შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეწამედი (სრულად)


22-04-2020, 23:10
ავტორი ტურაგო
ნანახია 1 897


მცხუნვარება შესუსტებული მზე დასავლეთის კიდისაკენ მიცურავდა ღრუბლების გულის გავლით.შორეულ ჰორიზონტად განფენილი ცის ზოლი ისე იყო შეფერადებული თითქოს ნარინჯისფერი ნიაღვრები ეშვებოდა იმ მხარეს,მიმობნეული წითელი ფთილების ნაგლეჯები კი სისხლისფერი ვარდების ფურცლებს მოჰგავდა.სივრცეს შერეული სითბო საოცრად არბილებდა ჰაერს,ისეთი განწყობა იქმნებოდა თითქოს დრო აღარ გადიოდა,შექმნილი გარემო ერთ ადგილზე ჯდომას და ფიქრს მოგანდომებდა დაუსრულებელს.

სუროთი შეპყრობილ,ძველი ჩამონგრეული შენობის კედელს მიეყრდნო ზურგით გოგონა.ბოლო დღეს ატარებდა მისთვის უცხო მხარეში,ამიტომ ცდილობდა დარჩენილი დროით მეხსიერებისთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი კადრები შეემატებინა...ვერ იგრძნო როდის დაიკავა მდელოზე ადგილი მის გვერდით შავგრემანმა ქალმა,მხოლოდ მაშინ მიბრუნდა მისკენ როცა კითხვა გაიგონა
-ეს მზე გათბობს?-შავგრემანს თავი კედლისთვის ჰქონდა მიყრდნობილი,მისი ჩამოყრილი ღამისფერი თმები და სუროს ფოთლები ისე მოსჩანდა თითქოს ერთმანეთში იყვნენ გადაბრწნილნი
-როგორ შეიძლება არ მათბობდეს
-სხეულსაც კმარა და სულსაც?
-სულსაც გაათბობს,მაგრამ თუ კი სულში სიცარიელეა მის ამოვსებას არ ეყოფა მწველი სხივები
-მე მგონია რომ ეს მზეც კი აღარ არის ისეთი როგორიც ადრე იყო,ყველაფერი შეიცვალა,აღარც ადამიანები არიან ისეთები როგორებიც ადრე იყვნენ
-ყველა და ყველაფერი იცვლება,ასე არ არის!
-ხო მაგრამ თუ კი ეს ცვლილება უარესობისკენაა მიმართული საშინელებაა-ეს რომ თქვა ხალათის ჯიბეში ჩაიცურა მზისგან არათანაბრად შეფერადებული ხელი და მუშტად შეკრული ამოაძვრინა მაღლა,როგორც ძვირფას საუნჯეს ისე დაუწყო ყურება მოკეცილი თითების გროვას
-ხელში რა გიჭირავთ?
ქალმა თითების გაშალა თანმიმდევრობით დაიწყო,აუჩქარებლად,ხელის გულზე ოქროსფერი სიცოცხლე წართმეული პეპელა ესვენა
-პეპელა?რატომ წაართვით მას სიცოცხლე
-მე მისთვის არაფერი დამიშავებია,აქვე ახლოს მდელოა,ხშირად დავდივარ იქ და ყოველთვის ვპოულობ ფრთებ დაღლილ პეპლებს,ისინი ყველასგან გარიყულნი და დავიწყებულნი არიან,მე კი ჩემთან მომყავს.
-მათ არსებობის ძალიან მცირე დრო აქვთ
-იქნებ დღეების სიმრავლეს სულაც არ აქვს მნიშვნელობა რომ არსი გაიგო არსებობის
-გამიგია რომ პეპლები საკუთარ ფრთებს ვერ ხედავენ
-დააკვირდი,ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ის,თუმცა საკუთარი ფრთების არსებობაზე ჩვენც არ გვაქვს წარმოდგენა,უფრთო ფრინველებს ვგავართ
-უფრთოები...
-აქ როგორ აღმოჩნდი?
-შემთხვევით,თავადაც არ ვიცი,გზას დავადექი და ნაბიჯებმა აქეთკენ წამომიყვანეს.და თქვენ?
-შენ შემთხვევით მე შეგნებულად.აქ ყოველ საღამოს მოვდივარ
-რისთვის?
-ველოდები
-რას?
-აღარ მახსოვს რას თუ ვის
-საკვირველია!
-რა კარგია არა რომ მოგვეპოვება სიტყვები:უცნაური,საკვირველი,რა კარგად მოერგო ამ მომენტს.
-თუ არ იცით რას ელოდებით როგორ უნდა მიხვდეთ რომ მოლოდინის დრო დასრულდა,როგორ მიხვდებით რომ იპოვეთ?
-ვიგრძნობ...მე მახსოვს რომ აქ ამ შენობასთან დავცილდი მას,მაშინ ამ კედლებს სურო არ ახრჩობდა,ხომ ხედავ რამოდენა დროა გასული
-თქვენ განიცდით
-მოგონებებს
- და რა გაწუხებთ
-ისევ და ისევ მოგონებები
-მოგონებები რომლებიც არ გახსოვთ?
-ბუნდოვანია ზოგი მათგანი,თუმცა გული მაინც აღიქვამს.
-საკვირველი ხართ
-ისევ ეს სიტყვა,ასე შემეფერება?
-ჩემი წასვლის დროა,ბინდდება
-ნუ წახვალ ჯერ,ჩემთან წამოდი სულ ცოტახნით
-მაგრამ მე...
-გთხოვ,არ გინდა ჩემი პეპლები ნახო?აქვე ვცხოვრობ
-კარგი სულ ცოტახნით.
თავადაც არ იცოდა რატომ მიჰყვებოდა ამ უცნაურ ქალს,ქალს რომელიც მისტიური ფილმის სიუჟეტიდან ცოცხალ დროში გამოქცეულს ჰგავდა.სახლი მართლაც მახლობლად აღმოჩნდა.სულ მალე შავგრემანი სტუმარს მისაღებში მიუძღვებოდა.ოთახის შუაგულში მდგომს პირველი რაც თვალში მოხვდა კედელზე გაშლილი ასოებით დაწერილი წარწერა იყო,წარწერის ირგვლივ კი პატარა ჩარჩოებში გაქვავებული ფერადი პეპლები იმზირებოდნენ
-რას ნიშნავს მეწამედი?
-მე ეს სიტყვა სიზმრად ვნახე,უფრო სწორად დილით როცა ქუთუთოებზე აისი თითებით შემეხო გონებაში გაირბინა,არ მახსოვს კადრები რომლებიც მის ირგვლივ ტრიალებდნენ მხოლოდ ეს სიტყვა შემომრჩა აწყობილი და რომ არ დამვიწყებიდა გამოღვიძებულმა კედელზე დავწერე.
-და ახსნა მოუძებნეთ?
-მგონია წამის რაღაც ნაწილია,ის ნაწილი რომელიც მე მაგვიანებს რომ მივაღწიო იმასთან რასაც ველოდები
-ნუთუ წამის რაღაც ნაწილს შეუძლია რამეს ჩამოგვარჩინოს
-როგორც ჩანს ბევრი შეუძლია
-მართლაც ბევრი პეპლები შეგიგროვებია
-მათ შემხედვარეს არ გგონია რომ სამ დღეზე მეტი ხნის სიცოცხლე ვაჩუქე?
-ისინი ხომ ფიტულებად ქცეულნი არიან
-ბევრი ადამიანის მსგავსად...არც ამათი სულები დაიკარგებიან უკვალოდ ისე როგორც ადამიანთა სულები არ იკარგებიან.მე კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც-კარადისკენ წავიდა,უამრავი ერთად შეკრული ქაღალდები გადმოქექა
-აი დახედე-ღიმილიანი სახით უთხრა
-ეს რა არის?
-სანთლის ნაღვენთებია,ზოგი მათგანი თეთრ ქაღალდებზე შევინახე,ნაწილიც წარწერებით გადავსებულებზე,ვფიქრობ რომ ზოგი სიტყვა დაწვის ღირსია,ტკივილი უნდა იგრძნონ
-მერედა რაში გჭირდებიან
-როგორ თუ რაში,ღამღამობით როცა სანთლის მოლიცლიცე შუქის ფონზე ფიქრებს ვეძლევი ვხედავ როგორ თანდათან იკარგება მისი პირვანდელი სახე,როგორ უჩინარდება წვეთების სახით და გული მწყდება რომ როცა მთლიანად დაიწვება მის მოსაგონებლად მხოლოდ ფიქრი შემრჩება,შემდეგ კი შეიძლება ეს ფიქრიც გაიცრიცოს,ამიტომ მე ამ ფურცელზე მათ კვალს ვატოვებინებ.
-არასდროს შემხვედრია თქვენნაირი ადამიანი
-რაღაცეები ხომ ყოველთვის პირველად ხდება
-იმედია არ მიწყენთ,უბრალოდ მინდა გითხრათ რასაც ვფიქრობ,მგონია იმდენად განიცდით წარსულის დანაკარგს რომელიც ვიღაცის თუ რაღაცის სახით არის ფორმირებული რომ დასაკარგად,დასავიწყებლად აღარაფერი გემეტებათ,ყველაფრის შენახვას ცდილობთ რისიც კი შეგიძლიათ.ვთვლი რომ თქვენმა გონებამ შეგნებულად დაივიწყა რადგან მისი გახსენება რაღაც კონკრეტულ ტკივილს წაატანდა ალბათ ყოველთვის ხელს,იქნებ ქვეცნობიერში იცით არც არასდროს გამოჩნდება ამიტომ მხოლოდ უსასრულო იმედი დაიტოვეთ,ასე ცხოვრება გაგიჭირდებათ
-იცი ეგ იმედი რას ჰგავს?საწვიმრად გამზადებულ ღამის ცაზე ერთადერთი ვარსკვლავი რომ მაინც ახერხებს შავი ღრუბლებისგან თავის დაღწევას და ნაპერწკალს გაწვდის იქნებ მომდევნო დღე ლურჯი და მზიანი ცით დადგესო...ხელ წატანებული ტკივილი კი იმ წამივითაა როცა ღამით ოთახში ზიხარ უცებ კი შუქი ქვრება და სიცარიელეში,მცურავ ღამეში ატივტივებულ ნივთს ემსგავსები,როგორღაც არასასიამოვნო შეგრძნება ხომ გადაგვირბენს არა გულზე,აი ესეც მეწამედი მგონია,მეწამედში გაელვებული გრძნობა.
-მე რისთვის მიყვებით ამ ყველაფერს
-ხომ უნდა იყოს ვინმე ისეთი ვინც ჩემზეც შეინახავს დეტალებს.აწი როცა ფერად პეპლებს მოკრავ თვალს გაგახსენდება რომ აქ ამ მხარეში არსებობს ერთი როგორც შენ მიწოდე საკვირველი ქალი რომელსაც ისინი სიცოცხლე დაკარგულიც კი ეძვიფასება.როცა ანთებული სანთლების წინ დაჯდები და ჩემს მსგავსად ფიქრები გაგიტაცებენ მოგაგონდები და გაგეღიმება...და თუ მაინც მიმივიწყებ,იქნებ წლები რომ გავა აქ კვლავ მოხვიდე,იქნებ ჩემი სახლის კედლებზეც სურო დაგხვდეს მახრჩობელა გველების მსგავსად შემოხვეულნი,მიაყრდნობ თავს და იგრძნობ რომ აქ ამ ადგილთან გაკავშირებს რაღაც ისეთი რაც წარუშლელ კვალად გასდევს შენს მეხსიერებას
-მთელი გულით გისურვებთ დასრულდეს ერთ დღესაც თქვენი მოლოდინი
-აი ეს ყვავილები წაიღე,ლარნაკში ვიდრე ცოცხლად იქნებიან მოასწრებენ თავი შეგაყვარონ,მერე როცა დაჭკნებიან ნახავ რომ გადასაყრელად შეგენანება რადგან თან წაიღებენ შენს გრძნობას შერწყმულ რაღაც ემოციას,ამიტომ საყვარელი წიგნის ფურცლებზე მიუჩინე ადგილი.ნურაფერს გაიმეტებ ადვილად გადასაყრელად,რადგან ყოველ ნივთში ისტორიაა გარინდებული რომელსაც არ უნდა დაივიწყონ,ჩვენც ადამიანებიც ისტორიები ვართ და მთელი ცხოვრება ვიბრძვით რომ არ დაგვივიწყონ,ჩვენ გვეძლევა საშუალება ამისთვის ბევრი რამ გავაკეთოთ მაგრამ ამ ყვავილებს სიტყვების თქმა არ შეუძლიათ.

შავგრემანის წინ მდგომი ისმენდა მის საუბარს რომელიც მელოდიურად ჩაესმოდა და გრძნობდა თუ როგორ ევსებოდა ცრემლებით თვალები.
-მე თქვენ არასდროს დამავიწყდებით
-მახსოვს ოდესღაც მეც ვთქვი ასეთი სიტყვები
-მე აქ აუცილებლად დავბრუნდები
-დრო გვაჩვენებს ყველაფერს
-რატომ ამირჩიეთ მე?
-შენ თვითონ აირჩიე ეს დღე,თვითონ მოხვედი იმ ნანგრევებთან
-არ დაგემშვიდობებით
-ნუ დამემშვიდობები
-მჯერა თუ საათი არა იქნება დროის რაღაც მონაკვეთი როცა მე მომაგონდებით,თუნდაც მეწამედში გაიელვებ
-მეც მინდა მჯეროდეს...მეწამედში გაელვებულ ფიქრებს ნუ დაკარგავ ნურასდროს,არ იმსახურებენ უკვალოდ გაქრობას.



№1  offline მოდერი Mary Drey

ვაჰ... საღამოს ჩავუჯდები, ტურაგო <3

 


№2  offline წევრი ტურაგო

Natsrisferi_grdznobebi
ვაჰ... საღამოს ჩავუჯდები, ტურაგო <3


❣️

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ვაიმეეე...
აი, ასე შენი ნაწერებით უნდა დავასრულო ხოლმე დღე!
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო... აი, ძალიან.
მომეწონა ის, რომ სხვებისგან გამორჩეულიხარ. ვცნობ უკვე შენეულ ნაწერებს. მახარებს. იცი? რაღაცებში ჩემსა და შენს შორის მსგავსება დავიჭირე. სასიამოვნოდ მიხარია.
როგორც წინა, ესეც შესანიშნავია.
შ-ე-ს-ა-ნ-ი-შ-ნ-ა-ვ-ი!
აი, ისეთი ყოველთვის ძილის წინ რომ უნდა წაიკითხო, რადგან შემდგომ ტკბილად დაგეძინოს.
ძილის წინ ისევ უნდა წავიკითხო.
გთხოვ, შენეული ისტორია მანახე სიზმართ! innocent

 


№4  offline წევრი ტურაგო

Natsrisferi_grdznobebi
ვაიმეეე...
აი, ასე შენი ნაწერებით უნდა დავასრულო ხოლმე დღე!
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო... აი, ძალიან.
მომეწონა ის, რომ სხვებისგან გამორჩეულიხარ. ვცნობ უკვე შენეულ ნაწერებს. მახარებს. იცი? რაღაცებში ჩემსა და შენს შორის მსგავსება დავიჭირე. სასიამოვნოდ მიხარია.
როგორც წინა, ესეც შესანიშნავია.
შ-ე-ს-ა-ნ-ი-შ-ნ-ა-ვ-ი!
აი, ისეთი ყოველთვის ძილის წინ რომ უნდა წაიკითხო, რადგან შემდგომ ტკბილად დაგეძინოს.
ძილის წინ ისევ უნდა წავიკითხო.
გთხოვ, შენეული ისტორია მანახე სიზმართ! innocent



ძალიან მიხარია რომ მოგწონს...
მადლობა თბილი სიტყვებისთვის❣️

 


№5  offline წევრი Imagination88

არის შენში რაღაც რაც საოცრად მიზიდავს. ისე ლამაზად აღწერ ყველაფერს, როგორ მომწონს. უხხ როგორი სასიამოვნოა შენი ისტორიები, მართლაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, რაღაც "მსუბუქი" და თან "მძიმე". არ მინდა რომ დასრულდეს ის სიამოვნება რასაც შენი ისტორიების კითხვის დროს განვიცდი.

მართლაც რომ უნდა ვინახავდეთ და ვაფასებდეთ თუნდაც "უმნიშვნელო" დეტალებს. ჩვენ ცხოვრებაში სულ სულ მცირე ადგილი რომ უჭირავთ

შენ მე გამაგიჟებ❣️
სანამ ახალს დადებ გავეცნობი შენს უფრო მეტ ისტორიას ❣️
დროებით❣️

 


№6  offline წევრი ტურაგო

A.N.A
არის შენში რაღაც რაც საოცრად მიზიდავს. ისე ლამაზად აღწერ ყველაფერს, როგორ მომწონს. უხხ როგორი სასიამოვნოა შენი ისტორიები, მართლაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, რაღაც "მსუბუქი" და თან "მძიმე". არ მინდა რომ დასრულდეს ის სიამოვნება რასაც შენი ისტორიების კითხვის დროს განვიცდი.

მართლაც რომ უნდა ვინახავდეთ და ვაფასებდეთ თუნდაც "უმნიშვნელო" დეტალებს. ჩვენ ცხოვრებაში სულ სულ მცირე ადგილი რომ უჭირავთ

შენ მე გამაგიჟებ❣️
სანამ ახალს დადებ გავეცნობი შენს უფრო მეტ ისტორიას ❣️
დროებით❣️




ბედნიერებაა შენი მსგავსი ერთგული მკითხველის ყოლა...
მადლობა ანა,მადლობა❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent