შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ვარსკვლავებისკენ (მეორე თავი)


24-04-2020, 21:15
ავტორი ჟანა მოსიძე
ნანახია 861

გოგოებს შევყევი გასახდელში, იქაც ოვაციებით დამხვდნენ. ნერვები უკვე აწეწილი მქონდა და მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ჩემი ნივთები ავიღე და გასახდელი დავტოვე. გამოსვლისას გოგონების გადაკვრით საუბარი გავიგე: - რა ჭირს?!
მაგრამ ვის ადარდებს სინამდვილეში რა მჭირს. ჩემს ნივთებს, რომ გადავხედე MP3 player მოვისაკლისე, გვიან გამახსენდა, რომ ის სტადიონთან მდებარე სკამზე დავტოვე. ღმერთო რა სულელი ვარ იმედია არავის მოუტეხია. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთადერთი რამაა რაც დედისაგან დამრჩა, მუსიკა ძალიან უყვარდა, გემოვნებიანი მუსიკა, მეც მიყვარს. არ მესმის რატომ არ ვუფრთხილდები, ასეა, ჩვენთვის ძვირფასს არ ვუფრთხილდებით სანამ არ დავკარგავთ და მის ფასს არ მივხვდებით. სკოლიდან გავედი, სკამთან გუნდის რამოდენიმე წევრი ბიჭი და ჩვენი ლეგენდარული მსაჯი დამხვდა, რომელსაც ხელში ჩემი MP3 player ეჭირა და რაღაცას ბურდღუნებდა. ამის დანახვაზე გავცეცხლდი, გავცოფდი, გაბრაზებული მივვარდი და პლეიერი ხელიდან წავგლიჯე.
- რა მოხდა, არ შემიჭამია!-მიყვირა.
- არ იცი, რომ სხვის ნივთებს ხელი არ უნდა მოკიდო?!-მეც ვუყვირე.
- და შენ არ იცი, რომ შენი ნივთები ასეთ ადგილებში არ უნდა დატოვო?!- წამოდგა და ისე მითხრა.
- მე, მე...
- შენ რა?
მასთან ჩხუბის თავი არ მქონდა, თანაც ძალიან სენტიმენტალური ვარ, თვალები ამემღვრა, არ მიყვარს როცა ცრემლებს ვაჩვენებ ბიჭებს და თავს სუსტად წარმოვაჩენ, ამიტომ უკან მოუხედავად გამოვიქეცი. რამდენიმე ქუჩა ფეხით ვირბინე, შემდეგ დასაწყნარებლად საღამოს ტბისკენ გავემართე. მალევე მივედი, ტბასთან ჩამოვჯექი, ბოტასები გავიხადე და ფეხები წყალში ჩავაწყვე. ძალიან მესიამოვნა ზაფხულის გრილი წყალი. ჯიბიდან ჩემი პლეიერი ფრთხილად ამოვაცურე, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და გადავეშვი საოცარ სამყაროში. ვიცი ქალაქი სადაც მე ვიმყოფები ჩემი სამყარო არაა, მაგრამ მუსიკა, რომელსაც ერთ დროს დედა და მე ერთად ვუსმენდით ნამდვილად ჩემია. ტბასთან გვიანობამდე გავჩერდი, მუსიკამ დამამშვიდა. მოვწესრიგდი, ტბის ტერიტორიიდან გავედი, ტაქსი გავაჩერე სახლში დავბრუნდი, მაგასაც თუ სახლი ქვია.
ხვალ ჩემი პირველი დღეა ახალ სკოლაში. მაგრამ, ვის ადარდებს?- ჩემი რეაქცია ნული. დილით მამაჩემმა გამაღვიძა და სასაუზმოდ მიმიპატიჟა მაგიდასთან. ვუთხარი, რომ მადა არ მქონდა, ამიტომ ჯიბის ფული მომცა. როგორც აღმოჩნდა იგივე სკოლაში ვიწყებ სწავლას, რომლის მოედანზეც წინა დღით მატჩი მქონდა. სტადიონთან ფეხბურთის მთლიან გუნდს მოეყარა თავი და რაღაცაზე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. რაც არ უნდა იყოს მათ საქმეში აღარ ჩავერევი და საერთოდ არავისთან მეგობრობას არ ვაპირებ. მათგან განცალკევებით სტდაიონის ღობეზე ის ლეგენდარული მსაჯი იყო მიყუდებული, ხელები მკერდზე ქონდა დაწყობილი და უმისამართოდ იყურებოდა. შევეცადე ყველასთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ იმ ტიპმა შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა. ამის მიზეზი არ მაინტერესებდა ამიტომ თავის არიდება და სკოლაში სწრაფად შესვლა ვამჯობინე, მაგრამ, ძალით გამაჩერა და მისკენ მიმაბრუნა.
- მისმინე, ბოდიშს გიხდი, გუშინ უხეშად გელაპარაკე, არც მიკითხია შენთვის რაიმე, ვფიქრობ ის პლეიერი შენთვის ბევრს ნიშნავდა.
- მნიშვნელობა აღარ აქვს!-უხეშად ვუპასუხე და სკოლისკენ გავბრუნდი.
- იცი არაა საჭირო ყოველთვის იუხეშო!- წყნარად მომაძახა.
- მე კი ვფიქრობ, რომ საჭიროა! და თუ თავს არ დამანებებ, განანებ!- მივუბრუნდი, ყვირილით ვუპასუხე, ხელის კვრით ძირს მოვაჯინე და სკოლაში შევვარდი.
ყველა გარს შემოეხვია, მაგრამ ყვირილით მოიშორა და ბოლო სიტყვა ხმამაღლა მომაძახა, ისე, რომ გრძელი დერეფნის ბოლოშიც კი გავიგონე:
- რევანშისთვის მოემზადე!
და ტრადიციულად ბოლო სიტყვა მას ერგო.
დერეფანში მდგომ ბიჭს ვთხოვე გეოგრაფიის კაბინეტი მიესწავლებინა, ჩემდა საბედნიეროდ ჩემი თანაკლასელი აღმოჩნდა:
- ჰეი, შეგიძლია გეოგრაფიის კაბინეტი მიმასწავლო?
- ჰო რათქმაუნდა, მერამდენე კლასელი ხარ?
- მეცხრე.
- აჰამ, ანუ შენ ხარ ის ახალი გოგო. მე დაჩი ვარ, შენი თანაკლასელი.(ხელს მიწვდის)
- ოუ შესანიშნავია, მე ნია ვარ.(ხელს ვართმევ)
- აქეთ წამომყევი!(გზას მიჩვენებს)
კლასში შემყვა, საბედნიეროდ ფეხბურთის გუნდის წევრი არცერთი ჩემი ახალი თანაკლასელი არ აღმოჩნდა. კლასში შევედი თუ არა, ბავშვებმა ერთმანეთში მკითხაობა დაიწყეს თუ ვინ ვიყავი, იძულებული გავხდი თავი გამეცნო.
- გამარჯობა ბავშვებო, მე ნია ვარ, თქვენი ახალი თანაკლასელი. მადლობა ყურადღებისათვის! (ღმერთო რა ბანალურია!)
ორი თავისუფალი ადგილი დავინახე კლასის ბოლოში და
მათკენ გავემართე, კედლის მხარეს მდებარე ადგილი დავიკავე. უცებ გვერდზე დაჩი მომისკუპდა და მითხრა:
- რა დამთხვევაა, სწორედ ჩემს გვერდით დაჯექი! (ღიმილით მეუბნება)
- ხოომ, ძალიან უცნაურია.
კლასში ვიღაც ჩასუქებული ბიჭი შემოვიდა(მოგვიანებით გავიგე ნიკოლოზი ერქვა), მე და დაჩის ლაპარაკში ჩაგვეჩარა:
- უკაცრავად დაჩი,მაგრამ, ეგ ჩემი ადგილია!
დაჩის სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, ნიკოლოზს
შეხედა, თვალები დაუბრიალა, წარბებით რაღაც ანიშნა და ისევ
ჩემსკენ შემოტრიალდა ეშმაკური, მაგრამ, ძალიან
მომხიბლავი ღიმილით. ნიკოლოზმა რაღაც ჩაიბურდღუნა და სხვა
ადგილი დაიკავა. თითქოს რაღაცას მივხვდი, მაგრამ, ამაზე ფიქრს
თავი ავარიდე. ზარი დაირეკა და გეოგრაფიის გაკვეთილი
დამეწყო. ამ გაკვეთილზე არც გული მერევა, არც ვაფრენ,
უბრალოდ მევასება, რადგან რაღაცეებში ვერკვევი. ზოგადად რაც
გამომდის ის მიყვარს. გაკვეთილს ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ,
შევამჩნიე, რომ დაჩი დაჟინებით მომჩერებოდა.
- დაჩი თუ შეიძლება შენი მზერა მომაშორე!
- ამ, ბოდიში. უბრალოდ შენ, შენ...
- მე რა?
- შენ ძალიან ლამაზი ხარ! (ისევ გამიღიმა, მითხრა და თავი ჩახარა)
ბიჭისგან ასე პირდაპირ ამგვარი კომპლიმენტი პირველად მოვისმინე და ძალიან მესიამოვნა, ცოტა დავიბენი და დავიმორცხვე კიდეც. მაგრამ, ვის ადარდებს?! რა დროს ამაზე ფიქრია, თითქოს ყველა დანარჩენი ნორმაში იყოს და ბიჭებზე ფიქრის დრო მქონდეს. იმ წუთებში ასე ვარწმუნებდი თავს, მაგრამ, ღმერთია მოწმე, დარჩენილ გაკვეთილზე მასწავლებლის საუბარი ერთ ყურში შედიოდა და მეორე ყურში გადიოდა. ყველა გაკვეთილზე დაჩი დამიჯდა გვერდზე. ეს დღე ასე ნელნელა მიგორავდა ქართულის გაკვეთილამდე. ამ გაკვეთილზე ჩვენთვის საყვარელი წიგნები და მოთხრობები უნდა განგვეხილა. მაშინ როდესაც ჩემი ჯერი მოვიდა, მსჯელობა „ათფურცლიან რვეულებზე“ დავიწყე. ყველას ვუყვებოდი მის შინაარს, ბევრს ვყვებოდი მოთხრობის მთავარ გმირზე, მის დედობაზე, მაგრამ... აქვე მიწა გამისკდეს და თან ჩამიყოლოს თუ ვტყუოდე, ვეღარ გავუძელი, სიტყვა „დედაზე“ საუბარს ვეღარ გავუძელი და აღელვებული კლასიდან გამოვვარდი, უკან კი გაკვირვებული და შეშფოთებული თანაკლასელები მოვიტოვე.
მასწავლებელი:
- ბავშვებო, გთხოვთ გაუგეთ! დედა ახლახან გარდაეცვალა და რთულია მისთვის ამ თემაზე საუბარი.
მეორე სართულის კიბეზე ჩამოვჯექი, წამოვხტი, მივვარდი, მოვვარდი, ფანჯარასთან მივირბინე, ყველას წილი და მთელი ჩემი ცხოვრების წილი ჰაერი ერთდროულად ჩავისუნთქე, გამოვვარდი, აქეთ ვეცი კედელს, იქით მივვარდი მეორე კედელს მუჭები მთელი ძალით ვურტყი, მანამ სანამ, ხელები მთლიანად არ დავისისხლიანე, ჩავიკეცე და ჩუმად ავფსლუკუნდი, რომ არავის გაეგო და ტკივილი გულში ჩავიკალი. დაჩი მოვარდა, გულში ჩამიხუტა, მითხრა: - ვწუხვარ! და შუბლზე მაკოცა. თავი ვეღარ შევიკავე, მაგრად ჩავეხუტე, მოვეშვი ყველანაირ თავშეკავებას და მწარედ ავბღავლდი. ეს იყო მომენტი როცა ბიჭის თვალწინ პირველად გადმოვყარე ცრემლები, მაგრამ, ვის ადარდებს! ეს ბოლო გაკვეთილიც დამთავრდა და ზარი დაირეკა. დაჩიმ წამომაყენა, ცრემლები მომიმშრალა თავისი მაისურით და ჰაერზე გამიყვანა, ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო, მომაწოდა და მითხრა:
- აჰა, დალიე დაგამშვიდებს!
- ჰოომ, ცოტას მოვსვავ.(დავლიე) დიდი მადლობა!
- რისი მადლობა, პირიქით მაპატიე, რომ შენი ტკივილის შემსუბუქება არ შემიძლია. მაგრამ, თუ შენი დამშვიდება, ცოტათი მაინც შევძელი, გთხოვ როცა დახმარება დაგჭირდება პირველი მე მომმართე!
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! (ლოყაზე ვკოცნი და ხელის უაზრო ქნევით ვემშვიდობები.)
სკოლიდან სახლამდე ფეხით გავიარე. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში შევედი სამეცადინოდ. მეცადინეობა დავასრულე და დასვენება გადავწყვიტე, მაგრამ ტელეფონის წყეული ზარი გაისმა... ტელეფონის ეკრანს დავხედე, უცხო ზარი იყო და გავთიშე. იმ წამსვე მეორედ შემოვიდა ზარი იგევე აბონენტიდან, დამაინტერესა და ვუპასუხე...


რჩევები შეძლებისდაგვარად გავითვალისწინე, იმედი მაქვს უკეთესია :)



№1  offline წევრი Imagination88

მგონი ნელ_ნელა უკეთესობისკენ მიდიხარ. კარგი იყო მომეწონა, ველი ახალ თავს და წარმატებებს გისურვებ❣️❣️

 


№2  offline მოდერი Mary Drey

ფრჩხილები დიალოგის დროს მოაცალე. "ამ"-ებიც ძალიან ცუდია როცა ნაწარმოებში იყენებ. უმჯობესი იქნება თუ გმირებს უფრო გაგვაცნობ. დეტალურად აღწერ მათ გარეგნობას, ხასიათს, ადგილს სადაც ცხოვრობენ.
გუდ ლაქ.

 


№3  offline წევრი ჟანა მოსიძე

A.N.A
მგონი ნელ_ნელა უკეთესობისკენ მიდიხარ. კარგი იყო მომეწონა, ველი ახალ თავს და წარმატებებს გისურვებ❣️❣️

მადლობა

Natsrisferi_grdznobebi
ფრჩხილები დიალოგის დროს მოაცალე. "ამ"-ებიც ძალიან ცუდია როცა ნაწარმოებში იყენებ. უმჯობესი იქნება თუ გმირებს უფრო გაგვაცნობ. დეტალურად აღწერ მათ გარეგნობას, ხასიათს, ადგილს სადაც ცხოვრობენ.
გუდ ლაქ.

კარი გავითვალისწინებ <3
--------------------
ჟ.მოსიძე

 


№4  offline წევრი Katemalfoy

Shemdegs rodis dadeb?

 


№5  offline წევრი ჟანა მოსიძე

Katemalfoy
Shemdegs rodis dadeb?

sagamos
--------------------
ჟ.მოსიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent