შენ ხარ მიზეზი (7) დასასრული
უამრავი ხალხი ირეოდა ახალგაზრდა მხატვრის გამოფენაზე.აქ იყვნენ ჩემთვის ნაცნობი პოლიტიკოსები,მწერლები,მხატვრები,. ნახატები და ფოტოები ისეთივე უცნაური იყო,როგორც თვითონ მხატვარი.თვალიერებით გართულები,ვერც მივხვდით ისე დავეჯახეთ. გემოვნებით ჩაცმულს,მაღალს და სიმპათიურ მამაკაცს თვალი ავაყოლეთ.მირანდას შეუმჩნეველ მუჯლუგუნს ნეკნებში ვგრძნობდი. –თქვენ იოანე ხართ?'– შესძახა მირამ. –დიახ,–''გაეღიმა მხატვარს და ხელი გამოგვიწოდა. –მირანდა და ლაილა.,–''მის ხელს ჩვენი შევაგებეთ. –ძალიან მოგვეწონა თქვენი ნახატები,–'მირა არ ჩერდებოდა.–ფოტოგრაფიითაც ხართ დაკავებული? დიდი ხანია ხატავთ? მათ დიალოგს ყურს ვუგდებდი და გულში მეცინებოდა მირამ რამოდენიმეჯერ ვითომ შეუმჩნევლად რომ შემაქო. მხატვრის დიდი ცისფერი თვალები აქა–იქ მიცქერდნენ.მეც შევხედე.. არა..მას არა.. მის უკან ,სურათს შევხედე.. სადღაც შორიდან ჩამესმა მირანდას კითხვა ხომ კარგად ხარო..მხატვარს გვერდი ავუარე და მის უკან გამოფენილ ფოტოს ყურადღებით დავაკვირდი. ყალყზე დამდგარ ცხენს ფაფარში ჩასჭიდებოდა ახალგაზრდა მამაკაცი.კუპრივით შავი კულულები უწესრიგოდ მიმოფანტოდა შუბლზე.შავი წვერი და კანის ფერი ისევ და ისევ მოწმობდა მის ჩრდილო კავკასიელობას. პანკისის ხეობა.ფოტოზეა მუჰამედ (მალიკ) ბასაევი.ფოტოს ავტორი: იოანე არაბული. უცხო და ამავე დროს ნაცნობმა გრძნობამ დამიარა სხეულში და სადღაც გულთან ახლოს გაჩერდა.უკვე ვნანობდი გამოფენაზე მოსვლას,არ უნდა დავთანხმებოდი მირას .. არა.. არ მინდოდა არაფრის გახსენება.ყველაფერი,რაც აქამდე იყო,წარსულში დავტოვე. –რა მოხდა ლაი არ გესმის ?–''მხარზე მომკიდა ხელი მირამ და სურათს შეხედა. –ეს ვინ არის ?–''მივხვდი როგორ გაუშრა პირი მასაც და იოანეს შეხედა. –ჩეჩენია,პანკისში ვიყავი გადაღებაზე და შემთხვევით გადავაწყდი ამ ადამიანს.–''მხრები აიჩეჩა მან,–'იცნობთ ლაილა? –მირა დროა წავიდეთ,სამსახურში მაგვიანდება–'' აქამდე ჩუმად მყოფმა ჩავილაპარაკე და იოანეს კითხვა დავაიგნორე. საჩქაროდ დავემშვიდობეთ გაკვირვებულ მხატვარს და ქუჩაში გამოვედით.ხმას არცერთი არ ვიღებდით.ბოლოს ისევ მირამ მკითხა: –ვერ დაივიწყე? –დავიწყებული მყავს,უბრალოდ აქა–იქ გამოეკვეხება ხოლმე–''ვუპასუხე და ტაქსს ხელი დავუქნიე. ორი უცნაური გრძნობა მქონდა: ზიზღის და მონატრების.. მონატრებისო? ეს მე ვთქვი? ..შეუძლებელია ის ადამიანი გენატრებოდეს,ვინაც ვერ დაგაფასა,ვერ დააფასა ის,რაც აშკარად დაინახა,იგრძნო..ანდაც საკმაოდ გვიან.. ვერაფერს დავუდე გული სამსახურში.გამუდმებით ის ფოტო მიტრიალებდა თავში. ამდენი ხნის მერეც ..მისი თვალები. ..მოსვენებას მიკარგავდა.. ორი დღის შემდეგ იოანემ მომწერა. ისევ მირანდა..რას მიკეთებს ეს გოგო,.რას ცდილობს. იქნებ ვცადო? იოანეს შეხვედრაზე დავთანხმდი. ერთმანეთს ასე თუ ისე გავუგეთ..მერე ის მკითხა რასაც ველოდი.. –მითხარი იმ ბიჭს საიდან იცნობ? და ვიცი რომ იცნობ არ უარყო..–''მკითხა იოანემ როცა ერთ მყუდრო კაფეში პიტნის ჩაის ვსვამდით. –ჩემი ძველი ნაცნობია ..–''ვუპასუხე და შევეცადე ჩემი აღელვება არ შეემჩნია.–სანამ ტურისტულ სააგენტოში მივიდოდი,გამცილებლად ვმუშაობდი,თუ ამას მუშაობა ერქვა,ძალიან მალე წამოვედი.უცებ გამოვაცხვე ტყუილი,-მატარებელში გავიცანი. –ვაჰ..ამას არ მოველოდიი..–''სკამზე გადაიწია მხატვარი და უფრო დაჟინებით მომაჩერდა. –მოულოდნელობებიც ხდება..–''გავიღიმე მე. –და მერე რა მოხდა ? –''ისევ ჩამეკითხა იოანე. –არც არაფერი..ჩვენ ჩვენს გზაზე წამოვედით.. –შეგიყვარდა?–'ისე მოულოდნელად მკითხა,რომ პირთან მიტანილი ჭიქა ლამის ხელიდან გამივარდა. –მეე? არა რას ამბობ..–''მასეთი ურთიერთობა არ გვქონია.. –რაღაცნაირად უყურებდი სურათს.. –მაინც როგორ? –მონატრებით..–'ახლოს მოვიდა და ისე მითხრა.. სახლში მთელი საღამო მის სიტყვებზე ვფიქრობდი.ვერ ვუარყოფდი..მაგრამ ეს არ იყო სიყვარული..ეს რაღაც უფრო შორი იყო.. დროთა განმავლობაში,როცა მივხვდი რომ იოანეს მეგობრობაზე მეტი უნდოდა,მაშინვე უკან დავიხიე და ვუთხარი რომ აზრი არ ჰქონდა,,..ვერ შევიყვარებდი,რადგან სხვაზე ვიყავი შეყვარებული.მის კითხვაზე,იყო თუ არა ეს ადამიანი მალიკი,მაშინვე ვუარვყავი.თუმცა მეეჭვებოდა დაეჯერებინა.. მირა მთხოვდა ბედნიერებას..მე მხოლოდ ვიღიმოდი.. მხოლოდ მან იცოდა რა ხდებოდა ჩემს გულში და რის ფასად მიჯდებოდა ამის არ შემჩნევა.მიყურებდა და ხვდებოდა რომ ძალიან შორი იყო ჩემი ბედნიერების დღე. ზაფხულის დასაწყისში სამსახურში,უფროსმა,რომელიც რამდენიმე დღე ქალაქში არ იმყოფებოდა, რამდენიმე მუსლიმი ბავშვი მოიყვანა– ,რუსმა სეპარატისტებმა ოჯახი ამოუწყვიტეს და თავშესაფარი უნდა მივცეო.ბავშვთა სახლში მათი ჩაბარება არ უნდოდა,დაიჩაგრებიანო. ვიცოდი მისი ქველმოქმედების ამბავი,მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.გაოგნებული შევყურებდი ბავშვებს,რომელთა ასაკი 10–15 წელი თუ იქნებოდა და ვერ ვხვდებოდი სად უნდა წაეყვანა ჩემს უფროსს ისინი. როგორც მერე თავად მითხრა,ერთ გარეუბანში დაკეტილი დიდი სახლი ჰქონია,ბებიას სახსოვარი და იქ მიუყვანია ბავშვები.მისი მარჯვენა ხელი,ანდრო და ერთი ქალი,ნინო გააყოლა,რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. გამაოცა ამ კაცის სიკეთემ.რაც დღევანდელ დროში ძალიან იშვიათი იყო.იზრუნო სხვის შვილებზე საკუთარი სახსრებით,ეს ვფიქრობ ძნელია,თუმცა ძალიან დიდი მადლი. 1კვირის შემდეგ,უფროსისგან ნებართვა ავიღე და მისი სახლისკენ ავიღე გეზი.ძალიან მაინტერესებდა როგორ იყვნენ,რითი ერთობოდნენ და ზოგადად რას აკეთებდნენ ბავშვები.საათ ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ,როგორც იქნა,მოცემულ მისამართზე მივედი. მძღოლს ფული გადავუხადე და ტაქსიდან ჩამოვედი.სახლი,რომელიც ზურაბს ეკუთვნოდა,გზის განაპირას იდგა და მართლაც უზარმაზარი ჩანდა. კარზე დავაკაკუნე.ხნიერმა ქალმა თბილად გამიღიმა და სახლში შემიპატიჟა.ავუხსენი ვინც იყავი და როგორც შევატყვე გაუხარდა.გამომლაპარაკებელი მომენატრაო,–მითხრა სევდიანად და გულში შემეცოდა კიდეც. –ბავშვების გამო ვერსად გავდივარ,ექვსნი არიან,თან პატარები..გოგონა სულ რაღაც 6 წლისაა,–მითხრა ნინომ,როცა სამზარეულოში ყავას ვსვამდით. –გოგონაცაა? –''გულწრფელად გამიკვირდა მე,რადგან ოფისში,როდესაც ზურაბმა ისინი მოიყვანა,გოგონა არ შემიმჩნევია. –კი,ენაცვალოს ჩემი თავი,ულამაზესია,პატარა პრინცესაა. –სად არიან ეხლა?''–მიმოვიხედე ირგვლივ. –ძინავთ.ძალიან ცხელა და თამაშით დაიღალნენ.კიდევ კარგი,ერთდროულად იძინებენ,სამი ძმებია,დანარჩენები მეგობრები.ანდრო პროდუქტებისთვის გავუშვი ქალაქში,.–''ჩამოარაკრაკა ნინომ. მართალია,ძალიან მინდოდა მათი გაცნობა,მაგრამ რას ვიზამდი.ქალს ვთხოვე პატარას ოთახში შევეყვანე. გოგონას მშვიდად ეძინა.სწორი,შავი თმა და სავსე წითელი ტუჩები ჰქონდა.თხელი შავი წარბები და ხშირი წამწამები საოცარ ელფერს აძლევდა მის სახეს.დაბერილ ლოყებზე მოვეფერე. –ბებიას მეძახის–''ჩამჩურჩულა ნინომ და გაიბადრა. ის იყო კართან მივედით,რომ მისმა ხმამ ადგილზე გაგვაშეშა. –ბააბუშკა.. ორივემ მოვიხედეთ.ბავშვი ხელებგამოწვდილი ელოდა ქალს. –ქართული არ იცის ხო?–''ვკითხე ქალს,როცა ის პატარას ჩაცმაში ეხმარებოდა. –ვიცი.–''მომიგო ბავშვმა და გაოცებისგან თვალები დავქაჩე. –საიდან?–''ვკითხე პატარას და საწოლზე ჩამოვჯექი. –დედამისი აფხაზეთიდან იყო,ქართული ბავშვებსაც ასწავლა.ამანაც და ბიჭებმაც იციან ქართულიც და ჩეჩნურადაც საუბრობენ.–''გოგონას მაგივრად მიპასუხა ნინომ და გოგონას ხელი ჩაკიდა. –naxchiin myott''-გაიღიმა პატარამ. –რა გქვია?–''ჩავიმუხლე მასთან.არ მიუცხოვა და გამიხარდა. –ფატიმა.–'მიპასუხა და ისევ გაიღიმა. –შენ? –ლაილა.–''ვუთხარი და ხელი გავუწოდე, –''ვიმეგობროდ? პასუხად მისი პაწია ხელი შემომაგება და რიხიანად მიპასუხა ''კი''. სამზარეულოში გავედით,ნინო საჭმელს უკეთებდა.ფატიმა მუხლებზე მეჯდა და ჩემს სამაჯურს ეთამაშებოდა. –მოგწონს აქ ყოფნა?–''ვკითხე და თმაზე წავეთამაშე. –კი,ხანდახან ჩვენი მეგობარი მოდის ხოლმე და გვეთამაშება.იცი რამხელა კუნთები ააქვს?–''ხელით მაჩვენა და განაგრძო–''მე კისერში შემომისვამს ხოლმე და დამატარებს. -ხშირად დადის ხოლმე ჩვენთან.ზურაბიც იცნობს.ეხლაც აქაა.ბავშვებს ართობს,აქვე ცხოვრობს ახლოს.უცნაური ვინმეა,მაგრამ ვატყობ ძალიან მოსწონს ამათთან ურთიერთობა.თავიდან ორნი იყვნენ,მერე წავიდა ერთი,ის აქ დარჩა.. ამ ლაპარაკში ბიჭები შემოლაგდნენ სამზარეულოში.ჩემს დანახვაზე ოდნავ შეჩერდნენ და ნინოს გახედეს გაკვირვებულებმა. –ეს ლაილაა,ჩემი მეგობარი.–''დაასწრო ყველას ფატიმამ,რამაც ყველას ღიმილი გამოიწვია. ბიჭებიც გავიცანი,თუმცა გამიკვირდა რატომ არ ჩანდა მათი მეგობარი. გულთბილად დავემშვიდობე მათ და გარეთ გამოვედი.გაგაცილებო მითხრა ნინომ და ფატიმასთან ერთად ეზოში გამოვედით.მოშორებით ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ.ჭიშკართან ლაპარაკით–ლაპარაკით მივედით.შემობრუნებულმა მათ დავპირდი,რომ ისევ ვინახულებდი ძალიან მალე და ამჯერად საჩუქრებით. უცებ თვალი ბავშვებისკენ გამექცა.მომეჩვენა,თითქოს ნაცნობი სილუეტი დავინახე.მხარბეჭიანი და დაკუნთული მამაკაცი ვიღაცას საოცრად მივამსგავსე.სირბილის დროს მისი კულელები ფეთიანივით ხტოდა,შორიდან მეტი ვერაფერი გავარჩიე,მზე აჭერდა..თუმცა შუადღე გადასულიყო.. იქიდან წამოსული მირასთან მივედი და ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ მოვუყევი.არც ბოლოს შემჩნეული თითქოსდა ნაცნობი მამაკაცი დამვიწყებია. –შანსი არაა,არ იქნება ''ის''.. ამდენი ხანი გავიდა გოგო აქ რა უნდა. –ჰო,მეც ეგრე მგონია,უბრალოდ მივამსგავსე. –ამდენ ხანს გამოჩნდებოდა აქ რო ყოფილიყო.. რამდენიმე დღის შემდეგ ზურაბმა მთხოვა გავყოლოდი აგარაკზე ბავშვებთან.საჩუქრებით დავიხუნძლეთ და გზას გავუყევით.რაღაც მაბედნიერებდა და ეს რაღაც ფატიმა იყო.ამ პატარამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,რომ ვერ ვივიწყებდი. ზურაბმა შემომთავაზა რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი და პატარები უკეთ გამეცნო.რაზეც სიხარულით დავთანხმდი.საღამომდე ჩვენთან ერთად იყო,მერე მადლობა გადამიხადა და ქალაქისკენ გაეშურა. ბიჭებსაც ადვილად დავუახლოვდი.ნინო ხელს არაფერზე მაკიდებინებდა,ამიტომაც მთელ დროს ბავშვებთან ვატარებდი.ფატიმა ძალიან შემეჩვია,სულ მეხუტებოდა და მიღიმოდა. ერთ დილას გადავწყვიტე ბიჭებთან ერთად ფეხბურთი მეც მეთამაშა.თავიდან დამცინეს,მაგრამ როცა თმა ავიწიე,მაისურზე მაგას (ერთ–ერთი ბავშვის) ფორმა გადავიცვი,ჯინსი ავიკეცე და კედებით ბურთი რამდენჯერმე ავკენწლე,თვალები ლამის გადმოკარკლეს. თამაში გახურდა.ფატიმას ყიჟინი აღწევდა ჩემამდე და მეცინებოდა როგორ მგულშემატკივრობდა.ბიჭები ცდილობდნენ არაფერი დაეშავებინათ ჩემთვის,თუმცა ერთ–ერთმა შემთხვევით კოჭში მომარტყა ფეხი და ტკივილისგან ლამის გული წამივიდა: ბალახზე დავჯექი და ფეხის დაზელა დავიწყე. –ფეხბურთი ქალების სპორტი არ არის,მითუმეტეს შენნაირი ნაზი ქალების,–''ნაცნობმა ხმამ ჰაერი გაკვეთა და თავი სიზმარში მეგონა თავს წამომდგარი მალიკი რომ დავინახე. ბიჭები ჩვენ შემოგვცქეროდნენ,ფატიმა კი სირბილით წამოვიდა მისკენ. –ეს არის ლაილა ხომ ლამაზია?? არც მახსოვს როგორ ავდექი,მალიკის გამოწვდილი ხელი დავაიგნორე და სახლში შევედი..მაინც რა საოცარი სიცხე იყო..ჭუჭყიანი ტანისამოსით მივწექი ჩემთვის განკუთვნილ საწოლზე. ისევ მალიკი.. როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი როდის.. გარედან ხმაური შემომესმა და ვიღაცამ დააკაკუნა ჩემი ოთახის კარზე. –ღიაა. –''დავიძახე და იმავე წამს მალიკი შემოვიდა. საწოლზე წამოვჯექი.ის ჩემს წინ დაჯდა. მე არაფერს ვამბობდი.არც ის. უცნაური იყო.ამდენი ხნის შემდეგაც კი გულს მიჩქარებდა მასთან სიახლოვე. ისევ ძველებურად ეყარა კულულები შუბლზე.შავ ირისებს სითბო შეპარვოდათ.იქნებ მომეჩვენა..არ ვიცი.ნუთუ ყველაფერი ვაპატიე? რას ნიშნავდა თვალთან გაჩენილი პატარა ცრემლი? ნაპოვნი ბედნიერების იყო თუ ისევ მტანჯველი დღეების გაგრძელების? აზრები გამირბოდა და მხოლოდ იმას ვფიქრობდი როგორ აღმოვჩნდი აქ,მასთან ასე ახლოს..ნუთუ მართლა არსებობს ბედისწერა? დამეყარა ფარხმალი და მეღიარებინა რომ მხოლოდ მასთან ყოფნა გააფერადებდა ჩემს ნაცრისფერ დღეებს? –მენატრებოდი –'ჩუმად ვთქვი.'საკუთარ თავთან ბრძოლამ დამღალა.თვალები დავხუჭე.ჩემს გვერდით საწოლის მხარე ცოტათი ჩაიზნიქა. მომეხვია.ისე თბილად,რომ ვიგრძენი ის იყო ჩემი სახლი,სიმშვიდე და ყველაფერი ის,რაც აქამდე მაკლდა და ვერაფრით ვივსებდი. -მაპატიე იმ ტკივილისთვის რაც მოგაყენე.ძალიან გვიან მაგრამ მივხვდი შენს ფასს.ვეცდები დაგავიწყო ცუდი და მხოლოდ გაგაბედნიერო..მიყვარხარ.და მე შენ ძალიან გნატრობდი.უბრალოდ მითხარი ლაი..-‘’თავი შუბლზე მომადო და სახეზე შემომაჭდო თლილი თითები. -შენ ხარ მიზეზი ყველაფრის,ცუდის,კარგის..ვერ და არ დავიწყების..და მაინც გაპატიე.. მონატრებულმა ტუჩებმა ჩემი ტუჩები იპოვეს და სწორედ მაშინ გაჩერდა დრო.ისევ მოვწყდი დედამიწას და ცაში ავიჭერი.არავინ და არაფერი არსებობდა ირგვლივ.მთის შვილს ვუყვარდი.აღარ ჰქონდა მნიშვნელობა არც წარსულს და არც მომავალს. ჩვენ უსასრულონი ვიყავით.. სრულიად შემთხვევით ერთმანეთი ვიპოვეთ და სწორედ ეს იყო ბედისწერა.ჩემი ბედისწერა..ჩვენს ისტორიას არ ჰქონდა დასასრული..ის ისევ გრძელდებოდა.. ამჯერად ერთად. ''მე შენს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ''..’’.. /სალუქვაძე ანი/ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.