შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟანგბადი (თავი მესამე)


22-04-2020, 02:23
ავტორი Pia_Mia
ნანახია 787

მე აქ ვარ მაგრამ შენ სად ხარ ? მე ვიცი ვინც ვარ მაგრამ შენ იცი ვინ ხარ? გახსოვს ვინ უნდა ყოფილიყავი? საიდან დაიწყე და სად მოხვედი? დროა შენსთავს შენთვითონ დაეხმარო. დროა ისევ ადგე და გაგრძელო გზა. ვალდებული ხარ.

ჩვენ ერთად ვიქნებით,წიგნები გვეჭირება ხელში ,შენ ჩემზე იქნები მოხტუებული, თბილი სიოც ჩვენთან ერთად იცურავებს საღამოს მორევში ხოლო ცაში ვარკვლავები ჩვენთვის იბრწყინებენ და ხვალინდელ მზიან დღეს გვაუწყებენ...
ისევ გავახილე თვალები, იკოს სახეს ვხედავ მე მიყურებდა ,არ წასულა შეიძლება უნდოდა , შეეძლო კიდეც , მაგრამ აქ არის ,იქნებ არცა აქ და წასულია ეს უბრლოდ მისი ლანდი , მოგონება ან მოჩვენება რომელიც ჩემს სურვილებში არსებობს და მეთვითონ გავაცოცხლე .იქნებ ,და ისევ გადავეშვი წყვდიადში.
როდესაც რაღაც ძალიან გინდა იპოვი გზას მის მოსაგვარებლად თუ არ გინდა მიზეზს იპოვი რომ როგორმე გამართლება მოუძებნო, ჩემს ქმედებას რა გამართლება აქვს ? გინდა იქ ყოფნა ?
თუ გინდა აქ რატომ ხარ ?
რისი გცხვენია?
შენ რა დაშავე რომ გრცხვენოდეს ?
არამგონია გულგატეხილობა სირცხვილი იყოს , შენ როგორ გგონია?
მიდი ჯობია წახვიდე იქ სადაც შეგიძლია ბედნიერი იყო,მთავარია მოინდომო , არაფერი არ მომხდარა ისეთი რისი გადატანაც ადამიანს არ შეუძლია ...

თვალები ფართოდ გავახილე, რომ აღარ ჩამძინებოდა ...ის მზის ამოსვლას გავდაა ,ეძინა მაგრამ მისი სული მაინც ანათებდა და მე ამას ვხედავდი მგონი ახალი ნიჭი აღმომაჩნდა . იკო არ წასულა , მეტიც ჩემს გვერდით სძინავს ,როგორ არ მიმატოვა?
რომელი საათია ? რომელი დღეა ? რამდენი ხანი მეძინა ?რამდენიხანი არ გამომიცვლია?
ლიფი სხვა, მაიკა სხვა,
ტრუსი სხვა,შორიტც სხვა ...ანუ მიცვლიდა ?ანუ დიდხანს მეძინა ?
საათი 7 აჩვენებდა ოღონდ დილა იყო თუ საღამო? ალბათ საღამო რადგან ბავშვები ჩემთან არ იყვნენ .
გავფოფხდი გარეთ.ფეხზე წამოვდექი, თავბრუ დამეხვა და ისევ მიწაზე დავბრუნდი , ისიდეს და ანჯელოს ვეძახდი ,მივტრიალდი შეძლებისდაგვარად და დავინახე როგორ მორბოდნენ წყაროდან ,ჩამეხუტნენ თითქოს დიდიხნის მერე პირველად მნახესო...ნეტა რამდენი ხანი დავტოვე ისინი ან ჩემითავი.
ნეტა რამდენ ხანში გაიღვიძებს ?ხოარ გავაღვიძო ? მაგრამ არა ცოდოა .
ნეტა ამ სიწყნარეში რას აკეთებდა იკო?
სად იყო ?
რაზე ფიქრობდა?
ჩემზე თუ ფიქრობდა?
მგონი მან შემცვალა,იყო დღე როცა გაფრენა ვცადე ვეცადე რომ დედამიწას მოვრგებოდი რომელიც საერთოდ არმერგებოდა მე ,თუმცა მომეწონა ის ფაქტი რომ უბრალოდ აღარ ვამძიმებდი დედამიწას და ასე თუ ისე მან თავისი სულის ნაწილი მომცა და მეც მივეცი ალბათ ეს იყო იმისთვუს საჭირო რომ თავი ნაწხვარად ან მესამედად აღარ მეგრძნო,მივიღე და მგონი თვითონაც მიმიღო .უნდა დაიჯერო რომ იმსახურებ იმას რაც გინდა და სამყარო მას შენ მოგცემს.

-საღამომშვიდობის.
მისი ხმა.
გთხოვ ღმერთო არასდროს არ დამავიწყო მისი ხმა ,გთხოვ.
სიამოვნებისგან ვიღიმი.
-საღამოა ?
-კი ,ავრორა,საღამოაა.
-დიდხანს მეძინა?
-გეძინა?
-ხო.
-არ გძინებია სესი
-ანუ?
-ანუ მგონი მოკვდი და მერე გაცოცხლდი ,რავიცი მე შენ რო გძინავს ეგეთი ძილი ნანახი არ მაქვს .
-რამდენიხანი?
-დღეს მეოთხე დღეა
-მადლობა.
-რისთვის?
-იმისთვის რომ მარტო არ დამტოვე.
-მძლივს გიპოვე და როგორ დაგტოვებდი?.
-...
-არ გშია?
-იცი კი.
- რავქნათ ?
- რასაც თქვენ შმეომთავაზებთ.
- შქმერული?
- რა?
- შქმერული გინდა?
- მეხუმრები?
- არა გინდა თუ არა ?
- კიი მინდაა!
- კარგი მაშინ დღეს მენიყში შქმერული გავაქვს .
- დიდებული საღამო იქნება .
- ეცადე ბევრი წყალი დალიო სანამ გავამზადებ. თითქმის არ სვავდი წყლას ეს დღეებ.
- კარგი.
- კითხვები არ გაქვს ?
- არა .
- რატო?
- მცხვენია.
- რისი?
- რაც მოხდა იმის.
- და გახსოვს ?
- რთულია დაივიწყო ყოფილი საქმრო ბოზს რომ გიწოდებს.
- მაგას არ ვგულისხმობ.
- აბა ?
- იმ კარგ საღამოს .
- საღამოს?აა არაა ვერა. .
- აჰა. საერთოდ არაფერი?
- ნუ შეიძლება ითქვას .
- დასკვნითი ?
- არა .
- მეწყინა იცი? გაეღიმა.
- ბოდიში ,ბევრი დავლიე ,წესით არც შენ უნდა გახსოვდეს.
- ეგ საღამო ჩემთვის საუკეთესო იყო,არასდროს არ დავივიწყებ. თვალი ჩამიკრა.
- ხოო სადამდეც მახსოვს ჩემთვისაც იდეალური იყო.
- დაწყნარდი. არაფერი მომხდარა , არ ვარ ის კატეგორია ნახევრად მძირნარესთან სექსი რო უსწორდებოდეს. თან მითუმეტეს შენ ეგრე ვერ მოგექცევი,არც არავის მოვექცევი მაგრამ შენ განსაკუთრებით.
- მადლობა. ანუ გამოდის რომ არარსებული სექსის გამო გამომლანძღეს . სასაცილოა ნამდვილად .
ორივეს სიცილი აგვიტყდა.მისი მომზადებული შქმერული ნამდვილად უნაკლო იყო , თავისი საქმე რომ უყვარდა ეტყობოდა რადგან მთაში მოამზადა კოცონზე შამერული, თავისი თითეული კუნთით ჩართული იყო პროცესსში .გავმეორდები მისი ყურება ზღაპარს გავდა, ყველა მიხვრა მოხვრა, თითეული იდაყვის სახეზე მოსმა , მისი კუნთები ,მისი გრძნობები,ემოციები , ნელ-ნელა ვიჯერებდი მის არაებობას დედამიწაზე,ნუთუ შეიძლება მსგავსი დაირებოდეს და მას ღალატობდე როგორ არის ეს შესაძლებელი?
-იკო, ცოლმა რატომ გიღალატა?
-შენ? შენ რატომ გიღალატა?
-მე ალბათ იმედი გავუცურე.
-ალბათ მეც .
-რაღაც დიდი გველოდება წინ.
-კი და ვარსკვლავები ჩვენთვის იბრწყინებენ.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან საინტერესო და კარგია. სამივე თავი ერთად წავიკითხე
მომეწონა, წარმატებე ბი

 


№2  offline წევრი Pia_Mia

სტუმარი მანანა
ძალიან საინტერესო და კარგია. სამივე თავი ერთად წავიკითხე
მომეწონა, წარმატებე ბი

მადლობა ,მიხარია თუ მოგწონთ ♥️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent