შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

MOTEL (თავი 2)


20-04-2020, 23:13
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 001

ევდაკია ხმაურიანად სუნთქავდა. ცდილობდა აჩქარებული გული, როგორმე დაემორჩილებინა და მწყობრში მოეყვანა, თუმცა თითოეული წამოწყებული ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა.

ნელ-ნელა საკუთარ სხეულს ლოგინიდან სწევს. შეჰყურებს წითელ კედლებს, რომელიც გულსა და სულს ერთიანად უწვავს. იგი ხომ ვერ იტანდა წითელ ფერს. ყოველთვის ტკივილის ფერი ეგონა.

გარეთ სასიამოვნო სუსხი იყო. სწორედ ისეთი აბობოქრებულ სულს, რომ დაგიოკებს და წამშივე მზისებრი სხივით გაგამდიდრებს.
ევდაკია უმისამართოდ მიდის... მიდის იქ, სადაც გული კარნახობს. ხვდება, რომ ყველაფერს ზურგს აქცევს ოღონდაც საკუთარ გრძნობებთან შიშველი დარჩეს.
მისი გონება გამოქვაბულმა მიიპყრო. ყოველთვის უყვარდა მარტო ყოფნა... მიტუმეტეს თავისი საქმროს რეჟიმიდან გამომდინარე ყოველთვის მარტო იყო, რადგან იგი ჯარში მსახურობდა.
ახსოვს ევდაკიას, როგორ უხსნიდა ხოლმე თავისი საქმრო სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებს. გზადაგზა თითოეული მთის ისტორიას ცოცხლად გადმოსცემდა და ევდაკიაც ნათლად შეიგრძნობდა ხოლმე, თუ წარსული როგორი ბნელი, მაგრამ სანაქებო გვქონია.
ახლაც ევდაკია გამოქვაბულთან დგას. გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ამ სამყაროდან მოშორება სურს, თუმცა არ იცის სად... ან რა გზით.
მომენტალურად ევდაკიას სხეულს ორნამენტები იპყრობს. დანახვა და მათი გაცოცხლება ერთი იყო. ევდაკიას თავბრუ დაეხვა... ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გახდა... მობილური ტელეფონიც ძირს დაუვარდა... გამოქვაბულში კი ქალის დავარდნის ხმა გაისმა.
გამოღვიძებისას თავის ტკივილი აწუხებს. თითქოს ეს-ესაა მთელი სხეულიც დაუჟეჟესო.. თვალებს გაფაციცებით აფახუნებს. სხეული კვლავ ჩვილი ბავშვივით უთრთის. ძირს დავარდნილი მალევე იხმობს თავის შინაგან ძალებს და ერთი სული აქვს, როდის გააღწევს თავს ამ გამოქვაბულიდან, რომელიც ასე ეგონა სასიკვდილო იარებს არგუნებდა.
დაბინდული გონებით, ბარბაცით გამოქვაბულიდან გადის. გრძნობს, როგორ ესობა ნატიფ თითებზე ეკლებისმაგვარი ქმნილებები... კივილისგან ყელი სრულიად ჩახლეჩოდა. ახლა მხოლოს ის იცოდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაცლოდა აქაურობას და მოტელში უვნებელი მისულიყო.
- შეიპყარით!- გაისმა უცხო ენაზე რაღაც, რომლის გაგონებისთანავე ევდაკიას სხეულში შიშის შეგრძნება ვრცელდებოდა.
მის წინ სამყარო სრულიად შეცვლილიყო. ხმის გაგონებისთანავე მის წინ წითელ ფორმაში გამოწყობილი ყმაწვილები დადგნენ. ერთ-ერთ მათგანს ევდაკიას კისერთად ხმლის წვერი ჰქონდათ მიბჯენილი. ევდაკიას გული არანორმალურად ძგერდა.
- What the hell is going on here? Make your dirty hand unworthy! Get away from me. Don't you understand me ?! Know you will regret it.- გაჰყვიროდა შეშფოთებული, ევდაკია რომელიც ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა არსებულ რეალობას.
- ქალბატონი უცხო ენაზე ლაპარაკობს.- ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.
- ეგება მტრის მოგზავნილია? მოაჭერი ყელი!
- Русский понимаешь?- ჰკითხა წითურმა ბიჭმა, რომელსაც ეტყობოდა როგორ უწვავდა აბობოქრებული სისხლი სხეულს. დაბნეული ევდაკია ძლივას დაეთანხმა უცნობს, რომელიც საშინლად აშინებდა. გრძნობდა მის მწველ მზერას... ეს ქმედება კი პირდაპირი მნიშვნელობით აშიშვლებდა.- ლამაზი ქალი ხარ. ეს ტანისამოსიც ხაზს უსვამს შენს სხეულის ნაკვთებს. შენნაირებს ვიცი რაც სიამოვნებს.- თქვა და შარვალს თავისი თითის ფალანგებით შეეხო.

ევდაკია უშედეგოდ ყვიროდა.
მისი არავის ესმოდა...
მის სხეულს მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის კვალი ჰქონდა აღბეჭდილი და თვალები... თვალები რომლებიც არასდროს ცდებოდნენ მასში.


მოულოდნელად ხმალმა ევდაკიას წინ იშიშვლა.
კაცი, რომელიც მის სხეულს დაპატრონებოდა ახლა გვერდით განგმირული იწვა.
ცრემლები კი კვლავ ძველებურად ახრჩობდა.
- Мадам, вам не обязательно быть здесь. Это очень опасно. Следуй за мной!
- რომელი წელია?- დაბნეულად ჰკითხა ევდაკიამ მას.
- რა თქმა უნდა 1710 წელი.- სიცილნარევი ტონით უპასუხა ქალს, რომელიც მასში ულევ კითხვისნიშნებს აჩენდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent