შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Amor a primera vista 2


26-04-2020, 22:57
ავტორი Dead girl
ნანახია 4 126

საერთოდ, ბავშვობიდან წერა მიყვარდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ ვგრძნობდი თავს. მიხაროდა,ბედნიერი ვიყავი,გულნატკენი თუ იმედგაცრუებული, სულ ვწერდი და შემდეგ თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობდი,ამიტომ გადავწყვიტე ამ ხერხისთვის მიმემართა და საკუთარ თავში დაკარგულმა კალამი მოვიმარჯვე. დიდხანს ვაშტერდებოდი ცარიელ ფურცელს,რომელზეც მინდოდა ჩემი აუხსნელი გრძნობები გადმომეტანა,მაგრამ ვერაფრით მოვახერხე და ამან კიდევ უფრო დამზაფრა. რაღაც მომენტში ძალიან მომინდა მეტირა,მაგრამ თავს მოვერიე და ნაცნობი,დაზეპირებული ნომერი ავკრიფე :
- რვაზე ჩვენს ადგილას რა. - ჩავძახე მეგობარს განწირული ხმით და ნათლად ვიგრძენი მისი ანერვიულება,მიუხედავად იმისა,რომ ჩემთან არ იყო.
ერთი ‘’კარგიო’’ ჩამყვირა და ნაჩქარევად გამითიშა.
რვის ნახევრამდე ნერვიულად დავდიოდი ოთახში, მერე სწრაფად ჩავიცვი,საფულე მოვიმარჯვე და ოთახიდან გამოვედი.
- რადას ვხვდები,დე. - ვეუბნები დედას,რომელიც სამზარეულოში ტრიალებს და სახლს ვტოვებ.
გერგედავას გეგეშიძის პარკში ვხვდები. გაქვავებული თვალებით ზის ჩვენს ‘’საყვარელ’’ სკამზე და ისეთ დღეშია, ცოტაც და თითების ჭამას ან თმის გლეჯვას დაიწყებს ნერვიულობისგან. ჩემს დანახვაზე ოდნავ იღიმის და მოთმინებით მელოდება როდის ვინებებ ხმის ამოღებას. რამდენიმე ღრმა ამოსუნთქვის,სიტყვების ძებნისა და თითების მტვრევის შემდეგ მიწყებ :
- მგონი,რაღაც მჭირს ...
ჰო,დაახლოებით ორმოცი წუთი ვფიქრობდი როგორ დამეწყო საუბარი და საბოლოოდ ასე ‘’გადავწყვიტე’’.
- მგონი ვიღაც მიყვარს,მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი არაა... - ამ სიტყვების გაგონებაზე რადა მთელი ტანით ტრიალდება ჩემკენ და გაფართოებულ,მწვანე თვალებს მანათებს.
- რას ნიშნავს ჩვეულებრივი ადამიანი არაა? - ბლუკუნით მეკითხება და ცდილობს წინასწარ განსაზღვროს რომელ მითიურ პერსონაჟს ვიტყვი.
- მსახიობია,თან ქართველი არაა. - თვალებს ვხრი,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც საშინელება გავაკეთე და იმაში ვუტყდებოდები საუკეთესო მეგობარს.
რადა ალეწილი სახით მიყურებს,შემდეგ კი ისეთი ხარხარი უტყდება,რომ მთელი პარკი ჩვენ გვაშტერდება.
- ამის გამო მანერვიულე? - სულს ძლივს ითქვამს.
მე წყინს და როგორც მჩვევია ტუჩების დაბუშტვით,პატარა ბავშვივით ვებუტები. ჩვეული ხერხით,ანუ მწვანე ‘’მაქსფანით’’ მირიგებს და ცდილობს დაწვრილებით გამომკითხოს ვინ არის ის ‘’ბედნიერი’’ ჩემი გული,რომ დაიპყრო და თვითონ ასე ანერვიულა.
მეც მთელი მონდომებითა და ემოციებით ვუყვები როგორ ამოტრიალდა მისი ხმის გაგონების შემდეგ მთელი სამყარო,როგორ არანორმალურად ვგრძნობ თავს და როგორი განწირულია ჩემი სიყვარული მხოლოდ იმიტომ,რომ მე ‘’ჩვეულებრივი’’ ადამიანი ვარ, ის კი - არა.
გვიანობამდე რადასთან ერთად მთელ ქალაქში უმისამართოდ დავხეტიალობ ისეთი შეგრძნებით,თითქოს მინდა რაღაცას ან ვიღაცას გავექცე,მაგრამ არ ვიცი რას ან ვის. ორის ნახევრისთვის გერგედავა სახლამდე მაცილებს,შუბლზე მკოცნის როგორც მზრუნველი დედიკო და მანამ არ მიდის სანამ სახლში არ შევალ.
დედაჩემს ტელევიზორთან სძინავს. მეცოდება გასაღვიძებლად,ამიტომ პლედს ვაფარებ, ტელევიზორს ვრთავ,შუქებს ვაქრობ და ჩემს ოთახში მივდივარ. სანამ დავიძინებ ‘’მის’’ ფოტოებს ვათვალიერებ გაბადრული და უჩვეულოდ ბედნიერს მეძინება იმ ღამით.

ამ ყველაფრიდან ორი თვის თავზე,გამოცდების ციებ-ცხელება რომ დამეწყო მაშინ მივხვდი,მიგელის ფოტოებსა და ხმაზე ჩაციკვლა ვერაფერს მიშველიდა,ამიტომ იმაზე უფრო მეტად ვიხარჯებოდი ვიდრე აქამდე და იმაზე უფრო მეტად მენატრებოდა ისიც,ვიდრე ოდესმე.

მოგნატრებიათ ადამიანი რომელსაც არც კი შეხვედრილხართ? რაღაცნაირი,სულ სხვანაირი მონატრებაა. თითქოს მხოლოდ გულს,თვალს და ყურს კი არა,სულს აკლია მისი არ’ყოფნა.

მოკლედ, არ ვიცი როგორ,რანაირად, რა ძალით,მაგრამ ფაქტია,სამოცდაათ პროცენტიანი გრანტით ჩავირიცხე სასურველ უნივერსიტეტში,სასურველ ფაკულტეტზე. ეს,რომ გავიგე ჯერ დედაჩემს შევაფრინდი ორი წლის ბავშვივით,შემდეგ რადას ვახარე,რომელიც ჩემზე უფრო ნერვიულობდა ჩემი გამოცდების ამბავს.
- მოვდივარ,ოც წუთში მზად იყავი,უნდა დავლიოთ! - ბედნიერებისგან აკივლებული მიყვირის და მეც ბედნიერებისგან დამუნჯებული მხოლოდ თავის დაქნევასღა ვახერხებ.
მაღალწელიან ჯინსსა და ლამაზ,შავ ტოპში გამოწყობილი ვტოვებ სახლს. მეგობრის მანქანისკენ კი არ მივდივარ, მივფრინავ და ისიც ისე მეხუტება,სადაცაა გამგუდავს.
- ყოჩაღ! ყველაზე საოცარი მყავხარ! - უნდა ყველა დადებითი სიტყვა მითხრას რაც კი ოდესმე სმენია,მაგრამ საბოლოოდ სიტყვებს მაინც ვერ უყრის თავს.
იმ ღამემ,რაღაცნაირად კიდევ ერთი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ის სამსახური შემომთავაზეს,რომელზეც ვოცნებობდი და მეც გახევებულმა ვერც კი მოვახერხე შემოთავაზებაზე მაშინვე,სიხარულით თანხმობა მეთქვა.

აი,ყველაფერი ასე დაიწყო:

რადამ სადღაც ბარში წამიყვანა,რომელსაც იმხელა სახელი ჰქონდა არც კი მიცდია დამემახსოვრებინა. ვსვამდით,ვერთობოდით, რადა - ბიჭებს ეფლირტავებოდა, მე ჩემი ეკრანიდან მომზირალ მიგელს შევციცინებდი.საიდანღაც, გერგედავას სახელი მოგვესმა.
- როგორ ხარ? ასე უნდა დაკარგვა? - ჩემთვის უცნობი ბიჭი მთელი ძალით უბრახუნებს მხარზე ხელს ჩემს დაქალს.
- ლაშა ! - კივის ისიც და მთელი ძალით ეხვევა ბიჭს. მერე, მეც ვახსენდები და ჩემს თავსაც აცნობს.
- ლაშ, ეს ლეაა,დღეს ჩაირიცხა ჯავახიშვილში,ჟურნალისტიკაზე და აღვნიშნავთ რა! - გაბადრული ურაკრაკებს ჩვენი იქ ყოფნის მიზეზს. მეც რაღაცნაირად თავდაჯერებული ვართმევ ე.წ. ლაშას ხელს.
დიდხანს ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე სასმლის თანხლებით და აი,წამოსვლის ჟამს ლაშა მოუოდნელად იძახის :
- სამსახურს ხომ არ ეძებ? ტელევიზიაში ჟურნალისტები ‘’შემოგვაკლდნენ’’ და .... - თავს უხერხულად იქექავს და პასუხის მოლოდინში თითებს ნერვიულად ათამაშებს.
ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ,ყურები მიგუბდება,ხელები მიოფლიანდება და საბოლოოდ,მხოლოდ თავის დაქნევას ვახერხებ.



№1  offline წევრი Mari Orjonia

Bien, megusta! ❤

 


№2  offline მოდერი N1penguin

საინტერესოა... განსხვავებული... ძალიან დავინტერესდი, რა შეიძლება მოხდეს და რა კავშირშია მიგელი ამ ყველაფერთან. წარმატებები heart_eyes

 


№3  offline წევრი Dead girl

N1penguin
საინტერესოა... განსხვავებული... ძალიან დავინტერესდი, რა შეიძლება მოხდეს და რა კავშირშია მიგელი ამ ყველაფერთან. წარმატებები heart_eyes


დიდი მადლობა <3

 


№4  offline წევრი Lu Miki

აღაფ გრძელდება ეს ისტორია ? °♡°
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent