სად მიფრინავენ ჩიტები?!
სად მიფრინავენ ჩიტები “-წეროები-მიფრინავენ -სად?-შორს...” **** თხუთმეტი წლის ვიყავი დედა რომ დავკარგე, ერთი წელი დეპრესიაში ვიყავი. რა არის დეპრესია? ოთახში ჩაკეტვა და დღედაღამ ტირილი?-არა. შიმშილობა?-არა. გარე სამყაროს მოწყვეტა?-შეიძლება. მარტოობა?-დეპრესია რა საჭიროა, ისედაც ყველანი მარტო ვართ. ცრემლები?-აღარ დამრჩა. ხალისი?-მხოლოდ ჩხავილის... მოკლედ, ერთი დიდი აბლაბუდაა. თითოეულ მონაკვეთს უამრავი დაბოლოება აქვს. მარჯვნივ წახვალ და უფსკრულია, მარცნივაც უფსკრულია, წინაც, უკან- გზა აღარ არსებობს. რეალურად დეპრესიაში დედაჩემის დაკარგვამ კი არა, საკუთარმა ფიქრებმა ჩამაგდეს. ყოველ დღე, ყოველ წამს მასზე ვფიქრობდი. მერე ყველგან ვხედავდი,მაგრამ ვერ ვეხებოდი. არა და მის გრძელ, ცივ თითებს ყოველთვის ვგრძნობდი ფრთებზე. სარკეშიც საკუთარი თავი დედაჩემად მეჩვენებოდა. ვინ იყო დედაჩემი? ლოთი და მამაჩემის მკვლელი. მიყვარდა? რა სისულელეა, როგორ შეიძლება ადამიანის შეყვარება? თექვსმეტი წლის რომ გავხდი მამინაცვალმა ძალით ჩამიგორა საწოლში, საწადელს მიაღწია და სხეულზე ძალაგამოცლილი დამეხეთქა. ღიპიანი არსება მალევე მოვიშორე ჩემი თეთრი სხეულიდან, ჩავიცვი და ბუნაგიდან გამოვძვერი ისე, როგორც ამას თავმოყვარე ძუკნები აკეთებ ხოლმე. მერე რა მოხდა აღარ მახსოვს, არც ის მახსოვს ამდენი წელი რა გზით ვიარე, მხოლოდ ის ვიცი რომ ცოტაც და ჩემს შავ ფრთებს გავშლი. ჩემი წარსულიდან რაც მახსოვს მხოლოდ ისაა რომ ბავშვიბაში წეროს მეძახდნენ. მეტნაკლებად გრძელი ფეხები, გრძელი კისერი და საკმარისად უშნო ცხვირი მაქვს იმისთვის,რომ ეს იარლიყი ამეკრა. სულელი ბავშვები, წერო და ყვავი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ! **** დაახლოებით ის დრო იყო, ჩიტები ჭიკჭიკს რომ იწყებენ და ადამიანების ხმაურსაც იყოლიებენ. მზეც ოდნავ ანათებდა ჩემი სამშობლოდან. ბარში ვიჯექი, როგორც ყოველთვის ცენტრში. ცხვირწინ სხვადასხვა სახეობის სასმელი მედგა და მეც სათითაოდ ყველა ბოთლს ვცლიდი. ბარში ვიღაც მაღალმა, შავგვრემანმა და გამხდარმა მამრმა შემოალაჯა. ყველა, ვინც კი იქ ვიყავით სათითაოდ შეგვათვალიერა და წინ ჩამომიჯდა. ზედაც არ შემიხედავს, თვალების ამოკორტვნის ხასიათზე არ ვიყავი. დარწმუნებული ვარ არც იცოდა რას სვამდა, ხელი დაავლო ერთ-ერთ ბოთლს და მოიყუდა. რომ გამოცალა მაგიდის კუთხეს დააფშვნა და ბარმენთან მივიდა. -თუ გინდათ რომ ცოცხლები დარჩეთ, აუცილებლად უნდა გავიგონო system of a down-ი!-მთელ ხმაზე დაიჩხავლა ადამიანმა, ნაბიჯებზე ეტყობოდა, კაიფში იყო. თვალებგადმოყრილმა ბარმენმაც მაშინვე hypnotize ჩართო, დარწმუნებული ვარ შემთხვევით. ჩამეცინა და ამჯერად დაინტერესებულმა შევათვალიერე აყლაყუდა. წეღან რომ შავი მომეჩვენა ის თმა ახლა მუქი ყავისფერი აღმოჩნდა, კისერთან რაღაც დაკლაკნილი ხაზი ჰქონდა მიხატული, სავარაუდოდ ტატუს ფუნქციას ასრულებდა. მიუხედავად იმისა რომ ნოემბერი იყო და ადამიანებსაც და ადამიანის სხეულში გამოკეტილ თავისუფალ არსებებსაც ასე თუ ისე თბილად გვეცვა, ის მოკლემკლავიანი, შინდისფერი მაიკით დატანტალებდა. მკლავებზე ცოტა ზემოთ სულ მცირედით ამობურცული ჰქონდა კუნთები, შესაძლოა უბრალოდ აღნაგობის ბრალი იყო, ნავარჯიშების არაფერი ეტყობოდა. ყელსა და გულმკერდს შორის რაღაც ეხატა,როცა თვალები მოვჭუტე მერეღა ამოვიცანი ფრთები. ადამიანის მიმართ ინტერესი გამიღრმავდა, ფეხზე წამოვდექი და ცხვირწინ დავუდექი. -რაო, კატა ვერ გაატყავე დღეს და ცუდად ხარ?-ირონიული ღიმილით დამხედა,წარბიც არ შემიხრია, თავი ავაწევინე, მაიკა ჩამოვუწიე და ტატუზე მივაშტერდი რამდენიმე წუთით. -ეს რატომ გახატია?-მალევე მოვაშორე მის იდიოტურ ყელს ხელები. -იმიტომ რომ არწივი ვარ!- იდიოტივით გაიღიმა. -ფრთები იცი სად ეზრდებათ?-ისე ვუყურებდი, ცხადია მიხვდა რომ სულელად აღვიქვი. -იქნებ ბუ ვარ და თავი მაქვს შემოტრიალებული,იქნებ ეგ ზურგია? -კვერ*ხები აქეთ გაქვს, ესე იგი წინ გახატია. ეგ აღარ მაინტერესებს, ის მითხარი რატომ გახატია? -არწივის ფრთებია, არწივი ფრინველებში ყველაზე ძლიერია, ისევე როგორც ლომი ცხოველებში... -თუ ასეა რატომ არწივის ფრთები და არა ლომის ფაფარი?! -ეე!- ხელით მომაწვა გულზე და სცენიდან გადმომაგდო.-არაფრის აზრზე არ ხარ! ლომმა რამდენიც უნდა იღრიალოს, ვერასდროს გაიგებს რას გრძნობს არწივი, როცა ჰაერში შეუძლია გამოიძინოს. -ზედმეტად გყვარებია არწივი, ცრუ წარმოდგენბიც გაქვს, მაგრამ ვერ ხარ და ეგ გამომადგება... -ჰო, ცოტა ნარცისი ვარ, მიყვარს ჩემი ძლიერი მხარეების წარმოჩენა.-სცენიდან ჩამოხტა და გვერდში ამომიდგა,მერე ფრთაზე ხელი გამომდო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. -კარგი ნარკოტიკი მაქვს, ადგილიც საკმარისად უსაფრთხო ვიცი, წამოდი და ერთად ვიფრინოთ ყვავო! მეც ბარმენივით დამიმრგვალდა თვალები, კიდევ ერთხელ რომ შევხედე სახეზე თავი სახლში ვიგრძენი, თვალი როცა გამისწორა ფრთები ისე გავშალე როგორც ჩემს გამოქვაბულში. მოკლედ, ადამიანურად რომ გითხრათ თავი იმ ადგილას ვიგრძენი, სადაც ჩემს გემოზე, ჩემს ნებაზე შემეძლება “ტრუსიკით გავლა” და არავისი შემრცხვება. ხუმრობა და ლამაზი სიტყვების თქმის მცდელობა იქით იყოს და, მართლა გამოქვაბულში ამოვყავი თავი. დაკვირვებით მოვათვალიერე, ცოტა ხანს ჯადოქარსაც დაველოდე რომლის მხარზეც უნდა დამედო ბინა, მაგრამ არწივმა დააგვიანდებაო. პატარა ოთახი იყო. რას შევადარო, უფრო ადვილად რომ წარმოიდგინოთ?! ჰო, ალბათ ორკაციან კუბოს ოდნავ თუ გაუსწრებდა ცოტათი სიგანეში. თეთრად იყო მთელი ოთახი გაჩახჩახებული, სხვადასხვანაირი მოსაწევები, გასაყნოსები და ტაბლეტები ეყარა აქეთ-იქით. -ამდენი სად ოშოვე? -მეფე ვარ, მარტივია! -რომელი აგვაფრენს უფრო მაღლა? -აი ეს.-წინ დამიგდო რაღაც შეკვრა, არ გეტყვით როგორ გამოიყურებოდა, არც მის სახელს გეტყვით მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ადამიანსაც კი დააწყებინებდა ფრენას. დაშტერებულები ვეყარეთ კედელზე ზურგაკრულნი და ცოტა ხანს თვალები დავხუჭეთ რომ ფრთები გაგვეშალა. მერე მე ჩუმად გავახილე თვალები, ჩემს წინ ძალიან, ძალიან ძლიერი არწივი იფერთხავდა ფრთებს. მწვანე,მტაცებლურ მზერას არ მაშორებდა,ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და როცა მისი ბუმბულის წვერი ჩემს ფრთას შეეხო ორივენი იატაკზე დავეყარეთ. იმის დანახვა, თუ როგორ გადაიქცა არწივი ადამიანად ძალიან სასაცილო იყო! ერთმანეთს თვალებით ვეჭიკჭიკებოდით და მერე ადამიანებივით დავიწყეთ სიცილი. ჯერ მე ავხარხარდი, მერე ის ამყვა, თავს იდიოტად ვგრძნობდი და ეს კიდევ უფრო სასაცილო იყო. -გინდა შახეობათაშორის სქესობრივი კავშირი დავამყაროთ?-ოდნავ მკრა მხარი. -ანუ სექსი გინდა?-კიდევ უფრო ხმამაღლა გამეცინა. -ჰო.- პირველად შევადარე ბავშვს ვიღაც და ეს ჩემი არწივი იყო. ბავშვური, დამრგვალებული თაფლისფერი თვალებით მიყურებდა. -კარგი.- უაზროდ ავიჩეჩე მხრები და გახდა დავიწყე. ის სვმდა, მე ვიხდიდი. -ეს რა ჯანდაბაა?- პირში ჩაგუბებული ვისკი შადრევანივით ამოაფრქვია. -ეს?- სარკისკენ მივაბრუნე ზურგი. -ჰო, ეგ. -აქ ფრთები უნდა ამომივიდეს, ბოლოს. -ძალიან ლამაზია.-თითები ჩამომისვა ირივე მხარეს, სადაც ორი, საკმარისად დიდი შრამი მქონდა, ბეჭებიდან კუდუსუნამდე.-მეც მინდა! -შენც გაგიკეთებ. -როდის? -აფრენამდე.- გავუღიმე და ტუჩები გავიშვირე რომ ეკოცნა. ბევრი რომ არ გავაგრძელო სექსი გვქონდა, აღწერაც არ ღირს იმდენად საზიზღრობა იყო. ორივე ნელ-ნელა გამოვდიოდით ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ზემოქმედებიდან და ჩვენც ისევე ვცახცახებდით როგორც ქალიშვილი და ვაჟიშვილი რომ გადაეყრებიან ერთმანეთს პირველ ღამეს. ეს საქმეც სიცილით დავამთავრეთ. -ასეთი სულელური ღამე ცხოვრებაში არ მქონია! -სულელური არა, ყვავო, უცნაური! და ეს ბუნებრივია, ამდენი წელია ვარსებობთ ისე რომ ერთმანეთს არ ვიცნობდით, ახლა კი ერთმანეთი ვიპოვეთ. -კარგი რა, მართლა გჯერა ერთმანეთისთვის შექმნილი არაებების და მეორე ნახევრების თეორიის?- ისევ სულელად აღვიქვი არწივი. -იუმორთან ცუდად ყოფილხარ.- დამცინა. სრულიად მოულოდნელად, უდიდესი თავისტკივილი ვიგრძენი, შევზანზარდი, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჩემს გვერდით აღარ იწვა ის მუქთვალებიანი ბიჭი, ისევ მწვანეთვალება არწივის განიერ ფრთებში ვიყავი გახვეული. მივხვდი რომ ახლოს ვიყავი, უცებ წამოვხტი ფეხზე და ტანსაცმელი ჩავიცვი, ზოგი ჩემი, ზოგი- იმ თეთრკანიანი ბიჭის. -კიდევ როდის შევხვდებით? -აქ აღარასდროს! -მოკლედ მოვუჭერი და ოთახის დატოვება გადავწყვიტე, მაგრამ წუხელ დადებული პირობა ამომიტივტივდა თავში და ვერ წავედი. იატაკზე გაშხლართულზე ხელზე ხელი ჩავსჭიდე, ეს ბოლოს წინა შეხება იყო თითებით... წამოვაყენე, წითელ დივანზე ჩარჭობილი დანა ხელში მოვიმარჯვე და ისევ ადამიანს მივაშტერდი. -დროა, მზად ხარ? -დიდი იმედი მქონდა რომ მისი ნაცრისფერი თვალები ჩაქრებოდნენ, შეშინდებოდნენ და უკნნ დაიხევდნენ მაგრამ არა! კიდევ უფრო განათდნენ. უხმოდ მოტრიალდა და განიერი ზურგი მიჩვენა. თვალები დავხუჭე, ყბები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და მარჯვენა მხარეს ფრთას ადგილი გავუნთავისუფლე. საშინელი ღრიალი ისმოდა მთელ ოთახში, სანამ მეორე მხარეზეც არ დავასრულე ღრმულის გაკეთება იქამდე თვალები რ გავახილე. სისხლიან ზურგს თვალი ავარიდე და მის წინ დავდექი. მთელი სახე გალურჯებული ჰქონდა, მომაკვდავს გავდა. -წამოდი,ზემოთ ავიდეთ.- ხელზე ხელი ჩავჭიდე, ეს კი ნამდვილად უკანასკნელი შეხება იყო ადამიანური ფრთებით და ოთახიდან გავედით. მხოლოდ მეორე სართულამდე ეყო ძალა ფეხით სიარულისთვის, დანარჩენი ოცდარვა სართული ლიფტით ავიარეთ და ძალიან მალე სახურავის კიდესთან ვიდექით. -იქნებ არ ღირს?-წარბშეკრულმა გადახედა დედამიწას.- რანაირი არწივი ვიქნები თუ სიცივეს შევუშინდები და თბილ ქვეყანაში გავფრინდები? ან შენ რანაირი ყვავი ხარ? რომელი ყვავი მიფრინავს... -ახლა არწივს კი არა მშვიდობის მტრედს გავხარ!-მთელი ზიზღი რაც როდესმე ვინმეს მიმართ მიგრძვნია მასზე ამოვანთხიე. -გავფრინდეთ?-შიშნარევი ცისფერი თვალებით გამომხედა, მერე ოდნავ ამაღლებულ რაღაცაზე ავიდა და ხელი გამომიწოდა. ვერ შევძლებდი მესამედაც მეგრძნო თითებიდან გაცვლილი მუხტები, მერე ნამდვილად მომიწევდა აქ დარჩენა. მალევე მოვაშორე მზერა, ცას ავხედე, საკმარისად ლურჯი და ღრმა იყო. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, მერე კი მთელი სისწრაფით გავიქეცი, იმ ამაღლებულ ადგილსაც გადავახტი და მთელი ინერციით ვისკუპე სივრცეში. ველოდი როდის გავშლიდი ფრთებს, მაგრამ ვეღარ ვგრძნობდი რომ ფრენა შემეძლო, ვერ ავფრინდი, ვერ... რამდენიმე წამში ასფალტზე დავენარცხე, ვიგრძენი როგორ ამეთქვიფა შიგნით ყველაფერი, მერე ჩემს გვერდით დანარცხებული, სისხლიანი არწივიც დავინახე და გამეღიმა. მერე სიკვდილი ვიგრძენი, მტკივნეული იყო, ძალიან მტკივნეული. მერე რა მოხდა? არაფერი. მზე ისევ მთვარემ ჩაანაცვლა, ჩემი და იმ თეთრკანიანი ბიჭის გვამები მორგში მოათავსეს, ვერავინ ამოგვიცნო, ვერავინ მიხვდა რომ ჩვენ ვერგაფრენილი ჩიტები ვიყავით.... ახლა წარმოდგენა არ მაქვს რას უზამენ ჩვენს სხეულებს, მხოლოდ იმის იმედი მრჩება რომ ცისკენ მიმავალ ფრინველებს მიწის სიღრმეში არ ჩამალავენ. და მაინც, სად მიფრინავენ ჩიტები?! °°°°° ერთ ღამეში დაწერილი ისტორია, რომელმაც წუხელ მიხსნა. ცოტა შიზოფრენიული, ცოტა რაღაცნაირი მაგრამ მაინც ჩემი მხსნელი. ალბათ აღარასდროს მოვუბრუნდები, ან თუ მოვუბრუნდები ძალიან გვიან, როცა დამავიწყდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.