შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"თეთრი მარმარილო"(სრულად)


1-05-2020, 01:36
ავტორი ტერიკო74
ნანახია 7 777

-ელამი მაშო მოდის!-დაიძახა ერთმა და ბირჟაზე შეკრებილმა ყმაწვილებმა ფხუკუნი ატეხეს.
-ჩუმად,არ გაგიგოს,-ვანომ მუჯლუგუნი წაჰკრა თედოს.თედომ საპასუხოდ თვალები დააელმა,რამაც ბიჭები უარესად ააფხუკუნა.
-გეყოფა!-ხეზე,ცალი ფეხით მიყუდებულმა სანდრომ შუბლი შეკრა.
-ნახე,ნახე,ერთი თვალი პავაროტში აქვს,-თედო სიცილისგან გაიჭაჭა.
-რა გითხარი?!-წამოენთო სანდრო და თედოს წინ მამალივით, მკერდგამოწეული გაიჯგიმა.
-შენ რა გაწუხებს?-ვანო გამოესარჩლა თედოს.
-რატომ დასცინით?!-მუშტები შეკრა ყოველ შემთხვევისთვის.
-სასაცილოა და იმიტომ!-თედოს გული მიეცა.
-შენ თვითონ რას გავხარ.დაწელილი ყურებით,-წკიპურტი წაჰკრა ზომაზე მეტად გადმოწეულ ყურზე.
-ე,რა ბზიკმა გიკბინა?-ვანომ მკერდზე ხელი მიჰკრა.
-ბზიკმა არა, ტოროლამ,-სხვა ვერაფერი თქვა,გული ყელში მიებჯინა.
-შენ რა,ელამი მაშო ხომ არ გიყვარს?-ისე ხმამაღლა დაიძახა ვანომ,რომ მაშოს ყურსაც მისწვდა.ბიჭებმა სიცილი დააყარეს სანდროს.
-მიყვარს არა,ისა,-დანაშაულზე წასწრებულივით შეცბა და გაწითლდა.
-ოეე,ელამი უყვარს,-ატყდა ჟრიამული.
-ვის უყვარს,ბიჭო?!-უარესად აილეწა და თედოს სახეში მუშტი უთავაზა.არც თედომ დახია უკან,ატყდა ჩხუბი.ყმაწვილები გარს შემოერტყნენ ყიჟინით.მტვერში გაგორდნენ მოჩხუბრები,ხან ერთი მოექცეოდა ზევიდან,ხან მეორე.ბიჭები კი უარესად აქეზებდნენ შეძახილებით.
-მიდი თედო,მიდი!
***
-რას გიგავს ბიჭო,თავ-პირი?-ჭიშკარში ქურდულად შეპარულ სანდროს ქეჩოში სწვდა გიგო პაპა.
-ცხენიდან გადმოვვარდი,-ჩაიდუდღუნა და თავის განთავისუფლება სცადა.
-ცხენიდან არა?!-საეჭვოდ შეათვალიერა შვილიშვილი.
-ჰო,-თავჩახრილმა თქვა.
-წადი პირი დაიბანე,-ხელი გაუშვა.
"ვანო,რომ არ მიხმარებოდა,მოვერეოდი"-სარკეში გახეთქილი წარბი შეათვალიერა."მაშომაც გაიგონა ყველაფერი"-უკმაყოფილოდ გააქნია თავი.ძალიან უყვარდა მაშო,თავისთვის,ჩუმად..დღეს კი,ყველა მიუხვდა,თითქოს გული საჯაროდ აუკენწლეს.მალულად უთვალთვალებდა ხოლმე მაშოს,მის ეზოს გალავანზე აძვრებოდა და სულგანაბული ხეებს ეფარებოდა.ზედმეტად არ ირხეოდა,ემანდ არავინ დამინახოს და არ შევრცხვეო.ის კი არ იცოდა,რომ მაშოს შემჩნეული ჰყავდა. ჩუმად აკვირდებოდა ყმაწვილ ქალს.ხან რას ადარებდა,ხან რას,იქამდე ვერ მოუძებნა სახელი,სანამ წიგნში არ ამოიკითხა ერთი შედარება."თეთრ მარმარილოს ქმნილებას ჰგავდა ევა,ქათქათა კანი მზის შუქზე მაცდურად ულაპლაპებდა.."ეს ფრაზა ჩაებეჭდა ტვინში.-მაშო თეთრი მარმარილოა!-დაიძახა და ამ აღმოჩენით კმაყოფილი სიხარულისგან ათრთოლდა.
ამ ჩხუბის შემდეგ,ერთი კვირაც არ იყო გასული,ეზოს თედო და ვანო ,რომ მოადგნენ.მის შემდეგ არ ენახა ბიჭები.ყველას გაურბოდა.ორივე თავდახრილი იდგა სანდროს წინ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
-მაშოს დედა მოუკვდა,-დამნაშავესავით დაილაპარაკა ვანომ.
თითქოს გულზე მარწუხები შემოუჭირესო,ტკივილი იგრძნო სანდრომ.მდუმარედ დაადგა მასოს სახლის გზას.კარგად იცოდა რა იყო დედის სიკვდილი.უხმოდ მიუჯდა გოგოს გვერდით და ასევე უხმოდ უთანაგრძნო.თვალებდაწითლებულიც კი ლამაზი ეჩვენა.დღე და ღამე არ მოშორებია მის სახლს.მხოლოდ დაკრძალვაზე გაბედა და მაშოს თითებზე ხელი მოუჭირა.-ჩემი იმედი გქონდეს,-უჩურჩულა და სწრაფად გაერიდა.
-სანდრო!-პირველად დაუძახა ბიჭს.გაოგნებული შეტრიალდა სანდრო,მაშომ სევდიანად გაუღიმა.ამ ღიმილში,ნდობა იკითხებოდა.
მეორე დღეს გაიგო,მაშო ქალაქში საცხოვრებლად მიჰყავს დეიდას,აქ კი რაც აბადიათ,ყიდიანო.ყველაფერი ჩასწყდა სხეულში,აირ-დაირია,გულის რევაც იგრძნო.შურდულივით დაეშვა მაშოს სახლისკენ,გალავანს ერთი ნახტომით გადაევლო ზედ და ეზოში ბარგით ხელში მდგარ მაშოს ცხვირწინ გამოეცხადა.გოგო თითქოს ელოდა,არ გაკვირვებია.ცოტა ხანს უყურა მაშოს,თითქოს ენა წაერთვა,რამოდენიმეჯერ გადაყლაპა ნერწყვი.
-როდის ჩამოხვალ?-ძლივს ამოღერღა.
-არ ვიცი,სკოლაში იქ უნდა ვიარო,-მოწყენილი ხმა ჰქონდა.
-არ წახვიდე,მაშო,-მუდარა გაისმა სანდროს ხმაში.
-აქ ვისთან დავრჩე,მარტოს არ დამტოვებენ,-წამოწითლდა.
-ჩემთან დარჩი!-ამ ორი სიტყვით,ყველაფერი იყო ნათქვამი.
მერე, იქამდე სდია მიმავალ ავტობუსს,სანამ დაღლილობისგან გზაზე არ წაიქცა და მიწას მუშტები დაუშინა.მაშო კი ფანჯარასთან მჯდარი,ჩუმად იწმენდდა ცრემლებს.
***
ოცი წლის მანძილზე უვლიდა სანდრო ,თავის და მაშოს მშობლების საფლავებს.ერთი დღეც არ გასულა,მაშოზე რომ არ ეფიქრა.ხშირად ჩადიოდა ქალაქში თედოსთან.ქუჩებში უმისამართოდ დაეხეტებოდა,იქნებ სადმე წავაწყდე მაშოსო,ფიქრობდა.მაშო კი,ჯიუტად არსად ჩანდა.ბოლოს კი იმედგადაწურული მიუჯდებოდა მაგიდას და თედოსთან ერთად ღვინით იქარვებდა დარდებს.
-ისევ გიყვარს,-გაბედა და შეაპარა თედომ.
-ვინ?-ისევ ისე შეცბა,როგორც მაშინ,ბავშვობაში.
-ვინ და ელამი მაშო,-თბილად გაუღიმა სანდროს და მხარზე ხელი მოუთათუნა.-ლამაზი იყო მაშო,ის თვალებიც უხდებოდა,ვიცოდი,რომ გიყვარდა,ყველამ ვიცოდით,რატომ გაბრაზებდით,არ ვიცი,სულელი ბავშვები ვიყავით,-სინანული იგრძნობოდა თედოს ხმაში.
უარესად მოეწურა გული სანდროს,რას არ მისცემდა,ოღონდ,ერთხელ მაინც ენახა მაშო,თუნდაც შორიდან,თვალი შეევლო თავის"თეთრ მარმარილოსთვის".
***
ახალი წლის დადგომას წუთები აკლდა.აჭრელებულ ნაძვის ხეს ბავშვები ჟრიამულით ეხვეოდნენ.სანდრო აივანზე ფიქრებში ჩაძირული იდგა და პაპიროსის კვამლს ჰაერს ატანდა.
-თუ ამაღამ გადავრჩი,აღარაფერი მომკლავს,-ნასვამი თედო ამოუდგა მხარში.
-სამი დღეა ძველ წელს აცილებ,-გაეცინა სანდროს.
-კარგად უნდა გავაცილო,ემანდ არ მობრუნდეს,-თეატრალურად აღმართა საჩვენებელი თითი ჰაერში.
-სასწაულების გჯერა?-მოულოდნელად ჰკითხა სანდრომ.
-სიზმარი ხომ არ ნახე რამე?
-რა შუაშია სიზმარი,გჯერა,თუ არა?
-რა ვიცი,აბა..-თავი მოიქექა თედომ.-შენ?-კითხვა შეუტრიალა.
-აღარ!
***
ღამის თორმეტ საათზე,ისეთი ბათქა-ბუთქი ატყდა,რომ ქალაქის ცა დღესავით განათდა.
-მამა,მეც გავისვრი რა?!-თედოს მკლავზე პატარა ბიჭუნა ჩამოეკიდა და აივნის მოაჯირზე მიმაგრებულ სასროლ შუშხუნას ხელი წაატანა.თედომ ვერ მოასწრო ბავშვის გაწევა,ისე იბუთქა და იქ მყოფთ თვალში დაუბნელდათ.ხმაური ქალის განწირული კივილის ხმამ ჩაახშო.
***
საავადმყოფოს მიმღებში ,ხელში ატატებული ბავშვით ,შეშლილივით შევარდა სანდრო.მორიგე ექიმს დაუწყობელი სიტყვებით აუხსნა მომხდარი.ბავშვი გამოართვეს თუ არა,თედოც გამოჩნდა,დამწვარი ხელები გადატყავებოდა,სახეზე ამოკენკილ კანიდან სისხლი მოუჟონავდა.
-დავიღუპე!-გულმოსაკლავად დაიყვირა და კედელთან ჩაცურდა.უარესად გახდა,როდესაც ექიმმა აუწყა,ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროვება თვალებზე,სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სხვა კლინიკაში,აქ მაგის სპეციალისტები არ მოგვეპოვებაო.სანდრო საჭეს ჩაფრენილი მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას .თედო სიმწრისგან არა ადამიანურ ხმებს გამოსცემდა.მიმღებში აცნობეს,ქირურგი გზაშია და წუთი-წუთზე აქ იქნება,იქამდე ბავშვს მოვამზადებთო.ლოდინში დრო უსასრულოდ გაიწელა.
-სად არის ექიმი?-მოთმინება დალეულმა შეხსნა კარი.
-დამშვიდდით,ექიმი ადგილზეა და ოპერაციისთვის ემზადება,-სათვალის ზემოდან გადმოხედა მორიგემ.
-უნდა ვნახო,დაუძახეთ,უნდა ვიცოდე,ვის ხელშია ჩემი შვილი!-იმის მიუხედავად,რომ მეათედ აუხსნეს,აქ შემოსვლა აკრძალულიაო,ვერაფერი შეასმინეს გამწარებულ კაცს.ვერც სანდრო გახდა ვერაფერს,ამაოდ ექაჩებოდა ქურთუკზე.-ექიმს დაუძახეთ!-ჯიუტად იმეორებდა იქამდე,სანამ თეთრი კარი არ გაიღო და ახალგაზრდა ქალი არ გამოვიდა.
-დამშვიდდით ბატონო,მე გახლავართ ქირურგი მაშო წიკლაური,ყოველი წამი ძვირფასია ახლა,თქვენს შვილს სერიოზული დაზიანება აქვს!ოპერაციის შემდეგ შევხვდებით,დროს ნუ მაკარგვინებთ!-მკაცრად უთხრა თედოს და კარში გაუჩინარდა.თედოს სიტყვების ნახევარი არ გაუგია,მაინც ოთახში იწევდა.
სანდრო კი იდგა გაქვავებული,მზერა თეთრ კარზე შეყინვოდა.-მაშო?-მოულოდნელობისგან გაშეშებული ენა ძლივს აამოძრავა."მაშო,ჩემი მაშო,ჩემი თეთრი მარმარილო,ღმერთო,ნუთუ მართლა ის არის?"-გულმა სხეულის ყველა კუთხეში დაუწყო ფეთქვა."თვალის ექიმი მაშო"-ჩაიბუტბუტა.უცებ დიდი ტკივილი იგრძნო,ეტკინა მაშოს ბავშვობა,ეტკინა თავისი უსუსურობა,რომ ყველას ვერ მიუჩინა მაშინ ადგილი.თავჩახრილი,არეული ნაბიჯით გაუყვა დერეფანს,გარეთ,კიბეზე ჩამოჯდა და ცრემლები წასკდა.ყველაფერს ერთად ტიროდა,სიხარულსაც,სინანულსაც..
თედოს ცოლიც ტაქსით მოქანდა,ატირებული. ნიაკო ძლივს დავაძინე,მეზობელთან დავტოვეო მიაყარა სანდროს და შენობაში შევარდა.სანდროს ტვინს კი,მხოლოდ ორი სიტყვა ჩაეხვია,"ჩემი მაშო".მთელი ოცი წელიწადი იმის ფიქრსა და მოლოდინში გაატარა,თუ როგორ შეხვდებოდა ერთ მშვენიერ დღეს "თეთრ მარმარილოს".ყველანაირი შეხვერდა ჰქონდა წარმოდგინილი,მაგრამ ასეთი არა."ელამი მაშო მოდის" უცებ ამოუტივტივდა თედოს სიტყვები და გულში უსიამოვნოდ გაკენწლა.-ყველა გასროლილი სიტყვა უკან ბრუნდება,ბუმერანგივით,-დანანებით ჩაილაპარაკა და საოპერაციოს ფანჯრებს გახედა.
სანდრო აღარც შესულა შენობაში,ამღვრეული იჯდა გარეთ თედოს გამოსვლამდე.
-ოპერაციამ ასე თუ ისე,კარგად ჩაიარა,ექვს თვეში კიდევ დასჭირდება,თვალი კი შეუნარჩუნეს,მაგრამ ცოტა დეფექტი ექნებაო,-დამდუღრულივით მიუჯდა გვერდში სანდროს.
-მთავარია გადარჩა,ყველაფერი კარგად იქნება,-მეგობარს ხელი მოხვია.
-იცი,ვინ არის ექიმი?-ენის ბორძიკით დაიწყო თედომ.
-ვიცი,-სანდრომ ამოიოხრა.
-ჩვენი მაშო,სანდრო,ჩვენი ელამი მაშო,-თქვა და პატარა ბავშვივით ატირდა.
სანდროს უარესად ასტკივდა,ზუსტად მიხვდა ,რამაც აატირა თედო.
-არ შეხვალ?-ცოტა,რომ დამშვიდდა ,სანდროს ჰკითხა.
-ვერა.
-ამდენ ხანს ეძებდი და არ უნდა ნახო?იცი?გიცნო.
ამ ერთმა სიტყვამ,გული ნაღმივით აუფეთქა და ნაწილები მთელ ტანზე მოედო.
-იცი,რა შევამჩნიე?აღარ არის მაშო ელამი,ძალიან ლამაზია,თუმცა,ელამიც ლამაზი იყო,-გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა თედომ.სანდროს ხმა არ ამოუღია,ფეხზე წამოდგა,ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და გზას მთვარეულივით გაუყვა.
***
უთენია დაადგა სოფლის გზას სანდრო.თითქოს რაღაცას გაურბოდა."იქნებ ოჯახი ჰყავს?"-აქამდე ეს კითხვა არასდროს გაჩენია. მაშო ისევ იმ პატარა გოგონად იყო ჩარჩენილი მის მეხსიერებაში. ფიქრებში,სადაც კი შეხვდებოდა,იქვე ჩაიკრავდა გულში და არასდროს გაუშვებდა ხელს.ახლა კი,საპირისპიროდ იქცევა.არც ისე მარტივი აღმოჩნდა შეხვედრა.თითქოს დროის მოგება სურდა,რატომ და რისთვის,ვერ ხსნიდა.მთელი ორი კვირა საწოლში ბორგავდა და სიცხიანივით ბუტბუტებდა.ასეთი სუსტი და უძლური თუ აღმოჩნდებოდა,არ ეგონა.
ქვეყანა ძველით ახალ წელს ზეიმობდა.
-სანდრო!-ვანოს ხმამ ცოტა შეაფხიზლა და თვალი მძიმედ გაახილა.-სანდრო,ბიჯო!-უფრო ახლოდან გაისმა ხმა.
-მოდი,-ყრუდ თქვა და საწოლზე წამოჯდა.ტალახიანი ჩექმებით შეაბოტა ვანომ ოთახში.
-ვაა,შენ რა მშობიარე ქალივით,სულ ლოგინში უნდა იწვე?-ახორხოცდა.
-რა გინდა,ძილს არ აცდი ადამიანს,რაა,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და შარვალში ორივე ფეხით ჩახტა.
-რა მინდა კი არა,დროზე გაემზადე,თედოსთან უნდა ჩავიდეთ,ბავშვი გამოწერეს,სუფრა აქვს და ასე თქვა,თუ არ ჩამოხვალთ,ჩვენი ძმობა მორჩაოო,-ბოლო სიტყვა დააგრძელა.
-მე არ მცალია,შენ წადი,-თავიდან მოშორება სცადა.
-აპ,აპ,აპ,ეხლა მაგეთები არ იყოს,დროზე,დროზე,მანქანა დაქოქილი დავტოვე,-ხელები გაასავსავა და იქვე მიგდებული ნაქსოვი ზედატანი თავზე ჩამოაცვა.ვანომ დიდი ჯაჯგურის შემდეგ,ძლივს დაითანხმა სანდრო და მანქანაში ჩაჯდომისთანავე უსაფრთხოების ღვედიც თავისი ხელით გადაუჭირა.სანდროს ამ ქმედებაზე სიცილი აუტყდა.
-რას დამაბი კაცო ავი ძაღლივით,კი არ გიკბენ.
-არ ხარ სანდო,-თვალი ჩაუკრა ვანომ და გაზს ისე მიაჭირა,საბურავებმა ქვები აქეთ-იქით გაყარეს.
-თქვენ ხომ ადამიანს არ დაასვენებთ,-მოჩვენებითი სიბრაზით წაჰკრა ხელი თავზე.გული კი უცნაურად აუჩქროლდა.მაშომ დაუარა სხეულში.
***
ამდენი ხნით მარტოდ ყოფნისგან ხმაურს გადაჩვეულს,თედოსთან ისეთი ჟრიამული დახვდა,ლამის უკან გამოექცა ვანოს.
-დაეტიე აქა!-ისე დატუქსა ვანომ,მორჩილად შეუერთდა საერთო მხიარულებას.
სიგრძეზე გაშლილი სუფრა სანოვაგით დატვირთული იდგა.თედო ისეთი გახარებული იყო,ხან სანდროს კოცნიდა,ხან ვანოს.
-რომ არ ჩამოსულიყავით,გეფიცები ხმას აღარ გაგცემდით,ძმები ხართ!
სტუმარს სტუმარი ემატებოდა.ვანო და თედო ისე საეჭვოდ იქცეოდნენ,სანდროს გულში კი გაჰკრა,რამეს ხომ არ მიმზადებენ ესენიო,ფიქრი ეგრევე მაშოზე წაუვიდა.არც შემცდარა, სახლის კარი გაიღო და მომღიმარი მაშო გამოჩნდა ვიღაც მამაკაცთან ერთად,ბიჭებს ისე დაუბრიალა თვალები სანდრომ,ორივე ადგილზე დალურსმა.მაშომ ყველა სათითაოდ გადაკოცნა და მოიკითხა,სანდროსთან,რომ შეჩერდა,ზუსტად ისე გაუღიმა,როგორც დედის დაკრძალვის დღეს.
-როგორ ხარ,სანდრო?-სევდიანი ხმა ჰქონდა.ახლოს მიიწია და ოდნავ შეეხო ლოყაზე.უცებ აეწვა ის ადგილი სანდროს.-გაიცანი,ეს ჩემი მეუღლეა..
-გიორგი,-ხელი გაუწოდა მამაკაცმა.სანდრომ ძლივს შეაგება თავისი ხელი.ისეთი სპაზმი მოაწვა ყელში,ლამის გაიგუდა.ციებანივით აუტყდა კანკალი.
-არ ვიცოდი,გათხოვილი თუ იყო,ძმობას გეფიცები,-თედოს მომაკვდავის ხმა ჰქონდა.არც ვანო იყო უკეთეს დღეში.ახლა მიხვდა სანდრო,თუ რატომ გაურბოდა მაშოს,ქვეცნობიერად გრძნობდა,რომ მისი არ იყო,დაიმსხვრა ის ოცი წლის ნაშენები ოცნებები,"ჩემი მაშო" გახდა სხვისი მაშო."ჩემი თეთრი მარმარილო"სხვის საკუთრება გახდა.მორჩა და დამთავრდა ყველაფერი!-ტოტმანით გასწია აივნისკენ,ხარბად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი.სიგარეტს გაუკიდა და ისევ ისე გაატანა ჰაერს კვამლი,როგორც ორი კვირის წინ. ისეთი სიცარიელე და მარტოობა იგრძნო,რაღაც წამში სიკვდილზეც კი გაეფიქრა.
-როგორ ხარ,სანდრო?-რა ახლობელი და ამავ დროულად რა შორეული იყო ეს ხმა.მაშო იდგა მის ზურგსუკან.
-კარგად ვარ,-ხმა ჩაეხლიჩა.
-ასე ცივად?-შეკრთა მაშო.
-დაოჯახებულხარ,-შეახსენა და თავისი ტკივილიც გაყიდა.
-ჰო,ორი დღეა რაც ხელი მოვაწერეთ.
-ბედნიერებას გისურვებთ,-ყრუდ გაისმა მილოცვა.
-მადლობა..შენ?
-რა მე?-მთელი ტანით შემოტრიალდა და მაშოს შეხედა.
-შენ არ დაოჯახებულხარ-თქო?
-ძალიან საინტერესოა?-ცოტა აგდებულად გამოუვიდა.
-მოგილოცავდი,-ხმაზე შეეტყო,რომ ეწყინა.
-ჯერ არა,როცა გადავწყვეტ,შეგატყობინებ,-ირონიულად ჩაიცინა.
-შეცვლილი ხარ.
- შეიძლება,-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი.
-გელოდებოდი,-ხმა აუკანკალდა მაშოს.
-ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს,გათხოვილი ქალი ხარ,-შეახსენა სტატუსი.
-იმ დღეს,საავადმყოფოში,რატომ არ მოხვედი?-არ მოეშვა ქალი.
-რამეს შეცვლიდა?-ინტერესით დააკვირდა.
-ყველაფერს!-თქვა და სწრაფად შევიდა ოთახში.სანდრო კი დატოვა გამეხებული.
შიგნით,რომ შევიდა მაშო,მოიმიზეზა საავადმყოფოდან დამირეკეს მძიმე პაციენტია,უნდა წავიდეო,მოუბოდიშა სუფრის წევრებს და დაემშვიდობა.
იმ საღამოს ისე დათვრა სანდრო,გონი არ მოეკითხებოდა.მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა-დავაგვიანე! ვანო და თედო კი მიხვდნენ,რომ მაშოს უკავშირდებოდა,ძლივს მიათრიეს საწოლამდე და ტანზე გაუხდელად დააწვინეს.ფეხსაცმელები კი წააძრეს.
დილით,ნაბახუსევი თავი ძლივს ასწია,კედლის საათიდან ისრები რვა საათს უჩვენებდნენ.
-ვახ,რამ დამალევინა ამდენი,-თავის თავს გაუბრაზდა.გვერდით ვანო იწვა,პირღიას ეძინა და საოცარ ხმებს გამოსცემდა.
-რას ხროტინებ,ბიჯო,-ხელი წაჰკრა.
-მმმ,-ზმუილით იცვალა გვერდი.
-მუ კი არა,ადექი,უნდა წავიდეთ,-მთელი ძალით შეანჯღრია.
-დამაძინე რა,-მობეზრებულად აიქნია ხელი.
-დროზე,დროზე,საქმეები მაქვს,-საბანი გადააძრო.
***
გზაში,ვანოს უჩვეულოდ მხიარული მოეჩვენა სანდრო.იმდენს ლაპარაკობდა და იცინოდა,ცოტა არ იყოს და ეჭვიც კი შეეპარა ,ხომ არ გაგიჟდაო.
-ვანო,კარგი რაღაც მაქვს მოფიქრებული,უბრალოდ გვერდში მდგომი მჭირდება,-საქმიანი იერით გადახედა მეგობარს.
-გისმენ,აბა?-ყურადღებად იქცა ვანო.
-მოკლედ,ფერმა უნდა გავყიდო და რესტორანი ვიყიდო,შეთვალიერებული მაქვს ერთი კარგი ადგილი.დავიღალე ძმაო, ამ ძროხა-ღორების დევნით,კლიენტი ბლომად არის,კარგ ფასს იძლევიან,-თქვა და შეფიქრიანებულ ვანოს დააკვირდა.
-აზრი კარგია,მაგრამ რომ არ გაამართლოს?
-კარგი რა ვანო,საჭმელი ისეთი რაღაცაა,ყოველთვის აქვს მოგება.აი,კაი რიყის ქვა,გულიანად რომ მოხარშო და შეკმაზო,იმასაც შეჭამს ხალხი,-თავის ნათქვამზე გაეცინა.ვანოც აჰყვა.მთელი გზა სოფლამდე გეგმების დაწყობას მოუნდნენ. საკმაოდ დიდი ფერმა ჰქონდა სანდროს,ვანოსიც არ ჩამორჩებოდა.თუმცა,ორივეს გაყიდვა სისულელე იქნებოდა,უკან დასახევი გზა მოიტოვეს და მხოლოდ სანდროს ფერმის გაყიდვაზე შეჯერდნენ.ვინიცობაა და არ გაამართლა ახალმა ბიზნესმა,ხელჩასაჭიდი მაინც დარჩენოდათ რაიმე.მეგობრის შემართებამ ძალიან გაახარა ვანო.არა და ქალაქიდან წამოსვლისას ფიქრობდა,რომ მაშოსთან შეხვერდის შემდეგ,სანდრო დეპრესიაში ჩავარდებოდა.პირიქით მოხდა,სულ სხვა სანდრო იყო,უფრო ხალისიანი და სიახლეებით სავსე.
***
მაშომ ის ღამე საავადმყოფოში,საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილმა,თეთრად გაათენა.გიორგისაც მოატყუა მძიმე პაციენტი მყავსო. არ ავიწყდებოდა ის დღე,სანდრო,რომ მოსდევდა ავტობუსს.მაშინ დადო ფიცი თავის თავთან,რომ მთელი ცხოვრება დაელოდებოდა.ბავშვი იყო,სულ რაღაც ცამეტი წლის.მას შემდეგ წლებმა ისე გაიფრინეს სწავლაში და კარიერის აწყობაში,რომ გადაეჩვია სანდროზე ფიქრს.ოპერაციის დღეს კი,სანდრო,რომ დაინახა,არ შეიმჩნია,თორემ შიგნეულის საშინელი წვა კი იგრძნო.დარეტიანებულივით შევიდა საოპერაციოში.მთელმა ბავშვობამ ერთიანად გაურბინა თვალწინ.თუ როგორ ხედავდა ყოველ დღე მის სახლის გალავანზე შემოსკუპებულ სანდროს,თავის ჭკუით ხეებს,რომ ეფარებოდა.მაშოს იმ დროს, გული ისე ხმაურით უცემდა ხოლმე,მკერდზე ხელს ძლიერად იჭერდა,თითქოს ხმის დასახშობად. უყვარდა სანდრო,თავისთვის,ჩუმად.
მიუხედავად იმისა,რომ რამოდენიმე დღეში ცოლად უნდა გაყოლოდა გიორგის,სანდროს ერთ სიტყვას შეეძლო შეეცვალა ყველაფერი.ამას მაშინ მიხვდა,როცა სანდრო დაინახა.წამებში გამოიღვიძა მიძინებულმა სიყვარულმა.როგორ ელოდა,რომ მიაკითხავდა და გულში ჩაიხუტებდა.სანდრო კი,არც გამოჩენილა."ალბათ ,ოჯახი ჰყავს"- გულდაწყვეტილმა თქვა მაშინ და ეცადა სანდროზე ფიქრები თავიდან ამოეგდო.ეს ცდაც ამაო აღმოჩნდა,თედოსთან აივანზე სანდროს რომ ესაუბრა.უარესად ჩაეწვა შიგნეული."ცოლი არ მოუყვანია"-თითქოს განგაშის ზარებმა შემოჰკრეს გონებაში.
სავარძელში მჯდომს ღრმად ჩასძინებოდა,დამლაგებლის შემოსვლაზე უცებ ასწია თავი.
-მაშო ექიმო,ბოდიში,არ ვიცოდი,აქ თუ იყავით,-უხერხულად აათამაშა ცოცხი.
-არა უშავს ცისანა,მოდი,-ჩვეული ღიმილით დააჯილდოვა ქალი და წამოდგა.მაჯის საათს დახედა,რვა სრულდებოდა.თავის მოსაწესრიგებლად დრო საკმაოდ ჰქონდა,ცხრა საათზე თათბირი უნდა მოეწვია.სარკესთან დადგა თუ არა,უძილობისგან ჩაშავებულ თვალებს დააკვირდა.შემდეგ ცოტა დააელმა და თავის საქციელზე გაეცინა.თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო,აჩქარებული შებრუნდა კაბინეტში და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
***
საღამო ხანს,ბუხარს მიმჯდარი სანდრო კლიენტის მოლოდინში წითელ ღვინოს ნება-ნება წრუპავდა და მობილურში იქექებოდა.უცხო ნომრიდან შემოსულ ზარს,სწრაფად უპასუხა.
-დიახ,-ოფიციალური ხმა ჰქონდა.
-მე ვარ,-მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა გაისმა.სანდროს ხმა ჩაუწყდა.-მაშო ვარ.
-გისმენ?!-თვალები ისე მაგრად დახუჭა,ეტკინა კიდეც.
-როგორ ხარ?-ხმაზე დაეტყო ნერვიულობა.
-კარგად..
-მე ცუდად,-ისე სევდიანად გაისმა,სანდრომ ტელეფონი მოშორებით გასწია და სიმწრით შეიგინა.
-რით შემიძლია დაგეხმარო?-გაუჭირდა საუბარი.
-არ ვიცი..
-მაშო..
-ჰო,სანდრო,-აშკარად ტიროდა.სანდრომ ხელმეორედ ჩუმად შეიგინა.
-მაშო,ქმარი გყავს!
-ვიცი..
-არ გიყვარს?
-ვინ?
-შენი ქმარი?!-ყბები ისე დააჭირა ერთმანეთს,ჭრიალი გაისმა.
-კარგი ადამიანია,ვუყვარვარ..
-შენ,თუ გიყვარს მეთქი?!
-შენთვის აქვს მნიშვნელობა?
-მიპასუხე!-გაბრაზდა,მთელი ძალით მოუჭირა მობილურს ხელი.
-წავედი,აღარ მცალია,- პასუხს თავი აარიდა მაშომ და ტელეფონი გათიშა.
მოგვიანებით ვანო მოვიდა და კლიენტიც მოჰყვა ფეხდაფეხ.ბევრი ისაუბრეს ფერმასთან დაკავშირებით და ბოლოს ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდა საქმე.
-ხვალ,ფერმას რომ ნახავს და შევთანხმდებით,მაშინ ზეგ მოგვიწევს თბილისში ჩასვლა,იმ რესტორანსაც გაჩვენებ,თან მფლობელს გავესაუბროთ,-კლიენტის წასვლისთანავე სანდრო ვანოს მიუბრუნდა.
-რაღაც უკმაყოფილო ხარ,თუ მეჩვენება?
-მაშომ დამირეკა.
-გასაგებია,-უხასიათობის მიზეზი უცებ გაირკვა.-რა გითხრა?
-ისეთი არაფერი..
-მაინც?
-ცუდად ვარო,-ხმაურიანად ამოისუნთქა.
-უშენოდო?-ისეთი სახე მიიღო ვანომ,გამწარებულ გულზეც კი გაეღიმა სანდროს.
-მთლად მასე არ უთქვამს,მაგრამ ეგ იგულისხმა.
-გადამრევთ თქვენ,-ხელები განზე გაშალა.-მერე?
-რა მერე,არჩევანი უკვე გააკეთა,გათხოვდა,მორჩა კინო.
-დაგიჯერო?-ეჭვის თვალით დააკვირდა.
-ვანო..-დაუღრინა.
-მორჩენის რა გითხრა და მგონი დაიწყო,-დაასკვნა ვანომ.
-ოჯახი შექმნა,მე კი,არ ვარ ის კაცი,მისი გრძნობები საჩემოდ გამოვიყენო.
-ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულხართ,-თავი გააქნია ვანომ.-მოდი,მოდი,დაასხი,დღევანდელი გამარჯვება აღვნიშნოთ,-მხარზე უბიძგა სანდროს.
***
მაშომ,სამი წლის წინ,ერთ-ერთ სამხატვრო გალერეაში გაიცნო გიორგი.გამოფენაზე ჰქონდა გამოტანილი საკუთარი ნამუშევრები.სინატიფით შექმნილ მინიატურულ ქანდაკებებს აღფრთოვანებული აკვირდებოდა.ერთმა ნაკეთობამ მონუსხა.შიშველი ქალი მამაკაცის ხელის მტევანში იყო მოქცეული,თვალის მომჭრელად ლაპლაპებდა განათების ფონზე.ყველა მხრიდან შემოუარა და ხელი ინსტიქტურად წაიღო მისკენ.
-შეხება აკრძალულია,-ღიმილით მიუახლოვდა ავტორი.
-მაპატიეთ,საოცარი ნამუშევარია,რა მასალაა?-უხერხულად დაიხია უკან.
-მადლობა..ეს თეთრი მარმარილოა,-უთხრა და მაშო თავით-ფეხამდის ხელოვნის მზერით შეათვალიერა.
-იყიდება?
-ჯერ არა,საზღვარგარეთ მაქვს გამოფენა თვის ბოლოს,იქ მიმაქვს ნაკეთობები,-ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-ესე იგი,მომავალში შესაძლებელია მისი შეძენა?
-დიახ,აუქციონის სახით.
-როგორ დაგიკავშირდეთ?-ადგილზე აცმუკდა.
-ინებეთ,ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,-ჯიბიდან ამოაძვრინა და გაუწოდა.
"გიორგი კაკაბაძე" მაშომ წამიერად გადაავლო თვალი ბარათს და ხელჩანთაში ჩაიდო.
-მადლობა,შეგეხმიანებით,-თავაზიანად დაუკრა თავი და სხვა მინიატურების თვალიერება განაგრძო.
იმ დღის შემდეგ დაკარგა მოსვენება გიორგიმ."სახელი მაინც მეკითხა"თავს უწყრებოდა.ქალის ზარს ელოდა."ისე მოეწონა,აუცილებლად დარეკავს"გულს იმშვიდებდა.ორმა თვემ ჩაიარა გამოფენის დღიდან.მაშოს იმდენი საქმე დაუგროვდა,რომ არა ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენილი ნაცნობი ხელოვანი,გადავიწყებული ჰქონდა ქანდაკებაც და მისი ავტორიც.მაშინ გაახსენდა სავიზიტო ბარათი და ხელჩანთას ეცა.შეძენას ,თუ ვერ შეძლებდა,ყურადღებას მაინც გამოიჩენდა.ერთი ტელეფონის ზარიდან დაიწყო მათი ურთიერთობა.რადგან შანსი მიეცა გიორგის ქალთან დაახლოვების,ჩაეჭიდა და აღარც გაუშვა ხელიდან.ის "თეთრი მარმარილოც"აჩუქა და თუ კი რამ ებადა,ისიც.
პირველად ,რომ შეეხო გიორგი ბაგეზე,ვერაფერი იგრძნო მაშომ.შველივით დაფრთხა და ახლოს აღარ გაიკარა.თვეები დასჭირდა მამაკაცს,მისი გული ახლიდან ,რომ მოეგო.ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ცოლობაზეც დაითანხმა."მთავარია ვუყვარვარ,მეც შემიყვარდება"გულს იმშვიდებდა მაშო.შეიძლება,რაღაც გრძნობა მართლაც გასჩენოდა,მაგრამ სანდროს გამოჩენის შემდეგ,ყველაფერი თავდაყირა დადგა.
***
მეორე დღეს,ახალმა ფერმერმა,გახარებულმა ჩაუთვალა ფული სანდროს და ცხოველებს ისე ენის მოჩლექით მიეფერა,თითქოს შესაჭმელად კი არა,დივანზე წამოსაგორებლად უნდოდა.ამის დანახვაზე,ვანოს ისეთი სიცილი აუტყდა,პირუტყვებმაც კი გაკვირვებით შეხედეს.
-ბიჭო,ეს კაცი ისე იქცევა,არ გამიკვირდება,ხვალ ძროხები რეიტუზებში,რომ დაგვხვდნენ,-ახარხარდა ვანო.
-ღორებიც ,-აჰყვა სანდროც.
მთელი გზა თბილისამდე,ახალ ფერმერზე სიცილ-ხარხარში გალიეს.თედოს მოულოდნელად გამოეცხადნენ,სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში და უახლოეს რესტორანში გააქანეს.
-რას აღვნიშნავთ,ის მაინც მითხარით,რა გიჟებივით დამეცით თავზე,-თედო აქეთ-იქით იყურებოდა.
-დიდი დღეა,დიდი!-საზეიმო ხმით განაცხადა ვანომ.
-ცოლი ხომ არ მოგყავს,-სანდროს ჩაუკაკუნა თავში.
-კი,ორი ერთად.
-გააფრინე,რა გაუძლებს ორ სიდედრს?
-მაზოხისტი ვარ,-გაიცინა სანდრომ.
ის საღამო ქეიფში გაატარეს.თან მეორე დღისთვის შეხვედრა დანიშნეს,ახალ შენობის სანახავად.
***
-მაშო,რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები,-გიორგი ცოლს მიუჯდა გვერდით.
-დაღლილი ვარ,-უხასიათოდ უპასუხა.თან გაიფიქრა,ნეტავ,დღესაც ჩემს კაბინეტში დავრჩენილიყავიო.
-ხვალ,საღამოს "ქარვასლაში" ხელოვნები ვიკრიბებით,იმედია წამოხვალ?-ნაზად დაუსვა ხელი თმაზე.
-კარგი რა გიორგი,ხომ იცი,დასვენება მჭირდება,არ მაქვს ხმაურის თავი,-გვერდზე გაიწია,მეუღლის ხელის მოსაცილებლად.
-მეჩვენება,თუ ჩემი შეხება,არ გსიამოვნებს?-მამაკაცმა ისევ მოკიდა თმაზე ხელი.
-გეჩვენება,-ნაძალადევად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
-მაშო,რამე პრობლემა გაქვს?გაღიზიანებული ჩანხარ.
-უნდა წამოვწვე,თავი მტკივა,-მოიმიზეზა და თავის ოთახში შეიკეტა.
საწოლზე წამოწვა ,თუ არა,ორად მოიკუნტა და თვალები დახუჭა.არეულ გონებას სიმშვიდე დააძალა,არ გამოუვიდა,ცოტა ხანს იტრიალა,ტელეფონს დასწვდა და სანდროს ნომერი მოძებნა.
***
-თუ ღმერთი გწამს, ისევ ეს არ მომიწვინო გვერდით,-თედოს ვანოზე ანიშნა.
-მადლობა მითხარი,მხარს გიმშვენებ,-არხეინად წაიძრო ნასკები ვანომ და საბანში გაეხვია.
-რატომ?-სიცილი აუტყდა თედოს.
-რა რატომ,ბიჭო,მთელი ღამე აღმართზე ადის,ხრრ,ხრრ,-გამოაჯავრა.-სადამდე ვუსტვინო?
-საჩივრის წიგნი შემოსასვლელში დევს,-თვალი ჩაუკრა და გავიდა.
-მოდი,მოდი,მომიწექი,ნუ მენაზები პატარძალივით,-სიცილით დაატყაპუნა ხელი ლოგინზე ვანომ.
-ამაღამ,შენი ხრიალი,რომ გავიგო,თუ ბალიშით არ გაგგუდო,არაკაცი ვიყო,-დაემუქრა და დაწვა,თუ არა,საბანი ისე გადმოქაჩა,ვანომ ორი ბრუნი გააკეთა.
-ნელა,შე ფეთხუმო,-ისევ თავისკენ გაქაჩა საბანი.
-ხელიი,-შეუღრინა სანდრომ.
-მუხლებზე მაინც წამაფარე ბიჭო,რევმატიზმები მაქვს,-სასაცილოდ მოისაწყლა თავი.
-რა გაქვს?-იქამდე იცინა სანდრომ,სანამ თედომ არ შემოყო ოთახში თავი.
-ბავშვები არ გამიღვიძოთ,თქვე ველურებო,-მიაძახა და გაუჩინარდა.
ცოტა ჩაწყნარდნენ.ვანომ წამებში ამოუშვა ჯერ ფშვინვა,შემდეგ ხვრინვა.სანდრომ მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და ვანოს ნესტოებზე თითები მოუჭირა.არ გაჭრა ამ მეთოდმა,ახლა პირი დააღო და უარესად ახროტინდა.ამ წარუმატებელ ცდებში იყო გართული,მობილურზე შეტყობინებამ ,რომ დაიწკაპუნა.
"მენატრები"-ერთმა სიტყვამ უცებ აუჯანყა გულ-მუცელი,წამოახურასავით.
"მაშო,ცეცხლს ეთამაშები,ქმარს მიხედე"
თითქოს სილა გააწნესო მაშოს,ისე აეწვა ეს სიტყვები.
"სასტიკი ხარ" სასწრაფოდ გაგზავნა ტექსტი და გამწარებულმა მობილური მთლიანად გათიშა.
სანდროს აღარაფერი მიუწერია.მოსვენება დაკარგა."რა უნდა,ხომ გააკეთა არჩევანი,რატომ არ ისვენებს,დავიჯერო ვუყვარვარ?"დილამდე თავი დაიტანჯა ათასი ფიქრით.
თოვლიანი დღე გათენდა.ხეებს ლამაზად შემოეცვათ თეთრი ქურქი.
-დროზე გათბობა ჩართე,-სიცივისგან აძაგძაგებული თედო ხელებს მუხლებზე სწრაფი გასმით ახურებდა.
-დამაცადე ბიჯო,ჯერ დავქოქო,ვინ არის ეს წუწუნა,-ვანოც არანაკლებ ცახცახებდა.ერთი სანდრო იჯდა უმოძრაოდ.
-ეს ეტყობა,ღამე კარგად გაახურე ,რაღაც ხმას არ იღებს,-ჩაიქირქილა თედომ და სასაცილოდ დაქაჩა სახე.
-ეხლა ყურები არ აუხურდეს ვიღაცას,-სანდრომ სიგარეტს გაუკიდა.
-მადლს იზამ,-აფხუკუნდა ვანო.
დანიშნულების ადგილამდე კინკლაობით მიაღწიეს.შენობასთან მისულები დასერიოზულდნენ და საქმიანი იერი მიიღეს.მოლაპარაკებამ კარგა ხანს გასტანა.ბოლოს ორივე მხარემ,კმაყოფილებმა დატოვეს იქაურობა.ორი თვე მოუნდნენ რემონტს,საკუთარი ხელითაც ბევრი რამ გააკეთეს.პერსონალის და მუსიკოსების შერჩევაში გაეწელათ დრო.საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე მოგვარდა,როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ.ამ ორი თვის მანძილზე,მაშოს აღარ მიუწერია სანდროსთვის,წარა-მარა ხსნიდა ტელეფონს,იქნებ შეტყობინება დამხვდესო,მაგრამ მაშო დუმდა.ამ სიჩუმემ უფრო ააფორიქა სანდრო.რამდენჯერმე დააპირა თვითონ მიეწერა,მაგრამ აკრეფილ ტექსტს ბრაზიანად ისევ შლიდა.საკუთარ თავთან გამუდმებით ჭიდილი ჰქონდა.
რესტორნის გახსნის ცერემონიალი პირველ აპრილს დაამთხვია სანდრომ.მაშოს დაბადების დღეს. რაღა ამ მატყუარას ირჩევო,იცინოდა თედო.მნიშვნელოვანი თარიღიაო,ერთი ეს თქვა,სხვა ვერაფერი დააცდევინეს მეგობრებმა.
პირველი დღის კვალობაზე,საკმაოდ ბევრი სტუმარი მოვიდა.კარგად გაართვეს თავი,პერსონალმაც და უფროსობამაც.მოგვიანებით,ერთი სუფრაღა იყო შემორჩენილი,სტუმრებით სავსე.მაშინღა ამოისუნთქეს ბიჭებმა და დარბაზისგან განცალკევებით მოთავსდნენ.
-ისე ვარ დაღლილი,ჭამის თავიც არ მაქვს,-ვანომ მწვადის ნაჭერს ჩანგალი ჩაარჭო.
-მადა ხომ გაქვს?-თედომ გემრიელად მიკეც-მოკეცა მწვანილი,მარილში ამოავლო და პირში გაიქანა.სანდრო მოზომილად ილუკმებოდა.
-წესით,თუ ასე გაგრძელდა,უნდა გაამართლოს საქმემ,-ახლა მეორე მხრიდან უჩხვლიტა ვანომ მწვადს ჩანგალი.
-დღევანდელ დღეს გაუმარჯოს,ჩვენ გაგვიმარჯოს,-სანდროს ღვინით სავსე ჭიქა ჰაერში გაუშეშდა,როდესაც კარში შემოსული წყვილი დაინახა.ბიჭებმაც შეამჩნიეს.
-ძმობას გეფიცები,მე არაფერი მითქვამს,-თედომ, მაშო და გიორგი ,რომ დაინახა,თავის მართლებას მოჰყვა.
-ამას ჰქვია სიურპრიზი,-ჩაიცინა ვანომ და ფეხზე წამოდგა და სტუმრებს შეეგება.თედოც მიჰყვა.მხოლოდ სანდრო დარჩა გაუნძრევლად.მაშომ მოულოდნელობისგან ლამის ენა გადაყლაპა,ჯერ ბიჭების ნახვით,ახლა იმის გაგებით,რომ რესტორნის მფლობელი სანდრო აღმოჩნდა.დაბნეული მიუჯდა მითითებულ მაგიდას და ხელისკანკალით,უაზროდ დაუწყო ხელსახოცს წვალება.
-დღეს,ჩემი მეუღლის დაბადების დღეა,-გიორგიმ ღიმილით ამცნო ბიჭებს და მაშოს სიყვარულით გადახედა.
-ო,გილოცავ,-თედომ გულიანად ჩაკოცნა მაშო და მიმტანს გზა დაუთმო.
-რა დამთხვევაა,დღეს გაიხსნა ჩვენი რესტორანიც,-ვანო უცებ მიხვდა,რატომაც ამოიჩემა ეს თარიღი სანდრომ.მაშოს მიულოცა და სანდროს "მე შენ მოგივლის" თვალებით გახედა.
-ნება იბოძე და მიდი,მიხვდება ის კაცი რაღაცას,იცნობ ბოლოს და ბოლოს,-ვანო მიუახლოვდა სანდროს.მძიმედ წამოდგა სანდრო და ხელსაბან ოთახისკენ გაემართა.
-სად მიდიხარ,ბიჭო?-დანანებით ჩაიქნია ხელი ვანომ.
ბოლომდე მოშვებულ ონკანს მიუშვირა გახურებული სახე.ცივმა წყალმა ცოტა გააგრილა.გასწორდა და ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო.სარკეში თავის თავს წარბქვეშიდან ,ჩაფიქრებული დააკვირდა."მაინც და მაინც დღეს ,გულმა უგრძნო,თუ ბიჭების ოინებია?"-დავხოცავ ორივეს,-ხმადაბლა თქვა და სახის შემშრალება დაიწყო.თავი მოიწესრიგა,თუ არა,კარში ვერ მოასწრო გამოსვლა,მაშო შეეჩეხა.ორივე შეცბა.
-გამარჯობა სანდრო,-ძლივს ამოღერღა მაშომ.
-გამარჯობა,-გაუღიმა.
-არ ვიცოდი,შენი საკუთრება,თუ იყო,-მაშო დააბნია კაცის რეაქციამ,ეგონა ისევ სიუხეშეს გამოიჩენდა და გული ეტკინებოდა.
-თორემ არ მოხვიდოდი?-ახლოს მიიწია ქალთან.მაშო კაცის სიახლოვეზე ისე აილეწა,შეშინებული თაგვივით გააცეცა თვალები.
-არ ვიცი,-ხმა გაეპარა.
-დაბადების დღეს გილოცავ,მაშო,-კიდევ გადადგა ნაბიჯი,ლამის ზედ აეკრა და ქალს ყურს ქვემოთ ისე ნაზად აკოცა,წამში მოითენთა მაშო,სანდროს ხელი,რომ არა,იატაკზე გაადენდა ტყაპანს.
-სანდრო..
-ჰო..-ტუჩები ახლა საფეთქელზე მიაწება.
-რას აკეთებ?-კაცის მოულოდნელი მოქმედებით გაოგნებულმა იკითხა.
-გკოცნი,-თავის ხმა ვერ იცნო სანდრომ.სხეულთან ერთად,ხმის იოგებიც დაჭიმვოდა.
-რატომ?-მგონი,ასეთი უაზრო კითხვა,ცხოვრებაში არ დაუსვამს.
-მომენატრე,-ტუჩებით მის თვალებზე გადაინაცვლა.მაშოს ისეთი კვნესა აღმოხდა,რომ სანდრომ ძლივს შეიკავა თავი.ქალის დაუფლების სურვილი უარესად გაუმძაფრდა.
-მართლა?-ბედნიერად გაუნათდა სახე მაშოს.
-მოგატყუე!-თითქოს რაღაცამ უკბინა,უცებ მოშორდა ქალს და მტრულად შეხედა.
-რა თქვი?-ატირებას ცოტა დააკლდა.
-დღეს პირველი აპრილია!-მრისხანება გაერია ხმაში,ქალს ცინიკურად ჩაუკრა თვალი და სწრაფი ნაბიჯით გავიდა დარბაზში.
ბიჭებს უთხრა,გასასვლელი ვარ,თქვენ მიხედეთ აქაურობას,მე ნუ დამელოდებითო.მანქანის გასაღები აიღო და სანამ მეგობრები რამეს ეტყოდნენ,გაუჩინარდა.
მაშო ცოცხალ-მკვდარი დაუბრუნდა მაგიდას.აშკარა ცვლილება გიორგიმაც შეატყო,ვერაფრით ათქმევინა,რა სჭირდა.ვერც ბიჭებმა მოიყვანეს ხასიათზე,თუმცა ძალიან კარგად მიხვდნენ მის მოწყენის მიზეზს.მთელი საღამო თითქოს სამძიმარზე მჯდარიყოს,ისე ჩამოსტიროდა სახე.
"ჩავუშხამე ყველაფერი,რატომ გავაკეთე ეს?"-თავის საქციელს გამართლება ვერ მოუძებნა სანდრომ.მანქანის საჭეს ნერვულად დაჰკრა ხელები და გასაღები გადაატრიალა.მიუხედავად აღელვებისა,ნელი სვლით დაიძრა და ქალაქის გასასვლელისკენ აიღო გეზი.
სახლში მისულმა მაშომ,გიორგის გამოუცხადა,ერთი კვირით შვებულება უნდა ავიღო და დასასვენებლად წავიდეო.
-მარტო?-გაკვირვებულმა შეხედა ცოლს.
-ჰო,დასვენება მჭირდება!
-ჩემგან ?-ყურებს არ დაუჯერა.
-ყველასგან და ყველაფრისგან,-მობეზრებული ხმა ჰქონდა.
-მაშო,რა გჭირს?!-დაუყვირა ცოლს და მკლავში ჩააფრინდა.
-აუცილებლად რაღაც უნდა მჭირდეს?-გაავებულმა შეხედა.
-აბა,რატომ გადაწყვიტე მარტო წასვლა,მე გიშლი ხელს?!-უარესად აყვირდა.
-გამიშვი!-მკლავი გაინთავისუფლა.
-გამაგებინებ,რა დაგემართა,ეს ბოლო დრო,რატომ ხარ გაღიზიანებული?-გიორგის ვერ აეხსნა,რა დაემართა ამ მოკლე პერიოდში ცოლს,ასე რამ შეცვალა.
-არაფერი ადამიანო,უბრალოდ მინდა ცოტა ხნით განმარტოვება,არ შეიძლება?-ცრემლები წასკდა.
-მაშო,ვერ ვიგებ რა ხდება შენს თავს,არც არაფერს მეუბნები,თუ პრობლემები გაქვს რამე,მითხარი,ერთად მოვაგვაროთ,შენი მეუღლე ვარ,ვიღაც ხომ არა?-უკან დაიხია,ქალის ცრემლებმა გასჭრა.
-ძალების მოკრება მინდა,კარგად იცი,ჩემი სამუშაო,რა ძალისხმევას მოითხოვს,მე კი ვგრძნობ,რომ ვიფიტები ნელ-ნელა..მშვიდი გარემო მჭირდება,თუნდაც ცოტა ხნით,ასე რთულად გასაგებია?-ტირილს უმატა.სინამდვილეში სანდროს საქციელი ატირებდა და გაუხარდა კიდეც,შესაძლებლობა რომ მიეცა,ემოციებისგან დაცლილიყო.
-კარგი მაშო,დაწყნარდი,-მიიხუტა და თავზე აკოცა.-თუ,მარტო ეგ არის,შენი გაღიზიანების მიზეზი,წადი მაშინ,ხელს არ შეგიშლი.მაშომ შვებით ამოისუნთქა,ცოტა ხანს მაინც ექნება დრო,ყველაფერი დაალაგოს მის არეულ გონებაში.
***
ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.ბიჭებს იმ დღის შესახებ,არაფერი უკითხავთ სანდროსთვის,არც სანდროს გასჩენია სურვილი,რაიმე ეთქვა.რესტორანში სტუმრიანობამ საგრძნობლად მოიმატა.მაგრამ,დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა,მაინც ვერ უშველა სანდროს.აქამდე თუ ფიქრობდა,რომ მაშო საერთოდ ამოეგდო თავიდან,უფრო მეტად ეფიქრებოდა მასზე.მთელი დღეები აღრენილი დადიოდა და ბიჭებსაც ხასიათს უფუჭებდა.
-როდემდე უნდა შეგვჭამო?!-ვეღარ მოითმინა ერთ დღეს ვანომ და პირში მიახალა.
-რა მოხდა?-ისე იკითხა,თითქოს არ იცოდა რაზე ედავებოდა მეგობარი.
-თუ მაშოზე ფიქრებმა ბოლო უნდა მოგიღოს და ჩვენც გაგვიყოლო,მაშინ პირდაპირ გვითხარი!-არ ცხრებოდა ვანო.
-რა სისულელეს ამბობ?-სილა გაწნულივით შედგა.
-სანდრო,მთელი ცხოვრებაა გიყვარს ეგ ქალი,ან როგორმე ამოიგდე თავიდან,ან იბრძოლე და შენი გახადე,სხვა გზას მე ვერ ვხედავ ძმაო!
-შენ როგორ მოიქცეოდი,ჩემს ადგილას?
-რთული სიტუაციაა,მაგრამ სიყვარული ისეთი რამეა ძმაო,მაგ დროს ტვინს დიდი არაფერი მოეკითხება.გული მეფობს,გული!
-ესე იგი,მირჩევ ქმარს ცოლი წავართვა?
-მაიცა,მაიცა,მთლად მასეც არ არის..იმ ცოლს,თუ არ უყვარს ქმარი,ხომ დაიტანჯება მთელი ცხოვრება და უბედური იქნება? ეს ცხოვრება კიდევ,იმისთვის მოგვცა დალოცვილმა,რომ ბედნიერები ვიყოთ,-ფილოსოფიამ შეუტია ვანოს.
-ძალიან გავამწარე იმ დღეს,არ მგონია მაპატიოს,-თავი უკმაყოფილოდ გააქნია სანდრომ.
-რა უთხარი ამისთანა?-ფრთხილად ჰკითხა ვანომ.
-მომენატრე მეთქი.
-მერე ეგ ეწყინა?-გაეცინა ვანოს.
-არა,გაუხარდა და მერე ვუთხარი,მოგატუე მეთქი,ვეუხეშე,-დანანებით ჩაილაპარაკა სანდრომ.-არა და მართლა მომენატრა.
-ეგ მატყუარა დღე იყო,არა უშავს,გაპატიებს,-სიყვარულით მიიხუტა მეგობარი.-სანდრო,იბრძოლე თქვენი ბედნიერებისთვის,-ხმადაბლა უთხრა და გაერიდა.
იმედის მომცემმა სიტყვებმა ,ისე იმოქმედეს სანდროზე,იმ დღეს დაფრინავდა,იყო,თუ არ იყო მისი საქმე,ყველაფერს ედებოდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს, მაშოს უკვე ტაძრის შესასვლელში ელოდა.სამსახურის შემდეგ,სახლში მისულმა,ჯერ თედოს ბავშვებს ეთამაშა,იმდენი აწვალა და აწიოკა,რომ გაკვირვებულმა თედომ გვერდზე გაიყვანა ვანო.
-ამას რა ეტაკა?-ასეთი მხიარული სანდრო,კარგა ხანია არ ენახა.
-აბა,თუ მიხვდები?-ეშმაკურად ჩაიცინა ვანომ.
-მაშო?-იმხელაზე გადმოკარკლა თვალები,ლამის მაშველით გაუხდა ჩასასმელი.
-დიახ,დიახ,-არანაკლებ გახარებული ჩანდა ვანოც.
-მოიცა კაცო,ნახა?-უარესად გამოსწია თვალები ბუდიდან.
-არა,მაგრამ ნახავს,გადაწყვეტილია,-ცერა თითი აღმართა.
-რომ არ მიიღოს?-უმაშველოდ ჩასხდნენ თავის ადგილას კაკლები.
-მიიღებს,-უზენაესივით გადაწყვიტა ვანომ.თუმცა,"კაცი ბჭობდა,ღმერთი იცინოდაო"ისე მოხდა.იმ ღამესვე,ლოგინში იმედიანად მოკალათებულმა სანდრომ,მობილური მოიმარჯვა და დეპეშასავით აფრინა წერილი.
"უნდა გნახო"-მიწერა მაშოს და გულისფანცქალით დაელოდა პასუხს,რომელიც არა და არ მოდიოდა.იფიქრა,იქნებ ვერ მიაღწიია ადრესატამდე და ხელახლა გადაწყვიტა მიეწერა.ის იყო,გაშვებას აპირებდა,შეტყობინებაც გამოჩნდა.
"აღარ შემაწუხო"-ორმა სიტყვამ ტყვიასავით გაუარა სანდროს გულში.მომაკვდავივით გადაწვა ბალიშზე და გვერდზე დაჭყეტილ ვანოს გადახედა.
-დამთავრდა,-სანდროს ტრაგიკულ გამომეტყველებაზე და ხმაზე,კინაღამ სიცილი აუტყდა ვანოს.
-რაო?-თვალით მობილურზე ანიშნა.
-აღარ შემაწუხოვო,-თქვა და თავქვეშ ამოიდო ხელები.
-აბა,რა ელოდი,ეგრევე გამოიქცეოდა?არ იცი,ქალების ამბავი? არ მოეშვა,იაქტიურე.
-იქნებ მართლა არ ვუნდივარ?
-უნდიხარ,თუ არ უნდიხარ,მაგას მიხვდები,ჯერ ნახე,დაელაპარაკე.
-ნუ მიჩიჩხინებ,შენი ბრალია ეხლაც,არ უნდა მიმეწერა,-გაბრაზებული გადაბრუნდა გვერდზე და ვანოს ზურგი მიუშვირა.უცებ რაღაც გაახსენდა,ისევ გადმოტრიალდა.
-ხვალ,ბინის ამბავზე,მეპატრონე უნდა ვნახო,თორემ ვატყობ,ბოლოს შენ მოგიყვან ცოლად,-მთელი სერიოზულობით თქვა.
-მერე,შე ოხერო,შენა,ცუდი ცოლი ვიქნები,რას მიწუნებ?-თითები ნაზად გადაუტარა მკლავზე.
-თავში ჭკუა არ გქვს,ამხელა კაცს,-გაეცინა სანდროს და ისეთი ჩასცხო გვერდებში,ვანომ ზმუილი დაიწყო.
-მომკლა ამ ცხოველმა,-ნატკენი ადგილი დაიზილა.
-დამაძინე ეხლა,-ისევ ზურგი აქცია.
-სანდრო..-ვერ მოისვენა ვანომ.
-რაა?
-შენი მშურს..აი,კეთილი შურით მშურს..
-რა გშურს?-გაეღიმა სანდროს.
-ამდენი წელი გულით დაატარებ მაშოს,სხვა ქალი შენთვის არ არსებობს,ვერც შორს ყოფნამ,ვერაფერმა იმოქმედა შენზე,როგორ შეგიძლია ესეთი სიყვარული?
-რა ვიცი,აბა..
-მეც ვიყავი შეყვარებული სამჯერ,მაგრამ დამავიწყდნენ,აი,შენ კი რაღაც სხვანაირად გიყვარს.შენსავით,რომ ვინმეს ვუყვარდე,გეფიცები,აეხლა როგორცა ვარ ნიფხვით,თუ არ გავქეულიყავი,უნამუსო ვიყო,-თქვა და ხელი ხელს დაჰკრა.სანდროს ისე ახარხარდა,თედომ შერგო ოთახში თავი.
-აი,ბავშვები ,რომ გამიღვიძოთ,მე მოვკვდე,თუ სახლიდან არ გაგყაროთ,-დაიქადნა და საწოლის მხარეს ჩუსტი ისროლა.ამაზე უარესად აუტყდათ სიცილი.
-ცოტაც გაგვიძელი და წავალთ,-მიაძახა ვანომ.
-მადლობა ღმერთს!-თედოს ხმა შორიდან გაისმა.
***
დილით ვანო და სანდრო,დაბანილ-დავარცხნილები გამოცხადნენ სამუშაო ობიექტზე.თედო თვალის კლინიკაში წავიდა,ბავშვს,ხელმეორე ოპერაცია ორ კვირაში უწევდა.მაშომ გულთბილად მიიღო და ყველა საჭირო პროცედურის ჩასატარებლად დრო დაუნიშნა.ისიც უთხრა,ხვალიდან, ერთი კვირით გავდივარ ქალაქიდან,იმ დროისთვის დავბრუნდები,მანამდე ჩემი კოლეგები მოგხედავენ,არაფერია სანერვიულოვო.სანდრო არც უხსენებია,თუმცა,ძალიანაც აინტერესებდა ამბები.გულდამშვიდებული წამოვიდა თედო და პირდაპირ ბიჭებს მიაკითხა.
-რა ხდება,აბა?-მაგიდას მიუსხდნენ და მიმტანს ცივი ლიმონათის მოტანა სთხოვეს.
-ყველაფერი რიგზეა,პლასტიკური ქირურგია უნდა ჩაუტარდეს და მაშომ ძალიან დამამშვიდა,ეს დეფექტი,რაც აქვს ,სრულიად გაქრებაო,-გახარებულმა ჩამოარაკრაკა.
"ჩემი მაშო"-სანდროს გული შეუხტა.
-მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს,-ბიჭებს გადახედა თედომ.-თანხა არ მყოფნის,რაც შეეძლო შეღავათი კი გამიკეთა მაშომ,მაგრამ,მარტო მაგაზე არ არის დამოკიდებული.
სანდრომ უხმოდ ამოიღო ბანკი ბარათი და თედოს გაუწოდა.
-აქ საკმარისი თანხაა.
-სანდრო,-თვალები აემღვრა თედოს.
-ისე კი არ გაძლევ,კიდევ ორი თვე მოგიწევს ჩვენი ატანა,-გაიცინა და თედოს თავზე აკოცა.
-ბიჯოო,ამ ორ თვეში,მართლა დამაორსულებს,-ვანომ არტისტულად შემოიკრა თავში ხელები.
-ჯამბაზი ხარ,რა,- სანდროს სიცილი აუტყდა.
-მაშომ,ერთი კვირით ქალაქიდან გავდივარო,-თედომ ისე უადგილოდ ჩააკვეხა,ყველა გაჩუმდა.
-რა შუაში იყო ეხლა ეგ?-გაბრაზდა სანდრო.
-მარტო მიდის,-გააგრძლა თედომ.-ქობულეთში,-დააკონკრეტა.
სანდროს ტვინმა უცებ გააკეთა ათასი ბრუნი"კი მაგრამ,მარტო რატომ მიდის,ქმარს ხომ არ გაშორდა,ან ხომ არ იჩხუბეს?"
-ცოტა ხნით განტვირთვა მჭირდებაო,-თითქოს აზრებს მიუხვდა თედო.
-არ მაინტერესებს,-მოჩვენებითი სიბრაზით თქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა.
-ვითომ არ აინტერესებს,-ჩაიცინა ვანომ.-სპეციალურად გითხრა,იცოდა,სანდროს ეტყოდი,-თედოს მიუბრუნდა.
-მეც მასე მგონია,რაღაცნაირად იყო,სევდიანი..ბავშვობა გამახსენა,მაშინაც სულ სევდიანი დადიოდა,მარტო,თავისთვის.სანდროს დანახვაზე,წითლდებოდა და იბნეოდა.
-ჰო,სანდროც მასე,-დაუდასტურა ვანომ.
-მაგას ,რომ მივხვდით,იმიტომ ვაბრაზებდით,ბავშვური ჭკუა რა ვთქვი მე,-სინანულს შეეპყრო თედო.-იცი, რა არის ვანო? გგონია გულით დავცინოდი მაშოს? რა ეშმაკი შემიჩნდებოდა ხოლმე,არ ვიცი..
-თედო,შენ უფრო გაქვს კავშირი მაშოსთან,მოიფიქრე რამე და როგორმე გაიგე,რა მისამართზე იქნება იქ.
-პირდაპირ ხომ ვერ ვკითხავ,მიხვდება ეგრევე.
-არა,მოიცა,-დაფიქრდა ვანო.-უთხარი,ჩემს მეგობარს თვალებზე პრობლემა აქვს და აინტერესებს დიაგნოზი,სწორად დაუსვეს თუ არა ,ყველა ექიმს ვერ ენდობა თქო.
-მაინც მიხვდება,-თედო ვერ მოიხიბლა იდეით.
- მიხვდეს.,თუ არაფერი მოიმიზეზა და მისამართი მოგცა,ესე იგი,სანდროსთან შეხვედრა უნდა,გაიგე?-თვალი ჩაუკრა.
-ხვალ საღამოს დავურეკავ,-თედომაც თვალი ჩაუპაჭუნა.
***
მოღრუბლულ ამინდის მიუხედავად,ზღვის სანაპიროზე ტევა არ იყო. ყველა ცას შეჰყურებდა ,იმის შიშით,რომ არ ეწვიმა და რამდენიმე დღიან დასვენებას ფუჭად არ ჩაევლო.შეზლონგზე წამოწოლილ მაშოს,მზის სათვალე მოერგო და ზღვის ჰორიზონტის ყურებით ტკბებოდა.ყურადღება არ მიუქცევია,როდესაც მეზობელ შეზლონგზე ვიღაც წამოწვა.
-მოღრუბლულ ამინდშიც კი ლამაზია ზღვა,რას იტყვი?-მაშომ "მეზობლის" ნაცნობ ხმაზე შეკრთა.
-აქ რას აკეთებ?-ისე შეიცახადა,გეგონება არ იცოდა,თედოსთვის მისამართის მიცემას რაც მოჰყვებოდა.
-რასაც შენ,-გაუღიმა სანდრომ.
-რატომ ჩამოხვედი?-შიშველ მამაკაცს თვალი აარიდა.სანდრომ კი პირიქით,წამში დაუთვალიერა ქათქათა სხეული."ჩემი თეთრი მარმარილო"-გაიფიქრა და სიამოვნების ლიანებმა უცებ გაიდგეს ფესვები.
-ბოდიში,შენგან თანხმობა,რომ არ ავიღე,-მოჩვენებითი სიმშვიდით გადაწვა და სიგარეტს გაუკიდა.
-მილიონი ადგილია,შეგიძლია სხვაგან გადახვიდე,-გული ამოვარდას ჰქონდა,თითების კანკალზე დაეტყო.
-მე ეს ადგილი მომწონს,-თქვა და უფრო მოხერხებულად დაწვა.
მაშომ წარბი შეჰყარა,გამწარებული წამოხტა,უცებ მოაგროვა თავისი ნივთები და სასტუმროსკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.სანდრომ ღიმილით გააყოლა თვალი.იქ მეორე სიურპრიზი დაახვედრა ადმინისტრატორმა.თქვენი მეუღლე ჩამოვიდა,იმედია ნახეთ,თქვენს საძებნელად წამოვიდა ზღვაზეო.მაშოს გულს შემოეყარა,ისე გაბრაზდა გიორგიზე,სანდროს გამოჩენა გადაავიწყდა.ნომერში გაცეცხლებული ავიდა.შესვლისთანავე თვალში მოხვდა პატარ,სპორტიული ჩანთა,არ ეცნო,ასეთი ჩანთა სახლში არ ახსოვს.ფრთხილად გახსნა.პირველი რაც იდო,ის ამოაძვრინა,არც ეს მაისური ეცნო,კიდევ გაქექა,გიორგის ტანსაცმელს არცერთი ჰგავდა.
-შენთვის არ უსწავლებიათ,რომ სხვის ნივთებში ქექვა,ცუდი საქციელია?-ზურგსუკან ხმა მოესმა.
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?!-გაავებულ ავაზასავით შემობრუნდა მაშო.
-რასაც შენ ,ხომ გითხარი?-მშვიდად უპასუხა სანდრომ.
-ჩემს ოთახში რა გინდა მეთქი?!-ყურებს არ დაუჯერა,არ ელოდა ასეთ სითავხედეს.
-ადმინისტრატორმა ეს ოთახი მომცა,მე არაფერ შუაში ვარ,-მიამიტად აიჩეჩა მხრები.
-სანდრო!-ხმას საგრძნობლად აუწია.
-ნუ ყვირი,სირცხვილია,იციან,რომ ქმარი ვარ,არ იტყვიან,ჯერ არ ჩამოსულა,უკვე ჩხუბობენო?
მაშო სანდროს მშვიდ პასუხებზე,უარესად გადაირია.
-ახლავე მოკრიფე შენი ნივთები და თვალით აღარ დამენახვო!
-რატომ,რამე დაგიშავე?-ინტონაცია არ შეცვლია.პირსახოცს მოკიდა ხელი და აბაზანისკენ სტვენა-სტვენით წავიდა.გაოგნებულმა მაშომ თვალი გააყოლა."ახლა,რომ მართლა გიორგი ჩამოვიდეს,რა უნდა ვქნა?"-გაიფიქრა და შიშმა დაუარა.სანდროს გამოსვლამე,ნერვიულობისგან სულ დაიჭამა თითები,აღარ იცოდა,რა მოემოქმედა.იმასაც მიხვდა,ასე იოლად ვერ გაისტუმრებდა მამაკაცს,ასეთი სანდრო არასდროს უნახავს.ან კი სად ნახავდა..
ღიღინ-ღიღინით და თავის მშრალებით გამოვიდა სანდრო,მაშოსთვის ყურადღება არ მიუქცევია,ისე ამოალაგა ჩანთა და სასურველი მაისური თავზე გადაიცვა.
-ყავას ვერ გამიმზადებ?-ისე შინაურულად უთხრა,თითქოს "ოკუპანტი"კი არა,მისი თანამეცხედრე ყოფილიყო.
-სრულ ჭკუაზე ხარ,შენ?-დოინჯი შემოირტყა და მამაკაცს წინ აესვეტა.
-გადამრევ,რა გთხოვე ისეთი?
-წადი აქედან!-წყობიდან ნელ-ნელა გამოდიოდა მაშო.
-სად მაგდებ,წვიმას იწყებს,-მოისაწყლა თავი.
-სანდრო,წადი,გიორგის ველოდები,წუთი-წუთზე მოვა,-ტყუილი დაახეთქა,იქნებ გაჭრასო.
-ცრუპენტელა,-თითი დაუქნია სანდრომ.
-თუ არ წახვალ,პოლიციას გამოვიძახებ!
მუქარაზე სანდროს სიცილი აუტყდა,-გამოიძახე.
-სანდრო,რატომ აკეთებ ამას?-ცრემლები მოადგა.
-აბა,თუ მიხვდები?-ახლოს მიიწია მაშოსკენ.
-რომ ვერ ვხვდები,იმიტომ გეკითხები,-ხმა აუთრთოლდა.
-ვითომ?-ცალი თვალი მოჭუტა და ქალს უფრო მიუახლოვდა.
-არ გინდა,გთხოვ..-მამაკაცის სიახლოვემ ძალა წაართვა.
-არა და..გინდა,-საკუთარი ხმა ვერ იცნო სანდრომ,ისეთი სისწრაფით ააკრა კედელზე ქალი,მაშომ გონს მოსვლა ვერც მოასწრო.
-იცი?-ყურთან მიუტანა ტუჩები და ჩურჩულით დაიწყო.- მთელი ეს წლები ამ გულიდან არ გამიშვიხარ,-მაშოს ხელი გულზე მიიკრა.-ყველგან და ყველაფერში მხოლოდ შენს სახეს ვხედავდი,ჩემს ლანდად იქეცი.მაშინ,შენს ეზოს გალავანზე ყოველ დღე ვიპარებოდი და საათობით ვიჯექი,რომ შენთან ახლოს ვყოფილიყავი.იცი,რა ბედნიერი ვიყავი?ვერ წარმოიდგენ.. მაშინ,სახელიც კი დაგარქვი "თეთრი მარმარილო".ისეთი ლამაზი იყავი,სუფთა,ქათქათა..შენ ვერც ამჩნევდი ალბათ,მზის შუქზე როგორ გიბზინავდა კანი.შენ იქიდან მოყოლებული "ჩემი მაშო"იყავი და დღემდე ასეა.მე მიყვარს ჩემში,რომ ზიხარ..ძალიან გთხოვ,არასდროს გახვიდე..- ქალს ძლიერად მოხვია ხელი და მკერდზე მიიხუტა.-გვერდით სასტუმროში ვიქნები,-დააყოლა და შუბლზე აკოცა.მაშო ტიროდა.
მეტი აღარაფერი თქმულა მათ შორის.სანდრომ უხმოდ მოკიდა ჩანთას ხელი და დაუმშვიდობებლად წავიდა.მაშო,შუაღამემდე ფანჯარასთან იჯდა არეული ფიქრებით.გარეთ საშინლად წვიმდა,.ადიდებული ზღვა ხმაურით ეხეთქებოდა სანაპირო ზოლზე მდგარ ჯებირებს.ზლაზვნით მოშორდა ფანჯარას და ლოგინში შეწვა,იქმებ ჩამეძინოსო,მაგრამ იმდენი იწრიალა,საბოლოოდ გამოფხიზლდა.მობილურს დასწვდა,ხელში რამდენჯერმე შეათამაშა,ვერ გადაეწყვიტა,მიეწერა,თუ არა სანდროსთვის.მთელი გონებით მასთან იყო,ახლაც კი უხურდა მარჯვენა ყური,თითქოს მამაკაცს ტუჩები ზედ დაეტოვებინა.
"დაბრუნდი"
აკრიფა ტექსტი და დიდხანს იყოყმანა,გაეგზავნა,თუ არა.ამით,ხომ წერტილს დაუსვამდა გიორგისთან თანაცხოვრებას და საბოლოოდ გახდებოდა სანდროსი.რა შეუჩნდა,თვითონაც არ იცის,ხელისკანკალით დააჭირა გაგზავნის ღილაკს თითი.ყელში ამომხტარ გულს,ვერაფერი მოუხერხა,სიცივემ აიტანა,ისე აკანკალდა, ნერვიულობისგან ლამის გათეთრდა.შემოსული შეტყობინება გიჟივით გახსნა.
"დაიძინე,ხვალ გნახავ"
თითქოს, გილიოტინაზე აყვანილი ჩამოხსენსო,ისეთი შვებით ამოისუნთქა მაშომ.წამში ჩაუწყნარდა აფორიაქებული სხეული და მოითენთა.
მეორე დღეც წვიმიანი გათენდა.აღელვებული ზღვა,ისევ ლამობდა ჯებირების გადმოლახვას.
-ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდა?-უკმაყოფილოდ თქვა მაშომ და რუხ ღრუბლებს ახედა.კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა,"სანდრო იქნება" სხეული შეუხტა.არც შემცადა,მომღიმარი იდგა ზღურბლზე.
-როგორ ხარ?-შესვლისთანავე მიიხუტა მაშო.
-კარგად,შენ?-პატარა ბავშვივით გაიტრუნა კაცის მკლავებში.
-იმედია,დღეს მაინც მომიმზადებ ყავას?
-წამოდი,-გაიცინა მაშომ და სამზარეულოსკენ წაუძღვა.
-ცუდი ამინდები დაემთხვა ჩემს ჩამოვლას,არა და როგორ მინდოდა რუჯი,-დანანებით ჩაილაპარაკა მაშომ და მადუღარა გაზზე შემოდგა.
-მე თეთრი უფრო მომწონხარ,მზინავი კანით..
მაშო გაწითლდა.
-რამდენი ხნით რჩები?
-ხვალ უნდა დავბრუნდე,ბიჭები ცოდოები არიან.
-მიხარია,რომ კარგი საქმე დაიწყეთ.
-ჰო,ვცდილობთ,ვნახოთ რა გამოვა..შენ როდის ბრუნდები?-ვითომ არ იცოდა.
-ერთი კვირით ვაპირებ,მაგრამ ,თუ ამინდები ასე გაგრძელდა,ალბათ უფრო ადრე წამოვალ,-თან ნალექიანი ყავა წინ დაუდგა.
-რა კარგი სურნელი აქვს,-ხარბად შეისუნთქა და ცოტა მოსვა.
-სანდრო,რატომ არ მოხვედი ღამე?-მოულოდნელად ჰკითხა.
-იმიტომ,რომ არ იყავი დარწმუნებული.
-და ახლა?
-რა ახლა?
-ახლა რატომ მოხვედი მეთქი?
-ყავა მინდოდა,-კმაყოფილმა მოსვა მეორე ყლუპიც.
-რა იქნება შემდეგ?-ჩვეული სევდა მოეძალა.
-რასაც შენ გადაწყვეტ,მაშო..მე ვერაფერს დაგაძალებ,მესმის შენი,რთულ სიტუაციაში ხარ,არანაკლებ განვიცდი მეც.ჩემთან გინდა,ამას მთელი სხეულით ვგრძნობ,მაშინ,პირველ აპრილს,საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში.მიმიშვი,რომ შეგხებოდი,შენგან ის სიგნალი მივიღე,რასაც მთელი ცხოვრება ვგრძნობ შენს მიმართ.მე მეკუთვნი და ეს ჩემზე უკეთ იცი,-ფეხზე წამოდგა და მკლავი წელზე შემოხვია.მაშო არ გაძალიანებია,ზუსტად იცოდა,რომ მისი ნების გარეშე,არაფერი მოხდებოდა.
-შეცდომა დავუშვი,როდესაც დროებით დაგივიწყე,ამას ვერ ვპატიობ თავს,შენნაირი სიყვარული არ შემძლებია,-მამაკაცის მკერდს მიეყრდნო და ატირდა.
-ჩემი ბრალია,მაშო,ჩემი...ქვეყანა,უნდა დამენგრია და უნდა მომეძებნე,-მაინც საკუთარი თავი დაიდანაშაულა.
-იცი,მთელი ღამე ვფიქრობდი,უშენოდ არ მინდა ცხოვრება,ვეღარც შევძლებ,ამას მივხვდი,მე რომ შენზე უარი ვთქვა,ეს თვითმკვლელობა იქნება.
სანდრომ ძლიერად მიიხუტა გულზე,ორივე საფეთქელი ფრთხილად დაუკოცნა.მაშო განაბული იდგა.წინააღმდეგობა,რომ არ მიიღო ქალისგან,ცოტა გათამამდა და მისი სახის შესწავლას ტუჩებით შეუდგა.ისე ნაზად მოძრაობდა,მაშომ უკან გადასწია თავი და კაცი ნებაზე მიუშვა.სანდროც ,თითქოს ამას ელოდაო ,უფრო მომთხოვნად დაეწაფა ბაგეზე.დახშული კვნესა აღმოხდა მაშოს,რამაც უარესად აღაგზნო მამაკაცი.ქალის საპასუხო კოცნაზე,სულ გადაირია სანდრო.მოწყურებულივით დაეუფლნენ ერთმანეთის ბაგეებს.
-თუ არ გავჩერდით,რაღაც მოხდება,-სანდრო უფრო მალე მოეგო გონს.
-მოხდეს,-გამოიწვია კაცი.
-მაშო?-ქალი წინ გასწია და თვალებში ჩახედა.
-აქამდეც უნდა მომხადარიყო,-თავდაჯერებული ჩანდა მაშო.
-დარწმუნებული ხარ?-გადაამოწმა მაინც.
-სრულიად,-თავი დაუკრა მაშომ.
-არ ინანებ?
-არასდროს.
ქალი,ბუმბულივით აიტაცა ხელში და საწოლზე ფრთხილად დააწვინა.ნელ-ნელა შემოაძარცვა ტანსაცმელი,მის თეთრ კანზე დიდხანს დაასრიალებდა თითებს.თვალებ მილულული მაშო,სიამოვნებისგან იკლაკნებოდა.
***
სანდრო მეორე დღეს მაშოსთან ერთად დაბრუნდა თბილისში.აქ არ დაგტოვებო,უთხრა ქალს.არც მაშოს უთქვამს უარი,სიხარულით დაეთანხმა საყვარელ მამაკაცს.გზაში ბევრი იცინეს,გაიხსენეს ბავშვობა. მაშოს ბედნიერებისგან გაბრწყინებულ სახეს,რომ უყურებდა,სანდროს ბავშვივით უხაროდა.ქალაქის შესასვლელთან,ტაქსიში გადასვა მაშო,სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.გემრიელად ჩაკოცნა ქალი და მომავალ შეხვედრამდე,დროებით დაემშვიდობა.
სახლში მისულ მაშოს,გიორგი არ დაუხვდა.გაუხარდა კიდეც,ჯერ კიდევ ემოციებში იყო და თავის დამშვიდება სჭირდებოდა.მაშინვე აბაზანას მიაშურა.გრილმა შხაპმა დაღლილობაც მოუხსნა და ემოციებიც ჩაუცხრო.თუმცა,ბედნიერი ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-გიორგი?-შეკრთა,სავარძელში მჯდომი ქმარი,რომ დაინახა.-როდის შემოხვედი,ვერ გავიგე.
მამაკაცს ხმა არ ამოუღია,ავის მომასწავებელი თვალებით ბურღავდა ცოლს.
-რა დაგემართა?-გულმა ცუდი უგრძნო მაშოს.
-რატომ ჩამოხვედი,ასე მალე დაისვენე?-ხმაც საზარელი ჰქონდა.მაშოს შიშის ტალღამ გადაუარა.
-ცუდი ამინდები იყო,მთელი კვირა გაგრძელდებაო,აზრი არ ჰქონდა დარჩენას,-დაბნეულმა უპასუხა.
-აჰ,ცუდი ამინდებიო,მოდი აქ!-ფეხზე წამოდგა და ცოლისკენ დაიძრა.მაშომ უკან-უკან დაიხია.
-გიორგი,რა გჭირს,მთვრალი ხარ?!-კედელს აეკრა მაშო.
-გეშინია?-წინ წაიწია კაცმა და უცებ ჩააფრინდა თმაში.მაშომ ტკივილისგან დაიკივლა.
-ეს რა არის?!-ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ ფოტოს,გაფართოვებული თვალებით დახედა მაშომ.კადრში კარგად ჩანდა,მანქანაში მსხდომნი,როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს.
-რა არის ეს?ვინ არის ეს კაცი?!-დაიყვირა გიორგიმ და ტელეფონიანი ხელი მთელი ძალით შემოჰკრა მაშოს.ქალი ტკივილიგან უარესად აკივლდა.
-შენ რა მითვალთვალებდი?-ფეხზე წამოდგომა სცადა მაშომ.
-რა გეგონა,შენს ცვლილებას ვერ მივხდი და ბოლომდე გამაბითურებდი? რქებით მატარებდი მთელი ცხოვრება?!-მხეცს დაემსგავსა გიორგი და ცოლს წიხლებით შესდგა.
-ავადმყოფი ხარ! თავი დამანებე!-გიორგის კლანჭებიდან თავის დაღწევა სცადა.
-კახპა! ყველაფერი მოგეცი,სიყვარული,ფული,რით მოგხიბლა,რა აქვს ჩემზე მეტი?!-არ ცხრებოდა გიორგი.
-მეზიზღები!-ცემისგან დასისხლიანებულმა ძლივს ამოთქვა და იქვე ,ჟურნალების მაგიდაზე მდგარ "თეთრ მარმარილოს" ქანდაკებისკენ ხელი წაიღო.გიორგიმ დაასწრო აღება და დაუნდობლად დაუშვა მაშოს თავზე.მაშოს სახე და მამაკაცის ხელის მტევანში მოქცეული შიშველი ქალი ერთიანად შეიღება სისხლით.
იმ საღამოს, ტელევიზიის ყველა არხი კაკაბაძეების ოჯახში მომხდარ მკვლელობაზე საუბრობდა.
***
-მერვე პალატა,სასწრაფოდ!-ბრძანებას განგაშის სიგნალი შეუერთდა. თეთრხალათიანებმაც არ დააყოვნეს,სწრაფად გაეშურნენ დანიშნულების ადგილისკენ.კარი გამოხსნეს და ოთახის შუაგულში,ჭერზე ზეწრით ჩამოკიდულ მამაკაცს ფეხებში ეცნენ.წვალებით ჩამოხსნეს და ერთმანეთს უიმედოდ გადახედეს.
-წავიდა,თავის მაშოსთან,-თქვა ერთმა და თვალები დაუხუჭა.
პალატის ოთხივე კედელზე,არეული ასოებით ეწერა "ჩემი მაშო".

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

როგორ გამიხარდა თქვენი “ნიკის” დანახვა???? ხვალ ჩავუჯდები “თეთრ მარმარილოს”

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი თამარი
როგორ გამიხარდა თქვენი “ნიკის” დანახვა???? ხვალ ჩავუჯდები “თეთრ მარმარილოს”

მე კი თქვენი დანახვა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანიკო

საოცრება ხარ,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..წარმატებები..

 


№4  offline წევრი ლილილი

რა ჯანდაბამ წამაკითხა ეს ამ შუა ღამეს? ემოციური იყო ნამდვილად,გული მეტკინა.გააგრძელე წერა,სასწაულად გამოგდის,იმედია მალე დაბრუნდები, უფრო მსუბუქით❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ანიკო
საოცრება ხარ,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..წარმატებები..

მადლობა ჩემო ანიკო <3

L.eli13
რა ჯანდაბამ წამაკითხა ეს ამ შუა ღამეს? ემოციური იყო ნამდვილად,გული მეტკინა.გააგრძელე წერა,სასწაულად გამოგდის,იმედია მალე დაბრუნდები, უფრო მსუბუქით❤

დიდი მადლობა <3 ვეცდები თავი არ მოგანატროთ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორი კარგი ისტორიააა რა საინტერესო და რა გული დამწყდა ადე ცუდად რომ დამთავრდა

 


№7  offline წევრი თინა-თინი

როგორ არ ველოდი ასეთ დასასრულს disappointed

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime teriko ras merchodi. Vagvargvare cremlebiiii. Isedac uziloba maqvs da axla amatze fiqric damemataaa. Saocari siyvarulis istoria iyoooo. Ar davicyeb ganxilvas scori vin iyo da vin araaa. Ubralod vfiqrob aseti dasasrulic mouxdaa. Momenatra sheni gemrielobebi

 


№9 სტუმარი kati

კარგი იყო და ასეთ დასასრულს არ ველოდებოდი.გული მეტკინა.

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

მიჸვარს და მომწონს შენი ისტორიები,ასეთი რეალური ისტორია,არაფერი გამოგონილი,როგორი იუმიორით სავსე,ძალიან კარგი იყო,

მძიმე კი იყო,ისე მაშოს მანამდე უნდა ეთქვა ,იქნებ ასე ტრაგიკული დასასრული არ ყოფილიყო.გული დამწყდა ასეთი სიყვარული ,ასე რომ დასრულდა.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მაკო
როგორი კარგი ისტორიააა რა საინტერესო და რა გული დამწყდა ადე ცუდად რომ დამთავრდა

მადლობა მაკო ????????????

თინა-თინი
როგორ არ ველოდი ასეთ დასასრულს disappointed

თინი, მადლობა ????

Qeti qimucadze
Vaime teriko ras merchodi. Vagvargvare cremlebiiii. Isedac uziloba maqvs da axla amatze fiqric damemataaa. Saocari siyvarulis istoria iyoooo. Ar davicyeb ganxilvas scori vin iyo da vin araaa. Ubralod vfiqrob aseti dasasrulic mouxdaa. Momenatra sheni gemrielobebi

მადლობა ქეთი <3 არანაკლებ განვიცადე მეც..

kati
კარგი იყო და ასეთ დასასრულს არ ველოდებოდი.გული მეტკინა.

კატი, მადლობა <ვ

სტუმარი nancho
მიჸვარს და მომწონს შენი ისტორიები,ასეთი რეალური ისტორია,არაფერი გამოგონილი,როგორი იუმიორით სავსე,ძალიან კარგი იყო,

მძიმე კი იყო,ისე მაშოს მანამდე უნდა ეთქვა ,იქნებ ასე ტრაგიკული დასასრული არ ყოფილიყო.გული დამწყდა ასეთი სიყვარული ,ასე რომ დასრულდა.

საერთოდ, როცა ვწერ, ვცდილობ რეალობას არ ავცდე და ყველაფერი ცხოვრებისეული იყოს. მაშო, უსიყვარულოდ არ უნდა გათხოვილიყო,ამის ჩვენება მინდოდა. დიდი მადლობა <3

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

აი რატომ არ ვივოდი შენნაირი სუპერ მწერალი თუ იყო საიტზე?? აწი ხშირად გაგვანებივრე ხოლმე რა <3 <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარი
აი რატომ არ ვივოდი შენნაირი სუპერ მწერალი თუ იყო საიტზე?? აწი ხშირად გაგვანებივრე ხოლმე რა <3 <3

დიდი მადლობა მარი <3
აქ, ჩემს პროფილში, თუ შეხვალ დევს სხვა ისტორიებიც ***

 


№14  offline წევრი Spongebob

ღმერთო ეს რა იყო... არ ვიცი რა ძალამ მიკარნახა რომ წავიკითხე მაგრამ წავიკითხე. კითხვის დროს ერთი წუთითაც არ მომშორებია ცრემლი. ხან სიცილისგან ვტიროდი ხან ტირილისგან. თუ როდესმე ვინმე შემიყვარებს მინდა სანდროსავით ვუყვარდე. მაინც რამდენად უყვარდა, მაშინვე რომ მიჰყვა უკან. თედოც და ვანოც ძალიან კარგები იყვნენ, ნამდვილი მეგობრები. სანდროს ხასიათებს მაშინვე რომ ხვდებოდნენ... მაშოზე ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, სანდროს უფრო მეტად შეეძლო სიყვარული.
წარმატებები❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Spongebob
ღმერთო ეს რა იყო... არ ვიცი რა ძალამ მიკარნახა რომ წავიკითხე მაგრამ წავიკითხე. კითხვის დროს ერთი წუთითაც არ მომშორებია ცრემლი. ხან სიცილისგან ვტიროდი ხან ტირილისგან. თუ როდესმე ვინმე შემიყვარებს მინდა სანდროსავით ვუყვარდე. მაინც რამდენად უყვარდა, მაშინვე რომ მიჰყვა უკან. თედოც და ვანოც ძალიან კარგები იყვნენ, ნამდვილი მეგობრები. სანდროს ხასიათებს მაშინვე რომ ხვდებოდნენ... მაშოზე ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, სანდროს უფრო მეტად შეეძლო სიყვარული.
წარმატებები❤

ყველა ქალს ვუსურვებ, სანდროსავით უყვარდეთ <3 ძალიან დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ, შეიგრძენით და შეაფასეთ, მიხარია ***

 


№16 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ლაიქი შემეშალა, მაგრამ არაუშავს, დასასრული ცუდი იყო, ასეთი სიყვარული კეთილ დასასრულს იმსახურებდა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, ცხოვრებაშიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ესე ხდება, ნამდვილ, წრფელ სიყვარულს მომავალი არააქვს და ტრაგიკულად სრულდება

 


№17  offline წევრი LI_BE

ოხ, ტერიკო, როგორ მოგვანატრე თავი და შენი ისტორიები blush blush

შენ ხარ ჩამოყალიბებული მწერალი, შენ უნდა ბევრი წერო. ძალიან მინდა, წიგნად მქონდეს შენი რომანები და ნოველები, რათქმაუნდა, შენი ავტოგრაფით. bowtie

ამ ისტორიაზე რა გითხრა, შენი ხელწერა აქაც ადვილად გამოსაცნობია, შენი წერის სტილი, თხრობის სტილი, გადმოცემის უნარი, შედარებები, პერსონაჟის სახელები, ჩვენი რეალური ყოველდღიურობა, შეულამაზებელი, ნამდვილი ... ყველაფერი ძალიან მომწონს.

ორივემ დააშავა, სანდრომ, ის, რომ არ მოძებნა, არც კი ეცადა, იჯდა და ბედისამარა რაღაცას ელოდებოდა. მაშოც ასე. ორივე სუსტი აღმოჩნდა. აი, ბოლო ეპიზოდებში, როგორი კარგი იყო სანდრო, აღარ ეშინოდა, აღარ იხევდა უკან, იბრძოდა, ცდილობდა და სწორადაც მიდიოდა. მგონი უფრო მაშომ იჩქარა და ყველაფერი გააფუჭა. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. worried

ტერიკო, სუუულ გელოდები relaxed

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი სტუმარი
ლაიქი შემეშალა, მაგრამ არაუშავს, დასასრული ცუდი იყო, ასეთი სიყვარული კეთილ დასასრულს იმსახურებდა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, ცხოვრებაშიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ესე ხდება, ნამდვილ, წრფელ სიყვარულს მომავალი არააქვს და ტრაგიკულად სრულდება

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 ცხოვრება ხანდახან სასტიკია და ჩვენც ამ სისასტიკეში გვიწევს ცხოვრება.

LI_BE
ოხ, ტერიკო, როგორ მოგვანატრე თავი და შენი ისტორიები blush blush

შენ ხარ ჩამოყალიბებული მწერალი, შენ უნდა ბევრი წერო. ძალიან მინდა, წიგნად მქონდეს შენი რომანები და ნოველები, რათქმაუნდა, შენი ავტოგრაფით. bowtie

ამ ისტორიაზე რა გითხრა, შენი ხელწერა აქაც ადვილად გამოსაცნობია, შენი წერის სტილი, თხრობის სტილი, გადმოცემის უნარი, შედარებები, პერსონაჟის სახელები, ჩვენი რეალური ყოველდღიურობა, შეულამაზებელი, ნამდვილი ... ყველაფერი ძალიან მომწონს.

ორივემ დააშავა, სანდრომ, ის, რომ არ მოძებნა, არც კი ეცადა, იჯდა და ბედისამარა რაღაცას ელოდებოდა. მაშოც ასე. ორივე სუსტი აღმოჩნდა. აი, ბოლო ეპიზოდებში, როგორი კარგი იყო სანდრო, აღარ ეშინოდა, აღარ იხევდა უკან, იბრძოდა, ცდილობდა და სწორადაც მიდიოდა. მგონი უფრო მაშომ იჩქარა და ყველაფერი გააფუჭა. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. worried

ტერიკო, სუუულ გელოდები relaxed

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო, გულს მალამოდ ედება ასეთი შეფასებები. წიგნი არ ვიცი, ჯერ არ ვთვლი, რომ საიმისოდ მზად ვარ, მომავალში ვნახოთ)) მართალი ხარ, უმეტესად მაშოს ბრალია, ბევრჯერ იჩქარა, თვითონაც დაიღუპა და სანდროც დაღუპა.

 


№19 სტუმარი დიკო

გავსკდი ტირილით
ისედაც ყველაფერზე მეტირება ორსულობის გადამკიდეე((((
არადა როგორ მეგონა კარგად დამთავრდებოდა????????????

 


№20 სტუმარი სტუმარი მაკო

შესანიშნავად რომ წერ ორი აზრი არაა თუმცა პერსონაჟების საქციელი ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა ოცი წელი ადამიანის გარეშე იცხოვრო ისე რომ მოძებნას არ ეცადო (ქუჩას ათვალიერებდაო არ ითვლება ეს სხვა რამეა) და არც იცოდე ცოცხალია თუ მკვდარი, ოცი წლის შემდეგ კი მის გამო თავი მოიკლა... ჩემთვის ცოტა უცნაურია. ვფიქრობ ნაწარმოებს მეტი გაშლა სჭირდებოდა

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

დიკო
გავსკდი ტირილით
ისედაც ყველაფერზე მეტირება ორსულობის გადამკიდეე((((
არადა როგორ მეგონა კარგად დამთავრდებოდა????????????

მადლობა დიკო, ბედნიერ დედობას გისურვებ <3 და მაპატიე, რომ აგატირე))

სტუმარი მაკო
შესანიშნავად რომ წერ ორი აზრი არაა თუმცა პერსონაჟების საქციელი ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა ოცი წელი ადამიანის გარეშე იცხოვრო ისე რომ მოძებნას არ ეცადო (ქუჩას ათვალიერებდაო არ ითვლება ეს სხვა რამეა) და არც იცოდე ცოცხალია თუ მკვდარი, ოცი წლის შემდეგ კი მის გამო თავი მოიკლა... ჩემთვის ცოტა უცნაურია. ვფიქრობ ნაწარმოებს მეტი გაშლა სჭირდებოდა

მაკო, დიდი მადლობა <3 არსებობენ ასეთი ადამიანებიც, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ზუსტად, ორივეს შეცდომების გამო აწვს ასეთი ტრაგიკული დასასრული ისტორიას.

 


№22 სტუმარი ღამის სტუმარი

მოკლე და მრავილსმთქმელი ,როგორ მომეწონა .ხშირად წერე გთხოვ ,

 


№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ღამის სტუმარი
მოკლე და მრავილსმთქმელი ,როგორ მომეწონა .ხშირად წერე გთხოვ ,

მადლობა ჩემო კარგო <3

 


№24 სტუმარი სტუმარი მერი

და ასე რატო დაამთავრე?

 


№25  offline წევრი haddes

ძალიან მომეწონა ❤ მაგრამ დასასრულზე ლამის ტირილამდე მივედი . შემეცოდნენ არ იმსახურებდნენ ასეთ დასასრულს❤ თუმცა ავტორი შენ ხარ და შენ უნდა გადაწყვიტო❤

 


№26 სტუმარი 121212

ძალაინ სასიამოვნოდ წერთ და უზომო სიამოვნებას ვგრძნობ,როცა ვკითხულობ თქვენს ისტორიებს,ყველას თავისებური ხიბლი აქვს,თითქოს აღარ მინდა რომ დასრულდეს.მინდა რომ ხშირად ვკითხულობდე თქვენს ისტორიებს.წარმატებებიი თქვენ❤❤

 


№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მერი
და ასე რატო დაამთავრე?

ყველაფერი კარგად არ სრულდებს, სამწუხაროდ.
მადლობა

haddes
ძალიან მომეწონა ❤ მაგრამ დასასრულზე ლამის ტირილამდე მივედი . შემეცოდნენ არ იმსახურებდნენ ასეთ დასასრულს❤ თუმცა ავტორი შენ ხარ და შენ უნდა გადაწყვიტო❤

დიდი მადლობა <3 სიკვდილისთვის ყველა ცოდოა, მაგრამ რა ვქნათ, ყველაფერი ხდება.

121212
ძალაინ სასიამოვნოდ წერთ და უზომო სიამოვნებას ვგრძნობ,როცა ვკითხულობ თქვენს ისტორიებს,ყველას თავისებური ხიბლი აქვს,თითქოს აღარ მინდა რომ დასრულდეს.მინდა რომ ხშირად ვკითხულობდე თქვენს ისტორიებს.წარმატებებიი თქვენ❤❤

უღრმესი მადლობა <3 ვეცდები ვწერო.. თქვენც ასევე, წარმატებები ***

 


№28  offline წევრი Tkemali

ერთგვარი სასჯელი ცხოვრებისგან, იმის გამო რომ თავიანთი სიყვარულისთვის არ იბრძოლეს, არაფერი გააკეთეს და ნაცვლად ამისა, უბრალოდ დინებას გაყვნენ. (როგორ არ მიყვარს ესეთი ადამიანები rage) გონს როდესაც მოეგნენ, მაშინ კი უკვე გვიან აღმოჩნდა. პირადად მე, ასე დავინახე ეს ისტორია და მისი დასარულის ავტორისეული გადაწყვეტა. არაჩვეულებრივი იყო და თქვენ მართლაც უფრო ხშირად უნდა წეროთ!

 


№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Salo123
არც სანდროს იმსახურებდა არც გიორგის..
არც ფიქრობდა ისე მოქმედება.. გიორგის ვერ ვართლებ ვერანაირად მკვლელობაში.
ძალიან სუსტი პერსონაჟი იყო როგოროც ქალი როგორც ადამიანი მაშო.. სანდრო მეტკინა ძალიან.. მაშოზე გაბრაზებული ვარ..სისულელები აკეთა დაღუპა სხვაც და თავის თავიც..

დიდი მადლობა სალო <3
მართალი ხარ მაშოს შეფასებაში.

Tkemali
ერთგვარი სასჯელი ცხოვრებისგან, იმის გამო რომ თავიანთი სიყვარულისთვის არ იბრძოლეს, არაფერი გააკეთეს და ნაცვლად ამისა, უბრალოდ დინებას გაყვნენ. (როგორ არ მიყვარს ესეთი ადამიანები rage) გონს როდესაც მოეგნენ, მაშინ კი უკვე გვიან აღმოჩნდა. პირადად მე, ასე დავინახე ეს ისტორია და მისი დასარულის ავტორისეული გადაწყვეტა. არაჩვეულებრივი იყო და თქვენ მართლაც უფრო ხშირად უნდა წეროთ!

გაიხარე ჩემო კარგო, მადლობა. ზუსტად ჩაწვდი ჩემს ჩანაფიქრს. არაფერი გააკეთეს სიყვარულისთვის.მზამზარეული ბედნიერება სად არის??

 


№30  offline წევრი ნანა73

ოხ ნინაა...
შენ იცი, ახლა საერთოდ არაფერზე ფიქრი რომ არ შემიძლია, მთლიანად მშთანთქა ამ წიგნმა, თითქოს არც არაფერი წამიკითხავს ამის მეტი, მაგრამ...
ისე მომენატრა ჩემი ტერიკო, იმდენი ხანია შენი არაფერი წამიკითხავს ვერ გაგატერე და წავიკითხე.
ჩემო გადარეულო, როგორი ჩემი ხარ და როგორი ნამდვილი, ალბათ არც კი იცი?
რა იყო ახლა ამ სიყვარულისთვის შეწირული ადამინების ისტორია? კარანტინში სევდა შემოგაწვა?
მაგრამ მაინც სიამოვნებით ჩავიკითხე ამ დილით და ჰოო, შენ უბრალოდ დროს ვერ პოულობ რომ წერო, ბევრი და ვრცლად, თორემ ვინ შეგედრებოდა საყვარელო?
ჩემი ნინა, მიყვარხარ!!! ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent