გზა ვარსკვლავებისკენ (პირველი თავი)
ჰეი, მე ნია ვარ 14 წლის. ჩვეულებრივი გოგონა რთული ხასიათებით. ხოომ, ჩემს თავს იქამდე მივიჩნევდი ჩვეულებრივ ადამიანად, მანამ, სანამ თავი განსაკუთრებულ ადამიანად არ მაგრძნობინეს. ქალაქში რამდენიმე კვირის წინ გადმოვედი საცხოვრებლად, გარკვეული მიზეზების გამო. მანამდე სოფელში ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარდა იქაური ჰაერი, სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლეები, მიწა, ქვები, წყალი, ტროტუარები. ჩემი სოფლის ყველაფერი მიყვარდა. ახლა? ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მასზე ფიქრიც კი მაშინებს, რადგან თვალწინ ცუდი რაღაცეები მიდგება. ვდგავარ ქუჩის ბოლოს და ვგრძნობ, როგორ ვვნებ ჩემს ფილტვებს თითოეული ჩასუნთქვის დროს. ქალაქის ჰაერზე გული მერევა, თითქოს ყელში მეჩხირება ბურთივით, სულს მიხუთავს. ფიქრებში წასულმა ვერც კი შევამჩნიე, რომ ვიღაც მეძახდა. თვალებიდან უნებურად ცრემლები წამსკდა. ფიქრები ვიღაც იდიოტმა გამიფანტა რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა და მოულოდნელად მხარი გამკრა. დიდი სიამოვნებით ვიყრიდი ჯავრს მასზე, მაგრამ, ველოსიპედით ისე სწრაფად ჩამიქროლა, რომ ფეხით აშკარად ვერ დავეწეოდი. გაფანტული ფიქრებით ახლა უკეთ მესმოდა ხმა რომელიც უკნიდან მოდიოდა. ნელა შევტრიალდი. უკან გოგონები იდგნენ, უცნობი გოგონები და მათთან მისვლას მთხოვდნენ. გაკვირვებული სახით მივედი მათთან. - გამარჯობა! - ჰეი! რით შემიძლია თქვენი დახმარება? - ჩვენი ამ ქალაქის ახალგაზრდული ფეხბურთის ნაკრების წევრები ვართ. დილით ამავე ნაკრების ბიჭებთან მოგვივიდა ჩხუბი და ახლა მოგვიწევს შევეჯიბროთ და დავამთავროთ ეს საქმე... - კი, მაგრამ, მე რა შუაში ვარ? - ჩვენი რამდენიმე წევრი ქალაქ გარეთ არის წასული თუ ფეხბურთის თამაში იცი, შეგიძლია დაგვეხმარო? - დიდი სიამაოვნებით, მაგრამ, ფეხბურთს არც ისე კარგად ვთამაშობ. - მაგაზე არ ინერვიულო. ჩვენთან ერთად ითამაშე და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. ქალური სოლიდარობა და რამე ხომ გესმის?! - ჰაჰ, კარგი კისერი მოვუმტვრიოთ. ნუ ღელავთ, შეიძლება ბურთს ფეხი ავაცილო კიდეც, მაგრამ, ეს ფეხი აუცილებლად მოხვდება ვინმეს სიფათში. (გაგვეცინა) - კარგი წავიდეთ, მეხუთე სკოლის სტადიონზე გვაქვს შეხვედრა დანიშნული თხუთმეტ წუთში. - კარგი, ისე ტყუილად ამიხსენით, მაინც ახალი ვარ აქ და ქალაქს კარგად არ ვიცნობ. - გასაგებია. იმედია მატჩამდე და მის შემდეგ ერთმანეთს კარგად გავიცნობთ და დავმეგობრდებით. - ცუდი არ იქნება <3 სტადიონთან მისვლამდე კარგად ვიჭორავეთ. გოგონებმა ქალაქი სხვა თვალით დამანახეს და თავი შემაყვარეს. ზოგიერთ ქალაქელ თავნება გოგონებს არ გვანან. თან კარგი საშუალება მომცეს, რომ გულის ჯავრი ბიჭებზე მეყარა. გული მიგრძნობს წინ საინტერესო და დაუნდობელი ბათლები მელოდება მივაღწიეთ. საკმაოდ ბევრი მაყურებელი შეკრებილიყო. აქ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ საქმის მოსაგვარებელი შერკინება არ იქნებოდა. მაგრამ, ვის ადარდებს. სპორტდარბაზის გასახდელში შევედით და გამოვიცვალეთ. არ მესმის წითელი მაისურების მეტი ვერაფერი შეარჩიეს? ღმერთო რა ძალიან გოგოები არიან! და მაინც ვის ადარდებს. სტადიონზე გავედით. ბიჭები ცინიკური სახეებით გვიყურებდნენ. ჩვენგან ერთი ჩასმული გოგო გავიდა და ბიჭების გუნდის კაპიტანს რაღაც ბურდღუნით გადაულაპარაკა. - რას ვუცდით?-ხმამაღლა ვიკითხე. - მსაჯს.-ცივად მიპასუხა მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. - ჰაჰ, ჩვენ მსაჯიც გვეყოლება? - ხო, რათქმაუნდა!-გაკვირვებულმა მიპასუხა ვიღაცამ მაყურებელთა რიგებიდან. ცოტა გამიტყდა, სულელი გამოვჩნდი ამ კითხვის დასმის დროს. ჩემი ლაპარაკით მოთამაშეების ყურადღება მივიქციე. - ეს ვინ არის?-ჰკითხა ვიღაც ტიპმა ჩემს გვერძე მდგომს. - რა მნიშვნელობა აქვს?! გირჩევ მხოლოდ თამაშზე იფიქრო, რომელიც აუცილებლად მარცხით დამარცხდება შენი გუნდისთვის. - ხოომ აბა რა!- ცინიკურად წარმოთქვა და ღიმილიანი სახით გადახედა თანაგუნდელებს. საინტერესოა რამ გამოიწვია მათი ეს უთანხმოება და როგორ დამთავრდება მატჩი. - მსაჯიც მოვიდა, თამაში დავიწყოთ!-წამოიყვირა ბიჭების გუნდის მეკარემ. მსაჯი მოედანზე შემოვიდა. კარგი ტიპია, თეთრი ჰუდი, შავი ჯინსი, ჯინსის მოსაცმელი და ოლსთარები აცვია. ვაღიარებ გემოვნება აქვს. აი, ამ წამს ჯიბიდან სიგარეტი, რომ არ გაეძრო აუცილებლად დამევასებოდა. მაგრამ, ვის ადარდებს! ახლა, ხომ თამაშს დავიწყებთ. მე თავდამსხმელი ვარ. დაცვა და თავდასხმა, ეს არის ორი პოზიცია სადაც ნორმალურად შემიძლია თამაში, დანარჩენში ნული ვარ. მსაჯი პირში თითებს იდებს და უსტვენს, როგორც მივხვდი ეს თამაშის დაწყებას ნიშნავს. არ მესმის, რისთვის არსებობს სასტვენი! თამაშს გოგონები ვიწყებთ. ჯელტმენები და რამე ხომ გესმით?! წინ გავიჭერი პასი გამიკეთეს, ისეთ პოზიციაზე ვიყავი, რომ ეგრევე დავარტყი და გოლლ! მშვენიერი გოლი იყო, მატჩის პირველივე წუთში. გოგოები გარს შემომეხვივნენ სიხარულით. მაგრამ მსაჯი მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ არ ითვლება. - ღადაობ? რატომ არ ითვლება?-გაბრაზებული ვეუბნები მსაჯს. - არა, არ ვღადაობ. გოლამდე ჯარიმა იყო. - და ეს ახლა შეამჩნიე?-ისევ გაბრაზებული ვუყვირივარ. მსაჯმა ყურადღებაც კი არ მომაქცია, ის კი არა სიცილით მხარი გამკრა და გაიარა. ჩათვალოს, რომ გადამიმტერა. ცოტაც და მაგრად გავუჭედავდი. ამას არ შევარჩენ. ჯარიმა დანიშნა. ბიჭებმა გაათამაშეს, საჯარიმოში შეიჭრნენ და მოკლე გადაცემით გაგვიტანეს გოლი. ოო, ახლა უკვე მაგრად შევედი როლში. ბურთი გაათამაშეს, ჩვენმა გუნდელმა წაართვა ბურთი, წინ გავიჭერი და კედელი გავათამაშეთ, მოკლე გადაცემა გავუკეთე და გოლ! უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი კარგი გადაცემა, რომ არა გოლი არ გავიდოდა. ღმერთო როგორი ნიჭიერი ვარ. გოგოები ერთმანეთს შევესიეთ სიხარულით. და მორიგი მსაჯის შემოსვლა მოედანზე. არც ამჯერად ჩაგვითვალა გოლი. არა, არა ეხა მაგრად გავჭედავ. ანგარიში ისევ 1:0 ბიჭების სასარგებლოდ. სასტარტო მდგომარეობაში დავდეგით. მივდივარ ბურთთან და ხელში ვიღებ. ყველა გაკვირვებული მიყურებს. მივდივარ მოწინააღმდეგე გუნდის კარებთან და ბურთს ვაგდებ კარების მაღლა მარჯვენა კუთხეში და ვყვირივარ: გოოლ! ახლა მეორე ტალღის ჯერია. ვიღებ ბურთს, ვდებ ცენტრში. ისევ ვიღებ, მივდივარ იგივე კარებთან და ვაგდებ კარების მაღლა მარცხენა კუთხეში და ყვირივარ: გოოლ! მუხლებზე ვეცემი და თვალებიდან სიხარულის ცრემლებს ვყრი. ყველა მიყურებს. ჩემი საქციელი ზოგისთვის სიცილის მომგვრელი აღმოჩნდა მაყურებელთა რიგებში. ბიჭები თავიანთი ადგილებიდან არ განძრეულან და ისე მომშტერებოდნენ. სტადიონის ცენტრში ვდგები და ვყვირივარ: მატჩი დასრულებულია ანგარიშით 2:1 გოგოების სასარგებლოდ. მადლობა ყურადღებისთვის. სიჩუმეს მაყურებელთა ოვაციები არღვევს. გოგონები მოედნიდან გამყავს, გასვლისას მსაჯთან მივდივარ და ვეუბნები: - ანგარიში გასწორებულია! გამოსვლისას მხარი გავკარი და მოედანი ამაყად დავტოვე. თვალი ღიმილით გამომაყოლა და მომაძახა: - კარგი პერფომანსი იყო! მოძახილს ხმამაღალი ტაშიც მოაყოლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.