შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?(თავი 5)


2-05-2020, 01:41
ნანახია 2 115

გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ კითხულობთ, აფასებთ და მოგწონთ ჩემი ისტრია, განსაკუთრებით მადლობა კრიტიკოსებს, თქვენ ნამდვილად დამანახეთ ჩემი შეცდომები .ყველანაირად ვცდილობ გამოვასწორო ახლა კი დავიწყოთ მეოთხე თავი იმედია მოგეწონებათ...
მოემზადეთ :
1......
2...
3....
დავიწყოთ..
რომ გავიღვიძე პირდაპირ საათს დავხედე : 18:13- ამდენხანს როგორ მეძინა?ალბათ ძალიან გათიშული ვიყავი. ავდექი თმა შევისწორე და თმისსამაგრით უკან შევკარი,მივედი კართან და ის ისევ გატეხილი იყო, რატომღაც მინდოდა ყველაფერი ცუდი სიზმარი აღმოჩენილიყო მაგრამ ამ კარმა ყველაფერი ნათლად შემაგრძნობინა. ჩავდივარ კიბეზე და იესესა და ანუკას საუბარი მესმი,ჩავირბინე კიბეზე ,მაინტერესებდა რაზე საუბრობდნენ ,მისაღებში დამიანეს გარდა ყველა დამხვდა , რაღაც უცნაურად შემომხედეს
-დამიანე სად არის?!
-დამიანე არ არის
-რას ჰქვია არ არის?!
-იმას ,რომ ახლა დაჯდები და ამიხსნი ყველაფერს, რას ნიშნავს შენი დილანდელი საქციელი, ან რა გაკავშირებს დამიანესთან რომ ისიც ასეთ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდე?!ზედმეტი მითქმა-მოთქმის გარეშე ეკატერინე დადიანო!
-ანუ მე ჩავაგდე ცუდ მდგომარეობაში?ე.ი მე ვაკოცე იმ კახპას? მეკაიფებით სულყველა?
-და შენ რა გეწვის ვერ გავიგე?! როდის მერე ინტერესდები ბიჭბით?განსაკუთრებით რამიშვილი?
-ჩვენი შეხვედრის დღიდან!გასაგებია ანუკა ახვლედიანო?!― საშინლად გაკვირვებული თვალებით მიყურებდნენ , განსაკუთრებით კი იესე
-რა თქვი?
-რაც გაიგეთ , ამ ბიჭმა თავი შემაყვარა, ეს კი უფრო გამძაფრდა მაშნ , როცა გავიგე რომ ის ადამიანი ყოფილა ვინც ბავშვობა გამიხალისა და შემდეგ უეცრად გაქრა, ეს ხომ იცოდი არა ძამიკო? და დამიმალე
-არა ! არ დამიმალავს სწორედ აქ, ამ აგარაკზე მინდოდა შენთვის ყველაფრის მოყოლა, დამიანე აქ შენს გამო ჩამოვიდა , უბრალოდ მიზეზი მე მივეცი ,,ჩემი ქორწილი“, ის მანამდეც ამბობდა რომ შენი ნახვა სურდა , მაგრამ მე ვუთხარი რომ არ ჩამოსულიყო , რადგან შენ ძალიან ცუდად იყავი და არავის იკარებდი, თან დაუმშვიდობებლად რომ წავიდა მაგაზე დღემდე გაბრაზებული ხარ,მაპატიე რომ არ გითხარი, მაპატიე რომ თავის დროზე არ გაგარკვიე ყველაფერში.იცი რომ დამიანეს დედა გარდაეცვალა? ისიც ცუდად იყო, განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა მისი მდგომარეობა როდესაც მამამისმა სხვა ქალი შეირთო ცოლად! შენ მშობლები დაკარგე მაგრამ არც დამიანე იყო კარგ სიტუაციაში, ყველაფერი მის კისერზე გადავიდა, მამამისი ათასში ერთს თუ მიეხმარება, მას მხოლოდ თავისი ცოლი აინტერესებს. წარმოიდგინე რაძალიან უნდოდა დამიანეს შენს გვერდით ყოფნა , მაგრამ არ იცოდა მას როგორ მიიღებდი , თავს იკავებდა მაგრამ , როგორც ჩანს გუშინ ყველაფერი მოგიყვა თქვენი ბავშვობის შესახებ და აჰა შენც იგრძენი რაღაც ხომ ასეა? ... კატერინა ხომ ასეა?!
-იესე...
-რა
-ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
-თუ ამას შენ მეუბნები ?... რა თქმა უნდა მჯერა
-და ახლა დამიანე სად არის? ან რატომ წავიდა? აქ მარტო დაგვტოვა?
-არა . მანქანა აქ არის სადღაც წავიდა ფეხით,ალბათ თავის ადგილას..
-რა ადგილას?
-არ ვიცი სადაა ეგ ადგილი, უბრალოდ ვიცი რომ დიდი ხევია და მის პირას პატარა ქოხი დგას , სულ ერთხელ ვარ ნამყოფი ისიც შემთხვევით , გზა არ მახსოვს
-ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!
-კარგი კატუშ დამშვიდდი რა გთხოვ
-მე მივდივარ!
-სად?―ერთად წამოიყვირა ყველამ
-დამიანე უნდა მოვძებნო, ძალიან ცუდად ველაპარაკე და ნაწყენია
-გზა არ იცი და სად მიდიხარ გაგიჯდი?
-არაუშავს მივაგნბებ
ჯინსის ქურთუკი ავიღე და მათი უარისა და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წავედი დამიანეს მოსაძებნად . რადგან ხევი ახსენა იესემ ე.ი სადღაც ტყის პირას უნდა იყოს, მივდივარ შუაგულ ტყეში, ისეთი მაღალი ხეები რომ სინათლის მიუხედავად შავად ელვარებენ, ცოტა არ იყოს მეშინია.ალბათ საათობით დავდიოდი მაგრამ ვერ ვიპოვე ის ქოხი, ძალიან ჩამობნელდა თითქმის არაფერი ჩანდა , მე კი შიშმა შემომიტია, შიშმა რომ აქ რამე ბინადრობს და წამებში გადამყლაპავს რომ მოინდომოს. სხვა გზა არ მქონდა ყველანაირად ვეცადე უკან წავსულიყავი და გზა მეპოვა საიდანაც მოვედი მაგრამ უშედეგოდ, თითქმის ვერაფერს ვხედავდი, ტელეფონის ბატარეა გავანთე ,მაგრამ ტელეფონიც მიჯდება , ღმერთო რა გავაკეთო, ნეტა ვინმეს თუ გავახსენდები და დამიწყებს ძებნას?
ბავშვებთან:
-დამიანე?
-რა იყო ანი?
-კატო სად არის?
-ვერ მივხვდი.. თუ დილანდელის გამო ღადაობას აპირებთ მაგის ხასიათზე არ ვარ!
-რა ღადაობას? კატო სად არის? შენთან წამოვიდა
-რა ქნა?
-ხო დამიანესთან უნდა წავიდე და ბოდიში მოვუხადოო
-გაგიჟდით ეს სასაცილო აღარ არის ! კატო... ეკატერინე დადიანო გამეცი ხმა არ მეხუმრება მე
-ნუ ყვირი გეყოფა ! არ არის სახლში შენთან წამოვიდა თქო არ გესმის?
- ვა დამე ... რაო კატუშამ ხომ არ აგკუწა?
-შენ შიგ ხომ არ გაქვს ! სად არის ეკატერინე! ჩემთან რანაირად წამოვიდა ?რა იცოდა სად ვიყავი? ნუ მაგიჟებთ ხალხო!
-მოიცა ჩემი და შენთან ერთად არ არის?არ მოსულა შენთან?1
-არა ! საიდან ეცოდინებოდა გზა ? როგორ მოვიდოდა ხო არ კაიფობთ ე!
-ვაიმე კატო! სად წავიდა? ვაიმე...............
-რა ? რა იყო ?რას გაშტერდი?
-დაიკარგა? ტყეში დაიკარგა? ახლა ხომ ძალიან ბნელა
-ფუ შენი!
დამიანესთან ერთად ყველა ბიჭი გავარდა სახლიდან და კატერინას დაუწყეს ძებნა. დამიანე გაგიჟებული იყო, თავს იდანაშაულებდა, არ იცოდა რომ კატო მის მოძებნას გადაწყვეტდა, ეგონა რომ მასზე გაბრაზებული იყო და ოთახიდან არც კი გამოვიდოდა, ათას სისულელეზე ფიქობდა:იქნებ შეშინებულია და ტირის, იქნებ რამე დაიშავა ? დამიანეს გონება არეული იყო ამ ფიქრებით.ხმამაღლა ყვიროდა
-ეკატერინე... კატო გესმის... ხმა გამეცი... ეკატერინე.....
იგივე სიტუაციაში იყვნენ იესე და ბიჭებიც , ყვიროდნენ და კატერინას ეძებდნენ, ხმას არავინ პასუხობდა ..
კატო:
ძალიან მცივა, ნეტა თუ მივიდა დამიანე სახლში? ნეტა როგორ არის? საერთოდ რატომ ავიტეხე აქ წამოსვლა , რა ჯანდაბა მინდოდა ახლა სულ რომ მოვკვდე ან რამემ დამგლიჯოს სულ ერთი იქნება, დამიანეს ნახვა მინდა , ახლა აქ რომ იყოს... მწყურია და ძალიანაც მშია დილითაც ვერაფერი ვჭამე იმ კახპას გამო. მალე ჰალუცინაციები დამწყება ალბთ, ძალიან გავიყინე.. აბა შორტით და ტოპით რომ მოვრბოდი რა მეგონა...
-ეკატერინე..
მგონი დამიანეს ხმა გავიგე , მაგრამ არა ალბათ მეჩვენება , შიმშილისგან მუცელი მიბუყუნებს და ჰალუცინაციებიც მეწყება როგორც ჩანს.ხელებს ვეღარ ვამოძრავებ იმდენად მცივა,და გონსაც ვკარგავ , არ მეგონა შუა ზაფხულში თუ ასეთი სიცივე იქნებოდა , მაგრამ მე ხომ შუა ტყეში ვარ თან ბნელა
-კატერინა სად ხარ
ისევ მესმის ხმა , ისევ დამიანეს განწირული ხმა ,რომელიც მეძახის ,იმდენად ხშირად მეორდება ეს ხმა ,რომ ვიჯერებ თითქოს მართლა აქ არის და თვალები მეხუჭება
- ეკატერინე , ჩემო პატარავ როგორი გაყინულოი ხარ...
და თვალებს ვხუჭავ............
უცხო ინტერიერის ოთახში მეღვიძება , მგონი ხის არის, ყველგან ნახატებია ჩარჩოში ჩასმული , ვერ ვხვდები სად ვარ, წამოდგომა დავაპირე მაგრამ წელზე ვიღაცის ხელები ვიგრძენი და ეს ვიღაც დამიანე აღმოჩნდა, ე.ი არ მომჩვენებია მართლა მიპოვა და ახლა მის მკლავებში ვარ.
-ეკატერინა გაიღვიძე?როგორ ხარ ?რამე გტკივა? ― არაფერი ვუპასუხე და მთელი ძალით ჩავეხუტე
-ჩემი პაწაწინა .. როგორ ვნერვიულობდი იცი?რატომ წამოხვედი? რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?
-მინდოდა ბოდიში მომეხადა მარგამ ტყეში დავიკარგე
-მეორედ არ ქნა მასე , რაც არუნდა გაბრაზებული ვიყო და სადმე წავიდე , თუ არიცი სად ვარ არ მომძებნო
-ანუ კიდევ აპირებ ასე წასვლას?!
-მოვლენები გვიჩვენებს
-კარგი ― წამოვდექი, ცოტათი თავბრუ მეხვეოდა, წავბარბაცდი , მაგრამ მაინც მყარად დავდექი, დამიანემ წელზე შემომხვია ხელები და საწოლზე დამაგდო, ზემოდა მომექცა და თვალებში მიყურებდა
-ასე ადვილად ნებდები?
-და რა გინდა რომ გავაკეთო, გასაგებად მითხარი ,,მოვლენები გვიჩვენებსო“
-შენ კი დანებდი
-არ ვიცი , ახლა უბრალოდ გამიშვი კარგი, არ მინდა შეგაწუხო
-მიყვარხარ! ― გავქვავდი ,როგორც მჩვევია ხოლმე , პირველად მითხრა ასეთი რამ ,არადა ვიცოდი რომ ვუყვარდი თუმცა ამის გაგება მისგან , რაღაც საუცხოო და სასიამოვნო იყო.არც კი მოძრაობდა , ხელები წელზე მჭიდროდ შემომხვია და ჩემს ყელში ჩარგო თავი
-მაპატიე ცუდად მოვიქეცი,მიყვარხარ ეკატერინე, ამის გაძლება აღარ შემიძლია― ვიგრძენი, რომ ყელი დამისველდა და დამიანეს ხმა შეეცვალა, ის ტირის, ვერ ავიტანე მისი ცრემლები, გაშეშება შევწყვიტე და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები, ცალი ხელით თმაზე დავუწყე მოფერება და ერთი გემრიელად ვაკოცე თავზე
-დაწყნარდი გთხოვ, მაპატიე რომ ცუდად გესაუბრე, უბრალოდ რომ წარმოვიდგინე ყველაფერი გული საშინლად მეტკინა
-ვიცი პატარავ ვიცი
-დამე
-გისმენ
-ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა? ― რა წამსაც ეს ვუთხარი თავი ამოწია და აცრემლებული მწვანე თვალები შემომანათა
-და შენ გჯერა?
-თუ გავითვალისწინებთ, რომ შემიყვარდი -მჯერა
-ანუ?―ახლა უკვე ვხვდებოდი რომ უნდოდა მე თვითონ მეღიარებინა და სიტყვა სიტყვით მეთქვა ,,მიყვარხარ“
-დამიანე რამიშვილო მიყვარხარ!
ჩემს ტუჩებს ახლა უფრო ცხოველურად დაეწაფა და არც მე დავუთმე,ისე გიჟურად მიკოცნიდა ტუჩებს რომ მთელი 10 წლის მონატრება ერთდროულად ამოიღო, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი ასე ბედნიერად , ვგრძნობდი რომ გატეხილი გული ნელ-ნელა მიმთელდებოდა, სიცარიელე ივსებოდა და ეს უმშვენიერესი გრძნობა იყო.


მეხუთე თავის დასასრული.
ვიმედოვნებ ცუდი არ გამოვიდა . ალბათ მოგეწონებათ, დიდი მადლობა რომ აფასებთ ჩემს ისტორიას, უფრო დიდი მადლობა კი იმისთვის , რომ მოგწონთ ისტორია.. უსაზღვროდ მადლობელი ვარ.....



№1  offline წევრი svien

sayvarlebi...male dade ra shemdegi tavi????

 


№2  offline წევრი Kingeka

მალე დადე შემდეგი.საოცრება ხარ!!!

 


Kingeka
მალე დადე შემდეგი.საოცრება ხარ!!!

საოცრება ხარ შენ!ასეთი თბილი რომ ხარ <3 აუცილებლად დავდებ.არ გალოდინებთ ბევრს.

svien
sayvarlebi...male dade ra shemdegi tavi????

მადლობა<3 აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent