შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარადოქსი ( მეორე ნაწილი)


30-04-2020, 16:07
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 1 349

ნიკოლოზის უახლოესი ძმაკაცი მისი ბიზნეს პარტნიორიც იყო, აქამდე ის ახდენდა ხოლმე მოლაპრაკებების წარმოებას თათას ჰოლნიგსა და მათ შორის, თუმცა არა უშუალოდ თათასთან არამედ მის წარმომადგენლებთან, თათასთან მხოოდ მეილის მეშვეობით ჰქონდა მიმოწერა, ისე კი სმენოდა თათას პრინციპულობისა და სიმკაცრის შესახებ ლევანს. ამ ეტაპზე ერთი კვირით მივლინებით ამსტერდამში იყო, სწორედ ამიტომ ნიკოლოზმა აიღო საკუთარ თავზე ნობელ ჰოლდინგთან ურთიერთობა.
ლევანის ჩამოსვლის დღესვე ბარში გავიდნენ დასალევად, ლევანმა კომპანიის ამბები მოიკითხა.
- ისადა რა მაინტერესებდა, ინტერესით ჰკითხა ნიკოლოზმა, ამ ნობელთან ურთიერთობებს როგორ ალაგებდი, თან სასმელი მოჰკიდებოდა, და იცინოდა.
- რავიცი, ჭკვიანი სასტავია, საქმეს მთავარია ხელი მოჰკიდონ, ბერე უეჭველი ბოლომდე მიჰყავთ. რავი თითქმის არასდროს პრობლემა არაფერზე არ აქვთ
- აბა ახლა რა დაემართათ
- მოიცა რა მოხდა
- სასტუმროს დიზაინის საქმეს არ იღებენ
- ეგ ისედაც ვიცოდი, და ვუთხარი კიდეც კრისტის სხვა კომპანია მოიძიეთქო, გაკვრით თქვა ლევანმა
- არა, მაგათმა მინდა გააკეთონ
- დრო არ აქვთ, ივნისი ივლისამდე შანსი არააო თათამ
- ხოდა როორც ერთგულ მომხარებელს ან გვიჯიგრონ ან სხვა კომპანია ავიყვანოთ დანარჩენ საქმეებზეც
- მმოიცა რა, კამფეტივით მაქვს დალაგებული მაგათთან საქმეები, ახლა ახლის ძებნის დრო ვის აქვს
- შანსი არაა, ან აიღებენ საქმეს ან დავანებებთ თავს ვაბშე
- ე მოიცა, რას აიჩემე ახლა ეს ნობელი
- მაგათ დამფუძვნებელს თუ ვიღაც თათას შევხვდი
- მერეე ? სიცილი აუვარდა ლევანს, უკვე იცოდა რაშიც იყო საქმე, რთული მისავედრი არ იყო იმიტომ რომ ნიკოლოზის ხასიათიც იცოდა და თაათასიც
- მაგარი თავში უქრის რა, და ცოტა ჭკუაზეა მოსაყვანი
- ეგ მგონი გაგიჭირდება
- ვითომ ?/
- კი, დედამიწის ზურგზე ყველა და ყველაფერი კიდია, თავისას აწვება, მარა რა გინდა, საქმე იცის რა, სჭირდება ხალხს, იცის რომ სჭირდება , საქმეს კარგად აკეთებს და მაინც ყავს თავისი სექტორი
- ჩვენი კომპანიიდან რომ საქმე მოაკლდეს, მალე ვერ ჩაანაცვლებს და შეიძლება თავზე ჩამოექცეს მთელი ბიზნესი
- საფრანგეთში ორი ამხელა ჰოლდინგი აქვს ხო არ ღადაობ, აქ დაბრუნება უნდოდა თორე, ვინმე რომ შეეხოს, დაკრავს ფეხს და წავა, გეუბნები ის კატეგორია არ არის რომ რამით შეაშინო, შეეშვი ძმურად რა, მოიცა რა იყო, ასე რატომ აიჩემე
- შვილი რომ ჰყავდა იცი ?
- აყვანილი, კი ეგ ვიცი, პროსტა ვერაფრით ვერ ვხსნი, აი ვერაფრით. ერთადერთი შეიძლება უშვილოა, მარა ამბობენ არავინ ყოლიაო და საიდან ეცოდინება
- შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა
- ხო მამენტ ეგეც, ძაან მაგარი ბავშია ისე, რამდენჯერმე მყავს ოფისში ნანახი, და თათა ერთხელ ვნახე, კარგ ვიდზეა, კარგი გოგო ჩანს
- კაი გეყოფა მაგის ქება.
- რავი შენ დაიწყე, ისე ხო არ გევასა
- კაი ახლა მევასა არა ის, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება
- რავი , მე კი მგონია ისეთი გოგოა ყველას გემოვნებას რომ მოერგება, გაეცინა ლევანს და ძმაკაცს თვალი ჩაუკრა.
- აუუ, ძმურად რა, გაეცინა ნიკოლოზს.
სახლში გვიან დაბრუნებულმა და საქმეებით გადაღლილმა ფეისბუქის სქროლვა დაიწყო და კვლავ თათას გვერდზე შევიდამ მისი ფოტოები კარგად შეისწავლა და ცდილობდა ამით მისი ხასიათები შეეცნო. ყველგან იღიმებოდა და საოცრად ბედნიერი ჩანდა გოგო, თუმცა ცხოვრებაში ბევრად მკაცრ იერს ირგებდა.
ნიკოლოზმა კვლავ მის ძმაკაცს დაურეკა რომელიც კერძო დეტექტიური ფირმის დირექტორი იყო და პირადად მას სთხოვა თათასთვის თვალის დევნება, რომ რამე არ გამოპარვოდა მისი ცხ0ოვრებიდან.
ერთი თვის განმავლობაში ნიკოლოზი თათას ცხოვრებაში არ გამოჩენილა თუმცა ზეპირად იცოდა მისი ყველა ნაბიჯი რაც კი ამ ერთ თვეში გაუკეთებია, ჩუმად დადიოდა იმ დაწესებულებებში სადაც თათა და არასდროს თვალს არ აშორებდა.
რაღაცნაირად არ ცდილობდა გოგოსთან დაახლოებას, ამ ეტაპზე ურალოდ სურდა მის შესახებ ყველაფერი სცოდნოდა, ერთი თვის თავზე კი შეუთანხმებლად კვლავ დაადგა კომპანიაში თავს და მასთან საუბარი მოისურვა, ამაზე კი თათა ძალიან გაბრაზდა იმიტომ რომ ყველა შეხვედრა ყოველთვის წინასწარ ქონდა გაწერილი.
- თათასთან საუბარი მსურს- მიუგო შესასვლელში მჯდომ თათას ასისტენტს
- შეხვედრა ჩანიშნული გქონდათ ?
- არა მაგრამ დაველოდები როდის განთავისუფლდება
- იცით, არ სცალია , დღეს არ იქნება თავისუფალი- გოგონამ სცადა რომ თათას გაღიზიანება არ გამოეწვია ისე მოეგვარებინა ნიკას საკითხი
- გადაეცით რომ მე ვარ და მოიცლის- თავხედურად შეხედა ნიკოლოზმა, თათას ასისტენტს თათას მაგივრადაც მოეშალა ნერვები მამაკაცის თავხედობაზე
- კარგით დავუკავშირდები.
- ქალბატონო თათა ბატონი ნიკოლოზია თქვენთან
- შეხვედრა ჩანიშნული არ გვქონდა, შესაბამისად ვერ შევხვდები, მკაცრი იყო თათას ხმა
- როგორც ჩანს თავისუფალია, ნიკოლოზმა თავხედურად შეაღო თათას კაბინეტი ისე რომ სალოს არ დაელოდა, სალო კი უკან შეყვა რათა თათასთვის სიტოაცია აეხსნა
თათა გააბრაზა ნიკოლოზის სითავხედემ
- თათა მე... რარაც უნდა დაეწყო სალომეს როცა თათამ შეაჩერა
- არაუშავს სალომე, მივხვდი, მივხედავ.
თათასთან სამი წლის ნიტა იყო კაბინეტში და ნახატებს ხატავდა,
ნიკოლოზი ბავშვს მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა, შეგვიძლია ახლა ერთად დავხატოთ, გაეთამაშა ნიტას- ნიტამ კი დედას შეატყო რომ ნიკოლოზის მოსვლა არ ესიამოვნა, ბავშვი დედასთან გაიქცა და იქიდან მოღუშული სახით უთხრა მამაკაცს
- თქვენთან თამაში არ მინდა
- ჰოო ? რატომ გაეცინა ნიკოლოზს
- თქვენ რომ შემოხვედით დედას ხასიათი შეეცვალა, საყვარლად ტლიკინებდა პატარა- თათას ბავშვის ნათქვამზე გაეცინა. - ნიტას ხელი ჩაჰკიდა და თან ლაპარაკით სალოსკენ გაიყვანა, ნიტა ცოტა ხანი სალოსთან ვითამაშოთ ხოო- ღიმილით ეუბნებოდა ბავშვს
- კარგი დე, მიყვარხარ- ბავშვამა დედას სახეზე მოუთათუნა პატარა თითები და ჩაეხუტა.
ნიკოლოზი კი ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა და თათაში ყველაფერთან ერთად საუკეთესო დედას ხედავდა.
- სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები ამ ყველაფერს როგორ ახერხებ, მეგობრული ტონით დაუწყო საუბარი თათას- თუმცა პასუხად ცივი მზერა მიიღო
- პირდაპირ საქმეზე გადადით
- ბოდიში მინდოდა მეთქვა ბოლო შეხვედრის გამო
- საბოდიშოდ საკმაოდ ცუდი ფორმა აირჩიეთ და მეორე ბოდიში ამის გამო გაქვთ მოსახდელი, მკაცრად უპასუხა თათამ და ხელები გადააჯვარედინა.
- პირველივე დღიდან მკაცრად მექცევით თათა და არ არის საჭირო
- გისმენთ, რისთვის მოხვედით
- ჩვენი კომპანიის დიზაინით როდის შეძლებთ დაკავებას
- ივლისის შუა რიცხვებამდე დრო არ გვაქვს- კვლავ კატეგორიული იყო თათას ხმა
- კარგით ივლისის შუა რიცხვები იყოს, შეუვალი იყო ნიკოლოზიც, ხელშეკრულება მირჩევნია ახლავე გავაფორმოთ და ავანსსაც ჩაგირიცხავთ რომ მერე გაუგებრობას ადგილი არ ქონდეს
- არა არ გამოვა, შეიძლება პროექტები გაგვეწელოს და დროულად ვერ მოვკიდოთ საქმეს ხელი, სხვა კომპანიები შემიძლიათ გირჩიოთ როგორც ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ირონია შეერია კატოს ხმას
- თავიდან მიშორებთ- გაეცინა ნიკოლოზს
- სწორად მიხვდით
- და რატომ ?
- არანაირი სურვილი არ მაქვს იმ ადამიანთან თანამშრომლობის რომელიც მემუქრება, ვცდილობ ცემი პორტფელი მრავალფეროვანი იყოს და თქვენნაირი ადამიანების საქმეებით არ იყოს გადატვირთული, ყოველი შემთხვევისთვის, არ ვიცი როდის რას უნდა ველოდო თქვენგან- სრული სერიოზულობით პასუხობდა თათა
- ვაღიარებ შეცდომა დავუშვი
- ბატონო ნიკოლოზ, ვწუხვარ მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ვერ გამოვა, თუ გსურთ სხვა კონტრაქტებიც გავაუქმოთ. მხოლოდ იმიტომ არ ვაუქმებ ჩემი მხრიდან ხელშეკრულებებს დ აარ გიწყვეტთ თანამშრომლობას რომ ჩემი მხრიდან არაპროფესიონალიზმი იქნება
- თქვენი მხრიდან ბიზნესის და პირადი შეხედულებების აღრევაც უკვე არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.
- ბატონო ნიკოლოზ თქვენს გამოჩენამდე ლევანთან დალაგებული ურთიერთობა გვაქონდა, იქნებ კვლავ მას ვეკონტაქტოთ
- ლევანთან თქვენ მხოლოდ ერთხელ გქონდათ კონტაქტი
- არც არის საჭირო ყველა კნიენტთან ჩემი კონტაქტი
- იცი მგონი ობს ჭიქა ღვინოზე სადმე გავიდეთ და იქ ვისაუბროთ
- ბატონო ნიკოლოზ დამცინით ?
- არა , სრული სერიოზულობით გესაუბრებით.
- მოდი ასე გეტყვით, შეიძლება ეს კიდევ ერთხელ უსვამდეს ხაზს ჩემს არაპროფესიონალიზმს, თუმცა, მსურს რომ კვლავ ლევანი იყოს თქვენი კომპანიების წარმომადგენელი, და თუ რამე საკითხი იქნება მასთან განვიხილოთ, ძალიან უსიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა ჩემთვის, დისკომფორტს მიქმნის და თან მიჭირს საკუთარი თავის კონტროლი რომ რამე იმაზე ცუდად არ გითხრათ ვიდრე თქვენ იქცევით.
- კარგად ბრძანდებოდეთ.
- თათა, ახლა კი მე გეტყვით, ხვალამდე ველი თქვენი კონტრაქტის დრაფტს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ და აუცილებლად განანებთ. - მკაცრი და შეუვალი აღმოჩნდა ნიკოლოზიც, კარი გამოიხურა და გაბრაზებული ჩავიდა პარკინგზე , მანქანში მოთავსდა და მუხრუჭებს მიაჭირა, ნერვები მოეშალა
სასტიკად წყობიდან გამოიყვანა თათას ასეთმა პირდაპირობამ, უსიამოვნო ვარ არა, მაგასაც ნახავ , ჩემს იქით გზას არ დაგიტოვებ ბრაზობდა ნიკოლოზი და სამომავლო გეგმაზე ფიქრობდა, იცოდა ამ მუქარის მერე , თათა უფრო არ გამოაგზავნიდა კონტრაქტს.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან და ვხალისობ,ვგრძნობ თათა ბოლოს მაინც წავა დათმობაზე,ვნახოთ რა იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent