ჩემი ედემი./2/
ადამიანი. ერთი თქმით სუსტი მაგრამ ძლიერი არსებაა. თითქოს იდუმალიც მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამჭირვალე. მისი სახის მეშვეუბით მარტივია ემოციების დანახვა. ქცევებით კი სურვილების გაგება. თავზე დამტყდარ ტრაგედიას ერთდროულად შეუძლია ქვესკნელამდე ჩათრევა. მაგრამ ეს ტკივილი მალევე იქცევა ძალად რომელიც უკან... ნელი, რთული ნაბიჯით ამოიყვანს. ასე იყო ელენა ყიფიანი. ავტომობილი საშუალო სიჩქარით იტოვებდა უკან თბილისის ქუჩებს და მალევე გასცდა მის შესასვლელსაც. ელენასთვის დაუსრულებელი აღოჩნდა ნახევარ საათანი გზა.სწორი გზა ხრიოკმა შეცვალა, რომელიც სოფლისკენ მიდიოდა. რამდენიმე გაჩერებით და გამოკითხვით მიადგნენ გასაყიდად გამზადებულ მიწას. -მამი, დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში?-ერთხანს შეყოვნებულ შვილს ჰკითხა. -კი, მე ეს მჭრდება. -უბრალო მავთულით გაკეთებულ ღობესთან მივიდა, სადაც გარკვევით ეწერა „ი ყ ი დ ე ბ ა“. აუჩქარებელი ნაბიჯით შევიდა ეზოში, სივრცეს თვალი მოავლო და იქვე ხესთან მოფუსფუსე აშკარა დიასახლის გადააყდა. -გამარჯობა..-შავებში ჩაცმული ქალი წამოვიდა მისკენ. - გამარჯობა, ყიდვის თაობაზე ვარ აქ..- მორიდებით მიუახლოვდა. -მოდი შვილო მოდი.-იქვე ხეივანში შეიპატიჯა მამა-შვილი და გვერდით მიუჯდა. -ჰო ვყიდი ამ სახლ-კარს. ამ ზამთარს ქმარი დამეღუპა.. უფ გაუსაძლისი გახდა აქ ყოფნა. მე მარტო ვეღარ ვუვლი და ჩემს დასთან მივდივარ ქალაქში. -დასევდიანდა ქალი, მონდომებით უხსნიდა ასეთი მიწის გაყიდვის მიზეზს. თითქოს თავს იმართლებდა მათ წინაშე. ხელებზე დიდი ცხოვრების კვალი ემჩნია. დაკოჟრილი და დანაოჭებული კანი ჰქონდა. მაგრამ ისე უხდებოდა ბებოს გარეგნობას უფრო ადამიანურს ხდიდა. -თქვენ რისთვის გინდათ ყიდვა? მენანება ცუდი საქმისთვის.. -რას ამბობთ ქალბატონო..-მაშინვე ჩაერია თენგო საუბარში. -მამა, შეგიძლია დაგვტოვო? დაათვალიერე ეზო. ჩვენ ვისაუბრებთ და შევთანხმდებით. - თავის ქნევით დაემორჩილა შვილს და ეზოში დინჯი ნაბიჯით გავიდა. -მე მინდა აქ ცხოვრება. სათბური მინდა გავაკეთო და ვიშრომო. -ბებო შემოგევლოს შვილო. კი მაგრამ ასეთ ახალგაზრდა გოგოს ამ სოფელში რა გესაქმება? ყველა გარბის აქედან ჩემი ჩათვლით და შენ კი აქ მოდიხარ? -დაბერებულ მტევნებში მოიქცია ახალგაზრდა ხელი. -იქ აღარაფერი დამრჩენია, ბოროტებით სავსე სამყაროს გავურბივარ... -შეგემთხვა დედი რამე? - შვილი დამეღუპა.. -დახშული ხმით გაბედა თქმა. - როგორ გაუმწარებიხარ ცხოვრებას ბები.. -დაბერებული, კეთილი თვალები აევსო ცრემლებით. -შენ თუ აქ კარგად იქნები სულ გაჩუქებ ამ მიდამოს ბები. -მადლობა.-მადლოერმა გახედა.- ჩემს გამო საქმეს ხომ არ გაგიფუჭებთ. ვიყიდი აქაურობას და როცა გენდომებათ, მაშინ მესტუმრეთ. არასდროს იქნება თქვენთვის ეს კარი დაკეტილი. -ეჰ ჩემო გოგო.. ღიმილიც როგორი ტკივილიანი გაქვს.თან როგორი გაბრაზებული ცხოვრებაზე, ბედზე და ღმერზეც კი...-ნაზად, რამდენჯერმე დაადო ხელი მუხლებზე. -ასეთ ტკივილ გადატანილი ქალი რა მწარეაა..-თვალები დახუჭა, თითქოს თავადაც იგრძნო ამ ემოციის დამანგრეველი ძალა და თავი ნაზად შეარხია. - თქვენ ასე ძაან როგორ გესმით ჩემი? - მეც შვილმკვდარი დედა ვარ. ომში გამეპარა, ჯერ თვრამეტის ახალიგამხდარი იყო.მედა მამამისი ვუჩიჩინებდით და თითქოს გადავათქმევინეთ წასვლა მაგრამ, ერთ დილითაც წერილი დამხვდა. ისეთი ლამაზი სიტყვებით ამართლებდა მის ასეთ საქციელ წამითაც არ გავბრაზებულვარ. მალევე მომივიდა დეპეშა.. -მე მისით ტკბობა ვერ მოვასწარი, გულზეც კი არ მწვენია წამით... -ემოცია მოაწვა მკერდზე. -ოი რა ძნელი და ამოუხსნელია ღვთის ნება.. როგორი მტკივნეული და დაუმსახურებელიც კი ხანდახან.-ქვევიდან ახედა.- ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. დამსახურებით თუ დაუმსახურებლად ზოგს ძალიან დიდი და მძიმეს ტარება უწევს. არ იფიქრო, თუ რის გამო დაიმსახურე თორე გაგაგიჟებს ეს აზრები... შეძლებისდაგვარად გააგრძელე ცხოვრება და შენი კეთილი ლამაზი ცხოვრებით დაამტკიცე რამდენად არ იმსახურებდი ამ სასჯელს. დამიჯერე..-სახესთან თითი დაუქნია.- მართალ ადამიანზე ძლიერი კაცი არ არსებობს. -მადლობა, თქვენი სახელი.. -თინა ბებო..-წამებში აევსო თვალები ცრემლებით. მოიბუზა და ხმით აქვითინდა. -რა მოხდა ბები? -ჩემი გოგო, ჩემი თინი იყო..-მოეხვია მთელი სხეულით და უცნობ მაგრამ ყველაზე ახლო ადამიანის მხარზე განაგრძნო ტირილი.ხანდახან უცხო ადამიანში ვპოულობთ კუთვნილ ტაძარს, სადაც თავს შევაფარებთ და შევძლებთ გულის მოოხებას. მის მკლავებში თავისუფლად შეძლო სუნთქვა. თინა ბებოსთან ერთად, ნელი ნაბიჯით დაათვალიერა მთელი მიდამო. სახლის გადასაკეტებლად ნებართვაც აიღო და გეგმებიც გააცნო მიწის პატრონს. თითქოს დამშვიდებული წამოვიდა იქიდან. სული ისეთი აფორიაქებული აღარ ჰქონდა, მზერაც დალაგებული და ოდნავ ღიმილ შეპარული. -საოცარია არა?!-მამის მანქანაში გამეფებული სიჩუმე, მისმა თბილმა ხმამ დაარღვია. -რა ელე.? -თინა რომ ჰქვია ბებოს. მე მისი სახლი რომ მომეწონა მხოლოდ და ისიც ჩემსავით შვილმკვდარი რომაა.-მზერა არ მოუშორებია ფანჯრისთვის. - ელენა ამ სტატუსით რატომ იკლავ თავს.? ჯერ ოცდაორი წლის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს... -ხანდახან მგონია რომ შენ და დედას საერთოდ არ გესმით ჩემი! თითქოს ამ ამბით შეძელით არასასრველი სიძის მოშორება. ასე მგონია არც კი გადარდებთ ჩემი გრძნობები, სამაგიეროდ ახლა აღარ მოგიწევთ...-არ დაასრულა სათქმელი. -შენ თავიდანვე იცოდი ჩვენი დამოკიდებულება დათას შესახებ.. -გთხოვ! აღარაფერი თქვა, შეცდომა იყო შენთან ამ თემაზე ლაპარაკი. ჩემ ტკივილს მეთვითონ გავუმკლავდები, მარტო.! ბარბარე მეცოდება. - რატომ არ გესმის რომ ჩვენ შენთვის კარგი გვინდა? -მესმის. მესმის მამა, მზადხარ შვილი მგლოვიარე მშობლადაც მიიღოთ, ოღონდ არასასურველი სსიძე არ გყავდეთ სახლში.-სიმწრით გაიცინა. მოსამზადებელი თვე სახლში, ოთახში გამოკეტილმა გაატარა. საშინლად მოქმედებდა დედის თითქოს მშვიდი სახე და მამის ურეაცქიობა. ოჯახში მხოლოდ და ჰყავდა რეალური. სკოლიდან მისული ჩუმად შეიპარებდა ჩაძინებული უფროსი დის ოთახში. უკნიდან მიუწვებოდა, მთელ სითბოს რაც ორგანიზმში ჰქონდა მისთვის იღებდა. -გაგაღვიძე? -ბარბარე ყიფიანის მკლავებში გამოძრავდა ელენა. -კაია, რომ გამაღვიძე. დიდიხანია მძინავს. -ელე, ტირილი მინდა.!- გულწრფელად წარმოთქვა ბარბარე და ცრემლებმა ცხვირიც აუწვა. -რატომ ბარბი?-საწოლზე წამოჯდა. - ვეღარავის ვეუბნები, შენთანაც არ მინდა ამ გრძნობებზე ლაპარაკი... მაგრამ აღარ მეტევა! -მითხარი, მოგისმენ და თუ გინდა ერთადაც ვიტიროთ. -მომენატრე, ძალიან მომენატრა შენი სიცილი.დამპირდი რომ არ ინერვიულობ, უბრალოდ მინდა ამაზე ლაპარაკი შენთან. გახსოვს პატარა, რომ ვიყავი სულ იმას მეუბნებოდი მე არასდროს არაფერი უნდა დამიმალოო. როგორ არ გითხრა, გიყურებ და ნელ-ნელა ქრები. -ლოტუსის ფორმაში იჯდა დის წინ თექვსმეტი წლის ბარბარე, სევდიანი ელენესნაირი თვალებით. - ჰაერის ფერი ხარ ელე და ყველა იარა გემჩნევა. -ბარბი. რადგანაც გინდა ამ თემაზე საუბარი ვისაუბროთ.-ტუმბოდან წყლით სავსე ჭიქა აიღო და გამშრალი პირი გაისველა. -ერთ წამში დავკარგე ყველაფერი. რთულია ახლა ჩემთვის კარგად ყოფნა. მიჭირს ფსიქიკის კონტროლი, ენერგია აღარ მაქვს და ვერავის ხათრით ვერ გავიღმებ. ახლა ყველაფერზე მეტად მინდა მუდმივ ძილის რეჟიმში ვიყო. დრო მჭრდება , სულ ცოტა დრო. შევეგუები, ან ვისწავლი დამალვას და მერე ყველაფერი ... ისე ვერა მაგრამ ოდნავ ღიმილიანი მაინც იქნება. -რატომ გინდა წასვლა ჩვენგან? - აქ ვერ გავჩერდები. ვერ ავიტან აქ უჰაეროდ ცხოვრებას. შენ როცა გენდომება ჩამოხვალ ჩემთან და დამეხმარები ყვავილების მოვლაშ. თან შორსაც არ ვარ ერთი საათის გზაა მანქანით. -გულზე მიიხუტა ბარბარე. -ნუ ხარ მოწყენილი რა. შენ უნდა იმხიარულო, ცხოვრება ხომ ძალიან მშვენიერიაა.. - რა საჭრო იყო ეს ირონიაა.-გაეცინა. -აი ნახე, მალე შეიძლება აზრიც კი შეიცვალო. -საწოლზე გადაწვა და ჭერს მიაშტერდა.- აქ რაღაცეებს რომ დატოვებ, ხანდახან მოგპარავ ხოლმე რა. -სულ შენი იყოს ყველაფერი ჩემო ლამაზო.- ლოყები დაუკოცნა და მკერდზე დაადო თავი. -შენ ყველაზე ბედნიერი იქნები ჩემო ციცქნა. ხომ არ დაგავიწყდა დაიკოს წიწილა გოგო რომ ხარ. -ნუ მეძახი ეგრე აღარ ვარ სამი წლის.. -ღმერთ რა საყვარელი იყავი. ერთი სული მქონდა სკოლიდან მოვსულიყავი და დედას მოქსოვილი ყვითელი ჟაკეტი ჩამეცვა შენთვის. -გაეღიმა ბავშვობის გახსენებისას. -ძალიან მიყვარხარ ხომ იცი. -მმეც ელე.- ორივე გატრუნილი იწვა გულაღმა საწოლზე და მშვიდი სუნთქვით არღვევდნენ სიჩუმეს. *** შეუმჩნევლად მაგრამ მაინც დაიკავა საპატიო ადგილი დათა მენაბდეს ცხოვრებაში შავმა ფერმა. მოშვებულ წვერში ადრინდელი ლამაზი ნაკვთები გამკაცრებული აქვს და თვალები ჩამქარი. გონებაში საკუთარ თავთან ლაპარაკი გახშირდა და მით უფრო ჩამოშორდა საზოგადოებას. თავში სამი, სრულიად განსხვავებული ნაწილი გაჩნდა. ყველა თავისკენ ექაჩებოდა დათას და სრულიან აგიჟებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ძველი ცხოვრების დაბრუნებას მთელი მონდომებით თქოვდა. სხეულში გამჯდარი დარდის დავიწყებას პირდება, ისე მაცდურად ჩასჩურჩლებს ხოლმე ლამაზი, მიმზიდველი ნოტებით. რომ არა ცოლისთვის მიცემული პირობა ალბათ დიდიხნის წინ მიეძალებოდა მათრობელა საშუალებებს. ცოლი! ყველაზე მწარი, დამანგრებელი. ღამე ყოველთვის აძლევს თავისუფლად ფიქრის საშუალებას. იხსნება ყველა კარტი, მაგიდაზე ერთმანეთის მონაცვლეობით ეწყობა. ყველა შეგრძნება ახსენდება, ელენა ყიფიანთან გატარებული ყოველი წამი ხან მალამოდ, ხანაც შხამად ედება ორგანიზმს. მათ სახლში, დიდი შრომით და ცოტა მშობლების დახმარებით, რომ იყიდეს. სამ ოთახიანი ბინა ყველა მათ ბედნიერ მომენტებს ინახავს. კედლებს ჯერ კიდევ აქვს გამჯდარი დიასახლისის სურნელი. კარების გახსნისთანავე ეცემა მენაბდეს სახეში და ზემოთ ხსენებულ გრძნობებს წინაპლანზე აყენებს. მისი აჩრდილი ჯერ კიდევ დადის კაცის მაისურებით გამოწყობილი. დაეფიცება დათი მენაბდეს შეუძლია სააუკუნით იჯდეს ოთახის კუთხეში და გონებაში კარგად ჩაწერილ კადრებთან ერთად იცხოვროს. ახლაც სახლში მის გარდა რამდენიმე ადამიანია მაგრამ, საკუთარ ცხოვრებაზე ჩაფიქრებულს სიტყვაც კი არ ესმის მეგობრების. -დათა.. -გიორგის ხმამაღალმა დაძახილმა მოიყვანა გონს. - ბიჭო, ჩენ გვერიდება ელესთან დარეკვა და მოკითხვა. როგორ არის როდემდე უნდა იყოთ ასე ცალ-ცალკე?-ახლა მეორე მეგობარი მიუჯდა გვერდით. -არ ვიცი როგორ არის, არც მე მილაპარაკია დიდი ხანია. ჩვენ აღარ ვიქნებით ერთად.!- მკაცრი ტონი უფრო რეალური იქნებოდა, სადღაც შუაში წყენა, რომ არ გარეულიყო. - ის ვერასდროს მაპატიებს ჩემს არჩევანს. -რა სტრანია ეს ქალური ლოგიკა.-სიგარეტის ღერიდან მოქაჩა ნაფაზი შავგრემანმა და ღია ფანჯრიდან გაუშვა მახრჩობელა კვამლი. - რა სტრანი ბიჭო ხოარ ჩამოკარი? გოგომ შვილი დაკარგა! შენ ეხუმრები დედა-შვილის კავშირს?! მითუმეტეს როცა ცხოვრებას მისი სიცოცხლის დათმობით აგრძელებ. - გავიგე ძმაო.. მესმის მაგრამ რა ამის ბრალი ტო? საყვარელი ქალი ერთია! ვსო ცხოვრებაში ვინც არ უნდა გამოჩნდეს ელენა ვაფშე სხვა იქნება დათასთვის. ხოდა გადაარჩინა მისი სიყვარული. -გეყოთ რა.- ყვირილით წამოდგა სავარძლიდან.-უნდა წავიდე, დავიღალე უკვე. დავიღალე..-საკუთარი სახლი სირბილით დატოვა, გარეთ გავარდნილმა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. გარშემო ყველაფერი ტრიალებს და გულს ურევს. ყელთან ზიზღი აწვება და ლამისაა ამოასხას. ვენებში დავლილი უსუსურობის შეგრძნება კლავს. გონებას არა მაგრამ სხეულს დაემორჩილა და შეყვარებულობის პერიოდში დატკეპნილი გზა გაიარა. იქვე მათი პირველი შეხვედრის ადგილსაც უემოციოდ შეხვდა. კიბეები მოუთმენლად აიარა და ზარი დარეკა. მოთმინების შეთხელებული ძაფი გაწყვეტილი ჰქონდა, მუშტით განაგრძო კარზე ბრახუნი. -შემომიშვებ?-უსიტყვოდ გადგა განზე და დაბნელებულ სახლში შეატარა. -გამიხარდა შენები რომ არ არიან სახლში.-გულში გავლებულმა აზრი ხმამაღლა დასცდა ბაგეებს. -დათა, ნასვამი ხარ? -ისევ ისე გამძაფრებული გრძნობ ყველა სუენს.-გაეღიმა.-ორი ბაკალი ლუდი მხოლოდ. ნუ გეშინია ელე, შენ სიცოცხლეს სასწორზე არაფრის გამო არ დავდებ. -გინდა ყავა გაგიკეთო? -მალევე გაანათა ჩაბნელებული ოთახები. -კი, ძლიერი ოღონდ. ბარბარე სად არის? -ჩემებმა წაიყვანეს ნათესავის ქორწილში.-გულდაწყვეტით თქვა. -მიკვირს იცი?! -ნუ გიკვირს, როცა საკუთარ ხორცზე არ გადაგიტანია ტკივილები რთულია სხვისი საკუთარივით მიიღო. -ზურგ შექცევით მდგარ ცოლს ნელა მიუახლოვს. მტევნები ძალიან ფრთხილად შემოხვია მუცელზე. მთლიანი სხეულით იგრძნო ქალის გაკანკალება. -იშვიათად მაქვს შენთვის ნათქვამი, ახლა როგორ ვბედავ ამის თქმას არ ვიცი. გონებაში რაღაც უცნაური ზის და მორიდების ყველა უჯრედი დაბლოკილი მაქვს. სასიკვდილოდ ლამაზი იყავი ორსული. ეს ფორმები.-თეძოებს კონტურები მოავლო.- რომლებიც ადრე გქონდა, ყველაზე სექსუალურ გარეგნობას გაძლევდა. ორსულობამ ქალღმერთად გაქცია. სურნელიც შეგეცვალა ელე, აღარ გაქვს ტკბილი, საფერავივით მათრობელა. ერთი შესუნთქვა იყო საჭირო..-თმის სურნელი თვალებდახუჭლმა შეისუნთქა.- ერთი მხოლოდ, მთელ სხეულში ძვრებოდი. ახლა ისეთი უფერული ხარ პატარავ, ისეთი გამჭირვარელე ასე მგონია სხეულს კი არა სულს ვეხები. -დათი, ასე რატომ მოხდა? -მის მკლავებშივე დატრიალდა, ნაღვლიანი ყავისფერებით ახედა. -ნუ იკითხავ რატო! მოდი გავაოცოთ ეს ბოროტი ცხოვრება და ვიყოთ კარგად. -შევძლებთ ერთმანეთის გარეშე კარგად ყოფნას?! -შენ ძლიერი ხარ. ელენა შეძლებ, იპოვნი ისეთ რამეს რასაც სიცოცხლეს მიუძღვნი და გააფერადებს ამ უფერულ სხეულს. -უწესრიგოდ შეკრული თმა გაუშალა, მუჭში მოიქცია. ამღვერული მზერით აკვირდებოდა ქალის ემოციებს, რასაც მენაბდეს შეხება ქმნიდა. -მეც ვეცდები ვისწავლო უშენოდ ნაბიჯის გადადგმა, არ დავკარგო შენს მიერ შექმნილი დათი მენაბდეს. - ხომ გესმის ეს რატომაც ხდება დათი?! ჩვენ ვერასდროს დავივიწყებთ. - ჩვენ თინი დავკარგეთ. ჩვენი სიყვარულის პირველი ნაყოფი.-ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი ფრთხილად შეუმშრალა მასზე ორი თავით დაბალ გოგოს. - შეიძლება ცალ-ცალკე ორივემ გავუძლოთ, ახალი სიცოცხლე შევქმათ და შეცვლილი სულებით განვაგრძოთ სიარული. მაგრამ ჩვენ ერთად ამას ვერ შევძლებთ, ჩვენი სიყვარული არ აღმოჩნდა ისეთ მტკიცე ამხელა დარტყმისთვის უბზაროდ გაეძლო. -უხმოდ მოხვია, სუსტი კიდურები კაცს და აეკრა. ყურთან გრძნობდა ორგანოს ძლიერ ცემას. -გუშინ ბოლოჯერ ვიყავი ჩვენს სახლში, ახალ მეპატრონეებს ჩავაბარე გასაღები, მაგრამ ჯერ კიდევ იმ კელდებში არიან დათის და ელეს პატარა იჯახი. დრო ვერ მოაშორებს იმ კვალს ჩვენ რომ დავტოვეთ. -სველი თვალებიდან დაიწყო კოცნა, ნელა ჩამოყვა ღაწვებს, ლოყებს და გაუხეშებულ ბაგეებსაც მიადგა. ერთხანს ეცადა თავის შეკავებას მაგრამ ზემოთაც ვახსენე რაღაც ძალა მოთმინების უჯრედებსაც უბლოკავს. რბილი ბაგეებით ქალის ქვედა ტუჩი მოიქცია, მომთხოვნად გადავიდა მეორეზე და ასე ერთმანეთის მონაცვლეობით დაუკოცნა საყვარელი ბაგეები. -დათი...-კოცნებს შორის დასცდა.- არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავა... უკიდეგანოდ მეყვარები! - მომთხოვნად და თან ამავდროულად სინაზით ეხებოდა ქალის არომატგაცლილ ტუჩებს. -გაჩერდი გთხოვ, არ შემიძლია ასე.-მოშორდა კაცის სხეულს. -შენ უნდა დამივიწყო, ვინმე კარგი გოგო გაიცნო და გყავდეს ბევრი შვილი. დატკბე მათი სიხარულით და ბედნიერებით. მეც გავინობ მათ და მეყვარება ისინი...-ძალიან დიდი ხნის წინ გამზადებული ყავა ჩამოასხა ჭიქაში. -ასე ადვილად გამიმეტებ სხვა ქალისთივს? - მე ჩემთვის ვეღარ გაგიმეტებ. რთული იქნება ჩემნაირთან ცხოვრება, ვეღარ გავბედავ შვილზე ოცნებას და ფიქრს. ისე ვარ შიშით სავსე.. დათი ისე ვყავარ ატანილი ამ სისასტიკეს, არ მაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. თინი ისევ ჩემშია, ისევ იზრდება გულში და დაუძლეველად მეჩვენება მისი სიკვდილი. - რას აპირებ? -ხომ იცი ყოველთვის მინდოდა ყვავილების სათბური, ამ დღეებში გამოწერილი თესლები ჩამოვა. თვის დასაწყისში უკვე მზად იქნება სახლი საცხოვრებლად და მეც გადავალ. -წინ ჩამოუჯდა.- თუ ყველაფერი კარგად წავა, ყვავილების მაღაზიას გავხსნი, რომ მინიმალური შემოსავალი მქონდეს. იცი ვისგანაც ვიყიდე სახლი, იმ ბებოს თინა ჰქვია. საკუთარი თავი ვიპოვე მასში და დიდი იმედი მაქვს ხშირად ესტუმრება ჩემს სახლს. - საერთოდ გინდა რომ მოწყდე ამ სამყაროს? - და რა დამრჩა აქ? - მე გრჩები... -მშვიდად გახედა ყიფიანს. - მე მტოვებ აქ ყველანარი საარსებო წყაროს გარეშე. -დათი თავიდან ვიწყებთ?! - ვერ იტანს მის ასე სევდიან ხმას. სულს უკუმშავს საყვარელ ბარიტონში გვრცელებული სევდის ნაწილაკების სიმრავლე. იმ საღამოს უკანასკნელად ნახეს ერთმანეთი, ბოლოჯერ ჩაიხედეს საყვარელი ადამიანის სულის სარკეში. იქ დახვედრილი სიყვაარული ორივეს აძლევდა იმედს! ვერ გეეტყვით რის მაგრამ, გულის ღრმა, ძალიან ღრმა უფსკრულში ეს ნაპერწკალი ჩავარდა. დროის გასვლასთან ერთად აუცილებლად გაღვივდება. ისევ დაანთებს გიზგიზა ცეცხლს და ორივე მათგანს მონატრებისგან დააწვავს. ! ___ გამარჯობა მეგობრებო. ვეცადე ძალიან არ დამეგვიანა, იმედია ამ თავში გადმოცემული სიუჟეტები მოგეწონებათ და უფრო იაქტიურებთ. ძალიან მჭირდება თქვენი ემოციების გაგება... აბა იმედია ისიამოვნებთ და აზრის გამოხატვაც არ დაგეზარებათ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.