შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ვარსკვლავებისკენ (მესამე თავი)


27-04-2020, 22:34
ავტორი ჟანა მოსიძე
ნანახია 934

ტელეფონის ეკრანს დავხედე, უცხო ზარი იყო და გავთიშე. იმ წამსვე მეორედ შემოვიდა ზარი იგევე აბონენტიდან, დამაინტერესა და ვუპასუხე:
- ჰეი, დაჩი ვარ! როგორ ხარ?
- ამმ, კარგად შენ?
- ნორმალურად. რას შვები?
- რავი ახლახან დავამთავრე მეცადინეობა და დასვენებას ვაპირებდი.
- ყოჩაღ, შენ მეცადინეობაც მოგისწრია, მე კიდევ ჯერ არც მისადილია.
- ხოომ...
- კარგი აღარ მოგაცდენ, დაისვენე, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი.
- კარგად! მადლობა, რომ მომიკითხე
- კარგად!
საწოლზე ენერგია გამოცლილი დავენარცხე, ტელეფონი კომოდზე დავდე და თვალები შვებას მიეცა. მაგრამ ტელეფონმა კვლავ რეკვა ატეხა, ეკრანს არც დავკვირვებივარ ისე ვუპასუხე:
- გისმენ დაჩი, რამე დაგრჩა სათქმელი?- უხეშად ვეუბნები
- მე ჯერ არც დამიწყია საუბარი!-უცნობმა თავდაჯერებულმა მომმართა.
- უკაცრავად, რომელი ხარ?- განცვიფრებული საწოლზე წამოვჯექი.
- მომეჩვენა თუ ზრდილობიანად მომმართე? ნუთუ ესეც შეგიძლია. დროდადრო უფრო და უფრო მაკვირვებ!
- ნუთუ ეს შენ ხარ, „ლეგენდარული მსაჯი“ ?!
- შეგიძლია გიო დამიძახო.
- აჰამ, ნუთუ ბოდიშის მოსახდელად დამირეკე?!
- არა, მე ბოდიშს არასოდეს არ ვიხდი! თანაც არ ვაპირებ არაფრის გამო გავაკეთო ეს.
- არაფრის გამო?! ჰაჰ. პრინციპში ვის ადარდებს?!
- ვფიქრობ აქეთ გაქვს ბოდიში მოსახდელი. ახლაც მტკივა ზურგი, დილით ძირს, რომ მომაჯინე!
- ეგ შენს ენას დააბრალე!
- მე შენს ხასიათს დავაბრალებდი!
- იცი რა?!
- რა!?
- აუუ რაა, საერთოდ რატომ გელაპარეკები ვერ ვხვდები!
- გულში ჩაიხედე და მიხვდები!
- მოიცადე, რას გულისხმობ
- ... ... ...
ჯანდაბა, გათიშა. ტელეფონი საწოლზე მოვისროლე, ჩემი MP3 PLAYER ავიღე და ქუჩაში გავედი. დაახლოებით საღამოს რვა საათია, მაგრამ უკვე ბნელა, ქუჩა გაბრდღვიალებულია სხვადასხვა ფერებით, ზემოდან ლამპიონების ნათელი ელფერი დაჰკრავს. ყურსასმენები გავიკეთე და გადავეშვი საოცარ სამყაროში. ქუჩებში ბევრი ვიბოდიალე, შემდეგ კი პარკში სკამზე ჩამოვჯექი. ვიჯექი და თვალებს აქეთ-იქით უაზროდ ვაცეცებდი. ჩემს წინ მდებარე სკამზე ერთი მოხუცი ჩამოჯდა. კბილებით ჩიბუხი ეკავა, კისერზე უცნაური ჭრელი შარფი ეკიდა, ხელით ძაღლს ეფერებოდა, ოთხი თვალით პარკში მყოფ ახალგაზრდებს უყურებდა და ულვაშებში ეღიმებოდა. ძალიან მიყვარს ასეთი კეთილი გამომეტყველების მოხუცები. შემომხედა, გამიცინა, მეც გავუღიმე. წამოდგა და მომიახლოვდა:
- გამარჯობა ბაბუ!- დაგვიანებული სალამი გაკვირვებულმა ვახარე.
- სალამი ღვთისაა, სულ გამარჯვებით გატაროს ღმერთმა!
- მადლობა.
- რაღაც მინდა გითხრა. ხედავ იმ ვარსკვლავს?-ცისკენ მიმანიშნებს თითით
- დიახ, ვხედავ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია მთელი ცის კაბადონზე.
- ხოომ, რადგან დედამიწასთან ძალიან ახლოსაა. ეს ვენერაა, ძალიან კაშკაშაა და ყველას ყურადღებას ერთი შეხედვით იპყრობს.
- შესანიშნავია.-სიტყვებს უაზროდ ვისვრი, არც კი ვიცი ამას რატომ მეუბნება
- მინდა რაღაც გირჩიო, მიეცი ნება ყველამ იხილოს შენში ვენერა!
ეს მითხრა ჯოხს დაეყრდნო და პარკიდან წავიდა. სახტად დავრჩი. სახლში წავედი მთელი გზა ვფიქრობდი მის სიტყვებზე და მაინც არ მესმოდა რატომ მითხრა ეს. შემდეგ კი მივხვდი, რომ ამის მნიშვნელობას თავის დროზე გავიგებდი. სახლში კარგ ხასიათზე დავბრუნდი. ცოტა წავიხემსე და დასაძინებლად გავედი ჩემს ოთახში.
დილის რვა საათია, მაღვიძარამ არა, მაგრამ, ტელეფონმა დარეკა, თვალი არც გამიხილია ისე ვუპასუხე ტელეფონს:
- აუ, გისმენთ! -ვპასუხობ მაღვიძარაზე განაწყენებული
- აუ, მეც გსმენავ!
- კარგი რა, გიო შენ ხარ ისევ?
- ოჰო, ჩემი სახელიც დაგიმახსოვრებია!
- რატომ მირეკავ?
- ხოომ კარგი, ხუმრობა იქით იყოს და შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს!
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს!
- ჩვენ?! მომწონს ეგ სიტყვა
- ავადმყოფი ხარ? თავი დამანებე!-გათიშვა დავაპირე
- მოიცადე არ გათიშო, საღამოს ქალაქის შემოსასვლელთან, რომ ტბაა იქ მოდი, ვილაპარაკოთ!
- საღამოს ტბასთან ?
- ხოომ.
- არ ვაპირებ მანდ მოსვლას, მითუმეტეს შენთან შესახვედრად იდიოტო!
- კარგი ვნახოთ! გკოცნი!
გათიშა იდიოტმა. დილადრიან ნერვები მომიშალა. ავდექი, მოვწესრიგდი და ვისაუზმე.
- რა ხდება, ნუთუ სუფრასთან მოსვლა იკადრე?!
- ... ... ...
- როდემდე უნდა იყო დედაშენის სიკვდილის გამო ჩემზე გაბრაზებული?
- ...(ამის კითხვაზე სასტიკი მზერით შევხედე, ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვაგრძნობინე, რომ ჩემში ზიზღის მეტს არაფერს არ იწვევდა)
- ასე არ გამოვა, დედაშენს რაც მოუვიდა, ისევ თავისი გველური ცხოვრებით! რაც მოხდა, მოხდა. ის მოკვდა! დამთავრდა! (მაგიდაზე მუჭებს აბრახუნებს)
- (მაგიდას ვაბრუნებ, მამაჩემს ხელს ვკრავ და ვუყვირივარ) აღარ გაბედო ამის თქმა! აღარ გაბედო დედაჩემისათვის შეურაცყოფის მიყენება! მეზიზღები, მეზიზღები! მოძალადე! მკვლელო! (და სახლიდან გავდივარ)
- ასეთი რა გავაკეთე, ან რა გითხარი! (გასვლისას მომაძახა)
სკოლაში მივედი, გიო ისევ სტადიონთან შევამჩნიე, თვითონაც დამინახა და გამიღიმა, მე წარბი ავუწიე და თავი ავარიდე, არა მარტო მას, არამედ ყველას, პირდაპირ კლასში შევედი. ყურადღება მთლიანად გაკვეთილებზე გადავიტანე. არავისთვის ხმა არ გამიცია. მგონი დაჩისაც ვაწყენინე, თუმცა მითხრა, რომ არ მენერვიულა მასზე, რადგან ჩემი და ჩემი მდგომარეობის ესმოდა. გაკვეთილებმა რაღაცნაირად ჩაიარეს. ბოლო გაკვეთილის შემდეგ დაჩის დავემშვიდობე და უკანა კარით გარეთ გავედი.ამ გზით ჩემს ქუჩასთან უფრო ახლოს ვხვდები. მალევე ტელეფონზე ესემესი მომივიდა. გიოსგან იყო, შეხვედრის ადგილს და დროს მახსენებდა. ტბისკენ გავწიე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო. მივედი, ტბის მიმდებარედ ფიცრულზე იჯდა, ყურსასმენები ეკეთა და სიამოვნებას იღებდა. მივუახლოვდი და ყურადღების მოქცევის მიზნით მხარზე ხელი დავადე. შემომხედა და გამიღიმა. საოცარი ღიმილი აქვს. გვერძე ჩამოვუჯექი.
- დაიწყე, ძალიან მაინტერესებს რა გვაქვს სალაპარაკო?!
- სანამ ვისაუბრებთ ცოტა ხომარ გავიაროთ?
- კარგი არაა პრობლემაა.
(ცოტა გავიარეთ და ტბის შუა ნაწილთან შევჩერდით)
- მეტყვი ბოლოსდაბოლოს შენს სათქმელს?
- კარგი.
- იციი, პირველივე დანახვისას, ჩემს თვალში დიდი მუხტი დადე!
- რას ბოდავ! (მკაცრი ხმით ვეუბნები, რადგან არ მინდა სულელივთ ვიდგე მის წინაშე, როდესაც სიყვარულის ახსნას ცდილობს)
- მოკლედ ძალიან მომწონხარ!
- ...(მიახლოვდება და წელზე ხელს მხვევს,დავდუმდი და სახეზე ღიმილის ელფერი დამეტყო)
- შენ რა მართლა დაიჯერე, რომ შემიყვარდი? (მშორდება და სიცილს იწყებს)
- რა?!
- ღმერთო ეს, რომ გითხარი რა უცბად მოლბი?
- შენ რა მეკაიფები? ამისთვის მომიყვანე?!
- სიმართლე გითხრა არა!
- აბა რისთვის! (ვუყვირივარ)
- ამისთვის! (ხელს მკრავს და წყალში მაგდებს)
იდიოტმა წყალში გადამაგდო. ყვირილს ვიწყებ და ისტერიკაში ვვარდები:
- ჯანდაბა იდოტო, ეს რა გააკეთე!
- მე წინასწარ გაგაფრთხილე თუ გახსოვს! ანგარიში გასწორებულია!
- წყლიდან ამომიყვანე!
- ეს რატომ უნდა გავაკეთო?!
- სწრაფად ცურვა არ ვიცი! (განწირული ხმით ვყვირი)
- რა?!
- ცურვა არ ვიცი!
- შეგეძლო ეს თავიდანვე გეთქვა! (თან იხდის და გადმოსახტომად ემზადება)
- როდის! სანამ გადმომაგდებდი? (ცინიკურად ვეუბნები)
- ახლა მაინც გაჩუმდი! (ხტება და ნაპირისკენ ხელით გავყავარ)
- იდიოტო ეს აღარ გააკეთო, ბოლო დონის დებილი ხარ!
- თუ არ გაჩუმდები როგორც გამოგათრიე წყლიდან, ისე დაგაბრუნებ უკან! (გაბრაზებული მეუბნება)
- მაგას გაბედავ და ნახავ რაც მოგივა!
- რა მომივა, მამიკოს ეტყვი?
- ეგ არ უნდა გეთქვა! (მის სიტყვებზე გამწარებული ხელს ვკრავ და წყალში ვაგდებ)
სანამ წყალში ეგდო, მისი ტანსაცმელი ავიღე და მოფარებულში ჩემი სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე. უნდა ვაღიარო კიდევ ერთხელ, რომ კარგი გემოვნება აქვს არამარტო ჩაცმაში არამედ სუნამოშიც. ტაქსით სახლში წავედი. მისვლისთანავე თმა გავიშრე და ტანსაცმლის ამარა დავწექი. მაშინ კი ნამდვილად გავაანალიზე, რომ ის ტიპი ნამდვილი არაკაცია და მე კი ნამდვილი იღბლიანი, რომ დღეს ჯიბეში პლეიერი არ მეგდო. მერწმუნეთ, ჩემს იღბალს გიოც უნდა უმადლოდეს რადგან მისი სიცოცხლე დასასრულს გადაურჩა. დილამდე თვალები არ მომიხუჭავს, გიოზე ვფიქრობდი, მგონი მასთან ძალიან ზედმეტები მომივიდა და ცუდი გოგოს შთაბეჭდილება დავუტოვე. არადა როგორ სცადა, რომ გამოეწორებინა სიტუაცია, მე კიდევ ვეუხეშე და რა აღარ ვუთხარი. (საწოლზე წამოვჯექი) ღმერთო, რა მჭირს! ასე რამ შემცვალა. მე ხომ მხიარული გოგო ვიყავი?! წარსული? წარსული რაც არ უნდა იყოს წარსულია. მთავარი აწმყო და მომავალია. მაგრამ, ის იმას არ ნიშნავს, რომ დედას დავივიწყებ,მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავება ჩემს გულში. ფიქრებში წასულს ჩამეძინა.
კარგად მეძინა. დილით მაღვიძარამ დარეკა. ავდექი გიოს ტანსაცმელი გავიხადე და ყვითელი, ნაცრისფერ ზოლებიანი სპორტულები ჩავიცვი. (ყვითელი და ნაცრისფერი ძალიან მიყვარს) სამზარეულოში სენდვიჩი გავიკეთე და წვენიც დავისხი ჭიკაში, ჩემს ოთახში გავედი და იქ ვისაუზმე, შემდეგ მოვწესრიგდი, გიოს ტანსაცმელი პაკეტში ჩავდე და სკოლაში წავედი. გიო სკოლის ეზოს კართან იდგა და ვიღაცას ელოდებოდა. მასთან მივედი.


აბა როგორია? ალბათ ზოგი შეამჩნევთ რომ თქვენი რჩევები არ გავითვალისწინე ზოგან, მაგრამ მე ასე ვამჯობინე ალბათ. უბრალოდ არ ვცდილობ რომ თვი დიდ მწერლად წარმოვაჩინო, უბრალოდ რაღაც ამბებს მოგიყვებით ხოლმე <3



№1  offline წევრი Katemalfoy

Kargia dzaan<3
Ase gaagrdzele:)

 


№2  offline წევრი Imagination88

რაღაც შეცდომები კი იყო, თუმცა ასეთიც კი მომეწონა რაღაც ხიბლი აქვს ამ ისტორიას, რავი ვითარდები ალბათ ნელ_ნელა, მთლიანობაში შინაარსი მომწონს წარმატებები ❣️❣️

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ფრჩხილები მოაშორე, ჟანა.

 


№4  offline წევრი ჟანა მოსიძე

Katemalfoy
Kargia dzaan<3
Ase gaagrdzele:)

მადლობა

Natsrisferi_grdznobebi
ფრჩხილები მოაშორე, ჟანა.

ვიფქრე მაგრამ მოქმედებები როგორ გამოვხატო თქო მერე მანდ გავიჭედე

A.N.A
რაღაც შეცდომები კი იყო, თუმცა ასეთიც კი მომეწონა რაღაც ხიბლი აქვს ამ ისტორიას, რავი ვითარდები ალბათ ნელ_ნელა, მთლიანობაში შინაარსი მომწონს წარმატებები ❣️❣️

კარგი მადლობა
--------------------
ჟ.მოსიძე

 


№5  offline მოდერი Mary Drey

Natsrisferi_grdznobebi
ფრჩხილები მოაშორე, ჟანა.



"-" ეს გაუკეთე ხოლმე და ისე გააგრძელე. არაა საჭირო ფრჩხილები.

 


№6  offline წევრი ჟანა მოსიძე

Natsrisferi_grdznobebi
Natsrisferi_grdznobebi
ფრჩხილები მოაშორე, ჟანა.



"-" ეს გაუკეთე ხოლმე და ისე გააგრძელე. არაა საჭირო ფრჩხილები.

კარგი
--------------------
ჟ.მოსიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent