შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბრები ვნებასთან -8- +18


23-04-2020, 04:01
ავტორი Hilalli
ნანახია 1 966

სწრაფად და უსიტყვოთ ვჭამეთ, მინდოდა ბროწეულის წვენი ამეტანა ელისთვის თუმცა კაფეტერიაში ვერ ვიშოვე, რაღაცნაირად გული დამწყდა ამის გამო მაგრამ გავიფიქრე ცოტახანში გავალ და სუპერმარკეტოდან მოვუტან თქო. ოჯახის შექმნა მაშინებდა მაგრამ ყველაფერს მივცემდი, რომ ელის ჩვენი პატარას გულისცემა გაეგო... შფოთვით ავიარე კიბეები ლაშაც უხმოდ მომყვებოდა უკან. პალატასთან გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე საუბარი გამოდიოდა ჩუმი და გასარჩევად ძალიან ძნელი მაგრამ მივხვდი, რომ შესვლა ისევ გვეკრძალებოდა. ლაშა პალატის წინ მდგარ რკინის სკამზე დაეშვა. ცოტახანს ბოლთას ვცემდი შემდეგ დავიღალე და გვერდით მივუჯექი.
- როგორ ფიქრობ ის ბავშვი აბორტის გაკეთებას გადაიგიქრებს? - ჩუმად მკითხა
- კი... - მოწყენილმა გავუღიმე - ალბათ ძალიან გაუხარდება გიორგი რომ შევარდება და თხოვს ეს არ ქნაო. იტირებენ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
- და როგორ... - ამოიხვნეშა და განაგრძო - ფიქრობ? სწორად მოვიქეცით გიორგის რომ მამობა გადავაწყვეიტნეთ? იქნებ ჯერ მართლა ძალიან პატარები არიან და ბედნიერები არ იყვნენ?
- არ ვიცი... - თავი დავხარე - მაგრამ გიორგი იმას გააკეთებს რაც სწორია, რაც კაცმა უნდა გააკეთოს! მთავარი ესაა არა?
- არ ვიცი... - ხმა გაუწყდა - გახსოვს ადრე ჩემთან რომ მოხვედი და მითხარი ელი ორსულადააო? მასზე ცოტათი დიდები ვიყავით არა? ისე დავიძაბე ვერც შევამჩნიე შენი გახარებული სახე და პირველი კითხვა რაც გამიჩნდა ისიყო აბორტის ფული გაქვს თქო...
- კი - გაგვეცინა
- შენ კი მითხარი არა ვაპირებ მამა გავხდე და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში რაც შეიძლება მოხდესო... მაშინ ძალიან გამიკვირდა მაგრამ შენი გახარებული სახე რომ დავინახე მერე მეც ძალიან გამიხარდა... მახსოვს როგორი ბედნიერები იყავით, სულ მის მუცელზე გედო ხელი... ბავშვს ელაპარაკებოდი ეფერებოდი... სულ ეხუტებოდი ელის და იმას ეუბნებოდი რომ შენთვის ყველაფერი იყნენ ის და თქვენი პატარა. გიყურებდით და თქვენ ბედნიერებაში თავს ძალიან უბედურად ვგრძნობდი, ცუდად კიარ მშურდა, ან შვილი კიარმინდოდა, უბრალოდ მინდოდა რომ მეც მქონოდა ცხოვრების მიზანი... - ღიმილით საუბრობდა უეცრად დასერიოზულდა და სევდიანად გამომხედა - მუცელი რატომ მოეშალა?
- რაღაც ვირუსი შეხვდა და მაღალი სიცხეები ქონდა...
- იმ ღამეს შენთან დავრჩი... მთელი ღამე წერდი და ცრემლები გცვიოდა... გული მიკვდებოდა რომ გიყურებდი.... მაგრამ მაშინ მზად იყავი მამობისთვის ახლა კი გიყურებ და სულ სხვა ადამიანი ხარ...
- ჰოო... - ხმა ამიკანკალდა
- იცი? ის გრძნობს ამას და ძალიან ტანჯავს... მეც ძალიან დამტანჯავდა პირველ ბავშვზე ასეთი მოსიყვარულე და მზრუნველი მამა რომ ასეგაცივებულიყო მეორეზე... ისიც ხომ შენი შვილია რა დაგემართა? ელი აღარ გიყვარს?
- არ ვიცი ლაშა... მართლა არვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ... - იმ დღეს პირველად ვაღიარე რომ გრძნობები გამიცივდა, მეგონა გულიდან ლოდის მოხსნასავით უნდა ყოფილიყო თუმცა პირიქით ამ აღსარებამ კიდევ უფრო დამამძიმა - თითქოს ეს ბავშური სიყვარული სადღაც გაქრა და მხოლოდ ვნება დამრჩა... მთელი არსებით მინდა ეს ქალი... ვგრძნობ, რომ მის გარეშე ერთდღესაც ვერ ვიცოცხლებ მაგრამ მასთან ყოფნა აღარ მინდა... არვიცი ამას რა ქვია გესმის? არვიცი მის მიმართ რას გვრძნობ... იცი? რამდენი წელია მისთვის ყვავილები აღარ მიჩუქებია? შუაღამისას სიყვარულით სავსე წერილები აღარ მიმიწერია დილით ახალგაღვიძებულს რომ წაეკითხა? რამდენიხანია მასთან მანდარინებით ხელში აღარ ავაულვარ რო გამებედნიერებინა... რამდენიხანია ჩუმად აღარსად დავხვედრივარ სადმე რომ მოულოდნელად გამეხარებინა... ადრე საათები შემეძლო მისი ლოდინი სკოლასთან, დილის ცხრის ნახევრიდან ზამთარშიც კი საათები გამიტარებია მის ლოდინში, რომ 5 წუთით მენახა და გამეხარებინა... ისკი ხან მესამე გაკვეთილზე მიდიოდა სკოლაში ხანაც საერთოდ აცდენდა მეკი ბედნიერი სრულიად მარტო ვიდექი და ველოდებოდი... რამდენიხანია ლექსები არ დამიწერია მისთვის - სიმწრით გამეცინა - რამდენიხანია სექსზე უარი არმითქვამს მისთვის და ჩახუტებით არ დავკმაყოფილებივარ... თუმცა რამდენიხანია საერთოდ არ ჩავხუტებივარ... რამდენიხანია ისიც არ მითქცამს მისთვის რომ მიყვარს...
- თქვენ რომ გიყურებდით ნამდვილი სიყვარულის მწამდა... ვფიქრობდი რომ ერ დღეს მეც შევხვდებოდი ვინმეს ვინც ასე ძლიერ შემიყვარებდა... ელის ვუყურებდი და შენზე აფანატებდა... ვითომ დღესაც ასე ძლიერ უყვარხარ როგორც ადრე?
- არამგონია... ვხვდები რომ მასაც გაუქრა გრძნობები...
- ბედნიერები იქნებით?
- ამას არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია ბავშვი კარგად იყოს... მეკი ისე უნდა მოვიქცე როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება... ეს ვალია ჩემი და აუცილებლად უნდა მოვიხადო - ისევ სიმწრით გამეცინა...
რა მნიშვნელობააქვს ამას? რატომ ვიცავ ასე ძლიერ კაცურ სახელს? რატომ მინდა ასე ძალიან ნამდვილი კაცი ვიყო? ამას რა მნიშვნელობააქვს? ეს რომ არ გავაკეთო და ელი მივატოვო სამუდამოდ ნაბიჭვრად დავრჩები, მაგრამ მხოლოდ ელის დაქალებისა და იმ ქალების თვალში ვისაც მოუყვება ჩემს ამბავს... განა ეს ღირს ამათ? ვიღაც ქალებისათვის ნაბიჭვრად ყოფნა ჯობია თუ მთელი ცხოვრების უბედურად გატარება? არცერთი კაცი არდამიძახებს ნაბიჭვარს ვინც ამამბავს გაიგებს... შეიძლება ისიც კი მითხრან მასე ჯობიაო, მაგრამ ამასაც არაქვს მნიშვნელობა რადგან მთავარი ის კიარაა სხვა კაცების თავალში რაიქნები არამედ ის, ქალების თვალში რამდენად მამაკაცური ხარ... რამდენად სწორი ხარ! ისინი განიკითხავენ კაცებს და თუ ერთი ქალისთვის მაინც ნაძირალახარ სამუდამოდ ასეთად დარჩები... რადგან ეს სულშია და ვეღარ მოიშორებ ამ მძორს რომელიც ყოველ ფეხისნაბიჯზე შენთან იქნება და შეგახსენებს რამდენად ხარ. მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთო ახლა დიდი მნიშვნელობა არაქვს... ცოლად ქალი მომყავს რომელიც არ მიყვარსდა მგონი მასაც აღარ ვუყვარვარ... ის ჩემს გვერდით ვერასდროს იქნება ბედნიერი მე მხოლოდ არჩევანს ვაკეთებ ნაბიჭვრობასა და უფრო ნაბიჭვრობას შორის... სასაცილოა არა? ჩიხში ვარ და არაფერს არაქვს აზრი... ფეხზე წამოვდექი და და ჯიბეში რაღაცამ გაიჩხარუნდა... მედალიონი ამოვიღე რომელიც ჩემი შვილისთვის ვიყიდე და ლაშას გავუწოდე:
- ეს პატარას ვუყიდე დღეს... ლამაზია არა?!
- კი... - ნაზად გამომართვა და დახედა - რატომ არ მიეცი?
- დამავიწყდა... მივცემ...
- რაც მალე ნახავს მით უკეთესი... იმედია დაგვიანებული არაარის...
- ჰომ... - ამ სიტყვასთან ერთად გაიღო პალატის კარი და ქეთი გამოვიდა. შეშინებული მივვარდი და ვკითხე - როგორ არის?
- ცუდად... - ამოიხრა - ძალიან ვწუხვარ... ნაყოფს გულისცემა არ აქვს...
- ანუ...
- ჰო...
- უთხარით?
- კი... აბორტი ძალიან საჩქაროა... ორგანიზმში მკვდარი ნაყოფი ყავს ამან შეიძლება სეფსისი ან რაიმე საშინელება გამოიწვიოს... დაელაპარაკე სანამ ოპერაციას გავუკეთებ... დაამშვიდე...
- ხოო... შევალ... - მშვიდად ვუთხარი და აუღელვრბლად შევაღე პალატის კარი. ლაშა უკან დარჩა, არ გამომყვა... არასდროს დამავიწყდება ის წამი... ოთახში შესვლისას რომ შევხედე ელის. საწოლიდან წამოდგომას ცდილობდა, სახესა და მასზე ჩამოცვენილ თმებს მდუღარე ცრემლები უსველებდა. ერთიანად კანკალებდა... საშინელი სანახავი იყო მისი სევდის ყურება მთელ სულს მიწვავდა... მასთან მიახლოვების მეშინოდა... მეშინოდა რამის თქმის, შეხედვისაც კი მეშინოდა... რადგან ვიცოდი ერთადერთი რაც ჩემთვის გაემეტებოდა ზიზღით აღსავსე მზერა იყო... არციცოდი რა გამეკეთებინა და გაუნძრევლად ვიდექი კართან... ცრემლიანი თვალებით შემომხედა და შემზარავი ხმით მითხრა:
- გადი!
ვერაფერი ვუსპასუხე, ნელა გავტრიალდი კარისაკენ...
- ქეთის უთხარი რომ მზად ვარ - ხმის კანკალით მითხრა და ზაფხულის წვიმასაცით ცხელი და ძლიერი ცრემლები წასკდა...
თავი სწრაფად დავუქნიე და პალატიდან უმალ გავედი... ლაშამ გაკვირვებული გამომხედა, არ ელოდა ასე სწრად თუ გამოვიდოდი... ფეხზე ადგა და მომიახლოვდა მაგრამ როგორც კი ჩემი წაშლილი სახე დაინახა ადგილზე გაიყინა... დროისა და სივრცის აღქმა დავკარგე. ადმინისტრაციაში შევედი, რომ საბუთებზე ხელი მომეწერა და აბორტისა და მკურნალობის საფასური გადამეხადა... ირგვლივ არსებული ხმები ჩაიხშო და მხოლოდ ჩემი გულის ძლიერი ბაგაბუგი მესმოდა... თავბრუ მეხვეოდა, ირგვლივ უამრავი ქალი დამტრიალებდა და რაღაც კითხვებს მისვამდნენ რომელიც არ მახსოვს... ერთერთმა წყლიანი ჭიქა მომიტანა, მაგრამ მათი ლაპარაკი არ მახსოვს... წყალთან ერთად წამალი მომაჩეჩეს და ხელით მანუშნეს რომ დავმჯდარიყავი... არც მათი სახეები მახსოვს... მხოლოდ ის რომ იმ დღეს მეც ჩემ შვილთან ერთად მოვკვდი... სულიერად მოვკვდი... მენტალურად და რაც დღეს დავრჩი მხოლოდ აყროლებული მძორია... სხეული რომლის სულიც მკვდარია... აზრზე, რომ მოვედი ლაშამ მითხრა საოპერაციოშიააო... ყოველ წამს ვნანობ რაც მაშინ ჩავიდინე მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს... ბოლო მოგონება ამ სავადმყოფოსთან ქეთის სახე იყო საოპერაციოდან გამოსვლის შემდეგ. რომელმაც მითხრა ფიზიკურად კარგათაა მაგრამ მორალურად განადგურებულიაო... იმდღეს პალატაში უნდა შევსულიყავი ჩავხუტებოდი და გამემხნევებინა მაგრამ არ შემეძლო არ შემეძლო მისი ზიზღით აღსავსე მზერისთვის გამეძლო... ვიცოდი სამყაროში არაფერი ისე არ ეზიზღებოდა როგორც მე და მართალიც იყო... მე ვერასდროს შევძლებდი იმ ტკივილის გააზრებას რომელიც ჩემსგამო გადაიტანა და საკუთარი თავი მეც ისევე მეზიზღებოდა როგორც მას... ლაშას შერცხვენილმა გავხედე... სახელფასო ბარათი გავუწოდე და ვუთხოვე სახლში მიეყვანა და წამლები ეყიდა მისთვის. მეკი კიბეებისკენ დავეშვი... უკან სწრაფად გამომყვა და მითხრა:
- თუ ახლა გახვალ ისე რომ არ ნახო ამას მთელი ცხოვრება ინანებ. ვეღარასდროს შეძლებ თვალებში შეხედო. ეს ხომ იცი?! - თვალები ამიწყლიანდა... მხოლოდ ერთხელ შევხედე მაგრამ ვერ მივხვდი რა მეპასუხა მისთვის ამიტომ გავტრიალდი და კიბეები სწრაფად ჩავირბინე... ისევ იგივე შეცდომა დავუშვი რაც 4 წლის წინ... მაგრამ ამჯერად შეცდომა კიარა დანაშაული ჩავიდინე... შეცდომა ისიყო ცოლად რომ არ მოვიყვანე მაშინ ახლა კი საავადმყოფოში დავტოვე... ალბათ უკანასკნელ მეძავსაც არ ექცევიან ესე და ვხვდები რამდენად დიდი საშინელება ჩავიდინე... ვხვდები მაგრამ ახლა აღარაფრის გაკეთება აღარ შემიძლია... მე ეს უკვე ჩავიდინე...
სახლში როგორ მივედი არ მახსოვს... არც ის მერე რაგავაკეთე... გათენებამდე საერთოდ არაფერი მახსოვს... ნაშუადღევს კი ლაშა მოვიდა ჩემთან. ოთახში ამაყად შემოვიდა, საწოლზე ვეგდე და ვგრძნობდი სული როგორ მიყარდა, მხოლოდ ის მაინტერესებდა ჩემი სულის ამ აქოთებულ სუნს სხვებიც თუ გრძნობდნენ...
მაგიდაზე ბარათი დამიგდო და ჩვეული სიამაყით მითხრა:
- კარგადარის... მარიამი ჩამოვიდა დილით და მასთანაა... წუხელ მასთან დავრჩით მედა თაზუნა... წამლები ვუყიდე და სვავს...
- ჩემზე გავრაზდა?
- არვიცი... საერთოდ არუკითხიხარ... თითქოს არც ელოდა რომ იქ დახვდებოდი საოპერაციოდან გამოსვლისას... გიორგიმ დამირეკა გუშინ, აბორტი გადაიფიქრეს ასე მითხრა სალომეს ძალიან გაუხარდა რომ ვუთხარი ბავშვი დავიტოვოთო... ელის და თაზუნასაც მოვუყევი მათი ამბავი... ქორწილი ძალიან ეჩქარებათ მთხოვა იქნებ მომაფიქრებინო რამე რაც შეიძლება მალეო ელიმ მითხრა ჩემთან მოიყვანე... აქ დარჩნენ თუ რამეა სალომეს დედას დაველაპარაკებიო... და ახლა გავუვლი და ბავშვებს ავიყვან წყნეთში. წამოხვალ?
- არა... ვერ... მაგრამ კარგია ელისთან რომ მიგყავს ისინი... ორსულადაა რამე რომ დასჭირდეს ელი მიხედავს, მასზე იზრუნებს... დაელაპარაკება გაამხნვებს... ჩემი მანქანა წაიყვანე... და გიორგის ბოდიში მოუხადე ჩემ მაგივრად...
- ჰოო... კაი თუ გადაიფიქრებ იცი სადაც ვიქნები...
მანქანის გასაღები აიღო და ჩუმად გავიდა ოთახიდან...
5 წელი გავიდა ამ დღიდან... იმ ღამეს რათქმაუნდა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მშობლები გაგიჟებული მივარდნენ წყნეთში და ქალიშვილის წაყვანა სცადეს თუმცა ელი სალომეს დედას დაელაპარაკა უთხრა, რომ გოგონა ორსულად იყო და დაიყოლია რომ ბავშვის დატოვებისა და გათხოვებუს უფლება მიეცა მისთვის... ყველაფერი ნორმაში ჩადგა მალევე... ყველასთვის... ეს პატარა ბავშვები გაიზარდნენ ძალიან კარგი მშობლები და ჩვენი ახლო მეგობრები გახდნენ... სკოლაც დაამთავრეს და უნივერსიტეტშიც მოეწყო ორივე... მარიამი რამდენიმე თვეში გათხოვდა ვიღაც სამჯერ ნანახ ბიჭზე რაც ძალიან სასაცილოა მაგრამ მთავარია რომ ძალიან ბედნიერია და უკვე ორი შვილი ყავს... ლაშამ კოლეჯი დაამთავრა და ორი თუ სამიწლის შემდეგ შეხვდა გოგონას რომელიც მართლა ძალიან შეუყვარდა და ამ გოგონას ხელზე ნიშნობის ბეჭედიც კი გაუკეთა... დემეტრესაც კი შეუყვარდა ვიღაც გოგო რომლის გამოც თვეების მანძილზე ყოველდღე ცემდნენ მაგრამ თავს მაინც არანებებდა რაც მისგან ძალიან უცნაური იყო. საბოლოოდ დაუფასდა დღეს მისი ცოლია და ბავშვიც ყავთ... თაზუნა საბოლოდ გამოგვიტყდა რომ ბიჭები მოსწონდა, ეს ამბავი ცოტათი ყველას გაგვიტყდა მაგრამ მთავარი იყო რომ ის ყოფილიყო ბედნიერი... მე ახლაც ისეთივე აყროლებული მძორივარ როგორც იმ დღეს როცა სამშობიარო დავტოვე... იგივე სამსახურში ვმუშაობ რომელსაც ვერ ვიტან იგივე მანქანა მყავს და ისევ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ... ისევ დღეში 10 ჯერ მირეკავს დედაჩემი მაგრამ ამჯერად სახლში ყოველღამით ვბრუნდები რადგან წასასვლელი აღარსად მაქვს... იმ დღის შემდეგ აღარასდროს გამიხედია აღარცერთი ქალისთვის... სექსიც კი აღარავისთან მქონია ბოლო 5 წელია, შეიძლება მე არა მაგრამ "პიროვნება" რომელიც ჩემს უბეში ცხოვრობს ნამდვილადაა ელიზე შეყვარებული... რეაქცია არცერთ ქალზე აღარ ქონია... ალბათ სამუდამოდ დავიმპოტენტდი... უბრალოდ არც კი წარმომიდგენია როგორ უნდა მქონდეს სხვასთან სექსი ასეთ იდეალურ ვნებას ვერავისთან გართობით ვერ გავაფუჭებ... ის რაც ელისთან მქონდა სექსი კიარა სამოთხე იყო... და ამას ვეღარავინ ვეღარ მაგრძნობინებს... ელი? მას რა დაემართა? ის ჩვენში ყველაზე კარგადაა... ჩვენი შვილის სიკვდილიდან ორი თვის შემდეგ გავიგე რომ წყნეთის სახლი გაყიდა და მილანში წავიდა... გავიგე რომ ძალიან წარმატებული მხატვარია გამოფენები მსოფლიოს უამრავ ქალაქში აქვს... საკუთარი სახელოსნო და სკოლა აქვს სადაც ხატვას ასწავლის... ბავშვებს კი არა სტუდენტებს ძირითადათ... რომელიღაც აკადემიის ლექტორიც ყოფილა და სტუდენტებს ძალიან უყვართ... დაახლოებით წელიწადია გათხოვდა კიდეც, როგორც ვიცი მილანში მოღვაწე ქართველ არქიტექტორზე... არა არ ვეჭვიანობ... პირიქით მიხარია მის გამო... მართლა მიხარია... ჩემთან მხოლოდ ტანჯვა ქონდა ახლა კი მის სთორებს ყოველდღე ვნახულობ ინსტაგრამზე და ვხედავ როგორი ბედნიერი და სიცოცხლით სავსე... მის ქმარს ელის უამრავი ფოტო და ვიდეო უდევს სადაც გამომწვევ სამოსში ან საცურაო კოსტუმშია... მიკვირს მე ხომ სულ ვჩხუბობდი მოკლე კაბასა და დეკოლტეზე ეს კაცი კი მთელი არსებით ამაყობს საკუთარი ცოლის ყველა ნაქვთით, განსაკუთრებით კი მისი სხეულით და ალბათ ასეც უნდა იყოს როცა გვერდით ასეთი საოცარი ქალი გყავს დაე ხედავდეს მას მთელი მსოფლიო დაე იცოდნენ რა გიწევს საწოლში... ხედავდნენ და ჩემსავით ჰქონდეთ ერექცია მის ფოტოებზე... სასაცილოა არა? პორნოზეც კი არ მიდგება მაგრამ მისი ყოველი ფოტოს ნახვისას საშინელი ვნება მეღვრება ტვინში... ჩემი უროლოგი ამბობს, რომ ბიოლოგიურად ეს შეუძლებელია და პრობლემა ტვინში მაქვს მირჩევს, რომ ფსიქოლოგთან ვიარო... ამაზე გამახსენდა ელი როგორ ხშირად დადიოდა გინეკოლოგთან მაგრამ მისი პრობლემაც ბიოლოგიური კიარა მორალური იყო... სამწუხაროდ ამაზე ფიქრი უფრო მეზარება ვიდრე ვიზიტის დაჯავშნა უროლოგთან... ალბათ ელიც ასე იყო...
5 წლის შემდეგ თაზუნას დაბადების დღეზე ვიყავი, ყველა იქ იყო: ლაშა, დემე, მარიამი, გიორგი და სალომე ყველა ძალიან ბედნიერი თავიან პარტნიორებთან ერთად... ვიწრო მეგობრული წრე, მხოლოდ ერთი ადამიანი გვაკლდა რომელიც ყველა აქმყოფზე ბევრად ბედნიერი იყო... თუმცა კარზე უეცარი ზარი გაისმა... თაზუნა გაკვირვებული ადგა არავის ელოდა მაგრამ სახლში ვიყავით მასთან და ბევრი დაუპატიჟებელი სტუმარი შეიძლებოდა მოსულიყო... კარის გაღება და გახარებული ყვირილი გაისმა სახლში... მარიამი სწრაფად ადგა და კარისკენ წავიდა... კედელი ხელს მიშლიდა, რომ დამენახა რახდებოდა... მარიამმაც კივილი დაიწყო და მთელი სუფრა ფეხზე წამოდა... კედლის მიღმა საოცრად ლამაზი დახვეწილი უკვე ქალი გამოჩნდა... დავარცხნილი აწეული თმა ჰქონდა, სახეზე სასიამოვნო ფერის რუჯი... მოტკეცილი გრძელი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი... ზუსტად ისეთი იყო ფილმებში რომ ევროპელი ქალები არიან... კიდევ უფრო გალამაზებულა, თვალები ამიცრემლიანდა რამდენიხანია მისი დანახვისას სისხლი უბეში კიარა გულში არწამსვლია, ერთიანად დამიწყო გულმა ბაგაბუგი მინდოდა ხელში ამეტაცებინა და ძლიერ ჩავხუტებოდი... ის იყო უნდა გავქცეულიყავი მისკენ რომ მის უკან მაღალი ათლეტური აღნაგობის სიმპატიური მამაკაცი გამოჩნდა, გრძელი თმა ჰქონდა უკან შეკრული კიკინით და ისიც ძალიან ევროპულად ჩაცმული... იმ წამს გავიაზრე რომ არშეიძლებოდა უბრალოდ მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ის უკვე სხვისი ცოლი იყო! ის უკვე სხვას ეკუთვნოდა და ერთადერთი რისი უფლებაც მე გამაჩნდა შორიდან ყურება იყო. ისიც სხვებისგან მალულად რადგან არ შეიძლებოდა ვინმეს დაენახა სხვის ქალს რომ ვათვალიერებდი... რაცარუნდა დიდი გრძნობები მქონოდა მისმიმართ...
მაგიდას მისუხდნენ, ელი ჩემს პირდაპირ იჯდა... ყველას ეფერებოდა და ეალერსებოდა... მისი ქმარი წარგვიდგინა ეტყობოდა ძალიან ამაყობდა თავის მამაკაცით... და აშკარად ძალზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო... მისი ხელი შემთხვევით მომხვდა თვალში... ბოლოს რომ ვნახე 15 ამდე სამაჯური ჰქონდა წამოცმული ახლა კი მხოლოდ სამი... ერთი მამამისის სახელზე რომ ატარებდა ორიც კი ჩვენს პატარა შვილებზე რომელიც დავკარგეთ... მივხვდი რომ ისევ ისე სტკიოდა გული მათგამო და ამან ძალიან დამანაღვლიანა მაგრამ თან ძალიან გამიხარდა მეტი სამაჯური რომ აღარ ეკეთა... ეს იმას ნიშნავდა რომ სხვა სადარდებელი აღარაფერი ჰქონდა და მართლა ბედნიერი იყო... ვუყურებდი და მისი მშვენიერებით ვტკბებოდი... მახარებდა მისი ასეთი სიახლოვე... ამ სასმლის სუნის მიღმაც კი მკაფიოდ იგრძნობოდა სურნელი რომელიც მხოლოდ მას ასდის.. თაფლისა და ვანილის სუნს რომ გავს და ყოველთვის თავბრუს მახვევს...
ლაშამ ღვინის ბოთლი გადასწია რომ ელისთვის ჭიქა შეევსო მაგრამ ელიმ ხელი დააფარა ჭიქას
- არა მე არა... - ჩუმად წარმოთქვა, ძალიან მეუცნაურა
- რა? - ალბათ ლაშასაც რადგან გაკვირვებულმა კითხა... ყველამ იგივე სახით შეხედა... - კიბო გაქვს? როდიდან ამბობ დალევაზე უარს? - გაეხუმრა ლაშა
- შვილს ველოდებით! - სიამაყით წარმოდთვქ ელის ქმარმა... მეკი თითქოს დანა ჩამარჭეს გულში
ყველამ სიხარულის მზერა ესროლა ელის და ერთიანად დაეხვივნენ... სათითაოდ მოკიდეს მუცელზე ხელი და ღიმილით ულოცავდნენ... მხოლოდ ლაშამ გამომხედა მე, სხვა არავის არმოუქცევია ჩემთვის ყურადღება მხოლოდ ლაშა ხედავდა რამდენად ჩამიწვა გული ამის მოსმენამ... ბავშვი კარგია მან რადააშავა პირიქით გამიხარდა რომ აქვს საშვალება დედა გახდეს მართლა ძალიან გამიხარდა... უბრალოდ შემაწრწუნა იმის გაანალიზებამ რომ ჩემს საყვარელ ქალს მუცელში ბავშვი ყავდა რომლის მამაც მე არ ვიყავი... და ალბათ ეს ყველაზე დიდი საშინელებაა რაც კი შეიძლება კაცმა გაიაზროს...
- რომელ თვეშიხარ? - კითხა მარიამმა
- მესამე
- რატო არ თქვი აქამდე?
- რავი... ცუდად ვიყავი არმეგონა თუ შევინარჩუნებდი - ხმა გაუწყდა, ამ სიტყვებზეგული კიდევუფრო ჩამეწვა - მთელი სამითვეა წამლებსა და გადასხმებზე ვარ, და შიშში რომ უნდა დავკარგო... რომ მეთქვა და რამემომხდარიყო კითხვებს ვერ გავუძლებდი ამიტომ... ახლაც საშიშია მალე უნდა დავბრუნდე უკან, რომ სისტემატიურად მამოწონო ხო ყველაფერი კარგად აქვს ბავშვს... ფრენაც არიყო სასურველი მაგრამ ბაბუა დაიღუპა და აუცილებლად უნდა ჩამოსვულიყავი... საშინელებაა ყველაფრის მეშინია და სულ ვფრთხილობ რომ ბავშვს რამე არ მოუვიდეს...
მისი მოსმენა აღარ შემეძლო, მტანჯავდა იმის მოსმენა როგორ საუბრობდა შვილის შესაძლო სიკვდილზე, რადგან ვხვდებოდი ეს ჩემი ბრალი უნდა ყოფილიყო... მას მუცელში ჩააკვდა ჩემი შვილი შემდეგ აბორტი გაუკეთეს და ალბათ ამას უნდა გამოწვია ეს ყველაფერი... ალბათ ამის ბრალი უნდა ყოფილიყო რომ ასე ძალიან უჭირს ბავშვის შენარჩუნება... ჩვენი პატარას სიკვდილიც ჩემი ბრალია, მერომ უფრო კარგი მამა ვყოფილიყავი... ამდენი, რომ არ ეტირა და არ ენერვიულა იქნებ ყველაფერი კარგად ყოფილიყო... ახლა 8 ის და 4 წლის ბიჭი ან გოგო უნდა მყავდეს ამის მაგივრად კი აქ ვზივარ და ასეთ საშინელ ამბავს ვისმენ... ამის გაძლება აღარ შემეძლო, მთელ ტანში კანკალმა ამიტანა... სუნთქვა შემეკვრა... ფილტვები ჩემეკეტა და ერთადერთი რაც იმ წამს მინდოდა ჰაერი იყო... სწრაფად ავდექი სუფრიდან, თაზუნა ბოლო სართულზე ცხოვრობდა და კორპუსის სახურავი ყოველთვის ღია იყო... სწრაფად ავირბინე პატარა კიბეები და იატაკზე ჩამოვჯექი... ღრმად და სწრაფად ვსუნთქავდი... შიშმა ამიტანა მაგრამ წარმოდგენა არმაქვს რისი მეშინოდა იმ წამს... რამდენიმე წუთს გაუნძრეველად ვიჯექი სანამ სახურავის კარებში სინათლე არ გამოჩნდა და ულამაზესი ქალის სილუეტი... მომიახლოვდა მე კი სწრაფად წამოვდექი ფეღზე:
- გამარჯობა... - თბილად გამიღიმა
- რას აკეთებ აქ? - გამიკვირდა - შენმა ქმარმა რამე ცუდად არ გაიგოს... ჯობს ჩახვიდე!
- არა მისთვის არ მითქვამს ვინ ხარ... ფიქრობს რომ ბავშობის მეგობარი ხარ და მორჩა...
- არ იცის ჩემზე? ჩვენს...
- კი მაგრამ შენი სახელი არა...
- სქესი უკვე იცი?
- კი... ბიჭია... - გაიღიმა - კონსტანტინეს დავარქმევ
სახეზე ბინდი გადამეკრა არვიცი რატომ მაგრამ ძალიან გამიხარდა მისთვის ეს სახელი, რომ აარჩია მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ მომწონდა როცა ჩემგან იყო ირსულად ახლა ძალიან მომეწონა რადგან ეს ჩემ შვილთან კიდევ უფრო აახლოებდა
- მაინც რასაკეთებ აქ? შენი გაციება არ შეიძლება - ჟაკეტი გავიხადე და შიშველ მხრებზე მოვახურე. ოდნავ წინ წამოსული მუცელი ეტყობოდა მოტკეცილი მაღალწელიანი კაბის ქვეშ. მეხომ მაინც ვიცოდი მისი იდეალური წელი როგორი იყო კარებში შემოსვლისას მუცელი როგორ ვერ შევამჩნიე?! ამის დანახვისას ცრემლები წამსკდა და ფრთხილად და ნაზად დავადე ხელი მუცელზე - გილოცავ.
- გეყოფა! - მკაცრად მითხრა და ხელი მომაშორებინა. - მაშინ არ მომფერებიხარ მიცელზე როცა აქ შენი შვილი იჯდა... ახლა მითუმეტეს არ უნდა აკეთებდე ამას!
- ხოო... მაპატიე...
- რისთვის?
- ყველაფრისთვის...
- საავადმყოფოში კახპასავით რომ დამტოვე? არა ასე მათაც არ ექცევიან... იცი? შევხვდი ადამიანს რომელიც მაღმეღთებს რომელსაც ძალიან ვუყვარვარ მაგრამ მეშინია... მეშინია რომ ერთ დღეს ისიც შენსავით გადმიყვარებს... და ისიც შენსავით მიმატოვებს...
- არა... არა... არგადამყვარებიხარ! მეგონა მართლა მეგონა რომ აღარ მიყვარდი მაგრამ... - ყელში ბურთი გამეჩხირა - მაგრამ დღსააც მიყვარხარ... გეფიცები წამით არ დამვიწყებიხარ... გეფიცები ჩემთვის ყველააფერი ხარ, დღეასაც შენზე ფიქრით ვიღვიძებ... ვერასდროს ვერ დაგიციწყებ... მართლა... მართლა ძალიან მიყვარხარ დღესაც... ალბათ უნდა დამეკარგე რომ ამას მივხვდარიყავი... და მაპატიე... მაპატიე გთხოვ... მაპატიე... არ შემეძლო... შენს ზიზღით აღსავსე გამოხედვას ვერ გავუძლებდი... არ შემეძლო...
- ზიზღი? - სიმწრით გაეცინა - იცი რა მტკინვეული იყო?! არა საიდან უნდა იცოდე... მთელი ოპერაცია ვტიროდი შენზე ვბრაზობდი მაგრამ ერთადერთი რაც მინდოდა პალატიდან გამოვსულიყავი და ჩაგხუტებოდი... შენს მკერდზე გამეგრძელებინა ტირილი და თმაზე მომფერებოდი... დაგემშვიდებინე... მაგრამ პალატიდან გამოვედი და იქ მხოლოდ ლაშა დამხვდა... ის არ ყოფილა ჩემი შვილის მამა, ის არიყო ვალდებული ჩემზე ეზრუნა... შენ კი უბრალოდ მოსაკითხადაც აღარ დაგირეკავს ჩემთვის... უბრალოდ რომ გეკითხა იქნებ საერთოდ მოვკვდი... იქნებ რამე გამირთულდა... და კი... თუ გაინტერესებს ახლა მაინც გამირთულდა... დღემდე ვმკურნალობ დღემდე ჩემი შვილის გადასარჩენად კბილებით ვიბრძვი... იმიტომ, რომ მაშინ არავინ მომაქცია ყურადღება... იმიტომ, რომ მაშინ არავინ მყავდა ვინც ჩემზე იზრუნებდა... იმის საკითხავადაც კი არ დაგირეკავს ფიზიკურად როგორ ვიყავი რამე ხომ არ მტკიოდა ან არვიცი... მორალურ წნეხს რომელიც იმ დღეს მივიღე თავი დავანებოთ... ვიცოდი უნდა შემხიზღებოდუ მაგრამ წლების მანძილზე გელოდებოდი, რომ დამიბრუნდებოდი მიუხედავად ყველაფრისა... შენ კი ჩემი ჯამრთელობის ამბავიც კი არ გიკითხავს... - ხმა გაუწყდა და ცრემლები გადმოსცვივდა...
ყველა სიტყვა რომელსაც მეუბნებოდა გულში ლახვარივით იყო მაგრამ მისი ცრემლები, საფლავის ლოდივით დამედო გულზე... დავფრთხი და ძალიან შემეშინდა... სწრაფად მივედი მასთან და ცრემლები ცერა თითებით მოვწმინდე:
- არა... არა... გთხოვ არ იტირო.. მეჩხუბე გამლანძღე რაცგინდა მიყავი მაგრამ არ იტირო... გთხოვ... გთხოვ არ იტირო... არ შეიძლება შენი ნერვიულობა... გთხოვ არ იტირო... - ცრემლები წამსკდა, ამან გამახსენა 8-9 წლის წინ, მისი პირველი ფეღმძიმობის დროს რაღაცაზე გამიბრაზდა და ცრემლები წამოუვიდა... ისე შემეშინდა ლამის მოვკვდი, ზუსტად ასე ვეხვეწებოდი, რომ არ ეტირა... ყელში ბურთი გამეჩხირა... მერჩივნა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა... ოღონდ მისი ცრემელბი არდამენახა.
- არა... მე შენს გამო ტირილს აღარ ვაპირებ! - ამაყად მოიშორა ჩემი ხელები სახიდან და კარისკენ წავიდა
- მაპატიე გთხოვ... ყველაფერი რაც კი ოდესმე შენთვის დამიშავებია... გთხოვ მაპატიე, ამ ცოდვით ცხოვრება აღარ შემიძლია... - ხმა გამიწყდა, ჩავიკეცე
- ღმერთმა შეგინდოს- შემობრუნდა და მშვიდად მითხრა - მე დიდი ხნის წინ გაპატიე ყველაფერი...
- ელი... - გავაჩერე, ყელიდან წმინდა გიორგის მედალიონი მოვიხსენი და გავუწოდე... ამდენიწლის მანძილზე თან ვატარებდი - ეს იმდღეს ვუყიდე ჩვენს პატარას... მაგრამ მოცემა ვერ მოვასწარი... თუ გამომართმევ, მინდა რომ პატარა კონსტანტინეს მისცე... შეიძლება არუთხრა, რომ მისი უფროსი დაიკოსი ან ძამიკოსი უნდა ყოფილიყო... მაგრამ მაინც მინდა, რომ მას ჰქონდეს...
- მადლობა - ნაზად გამომართვა მედალიონი - ლამაზია... აუცილებლად მივცემ...
ეს იყო ბოლო რაც მისგან მოვისმინე... შემდეგ ნაზად ჩავიდა ქვევით... რამდენიმე წუთში მეც ჩავედი და თაზუნას სახლიც დავტოვე... ეს ჩემი უკანასკნელი მოგონება იყო მიწიერი ცხოვრების... მეორე დღეს ადრიანად ავდექი და ზოვრეთის მონასტერს შვეაფარე თავი... გარკვეული დროის შემდეგ ბერად აღვიკვეცე და დარჩენილი ცხოვრება იმ სულის აღდგენას შევალიე რომელიც ჩემს შვილთან ერთად მოკვდა... ელი აღარასდროს მინახავს მაგრამ ყოველდღე ვლოცულობდი მასზე, რომ ჯამრთელი შვილი გაეჩინა. აქედან წასვლისას პრობლემები ქონია და ბოლო 4 თვე საავადმყოფოში გაუტარებია, ამბობდნენ სასწაულია ამ ბავშვის დაბადებაო... გამორიცხულია რომ 9 თვემდე შეენარჩუნებინაო... მჯეროდა რომ ეს ჩემი ლოცვის დამსახურება იყო რაც იმედს მაძლევდა... იმდეს, რომ ღმერთი ჩემთან იყო და ჯერ არ მივუტოვებივარ... იმედს რომ ჩემს სულს ვიპოვიდი, სულს რომელიც ჩემს შვილთან ერთად მოკვდა...საბედნიეროდ ელიმ შეძლო ბავშვის გაჩენა 7 თვიანი... ორსულობა მეტი ვეღარ მიიტანა მაგრამ ბავშვი ჯამრთელი იყო რაც მთავარია. სამწუხაროდ მეტი ვეღარ მაგრამ როცა ასე ძლიერ გინდა ერთი შვილი ყველაფერია რაც გჭირდება... მეკი მთელი დარჩენილი ცხოვრება გავატარე პატარა კონსტანტინესთვის ლოცვებში... და მჯერა რომ ღმერთი მისმენდა იმიტომ რომ მას მართლა ყველაფერი კარგათ ჰქონდა ცხოვრებაში... მეც ველოდები სიკვდილს მთებს შუა და ერთადერთი რაც მინდა ისაა, რომ ჩემი სული ვიპოვო, სული რომელიც ჩემს შვილთან ერთად მოკვდა......





P.s აი ბოლო თავიც ყველას აზრი მაინტერესებს ვინც წაიკითხეთ და ვოდები თქვენს შეფასებებს ძალიან დიდი მადლობა რომდრო დამითმეთ



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ჯანდაბა მგონი მე იმ ბავდვრბთან ერთად მოვკვდიი ხაარ მომეწონაა საოცრებააა ძალიან ბევრი ვიბღავლეე მადლობა ამ ემიციებისთვის

სტუმარი უცნობი
ჯანდაბა მგონი მე იმ ბავშვთან ერთად მოვკვდიი მომეწონაა საოცრებააა ძალიან ბევრი ვიბღავლეე მადლობა ამ ემიციებისთვის

 


№2  offline წევრი Hilalli

სტუმარი უცნობი
ჯანდაბა მგონი მე იმ ბავდვრბთან ერთად მოვკვდიი ხაარ მომეწონაა საოცრებააა ძალიან ბევრი ვიბღავლეე მადლობა ამ ემიციებისთვის

სტუმარი უცნობი
ჯანდაბა მგონი მე იმ ბავშვთან ერთად მოვკვდიი მომეწონაა საოცრებააა ძალიან ბევრი ვიბღავლეე მადლობა ამ ემიციებისთვის

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️ ძაან გამიხარდა თუ მართლა ასეთი ემოციური წასაკითხია ❤️

 


№3  offline წევრი J_J

ჩემი აზრით დასასრულიც შესაბამისი იყო. ძალიან მომეწონა ☆

 


№4  offline წევრი Hilalli

J_J
ჩემი აზრით დასასრულიც შესაბამისი იყო. ძალიან მომეწონა ☆

მიხარია რომ მოგეწონა მადლობა ❤️❤️

 


№5 სტუმარი siu

ძაან ემოციურიაა. რამდენი ვიტირე მარა ძაან კარგია სწორი დასასრული იყო უბრალოდ ძაან შემეცოდა თორნიკე

 


№6  offline წევრი gvancacuna

Saintereso iyo dzaaan , gansxvavebuli, momewona

 


№7  offline წევრი Hilalli

gvancacuna
Saintereso iyo dzaaan , gansxvavebuli, momewona

მადლობა ❤️

 


№8  offline წევრი A.N.A

ამ ისტრორიას რომ დებდი მაგ პერიოდში რატომღაც ყოველთვის თავს ვარიდებდი წამეკითხა, ახლა როცა შემთხვევით წავაწყდი გადავწყვიტე წამეკითხა და რატომღაც პირველი ეს თავი წავიკითხე :დ საშინლად დამაინტრიგა იმან თუ მანამ რა ურთიერთობა ჰქონდათ თორნიკეს და ელის და პირველივე თავიდან დავიწყე კითხბა რამდენჯერმე ცრემლიც კი მომადგა ისეთი ემოციური იყო.

თორნიკეს გაკრიტიკებას აზრი არ აქვს თვითონად მშვენივრად გაიაზრა რაც გააკეთა. სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რა ვთქვა მასზე უბრალოდ დასანანია ასეთი ურთიერთობის დანგრევა. არ არის მარტივი ასატანი და გასაანალიზებელი როცა ხვდები რომ კაცს რომელსაც ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდი და შენც გიყვარდა ახლა შენს მიმართ მხოლოდ სექსუალური ინტერესი ამოძრავებს. საბოლოოდ მგონია რომ თორნიკეს მართლა უყვარდა და უყვარს თუმცა იმ პერიოდში შესვენება სჭირდებოდათ. ელისაც საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა და ამის გამო რთულად ასატანიც იყო.

ვერ ვალაგებ აზრებს სწორად,უბრალოდ თორნიკეს თვითგმევაზე რაც გიწერია ერთი_ერთში ჩაჯდა ჩემ მოსაზრებებში

მომწონს შენი წერის სტილი, მომეწონა ისტორიაც. მოლოდინს გადააჭარბე,ყოჩაღ.

წარმატებები❣️

 


№9  offline წევრი Hilalli

A.N.A
ამ ისტრორიას რომ დებდი მაგ პერიოდში რატომღაც ყოველთვის თავს ვარიდებდი წამეკითხა, ახლა როცა შემთხვევით წავაწყდი გადავწყვიტე წამეკითხა და რატომღაც პირველი ეს თავი წავიკითხე :დ საშინლად დამაინტრიგა იმან თუ მანამ რა ურთიერთობა ჰქონდათ თორნიკეს და ელის და პირველივე თავიდან დავიწყე კითხბა რამდენჯერმე ცრემლიც კი მომადგა ისეთი ემოციური იყო.

თორნიკეს გაკრიტიკებას აზრი არ აქვს თვითონად მშვენივრად გაიაზრა რაც გააკეთა. სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რა ვთქვა მასზე უბრალოდ დასანანია ასეთი ურთიერთობის დანგრევა. არ არის მარტივი ასატანი და გასაანალიზებელი როცა ხვდები რომ კაცს რომელსაც ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდი და შენც გიყვარდა ახლა შენს მიმართ მხოლოდ სექსუალური ინტერესი ამოძრავებს. საბოლოოდ მგონია რომ თორნიკეს მართლა უყვარდა და უყვარს თუმცა იმ პერიოდში შესვენება სჭირდებოდათ. ელისაც საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა და ამის გამო რთულად ასატანიც იყო.

ვერ ვალაგებ აზრებს სწორად,უბრალოდ თორნიკეს თვითგმევაზე რაც გიწერია ერთი_ერთში ჩაჯდა ჩემ მოსაზრებებში

მომწონს შენი წერის სტილი, მომეწონა ისტორიაც. მოლოდინს გადააჭარბე,ყოჩაღ.

წარმატებები❣️

ძალიან დიდი მადლობა იმდენად ემოციური შეფასება იყო თვალები ამიცრემლიანდა ამხელა სიამაყე ალბათ მართლა არასდროს მიგრძვნია ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent