შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ედემი./1/


22-04-2020, 16:38
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 135

სამშობიარო ბლოკში დედის სხეულს მოშორებული ჩვილის სიჩუმე კლავდა ყველას.
გარეთ საკუთარი გადაწყვეტილებით, განადგურებული ბავშვის მამის ცრემლები სიკვდილსაც კი აშინებდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ბედი ალბათ ზეცაში იყო დაწერილი. იქ მჯდარმა თეთრ წვერიანმა სულაც არ შეიბრალა ამხელა ტკივილისთვის, ეს ერთმანეთზე სასწაულად ლამაზი სიყვარულით შეპყობილები.
***
-ეს რატომ გააკეთე?-ფანჯრისკენ მიტრიალებული ტკივილნარევი სახე. -ხმა ამოიღე.
-არ მოგცემდი სიკვდილის უფლებას. -პატარა დასუსტებული ბიჭი იდგა იქვე. მათ ტკივილს პალატაში მონიტორის წრიპინი აღღვევდა.
-სამაგიეროდ ჩემი შვილი გაიმეტე მოსაკლავად.-ღმერთო რა რთული იყო კაცისთვის ამ სიტყვების ჯერ გაგება, გონებაში შეშვება და შემდეგ გააზრება.
-ჩვენ კიდევ გვეყოლება შვილები. შენ რომ მომკვდარიყავი მე რა მექნა მერე? როგორ მეცოცხლა უშენოდ ელე. -შეჩერებულმა ცრემლებმა ცხვირის წვერი აუწვა „მამას“ მაგრამ, ტკივილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და აატირა კიდეც ეს მთასავით კაცი. -შენი დაკარგვის შემეშინდა, ღმერთო საშინლად შემეშნდა...-საწოლზე ნახევრად ჩამოჯდა, თავი დახარა და მოიბუზა.
-რატომ გგონია, რომ მე ახლა შვილის წილ სიცოცხლეს გავაგრძელებ?! -ლამაზ, ხავერდოვან ხმას ბოროტების ნოტები დაეპატრონენ.. სულის ნაწილი აღარ გააჩნდა ელენა ყიფიანს. -შენ, არ მომეცი ბედნიერება ვყოფილიყავი შვილის მკვდარი დედა..-ამოიხრიალა.-მადლობა დათა, ახლა შვილმკვდარი დედა გამხადე. გადი აქედან.
-ელე, მე უშენოდ ვერ შევძლებდი მის გაზრდას. მე უშენოდ ისევ ის სუსტი ბიჭი ვიქნებოდი რომელიც სასმელს გამოსტაცე ხელიდან. გემუდარები ასე ნუ მომიგლეჯ გულიდან. -ვედრება ოთახის კედლებს ანგრევს.
-მის სიკვდილს არ გაპატიებ. -უემოციოდ ცივი მზერით მოკლა კაცი მის წინ.
იმ დღეს 29 თებერვალი იყო.. როგორი ამოუცნობად რთული დღე. დაბადების, სიცოცხლის მოლოდინი სიკვდილმა ისე ურცხვად ჩაანაცვლა, არავის გული არ დანანებია. ელენე ყიფიანის სულს ორი დიდი ტკივილი აცლიდა მეწამულ სისხლს. შვილი რომლის მოლოდინის ბედნირებაც ფრთებს ასხავდა და უცებ შავმა ფერმა გამოსტაცა. დაუტეველი სიყვარული კაცის, მისი კაცის მიმართ სიძულვიმა ჩაანაცვლა.
***
მამა... მამა რომელიც უნდა გამხდარიყო, რომელიც ისეთი რუდუნებით აწყობდა გეგმებს მისი პატარას შესახებ. უნდა გენახათ მეგობრებში როგორი სიამაყით ყვებოდა მომავალს...
„ჩემი შვილი მათემატიკაზე უნდა შევიყვანო. მათემატიკური აზროვნებით ყველაფერში ძლიერი იქნება.. „-ბოლოს მომღმარი დაამატებდა.-„მამას სიამაყე იქნება.“ -და რა მოხდა? საკუთარი ხელით აირჩია ცოლის სიცოცხლე. არც კი გაუგია ექიმის სიტყვები, როგორც კი სმენას რამდენიმე ბგერა მისწვდა მაშინვე, დაუფიქრებლად წამოსცდა ბაგეებს.
-ცოლი გადამირჩინე.- ხალათში ჩაავლო მტევნები და სრულიად გაშავებული თვალებით შეაშინა ექიმი. თავზე შემორტყმული ხელებით წავიდა მამისკენ. შვილივით დაპატარებული იდგა ბატონი ზაზა მენაბდე. აწითლებული ლურჯი თვალებით გადაეხვია და ძლიერად ჩაიკრა ატირებული ბიჭი.
- სწორედ მოიქეცი ჩემო ბიჭო. ნეტა ჩემთვისაც მოეცათ არჩევანი მაშინ. -კბილებით ეჭიდებოდა მამის მხარს.
***
დაკრძალვის დღეს, სასაფლაოზე ყველაზე მტანჯველი მდუმარება სუფებდა. თვალდაუხამხამებლად უყურებდა პატარა, სულ რამდენიმე სანტიმეტრიან კუბოს. ცივი მიწისთვის, რომ იმეტებდა და ვერაფერს შველოდა მის შვილს. შვილს რომელიც წაართვეს, გამოგლიჯეს გულიდან და ერთი ბედნიერი წამიც კი არ აჩუქეს.არასდროს მინახავს შვილმკვდარი დედის თვალებზე მტკივნეული რამ. გულში ატირებული სულ დაპატარავებული და ზეცისკენ საყვედურნარევი მზერა.
- დათი..- აუტანლად ეტკინა სახელის გაგონება, წამით გონება ახლო წარსულში გადავარდა, სადაც ღამით ამ მიმართვით აღვიძებდა ცოლი და ათას მონდომებებს დაუწუწუნებლად უსრულებდა.- მინდა ჩვენი ბინა გავყიდოთ. ნაწილს მე ავიღებ.
-როგორც გინდა. -არ დაასრულებინა სათქმელი ისე აუარა გვერდი და საფლავზე, მარტო დატოვა. ბოლომდე უყურა მესაფლავეების საქმიანობას. დიდი სისწრაფით, რომ ავსებდნენ ორმოს. მარტოდ დარჩენილს სუსხი შეეპარა, სიკვდილის თუ მარტოობის ვერ გეტყვით მაგრამ მთელ ტანზე ეკალი დააყარა.
-დე..როგორ მინდოდა ასე დამეძახა შეთვის. გულზე მიმეწვინე და შენი ტკბილი სურნელით დავტკბარიყავი დე. შენი პირველი აღუთი გამეხარა და პირველი ნაბიჯებიც დამეთვალა. მამიკოს კისერზე ჩამოკიდებული მენახე და ბედნიერებას გავეგიჟებინე. როგორი ბოროტი აღმოჩნდა დე ცხოვრება, როგორ არ მაცადეს შენით გახარება...-ჯერ კიდევ ბორცვიან მიწაზე ჩამოჯდა. მუჭებში დაიგროვა მიწა რომელიც მის შვილს პაატარა გულზე ეყარა. -რატომ არ მაცადეს დედისეული მზრუნველობა განმეცადა... -ყელში გაჩხერილმა ნერწყვმა დაადუმდა და მწარედ აატირა..
***
(ახლო წარსული.)
მათი სიყვარული დიდი ხნის წინ არ დაწყებულულა. სამხატვრო აკადეემიიდან გამოსული, მოლბერტი ჰქონდა აკიდებული და თავჩახრილი მიიწევდა სახლისკენ. სწრაფმა სიარულმა ლოყები აუწითლა, სუნთქვაც აუჩქარა. სახლამდე მისასვლელი აღმართი ქოშინით აიარა. კორპუსთან მისული გაჩერდა, სულის მოსათქმელად. მზერა კორპუსის გარშემო გალავნს მოავლო, რომლის თავზეც ლამაზი ბალახი ბიბინებდა და გაზაფხულისეული ყვავილებიც ხარობდნენ. იქვე დატოვა ნივთები, წამით არ შეშინებია მათ დაკარგვაზე და ყვავილეებისკენ აიღო გეზი. გაშლილი თმა კოსად შეიკრა. რამდენიმე ლამაზი მცენარე მოწყვიტა, მაგრამ სხვები კი არა აი ის ერთი უნდოდა კიდესთან, რომ იყო ამოსული. თითქოს არც განსხვავდებოდა დანარჩენებისგან მაგრამ, ელენესავით მარტოსულად იყო ამოსული დედამიწაზე. სიმაღლის შიშის მიუხედავად სურვილმა მაინც კიდემდე მიიყვანა. სწრაფად მოწყვიტა ნიადაგს, გადაიხედა. გულისრევა და თავბრუს ხვევა ერთიანად მოაწვა. უკვე მიწაზეც არამყარად იდგა და სავარაუდოდ, რომ არა მტევანი რომელმაც გაამაგრა სხეული ძირს, ცივ ბეტონზე აღმოჩნდებოდა ყვავილებთან ერთად. შიშის სუნს სასმელიც შეერია. თვალები ძლიერად ჰქონდა დახუჭული. პატარა, მრგვალი ტუჩები დაშორებული ერთმანეთს და ღრმად სუნთქავდა.
-ნუ გეშინია, გაახილე თვალები.-ორი ხელით ჰყავდა უცნობს დაჭერილი.სასაცილოდ ჯერ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ მეორე. -ისე ყვავილების მეტი რა არის, რაღა იმას ეცი.-ალკოჰოლ მოკიდებული მშვიდად საუბრობდა.
-მადლობა.-სამშვიდობოს რომ დაიგულა თავი ძლივს თქვა, ჩამოვარდნილი თმები კვლავ ფანქრით დაიმაგრა და კიდესაც მოშორდა.
-მე დათა..-არც არავის უკითხავს, უკვე მოშორებულ გოგოს დააწია. -თუ ვინმემ გაგაბრაზოს.. ჩემი სახელით უთხარი..
- ვგავარ ისეთს ვისაც კაცის დახმარება სჭირდება?-დაბღვერილი სწრაფად შემობრუნდა უცნობისკენ.
-სულაც არაა.-სიცილი აუტყდა, სწორედ ამან მოხიბლა ელენე ყიფიანი და არა ბიჭის აშკარა გარეგნობამ. ხმა ვეღარ ამოიღო. -შენი სახელი?
- მე ელენა.-თითებს შორის მოქცეულ ყვავილებს დახედა.
-სასიამოვნოა.-და იყო ბრძოლა, მთელი ძალით ებრძოდა დათი მენაბდის ცუდ ჩვევებს. თვრამეტი წლის, გარეგნობით არც ისე ძლიერი გოგო დაუპირისპირდა მისი შეყვარებულის არამოსაწონ სამეგობროს. ყველას ჩამოაშორა და საყვარელი კაცის ორგანიზმიდან ნარკოტიკული საშვალებები და სასმელიც გააქრო. ფხიზელ სხეულს ვერ შეგუებული მენაბდე ხშირად ტკენდა გულს, ათას სისაძაგლესაც უმკლავდებოდა.
ღამე ტელეფონის ზარმა გააღვიძა. დათის ნომერის დანახვაზე მალევე გამოფხიზლდა.
-ჰო დათი..
-ნიკუშა ვარ, მოაკითხე და წაიყვანე საშინელ მდგომარეობაშია...-სიმწრისგან ცრემლებიც გადმოსცვივდა, მიუხედავად საათისა ჩაიცვა და მშობლების ნებართვის გარეშე დაიწყო შეყვარებულის ძებნა. ყოველი სადარბაზო შემოიარა ტირილით, სიბნელეზე მეტად დათის მდგომარეობა აშინებდა..ერთ-ერთ სადარბაზოში კედელთან მჯდარს მიაგნო. აბუზული მიუახლოვდა და ყველაზე უარესისთვის შეამზადა თავი. ტელეფონის განათებით დააკვირდა ჯერ მის სხეულს.
-ღმერთო ჩემო..- ის ტუჩები რომელიც ასე უყვარდა, ლურჯ ფერს და დორბლს ჰქონდა დასვრილი. სახეზეც ცივი ფერი ედო, საკუთარი სახელოთი გაუწმინდა ნაკვთები. -დათი.. დათი.-ტირილნარევი ხმით და ჩურჩულით ცდილობდა გონზე მოეყვანა. ოდნავ შემოფხიზლდა მენაბდე საყვარელი ქალის ხმის გაგონებაზე და უძლური ღიმილი აეკრა წამებით სახეზე. -მოდი დამეხმარე გთხოვ.-ძლივს ძლიობით წამოყენა ფეხზე. მხრებზე მოიკიდა და ნელი, მძიმე, რთული ნაბიჯით გაიყვანა გარეთ. ეზოში სკამზე მიაწვინა და წყაროდან პეშვით მოტანილი წლით დაუსველა სახე.
ირიჟრაჟა თუ არა გამოეღვიძა მენაბდეს. დაბნეულმა მოავლო თვალი გარემოს. თავის ტკივილი, ღამის მოჩვენება ელენეს სახით უბურღავდა ჯერ კიდევ არაფხიელ გონებას. სკამიდან ფრთხილად წამოდგა, იქვე მობუზულს რომ გადაეყარა გული გაუჩერდა. ცივ ტროტუარზე იჯდა, ხელებზე ჩამოედო თავი და ეძინა. ტირილი მოუნდა მენაბდეს საყვარელი ადამიანის ასეთ ტანჯვისთვის.
-ელე..-ჩუმად თქვა.
-როგორ ხარ?-ხმის გაგებისთანავე გაახილა თვალები, სახე მოისრისა და მის წინ დადგა დაღლილი სხეულით.
-მაპატიე. -დანაშაულის გრძნობამ სხვა ვერაფერი ათქმევინა.
-უკვე მერამდენჯერ მესმის ეს სიტყვა დათი? გუშინ სანამ გიპოვე კინაღამ მოვკვდი. რა იყო ბიჭო სულ არ გიყვარვარ? -აცრემლებული თვალებით დახედა. - შენმა ძმაკაცმა დამირეკა, იქ ასე როგორ დაგტოოვეს... რამე რომ დაგმართნოდა?!
-ელე.-ფეხზე წამოდგა სახეზე მოხვია ხელები. -დაგიმსახურებ. -მხოლოდ ეს სიტყვა თქვა და მის მერე ერთი თვე გაუჩინარდა.. და დაიმსახურა..
ისეთი ბედნიერი იყო ყიფიანი ქორწილში. თვალბი ვარსკვლავებივით უციმციმებდა, ლაღი ბავშვური ღმილით ახალისებდა გარემოს. საქორწინო სალონიდან გამოსული მორთულ-მოკაზმულს ყველა გამვლელი აღფრთოვანებით უყურებდა.აივნიდან მომლოდინე დის ყვირილმა ამცნო ოჯახის წევრებს პატარძლის მოსვლა.
-ქორწილია, ქეიფია გრიალი.. გრიალი..-კარებთან თოთხმეტი წლის ბარბარე შეეგება, მასაც ლამაზი კაბა ეცვა..-ვაიმეე ელენე, რა ლამაზი ხარ.-სახეზე გაოცებისგან ხელები აიფარა.
-ბარბი, შენც რალამაზი ხარ გოგოო..-მისაღებში შევიდა. გული ამოვარდნას ჰქონდა, ბედნიერებისგან სუნთქვაც კი უჭირდა. მოუსვენრად დადიოდა ოთახში და დის კვლავ ბედნიერმა შეძახილმა ამცნო მომავალი ქმრის მოსვლა.
იყო ჯვრისწერა. კიდევ ერთ საიდუმლოს ეზიარნენ და საუკუნოდ არამარტო ამ ცხოვრებაში დაუკავშირდნენ ერთმანეთს. დათა მენაბდე დადუმებული უყურებდა მის გვერდით მდგომს. ლამაზი თითებით ჰქონდა დაჭერილი სანთელი და თვალებდახუჭული, ტუჩების აცმაცუნებდა.
- მე და შენ... -გადაჩურჩლა.- სამყაროში მხოლოდ ჩვენ! არ ვიცი ღმერთმა შენი თავი რატომ გამომიგზავნა. რომელი ჩემი საქციელისთვის დაგიმსახურე..ელენა დედამიწის ზურგზე ერთადერთი ხარ ვინც უკიდეგანო სიყვარულით მიყვარს.
-დათი ასე საუბარი როდის ისწავლე?-ცრემლნარევი ღიმილით ახედა.
-პირველად რომ დაგინახე მაშინ. -უკვე ბეჭდიანი ხელი მოიქცია დიდ მტევანში და მთლი სინაზით აკოცა. - ყველას გავწირავ, დაუფიქრებლად გავწირავ ყველას.. მთავარია შენ ერთი იყო ჩემთან მთელი ცხოვრება.- ამ სიტყვების თქმის დროს ვერც კი წარმოიდგენდა თუ ოდესმე მოუწევდა ვინმეს კი არა?! საკუთარი შვილის გაწირვა.!
***
ოცდაორი წლის გოგოს სახეზე აღარაფერი ჰქონდა შემორჩენილი, თვალის უპეები ამოშავებული, კანი გაფითრებული. საათობით იჯდა სარწეველა სკამზე პლედთან ერთად და მოძრაობით მისი ცხოვრების უმოძრაობას ემალებოდა. აივანზე ხვდებოდა მზის ამოსვლას, უკვე მერამდენე ღამს ათენებს. სიბნელის სიჩუმეში ბუნდოვნად ჩაესმის პატარა ბავშვის ტირილი, აი ის ტირილი რომელსაც მისი გოგონას დაბადება უნდა ეხარებინა.
-დედი, ჩაი გაგიკეთო?-გაზაფხულის ჩვეული სითბო იდგა ჰაერში, მაგრამ მზე არსად ჩანდა.
- მინდა..-სისტი ბგერებით წამოცდა. თამარ ყიფიანი შვილის ტკივილით გულგაწურული შევიდა სამზარეულოშ, ცრემლების დამალვას უკვე შეეჩვია ამიტომ ძველებური მზერით დაბრუნდა აივანზე და ფინჯანი ჩაი გაუწოდა. -დედა, რამე დავაშავე? -ხმა ვერ ამოიღო თამარმა-აბა რისთვის დავიმსახურე ასეთი სასჯელი.?
-ღმერთის ნება იყო ასეთი..
-რა ნება? რომელი ნება იყო?-ყელზე მოაწვა სიბრაზე.- ასე გადაწყვიტა იქ ვიღაცამ და ჩემი სიცოცხლით დაიწყო თამაში? აბა ღმერთი.. სადაა ახლა ღმერთი, ასეთად რომ მაქცია. რისთვის.. გამაგებინეთ რისთვის გამწირა ასე.
-ელენა ნუ ლაპარაკობ ასე თუ ღმერთი გწამს.-შიშით აიწურა თამარი.
-ჰოდა აღარ მწამს დედა..-ხმით იყვირა.- როგორ უნდა მწამდეს ისეთი ღმერთის დედებს შვილებს რომ უკლავს. ან მამება ასეთ არჩევნის წინ აყენებენს? რატომ წამართვა, ჩემი პატარა გოგო რატომ მომგლიჯა მკერდიდან.. -გაფართოებულ თვალებს არ აშორებ თამარს. -ნახე რას დამამსგავს, ნახეე. შემომხედე მისმა ნებამ როოგორად მაქცია.- ყავისფერი სფეროს გარშემო თეთრი გარსი წითელი კაპილარებით დაიფარა. -მისმა კეთილმა ნებამ მე და დათი გაგვანადგურა!-ხმა ჩაუვარდა. სივრცეს გაუსწორა დაღლილი თვალები. -უნდა წავიდე აქედან. ვეღარ ვიტან მის დედამიწას დასაც ხალხი მხოლოდ მისი ნების გამო იტანჯება.
-ელენა სად უნდა წახვიდე შვილო.?
-სადმე სოფელში, უცხო ხალხთა. პატარა სახლს ვიყიდი მიწიანად და შევქნი ჩემს ედემს. სამოთხეს სადაც მისნაირი ბოროტი ღმერთი არ იქნება...
-ნუ ამბობ დედი მასე, ღმერთი არ გაგიწყრეს..
- ეჰ დედა როგორ მშურს შენი რწმენის. ჩემი კუთვნილი იქ საფლავზე დავტოვე ჩემს თინისთან ერთად. -პირველად უწოდა სახელი და ასმაგად ეტკინა, მძიმედ ამოსინუთქა თითქოს დარჩენილი სულის ნაგლეჯი ამოაყოლა და ოთახში შევიდა. ტელეფონში ქმრის ნომერი მოიძია და დარეკა.
-გისმენთ.- ხმა მკაცრი, თითქოს მისი ძველი დათი აღარსად ყოფილიყო.
-შენთან ლაპარაკი მინდა, სადმე შევხვდეთ რა.
-ამოდი ჩემთან, ზაზა გასულია და მარტო ვარ. -ტელეფონის მეორე მხრიდან გაბმული ზუმერის ხმა გაისმა და სინდისის ქენჯვნა იგრძნო მკერდში.ხელში პირველად რაც მოხვდა ისინი ჩაიცვა, თმა ჩამოიშალა, დაივარცხნა და კუდად შეიკრა. სარკის მეორე მხრიდან დაბერებული ქალი უყურებდა ტკივილს დამორჩილებული. რამდენიმე კორპუსი მშვიდი ნაბიჯით გაიარა, ჟილეტში ჩაწყობილი მუდამ თბილი ხელები ახლა გაყინული ჰქონდა. დაძაბულმა დაააკუნა ხის კარზე.
ზღურბლთან წვერ მოზრდილი სპორტულებში გამოწყობილი მენაბდე მისმა თვალებმა ვერ იგუა.
-შემოდი.-განზე გადგა და ქალიც შეატარა.-უნდა მეჭამა, ერთად ვჭამოთ.
-კაი.-არ უნდოდა მაგრამ უარი ვერანაირად უთხრა. არასდროს ჭამდა ელენას გარეშე, საღმომდე მოთმინებით ელოდა ცოლს, ყოველთვის გაბრაზებულს ამ საკითხზე კოცნით ამშვიდებდა მენაბდე. „უშენოდ საჭმელიც კი არ მინდა“-ო ასე გაიმართლებდა თავს და დიდი ხნის მოშიებულ კუჭს გემრიელად ანაყრებდა, თან მოსიყვარულე მზერას არ აშორებდა ცოლს. ჩუმად გაყვა სამზარეულოში და კუთვნილი ადგილი დაიკავა.
-ამ დღეებში უნდა ვანახო ერთ ოჯახს სახლი, ვცდილობ მალევე მოვაგვარო. -საუბრის დროს წამითაც არ შეუხედავს ცოლისთვის.
- დათი არ გამამტყუნო რა.
- ელენა თუ გინდა რომ საუბარი გაგრძელდეს, დათის ნუღარ მეძახი. -ნახევრად ჩაცლილ წვნიანს დააჩერდა. ხმაურით გაუშვა ხელი კოვზს და აკაკლაებული ხელი თავზე გადაისვა.- ჩვენი ცხოვრება, თინისთან ერთად დავმარხეთ. შენ ვერ გამიგე, წამითაც არ იფიქრე ჩემზე... წამით გესმის?!
-მე მოვკვდი დათ...
-მეც! რატომ გგონია შენზე ნაკლებად განვიცდი. ეს დედააფეთქებული გადაწყვეტილება მე მივიღე, მე ვარ მისი მკვლელი. ხო! მე ვარ.. მე.. -გაგიჟებულმა თეფში კედელს შეალეწა. - მე ვარჩიე შენი სიცოცხლე, რომლითაც ჩემი გული გეჭირა. ათასჯერ მეტად მტკივა, რატომ არ გესმის? -სიბრაზეს ცრემლები შეერია. -მერე რა რომ 9 თვე შენ ატარე მუცლით? მე ორივე თქვენგანი ხელით დამყავდა ყველგან. მის დარტყმებს შენ თუ მუცელზე გრძნობდი მე სახეზე მხვდებოდა...მეგონა ძლიერი იყავი, ამ ტკივილსაც გადავიტანდით და გვეყოლებოდა უამრავი შვილი. მართლა მეგონა რომ მაპატიები, გამიგებდი. ჩემს მდგომარეობას დაინახავდი და დამამშვიდებდი...-ხმას ვერ იღებდა ელენა ყიფიანი, წელში მოხრილი იჯდა სკამზე და ცრემლები უწვავდა იარებს.
- ჰო ერთმანეთის ტკივილს ვერ გავიგებთ. ყოველ ღამე მელანდება მისი ტკბილი სურნელი ღაბაბთან რომ უნდა ჰქონოდა. აი ამ ხელზე რომ უნდა დატეულოყო-მტევანი გაშალა, ტირილით ახედა კედელთან აკრულ ქმარს. - არ მინდა მისი წილი სიცოცხლე, ეს მკლავს გესმის.. ეს მანადგურებს რომ მის გამო ახლა ცოცხალი ვარ და საერთოდ უჩემოდ ჩაივლის ეს ცხოვრება. -ვეღარაფერი თქვა, ამოიოხრა და მგლოვიარეს ხმით ატირდა. ვეღარ გაუძლო ქალის ხმას. ერთხანს უმოძრაოდ მდგარი მენაბდე დაიძრა ცოლისკენ, ფეხზე წამოაყენა და მთლიანად დამალა მკავებში. ელენაც ძლიერად უჭერდა პატარა მტევნებს განიაერ მხრებზე და ცდილობდა სხეულში შემძვრალიყო.
- ყველაფერი კარგად გექნება ელე. დრო გავა და ისწავლი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები. -მტევნებში მოქცეულ ატირებულ სახეს უყურებს და მისი ყოველი ცრემლის გადმოვარდნაზე ხელახლა კვდება. - ოდესმე მაპატიებ? -უფრო აუვარდა ტირილი.სხეული მოეჩვარა და იატაკისკენ დაეშვა მუხლებით. მენაბდეც გაყვა და უფრო აიკრა სხეულზე.
- მტკივა დათი... ღმერთო როგორ მტკივა ჩვენი ლამაზი მომავალი. როგორ არ მინდა რეალობა იყოს. აი ახლა თვალებს გავახე და სიზმარი იქნებათქო ვამბობ მაგრამ, არა! რეალობაა დათი საშინელი, სასტიკი რეალობა.-მუჭებში ჰქონდა მოქცეული კაცის პერანგი. -დამპირდი რომ კარგად იქნები. გემუდარები არ გაეკარო იმ საშინელებებს. გევედრები ჩვენი პატარას სული დაიფიცე, გთხოვ დათი დაიფიცე..-ისტერიკაში ჩარდა.
- შენს სიცოცხლეს ვფიცავარ ელე.- ცრემლებით დასველებული ტუჩები ნაზად მიაკრო, უხეშ წვერში დამალულ ტკბილ ბაგეებს.

__________
არ ვაპირებდი ასე მალე დაბრუნებას, მაგრამ დღეს დილით იმხელა ემოციით გავიღვიძე მთლიანად შემიპყრო წერის სურვილმა და ეს დაიწერა. არ ვიცი როგორი გამოვა, ნელ-ნელა განვითარდება და გადაიზრდება რამე დიდში.(მე ამის დიდი სურვილი მაქვს.) იმედია გაგახარეთ და ველოდები შეფასებას. ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ და გავითვალისწინებ შეძლებისდაგვარად...
პ.ს სიყვარულით თქვენი ფენიქსი!



№1  offline წევრი Avrora-Gallagher

Emociebit savse tavi iyo <3 velodebi momdevnos ...

 


№2  offline მოდერი Phoenix..

Avrora-Gallagher
Emociebit savse tavi iyo <3 velodebi momdevnos ...

გამიხარდა თუ მოვახერხე დაგროვილინემოციების გამოხატვა და თქვენამდე მოტანაა❤️

 


№3 სტუმარი მარ

არ ვიცი ვერანაირად ვერ გავუგებ ელენესნაირ ქალებს ასე რომ აზროვნებენ და საყვარელ კაცებს ორმაგ ტკივილს აყენებენ, დათა მართალია, არ ვიცი ასეთ დროს საყვარელი ქალი რომ დაგტოვებს და წავა მერე მასთან როგორ უნდა დაბრუნდეე, ასეთი პატიების და სიყვარულის აღარ მჯერაა, ასეთი ტკივილის დროს როცა ერთად უნდა იყოთ და ყველაფერიც ერთად უნდა გადაიტანოთ პირიქით არ უნდა გარბოდე, სუსტია ელენა ჩემთვის და ვერასდროს ვერ გავამართლებ, ღმერთს კი არ უნდა ადანაშაულებდე პირიქით მისი უნდა ირწმუნო და ორმაგად უნდა იზრუნო რომ ბედნიერი იყო. ღირსია დათას რამე რომ მოუვიდეს მერე ორმაგად დაიტანჯოს, შეიძლება სასტიკი ვარ მაგრამ არ იმსახურებს არაფერს.

 


№4  offline მოდერი Phoenix..

მარ
არ ვიცი ვერანაირად ვერ გავუგებ ელენესნაირ ქალებს ასე რომ აზროვნებენ და საყვარელ კაცებს ორმაგ ტკივილს აყენებენ, დათა მართალია, არ ვიცი ასეთ დროს საყვარელი ქალი რომ დაგტოვებს და წავა მერე მასთან როგორ უნდა დაბრუნდეე, ასეთი პატიების და სიყვარულის აღარ მჯერაა, ასეთი ტკივილის დროს როცა ერთად უნდა იყოთ და ყველაფერიც ერთად უნდა გადაიტანოთ პირიქით არ უნდა გარბოდე, სუსტია ელენა ჩემთვის და ვერასდროს ვერ გავამართლებ, ღმერთს კი არ უნდა ადანაშაულებდე პირიქით მისი უნდა ირწმუნო და ორმაგად უნდა იზრუნო რომ ბედნიერი იყო. ღირსია დათას რამე რომ მოუვიდეს მერე ორმაგად დაიტანჯოს, შეიძლება სასტიკი ვარ მაგრამ არ იმსახურებს არაფერს.

არც ერთი პროცენტით არ გეთანხმები.. ზოგადად გვჩვევია ქელებს ერთმანეთის კრიტიკა. მაგრამ მაინც მადლობა რომ შენი აზრი დააფიქსირე.

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

გამიხარდა ასე მალე რომ დაბრუნდით,ძალიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს

 


№6  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი მაკო
გამიხარდა ასე მალე რომ დაბრუნდით,ძალიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს

მადლობა და ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე^^

 


№7 სტუმარი სტუმარი ...

წინა ისტორია თითქოს ჩავარდნა იყო. ჩავარდნა არა უფრო დაბრუნების ისტორია, ნაკლები ემოციებით და ცოტა უშენური...
ეს კი უკვე მომწონს და უკვე ის ემოციები გამოიწვია რაც შენ გახასიათებს ბევრი ტკივილი და სიყვარული
იმედია დღეს დახებ ახალს

 


№8  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ...
წინა ისტორია თითქოს ჩავარდნა იყო. ჩავარდნა არა უფრო დაბრუნების ისტორია, ნაკლები ემოციებით და ცოტა უშენური...
ეს კი უკვე მომწონს და უკვე ის ემოციები გამოიწვია რაც შენ გახასიათებს ბევრი ტკივილი და სიყვარული
იმედია დღეს დახებ ახალს

რადგანაც ეტაპობრივად ვწერ ვეცდები საღამოს დავდოო❤️ მადლობა დიდიბასეთი შეფასებისთვის❤️

 


№9  offline წევრი ქეთათო4

ძალიან ადრე მაქვს შენი მოთხრობა წაკითხული და იქ ვტოვებდი ხოლმე კომენტარებს. ბოლოს დაწერილო მოთხრობაც წავიკითხე და ახლა არ შემეძლო ამ მოთხრობის პირველ თავზე არ დამეწერა კომენტარი. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი სიუჟეტი გაქვს აღებული იმიტომ, რომ ბევრი ემოცია მოაქვს მსგავს სიუჟეტს. მეორე, ელენასი მესმის ძალიან კარგად. შვილ მკვდარ დედას ასე ლაპარაკიც, რომ შეუძლია სასწაულია. მართალია კოთხრობაა მაგრამ რეალობაში უფრო უარესებიც მინახავს და შესაბამისად ელენა გმირია მაგრამ... დათი იმდენად მეტკინა ამ თავში. იმდენად მინდოდა ელენას გაეგო მისი, ცოტა ამან გამაბრაზა მაგრამ მერე მივხვდი, რომ ახლა ორივეს ეგ ტკივილის ეტაპი აქვთ, რომელსაც ალბათ გადალახავენ!
მე ძალიან მომწონს, ვიმედოვნებ ძალიან კარგად განვითარდება მოვლენები!❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

კი ნამდვილად გამიხარდა.რთულია ასეთ დროს არჩევანის გაკეთება.მიჭირს ელენეს გაგება,მთავარია დათა უგებს.ვნახოთ როგორ განვითარდება მოქმედება,

 


№11  offline მოდერი Phoenix..

ქეთათო4
ძალიან ადრე მაქვს შენი მოთხრობა წაკითხული და იქ ვტოვებდი ხოლმე კომენტარებს. ბოლოს დაწერილო მოთხრობაც წავიკითხე და ახლა არ შემეძლო ამ მოთხრობის პირველ თავზე არ დამეწერა კომენტარი. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი სიუჟეტი გაქვს აღებული იმიტომ, რომ ბევრი ემოცია მოაქვს მსგავს სიუჟეტს. მეორე, ელენასი მესმის ძალიან კარგად. შვილ მკვდარ დედას ასე ლაპარაკიც, რომ შეუძლია სასწაულია. მართალია კოთხრობაა მაგრამ რეალობაში უფრო უარესებიც მინახავს და შესაბამისად ელენა გმირია მაგრამ... დათი იმდენად მეტკინა ამ თავში. იმდენად მინდოდა ელენას გაეგო მისი, ცოტა ამან გამაბრაზა მაგრამ მერე მივხვდი, რომ ახლა ორივეს ეგ ტკივილის ეტაპი აქვთ, რომელსაც ალბათ გადალახავენ!
მე ძალიან მომწონს, ვიმედოვნებ ძალიან კარგად განვითარდება მოვლენები!❤️

მაბედნიერებს ერთგული მკითხველის აღმოჩენა, ორმაგად ბედნიერი ვარ თუ ჩემში დაგროვილი ემოცია სწორედ მოვიტანე თქვენამდე.. იმედია ბოლომდე გამომყვებით❤️ვეცდები რეალობას არ გადავუხვიოო❤️❤️

სტუმარი nancho
კი ნამდვილად გამიხარდა.რთულია ასეთ დროს არჩევანის გაკეთება.მიჭირს ელენეს გაგება,მთავარია დათა უგებს.ვნახოთ როგორ განვითარდება მოქმედება,

გამიხარდება თუ ბოლონდე გამონყვები❤️

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

რა მძიმე დასაწყისი იყო, სიუჟეტიც შესაბამისად მძიმე იქნება. ეცადე დადებამდე გადახედო ხოლმე. ზოგი სიტყვა ჩემი აზრით მხოლოდ სიმძაფრისთვის გიწერია და არა საჭიროების გამო.

ყველაფერი სწორედ გიწერია, მოვლენების განვითარებას ვგულისხმობ. ზუსტად ასეთი ეგოისტია ადამიანი. დათაზე არ ვამბობ, ელენაზე. ასეთ დროსაც კი საკუთარი ედემის მოწყობაზე ფიქრობს. რა პატარა აღმოჩნდა მისი სიყვარული. მერე მოსწყინდება ედემში მარტოობა და საჭიროების გამო ნელნელა დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.

 


№13  offline მოდერი Phoenix..

grafo
რა მძიმე დასაწყისი იყო, სიუჟეტიც შესაბამისად მძიმე იქნება. ეცადე დადებამდე გადახედო ხოლმე. ზოგი სიტყვა ჩემი აზრით მხოლოდ სიმძაფრისთვის გიწერია და არა საჭიროების გამო.

ყველაფერი სწორედ გიწერია, მოვლენების განვითარებას ვგულისხმობ. ზუსტად ასეთი ეგოისტია ადამიანი. დათაზე არ ვამბობ, ელენაზე. ასეთ დროსაც კი საკუთარი ედემის მოწყობაზე ფიქრობს. რა პატარა აღმოჩნდა მისი სიყვარული. მერე მოსწყინდება ედემში მარტოობა და საჭიროების გამო ნელნელა დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.

მადლობა,აუცილებლად გამოვასწორებ შენს შენიშვნას❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან კარგად წერ.. ისე რომ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა შეძვრეს პერსონაჟის კანქვეშ და ყველა მიდი ემოცია შეიგრძნოს.. გავსკდი ტირილით.. მაგრამ უკვე ჩამითრია ამ ისტორიამ ❤გააგრძელე აუცილებლად ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent