შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასჯილნი?! (3)


30-04-2020, 00:02
ავტორი ლელეპონს
ნანახია 7 516

სახლამდე კიარ მიმიყვანა, მაშინ ჩემს სახლშიც შემოაბიჯა, მდივანზე მოთავსდა და მითხრა, რომ დამელოდებოდა სანამ მოვწესრიგდებოდი, შემდეგ კი ყავას დავალევინებდი და უკეთესადაც გამიცნობდა მის მომავალ ცოლს. ალექსანდრეს თავხედობა არშევიმჩნიე, მეშინოდა ნიცას გამო. მის ნებას დავემორჩილე და რამდენიმე წუთში, სამზარეულოში მის წინ ვამზადებდი ბლინებს. ჩუმად აკვირდებოდა ჩემს თითოეულ მოძრაობას, რაც ძალიან მძაბავდა და მაბნევდა. საბოლოოდ დუმილი ისევ მე დავარღვიე.
-რა დააშავე?
- რაა? - აშკარად ფიქრებიდან გამოიყვანა ჩემმა ხმამ.
-რა დააშავე ისეთი, რომ ცოლის მოყვანას გაიძულებენ?- ფინჯანი ყავა და ბლინები მის წინ განვათავსე მაგიდაზე, და მაგიდის მეორე მხარეს დავჯექი.
- ვფიქრობ, შენთვის საინტერესო არ უნდა იყოს, ამ ამბის მოსმენა. ალბათ ოდესმე გაიგებ.
- და აქ რატომ ხარ?
- არ შეიძლება, ვნახო ჩემი მომავალი ცოლი, ვისთან ერთადაც მომავალი ათი წელი უნდა გავატარო? - ირონიულად გამიღიმა, რამდენიმე წამის შემდეგ კი განაგრძო - ნენე, ლამაზი სახელია, იცი?
- ბებიის საპატივცემულოდ დამარქვეს. - ბლინებისთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვუპასუხე,
- და აქ მარტო ცხოვრობ? - ოთახს თვალი მოავლო, შემდეგ კი მზერა ჩემზე შეაჩერა.
- ეს ბოლო პერიოდია კი.
- ანუ დარჩენაც შემიძლია - ჩემს გაოცებულ სახეზე, ხმით გაეცინა.
- არა, არ შეგიძლია! - გაბრაზებულმა ვუპასუხე და თან ჩემი ტელეფონიც ამღერდა. ტელეფონის ეკრანზე მამას და დედას ფოტო გამოჩნდა, ნიცასთან ერთად.
- ხმა არ ამოიღო, ძალიან გთხოვ! და სადმე დაიმალე- არმინდოდა, ჩემ მშობლებს ცოდნოდათ, რომ ალექსანდრე ჩემთან ერთად იყო.
- მაა, დეე როგორხართ? - საოცრად გამაბედნიერა მათმა დანახვამ, რამაც ჩემი გულწრფელი ღიმილი გამოიწვია.
- კარგად, დედი შენროგორ ხარ? ხომ არ გეშინია სახლში მარტო, რომ ხარ? - ამ, სიტყვებზე ალექსანდრეს გავხედე, დავიბენი, მეგონა რომ უკვე იცოდნენ მისი აქ ყოფნის ამბავი.
- კარგი რა, თინა. განა შეიძლება ყოველ დარეკვაზე ერთი და იგივე უთხრა? - მამას სიტყვებმა მიხსნა, დამაბრუნა რეალობაში და მიმახვედრა, რომ უაზროდ ავღელდი.
- არა, დე. არ მეშინია. ნიცა როგორ არის?
- რავიცი დე, შენი წყალობით კარგადაა. ჩემო საწყალო შვილო- დედის ხმას ბზარი შეერია, ვიგრძენი მის ღაწვებზე გადმოსული ცრემლი, მისი ტკივილი. მამამ კამერა მისკენ მიატრიალა, რომ დედის ცრემლები არდამენახა, მაგრამ დავინახე მისი თვალები, რომლებიც დარდით იყო სავსე.
- ექიმს ველოდებით, მომდევნო პროცედურისთვის უნდა მოამზადონ ნიცა.
- მეჩ მინდა ნენესთან ლაპალაკი. - ნიცას ხმის გაგონებამ ბედნიერებით ამავსო, ბედნიერების გრძნობით, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუ ვინმეს გქონიათ, შემთხვევა როდესაც არიცი შენი საყვარელი ადამიანი რამდენ ხანს იცოცხლებს. დამეთანხმებით, რომ მისი ხმის გაგონება, მისი თვალების დანახვა, თუნდაც უბრალოდ მისი გულის ცემის შეგრძნება, საოცარ ბედნიერებას განიჭებს. თითოეული პულსით, თითოეული ჩასუნთქული ჰაერით, გახელილი თვალებითა და სიტყვებით ხვდები, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. თითოეული წამი გიღვივებს იმედს, რომ ის გადარჩება. - ნენე, მომენატლე. აქ იცი ბევლი ნაკინი აქვთ. მამამ მიკიდა გუსინ. - თავის მწვანე სფეროებს ახლა მამისკენ მიმართავს- მა დღესაც ხომ მიკიდი?
- გიყიდი მამი, აბა რასვიზამ?!
-გიკიდიო, ნენე შენ ალგინდა? იცი, აქ ბევლი ვანილის ნაკინია, შენ ლო გიკვალს. მაგლამ მე ჩოკოლადის ვწამე. თუ გინდა შენ მაგივლად ვანილისას სევწამ- ბოლო სიტყვებს საოცარი სიყვარულით ამბობს, ვიცი ვანილის ნაყინი არუყვარს.
- მე მოგვიანებით შევჭამ ვანილის ნაყინს, შენ კიდე ის ნაყინი ჭამე რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება, კარგი?
- კაგიი, მიკვალხალ!- ვხედავ როგორ კოცნის ეკრანს, მეც საპასუხოდ ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი.
- ნენე, მამი. ექიმი მოვიდა საღამოს დაგირეკავთ.
-კარგი, მა- ამსიტყვებით ვემშვიდობები მამას. მზერას სახლის უკან მდგომ საქანელაზე ვაჩერებ, წვიმის წვეთები ასველებს საქანელას ყვითელ სავარძელს, ქარის გამო, ოდნავ ირხევა.
- გამოჯამრთელდება. დარწმუნებული ვარ, ნიკოლოზს საუკეთესო ექიმების გარემოცვაში ეყოლება შენი და.
- გამოჯანმრთელდება. -მონოტორულად ვიმეორებ მის ნათქვამ სიტყვას - პატარაა მაგრამ ძლიერი. იმედი მაქვს, გაუძლებს... უნდა გაუძლოს- ცრემლები ჯებირებს კვეთს, ხმა მიტყდება. ქვედა ტუჩის, თრთოლვის შეჩერებას კი კბილებით ვცდილობ. - უნდა გაუძლოს!
- დამშვიდდი, რა..- თბილი ხმით მეუბნება ალექსანდრე და მის მკლავებში მაქცევს. - გამოჯანმრთელდება, დამიჯერე! - თმებში ხელს მიცურებს და თავს მის მხარზე მადებინებს. ალბათ გგონიათ მისმა საოცარმა სურნელმა გამაბრუა, მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა და მის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა. არა, ძვირფასებო. არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა.


-ჩემი პერანგის ამარა, ღვინის ჭიქით ხელში, ვარსკვლავებს შეჰყურებ და თან იღიმი. დავიჯერო ჩემზე ფიქრობ? - ჯიბეებში ხელჩაწყობილი, სახეზე ღიმილ აღბეჭდილი მიახლოვდება ალექსანდრე და ადგილს ჩემს გვერდით იკავებს.
- ჩვენზე ვფიქრობდი, პირველად რომ შევხხვდით იმ დღეზე
- ღმერთო ჩემო- იცინის, მინდა ავღნიშნო, რომ მისი სიცილი ყველაზე მშვენიერი რამ არის რაც კი ოდესმე მინახავს...


ძალიან დიდი იმედი მაქვს მაქვს მოგწონთ ისტორია. <3 სიმართლე გითხრათ ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან ვღელავ ხოლმე, გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნების შემდეგ flushed შევეცდები განვვითარდე და ნაკლები შეცდომები დავუშვა მომავალში.



№1 სტუმარი სტუმარი Qeto

Ravens tu gazrdi ufro kargi iqneba da mkitxvelic meti geyoleba. Aucileblad gaagrzele

 


№2  offline წევრი ლელეპონს

სტუმარი Qeto
Ravens tu gazrdi ufro kargi iqneba da mkitxvelic meti geyoleba. Aucileblad gaagrzele


მადლობა კომენტარისთვის heart_eyes შევეცდები გავზარდო და მალმალე ავტვირთო თავები heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent