შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასჯილნი?! (4)


5-05-2020, 14:19
ავტორი ლელეპონს
ნანახია 712

- ღმერთო ჩემო- იცინის, მინდა ავღნიშნო, რომ მისი სიცილი ყველაზე მშვენიერი რამ
არის რაც კი ოდესმე მინახავს. - გახსოვს, რომ ტიროდი და დასამშვიდებლად ჩაგეხუტე?
მერე სახლიდან რომ გამომაგდე.
-კი, რადამავიწყებს.
-ექვსი წელი გავიდა, ბაბუას სულ სჯეროდა, რომ შეგიყვარდებოდი. შემდეგ შვილები
გაგვიჩნდებოდა და ასე ბედნიერად ვიცხოვრებდით სიცოცხლის ბოლომდე.
- სიყვარულის რა მოგახსენო, მაგრამ ჩვენს შვილებზე რომ ოცნებობდა და სულ რომ
ცდილობდა, ერთად დაგვეძინა ეგ ძალიან კარგად მახსოვს. -ვიღიმი, და თავს მის
კალთაში ვდებ
-(იცინის) ქობულეთი გახსოვს?! სასტუმროში, რომ ერთ ნომერში დაგვტოვა, და ძალიან
პატარა ლოგინი, რომ იყო .
- პირველად მაშინ მაკოცე, ქობულეთში. - მოგონებები რეალობას ენაცვლება და მეც
წარსულში ვბრუნდები.
2014 წლის 6 აგვისტო.
მშობლები ისევ საფრანგეთში იყვნენ, ნიცას მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ
იცვლებოდა. ჩემი ნერვიულობა ეროვნულების გამო იმატებდა. დაახლოებით ერთ
წელში კი აბაშიძეების რძალი გავხდებოდი. ორი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც
ხალხმა ჩემი და ალექსანდრეს შესახებ გაიგო. სოციალურ ქსელებში აქა-იქ
შეხვდებოდით, სტატიებს ჩვენზე. ინსტაგრამზე, ჩემმა გამომწერების რიცხვმაც ძალიან
მოიმატა, ასევე მოიმატა ნეგატიურმა კომენტარებმა. ათობით ესემესი მომდიოდა დღეში,
ძირითადად გოგონებისგან, და ძალიან იშვიათი იყო მათში დადებითი კონტექსტის
პოვნა. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან მალე დამშორდებოდა ალექსანდრე, მეუბნებოდნენ,
რომ მიყენებდა და სინამდვილეში სხვა უყვარდა. ხშირად მწერდნენ ბიჭებიც,
რომლებსაც უბრალოდ სურდათ ალექსანდრე აბაშიძისთვის, საქართველოს ერთ-ერთი
ყველაზე მდიდარი ოჯახის მემკვიდრისთვის, საკმაოდ წარმატებული

ფეხბურთელისათვის, და უბრალოდ გოგონებში, ზედმეტად პოპულარული ბიჭისთვის
“გოგო“ “აეხიათ“. იმ ზაფხულს, ნიკოლოზმა შემომთავაზა, ალექსანდრესთან ერთად
ზღვაზე წასვლა. მეც დავთანხმდი, ზღვაზე ვგიჟდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა
არ ვიცოდი ეს დისკომფორტს სულაც არ მიქმნიდა. სასტუმროში მისულებმა
აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ერთი, პატარა ოთახი იყო დაჯავშნილი. ირგვლივ მყოფ
სასტუმროებში კი არცერთი თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა.
-ბაბუა, არ იცვლები! ყოველთვის იმას იღებს რაც სურს.
-გავხართ, სხვათაშორის.
-ჰო, ხშირად მეუბნებიან, რომ ვგავარ. მაგრამ ვინც მიცნობს იცის, რომ მის სრულიად
საპირისპირო მხარეს წარმოვაჩენ. - ბარგი მალევე ამოვალაგე და კარადაში შევაწყვე,
ოთახი პატარა მაგრამ საკმაოდ კომფორტული იყო. სასტუმრო, ზღვასთან ძალიან ახლოს
იყო. ჩვენი ოთახის აივნიდან კი საოცარი ხედი იშლებოდა. - ჩავიცვათ და გავიდეთ, ხო? -
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და საცურაო კოსტუმით ხელში აბაზანისენ
გავემართე. მალევე ჩავიცვი, თმები ზემოთ ავიწიე და საძინებელში დავბრუნდი.
- ჯანდაბა, გაგეფრთხილებინე თუ გამოდიოდი, არგიყურებ ჩაიცვი. - ალექსანდრეს
ქცევით გაკვირვებულმა, ტანზე შიშით დავიხედე.
- მოიცა, რაა? ღმერთო ჩემო - სიცილი ამივარდა, იმის გააზრებაზე, რომ ჩემი საცურაო
კოსტუმში დანახვისას ასეთი რეაქცია ქონდა და კედლისკენაც კი მიბრუნდა. - შენ რა,
ქალი ფოტოებშ მაინც არგინახავს ასეთ ფორმაში?
- ნუ იცინი. ჯერესერთიც ეგრე შიშველი არუნდა დარბოდე ბიჭის წინ. მერე თავს, რომ
ვერ შევიკავებ, მევიქნები დამნაშავე.
- ზღვაზე გავდივართ, იქ მაინც მნახავდი ასეთს და რამნიშვნელობა აქვს, ათი წუთით
გვიან დამინახავდი თუ ადრე? - მზის კრემსა და სანაპიროს პლედს ნაჭრის ჩანთაში
ვათავსებ, გამჭირვალე მოკლე სარაფანს ვიცვამ და სანაპიროსკენ მივემართები. ზღვის
პლედს წვრილ კენჭებზე მოხერხებულად ვაფენ. რამდენიმე წამში ალექსანდრეც
მიერთდება.
- ზღვაში არ შემოხვალ? - სანამ ვუპასუხებ მზერას რამდენიმე წამი მის კუბიკებზე
ვაჩერებ.
- ცურვა არვიცი.
- ცურვა ყველა ადამიანმა იცის, მთავარია შენთავს დააჯერო, რომ იცი და წყლის შიში
დაძლიო- მიღიმის და ხელს მიწვდის.
- ანუ, ამბობ რომ ცურვა ვიცი?- თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს, მე კი უნდობლად
ვეჭიდები მის ხელს.

მინდა ავღნიშნო, რომ ორი დღის მერე ძალიან კარგად დავცურავდი. იმ საღამოს,
მგზავრობისაგან და ზღვისგან ენერგია გამოცლილები, საწოლზე მივესვენეთ. იმ
შუაღამეს საშინელმა ჭექა-ქუხილმა გამაღვიძა, ბავშვობიდან საშინლად მეშინოდა ჭექა-
ქუხილის. რადგან 5 წლისამ დავინახე როგორ დაეცა მეხი ხეს, შემდეგ კი, ის ხე
ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთანაც დავყავდი მშობლებს, ამ შიშის
დასაძლევად, მაინც ვერ დავძლიე ტონიტროფობია (ჭექა-ქუხილის შიში). მთელი
კედლის სიგრძის ფანჯრიდან, კარგად ვხედავდი როგორ იკლაკნებოდა ელვა ცაზე.
თითოეულ გაელვებას, ძლიერი ხმა მოყვებოდა.
-ალექსანდრე! მიშველეე- კივილს ვიწყეებ, ვგრძნობ ცრემლებს ლოყაზე.თვალწინ
კადრებად მიდგება სისხლიანი სხეული და შუაში გადახლეჩილი ხე.
- რა? რახდება? ნენე, რაგჭირს?- სახეს მის ხელემში იქცევს და გაუცნობიერებლად
მათვალიერებს, ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა, რის გამო ვიყავი ასეთ დღეში. - კარგად
ხარ? ჯანდაბა, რა გჭირს? - ღრმად ვსუნთქავდი დასამშიდებლად, ცრემლები ერთი
მეორის მიყოლებით, ტოვებდნენ ჯებირებს. ცა განათდა. მე კი უარესის მოლოდინში,
კანკალი დამეწყო. თავს ვერაფერს ვუხერხებდი. შიშს მთლიანად ვყავდი დამონებული.
- ჭექა-ქუხილის გეშინია? - ვცდილობ თავი დავუქნიო, თანხმობის ნიშნად. არვიცი
რამდენად კარგად გამომდის, რადგან სხეული არ მემორჩილება. - მისმინე, ნენე.
შემომხედე, ფანჯარას ნუ უყურებ! ამის დედაც.. -სწრაფად დგება და ფარდის
ჩამოფარებას ცდილობს. მიუხედავად ფარდისა, ოთახში მაინც შემოდიოდა ელვის
სინათლე. საშინელი ხმით ღრიალებდა ცა, დედამიწას აზანზარებდა. თითქოს ხალხზე
გაბრაზებული, ასე იმშიდებდა თავს. ცას ზღვაც შეერთებოდა, თუ ცაში ელვა აპობდა
ღრუბლებს, აქ ზღვა ცდილობდა დაენგრია ჯებირები, გადმოელახა გზები და წაელეკა
ყველაფერი. - შემომხედე!- მაიძულებს თვალი, ჰორიზონტს მოვაშორო და მას შევხედო. -
ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანე, არიფიქრო ამაზე!- მის ნათქვამს ეთანხმებოდა
ჩემი რაღაც ნაწილი, მაგრამ შიში, ამ ნაწილზე ბევრად ძლიერი იყო და არ მაძლევდა
უფლებას სხვა რაღაცაზე მეფიქრა. შემდეგ..
შემდეგ ვიგრძენი, მისი ტუჩები ჩემს ათროლებულ ბაგეებზე. ყოველი წამის გასვლის
შემდეგ, შიში ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვეღარ ვხედავდი ელვისგან გამოწვეულ
სინათლეს, აღარც ცის ღრიალი ჩამესმოდა. თითქოს ზღვაც დაამშვიდა, მისმა კოცნამ.
მიუხედავად იმისა, რომ არმიგვრძნია პეპლები სხეულში. ვფიქრობ, ეს ბევრად ძლიერი
გრძნობა იყო, რადგან გარეთ ისევ ქუხდა, ისევ ცდილობდა ზღვა ჯებირების
გადმოლახვას. მე კი ნელ-ნელა, უფრო და უფრო ვმშვიდდებოდი.
თუ პრინცმა გააცოცხლა ფიფქია.
თუ მძინარე მზეთუნახავიც იხსნეს სამუდამო ძილისაგან.
მეც მიხსნეს, შიშის მარწუხებიდან კოცნით, მათ მსგავსად!

-ნენე!- თმებზე მეფერება და ჩემს სახეს შეჰყურებს- რატომ ვერ შემიყვარე? რომ
გყვარებოდი, იქნებ ახლა იქ არ ვყოფილიყავი, ასეთი უბედური?! იქნებ მეცადა, ბრძოლა
სიცოცხლისთვის- სევდიანი ღიმილით მიღიმის, მე კი ალკოჰოლის ზემოქმედების გამო,
თვალები მეხუჭება...
-ყოველთვის მეყვარები, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარული მანადგურებდა! - მისი,
ხმაც წყდება, და სისხლში ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობით, მორფეოსის სამყაროში
ვეშვები.


ესეც შემდეგი თავი heart_eyes იმედი მაქვს მოგეწონებათ heart_eyes გამიზიარეთ შთაბეჭდილებები persevere




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent