მარილისი |4|
სამარისებული სიჩუმე დაგუბდა ოთახში. კუთხეებიდან დაიწყო ზრდა და მთელი სივრცე მოიცვა. სინანულმა ისე შთანთქა ანარა, როგორც ნესტიანმა ნისლმა - საგანთა სილუეტები . გარს მოეხვია და მთლიანად გაჟღინთა ძვალ-რბილი. იმ წუთებში ნამდვილად ვერ ფიქრობდა. ახლა კი, ჯავრობდა ჩადენილს. სიფიცხეს აჰყვა, ემოციის კარნახს მიენდო და რა, რას ელოდა, რა დაამტკიცა ამით? იმის ნაცვლად , რომ ნიკოლაზე მშვიდად ეზრუნა, საქმე კიდევ უფრო გაირთულა და არავინ იცოდა ისევ მისცემდნენ თუ არა მარილისში დაბრუნების უფლებას. უნდოდა თუ არა, ფაქტები ჯიუტად არ იცვლებოდნენ. იზოლდას კი, ნამდვილად შესწევდა უნარი, გისოსებს მიღმა, ძალიან მარტივად გამოემწყვდია სხეულის განზრახ დაზიანებისა და სხვის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრისთვის . თუმცა ,საკუთარ თავზე მეტად, მაინც ბავშვზე ეფიქრებოდა. წინამძღვარი ასე პირდაპირ , აშკარა ხერხებით არასოდეს იბრძოდა. იგი, ყოველთვის მეტად ცივსა და სასტიკ გზას ირჩევდა, ჩაფიქრებულის განსახორციელებლად. გამუდმებით ცდილობდა საკუთარი ძალის მთელი დიდებით დემოსტრირებას და გიჟდებოდა, როდესაც მიგახვედრებდა, სინამდვილეში, როგორ არარაობადაც შესძლო და გაქცია. უფრო მეტად შესძულდა საკუთარი უსუსურობა . ნიკოლა ისევ იმ ალქაჯის ხელში იყო და უპროგნოზო დილას ათენებდა. მასთან მისასვლელი ყველა გზა თავისი ხელით მოიჭრა. შეცდომას- შეცდომაზე უშვებდა და საკუთარი თავის კონტროლს თუ არ ისწავლიდა, აუცილებლად გადაიჩეხებოდა უძირო უფსკრულში. სიმართლე რომ ვთქვათ, კონსულტაციის კაბინეტიდან რომ გამოვიდა, არ ეგონა თუ ამ სამსახურს დათანხმდებოდა. სრულიად მოუმზადებელი, გაუაზრებლად მივიდა , დაბნეული ბატივით. ვინმესთვის ეკითხა მაინც, რას რისკავდა. მაგრამ, ერთხელაც ვიტყვი და მგონი კიდევ ბევრჯერ მომიხდება განმეორება. თუმცა, მთელი რიგი უსიამოვნებების აცილება სიფრთხილითა და წინდახედულებით სრულიად შესაძლებელია, წინასწარ არავინ იცის რა მოგელის. კარგად თუ გადავხედავთ და ჩვენსავე ქცევებს დაუკვირდებით, გაგვაოცებს კიდეც ისეთი ქმედებები, რომლებიც ადრე, საქილიკოდ გაგვიხდია და მწარედ განგვისჯია. გვითქვამს , რომ ამას, ჩვენ არასოდეს ჩავიდენთ, რომ ეს, უღირსი საქციელია. არადა, ერთი წამი, ერთი ვითარება საკმარისია, რომ თავად აღმოვჩნდეთ არამარტო გამფიქრებელნი, არამედ-განმახორციელებელნიც. მაშინ, არც სხვას დააინტერესებს მიზეზები, გარემოებები. რამ გიბიძგა, გაიძულეს, თუ გააზრებულად ჩაიდინე. შენც ისეთივე ცივად გაგასამართლებენ. ეს ხომ ასეთი მარტივია. ექიმს დრო არ დაუკარგავს და ანარა გამოაცილა თუ არა, თაროზე დიდი ხნის შემოდებულ საქაღალდეს მიუბრუნდა. რამდენიმე წელია წყვილებს ბედნიერებას სხვა ქალების დახმარებით ჩუქნიან. თუმცა, სიახლის შიში და არასაკმარისი ინფორმაცია დაბნეულობას ხშირად იწვევდა და დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, კითხვათა მუდმივი კორიანტელის გასამკლავებლად. ასე აღმოჩნდა ეილინისა და ლეონის საბუთები ყველაზე მაღალა შენახული, უძველსი ანტკვარივით, მრავალთაგან დაწუნებული. მიუხედავად იმისა, ორმაგ თანხასაც კი სთავაზობდათ ოჯახი. როგორც კი გაიგებდნენ, კვერცხუჯრედის დონორი, ბავშის მომავალი, ბიოლოგიური დედა სიმსივნით იყო დაავადებული, უარს ამბობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამას, რეალურად გავლენა არ ჰქონდა სუროგატი დედის ჯანმრთელობაზე, ახსნა-განმარტებებს არც კი ისმენდნენ . ექიმი კი, ახლა სწორედ ამ საქმით აპირებდა საკმაოდ დიდი ნადავლის ხელში ჩაგდებას. ზარმა სწრაფად გაირბინა ქალაქის ნახევარი და მისაღებ ოთახში, კედელზე შეკიდებულ პატარა აპარატში აკწრიალდა. ალბათ ფიქრობთ , ვიღაც ოცდაათ-ორმოც წელს გადაცილებული ქალი უპასუხებს . ქალი, რომელმაც ბევრი იწვალა, იმკურნალა , მაგრამ შვილოსნობა არ დადგა და ახლა, ამ გზით გადაწყვიტა ბავშის გაჩენა, მაგრამ, არა . ეილინს ოცი წელი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა. მშობლებს არასოდეს მიუტოვებიათ, მიუხედავად ამისა, მანაც საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა . ოთხი წელია, რაც ლეონთან ერთად პატარა ოჯახი შექმნა. ოწრევრა , თბილი ოჯახი. რა დროიდანაც საკუთარი თავი ახსოვს, იქედან მოჰყვება მისი სახეც გონებას . ერთ ქუჩაზე გაიზარდნენ, გვერდიგვერდ სახლებში. თამაშობდნენ თუ მეცადინეობდნენ, ავად იყვნენ თუ, არაფერი აწუხებდათ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ბავშვები ტყუპებსაც კი ეძახდნენ და აჯავრებდნენ. გაკვეთილებს შორის შესვენებებზე ყოველთვის ხვდებოდნენ და სახლიდან წამოღებულ სამხარს შუაზე იყოფდნენ. მათ შორის იყო , რაღაც იდუმალი კავშირი. ერთ-ერთი ცუდად თუ გახდებოდა, რაც გინდა შორს ყოფილიყვნენ, აუცილებლად , უსიტყვოდ გრძნობდნენ და ხვდებოდნენ. უცხო თვალისთვის რთული გასარჩევი გახლდათ და-ძმა იყვნენ , თუ სხვადასხვა დედ-მამის შვილები. თუმცა, როდესაც წამოიზარდნენ და სხეულებმა შესწავლისაკენ უბიძგეს, მეგობრობის მიღმა სულ სხვა, ახალმა, ამოუცნობმა გრძნობებმა დაიწყეს თამაში. ზედმეტად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ინტერესის ჩასახშობად გარეშე პირები მოეძებნათ. შესაძლოა, ბევრმა საკუთარი თავი არ იცოდეს ისე ,როგოროც ეილინს და ლეონს შეესწავლათ წლების მანძილზე. საიდანღაც მონაბერმა უცხო ლტოლვამ , ქალსა და ვაჟს შორის აქამდე არ არსებული მიზიდულობა მოიყოლა. მშობლებს არ გაჰკვირვებიათ და დიდად არც გაუპროტესტებიათ, ერთად ცხოვრების სურვილი რომ გამოთქვეს. თითქოს, ელოდნენ კიდეც მათგან მსგავს გადაწყვეტილებას. სამეზობლოს ჭორიკნებს ლამის ფსონებიც დაედოთ. აი, ნახეთ, ჩემი სიტყვა თუ არ გამართლდეს და ეგენი ერთად არ დაჩნენო. მოკლედ, რადგანაც ორივე საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ, ლეონმა და ეილინმა, ახალი ცხოვრების დასაწყებად, ქალაქის მყუდრო კვადრატში, პატარა ბინა მიიღეს საჩუქრად. ახალგაზრდული ჟინითა და ენერგიით მალევე გაივსო ცარიელი კედლები და აივანზე ყვავილებად იფეთქა ბენდიერებამ. შორიდანვე შეამჩნევდით სხვადასხვა ფერად აყვავებულ ლერწმებსა და ფოთლებს. სახლში საოცარ სურნელებას აფრქვევდა სამზარეულოს მაგიდის კუთხეში, ლარნაკში ქალღმერთივით გადარწეული იასამანი. იმ წელს, ეილინმა ზოგადი სასწავლო კურსი დაასრულა და კოლეჯისთვის ემზადებოდა. ლეონი უკვე ამთავრებდა კოლეჯს და უმაღლეს განათლებასთან შესარკინებლად დღეს და ღამეს ასწორებდა. ზრდასრულობა ნელ-ნელა მოდიოდა მათ ცხოვრებაში და ყოველი ახალი ეტაპი ახალ მისწრაფებებს, იდეებსა და გემოვნებას აყალიბებდა. თანდათან ერთად ყოფნის დრომ მოიკლო. შეუმჩნევლად გაუჩნდათ პირადი სივრცე და ახალმა სანაცნობოებმა, სამეგობრობ, სხვა ტალღაზე დააყენა მათი ყოველდღიურობა. დაახლოებით, წელიწადი და ათი თვე იყო გასული, ლტოლვა სადღაც რომ გაილია და განსხვავებულ ინტერესებამდე მისულებმა, დაშორებაც კი გადაწყვიტეს. სრულიად ცივილურად, უჩხუბრად . ერთ საღამოსაც დასხდნენ და გულახდილი საუბრით ერთმანეთს თავისუფლება აჩუქეს. განა სძულდათ ერთმანეთი ან რამე მსგავსი, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, მიხვდნენ სრულიად ახალ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და ისე ეძვირფასებოდათ ერთმანეთი , მათთვის უკვე გაურკვეველი ვალდებულებებით და მოვალეობებით დაბმას, ცალ-ცალკე ცხოვრება არჩიეს. თუმცა, შემდეგ იყო საშინელი დიაგნოზი და ამ დიაგნოზმა, ცხოვრების გეზი რადიკალურად შეცვალა . ხშირად ესმოდა , და საავადმყოფოს კლედლებზეც უხვად გაეკრათ დევიზი, რომ ონკოლოგია არ არის განაჩენი. ალბათ, სხვა თანატოლსაც იმავეს ეტყოდა, მსგავსი პრობლემის წინაშე რომ დამდგარიყო. მაგრამ, მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა რეალობის მიღება და მით უფრო, ყველაფრის გააზრების შემდეგ - შეგუება. ნელ- ნელა შეიცვალა ყოველდღიურობის ფერი. თანდათანობით გაქრა აივნიდან მწვანე ფოთლები და სამზარეულოდან იასამნები. ადრე თუ მუქი ფარდები, მხოლოდ ღამის თანმდევი გახლდათ, ახლა ფანჯრების უცვლელი ატრიბუტი გამხდარიყო. მზესაც აღარავინ ეგებებოდა ძველი ხალისით. ყველა გეგმა ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოეშალა თვალწინ. გამოკვლევებიდან გამოკვლევებზე გადაჰყავდათ, ექიმიდან-ექიმთან . ანალიზების პასუხების ფურცლების დანახვისას უკვე გული ერეოდა. ვეღარც ხალხმრავლობას იტანდა . ჭკუიდან შლიდა მისი თანდასწრებით ჩურჩულები და წინასწარ გამოტირებული თავი ეზიზღებოდა. ყველაფერი გაიღეს საუკეთესო მკურნალობის კურსი რომ ჩაეტარებინათ და მართლაც არ ყოფილიყო თვრამეტი წლის ეილინისთვის მკურნალის სახელი და გვარი სასიკვდილო ხელმოწერა. პირველად რომ უთხრეს , ქიმიის კურსისა და დასხივების წინ გირჩევთ კვერცხუჯრედები შინახოთო დაიბნა და ვერ მიხვდა რაზე ესაუბრებდნენ . თუმცა, მდგომარებიდან გამომდინარე, მკურნალობა ორგანიზმის ნგრევას ნიშნავდა. მაშინ მანდვილად ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლოთ თავისი სხეულის ნაწილების გაყინვით, წლების შემდეგ განეცადა დედობა და ახალი ადამიანი მოევლინა სამყაროში . მეცნიერების წინსვლამა და სიახლეების ნაკადმა ნელ-ნელა მიუახლოვა რეალობას დანაპირები. იყო საკმაოდ რთული პერიოდები. ლეონი წამით არ მოსცილებია. ერთხელაც არ გაუფიქრებია მიეტოვებინა. საკუთარ კარიერაზე წინაც დააყენა, როდესაც აკადემიური სემესტრი გააფორმა და უნივესრიტეტი დატოვა. პირველი ქიმია რომ გაიკეთა, სხეულს ვეღარ გრძნობდა. საათების განმავლობაში არ გადიოდა დაბუჟების შეგრძნება და თავბრუ. ყველა საყიდლებზე გრძელი იყო ახლა მაცივარზე გამოკრული მისი წამლების სია. საპროცედუროდან მოსულს მთელი ღამე აღებინებდა . პატარა სანათის შუქზე თეთრად გაათენა ღამე დასუსტებულმა ჩრდილმა და მისმა თანმხლებმა. ხასიათიც შეეცვალა ეილინს და ერთ კვირაში, თმის ცვენაც შესამჩნევი გაუხდა. ალაგ-ალაგ ამოკბეჩილ ღერებს მოცილება ამჯობინეს. ლეონმაც მოიცილა თმა. ქუჩაში გასვლისას დაუღალავად იგერიებდა ურცხვად მოშტერებულ მზერასა და უადგილო, ყოველგვარ კულტურას მოკლებულ კითხვებს. მერე იყო ფსიქოლოგის ვიზიტები, ნაირ-ნაირი ქუდები, ულამაზესი თავსაბურავები, კეთილის მსურველთა „საცოდავი, არადა, ჯერ ახალგაზრდაა“. რაღაც ეტაპზე, როდესაც ხვდები და რეალურად შეიგძნობ, რომ ამ წუთისოფელში მართლაც იწყება უკუთვლა შენი დაბადების შემდეგ და ახლა, ვიღაც გპარავს ამ ძვირფას დროს, მოდის და უჩუმრად, თავხედურად, ისედაც წამიერს, კიდევ უფრო გიმცირებს, იწყებ გამოცოცხლებას. თითქოს, ყველაფერი გინდა მოასწრო. დარდად არაფერი გაიყოლო. გაცილებით ბევრს ფიქრობ, რატომ მოევლინე საერთდაც ამ ქვეყანას. რა არის შენი შინაგანი მისწრაფება. შესაძლოა, ყველა ზედმეტად დაძინებული საათიც ინანო. ყველაფერი ას და ათასმაგად გეძვირფასება მაშინ. თან, ისიც გაწუხებს, შენს სადარდებელს რომ ახვევ თავზე სხვას. არ გინდა ვინმემ შეგიცოდოს. მომაკვდინებელია სიბრალულის მზერები. ყველა შეგრძნება გამძაფრებულია და ერთმანეთში იხლართება . ცალსახაა, თავადაც გიჭირს ამ აბლაბუდის გამოხნა და ყველაფრის ერთად გაკეთებისა და მოსწრების სურვილებში ისე იხლართები , როგორც მწერი-ტარანტულის მახეში. ლეონმა ლამის ძალდატანებით დაუბრუნა ცხოვრების ხალისი და ახლა ხელგადახვეულები, ახლად წამოზრდილი თმებით, ღიმილანი სახით ჩაივლიდნენ ხოლმე სახლთან გაშენებულ ხეივანს. ხშირად გადაუსვამდა ხელს თავზე და ხუმრობით ეუბნებოდა , ახლა ნამდვილად ჩემი ძმაკაცი ხარო. თერთმეტი თვე გახდა, რაც რემისიის პერიოდი აქვს. სანამ დაიჯერებდა ბევრჯერ გადაამოწმეს. სხვადასხვა ექიმთან, მერე-სხვადასხვა ქვეყანაშიც. იმ დღის შემდეგ შეუჩერებლად ცდილობდა სუროგატის ძებნას. თუმცა, სიხარულის მაგივრად ამ გზაზეც ბევრი იმედგაცრუება შეხვდა. ლეონი ამშვიდებდა, წინ მთელი ცხოვრება გაქვს და აუცილებლად გეყოლება შვილიო ,მაგრამ ეილინი ჩქარობდა. თითქოს, უჩუმრად შეიპყრო, კიდევ ეშინოდა იმ დამანგრეველი , უკონტროლო ზრდის უნარის მქონე უჯრედის გამოჩენის. ახლა კი, რა მოხდა. დაურეკეს და უთხრეს შესაბამისი კანდიდატი გამოჩნდა, მოსაფიქრებლად ორი დღე მივეცით, მაგრამ თქვენგანაც გვიდა დასტური, რადგანაც აქამდე შვილი არ ჰყოლია და ეს ერთგვარად რისკის შემცველია, ხომ გესმითო. მაგრამ, არაფერიც არ ესმოდა, მხოლოდ იმაზე აკეთებდა კონცენტრირებას, რომ შეიძლებოდა მასაც ჰყოლოდა პატარა და საერთოდაც ვერ აფასებდა რეალურად რისკების მასშტაბებს. მაშინვე დათანხმდა. ისე იყო აჟიტირებული, ემოციებს თავს ვერ უყრიდა. ლამის კარი ჩამოიღო, ისე გავარდა ოთახში . საწოლზე შეფრინდა და ხტუნვა დაიწყო. გამოღებული ფანჯრიდან შემოსული გრილი ნიავი ღრმად შეისუნთქა, საწოლზე ზურგით დაეცა და ხელ ფეხი თოვლის ანგელოზის ფიგურასავით გაშალა. თვალის კუთხიდან ყურამდე გადასერეს სახე ცრემლის ბურთულებმა და ბაგეზე ფრთხილად გაიშალა ღიმილი . ხელში შერჩენილი, შემთხვევით გამომძვრალი ტელეფონის აპარატის ყურმილიც იქვე ეგდო, საწოლზე, თავისივე სადენით. შედარებით რომ გადაუარა აღტაცების ტალღამ, გამოგლეჯილი ყურმილის დანახვაზე აკისკიდა. ძლივს გაამთელა ორად გაწვეტილი აპარატი, ლეონს დაურეკა სამსახურიდან გამომიარეო და სახლის დალაგება დაიწყო , მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად. *** მზე უკვე გადაცდენოდა ცის კამარის ცენტრს, ქუჩაში, ეილინის სახლისკენ მიმავალ გზაზე, ახალი ნაბიჯების ხმა რომ გაისმა. არც დამამძიმებლად მოაბოტებდა და არც ქარივით მოჰქროდა. ხელებში მოქცეული ქაღალდის ოთხკუთხა ჩანთა პირთამდე იყო ხილით სავსე. იცოდა, კენკრა განსაკუთრებით უყვარდა. ამიტომ, ყოველთვის ყიდულობდა ცოტ-ცოტა მარწყვს, ჟოლოს , მოცვსა ერთ ფილა რძიან შოკოლადს. ფანჯრიდანვე შენიშნა ბინის კუთხემდე მოსული და ხელით ანიშნა სწრაფად ამოსულიყო. აღარც ახსოვდა , როდის ნახა ბოლო დროს ასეთი გახარებული. ცოტა ხნის წინ სწავლა, რომ გააგრძელა და სამსახური შესთავაზეს, მაშინაც არ ჰქონია ასეთი გაბრწყინებული თვალები . -რა ხდება ლინი? მომიყევი, ასე რამ გაგახარა ძვირფასო?-კიბის დასაწყისიდანვე შესძახა, ბოლო საფეხურები აიარა და ზღურბლთან მომლოდინეს გადაეხვია. -საავადმყოფოდან დამირეკეს ლეონ. -რაო, ბოლო ანალიზების პასუხები ჩამოვიდა? -არა, პასუხები ჯერ არ იქნება. ორი კვირა დააგვიანდება, შეიძლება ცოტა მეტიც,-ხელი ჩაიქნია და განზე გადგა, რომ მომსვლელისთვის დაეთმო გზა. -აბა, რა მოხდა?-მთლად დაიბნა, რადგან, ბოლო წლებია საავადმყოფოში ან ცხოვრობს, ეილინთან ეთად, ან, მათგან გამოგზავნილი პასუხების მოლოდინშია. სამზარეულოსკენ წავიდა, ხელი რომ გაეთავისუფლებინა და ახალი ამბის მოსასმენად მოემზადა. ეილინი ხტუნვა-ხტუნვით, თითქმის ასკინკილით მიყვებოდა უკან. -დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთვის სუროგატი იპოვეს. შემიძლია დედა გავხდე, გესმის? ღმერთო, რა ბედნიერი ვარ. იმდენჯერ თქვეს უარი, მეგონა, აღარასოდეს მომეცემოდა ამის შანსი,- ისეთი აღტაცებით საუბრობდა, გეგონებოდათ ფრთები შეესხა. ერთიანად აეტაცებინა შვილის ყოლის იდეას და სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, დიდი ხანია, როგორც ცოლ-ქმარი აღარ ცხოვრობენ, წამით არ უფიქრია უარის თქმა. მათი ურთიერთობა ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა, რომ დასანგრევად გაემეტებინათ, ოჯახისგან განსხვავებით. შესაძლოა წყენოდა. არა, აუცილებლად ეწყინებოდა, მაგრამ უნდა ეთქვა. -დარწმუნებული ხარ ?-ძალიან კი გაუჭირდა, თუმცა, ჩუმად შეაპარა კითხვა და მის წინ სკამზე ჩამოჯდა. -დარწმუნებული? რა კითხვაა . თანაც, ათასი პროცენტით. ისეთი აღფრთოვანებული ვარ , უბედნიერესი. საღად ვეღარ ვაზროვნებ, აგერ, უკვე სამი საათია. ორი დღე მისცეს მოსაფიქრებლად. ოღონდ დამთანხმდეს, ოღონდ ერთხელ თქვას, კი.. იცი რა ვიფიქრე ლეო, ჩვენ რომ მივიდეთ და დაველაპარაკოთ? იქნებ, ჩემმა ამოდენა სურვილმა უცებ გადააწყვეტინოს და თანხმობა განაცხადოს. ღმერთო, ორი დღე კი არა, მთელი წელია ვიცდი. ახლა კი, თითქოს, სული კისერში ამომივიდა,-აჟიტირებული დადიოდა სამზარეულოში აქეთ-იქეთ, ხელები გულზე დაედო და სურვილებს უფალთან უშვებდა. გული გამალლებით უცემდა მომდევნო ზარის მოლოდინში და აუტანლად ეჩვენებოდა ის, მოსათმენი ორმოცდარვა საათი. -ხომ იცი, როგორ მიყვარხარ ეილინ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი რომ ხარ,-სახეზე თბილი ხელები შემოაფინა . -ვიცი ლეონ,- გაბადრული სახით გაუსწორა თვალი,- მეც ძალიან მიყვარხარ . -ახლა, როგორც თავად თქვი, ბედნიერებისგან რეალობას ვეღარ აღიქვამ. დარწუნებული ხარ, რომ ეს სწორი არჩევანია? -შენ გადაიფიქრე?-უცებ ჩამოერღვა სახიდან სინათლე და გაკვირვებისგან გამომეტყეველება შეეცვალა. -არა , არა . თავს დავთმობ შენი გულისთვის ეილინ, ხომ იცი. უბრალოდ, მინდა კარგად დაფიქრდე. ახლა, როცა ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობთ. ბავშვის წინაშე უსამართლობა ხომ არ იქნება? არსად გეჩქარება ჩემო გოგო. სწავლობ , მუშაობა დაიწყე. წარმატების და კარიერული წინ სვლის უზარმაზარი შანსი გაქვს .ვინ იცის, გაიცნობ ადამიანს, ვინც შეგიყვარდება და მისგან მოგინდება შვილის გაჩენა. მამაკაცისგან , რომელიც შენს ქალურ ბედნიერებას ნამდვილ და ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს. ჩვენ რაც ვერ შევძელით ლინი. მეშინია, ეს ბავშვი შენთვის ტვირთად არ იქცეს. -როგორ ლაპარაკობ. დედისთვის შვილი არასოდესაა ტვირთი. კაცებს არ გესმით. მხოლოდ მის შემდეგ აღიქვამთ თავს მშობლად , რაც დაიბადება და ხელში აიყვანთ. დედისთვის შვილი ყველაფერია. არა, შენ ნამდვილად არ ხარ თანახმა. არადა მეგონა, არადა როგორ ვიფიქრე. -ეილინ,ეილინ....- ეილინი განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებდა. სართოდ არ ესმოდა ლეონის ხმა , მისკენ გამოწვდილ ხელებს ერთი-მეორის მიყოლებით იცილებდა , თავს აქეთ-იქეთ აქნევდა და იგი იძულებული გახდა, მისთვის პირველად და უკანასკნელად დაეყვირა. ქალი ერთ ადგილას გაშეშდა , უმეტყველო თვალებით უყურებდა და მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში. მას შვილი უნდოდა და მისი იმედები თვალწინ ემსხვრეოდა. -უარს არ გეუბნები ეილინ. უბრალოდ.. -არანირი უბრალოდ. ქალებს აუპატიურებენ და ისინი აჩენენ შვილებს. ქმრები ურტყამენ და მაინც უყვართ თავისი გაჩენილი არსებები. არავინ იცის, კიდევ როდის მოინდომებს ეს დაავადება აფეთქებას. კიდევ როდის მოშივდება და საკვების საძებნელად ისევ ჩემს სისხლს მოადგება. ვინ იცის, როდის ისაზრდოებს ისევ ჩემი შიგნეულობით .ვერ დავჯდები და შესაფერის დროს ვერ დაველოდები. ნუთუ, ასეთი ძნელია გაიგო რომ შვილი მინდა, ნუთუ ასეთი გასაოცარი და მიუღწეველია ჩემი სურვილი. შენ თუ უარზე ხარ სხვას ვიპოვი, არ გავალდებულებ ლეონ და აბსოლუტურად მესმის შენი. არც გავბრაზდები, არც გაგკიცხავ...-ისევ თავისას აგრძელებდა. თავიდან ნელ-ნელა აუწია ტონს და ისე გადაეზარდა ყვირილში, თავადაც ვერ მიხვდა. ახლა კი ძირს დაეხარა თავი. თავლებში არ უყურებდა და სახიდან ცრემლებს თითებით იმშრალებდა. გული მოეწურა ლეონს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას. წამებში დაპატარავდა მის თვალწინ და ის დღე გაახსენდა საავადმყოფოდან, ხელებში შეჩეჩებული შემზარავი დიაგნოზით რომ გამოუშვეს. უცებ, ორივე მაჯაზე ჩაებღაუჭა და შუბლი შუბლზე მიადო. -თანახმა ვარ, ლინი. როგორ იფიქრე , რომ ასეთ გადაწყვეტილებასთან მარტო დაგტოვებ ჩემიო გოგო. გახსოვს, ამ ქვეყნის არაფერი გაგვეგებოდა და მაშინ შევფიცეთ , რომ ერთმანეთს სიცოცხლის ბოლომდე დავეხმარებით. ეზოში თითები რომ გავიჭერით და წვეთი სისხლის გაზიარებით თავი ნამდვილი ამორძალი გეგონა. დაბადებიდან შენთან ვარ ლინი და არც ახლა დაგტოვებ. უბრალოდ არ მინდა რომ იჩქარო. მინდა ბედნიერი იყო და ის საშინელი დაავადება საერთოდაც აღარ ახსენო, გთხოვ. შემომხედე, შემომხედე ეილინ,-ერთი ხელით ნიკაპი ააწევინა და დაწითლებულ თვალებში ჩახედა,- აქ ვარ ლინი და თუ დედა გინდა გახდე, შენი ნებაა. თუ ეს ბავში შენ ცხოვრებას გაგილამაზებს და გაგახალისებს აუცილებლად გაჩნდება. მე, შენს გვერდით ვიქნები, კარგი? როგორც- ახლა .ოღონდ, ქიმიებზე, დაავადებაზე, სხივებზე აღარაფერი თქვა. ოღონდ ჩავკეცოთ, ჩავაბაგროთ და მოვისროლოთ, როგორც უკვე გადავდეთ განზე , თითქმის ერთი წელია. -როგორ შეგიძლია მითხრა, რომ ჩემი და შენი შვილი სიყვარულის ნაყოფი არ იქნება,- სლუკუნებდა და თან მაგრად ეხვეოდა მის წინ მჯდომს. თავი მხარზე დაადო,-დარჩი ჩემთან, გთხოვ. ერთად დაველოდოთ იმ გოგოს პასუხს კარგი? თორემ ამდენ ფიქრში, სულ გავაფრენ,- თავიდან იფიქრა , საეროდ რას წამოვიწყე ლაპარაკიო, მაგრამ ერჩივნა დარწმუნებულიყო მის გადაწყვეტილებაში და თავიდანვე მოესპო, ეჭვის ჭიებივით გაჩენილი ზედმეტი კითხვის ნიშნები. თითებით შეუმშრალა ცრემლები და შუბლზე აკოცა. - რა თქმა უნდა, ლინი. როგორც მიბრძანებთ თქვენო უდიდებულესობავ,-რევერანსით დაუკრა თავი,- გინდა რამე ფილმს ვუყუროთ? -აარჩიე და მოვალ,- დაუყვირა მეორე ოთახიდან. ქსუტუნებდა და ცდილობდა, ისევ მხიარულ ხასიათზე დამდგარიყო. კენკრა ქაღალდის ჩანთიდან ამოალაგა და პლასტმასის ყუთით ონკანში მომავალ გრილ წყალს შეუშვირა. მარცვლები ნელ-ნელა იწეოდნენ მაღლა და ტივტივს იწყებდნენ, წვრილი ნამცეცები კი ალაგ-ალაგ ქუჩდებოდა ჭურჭლის ფსკერზე. -ყავას ხომ დალევ,- სამზარეულოდან გამოსძახა ეილინმა უკვე მისაღებში გასულ ლეონს და პასუხს არ დაელოდა ისე გამოიღო კედელზე ჩამოკიდებული კარადის უჯრიდან ფაიფურის ყავისა და შაქრის ჭუჭელი. ყავაზე უარს არასოდეს ამბობდა, მით უმეტეს, თუ სამსახურიდან ბრუნდებოდა. კოფეინის მცირე დოზა მასზე ისე მოქმედებდა , როგორც - შუადღის ძილი . ეილინის სახლში კი ყოველთვის მოიძებნებოდა ერთი კოლოფი ვენურად მოხალული დაფქული არაბიკას მარცვლები. სიცილისგან დაღლილებს იქვე მიეძინათ. ფანჯრიდან შემოსული ღამის ქარი გამჭირვალე ქსოვილს ჰაერში ალივლივებდა. მაყურებლის გარეშე დარჩენილი ეკრანი თავისთვის ხმაურობდა. ბნელი სიცივე ჟრჟოლად ეფინებოდა გადასაფარებლის გარეთ დარჩენილ კიდურებს და ამაოდ ცდილობდა მათ შეფხიზლებას, თითქოს წინასწარ ატყობინებდა მისალოდნელი სიახლის შესახებ. რიჟრაჟი ქურდივით იპარებოდა და თავისი საცეცებით , თეთრად აფერადებდა ვარსკვლავთა შორის დაღვრილ სილურჯეს. კიდევ ერთხელ დარეკა ტელეფონმა. მძინარე სხეულები უდრტვინველად იწვნენ და მშვიდად სუნთქავდნენ. თუმცა, გაბმულმა ზარმა მაინც შესძლო, სიზმართა სამყაროში ჩაძირული ეილინის მობრუნება. არეული ნაბიჯებით მივიდა დერეფნამდე და ძილ-ბურანში მყოფმა, გაუგებარი ბგერებით უპასუხა. -თანახმაა ქალბატონო ეილინ,-გაისმა სანუკვარი სიტყვები მეორე მხრიდან. არაფერი უპასუხა. მაშინვე დაკიდა ყურმილი. თითქოს, დაიბნა. არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაციის მიღება. რაც გაიგონა სრულიად საკმარისი იყო და შეეშინდა. ვაითუ, რამე სხვაც ეთქვათ. ყურში ერთი და იგივე ტექსტი უმეორდებოდა. ქალბატონო ეილინ, თანახმაა. თანახმაა, ქალბატონო ეილინ. თანახმაა, ქალბატონ ეილინ...... ეგონა, როცა დაურეკავდნენ, ქვეყნიერებას დააქცევდა ყვირილით. ახლა კი, იდგა ბედნიერებისგან დამუნჯებული და რამდენიმე წუთი, თვალსაც ვერ ახამხამებდა. შიშველ ტერფებზე თავხედურად გადაურბინა სიომ. ნელა დაიძრა, ფეხაკრეფით გადადგა ნაბიჯები. მშვიდად მძინარე ლეონს შუბლზე აკოცა, ისევ გვერდით მიუწვა და დაუმორჩილებელმა, დაუტეველმა გრძნობამ ცრემლებად იფეთქა თვალებიდან. არც ანარას ეძინა. თეთრად გაათენეს ის ღამე. ორივე, საკუთარ მომავალსა და მათზე მოკედლებულ პატარებზე ფიქრს შეეპყრო. ერთი სინანულს მისცემოდა და ბალიშში თავ ჩარგულს, ვერ მოენელებინა ცხელ გულზე ნამოქმედარი, მეორე კი-მომავალი ბედნიერების გეგმებს აწყობდა. ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ამ საბედიწერო შემთხვევის წყალობით, სამუდამოდ გადაიკვეთებოდა მათი გზები და როგორც ყოველთვის, ცხოვრება აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც-ადრე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.