ყაყაჩოს იმპერია სრულად
როდესაც დაისის ბოლო სხივი დაკრავს ყაყაჩოს სასოწარკვეთილ წითელს, მზე ჩაესვენება და მასთან ერთად გაქრება კუთვნილი სისხლისფერი ღირსების მშვენიერება, ყაყაჩო ამოწურავს მოვალეობის შესრულების დროს და ბნელში დაქანცული მიისვენებს. რა, თუ არა მოვალეობა, მცენარეთა ხვედრი ყოფილა უპირველესად და რომ არა ეს, მაშინ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრების კრედოს მთავარი იარაღი? როდესაც წმინდა ქაოტიკას მიწაზე, მეფის სასახლის კარიბჭე საბოლოოდ მშვიდად ამოისუნთქავს და ღრმა ძილს მიეცემა, მაშინ გაიღვიძებს ერთადერთი და ჭეშმარიტი სიცოცხლე იმ მიწის ქვეშ, რომელიც ჩემი ყმაწვილი თითებით გავთხარე. ამ მიწაში დაიმარხება ძველი და დაიბადება ქაოტიკას ახალი ერა, რომელიც არა შურისძიების, არამედ პრინციპების ნაყოფი იქნება. *მერვე საუკუნის დასაწყისი* ქაოტიკას ცენტრალურ მოედანი, თავშეყრის ადგილი იმ ახალი ამბებისა, რომელიც ან აშენებს, ან ღუპავს. მოედანი ვრცელია და ასობით თუ არა, ათასობის კაცს იტევს. სივრცე ალყაში ჰყავს მოქცეული ბუჩქებს, რომლებიც ყაყაჩოთა შემდეგ არანაირ ყურადღებას იქცევს. ეშაფოტი დიდზე მეტად მაღალია და დაბალი, დამჭკნარი მოხუცი მდიდრულ ტანსაცმელში, ძლივს ახერხებს აცოცებას. ხალხთა უმრავლესობა მოუთმენლობისგან მკერდს იგლეჯს, ზოგიერთი ახალშობილს ძუძუს აჭმევს და ამ მოვლენით გახალისებული ჭაბუკობა პირღია შეჰყურებს სანახაობას. ვისღა ახსოვს მეფე, როდესაც ღმერთმა ქალი მკერდით დააჯილდოვა. ეს არის ერთ-ერთი მოკლევადიანი, თუმცა მნიშვნელოვანი ძალა ქალისა, რომელზეც შემდგეშიც ვისაუბრებთ. ზარი რეკავს და.. - მეფე და უპირველეს ყოვლისა ადამიანი, პატრონი ჩვენი და იმედი იმ გზას დაადგა,რომელიც ყველას ხვედრია. სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, მეფე გარდაცვლილია! მისი ანდერძის თანახმად, კაცი სახელად სერვანტინი, როგორც სამეფოს უსასტიკესი მტერი, სიკვდილით დაისჯება ალიონზე, რადგან ბოლოჯერ შეიგრძნოს და გამოემშვიდობოს ახალი დღის მადლს, მზეს, რომელიც მის გარდა ამიერიდან ყველასთვის გაანათებს! ტახტზე რვა წლის ჭაბუკი, მეტად დინჯი და ეგოისტი, სიტყვაძუნწი ლადოსი ადის. ადის და ზეიმობს მაშინ, როდესაც ვობლდები მეფის ბრწყინვალე ანდერძისა და სურვილების გამო. პაწაწინა დედამიწაზე უღმრთოდ ვრჩები, მარტო. ბიბლიოთეკის კარს ვხსნი და ვიფიცებ, რომ ცხოვრებას შევწირავ არა შურისძიებას, არამედ პრინციპებს. ადამიანის იმ მომაკვდინებელ თვისებას, რომელმაც ობლად დამტოვა. ვერ განრისხდება ღმერთი ჩემზე, მას არ აქვს უფლება, ჩემზე აღარავის არ აქვს უფლება! მე ვარ ფრეია, მცენარეთა ოსტატის, სერვანტინის უკანასკნელი შვილი! 828წ. ქაოტიკას იმპერია რვა სამეფოს ნაყოფია და თუ თითოეულს სათავაში უნდა ედგას მმართველი, ამ უცნაურ მიწას არა რვა არამედ ერთი განაგებს. ლადოსი, რომელსაც სიმშვიდეზე მეტად ქალებიც კი არ უყვარს. ობლად დარჩენილი მე, რვა წლის ფრეია, როგორც მცენარეთა მკურნალების უკანასკნელი შთამომავალი, იმ სასახლეში გამომკეტეს, რომელშიც მეფე იწვრთნებოდა და ვიზრდებოდით ერთად. მაშინ არავინ იცოდა, თუ რა ტრიალებდა ჩემს პაწაწინა გულში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ახლაც არავინ იცის, რადგანაც აქ არავინ აღიარებს ქალს ჭკვიან, მოაზროვნე არსებად. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განუიარაღებელი იარაღი, რომელიც ძირფესვიანად ამოთხრის სასახლის არისტოკრატიას და დიდებულთა ბატონობას, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებისგან შემდგარს. სასახლეში მთავარი მზარეულის ადგილს ვიკავებ და წვდომა მაქვს ყველასთან, ვინც საჭიროა. მიწისქვეშა საბჭოს შეადგენს რვა ადამიანი, რომელთა იდენტობაც თქვენთვის უცნობი იქნება გარდა ერთისა. მეფის მრჩეველი და მარჯვენა ხელი, ინკუბუსი, სულისჩამდგმელი ამ მომავლის საქმისა. საბჭო ყოველი თვის რვა რიცხვში იმართება და იბადება რვა გეგმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შესრულებული უნდა იქნას. სიტყვით ინკუბუსი გამოდის და გვამცნობს უცნობ სიახლეს. მეფის სასახლეში სტუმრობას აპირებს მშვენიერი როსა, დედოფალი მეზობელი სამეფოსი, სახელად რაილი. ეს მეტად ლამაზი არსება გამოირჩევა ზედმეტი უყურადღებობითა და გაფანტულობით და რომ არა ღვთისგან ბოძებული სილამაზე, როგორც პიროვნება უსათუოდ დაღუპული იქნებოდა. მისი მოვალეობა ამ ცხოვრებაში ყაყაჩოს ჰგავს. ასრულებს მაშინ, როდესაც მზე ანათებს, მზის გარეშე მისი იდენტობა მკვდარია. სასახლის კარზე გაიმართება ბალი, სადაც თავს მოიყრის უმნიშვნელოვანესი მასა. რაც მთავარია ქაოტიკას მიეცემა ის, რასაც მთელი მისი სიცოცხლე ელოდა, ქაოსი! საბჭო უშვებს გამონაკლისს და სახავს არა რვა, არამედ ერთ გეგმას და ამ გეგმის შემსრულებელი იქნება ვინ, თუ არა მე, ფრეია! თუმცა არავინ იცის სისუსტე, რომელიც კლავს და ალპობს ჩემს ახალგაზრდა, ყმაწვილ სულს. მე ხომ უაზროდ მიყვარს ის, ვინც ჩემი მტერია, ის ვისაც მივუძღვენი საკუთარი პრინციპული ცხოვრება მთელი არსით. მე ხომ დღეებს ლადოსზე სამიჯნურო ფიქრში, ხოლო ღამეებს შეთქმულების დაგეგმვაში ვფანტავ . მთელი ჩემი საყმარო ამ კაცის გარშემო ტრიალებს და მე არ ვიცი რა გადატრიალებას მოახდენს გული გონებაზე მაშინ, როდესაც მოსახდენი უნდა მოხდეს! და მაინც, რას აღარ აკეთებს ქალი სიყვარულისათვის?! ყველაფერს! მთავარია პრიორიტეტები! ლიქორისის ზმანება ქაოტიკას მიწა დამძიმებულია ყაყაჩოთა სიწითლით. როდესაც ოკეანის მონაბერი ჰაერი დაკრავს მათ სისხლისფერ ბაგეებს, გრძნობ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. რაც მთავარია, მიწა მდიდარია ბუჩქებით, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევს და არც არავინ იცის მათი ფასი. უფლის ეს მაგიური შემოქმედება, ლიქორისის სახელით არის ცნობილი, მე კი მას მარტოობის, ან განშორების ნაყოფს ვეძახი, რადგან მისი გამოყენება ცნობიერში ტოვებს კვალს. გგონია, რომ სული სხეულს შორდება. ლეგენდის მიხედვით, არსებობდა ორი სული. ღმერთებმა მათ დაავალეს ლიქორისის პატრონობა. ერთს ყვავილი შეხვდა, მეორეს - ფესვი. გავიდა დრო, სულებმა დატოვეს ადგილები, შეხვდნენ ერთმანეთს და შეუყვარდათ. განრისხებულმა ღმერთებმა გადაწყვიტეს ისინი ვეღარასდროს შეხვედროდნენ, ლიქორისის ფესვში კი ჩასახეს თხელი, ბლანტი მასა. თუ ვინმე ეცდებოდა მის გამოყენებას, იგი მოწყდებოდა რეალობას ნახევარი დღით. თუმცა ღმერთების ეს სასჯელი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა. ბალის გამართვამდე ერთი კვირაა დარჩენილი. შეწითლულ მდელოზე ვარ და ოკეანის მარილიან ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. მოუთმენლობისგან ვგრძნობ, როგორ მიკანკალებს მარცხენა ფეხის ნერვი და როგორ მიგროვდება მკერდში მასა, რომელსაც ვერ ვიშორებ. ყელში დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი, ნერწყვის დაგროვებას და გადაყლაპვას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ, ხელები ერთიანად მიკანკალებს და ცივი ოფლი დაძარღვულ სხეულზე, ხერხემალს მიუყვება. ქარიანი საღამოა, მაგრამ როგორღაც ვახერხებ კოცონის დანთებას. მონარჩენ, გამხმარ ლიქორისს თხელ ქაღალდში ვახვევ, ცეცხლს ვუშვერ, შემდეგ ბაგეთა შორის ვიქცევ და ნერვულად ვექაჩები ფილტვებისკენ, რომლებიც კვამლით მევსება. მომენტალურად მეხსნება მკერდიდან მასა, ყელიდან ბურთი, ცივი ოფლი ორთქლდება, კანკალი წყდება. დაისია, თუმცა ყაყაჩოთა სიწითლე ასე მძაფრად არასდროს აღმიქვამს. მინდორში სულსწრაფად გავრბივარ. დავრბივარ, დავრბივარ და ვერც კი ვხვდები როგორ გადის დრო. გრძელ, ვანილისფერ კაბას მუჭში ვიქცევ, მუხლებამდე ვიწევ და ვტრიალებ, უაზროდ და გაუჩერებლად. გონს რომ მოვედი ვიგრძენი, თუ როგორ მაბრმავებდა უკუნითი სიბნელე, თუმცა ვიცოდი, რომ სადღაც უკან, მთვარე გამინათებდა გზას ლიქორისამდე. ბუჩქებში ვიკარგები და რვა ნაყოფს კაბის კალთაში ვინახავ. სასწრაფოდ მივდივარ სასახლისკენ. ყველამ იცის რომ სეირნობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამიტომ არავინ მისვამს არასაჭირო კითხვებს. ოთახი, რომელშიც უკვე ოცი წელია ვცხოვრობ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეფის საძინებლის გვერდზეა, მისივე მოთხოვნით და სავსეა მცველებით. ოთახში უზარმაზარი საწოლის, წიგნების თაროსა და ბუხრის გარდა არაფერია. კალთიდან მცენარის ნაწილებს ვიღებ, წვრილად ვჭრი და დიდ წიგნში ვყრი. წიგნს ბუხრის თავზე ვდებ, რათა კარგად გამოშრეს. სრულ გახმობამდე დაახლოებით სამი დღე სჭირდება და რადგანაც ბალი ერთ კვირაში იმართება, დროს იდეალურად ვარეგულირებ. სასახლეში გამოყოფილია უზარმაზარი დარბაზი დიდი ღრმულით, გალაკული ცისფერი ზეთით და სავსე ცხელი წყლით. დარბაზში შესვლა ნებადართულია მხოლოდ მეფესთან დაახლოებული პირებისათვის და ერთ-ერთი ასეთი ვარ მე. განსატვირთად გამზადებული ამ ოთახისკენ მივემართები. კართან დაცვა დგას, თავს მიკრავს და შიგნით მიშვებს, თუმცა დარბაზში არავინაა. გრძელ და გამაღიზიანებელ კაბას სხეულიდან ვიშორებ, ცხელ წყალში მდორედ ვეშვები და ვგრძნობ, რომ ამ მომენტში ცხოვრება მშვენიერია, ვცხონდი! თხუთმეტი წუთი წყალში ვნებივრობ, შემდეგ კი კარგად მესმის, თუ როგორ იღება კარი, თუმცა არ ვღელავ, აუჩქარებლად ვაბრუნებ თავს შემოსასვლელისკენ და ვხედავ, ვხედავ მის უდიდებულესობას, ბავშვობის მეგობარს, უდიდეს მტერსა და ერთადერთ სიყვარულს, ლადოსს! როდესაც საყვარელ ადამიანს შენი სამყაროს კარებს უხსნი, წყდება კავშირი რეალობასა და ცნობიერს შორის, უნებურად ყველაფერი იდეალურად გეჩვენება. მსგავსი გატაცება ძლებს წუთები, დღეები, კვირები. შეიძლება თვეებიც, მაგრამ არა წლები. პიროვნება, რომელიც სრულყოფილი გეჩვენება, გონების თამაშიდ ნაყოფი და ერთგვარი სატყუარაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხეულში მოფუსფუსე ნაწილაკები, ქვეცნობიერს აძლევენ ძალას, დაბლოკოს გონიერი აზრი. ილუზიური სამყარო მალე, ჯერ არ დაწყებული რომანის ერთ-ერთ მხარეს თავზე ექცევა. მწარე რეალობა, რომელიც მიჯნურს ეჯახება, იმაზე სასოწარკვეთილს ხდის ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი შიში. აღტაცება მალე ქრება, თუმცა აშლილი გრძნობები არა! სამწუხაროა, რომ ეს ტრაგიკული ნაწილი ყველა ურთიერთობის შეუქცევადი პროცესია და ადამიანთა აზროვნების გაჩენის წამიდან არსებობს. როგორც ცოცხალს, ჩემს საყვარელსაც მოუწია ამ ქარცეცხლში გავლა! დარბაზის ცენტრში ვარ, წყლის ცისფერ ფონზე შიშველ სხეულს სანთლის რკალი გასდევს და მოღერებულ მკერდთან ჩერდება. კამკამა წყლის ზედაპირზე ლადოსის ლანდს ვარ მიშტერებული, ყელში დიდი ბურთი მიჭერს და მთელი ძალით ფეთქავს. ვგრძნობ, როგორ ღელავს კეფის რკალზე სისხლი და როგორ მიჭერს ფილტვები ყოველი ჩასუნთქვისას. ალისფერი ღვინით სავსე, შევერცხლილ თასს ვცლი და ვხვდები, რომ ლადოსს სიტყვაც არ უთქვამს. მისკენ ვტრიალდები, ის კი თითქოს მოჯადოებულაო, ერთ წერტილს მიშტერებია ჰორიზონტზე. ჩაბნელებულ დარბაზში, სანთლის შუქზე მისტიკურად რომ ელავდა მეფის ნაცრისფერი თვალები, ჩემს მწვანეებს შეერწყა და მას მერე არც მოშორებია. სქელ ტუჩთან ხალი აქვს ლადოსს, გამომეტყველება კი იმაზე მჭრელი, ვიდრე სანადიროს გამზადებულ ლომს. თვალებში მიყურებს და დინჯად იხდის სამეფო სამოსელს. ვგრძნობ, რომ ვერ ვუჩერდები ოთახში ჩამოწოლილ დაძაბულობას, თუმცა არ ვნებდები და ეს საუცხოო, უღმრთოდ მშვენიერი მტერი, ჩემს თავთან იმუხლება, ნიკაპზე ხელს მკიდებს და მომეტებული გრძნობით, ისე თითქოს ცხოვრება ამ წამების ლოდინში გალიაო, მეუბნება :- რა უნდა ვქნათ ახლა ფრეია?! რა უნდა ვქნა, ან რა უნდა გიქნა, როდესაც მთელი ჩემი არსება შენია, როდესაც მთელი ჩემი გონება სავსეა შენით და მაინც ვერ კმაყოფილდება, ვერ ძრება ბუნებით ეგოისტი. შეგთხოვ არა როგორც მეფე, არამედ როგორც მამაკაცი, ნუ მეტყვი ახლა ნურაფერს, იფიქრე როგორც საჭიროა და იმოქმედე მანამ, სანამ არ გასცდები კომფორტის საზღვრებს, ეს კი იცოდე, ამიერიდან სამუდამოს ტოვებ კვალს ჩემს გულში! გათიშული ვარ, თუმცა კარგად ვხვდები, რომ ამ სულელი კაცის გრძნობებმა იმაზე მეტი ძალაუფლება მომანიჭა, ვიდრე ნებისმიერი საქმისთვის იყო საჭირო და გათამამებული ზედ ტუჩებზე ვეჩურჩულები:- ლადოს, შენც კარგაც იცი, რომ ყველა ადამიანი ტოვებს კვალს ყველა ადამიანში, თუმცა იქნება თუ არა ის პოზიტიური, ჩვენი გადასაწყვეტია! კმაყოფილების ღიმილს ვერ ვიკავებ, როდესაც ქვეწარმავალივით მეხება და მისრიალებს მკერდიდან კისრამდე დაძარღვული ფალანგები. მოულოდნელობისა და სიამოვნებისგან ბაგეებს კვნესა სხდება და ტანზე ეკალი მაყრის. სიამოვნებისგან მდნარ თვალებში მიყურებს ბასრი მზერით მეფე, ენის წვერით ტუჩებს ისველებს და ვნებით ეწაფება ჩემს ღვინისგან აწითლებულ ბაგეებს. ძლიერ ხელს შეთხელებულ, წვრილ წელზე მხვევს და ჩემთან ერთად ეშვება ცხელ წყალში. მთელი ძალით ვეკვრი მის ძლიერ სხეულს, სუნთქვა მიჭირს. უეცრად ჩერდება, მკერდი არეული და აჩქარებული აქვს. სასწრაფოდ მაკრობს ტუჩებზე ბოლო, ცხელ კოცნას და დარბაზიდან უჩინარდება. ლიქორისის დღეები არასდროს ცდება და მისგან დატოვებულ კვალს ახლად ვგრძნობ სულში. ნუთუ მომეჩვენა?! ვგრძნობ, როგორ ეხეთქება აპათეაში ჩავარდნილ ჩემს სხეულს აისის პირველი სხივი, გათენდა. როგორმე ინკუბუსს უნდა დავუკავშირდე. მძიმე სხეულის ლოგინიდან აგლეჯას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ, ახლაღა ვაცნობიერებ რომ არ მძინებია. ბუხრის თავზე შემხმარ ლიქორისს კალთაში ვიყრი, ვურევ და თავის ადგილზე ვაბრუნებ. სახე მიხურს, გულის რითმი კი მარხენა თვალში გაუსაძლისად მირტყამს, მე რა, ის იდიოტი მართლა მიყვარს?! არ მინდა რომ ინკუბუსთან შეხვედრამ დაუგეგმავი პრობლემები გამოიწვიოს. ოთახიდან სუნთქვაშეკრული გავდივარ, დაუზეთავ კარს კი შემაწუხებელი კვნესა ხდება. გადაწყდა! ლადოსის დროა! ღიმილით ვესალმები მეფის მცველს, რომელიც შემაბერდა. ლანგარზე საუზმე მიდევს და ისიც ღიმილით მიქნევს თავს. მე ხომ მთავარი მზარეული ვარ! უზარმაზარი, შეწითლული კარები იღება და სიბნელე თვალს მჭრის, ცოტა ხნის შემდეგ ვეჩვევი და ვხედავ როგორ სუნთქავს მშვიდად ლადოსის ძლიერი სხეული. კარს კეტავს თუ არა მცველი, ჩუმად მივიპარები და მეფის რიტმულად მოძრავ, განიერ ბეჭებს ვაკვირდები. ზედატანი შიშველი ჰქონდა ლადოსს და უღმერთოდ მიმზიდველი იყო. ფრთხილად დავიხარე და სქელ ბაგეებზე ენის წვერით შევეხე, ავადმყოფად ვგრძნობდი თავს და არც ის ვიცოდი, რას ვაკეთებდი. შეირხა და მეფის სხეული ზემოდან დამაწვა, მივხვდი, თავიდან ვერ მიცნო და დაზაფრულმა ყელზე უზარმაზარი ფალანგები სუროსავით შემომახვია, ცოტაც და დამახრჩობდა, როდესაც სახეზე სიმშვიდის რკალმა გადაურბინა, ჩაეცინა მტერს და ბაგეებზე სისხლიანი კვალი დამიტოვა. მთელი ძალით მეკვროდა მისი თბილი სხეული და მთელი ძალით ეკვროდა ჩემი წვრილი თითები მის კისერს. ფეხებს შორის მომქცეოდა ლადოსი და გაშვებას არც აპირებდა. ვგრძნობდი , როგორ მათბობდა მისი ცხელი ჩახუტება, ეს უცხო გრძნობა კი მაშინებდა. ფეხები დამიბუჟდა, არ მინდოდა რომ მომშორებოდა, მაგრამ ვეღარ ვუძლებდი. უცბად გაქრა სითბო და შიგნეული გამიყინა. ზევიდან მიყურებდა მეფის ნაცრისფერები და იღიმოდა. - ფრეია! არცერთს გვაწყობს როსას სტუმრობა. ლაპარაკის დროა! მიწისქვეშა საბჭოს რვა წევრი ნესტიანი ჰაერის სიმძიმეს ვერ უძლებს და მთხოვენ საქმე სწრაფად მოგვარდეს. სანთლის ქვედა ნაწილს ვადნობ, მაგიდაზე ვაკრავ, ცენტრში ვექცევი და ვიწყებ:- ლადოსმა რატომღაც გადაწყვიტა , რომ ვუყვარვარ და მიყვარს, რაც ნაწილობრივ მართალია. მეფეს სურს, რომ უმტკინვეულოდ მოხდეს მშვენიერი როსას ლიკვიდიზაცია, მას შემდეგ რაც გვესტუმრება. როგორც იცით რაილი პატარა, თუმცა არც თუ ისე უძლური სახელმწიფოა და როსას სიკვდილს მარტივად არ შეეგუება. მასა აჯანყდება და ამაში წვლილს ჩვენი ხალხიც შეიტანს, დასუსტებული ლადოსის წინააღმდეგობა იმაზე უმნიშვნელო იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ გავიქცევით. მე ის მიყვარს და არამგონია გეგმამ ვინმეს პრინციპებსა და მიზნებს ხელი შეუშალოს, რაც მთავარია , ქაოტიკას სათავეში ინკუბუსი ჩაუდგება! სანთლის შუქზე ღიმილშეყინული საბჭოს წევრები თავს მიკრავენ და უსიტყვოდ მიიპარებიან. ინკუბუსი კმაყოფილი ჩანს და ამ ეტაპისთვის ჩემთვის ესეც საკმარისია. ლიქორისზე რა ხდება?! - მეკითხება მეფის მრჩეველი და სახეს ნახევარი ღიმილი უპობს. - ხვალ მზად იქნება ინკუბუს. ამჯერად საუკეთესოა!- ვუღიმი და უკანმოუხედავად ვშორდები მიწისქვეშეთს. * ხუთი დღის შემდეგ* რ ა ი ლ ი ს ს ტ უ მ რ ო ბ ა ქაოტიკას ცენტრალური მოედანი ქაოსს მოეცვა, გლეხობა ყველაფერს დათმობდა იმისათვის, რომ როსას ხელის არისტოკრატულ დაქნევას შესწრებოდნენ და ამაყად მოეყოლათ ეს გასაოცარი სანახაობა მომავალი თაობებისათვის. ლადოსის შიშველ, დანამულ მკერდზე მიდევს თავი და ამ კლიშე მომენტზე შეპყრობილივით მეცინება. თმებზე მეფის ცხელ კოცნებს ვგრძნობ და სულსწრაფად ვეხუტები აჩქარებულ მკერდზე. - მიყვარხარ ფრეია! სამზარეულოში ვარ და ლიქორისის მომაკვდინებელ დოზას სანელებლების ყუთებში ვურევ. როგორც ჩანს ზედმეტად ყვარებია როსას ხოხობი. მონადირებულს ვწვავთ და შეზავების დროც დგება. გამხმარ,სურნელოვან ლიქორისს ხორცში ვანაწილებ. მზადაა! დარბაზში თავი ქვეყნისათვის ყველა საჭირო პირს მოეყარა. ზოგიერთი არისტოკრატი, ახალგაზრდა გოგონა, მიჯნურის მოსანადირებლად მოსულიყო და სახეზე მოუთმენლობის შტრიხი ესახათ. სიტყვით ინკუბუსი გამოვიდა. არ მომისმენია. შემდეგ ლადოსი, თუმცა არც მისთვის დამიხარჯავს ყურადღება, დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მისი ნაცრისფერები. და აი ისიც! მშვენიერი როსა! დატალღულ ქერა თმას ორად გაეყო მკერდის ძვალი და თვალისმომჭრელად ბზინავდა, გამჭვირვალე ცისფერ თვალებს კი გულუბრყვილოდ აცეცებდა, თუმცა მაინც იგრძნობოდა მის გამოხედვაში ის ქალური ეშმაკობა, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდებოდა და საშიში გახდებოდა. ეტიკეტის წესები დაცულია და დროა სტუმრებმა მიირთვან! ვხედავ როგორ საუბრობენ როსა და ლადოსი. თვალში სისხლი მივლის და ტუჩებს ღიმილი მიპობს. ლიქორისის გარდა ხორცში მინარევია რომლის შედეგსაც ყველა იხილავს. გემრიელად ეტანება ხორცის ნაჭერს რაილის მშვენება, ლადოსი ნერვულად ათამაშებს ფეხს და განუწყვეტლივ მიყურებს, მალე მთელს დარბაზში საზარელი შეძახილები გაისმის, და სამეფოში სულ ცოტა რვაასი მკვდარია, მათ შორის ინკუბუსი და საბჭოს დანარჩენი წევრები. როსას სხეულს დაშტერებული მეფე მზერას ჩემს სხეულზე ატარებს და ცდილობს ასე მაინც მიიღოს პასუხები. სანადირო თოფს ვუმიზნებ და მშვიდად ვუღიმი. - ოცი წლის წინ ლადოს, რვა წლის გოგონა ობლად დარჩა. მეფეთა პრინციპები ყოველთვის მაკვირვებდა და არც შენ ხარ განსხვავებული. ყველა დანაშაულზე აგებს ვიღაც პასუხს, ერთ-ერთი ხარ შენ. შურისძიება ზედმეტად მარტივი ცნებაა და არც მე მინდა რომ ამის გამო გავმარტივდე, ამიტომ ყველაფერი სამართლიანობასა და პრინციპებს მივაწეროთ. მშვიდობით ყაყაჩო, შენი მზე ჩაესვენა! შუბლში მეტაფორული, თუმცა ძლიერი ტყვიის კვალი დაეტყო ლადოსს და ყაყაჩოსფრად შეეღება პირისახე. სიყვარული ერთი დიდი სატყუარაა მეფეო და ხშირად აცურებს შენნაირ ჭკვიან ხალხსაც კი. სიყვარული ზოგისთვის იარაღია, ზოგისთვის ცხოვრების აზრი. ჩემთვის კი არაფერი. გრძნობს გაზაფხულის ქაოტიკას სურნელს შენი გაცრეცილი სხეული? არამგონია! და იცი რატომ? სიყვარულის, გრძნობების მონა გახდი. მარტივი ხარ და მარტივად მოკვდი ლადოსს. მშვიდობით! ქაოტიკას მონაბერი, მარილიანი ჰაერი მიწვავს ნესტოებს და ისევ ყაყაჩოებით შეწითლულ მდელოზე მიდევს ფეხი. მონარჩენ ლიქორისს თხელ ქაღალდში ვახვევ, ფილტვებს კვამლით ვივსებ. ვგრძნობ რომ ირგვლივ ქაოსია, მე კი არასდროს მიგრძვნია თავი ასე მშვიდად. ამიერიდან მზე მამაჩემის მკვლელებისთვის აღარ გაანათებს, ამიერიდან ის მე მეკუთვნის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.