ვითომ შემთხვევით (მეცხრე ნაწილი)
კატოს ხასიათი გაფუჭებული ქონდა, პირველად ნახა დიტო წყობიდან გამოსული და ხვდებოდა, რომ წინ არასასიამოვნო დღეები ელოდა, დიტომ კი სასმელს გული გადააყოლა და მკაცრად გადაწყვიტა, სიყვარულის გამო სისუსტე არ გამოევლინა. მეორე დღეს გაწონასწორებული დაბრუნდა სამსახურში, პირველივე ზარი კატოსთან იყო. - ერთ საათში ანგარიშების პრეზენტაცია მზად იყოს. საკონფერაციოში შევხვდებით. - ბრძანება გასცა და ტელეფონი გათიშა, მკაცრი აუტანელი უფროსის ტონი ქონდა. - უკვე დაიწყო, გაიფიქრა კატომ გულში და პრეზენტაცია სწრაფად ააწყო. ერთ საათში , ის დიტო და აკაკი , სწორედ ის პარტნიორი რომელიც კატოს ეფლირტავებოდა, კაბინეტში ისხდნენ და საუბრობდნენ. - მე ძალიან მომწონს- აღფრთოვანება გამოხატა აკაკიმ, - ბევრია სამუშაო და დასახვეწი, ეწყობა რომ ნაჩქარევად არის აწყობილი, და ბევრი არ გაქვს ნაფიქრი.- მკაცრად უთხრა კატოს დიტომ და საბუთებში ჩაიხედა. კატოს ნერვები მოეშალა მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება სცადა. - გასაგებია, ვეცდები მალე დავხვეწო. - დრო ბევრი არ გვაქვს, ხვალ დილით 9 საათზე განმეორებით ჩავნიშნავ შეხვედრას, მიუგო დიტომ, აკაკი არაფერს ამბობდა რადგან კატოსთან განმეორებით შეხვედრა ძლიერ უხაროდა. - გასაგებია. კატო გაბრაზებული გავიდა კაბინეტში, ღრმად ჩაისუნთქა და სემდეგ ანკას დაურეკა, საღამოს ანკას საქმრო უნდა გეცნოთ, - ანკა, ძაან მინდა ხო იცი, დათოს გაცნობა მაგრამ ვერ მოვალ, დიტომ დილისთვის პრეზენტაციის აწყობა მომთხოვა, ბევრი სამუშაო, ვერ მოვასწრაბ - აუ კაი რა კატო, იცი დათო რამდენი ხანია შენს გაცნობას ელოდება, მისი ძმაკაცებიც იქნებიან, დიტოს ხო ევასებოდი, მიდი რა სთხოვე, არ გეტყვის უარს - მოკლედ ვიჩხუბეთ რა, ერთ თვეში მოვდივარ სამსახურიდან, დეტალებს მერე მოგიყვები, უბრალოდ , მარტო დიტოს თემა რომ იყოს დავიკიდებდი,პროსტაა , პარტნიორიც იქნება , აკაკი რომ არის. - აუ რაა, ბოლოს ხო რამე რომ არ გაფუჭდეს არ შეიძლება რა ხასიათი გაუფუჭდა ანკას. - მისმინე ამ დღეებში უეჭველი გნახავთ, თქვენ კარგად გაერთეთ რა. დიტომ კარგად იცოდა რომ ანკას საქმრო მისი ძმაკაცი დავითი იყო, სწორედ იმიტომმ რომ კატო მოსწონდა დიტოს ცოტა ხანის სამეგობროების გაცნობისგან თავს იკავებდნენ, ერთი პერიოდი ანკას ისიც კი ეგონა რომ არასერიოზულად მიყურებს დავითიო, სანამ ცოლობა არ სთხოვა. მერე ნელნელა დიტოც გაიცნო მაგრამ არ ეგონა ეს კატოს დიტო თუ იყო. ეს გაცნობის თემა კი დათომ სწორედ კატოს და დიტოს შესახვედრებლად მოაწყო. დიტო საგულდაგულოდ შეიმოსა და საღამოს ელოდებოდა, რომ შეხვედრაზე მეგობარ გოგოსთან ერთად მისულიყო და კატო გაემწარებინა. თუმცა არ ფიქრობდა რომ პრეზენტაციის გამო შეიძლება ასეთ შეხვედრაზე უარი ეთქვა. კატოს თათამ დაურეკა - გოგო ანკამ დამირეკა, ეწყინა ვერ მოდისო - გოგო საშინლად მაქვს ხასიათი მოშხამული, ხო იცი როცა ასეთ ხასიათზე ვარ თავ პირი ჩამომტირის, კი მოვიდოდი ერთი ორი საათით მაინც მაგრამ ჩემი მოშხამული სახით ანკასაც გავუფუჭებ ხასიათს, მერე მეტყვის სულ მხიარული ხარ და რაღა ჩემს დროს გაგიფუჭდა ხასიათიოო, მოკლედ ამიტომ ჯობს არ მოვიდე რა. - რა მოხდა ასეთი - მერე მოგიყვებიი რაა, ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი - კაი კატ, მართალი ხარ ისე, მარა , ცოტა ხნით სანამ შეხვედრაზე წავალ გამოგივლი, მინდა გნახო, არ ხარ რაღაც კარგად - ჰოო, მართლა გამიხარდება თუ მნახავ. თათამ კატოს შეუარა, მოუსმინა და დაამშვიდა, იცოდა რომ როცა კატო გადაწყვეტილებას იღებდა მერე მას რთულად ცვლიდა, დიტოს დრევანდელმა ქცევამ კი უფრო დაარწმუნა კატო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. საღამოს ყველა ბარში იყო. ყველა შეიკრიბნენ, დიტო და კატო კი არსად ჩანდა, საუბრობდენნ დალევას კი არ იწყებდნენ ბარემ ყველა მოვიდესო, დათო შეგნებულად არ კითხულობდა კატოს, ფიქრობდა რომ იგვიანებდა, და არ უნდოდა მერე ანკა მიმხვდარიყო ამ შეხვედრის ორგანიზების რეალურ მიზეზს როცა დიტო და კატო ერთმანეთს იცნობდნენ. დიტოც მოვიდა სალოსთან ერთად, რომელიც წლებია დიტოს მოსვენებას არ აძლევდა, ადრე ერთმანეთთან სექსუალური ურთიერთობაც ქონდათ მერე მეგობრობდნენ, ამ შემთხვევაში კი დიტოს გაფრთხილებული ყავდა სალომე რა საქმისთვისაც სჭირდებოდა, სალომესაც სხვა პარტნიორი ყავდა,ამიტომ დიტო აღარ აინტერესებდა და გადაწყვიტა მეგობრულად დახმარებოდა მამაკაცს. სალომ და დიტომ განკუთვნილი ადგილი დაიკავეს. - სასიამოვნოა ანკა, თავაზიანადა შეხედა დიტომ ანკას, და გულთბილად მიესალმა. - აბა რას შვებით - თქვენ გელოდებოდით - მიუგო ანკამ. დიტომ მაგიდას გადახედა, კატო რომ ვერ დაინახა , და თან ანკას საუბრით დაასკვნა რომ მხოლოდ მათ ელოდებოდნენ, ჩათვალა საპირფარეშოშია კატო და მალე მოვაო, გამარჯვებული მზერით გააბა ბაასი სალომესთან რომელიც კატოს კიტხულობდა. დათო კი ანკას მიუბრუნდა. - კატოც მოვა , და შეგვიძლია დალევაც დავიწყოთ. - უი დამავიწყდა თქმა კატო არ მოდის. დათოს მზერა შეეცვალა და თან თვალები დიტოსკენ გაექცა რომელმაც სწრაფა მიაშურა თავისი მზერა კატოზე მოსაუბრე წყვილს - რატო ტოო, ხო ყველა უნდა მოსულიყო, ნაწყენმა თქვა დათომ , ესაა არაფერს მაზავს რაც არ უნდა იყოსო. - რავი პრობლემები აქვს სამსახურში, და ბევრი საქმე ქონდა დღეისთვის - მაინც არ ეპატიება, ყველას ბევრი საქმე გვაქვ ლაშა დიტოს მისჩერებოდა და ერთი სული ქონდა დიტოსთვის ეკითხა რა გააკეთე დღესო. - ანუ აქ მოსვლამდე ვიყავი კატოსთან , მართლა ბევრი საქმე აქვს და ვერ გამოვიდოდა, ამ ერთხელ ვაპატიოთ, სსაუბარში ჩაერია თათა რომელიც დიტოს გვერდით იჯდა. თათას გვერდით მჯდომმა თიკამ გაუბა საუბარი~ - მოიცა , ანუ რაღაც სერიოზულია , კატომ რომ ეს გამაზა ხო - აუ კრეტინი უფროსი ყავს რა, დრო კი ქონდა მაგრამა ნერვები ქონდა მოშლილი და გაღიზიანებული იყო, და რომ წამოვიდე ჩემი მოსხამული სახით ყველას ჩაგაშხამებთ საღამოსო, დიტო, ყურადღებით უსმენდა გოგოების საუბარს და არ იცოდა გახარებოდა თუ სწყენოდა. - აუ მაგ ტიპს ხო ხვდებოდა, რა მოხდა კი მაგრამ - გრძელი ამბავია, თუ გინდა აქედან მასთან ავიდეთ რა, - და რომ წამოვიდეს სამსახურიდან - ერთ თვეში მოდის - აუ ახლა ერთი თვე ასეთ დღეში უნდა იყოს ? - არა პროსტა ხო იცი მაგის ხასიათი რამდენიმე დღეც და დაიკიდებს რა. - არც კი ვიცი რა ვთქვა - არც მე , კაი მოდი კატოზე არ ვილაპარაკოთ თორემ ანკა ისედაც ნაწყენი იყო. - ხოო, კარგი კარგი. დიტოს ნერვები მოეშალა და მოსაწევად გავიდა, უკან ლაშა გაყვა - რა უთხარი დღეს ასეთი - - აუ არაფერი, პროსტა საქმე მივეცი, რომ დამჯდარიყო და ეთენებინა - კაი რა , ხო იცოდი დღეს აქ რომ უნდა მოსულიყო, ვერ მოითმინე, ხვალამდე მაინც, თან ვერ გაიგე თათამ რა თქვა, ნერვებმოთხრილი იყოო - აკაკისთან ვუთხარი, ეტყობა რომ ნაფიქრალი არ გაქვს პრეზენტაციაზეთქო, არადა ერთ საათში გავამზადებინე - პირდაპირ გეთქვა, აკაკისთან დავამცირეთქო - ხოო, ის ახვარი ეფლირტავებოდა, ყველაფერი მომწონსო. - ხო იცი რომ კატოს თავმოყვარეობაზე შეხება ძვირი გიჯდება ხოლმე - არ მომწონს ის ახვარი როგორც უყურებს და რა ვქნა - ის ახვარი როგორც შენ ამბობ აფასებს კატოს , შენ მასხრად აიგდე ანუ, მგონი გეშლება რაღაცეები - რას შვებით ბიჭებო- საუბარს შეუერთდა დათო- ბიჭო ვერაფერი გავიგე, ხო იცოდი აქ უნდა მმოსულიყო - გაბრაზდა, დღეს ცუდ ხასიათზე იყო და მაგიტომ ვერ მოვიდა ალბათ, თან საქმე მივეცი ბევრი, მაგრამ მაგის ხასიათი რომ ვიცოდი მაინც მეგონა რომ მოვიდოდა. - აუ არაფერს გკიტხავ, იმიტომ რომ აშკარად რაღაც ცუდი გააძრე, ეგ რომ ანკას საქმროს გასაცნობად არ მოვიდა- საუბარში ჩაერია ირაკლი. - აუ ნუ შემეცით რა - კაი შენი საქმის შენ იცი, უპასუხა ლაშამ და ბარში შებრუნდა. ბევრი ისაუბრეს , პირველები დიტო და სალომე წამოვიდნენ სახლში. - იცი, არ ვიცნობ კატოს მაგრამ ვიცი რა რთულია შენი გულის მოგება, რადგან ესე მოგწონს ალბათ მაგარი გოგოა, ჰოდა ნუ აყვები ემოციებს, თავი მოთოკე და ისე იმოქმედე, შენ რომ მოგწონს ეგეთ გოგოებს , შენი ხრიკებით ვერ დააბამ- გულწრფელად უთხრა სალომ დიტოს და დაემშვიდობა. მეორე დილით არაჩვეულებრივი პრეზენტაცია დაახვედრა კატომ და დიტოსგან კარგი შეფასებაც მიიღო, აკაკიმ კი ლანჩზე დაპატიჟა , თუმცა კატომ უარი უთხრა და იქაურობა დატოვა, დიტოს ესიამოვნა რომ შურის საძიებლად კატო არ გაყვა აკაკის, თან ფიქრობდა რამდენი გოგო მოიქცეოდა ამის საპირისპიროდ. საღამომდე იმუშავა და სახლში წავიდა, დიტოს მთელი დღის მანძილზე მისთვის ხმა არ გაუცია. მეორე დღიდან დიტოსთან სტუმრობას სალომ მოუხშირა, ერთად სვამდნენ ყავას ლანჩზე, კატო კი ამ ყველაფერს უყურებდ ადა ღიზიანდებოდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია, ორი კვირის თავზე, კი პირად ასისტენტად გააცნო სალომე დიტომ თანამშრომლებს, ამაზე საერტოდ აიჭრა კატო და ლოცულობდა მალე გასულიყო დარჩენილი ორი კვირა. სალომ კი კატოსთან სცადა კონტაქტის დამყარება, კატომაც გულღიად მიიღო, გულწრფელად ფიქრობდა რომ სალომე მის და დიტოს ურთიერთობაში არაფერ შუაში იყო, და არ უნდა მოქცეულიყო უსამართლოდ, ამიტომ მალე დამეგობრდნენ, დიტო ვერანაირ ბრაზს ვერ ატყობდა კატოს და ეს ნერვებზე შლიდა. თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებდა მანამ სანამ, კატოს ცამხრივი სიყვარული, არ გამოჩნდა, ერთ საღამოს როცა დიტო და მისი ძმაკაცები ბარში ისხდნენ, კუთხეში კატო შენიშნეს უცნობ მამაკცთან ერთად, ეს პირელი შეხვედრა იყო კატოს და იმ ადამიანის რომელიც ამდენ ხანს უყვარდა და ისევ დაბრუნდა საქართველოში. - ეს ჩემისა ვინღაა, ბრაზით წარმოთქვა დიტომ - დამშვიდდი, ან მეგობარი იქნება ან ნათესავი - ან მისი ყოფილი ან მომავალი, გაბრაზებულმა თქვა დიტომ - აუ ეჭვიანობის სცენებს ნუ აწყობ თუ ძმა ხარ. დიტომ ტელეფონი აიღო და სწრაფად აკრიფა ტექსტი - კარგად ერთობი ? კატომ დაბნეულმა გახსნა ესემესი და მიმოიხედა, იგრძნო რომ სადღაც დიტო იჯდა და უყურებდა. არაფერი უპასუხა. - გარეთ გამოდი - კვლავ მიწერა დიტომ, კვლავ არაფერი უპასუხა - თუ არ გამოხვალ მე მოვალ . კატო ადგა და გავიდა, თან რატის ბოდიში მოუხადა და აუხსნა, ნაცნობმა დამინახა, მოერიდა მოსვლა, ვნახავ და დავბრუნდებიო. გარეთ გავიდა - გისმენთ ბატონო დიტო - ვისთან ერთად ხარ, მშვიდად იკითხა დიტომ და ნაპასი დაარტყა - რატისთან ერთად - სახელი არ მიკიითხავს - ვერ ვხვდები ,რატომ ვარ ვალდებული , ჩემს პირადზე თქვენთან ვისაუბრო, ვინც არ უნდა იყოს. - თავს ნუ ისულელებ გისმენ - რატი ის არის ვიზეც ადრე გითხარი - რომ გიყვარდა ? - ხო - მატყუებ - მე გიპასუხე, ახლა უხერხულია უნდა შევბრუნდე. დიტომ მკლავით დაიჭირა კატო, - არ დამისრულებია საუბარი, - დიტო, მგონი ყველაფერი გავარკვიეთ, ზედმეტად ერევი ჩემს ცხოვრებაში,მაშინ როცა არანაირი ფაქტობრივი თუ მორალური ამის უფლება არ გაგაჩნია - რომელ მორალზე მესაუბრები როცა რაღაც სიშტერე ტყუილს მეუბნები - არ გატყუებ , რატი, საქართველოში ერთი კვირაა რაც დაბრუნდა და შეხვედრა მთხოვა, ხოდა მეც შევხვდი, მგონი ადრეც გითხარი რომ მიყვარდა, ვერ ვხვდები შენ უნდა გთხოვო ნებართვა - ისევ გიყვარს ? - შეიძლება - კატოო - მიყვარს თუ არა ამას ახლა რა აზრი აქვს, ვისაც მინდა იმას შევხვდები, რას მიკონტროლებ, ბრაზი შეერია კატოს ხმას - იცი რომ , მაგას არ დავუშვებ - აი რა უფლებით დიტო ? რა უფლებით მეუბნები ამას, როცა თავად სხვებს ხვდები - მე არავის ვხვდები - ხო არაა ? გაეცინა კატოს - არავის ვხვდები მეთქი,სალო მეგობარია - აჰა , ბევრი გოგო მეგობარი გყავს როგორც ვიცი ხო - ხო - და ანუ ყველასთან წევხარ ხო, გაეცინა კატოს - საიდან მოიტანე - მთელი ოფისი იმაზე საუბრობს , რომ საყვარლები იყავით, თქვენი ფოტოებიც კი მაქვს ნანახი დიტო - ეგ ადრე იყო, ძალიან ადრე, ახლა არაფერი ხდება, და ვიღაცს მონაჩმახს ნუ იჯერებ- ყვირილზე გადავიდა დიტო - მეორედ არ გაბედო და ასეთი ტონით აღარ დამელაპარაკო დიტო- ხმა გაუმკაცრდა კატოს, სწორედ ამ დროს რატიც შემოუერთდა მათ საუბარს, და დაძაბული ხმის გაგონებაზე კატოს კითხა სიმშვიდე იყო თუ არა. კატომ მამაკაცები ერტმანეთს არც კი გააცნო ისე შებრუნდა რატისთან ერთად რესტორანში და წასვლა სთხოვა. რატის დააინტერესდა ვინ იყო ეს მამაკაცი მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩათვალა კითხვა მიზანშეწონილად. კატოს ყპოოველთვის ეგონა რომ ცალმხრივად უყვარდა რატი თუმცა ცდებოდა, რატი სულ ადევნებდა მას თვალყურს უცხოეთიდანაც კი, აქაც იმის გამო დაბრუნდა რომ გაიგო, კატოს ვიღაც რომ დასდევდა, დაკარგვის შეეშინდა და სწრაფად დაუბრუნდა სამშობლოს. თუმცა კატომ , რატისთან შეხვედრის მერე, კარგად გაიაზრა რომ მის მიმართ არანაირი ემოცია აღარ შემორჩენოდა და მთელი არსებით დიტოს გვერდით ყოფნა სურდა. შემდეგ დღეს დიტომ კატო კაბინეტში დაიბარა, კარი გადაკეტა და საუბარი სთხოვა. - მგონი ეს სამუშაო სივრცეა და არა პირადზე საჭორაო, მკაცრი იყო კატოს ხმა - აქ უფროსი მე ვარ, და როგორ სივრცედაც მინდა იმას ვაქცევ ეს ერთი, მეორე მგონი ჯერ კიდევ ვერ იაზრებ ვისთან გაქვს საქმე , ასე თავს არ დაგანებებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ჩემს მიმართ შენს გაქვს გრძნობები, - არანაირი გრძნობა არ მაქვს, ჩაივლის ეს კვირაც და სამუდამოდ დავემშვიდობებით ერთმანეთს. - ძაანაც რომ გინდოდეს სამუდამოდ ვერ დავემშვიდობებით ერთმანეთს და გინდა გითხრა რატომ - შენი თავდაჯერებული პასუხების ნერვები აღარ მაქვს დიტო, დამანებე რა თავი , და მა ნე ბე- ყვიროდა კატო - არა, სრულიად ობიექტურ მიზეზს გეუბნები, იმიტომ რომ, შენი ანკა და ჩემი დათო ქორწინდებიან,ჩემს ლაშას და შენს თათას ერთმენეთი ევასებათ და ხშირად შევეყრებით მათ ქორწილებში თუ სუფრებზე ერთმანეთს. - მოიცა მეკაიფებით ახლა თუ რა ხდება- გაოცდა კატო - ესაა რეალობა, ამიტომ ძაან კარგად ვიცი, რომ გრძნობები გაქვს ჩემს მიმართ, შენმა დაქალებმა, ისე გაგყიდეს ამის შესახებ ჯერ თავადაც არ იციან. - ეგ ადრე იყო, ახლა შეიცვალა - რაც სალომეზე გაიგე მას მერე შეიცვალა, და ვიღაც კოების საუბარს კიდევ თუ დაიჯერებ სხვანაირად დაგანახებ სიმართლეს. - ხოო ?მართლა ? მემუქრები თუ როგორ მივიღო. - ხო გემუქრები, დავიღალე შენი დევნით და ბავშვური საქციელების ატანით, დროს გაძლევ რომ დაფიქრდე, გაძლევს საშუალებას ცოტა ხანს დაფიქრდე, დისტანცია დაიცვა და ჩამოყალიბდე, მაგრამ გეფიცები თუ კიდევ ერთხელ დაგინახავ ან გავიგებ რომ რატის ისევ შეხვდი, სამუდამოდ, სამუდამოდ დაგანებებ თავს, ჩავთვლი რომ სწორედ ეგ იქნება, მიყვარდე კი არა სულ რომ დედა მე***ნებოდეს , მაინც შეგეშვები, უშენოდ რომ კვდებოდე ახლოს აღარ გაგეკარები, უკვე პრინციპის საკიტხია, რომ მიყვარხარ და ზედ გყვები, დააფასე, ვიღაც სირების მოსმენას თავი დაანებე, და სასიყვარულო თამაშების თამაშს შეეშვი, რის გამოც მომეწონე იმის საზღვრებს სცდება სენი ქცევა. მე გაგაფრთხილე და ახლა შენი გადასაწყვეტია. - თიტქმის ყვირილით და მკაცრი ტონით ელაპარაკებოდა დიტო კატოს, კაბინეტის კარი გამოაღო და ხმაურით გაიხურა. კატო კი განერვიულებული და ჩაფიქრებული დატოვა. კატო განერვიულებული გავიდა ოთახიდან , მისი კაბინეტიდან ლეპტოპი აიღო და სახლში წავიდა, მუშაობის თავი დღეისთვიის ნამდვილად არ ქონდა. ანკას და თათას დაურეკა და მისვლა სთხოვა, გოგოებს ყველაფერი მოუყვა, ცოტაც იტირა, შემდეგ კი დაღლილს მიეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.