შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ შემთხვევით ( მერვე ნაწილი)


25-04-2020, 18:59
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 151

მოგესალმებით მეგობრებო.
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო, და იმის გამო რომ წინა თავმა იმედები გაგიცრუვათ, იმის გამოც რომ ამდენი ხანი გალოდინეთ.
გარკვეული სტრესის გამო ვერ მოვახერხე დავბრუნებოდი ისტორიის წერას, ამ თავში ძალიან ვცადე გამომესწორებინა.

თქვენი შეფასება, მოლოდინები და კომენტარები არის უპირველესი ჩემთვის, მადლობა იმ თითოეული წუთისთვის რასაც ჩემს ისტორიებს უთმობთ, ძალიან გთხოვთ , წაკითხვის შემდეგ კომენტარებში დამიფიქსიროტ თქვენი აზრი, ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩემთვის.

მაშ ასე დავუბრუნდეთ კატოს და დიტოს...

- რატომ გაჩუმდი, მიუბრუნდა დიტო კატოს
- არც კი ვიცი რა უნდა გითხრა
- იმიტომ რომ მართალი ვარ
- დიტო , ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად, და ორივემ ვიცით დიდ ხანს ასე ვერ გაგრძელდება.
- ყველაფერი კარგად მიდის, აი რატომ, რატომ გგონია რომ ვერ ვიქნებით დიდ ხანს ერთად, და საერთოდაც , ძალიან მალე შეგვიძლია სამუდამოდ შევუღლდეთ.
- იმიტომ რომ არც კი ვიცნიბთ ერთმანეთს კარგად, უბრალოდ მოგვწონს ერთად დროის ტარება მაგრამ შეიძლება ხასიათებით ვერ შევეწყოთ, არ მინდა რომ ერთმანეთშ შევეჩვიოთ და მერე გული გვეტკინოს რომელიმეს
- თუ არ მომცემ შანს, თუ ასე დაიცავ დისტანციას, თუ ასე გამექცევი ვერც ვერასდროს გამიცნობ.
- მოდი უბრალოდ მეგობრებად დავრჩეთ რა.
- მითხარი მიზეზი, ერთი ობიექტური მიზეზი რატომაც გამირბიხარ და შეგეშვები, ყოველგვარი ვარაუდების გარეშე, ყოველგვარი ბავშვური მიზეზების გარეშე, იქნებ ადრე მოხდა რაც არ ვიცი, რატომაც თავს იკავებ რატომაც გეშინია, მომიყევი ყველანაირად გაგიგებ, მართლა გაგიგებ, ყველანაირად გაგიგებ
- გეფიცები არაფერი მომხდარა
- ვინმე გიყვარს ?
- არა , აღარ
- ანუ გიყვარდა, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა აკომ
- კი
- მისმინე, ადრე თუ გვიან მოგვიწევდა ამაზე საუბარი, იქნებ იმიტომ იქცევი ასე რომ მასთან რამე გქონდა, მისმინე, თუ ასეა, მე მიყვარხარ, ( პირველად წამოსცდა დიტოს ეს სიტყვა კატოსთან )მართლა უზომოდ მიყვარხარ, არ ვიცი როდის მოვასწარი ასე შეგჩვეოდი, საერთოდ სიყვარულის არც მჯეროდა, მაგრამ სხვა არ ვიცი რა დავარქვა იმას რაც შენთან მაკავშირებს, სულ ყ*ეზე ჩემამდე რა იყო, თუ წარსულის გამო იკავებ თავს, მიყვარხარ გესმის, არ მაინტერესებს არააფერი, ახლა როცა ყველაფერი დალაგდა, ავეწყვეთ, თავს კარგად ვგრძნობთ მეუბნები რომ შეგეშვა. დიტო გაჩუმდა, ცოტაოდენი დუმილის შემდეგ კი რაღაც გაახსენდა, - უბრალოდ, მე უბრალოდ მართლა მეგონა რომ ის კოცნა პირველი იყო.
კატოს გაეცინა
- დიტო მე მსგავსი არაფერი მითქვამს, მიყვარდა მაგრამ ურთიერთობა არ გვქონია, არც ვყვარებივარ, ცალმხრივი იყო, ნუ ეგ არაფერ შუაშია მართლა ახლა ამ ამბავში
- ისევ გიყვარს
- არა , ახლა უბრალოდ არ ვიცი რა მინდა
- მისმინე, ვიქორწინოთ
- დიტო მეღადავები
- არა, თუ რამის გეშინია, ვიქორწინოთ, უბრალოდ ყველაფერი გამოვა, ვიცი რომ გამოვა, შანსი არაა გაგიშვა, ხვდები, აი პონტი არ არის შეგეშვა, ვერასდროს ვერ დაგანებებ თავს, უეჭველი ჩემი ცოლი გახდები, პირობას გაძლევ.
- დიტო, აი რატომაც არ მინდა ურთიერთობის გაგრძელება, ყველაფერს ისე უყურებ თითქოს უჩემოდაც ყველაფერი დაგეგმილი გაქვს, არ მინდა შენთან იმიტომ ვიყო რომ თავს ვალდებულად ვგრძნობდე, არ მინდა ჯერ ოჯახზე ფიქრი, ისიც არ ვიცი აქ ცხოვრება მინდა თუ არა.
- მოდი იცი რა, მომენდე და ყველაფერი დალაგდება, ატრაკებ რა უკვე, ბოდიში ამ სიტყვაზე მაგრამ ასეა, მიზეზებს ეძებ და ართულებ რარაცეებს, ხო გრძნობ ჩემთან თავს კარგად, დაჟინებული მზერით უყურებდა დიტო კატოს- ხო გრძნობ მიპასუხე
- კი
- მოგწონვარ თუ არა
- კი
- ხოდა ეგაა, არანაირი დისტანცია, იარე დაქალებთან , ოღონდ მერე მე მოგაკიტხავ და წამოგიყვან, დრო ისე გაანაწილე რომ ჩემთვისაც გქონეს და მათთვისაც , სულ დაქალების გვერდით ვერ იქნები ეგ ლოგიკურია
- დიტო ნუ მაძალებ ძალიან გთხოვ, არ ვიცი , მართლა არ ვიცი მინდა თუ არა ეს ყველაფერი, ცრემლები წამოუვიდა კატოს.
- ტირი ტოო ? არ მჯერა პროსტა, კაი მოდი მე გადავიხდი , შენ ცემლები შეიმშრალე , გავიდეთ და ისე ვილაპარაკოთ . დიტომ ანგარიში ჩახურა და კატოსთან დაბრუნდა, კატო წამოდგა, დიტო ახლოს მივიდა, ხელი მოხვია, თვალები თითებით შეუმშრალა, მიიხუტა, შუბლზე აკოცა და ასე დატოვეს რესტორანი.

მანქანაში ჩასხდნენ, დიტომ დაძრა და წყნარ ადგილას გადააყენა მანქანა, შემდეგ კატოს მიუბრუნდა, მისი ხელი ხელებში მოიქცია, შემდეგ თითებით თმები გადაუწია, ნაზად აუსვა უბეებთან თითები,
- უბრალოდ არ იცი რა მოთმინების უნარი მჭირდება რომ არ შეგეხო, რომ დისკომფორტი არ შეგიქმნა, იცი როგორ მინდება გაკოცო, ჩაგეხუტო, შეგიგრძნო, უბრალოდ ვერ ავღწე იმ ყველაფერს რაც შენთან მაკავშირებს, იცი როგორი მოთმინებით ველი იმ დღეს ბოლომდე რომ შემეძლება შეგიგრძნო, მოგეფერო, , როცა უბრალოდ მართლა ჩემი იქნები.
- დიტო გთხოოვ
- რატომ, რატომ არ გინდა ანალოგიურად შენც , რა ზღვარია, რატომ ავლებ, რატოომ
- იცი , კარგი იქნება თუ რამდენიმე კვირა ერთად არ ვიქნებით,და კიდევ ... ცოტაოდენი დუმილის შემდეგ უთხრა კატომ- სამსახურიდან მივდივარ.
- ვერსად წახვალ, გაბრაზებული ტონით უთხრა დიტომ, და ხელები საჭეს მიაბჯინა, ტონი გაუმკაცრდა, ხმას აუმაღლა, ძარღვები დაეჭიმა- ვერსად, ვერსად ვერ წახვალ, დაივიწყე, ამდენს გელაპარაკები, ყველანაირად ვცდილობ დაგარწმუნო, რომ მხოლოდ ჩვენი ერთად ყოფნაა ახლა გადაწყვეტილება, შენ კი უარესად იქცევა, ყვირილზე გადავიდა დიტო,
- ნუ მიყვირი- მკაცრად უთხრა კატომ
- კატო, რა გინდა რაა, რას იტხოვ ჩემგან , რას მთხოვ, რა გინდა , რის მიღწევას ცდილობ, რაც უფრო ვრბილდები, რაც მეტს გეფერები უარესად გარბიხარ , რა გინდა მითხარი, ამიხსენი, ადამიანური ენით ამიხსენი- ყვიროდა დიტო.
- მარტო ყოფნა მინდა ასეთი რთული გასაგებია დიტო ? მარტო მინდა
- ესეიგი მარტო გინდა არა, ხოდა იყავი მარტო, მე რაც შემეძლო გავაკეთე, მეტი აღარ შემიძლია, მარტო გინდა, ანუ არ გინდა ჩემთან , ანუ სამსახურიდანაც მიდიხარ, კარგი ,წადი, ერთი თვე როგორც კონტრაქტშია ვერსად წახვალ, ჩემგან კი წადი, აღარაფერს გაძალებ. - გაბრაზებული იმეორებდა დიტო, მერე ხმა ჩაუცრა , კატოს მიუბრუნდა რომელიც ჩუმად იყურებოდა ფანჯრიდან- ღვედი შეიკარი, სახლში გაგიყვან
- არ მივდივარ სახლსი
-სადაც მიდიხარ.
დიტომ კატო დაქალებთან დატოვა, ხმა აღარ ამოუღიათ გზაში, კატო ძალაგამოცლილი ავიდა კატოსთან , დიტო კი ირაკლისთან წავიდა სადაც ბიჭები ეგულებოდა. სახლში შევიდა თუ არა მანქანის გასაღები მაგიდაზე მიაგდო
- თუ ძმა ხარ ვისკი დამისხი რა ... ღრმად ამოიოხრა დიტომ.
- მშვიდობაა ? მიუბრუნდა ლაშა სანამ ირაკლი ვისკს დაასხავდა.
- ჭკუიდან გადამიყვანა, აღარ შემიძლია, რა დავაშავე ასეთი , აი რატომ , რატომ შემიყვარდა , მილიარდი გოგოა ამ ჩათლახ დედამიწაზე, რაღა ეს, ყველამ მე უნდა დამაწყვიტოს ნერვები
- რაო რა თქვა ამან, ვისკის ჭიქით მიუჯდა ირაკლი, შემიყვარდაო , ბიჭებს გაეცინათ
- ამას მაგრად აქვს დარხეული მგონი- ჩაილაპარაკა დათკამ
- მიდი ამორერღე რა მოხდა, - მიუბრუნდა ლაშა
- ვიღაც უყვარს მგონი ცალმხრივად, სამსახურიდან მივდიარო, დისტანცია მინდაო, მარტო მინდა ყოფნაო
- რთულადაა საქმე, ჩაილაპარაკა ლაშამ,მართლა პირველად ნახა დიტო ამ მდგომარეობაში
- შენ რას აპირებ კითხა ირაკლიმ,
- არ ვიცი, მაგის დაკრულზე არ ვივლი, მარტო არა ჩემი ფეხები, რომ ვეხები გატრუნულია ხოლმე
- მისმინე, არ უნდა გეკიტხებოდე მაგრამ გქონდათ რამე
- ბიჭო , რა რამე ერთ კოცნას გადამაყოლა
- მდაჰ
- ისე რომ შეეეშვა ცოტა ხანს
- შანსი არაა ვერ გავძლებ , აღარ შემიძლია , ჯერ მარტო, გოგოს კოცნა მინდა რამე მინდა თავს ძლივს ვიკავებდი, და ახლა შევეშვა ?
- მისმინე, მესმის მარა , ანუ იქნებ ჯობს, დისტანციას თუ დაიცავ , უფრო მიხვდება რა ,შეიძლება აქეთ შეგეხვეწოს მერე, ასე თუ ისე აქეთაც ხომ შეგეჩვია
- ისე მამენტ მართალი ხარ, წინ ერთი თვე მაქვს, გავამწარებ , მაგან ნახოს პროსტა სიშორე რაც არის. თქვა და ვისკი გადაკრა.

აბა როგორ მოგწონთ მეგობრებო ?



№1  offline წევრი It’s olivia

აუ რა კარგი თავი იყო, შემდეგ თავი ძალზედ საინტერესო უნდა გამოვიდეს, ეჰ საწყალი დიტო მეცოდება, მაგრამ
კატოსიც მესმის, ორივეს თავისი გაჭირვება აქვთ მაგრამ იმედია მალე ერთად იქნებიან, ველოდები ახალ თავს, წარმატებები❣️❣️❣️

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მე მომწონს ეს ისტორია,ვერაფერს ვიტყვი,გენდობი,,,ძალიან საინტერესოოა,

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუ ძალიან მომწონს და მაინტერებს მალე დადე რა შემდეგი თავი ბევრი არ გვალოდინო❤❤????

 


№4  offline წევრი Maia G.

მე ძალიანაც მომწონს და მაინტერესებს ერთი როგორ მოარჯულებს ამ "თხას" დიტო ❤❤

 


№5 სტუმარი ანუ

ამ კატოს რაუნდა ამიხსნის ვინმე?

 


№6 სტუმარი სტუმარი Rin Nohara

ანუ
ამ კატოს რაუნდა ამიხსნის ვინმე?
sakmaod advilad gagcems shemdegi tavi pasuxs :)

 


№7 სტუმარი ევა

როდის დადებ?

 


№8  offline წევრი LI_BE

ეს დიტო ცოტა ვერ არის, რაა. თუ კი რამე სიმპატია აქვს, ამ გოგოს მის მიმართ, იმასაც დაკარგავს ასეთი შტერული საუბრებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent