vacharadze

მიყვარს ❤️ დემნა მოწოდების სიმაღლეზეა! ქეთი ჯიუტი, ჩამოუყალიბებელი ბავშვივით იქცევა და მიბრაზებს ბიჭს ???? მომავალში ვხედავ დათოს და ელენეს???? ???? ისევ ,,სულამოსვნით” ვკითხულობდი????????
ცალე გამოვყოფ გურამის პერსანაჟს, მინიმუმ ორი გურამი მაინც მინდა რეალურად რომ არსებობდეს, ორი ერთმანეთში მოსაუბრე, სწორედ საუბარი იწვევს მოძრაობას, გრძელდება დინამიკაში და ... შემდეგ კი ირაკლისნაირი აფხაზი ახალგაზრდები ერთ დღესაც იტყვის რომ ფეხებზე კიდიათ პოლიტიკა, იმათი ოკუპანტი დედაც... და ვაპატიებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე მხარეს აქვს ერმანეთისთვის საპატიებელი რაღაც ..

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინა

დილის ოთხი საათია, ჯერ კიდევ სველი თვალებით ვწერ ამ კომენტარს რომ უდიდესი მადლობა გადაგიხადო ყველა იმ ემოციისთვის, რომელიც მე ამ საოცრების კითხვისას ვიგრძენი. ვიცი რომ კიდევ ათიათასჯერ დავუბრუნდები და ათიათასჯერ შევიყვარებ. სასწაული იყო. ❤️❤️❤️❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ნარჩიტა
უჰჰ დიდი სიამოვნებით წავიკითხე
მადლობა შენ ამ სიმოვნებისთვის მაგარი გოგო ხარ
უფროო გამიღვივე აფხაზეთის სიყვარული და ნახვის სურვილი
დიდი იმედი მაქვს ერთ დროსს შემისრულდებაა ეს ოცნება დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული მიწაას
ჩეი და ჩემი იჯახისს დიდი ტკივილია
მადლობა შენ ასეთი ტბილი თბილი იტორისთვის ნამდვილად ღირდაა ლოდინითვისს მადლობა❣

ნანა73
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!!!
როგორ მომეწონა! რა კარგი იყო, განსაკუთრებით მეორე ნაწილი. ახლა საერთოდ რამეს თუ წავიკითხავდი არ მეგონა, მაგრამ სწორედ ახლა ვნახე და ვერაფრთ მოვეშვი სანამ არ დავამთავრე.
ბევრს ვერაფრს დავწერ... მაგრამ გეტყვი, ამ ისტორიამ წლების წინ დამაბრუნა, თითქოს მამოგზაურა იქ სადაც არასდროს ვყოფივარ და მაინც, ძალიან ნაცნობია ყველაფერი...
შემიყვარდა შენი გმირები და ჩემთვის ისინი ნამდვილები არიან!
მადლობა ამ განცდებისთვის!
მრავალს დაესწარი! წარმატებები! ❤️❤️❤️

^_________^

Rita Vacharadze
მიყვარს ❤️ დემნა მოწოდების სიმაღლეზეა! ქეთი ჯიუტი, ჩამოუყალიბებელი ბავშვივით იქცევა და მიბრაზებს ბიჭს ???? მომავალში ვხედავ დათოს და ელენეს???? ???? ისევ ,,სულამოსვნით” ვკითხულობდი????????
ცალე გამოვყოფ გურამის პერსანაჟს, მინიმუმ ორი გურამი მაინც მინდა რეალურად რომ არსებობდეს, ორი ერთმანეთში მოსაუბრე, სწორედ საუბარი იწვევს მოძრაობას, გრძელდება დინამიკაში და ... შემდეგ კი ირაკლისნაირი აფხაზი ახალგაზრდები ერთ დღესაც იტყვის რომ ფეხებზე კიდიათ პოლიტიკა, იმათი ოკუპანტი დედაც... და ვაპატიებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე მხარეს აქვს ერმანეთისთვის საპატიებელი რაღაც ..

სტუმარი ნინა
დილის ოთხი საათია, ჯერ კიდევ სველი თვალებით ვწერ ამ კომენტარს რომ უდიდესი მადლობა გადაგიხადო ყველა იმ ემოციისთვის, რომელიც მე ამ საოცრების კითხვისას ვიგრძენი. ვიცი რომ კიდევ ათიათასჯერ დავუბრუნდები და ათიათასჯერ შევიყვარებ. სასწაული იყო. ❤️❤️❤️❤️

◉‿◉ მიყვარხართ ყველა!!!

 


№22 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგი იყოო????????????????ძალიან ვისიამოვნე ერტი ამოსუნთქვით წავიკითხეე

 


№23 სტუმარი tata

არასდროს უნდა გაჩერდე, სულ უნდა წერო და წერო. საუკეთესოა

 


№24 სტუმარი სტუმარი nancho

ეს რა იყოოო.რა ჟანრი არ დევს აქ მაგრამ ასეთი საინტერესო,რეალური და საჭირო ისტორია ჯერ არ წამიკითხავს,არანაირი შეცდომა,აფხაზეთი ჩემი ტკივილიცაა,მოკლედ ვიმოგზაურე მეც ქეთისთან ერთად,.სიყვარული გაიმარჯვებს,,ქრისტე აღსგა,მეც გილოცავთ ყველას.

 


№25  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარი
ძალიან კარგი იყოო????????????????ძალიან ვისიამოვნე ერტი ამოსუნთქვით წავიკითხეე

tata
არასდროს უნდა გაჩერდე, სულ უნდა წერო და წერო. საუკეთესოა

სტუმარი nancho
ეს რა იყოოო.რა ჟანრი არ დევს აქ მაგრამ ასეთი საინტერესო,რეალური და საჭირო ისტორია ჯერ არ წამიკითხავს,არანაირი შეცდომა,აფხაზეთი ჩემი ტკივილიცაა,მოკლედ ვიმოგზაურე მეც ქეთისთან ერთად,.სიყვარული გაიმარჯვებს,,ქრისტე აღსგა,მეც გილოცავთ ყველას.

მადლობა გოგოებო ^_________^

 


№26  offline წევრი dadududa

უამრავი ისტორია წამიკითხავს, მაგრამ კომენტარს არ ვტოვებ, არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ეს ისტორია ის არის რომ ენოციებს ვერ ვთოკავ, სულში შემიძვრა და ალბად ვერ გამოვალ ამ ემოციებიდან ძალიან დიდი ხანი, და მადლობა ამ ემოციებისთვის ❤️❤️ალბად კიდევ მრავალჯერ წავიკითხავ ????????????????

 


№27 სტუმარი Mrs.Grey

შემიყვარდა ეს ისტორია❤️

 


№28  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

dadududa
უამრავი ისტორია წამიკითხავს, მაგრამ კომენტარს არ ვტოვებ, არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ეს ისტორია ის არის რომ ენოციებს ვერ ვთოკავ, სულში შემიძვრა და ალბად ვერ გამოვალ ამ ემოციებიდან ძალიან დიდი ხანი, და მადლობა ამ ემოციებისთვის ❤️❤️ალბად კიდევ მრავალჯერ წავიკითხავ ????????????????

Mrs.Grey
შემიყვარდა ეს ისტორია❤️

მიხარიაა heart_eyes

 


№29 სტუმარი სოთამა

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№30  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სოთამა
დიდი მადლობა ❤️❤️❤️

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent