შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ მიზეზი (4)


20-04-2020, 20:05
ნანახია 1 184

სახლამდე მიმაცილა და ღამე მშვიდობისა მისურვა.
ძლივს ავიტანე ფეხები მესამე სართულზე და მოწყვეტით ჩავესვენე სავარძელში.ფიქრიც აღარ შემეძლო და ამდენი ემოციისგან დასაცლელად შხაპს მივაშურე.
ბაქარი გააქტიურდა.რაც უფრო ხშირად ვნახულობდი,მით მეტ ზიზღს ვგრძნობდი მის მიმართ.მძულდა ისიც და მალიკიც,რომელსაც გამბედაობა არ ეყო და ჩემი გამოყენებით უნდოდა მისი დაჭერა.თავი ძალიან ცუდ სიზმარში მეგონა და გამოფხიზლებას ვერ ვახერხებდი.მერე რა იქნებოდა? როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას,მუშაობას? იქნებ პოლიციაში წავსულიყავი და ყველაფერი მომეყოლა? დამიჯერებდნენ კი? ან იქნებ ამით მალიკი უფრო გამებრაზებინა? ჯანდაბა! უკვე ვნანობდი იმ მატარებლით მგზავრობას,მაგრამ ის მაინც მიპოვიდა მატარებელში თუ არა სადმე სხვაგან.
ერთ საღამოს,როცა მარტო ვიყავი და ის იყო დაწოლას ვაპირებდი,კარზე ზარი მომესმა.საათს დავხედე,საკმაოდ გვიანი იყო.მალიკი ზარს არ დარეკავდა.სათვალთვალოში ბაქარის სახე მოსჩანდა.
-ლაილა გთხოვ გააღე,სალაპარკო მაქვს,-‘’დაიძახა და რამდენჯერმე დააკაკუნა,თან უკან უკან იხედებოდა.
გულმა რეჩხი მიყო.რაიმე ხომ არ გაიგო? რაც არის არის,იქნებ რა ხდება.
-როგორ ხარ? „-მაშინვე შემოვიდა და კარი მიხურა.
-კარგად,ხო მშვიდობაა?“- ცოტა ავფორიაქდი,რადგან შევნიშნე ნასვამი იყო.ნასვამ ხალხს უყვარდა ჩემთან მოსვლა..ჰმმ..
-არ ვიცი,მგონი პარანოია დამეწყო,სულ მგონია რო ვიღაც მითვალთვალებს.-„თავზე შემოიწყო ხელები და ოთახში სიარულს მოჰყვა.-‘’მარტო აღარსად დავდივარ,სულ მახლავს ერთი-ორი კაცი.აქ აღარ გამოვიყოლე არავინ შენთან უსაფრთხოდ ვარ.
-მოიცა რა ხდება? დაცვით რატომ დადიხარ? მინისტრობას ხომ არ აპირებ-‘’ შევეცადე იუმორში გამეტარებინა კითხვა,მაინტერესებდა რას მიპასუხებდა.
-მე..მე რაღაც სერიოზული ბიზნესები მაქვს და ასევე ბევრი მტერი გავიჩინე.ხომ იცი ფულიან კაცს ყოველთვის მტრობენ,-‘’ნერვიულად გაიცინა და წარბები აუთამაშდა.აშკარად ძალიან ნერვიულობდა.
-არამგონია ასე სერიოზულად იყოს საქმე,-‘’რაც შემეძლო გულგრილად ვუთხარი და მისი სიტყვები ამეკვიატა: ‘’შენთან უსაფრთხოდ ვარ’’.რა იცოდა რომ ყველაზე დიდი საფრთხე ჩემგან ელოდა.
სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გასულს იქვე შემომაკითხა და წელზე შემომხვია ხელები.ამას იმდენად არ მოველოდი,რომ ჭიქა ხელიდან გამივარდა და სწრაფად შევბრუნდი.
-რას აკეთებ?-‘’მის თვალებში აგიზგიზებულ ვნების ნაპერწკალს შიშით შევყურებდი და ვხვდებოდი,რომ ჩემი საქმე წასული იყო.
-იცი ძალიან მომწონხარ’’-უფრო მეტად მომეტმასნა და ყურში ამაზრზენად ჩამჩურჩულა.
-გამიშვი ეხლა მაგის დრო არ არის,’’-შევეცადე თავი დამეღწია მისგან,მაგრამ ხელები ისე მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული,რომ ვერც კი გავტოკდი.
-სწორედ ახლაა ამის დრო!’’-მითხრა და ჩემს სარაფნის სალტეს წაეპოტინა.
‘’ღმერთო ოღონდ ეს არა! გულში ვწყევლიდი მალიკსაც და იმ დღესაც მას რომ პირველად შევხვდი.ის იყო დაყვირება დავაპირე,რომ ბაქარმა პირზე ამაფარა უხეში ხელისგული და ჩუმად ყოფნისკენ მომიწოდა.ჩემი ფართხალი ამაო იყო,ვხედავდი,როგორ სევდიანად ტოვებდა ჩემი სარაფანი სხეულს და სიმწრის ცრემლები მასხამდა.
მოულოდნელად აღმოცენებულმა ხმამ ბაქარი ადგილზევე გააშეშა.
-ხელი გაუშვი შე ახვარო!
მალიკის დაჭიმული სხეული სრულ საბრძოლო მზადყოფნას გამოხატავდა.მუშტად შეკრული ხელები გათეთრებოდა და ავ მზერას არ აშორებდა გაოგნებულ ბაქარს,რომელიც გონზე ვერ მოსულიყო რა ხდებოდა.
-შეენ?? აქ..როგორ,-‘’ბაქარს ხმამ უმტყუნა.თვალებგაფართოებული მისჩერებოდა მალიკს და უკვე ვხვდებოდი რომ იცნო ვინც იყო.
მე დრო ვიხელთე და სარაფანი ამოვიცვი.ჯერ ისევ მაკანკალებდა და ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი შევყურებდი მათ.
-გაგიკვირდა არა? რა გეგონა შე ნაბოზვარო გაპატიებდი ჩემების ამოხოცვას? -‘’მალიკის მოქნეული მარჯვენა მძიმედ დაეშვა ბაქარის სახეზე.
წამოვიკივლე.მალიკი გონს მოეგო,გათიშულ ბაქარს გადააბიჯა და ჩემსკენ წამოვიდა.ადგილს მოვწყდი და კარებისკენ გავექანე,თუმცა მალიკი გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა და წამის მერე მის ძლიერ მკლავებში ვფართხალებდი.
-გამიშვი ჩემგან რაღა გინდა’’-უმწეოდ ვიქნევდი ფეხებს ჰაერში.ცხვირზე აფარებულმა თეთრმა ნაჭერმა ჯერ მომთენთა,რამდენიმე წამის შემდეგ კი თვალებზე ნისლი გადამეფარა.საბოლოოდ მოვეშვი და მის მკლავებში ჩავესვენე..
გინების და დარტყმის ხმები მესმოდა.გაჭირვებით და ნელა გავახილე თვალები.დაბმული ვიყავი კუთხეში.პირველი,რაც დავინახე გამხეცებული მალიკის სახე იყო.წელს ზევით შიშველ,ნავარჯიშებ სხეულზე უამრავი ნაიარევი და ჭრილობა ეტყობოდა.ჩემი საძინებელი ოთახი კი ნამდვილ სასაკლაოს ჰგავდა: იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი,სკამზე ბაქარი დაება და გამეტებით ურტყამდა.’’მოკლავს,არ აცოცხლებს’’-გადმომცა ტვინმა განგაშის სიგნალი და უნდა წამომეწყვირა,როცა ვიგრძენი რომ კიდევ ვიღაც იყო ოთახში.
მაღალი,ხმელი ახალგაზრდა მოშორებით იჯდა და ზიზღით შეჰყურებდა ერთიანად სისხლში მოცურავე ბაქარს.ქართველს არ ჰგავდა.
მალიკმა შეამჩნია გონს რომ მოვედი და ბაქარს მიმართა:
-ხომ გაინტერესებდა შენამდე როგორ მოვედი? აი იმ გოგოს უნდა ვუმადლოდე!’’-ყბაში ძლიერად მოკიდა ხელი და თავი ჩემსკენ მოატრიალებინა.
საშინელი წამები იყო.რომელიც თუ გადავრჩი აუცილებლად ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება.ბაქარს ადამიანის სახე აღარ ჰქონდა,თუმცა მაინც შევნიშნე გაკვირვებული,იმედგაცრუებული მიმიკები.
რატომ,რატომ უთხრა რა საჭირო იყო! მაგრამ მალევე მივხვდი,ცოცხალს არ დატოვებდა და აქ,ჩემსავე საძინებელში ცემაში სულს ამოხდიდა!
თავი მძაფრსიუჟეტიან თრილერში მეგონა.დარტყმა,სისხლი,ბევრი სისხლი.მკვლელები ჩემს წინ...როცა მალიკმა სახელით მიმართა უცნობს,მხოლოდ მაშინ მივხვდი მის ვინაობას .ის გაქცეული აჰმედი იყო,რომელიც ბაქარს გადაურჩა.
დაბუჟებული ხელების გამოძრავება ვცადე,თუმცა მალიკს მაგრად ვყავდი დაბმული.უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და დავუყვირე:
-საკმარისია ასე ხომ მოკლავ! ბაქარ მაპატიე,-‘’ცრემლები მომაწვა გაუცნობიერებლად.
საოცრად მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა.გულისფანცქალით ველოდებოდი ბაქარის გამოძრავებას,გატოკებას ან რაიმე ნიშანს.
-გარდაცვლილები არ ლაპარაკობენ ქერა!-‘’ირონიულად მომიგო მალიკმა და მეტი აღარაფერი გამიგია.გავითიშე.

კითხულობთ ვინმე? ))) თუ კი აღარ დავიგვიანებ ხოლმე სტიმული მომეცით



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა,არ დააგვიანო და თავები გაზარდე უკეთესი იქნება

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Vkitxulobt, cota male dade xolme tu shdzleb, warmatebebi.

 


მადლობთ ხშირად დავდებ ხოლმე ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent