შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარადოქსი ( პირველი ნაწილი)


28-04-2020, 10:19
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 1 265

მეგობრებო, პირველ რიგში ყველას მადლობა ვინც ჩემს ისტორიებს თვალს ადევნებს, ახალი ისტორიით გიბრუნდებით.

თათა 24 წლის დამოუკიდებელი, უკვე შემდგარი და ძლიერი გოგო გახლდათ, ადრეული„ ასაკიდან დამოუკიდებელი იყო, განათლება საფრანგეთში მიიღო, მას შემდეგ კი საქართველოში საკუთარი ჰოლდინგი შექმნა და კომპანიებს წარმატებულად უძღვებოდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა, წარმატებული და ძლიერიც იყო, ლამაზიც, თუმცა თვლიდა რომ განსაკუთრებული არაფერი ქონდა ისეთი რაც სხვებს არ გააჩნდათ, თაყვანისმცემლები ყავდა თუმცა ურთიერთობას არავისთან იჭერდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპა , ამიტომ მარტოობას იყო შეჩვეული, ყველაზე მეტად რაც ასულდგმულებდა მისი სამი წლის ქალიშვილი ნიტა იყო.
ყველაზე დიდ დროს ბავშვთან ატარებდა, ვიქენდებზე პიკნიკებს აწყობდა მეგობრებთან ერთად , ყველაფერს აკეთებდა რომ შვილისთვის თბილი გარემო შეექმნა და კარგადაც გამოსდიოდა, ნიტასთვისაც ყველაზე საყვარელი ადამიანი დედამიწის ზურგზე თათა იყო.
ყველას მათ შემხედვარეს სითბო ეღვრებოდა გულში.
ერთ რიგით დილას სამსახურში მისულს დივანმა ახალი ამბავი დაახვედრა
-ერთ ერთი სასტუმროების ქსელის მფლობელი , ნიკოლოზ მეტრეველი , თქვენთან შეხვედრას ითხოვს, ადრეც დაგვიკვეთეს პროექტი მაგრამ უარი ვუტხარით დროის გამო.
- ადრე თუ უარი ვუთხარით ახლა საიდან გამოჩნდებოდა დრო ? გააუქმე შეხვედრა
- უკვე ჩავნიშნე რადგან თავისუფალი დრო გიჩანდათ დღეს.2 საათზე მოვა
- ნომერი მომწერე , თავად გადავურეკავ.

ნიკოლოზ მეტრეველი თბილისის გავლენიანი ბიზნესმენი გახლდათ, თათას კომპანიის მიერ გაკეთებული ინტერიერის დიზაინი ძალიან მოსწონდათ სხვა სასტუმროებში, თანაც ბუღალტრებიც თათას კომპანიიდან ყავდათ აყვანილი აუთსორსზე, თათა რადგან საფრანგეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, არ იცოდა და არც აინტერესებდა დიდად თბილისის გავლენიანი საზოგადოება , რადგან ყოველთვის აღიზიანებდა მათი მეტიჩრობა, კოზირად რომ მხოლოდ ფული ჰქონდათ.

როცა ნიკოლოზს დაქირავებულმა მენეჯერებმა უთხრეს რომ თათას ჰოლდინგმა შეკვეთის მიღებაზე უარი განაცხადა ნიკოლოზი გაბრაზდა, და თავად მოისურვა დალაპარაკებოდა დამფუძვნებელს, ჩათვალა რომ თათა საქმის კურსში არ იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყოდა.
თათამ დივანს ნომერი გამოართვა და ნიკოლოზს დაურეკა
გამარჯობა, ბატონ ნიკოლოზს ვესაუბრები ?
დიახ , გისმენთ
მოგესალმებით , მე ნობელ ჰოლდინგის დამფუძვნებელი ვარ, თათა კანდელაკი, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ ?
არა ქალბატონო თათა გისმენთ , დღეს ორზე გვაქსვ შეხვედრა როგორც მითხრეს
სწორედ ამასთან დაკავშირებით გირეკავთ, სალომეს არ გავუფრთხილებივარ ისე ჩაგინიშნათ შეხვედრა, არ მინდა დრო ტყუილუბრალოდ დაგაკარგინოთ, შეხვედრა არ არის პრობლემა მაგრამ პროექტის ასაღებად არქიტექტურული და დიზაინის კუთხით დრო არ გვაქვს ამ ეტაპზე, ივნისამდე არ შეგვიძლია დამატებითი პროექტის განხორციელება, ამიტომ ბოდიშს გიხდით.
თათა, ჩემო კარგო, სწორედ ამასთან დაკავშირებით ვაპირებ თქვენთან შეხვედრას, დეტალები მოდი შეხვედრაზე გავიაროთ.
ბატონო ნიკოლოზ, პირველ რიგში, გთხოვთ თქვენი ფამილიარობა გვერდით გადასდოთ , და თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვს ნუ შემატანინებთ.
ბოდიში თათა, ჩემო კარგო, თუ რამე ცუდად გაიგეთ, ორზე შეგხვდებით- კვლავ ჯიუტად გაიმეორა ნიკოლოზმა და ტელეფონი გათიშა ისე რომ თათამ სიტყვის თქმა ვერ მოასწრო.
თავხედი, ჩაილაპარაკა თათამ და ტელეფონი გვერდით გადასდო.

ნიკოლოზს გაეცინა,
ფამილიარობა გვერდით გადავდოო... გაიმეორა ცინიკურად, რაღაცაზე ჩაფიქრდა და თათა კანდელაკი დასერჩა ფეისბუქზე.
პროფილის სურათად ნიტასთან გადაღებული ფოტო ეყენა პარიზში დინეილენდში გადაღებული.
ლამაზი შვილი ჰყოლია, მაგრამ დედას არ გავს, გაეცინა ნიკოლოზს და სხვა ფოტოებს გადაყვა , კომენტარებსაც გადაავლო თვალი და ნამდვილად შვილიაო დარწმუნდა.- გასაგებია , ალბათ ფულიანი მეუღლის წყალობით ბლატობს, ჩაილაპარაკა თავისთვის და შესახვედრად წავიდა.
ნიკოლოზი საკონფერენციო ოთახში შეიყვანეს, თათას 5 წუთი დააგვიანდა რადგან ნიტა საბავშვო ბაღიდან უნდა გამოეყვანა, ბავშვი მისაღებში სალოსთან დატოვა და შეხვედრაზე შევიდა.
გამარჯობა- ხელი გაუწოდა ნიკოლოზს
გაგიმარჯოს, 5 წუთი დაგაგვიანდათ- ცინიკურად გახედა ნიკოლოზმა და ქალი აათვალიერა, რაზეც თათას ნერვები მოეშალა. ვიზუალურად პატარა გოგოს გავდა, არც ის ეტყობოდა რომ სამი წლის ბავშვის დედა იყო, ნიკოლოზი ს მწველი მზერა რომ იგრძნო გაღიზიანდა
საერთოდ რომ შეხვედრა არ გაგიუქმეთ, სჯობს მაგისთვის მადლობა მითხრათ, სერიოზული მკვახე მზერით მიუგო თათამ
ნიკოლოზმა გოგოს გაღიზიანება იგრძნო
შეხვედრა იმიტომ ვერ გააუქმეთ რომ ისედაც იცით თქვენი მსხვილი კლიენტი ვარ
როგორც მახსოვს თქვენი შეკვეთა არ აგვიღია
პროგრამები, და ბუღალტრები თქვენგან გვაქვს აუთსორსზე, ამას გარდა, რეკლამებსაც თქვენ გვიკეთებთ, და ვფიქრობ თქვენი გაყიდვების დიდი წილი ჩვენზე მოდის.
გასაგებია ბატონო ნიკოლოზ, სიმართლე გითხრათ ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ თუ გგონიათ რომ მხოლოდ ამიტომ თქვენს დაკვეთას ამ ეტაპზე ავიღებთ ცდებით.
შემიძლია იმ თვემდე დაგაცადოთ
საქმე ის არის რომ მაშინ ხარისხი უნდა დავაგდოთ, ჩვენ ხარისზე და თიტოეული კლიენტის კმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებული.
თუ ამ პროექტს არ აიღებთ, თქვენთან ყველა სხვა კონტრაქტს გავაუქმებთ- მშვიდად თქვა ნიკოლოზმა, და ყავა მოსვა
ნება თქვენია, თუ ცდებით რომ მუქარით ჩემთან რამეს გახდებით , მისამართი შეგეშალათ. მკაცრად თქვა თათამ და ოთახი დატოვა, ნიკოლოზიც ნელი ნაბიჯებით გამოჰყვა უკან,
ნიტამ როგორც კი თათა დაინახა, დედიკოს ძახილით გამოიქცა მისკენ, ნიკოლოზს ბავშვის დანახვაზე ჩაეღიმა.
ეს პატარა ვისია, ნიკოლოზი ნიტას წაეთამაშა
მე მხოლოდ თათასი ვალ- ენის ტლიკინით უპასუხა ბავშვა და ნიკოლოზს გაუცინა
ჰოო ? მამამ არ გაგიგოს- გაუცინა ნიკოლოზმა და თათას გამომცდელად ახედა
თათა წავედით დე, სწრაფად ჩაკიდა თატამ ნიტას ხელი, რომ ბავშვს რამე რ ეპასუხა ნიკოლოზისთვის
ნახვამდის ძია, გამოემშვიდობა ნიტა ნიკოლოზს თათების ქნევით და თათას კაბინეტში შეირბინა.
თათა გააღიზიანა და ააფორიაქა ნიკოლოზის სტუმრობამ, მისი დაკვეთების რაოდენობა მოიკითხა და მართლაც დიდი რაოდენობის შემოსავალი მისგან შემოსდიოდა. თუმცა თავი დაიმშვიდა მხოლოდ მუქარა იყოო.
ნიკოლოზი თავის მხრივ ფიქრობდა აუცილებლად აიღებს თათა ამ საქმესო მაგრამ ბოლოსაც რომ უარი მიიღო გაღიზიანდა, ქალმა რაღაცნაირი ინტერესიი აღუძრა, თუმცა თვლიდა რომ ქმარი ყავდა, ამიტომ გამორიცხა როგორც ქალს ისე დასჩალიცებოდა, კიდევ ერთხელ , ნაგლად მივიდა თათასტან კომპანიაში და კაბინეტში შეაჭრა, რამაც თათა კიდევ უფრო გააღიზიან
ესეიგი უარს ამბობთ ?
თქვენთვის დრო არ გვაქვს
თათა ძვირფასო, მომისმინე- სარკაზმით დაიწყო ნიკოლოზმა
2 წუთი გაქვთ რომ სათქმელი თქვათ და ჩემი კაბინეტი დატოვა, ცივად უთხრა თათამ და მამაკაცს ცივი მზერით მიაჩერდა (ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას უტოვებდა ნიკოლოზს, თუმცა მაინც არ სურდა ამის აღიარება)
მოკლედ , სიმართლე გითხრა , სიამაყე და პრინციპულობა შეიძლება ერთი შეხედვით არ გაკლია, მაგრამ , არამგონია 20-22 წლის გოგოს, შენით ამდენისთვის მიგეღწია, ფულიანი მამიკო ან ქმარუკა კარგია, მაგრამ შენი ჭირვეეულობის გამო , ბიზნესი თავზე შეიძლება დაექცეთ, ასე რომ იქნებ მამიკოზე ან ქმარუკაზე გეთქვა ჯერ ვის ეწინააღმდეგები და რჩევა ჰკითხო, სხვა შემთხვევაში კი მე დაველაპარაკები რომ მათი გოგონა სეიროზულად უფუჭებთ საქმეს.
გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ, კვლავ მკვახედ უპასუხა თათამ და მაქსიმალურად სცადა რომ თავი მაღლა დაეჭირა და ბრაზი შეეკავებინა.
ნიკოლოზის გასვლის შემდეგ, საუკეთესო დაქალს დაურეკა და მომხდარი მოუყყვა, სხვანაირად ბრაზს ვერ ამოანთხევდა
ვინ ჩემი ფეხებია მოდის და მემუქრება აქ, თავხედი,- ბრაზობდა თათა
კარგი რა თათ, მესმის იმისიც და შენიც, ანუ აქ საქართველოში ცოტა სხვა რეალობა გაქვს, შენს ასაკში გოგოებს უნი არ აქვთ დამთავრებული ასეთი ბიზნესები კი არა.
თან იცი რა მითხრა 20-22 წლის ლაწირაკი ხარ შენით არ გექნება მიღწეულიო
- გაატარე მაგრამ , იქნებ აგეღო რამენაირად მისი პროექტი , ნუ გადაიმტერებ
შანსი არაა კატო, აი მითუმეტეს ახლა. ნუ თუ გავკოტრდები დავბრუნდები საფრანგეთში და ეგ იქნება, ეგეთ ნაგვებს ლოკვას და ქიცინს ვერ დავუწყებ რა.
შენი საქმის შენ იცი, ისე სიმპატიურია ეგ ნიკა, რამდენჯერმე მყავს ნანახი, და უცოლო, სიცილი დაიწყო კატომ
აუ კრეტინკა ვინც მაგას გაყვება. ჩაილაპარაკა თათამ და დაქალს დაემშვიდობა.

ნიკოლოზი თათას სიმშვიდემ ძალიან გააბრაზა, მის მეგობარ გამომძიებელს, მამის და ქმრის რეკვიზიტების გარკვევა სცადა, ვერაფერი გაარკვიეს, გარდა იმისა რომ მშობლები ადრე გარდაეცვალა, ქორწინებაში კი არ ყოფილა, და თან საფრანგეთში სწავლობდა.
ანუ ვირაცის ნაშა იყო და შვილი მისგან ყავს ?
არამგონია, აქ დიდი ხანია დაბრუნდა, ბავშვი სამისაა , ის 4,5 წელია რაც დაბრუნდა.
მაშინ აქ ყავს საყვარელი და ის კრიშაობს,
მაგეებს გაგირკვევ რა
კაი მისმინე ბავშვის კვალს გაყევით, და იქნებ საყვარელს მიაგნო, ვაბშე რაც მეტს გაიგებ ყველაფერი მაინტერესებს რა, მოკლედ ყველა დეტალი მაინტერესებს მაგ გოგოზე.
საღამოს უკვე მთელი დოსიე თათას შესახებ ნიკოლოზის წინ იდო.
მოკლედ არანაირი საყვარლის კვალი არაა, რამდენიმე სანდო წყაროს მვყევი და არავისთან ჰქონია არასდროს ურთიერთობაო, ნუ რაც საქართველოშია, და იქაც ამასთან ერტად ვინც სწავლობდა იმისგან ვიცით რა,
ჰმმ... რა პარადოქსია, სიცილი აუვარდა ნიკოლოზს
ნიტა ერთი წლის წინ აუყვანია ბავშვთა სახლიდან. .... ნიკოლოზი დაფიქრდა
რომელი ბავშვთა სახლიდან ხო არ გაგიგია
კი რა თქმა უნდა, აი მისამართი.
კარგი დიტო, ძმა ხარ რა, მადლობა, შეგეხმიანები მერე. ნიკოლოზმა დიტო გააცილა და სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა.
მერე რაღაცაზე ჩაფიქრდა, მისდაუნებურად დაინტერესა გოგომ , მანქანის გასაღები აიღო და ოფისი დატოვა. სუპერმარკეტში სიეარა, ტკბილეული იყიდა და ბავშვთა სახლში მივიდა. იქაური გამგე მივიდა და ისეთ საკითხებზე ესაუბრა, თუ რა სჭირდებოდათ ბავშვებს და სურდა რამით დახმარებოდა, შემდეგ კი ტექნიკურად გადავიდა უშუალო საუბარზე
ნიტა კანდელაკიც თქვენგან აიყვანა ხო რამდენადაც ვიცით თათამ
დიახ, იცნობთ ქალბატონ თათას ?
პარტნიორები ვართ, ბევრს არ საუბრობს თავის თავზე...
არაჩვეულებრივი გოგოა, ნიტა რომ ნახა, მაშინ ნიტა არასდროს არავის ეკარებოდა, წყვილს უნდა ეშვილებინა და ბავშვი ცუდად გახდა ისტერიკისგან და არ გაყვა. თათა რომ ნახა არ ვიცი რა ძალით ძაან შეუყვარდა, გოგონას ხშირად აკითხავდა მთელი ერთი წელი, მერე კი ბევრი წვალების მიუხედავად მაინც იშვილა. ისევ დადიან ხოლმე აქ და სხვა ბავშვებისთვის საჭირო ნივთები მოაქვთ, ცდილობს ნიტამ ეს ბავშვები არ დაივიწყოს. არაჩვეულებრივი გოგონაა, უბრალოდ ასე რატომ აქვს გამიზნული მარტოსულად ყოფნა ამას კი ვერ ვხვდები.
გეთანხმებით , არაჩვეულებრივი გოგონაა....უპასუხა მოსმენილით კმაყოფილმა ნიკოლოზმა და სახლისკენ გაემართა.
გაახსენდა იმ დღეს ოფისში, მამის ხსენებაზე თათას რეაქცია, ბავშვი რომ იქაურობას გააცილა. დროდადრო უკვე თათაზე ფიქრები აეკვიატა,. თვითონაც არ იცოდა ეს რას ნიშნავდა მაგრამ სურდა მუდამივად მის ირგვლივ ეტრიალა.

მეგობრებო მოგწონთ ? ღირს გავაგრძელო ? ძაან დიდი ძალაა ჩემთვის თქვენი შეფასება, გთხოვთ დამიფიქსიროთ თქვენი აზრი , რამდენად ღირს რომ გავაგრძელო საერთოდ ამ ისტორიის და ზოგადად სხვა ისტორიების წერა.
მადლობა თითოეული ჩემთვის დათმობილი წუთისთვის.
ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ .



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესოდ წერ, წარმატებები და არ შეწყვიტო წერა.

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, warmatebebi:-) ar daagviano dzaan xolme

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

რა თქმა უნდა გააგრძელე,იმიტომ რომ კარგად და საინტერესოდ წერ,თხრობის კარგი სტილი გაქვს,წერ გამართულად,აზრი დალაგებულიადა რატომ არა❓ველოდები შემდეგ თავს,,არადა სრულად მეგონა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent