შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორ'სული /სრულად/


1-05-2020, 22:05
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 496

ადამიანი მაშინ აცნობიერებს თავის შეცდომას, როცა უკვე ძალიან გვიანია. უკან ამღვრეული თვალებით იყურება და გაკვირვებული ვეღარ იკვლევს ცხოვრების გეზს. ვერ იკვლევს, რადგან უკვე საკმაოდ ღრმა ჭაობში იქნა აღმოჩენილი.

ორი წლის წინ...

მინდორს უამრავი ვარსკვლავი ანათებდა. კალისა ვერ ხვდებოდა თუ ამ ადგილამდე როგორ მოაღწია. არც ის ახსოვდა, როგორ მოახერხა საყვარელმა კაცმა გალაქტიკის გადმოტანა დედამიწაზე. ადამიანებს შორის. მათ შორის, რომლებიც სიყვარულით გაჟღენთილ სხეულს ფერად-ფერადი სხივებით მოსავდა. ავგუსტი კალისას სხეულს ეტმასნებოდა და ათრთოლებული ქალი მით უფრო და უფრო ეშვებოდა იმ ღრმა სამყაროში, სადაც ყოველთვის ბედნიერება სუფევდა.
ავგუსტი ისე ეკვროდა კალისას თითქოს ქალში ჩამარხული თითოეული ტკივილის გაქრობა სურდა. ეს გამოსდიოდა კიდევაც.
ხშირად ფიქრობდა კალისა ავგუსტზე. თითოეული გონებიდან წამოძახილი სიტყვა მას უკავშირდებოდა და იძულებულს ხდიდა გარე სამყაროს ჩამოშორებოდა.
ერთად, ერთი სამყარო ჰქონდათ.
სულ სხვა და სულ სხვა ჟღერადობის.
კალისამ ავგუსტი ათი წლის წინ გაიცნო. ახლაც კარგად ახსოვს, როგორ მოაბიჯებდა მისკენ მამაკაცი, რომელიც პირველი შეხედვისთანავე თავის გალაქტიკაში პატიჟებდა. მას მაღალი, განიერი მხრები ჰქონდა... მოკლე და ამავდროულად ძალიან უხეში თმები. ავგუსტი იმ დროს თვრამეტი წლის იყო, კალისა კი თხუტმეტი.
ავგუსტი, როდესაც კალისას მიუახლოვდა ქალმა იგრძნო თუ, როგორ ჩადიოდა ბუმბერაზი მთებიდან მზის სხივები. უკანასკნელად ეთხოვებოდა გამიჯნურებულ ნაპრალებს და ირგვლივ ბურუსი ვრცელდებოდა. ალბათ, ავტუსტი კალისას აქამდეც იცნობდა. შორიდან ეთაყვანებოდა მას და ვინ იცის, მერამდენე ღამეს თეთრად ატარებდა მისდამი გრძნობების გადამკიდე.

გარეთ შესანიშნავი ამინდი იყო... სწორედ ისეთი გული, რომ მიჯნურის შესახვედრად გაგიწევს. ავგუსტი კალისას ადგილსამყოფლისკენ დაიძრა. ცდილობდა გონებაში წარმოედგინა მათი პირველი დიალოგი. ტანში გასცრა. ასეთი დაბნეული არასდროს არ ყოფილა. შეეშინდა. ღმერთმანი, როგორ საშინლად მანიპულირებდა მასზე ის ბოროტი სულის ხმის ძახილი, რომელიც საწყალ ბიჭს მოსვენებას უკარგავდა. არაქათგამოცლილი, როგორც იქნა მაღალ მთას მიუახდოვდა. კალისას ღია წაბლისფერი თმა ჰაერში ლივლივებდა. ირგვლივ კი ყველაზე, ყველაზე სასიამოვნო მელოდია ისმოდა.
ერთ დღეს ავგუსტი კალისას თავის გრძნობებში გამოუტყდა. უთხრა, რომ უფრო და უფრო უყვარდებოდა, როდესაც ხედავდა თუ როგორ უვლიდა იგი ლურჯ ორქიდიებს. უყვარდა ის სურნელიც, რომელიც საყვარელი ქალის სხეულზე იყო დაბატონებული. სწორედ ამ დროს მოუნდა ავგუსტს, რომ მთელ სამყაროში მყოფი ყვავილები დაეკრიფა და საყვარელი ქალისთვის სიყვარულის ნიშნად მიერთვა. იცოდა ეს ყველაზე მეტად გაახარებდა მას.
კალისა ნავის ფსკერზე იწვა. გვერდით ავგუსტი ეწვა, რომელიც ქალის თითოეული ამოტყორცნილი ჰაერის ნაკადით სულდგმულობდა. უეცრად ახალგაზრდა ბიჭმა ლურჯი ორქიდეა გაუწოდა მიჯნურს. თავის წაბლისფერ თმებში ჩაუმაგრა და ქუთუთოებზე ნაზად აკოცა.
როდესაც ავგუსტი კალისაში შევიდა ეგონა, რომ სამყარომ ახლიდან დაბადება დაიწყო. თითქოს ის მთვარეც, უფრო და უფრო გადიდდა, რომელიც ორ შიშველ სხეულს ზემოდან დანათებდა. ზეციდან ლოცავდა მათ...
სუნთქვა უფრო ხშირი ხდებოდა.
სხეულიც მძიმდებოდა.
სიტყვები მეტად თავისუფლდებოდა.
ღამეც იზრდებოდა.
სინათლეს წყვდიადი თრგუნავდა.
ჩიტები საამოდ აღარ ჭიკჭიკებდნენ.
თითოეული სულიერი არსება მიყუჩდა... მხოლოდ და მხოლოდ ტბის ნაპირას ავგუსტისა და კალისას ხშირი სუნთქვა ისმოდა.


გამთენიისას ავგუსტი კალისას დაემშვიდობა. ქუთუთუებზე ნაზად აკოცა და სასიამოვნო დღე უსურვა. დაპირდა, რომ მალე მას კვლავ ნახავდა.
კალისას სხეულში ალმაცერი თევზები თავს ჰყოფდნენ, რომლებიც თავს იმ დაუვიწყარი ღამის შესახებ ახსენებდნენ. გოგონა გაწითლდა. განა სირცხვილის შეგრძნებისგან, არამედ სიყვარულისგან. კალისას ავგუსტი უყვარდა.
სახლისკენ მიმავალი გზა საშინლად იწელებოდა.
თაკარა მზის მაგივრად წარბშეკრული, ავისმომასწავებელი ნისლი ჩამოწვა, რომელიც უფრო და უფრო უძნელებდა, კალისას ნაბიჯების გადადგმას. გარემოსთან ერთად სულშიც ჩამობნელდა. წამიერად გოგონა ფიქრობდა, რომ ამ ადგილიდან თავს ვერასოდეს ვერ დააღწევდა. სხეული აუთრთოლდა და ფერწაშლილ სახეზე ცრემლები ჩამოსცვივდა.
კალისა ქვის ნაწილზე ჩამოჯდა. ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ამინდი, რომ სახლის გზას დადგომოდა. ცდილობდა ამ სიტუაციაზე არ ეფიქრა... ცდილობდა მისი გონება კვლავ, ავგუსტუსისკენ მიემართა. წამიერად ჩაეღიმა კიდევაც მას.
უეცრად ნისლთა გროვაში ადამიანის სილუეტი გამოჩნდა.
კალისას შიშის გრძნობა დაეუფლა. უნდოდა ადგილიდან წამოხტომოდა და გაუჩერებლივ გაქცეულიყო, თუმცა გონება მის კარნახს არ ემორჩილებოდა. თითქოს მისივე ჯინაზე უფალი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა.
სილუეტი უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა.
კალისას წინ იკვეთებოდა ახალგაზრდა კაცის კონტურები. ტანში გაცრა.
კვლავ ჩვილი ბავშვივით ატირდა.
კვლავ ეშინოდა.
კვლავ მირბოდა თავის წარმოსახვაში გაუკვალავ ველზე, თუმცა რეალობა სხვა რამეს მეტყველებდა. ის იქ არ იყო...
უცხო ახალგაზრდას ავისმომასწავებელი შეხედულება ჰქონდა. შორიდანვე გრძნობა კალისა მის გულისამრევ სუნს, რომელიც სულს ერთიანად უმღვრევდა.
კალისას სხეულის წინ უცხო კაცი დადგა. იძულებით თავი თავისკენ მიაბრუნებინა და სწორედ იმ წუთს დაინახა კალისამ, მისი ჩაცვენილი თვალები, რომელიც არაფრის მეტყველნი იყვნენ. ერთიანად ჩამქრალან და განადგურებულან. ისევ ტანში გაცრა მას. იგი აშინებდა.
- საკმარისად პატარა არ იქნები არა, რომ გამოსადეგი არ იყო.- ჩაიხითხითა კაცმა.- კარგი ხარ. ერთ რჩევას მოგცემ... ამის შემდგომ მარტო არსად არ გახვიდე. სახიფათოა, რადგან გარეთ იმდენი ცუდი ადამიანი დავდივართ.
კალისამ კაცის ხელების მოშორება სურდა, თუმცა მამრი არ უშვებდა ქალს. პირიქით მისი ამდაგვარი ქმედება უფრო და უფრო სურვილს აღძრავდა მასში.
შეერთებისას თავლწინ კალისას გვალვა დაუდგა. დაინახა დედამისის სილუეტი, რომელიც ამგვარი უღირსი საქციელის გამო აკრიტიკებდა.
ირგვლივ ჩამოცხა.
ცხეულმა ცახცახი დაუწყო.
კალისას უნდოდა მთელი ძალით ეყვირა, თუმცა რაღაც ძალა მას წინააღმდეგობას უწევდა.
ციდან სამყაროს ნაფლეთები ცვიოდა.
სხეული ისეთივე ცივი იყო, როგორც თოვლი.
ბოლოს კაცს ამღვრეული თვალებით უთხარა, რომ წასულიყო.
მან კი ჯიბიდან ფული ამოიღო და კალისას გაუწოდა.
კალისას სხეულში გალაქტიკა იმღვრეოდა. ცრემლბი ყელს უწვავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოშორდებოდა ამ წყეულ ქვეყანას.
- თავიდან მომშორდი. ისიც გეყოფა, რომ ჩემს სხეულს შეეხე!
- არ თქვა, რომ არ მოგეწონა. კარგი რა... ისეთი რეაქცია გაქვს გეგონება ქალიშვილი ყოფილიყავი.
- აქედან დამეკარგე და იცოდე თვალით აღარ დამენახო..- ძლივას აღმოთქვა მან.
- კახპა...- ჩუმად ჩაილაპარაკა და კალისას ზიზღნარევი მზერით გაეცალა.

კალისა ოთხად მოიკეცა და გრძნობდა, როგორ კვდებოდა მის სხეულში მყოფი თითოეული ორგანო. სულის ტკივილი მოსვენებას უკარგავდა. თმებს ძლიერად ქაჩავდა და ჩაწითლებული თვალებით ცხოვრების გეზს ზურგს აქცევდა.

კალისა მიდის და გრძნობს, როგორ არიდებს თვალს თითოეული ადამიანი. აღარც ის ძველი შეძახილები ესმის მას, რომელიც ყოველთვის მისი გამოჩენისას ვრცელდებოდა. თითქოს კალისას სხეულზე უთქმელი ქმედება თვალსაჩინო ხდებოდა.
კალისას ოჯახი არ ჰყავდა. მისი სახლი კი ის ნავი იყო, რომელშიც პირველად საყვარელ ადამიანთან სიყვარულის გრძნობით დაკავდა.



ავგუსტი ნავის კიჩოზე იჯდა და მძინარე კალისას უყურებდა. მის სახეზე დიდი ტკივილი იყო აღბეჭდილი, თუმცა ბიჭმა ეს ყოველივე სიზმარს დააბრალა. სანაპიროს ჩრდილი დაეცა. მზის პირველი სხივი კალისას სხეულს მოელამუნა და ქუთუთუები აუთამაშა.
- დილა მშვიდობისა...- უთხრა ავგუსტმა კალისას და როგორც ყოველთვის მხურვალე კოცნით დააჯილდოვა. კალისას სხეულში გააჟრიალა, როდესაც გუშინდელი დილა გაახსენდა... გაახსენდა იმ კაცის სილუეტი, რომელიც მის სხეულს დაპატრონებოდა.- ყველაფერი კარგადაა, კალისა? რატომ შეკრთდი? მოხდა რამე?- თვალები ჩაუქვრა მას.
- არ ვიცი...
- ხომ იცი, რომ შეგიძლია მენდო, არა?
- არ მინდა ოდესმე დაგკარგო.
- კალისა... რატომ ფიქრობ ამაზე?
- რთულია ჩემთვის იმის ახსნა რაც მოხდა.- თქვა მან და მუხლები ნიკაპზე მიიბჯინა. ჩვილი ბავშვივით დაიწყო აქეთ-იქით ქანაობა.
- რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს, იცოდე მე ყოველთვის გაგიგებ.
- რას იზამდი თუ გაიგებდი, რომ სხვა კაცი ჩემს სხეულს შეეხო?
- რას ნიშნავს ეს, კალისა?..- თვალები აემღვრა მას... ბრაზისგან მოწოლილი სხეული აუთრთოლდა და სახეზე ავისმომასწავებელი მიმიკები გამოესახა.
- მგონი ისედაც ყველაფერს მიხვდი.- თქვა და მწარე ცრემლებით ატირდა.



რამდენიმე დღის შემდგომ კალისა ცხარე ცრემლით ატირდა.
იგი ორსულად იყო, თუმცა რომელი კაცისგან ეს უკვე აღარ იცოდა.


- ავგუსტ... რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენ, საყვარელო.
- დამპირდი, რომ არ მიმატოვებ იმის მიუხედავად, რაც არ უნდა გითხრა.
- რა ხდება, კალისა?! რატომ მაშინებ..
- ორსულად ვარ...- მძიმედ აღმოთქვა მან. ავგუსტუსს თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან, თუმცა მოციმციმე ვარსკვლავებიც მალევე ჩაუქვა, როცა მიხვდა, რომ ბავშვი შესაძლოა მისი არ ყოფილიყო.

ავგუსტუსი ფეხზე წამოდგა. სახეზე საშინელი ტკივილი გამოსახვოდა. ერთი მძიმედ ამოიოხრა და უკანმოუხედავად წავიდა.



ავგუსტუსის გარეშე კალისას ცხოვრება მოსაბეზრებელი ხდებოდა. გრძნობდა, როგორ უფერულდებოდა მასში მყოფი სასიცოცხლო სიმები და როგორ იმღვრეოდა თავისი ბავშვური, უმწიკვლო სული.


ნავით იმდენ ხანს იმგზავრა, მანამ სანამ რაღაც უცნობ კუნძლს არ მიაღწია. ცრემლები მოსვენების საშუალებას არ აძლევდა და ყოფას ამღვრეული სულით აგრძელებდა.

ორი წლის შემდგომ...
- შენზე ამბობენ, რომ სხეულს ყიდისო.- უთხრა კალისას, მეთიუმ.
- სხეულს ყიდისო?
- იმასაც ამბობენ, რომ რაღაცა ეშმაკისეული ძალით თითოეულ მამაკაცს სარეცელისკენ უბიძგებ.
- კიდევ რას ამბობენ?- ჩაეცინა კალისას, რადგან უკვე მიჩვეულიყო ამდენი ცრუ ინფორმაციებსა და ბრალდებულებებს.
- იმას, რომ ეს ბავშვი ნაბი*ვარია.
- ნაბი*ვარი?- ჩაეღიმა კალისას.
კალისას შვილს მამამისისნაირი ღრმა თვალები ჰქონდა. სწორედ ისეთი, ერთი შეხედვისთანავე თავს, რომ შეგაყვარებს... კალისა ჯეიმსის შემხედვარე ღრმა, მოუშუშებელ გულის იარებს იხსენებდა. სული ერთიანად ეწვოდა, იმის გამო რომ ცხოვრების ერთადერთმა მეგზურმა ხელი ჰკრა.
მარტო დატოვა სულდაკარგული ორსული.
მარტო დატოვა საკუთარი შვილი, რომელიც ასე საშინლად ჰგავდა.
მარტო დატოვა თითოეული ერთმანეთის მიმართ გრძნობები.
მტკიცედ მოუჯახუნა კარები, ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს.
კალისა ღამის წყვდიადში მყოფი ხშირად ამბობდა სიტყვას „მე შენ მიყვარხარ...“-ს იმის მიუხედავად, რომ კარგად იცოდა მან დიდი ხნის წინ დაივიწყა იგი.
სხეული დამძიმებულია.
ჰაერი შემაწუხებელი.
გარემოში სულისწამღები ხმაური ისმის და კალისა გრძნობს, როგორ უფასურდება მასში მყოფი თითოეული სასიცოცხლო ძალა.
- ყველაფერი კარგადაა, კალისა?- ჰკითხა დაეჭვებით მეთიუმ მას.
- ადრე ფერადი ვიყავი. ახლა კი უფერული. ხშირად ვფიქრობ თუ როგორ შეიძლება ცხოვრებამ ერთ დღეს სიცოცხლის ჟინით შეგნუსხოს და მეორე წუთს სასიკვდილო იარებით დაგაჯილდოვოს. საშინელებაა, როცა გრძნობ როგორ იფლითება შენი ჯერაც კვლავ მფეთქავი გული ... როგორ გიყივის დაუოკებელი, კვლავ ახალგაზრდული მეამბოხე სული. მე ყველაფერი მქონდა ერთ დროს. ახლა მოგონებების გარდა არაფერი. ამის შემდგომ რწმენა დავკარგე. აღარაფრის მჯეროდა. საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე. იცი? ღამით, ჩემი მესაიდუმლე ჯეიმსი გახდა. როდესაც ეძინა ვუყვებოდი იმ ყველაფერზე რაც კი გადამხდენია. ადამიანს ჩემი სულის ნაწიბურების დანახვა, რომ შესძლებოდათ ალბათ უფრო გამიადვილდებოდა მათთან საუბარი. რთულია მათ გული გადაუშალო, როცა შენი უბრალოდ არ ესმით. ერთ დროს ძალიან მიყავრდა ერთი ბიჭი... ახლაც მიყვარს, მაგრამ ეს ის პირვანდელი სახის გრძნობაა, რომელიც იმ ადამიანის სახეს ატარებს და არა იმ კაცის, რომელმაც იმ წვიმიან ღამეს მიგვატოვა. ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტა ორი სული...



№1  offline მოდერი Mary Drey

ჰაიკო
რა კარგ რამეებს წერ შენ..
ყოჩაღ.



ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჰაიკო. გამიხარდა შენი აქ დანახვა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent