შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *4*


5-05-2020, 20:09
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 146

გამნყოფილების ცივი კედლები უფრო მეტად უმძაფრებდა სიცივის შეგრძნებას. აწკრიალებული ფელეფონის ეკრანზე ნიკუშას ნომერი გამოჩენილიყო,რაზეც ჩამქრალ თვალებში პატარა სხვის გამოეჩინა,სწრაფად გადაეწია სენსორი და ძლივს იკავებდა თავს გულამოვარდნილს არ ეტირა მეორე ხაზიდან მისი ხმის გაგონებისას.
რამოდენიმე წუთში ყურაშვილს განყოფილების ეზოსთან მანქანა თავისუფალ ადგილას გაეჩერებინა,კარი ხმაურიანად მოეხურა და კიბეებიც სწრაფად აერბინა.
- ბარბარე..
კარის ზღურბლთან მდგარ მამაკაცთან სწრაფად გაიქცა და ძლიერ მიეხუტა მკერდზე მაშარელი.
- მადლობა რომ მოხვედი. ხელები უფრო მეტად მოეხვია ბიჭისთვის და ხარბად შეესუნთქა სურნელი,რომელიც თავს როგორც საკუთარ სახლში,ისე აგრძნობინებდა.
- სახლში წავიდეთ,ხოო?
იასონმა აათვალიერა ბიჭი თავიდან ფეხებამდე,ბარბარას კიდევ ერთხელ ჰკითხა თავს როგორ გრძნობდა,შემდეგ კი უფლება მისცა დაეტოვებინათ პოლიციის შენობა.
მანქანის კარი ფრთხილად გააღო,მაშარელიც სავარძელში სანამ მოკალათდებოდა,ნიკუშაც უკვე საჭესთან მოთავსებულიყო და ნელი სვლით გასცლოდა იქაურობას.
ბარბარას კორპუსის წინ გაეჩერებინა მანქანა,ღვედი გაეხსნა და მისკენ მთელი ტანით გადახრილიყო.
- კარგად ხარ?
სახე მის ხელებში მოაქცია და ფრთხილად აკოცა ტირილისგან დამსკდარ ტუჩუბზე.
მაშარელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თითები,მის ხელებში ახლართა.
- იცი რამდენს გირეკავდი..
- ვიცი საყვარელო,არ მესმოდა..
მზერა მისი თვალებისკენ აერიდებინა ბიჭს და მოუსვენრობას მოეცვა მისი სხეული,ეტყობოდა,რაღაც არ აძლევდა მოსვენების საშუალებას და ერთი პატარა ნერვის გაწყვეტაც საკმარისი იყო,ამოენთხია ბრაზი ერთიანად.
- რა გჭირს ნიკუშა?
სახე მისკენ მიატრიალებინა ბარბარამ,ის იყო უნდა ეკოცნა ბიჭისთვის,რომელმაც სახე უკან გაწია.
საფეთქლები დაჭიმვოდა და ლურჯი კაპილარები ავად გამოჯდომოდა კანზე.
- რა გინდოდა იმ ბარში ვიღაც ივასთან ერთად?
- ნიკუშაა..მეგის გავყევი..ჩემი საუკეთესო მეგობარია,მთხოვა და გავყევი..რა მოხდა?
- ბარბარა,ხვდები ვაბშე რა სიტუაციაში გაყავი თავიი?
საერთოდ დაფიქრებულხარ რომ მეგის ადგილას შეიძლება შენ აღმოჩენილიყავიიი? ან ვიღაც სი*ი აგკიდებოდა??
- ასეთ მომენტში როგორ შეგიძლია მიბრაზდებოდე. მთელი ღამე თეთრად გავათენე განყოფილებაში..ტირილში და ნერვიულობაში გავლიე ყოველი წუთი..მხოლოდ შენმა დანახვამ მომგვარა შვება,შენ კი ზიხარ და ასე უბრალოდ მიყურებ და მიყვირი..
- აღარ მინდა გხედავდე მეგისთან ან ვინმე სხვასთან ერთად ასეთ დაწესებულებაში,თუ მე გვერდით არ გეყოლები!ის მაინც არ გცოდნოდა,როგორი იყო ივა!!
- ის მეგის უყვარს! მეგის! მე კი არა!
ის წავიდა ივასთან ერთად პაემანზე და არა მე!!! ასეთი უბედური შემთხვევა კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს!!
- ხოდა,როცა შენი მეგი გამოჩნდება მოახსენე შენს დაქალს,წესიერ ტიპებთან ერთად გაიჩითოს!!
- ყოჩაღ ნიკუშა,როგორ დამამშვიდე.
მანქანის კარს ჩაბღაუჭებული,რომელიც უკვე გადასვლას აპირებდა,ძლიერად მოეხვია ხელები გოგონას წელზე,ნერწყვი ძლივს გადაეგორებინა და მის თმაში შეეცურებინა თითები.
- შენ რომ რამე დაგმართნოდა,მე რას ვიზამდი? შენს გარეშე,როგორ ვიქნებოდი?ჩემზე მაინც არ გიფიქრია? ვერ ხვდები რატომ ვბრაზდები?
- დრო უნდა შეარჩიო როდის გამიბრაზდე და როდის დამამშვიდო ნიკუშა..სახლში უნდა ავიდე..დავიღალე,მეძინება.
- დავრჩე შენთან?
მისი ტუჩებისკენ გაწეულს თავად მაშარელმა აარიდა თავი.
- არა,იყოს. მადლობა რომ მომაცილე.
მანქანიდან გადასული ყურაშვილისკენ გადაიხარა,ლოყაზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბეები მისი სახლისკენ. ყურაშვილის მანქანისგან რამოდენიმე მეტრის მოშორებით შავი პორშე იდგა,სადაც დაბურულ მინებში მხოლოდ ანთებული სიგარეტი და საჭეზე ჩაბღაუჭებული ხელი მოჩანდა,რომელსაც ვერცხლისფერი საათი ამშვენებდა ზედ..დაბალ ხმაზე კი,მელოდიური ჰანგები იღვრებოდა სურნელოვან სალონში.
- სი*ო..მაქედან გაა*ვი..დროზე..
თითებს ნერვიულად ამოძრავებდა საჭეზე და წამებს ითვლიდა,როდის დაქოქავდა მანქანას ყურაშვილი და დატოვებდა ადგილს.
საძინებელ ოთახს თვალები მიაპყრო თაბაგირმა,სადაც სუსტად ბჟუტავდა მაშარელის ოთახში მოყვითალო შეფერილობის სანათი.. რამდენიმე წუთში კი სანათის კვალიც გამქრალიყო და სრულიად სიბნელეს მოეცვა მაშკას საძინებელი.
- უკვე სახლში ხარ პატარავ..ძილინებისა..
მანქანის ძრავა ჩართო და უკუსვლით გამოსულს,ნელნელა დაეტოვებინა კორპუსის მოპირდაპირე ქუჩა.

* *
ვენებში,მომაკვდინებელი ნარკოტიკის ადგილი,ფიზიოლოგიურ ხსნარს დაეკავებინა,რომელიც სწრაფ რეჟიმში ჩართული მიეწოდებოდა უგონოდ მყოფ სხეულებს.
ცხვირზე ოდნავ ჩამოსული სათვალე კალმით შეესწორებინა თეთრ ხალათში გამოწყობილ მამაკაცს და აპარატს დაკვირვებოდა,რომელიც პაციენტის მდგომარეობას ასახავდა.
- არამგონია,რომელიმემ გაუძლოს.
გვერდით მდგომ თაბაგირს გადაულაპარაკა დათა პაჭკორიძემ და უიმედო მზერა მოავლო გოგონებს.
- მათი გადარჩენა უბრალოდ სიკეთის კეთება კიარა..უმნიშვნელოვანესია..ხვდები?!
სახელოებში ჩამწვდარ მამაკაცს ხელი ნელნელა გაეშვა მის წინ მდგომი ექიმისთვის,ხელები სახეზე მოესრისა და იქვე მიგდებულ სკამზე ჩამომჯდარიყო.
- დამშვიდდი,მე ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია..გამოძინება გჭირდება დიმიტრი,წადი დაისვენე..
- სამწუხაროდ ამ ქვეყანაში,როცა ყველას სძინავს და ისვენებს..მაშინ იწყება მხიარულება!!!!
საკიდიდან პალტო გამოეგლიჯა,სახელოებში ხელები სწრაფად გაუყარა და სახლიდან გამოსული ტელეფონის მეორე ხაზიდან ელოდა სამხარაძის ხმას.
- რა ხდება მანდ?იპოვეთ ის სი*ი??
- ვიპოვეთ,მოვათრიეთ განყოფილებაში..ჯერჯერობით გახეული მთვრალია,თუმცა ამბობს რომ არაფერი ახსოვს..არ იცის სად წავიდა თავისი შეყვარებული თუ ნაშაა ხუივო ზნაეტ..
- მოიცადე..ამის დედაც,აქამდე როგორ ვერ მივხვდი?!
- რა ხდება?
- ბარის მეპატრონე ვინ არის?!
სამხარაძემ ამოპრინტერებულ ფურცლებს დახედა და მამაკაცის სახელი და გვარი ხმამაღლა წარმოთქვა.
- ვინმე კოტე ბენდელიანი,იცნობ?!
- დედას შე****ი..არა..არ ვიცნობ..
იცი რა უნდა ქნა?! ეხლავე დაიწყეთ გამოძიება და გაარკვიეთ ვისთან თანამშრომლობს,არის თუ არა ბენდელიანთან დაახლოებული ან მთავრობის რომელიმე პირთან!! სასწრაფოდ დაიწყეთ ყველაფრის გარკვევა!!
- მოიცა,ფიქრობ რომ მეგიც გაიტაცეს?!
- რატომაც არა?! მარტო ცხოვრობს,სამასი ლარის გამო პახაობს რომელიღაც კაფეში..დადის და თავის ივასთან *იმაობის გარდა არაფერს აკეთებს..დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ ზუსტად ვიცი..გოგო ესე ვერ გაუჩინარდებოდა..კამერებშიც არ ჩანს არაფერი,არაა?!
- ასეა,ალი-კვალი გაქრა..თითქოს ბარში არც შესულა.
- მომისმინე,მისამართს გიგზავნი..იცი რაც უნდა ქნა..ვიციი,ჯანდაბა ვიცი ამას არ უნდა გთხოვდე,მაგრამ მჭირდება..
სიგარეტი ბორდიულზე ფეხით მიასრისა,შავ პორშეს მიუახლოვდა და გახსნილ კარში მთელი ტანით შევიდა,პედალს მიაწვა და მანქანის ღმუილი ნელნელა სმენის არეალს მოწყდომოდა ნაცრისფერ კვამლთან ერთად.

* *

- დილაუთენია მშვიდობისა..შემობრძანდით.
თვალების ფშვნეტით ახედა მის წინ მდგომ ახმახს და ცოტა არ იყოს უხასიათოდაც,ხელით ანიშნა შესულიყო ღია კარისკენ,რომელსაც ფართო ღიმილით დაესაჩუქრებინა მამაკაცი და მის ნაბიჯებს უკან გაჰყოლოდა ხალათის შეკვრით,კაცმაც ინტერესით მოათვალიერა სახლი,რომელიც პატარა,თუმცა მყუდრო იყო.
ქალბატონ წკრიალაშვილს ღია ფერებში გადაეწყვიტა სახლის კედლები,ყველაფერი შეეცვალა,ძველი ავეჯი,შპალერი,იატაკიც კი..ისეთი შთაბეჭდილება დაეტოვებინა,თითქოს ცარიელ კედლებში გამოემწყვდრია თავი და რაღაცისგან გაქცევას ლამობსო.
ავეჯი თითქმის არ ჰქონია,მხოლოდ კომპაქტური ნივთები,რაც ყოველდღიურ რუტინას მოიცავდა.
ერთადერთი,რაც თვალს ჭრიდა,დიდი,მრგვალი და გამჭვირვალე მაგიდა იყო,სავსე ჟურნალებით,სადაც მოდის ყოველდღიურ სიახლეებს გაეცნობოდით..
- კარგად მოწყობილხარ,ელენა..
ირონია გაიჟღენთა კაცის ხმაში,რაც ელენამ უგულებელჰყო,არაფრად ჩააგდო და მეტიც,მისი ყავაზე დაპატიჟებაც გადაწყვიტა,რაც სრული დადასტურებით ნიშნავდა იმას,რომ არ აინტერესებდა მისი ირონიული და ცინიზმით სავსე რეპლიკები მის მიმართ.
- რამეს დალევ?
- არა,იყოს.
სკამი ხმაურით გამოაცალა მაგიდას და ელენას წინ დაჯდა.
მის წინ დადებული ვოგის ჟურნალი გვერდით გაასრიალა,რომლის ყდასაც ბელა ჰადიდი ამშვენებდა გულდმოდგინედ.
- კარგი,მაშინ დამელოდე,ყავას ჩამოვისხამ.. დილით ყავა სიგარეტით თუ არ მივირთვი,ტვინი არ მიმუშავებს.. გამოსძახა სამზარეულოდან ქალმა,საიდანაც ჭურჭლის რახა-რუხი ისმოდა.
მაგიდაზე ერთი ფინჯანი ყავა დაიდგა და წვრილი სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია.
- მშვიდობაა?
- ჰმმმ..არც ისეე..
იდაყვებით დაეყრდნო მამაკაცი მაგიდას,თვალები დააწვრილა და გამომცდელად ჩახედა ქალს თვალებში.როგორც გავიგე,ბატონი ბენდელიანის გულის კარი შენთვის ღიაა..იმედია,იმ გულში არც ისე პატარა ადგილი გიკავია,თორემ საქმის შესრულება გაგვიჭირდება,მე კი არ მიყვარს ხარვეზები.
- დამერწმუნე და სიტყვაზე მენდე.უბრალოდ საყვარელი არ ვარ,რომელიც აძლევს და მერე ჯილდოდ ფულს იღებს..უბრალოდ..აი ასე, მინდა გავუმწარო სიცოცხლე,ისე,რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს. მინდა ჩემი წვლილი მიმიძღვოდეს მის ჩალპობაში!
აი,ეს არის ჩემი მიზანი..და არა როგორც გულგატეხილი და ატირებული ქალის კარით გაჯახუნება მაშინ,როცა ყველაფერი ნგრევის პირასაა.
სიგარეტი დააფერფლა ჭურჭელზე და ახალი ნაფაზი ჩაარტყა.
- კარგი,არ ჩაგეძიები რადგან თავად არ ამბობ რა მოხდა..პრინციპში,არც ეგ მაინტერესებს.
უნიათოდ აატრიალა თვალები სამხარაძემ და ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
- მივხვდი,რომ ჩემს პირადზე სასაუბროდ არ გამომეცხადებოდი მზის ამოსვლასთან ერთად.ორაზროვნად გაიღიმა ქალმა და სახით მისკენ ახლოს მიიწია.
- მითხარი,რა მოხდა?
- სანაპიროსთან მდებარე ბარი,"ბეთ-ქლაბი",კოტე ბენდელიანს ეკუთვნის?
- კი,კოტიკოსია.
- ვისიი?
ცინიზმი აუთამაშდა სახეზე და გულრწფელად გაეცინა კიდეც.
- ასე ეძახიან..საკმაოდ შენ**ეული ბიზნესმენია,არ ვიცი საიდან,როგორ,მაგრამ წარმოუდგენლად ბევრი ფული აქვს.. ბარი მისია..იგივე ფილიალი რუსეთშიც აქვს..ორივეს საკაიფოდ ამუშავებს.
- ბენდელიანს მასთან რა კავშირი აქვს?
- ვერ ვიტყვი რომ ყურაბამდე შეყვარებულია კოტიკო მასზე,ან პრეზიდენტი კოტიკოზე..თუმცა,ერთობლივი კამპანია ჰქონდათ არაერთხელ.
- რა კამპანიაზეა საუბარიი?
- ეგ არ ვიცი,არ დავინტერესებულვარ,თუმცა,გაგირკვევ თუ გსურს.
თვალი ჩაუკრა წკრიალაშვილმა და ჭიქაში დარჩენილი ყავა ბოლომდე გამოცალა.
- მსურს,ელენაა..რა თქმა უნდა..
- რატომ არ მეუბნები მაინც,რა მოხდა? არ მენდობი უფროსო სამხარაძეე?
- თუ დაიმსახურებ,გეტყვი ადრე თუ გვიან..
სკამიდან წამოდგა და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა.
- ჰმმ..მე ყველაფრის დამსახურება შემიძლია.. გემახსოვრება.
ორაზროვნად შეხედა მამაკაცმა და თხემით ტერფამდე აათვალიერა..ხშირ წარბებში ჩამჯდარი მონაცრისფრო თვალები მკერდის ღარისკენ გააცოცა..თხელ მხრებზე კოხტად მობჯენილ პენუარას შიგნით,საკმაოდ მკვრივი და ლამაზი მოყვანილობის სიამაყე რომ ირცხვენდა თავს. პენუარის სიგრძე,მხოლოდ ტრუსებს უფარავდა,რელიეფურ და ლამაზ ფეხებს კი გასაქანს აძლევდა ხილვადი ყოფილიყო.
- ნწ.. პირი გააწკლაპუნა სამხარაძემ.
ცარიელ სიტყვებს არასდროს ვენდობი,მითუმეტეს,შენისთანა ქალისგან.
- ხოდა იქნებ შენშია პრობლემა,როცა არავის ენდობი..როცა არავისი არ გჯერა??
კარის ზღურბლთან მდგომს კი სწრაფად დააწია წკრიალაშვილმა ღვარძლით სავსე პასუხი,თითქოს უნოდოდა მოესწრო თქმა იმის,რაც გულში ჰქონდა და მასაც გაეგო ეს,სანამ მათი ახლო მანძილი საბოლოოდ გაქრებოდა.
სამხარაძემ ნესტოებით ხმაურიანად შეისუნთქა ჰაერი,რომელსაც ელენასეული სურნელიც თან ახლავდა..
მოტკბო,მაგრამ ოდნავ მომწარო..ზუსტად ისეთი,რაც მის ხასიათს შტრიხს ავლებდა.
მისკენ მთელი სისწრაფით შემოტრიალდა,ხელი მაჯაში შაავლო და კედელს ისე მიაკრო,თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
ხმაურიანად სუნთქვდა სამხარაძე,გული ისე საშინლად უცემდა საკუთარ ვენებში მოშხრიალე სისხლის ხმაც კი ესმოდა და ყურებს უხშობდა.
წკრიალაშვილის კანთან ზედმეტად ახლოს იყო,თუმცა მისი ამოფრქვეული ჰაერის გარდა,არაფერი შეხებია,საერთოდ არაფერი.
- მეორედ არ გამიბედო,კიდევ ერთხელ გამახსენო რა იყო ადრე...თორემ გეფიცები,საკუთარ პროფესიას ერთ ადგილზე დავიკიდებ ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს..გასაგებიააა?!
სხეულში მოზღვავებულ ენერგიას და ბრაზს კანში ვერ იტევდა სამხარაძე,ხმამ კი სადამდეც მისცა გასაქანი,ისე დაიღრიალა ერთიანად შემხტარიყო მის წინ ატუზული შავგვრემანი.
წკრიალაშვილს ქუთუთოები ძლიერად დაეხუჭა ერთმანეთზე,თუმცა შიშს არ შეუპყრია,პირიქით,გაგულიანდა კიდევაც და თავისუფალი ხელი მამაკაცის კისრისკენ წაეღო..თითები მის თმაში შეეცურებინა და ყურთან ახლოს მიეწია მისი ტუჩები.
- ჩემთან ახლოს ყოფნის გეშინია,იასონ..
სიტყვები კოცნებად დაუტოვა,სამხარაძის თავბრუდამხვევი სურნელი ხარბად შეისუნთქა,თუმცა არა ეს არ ყოფილა უბრალოდ სუნამო,რომელზეც ის აფანატებდა..ეს ის მონატრების სურნელი იყო,რომელსაც ქუჩაში სეირნობისას,მანქანაში გვერდით მჯდომის ან ოფისში თანამშრომლებთან ყოფნისას დაეძებდა..დიდი ხანი გასულიყო,თუმცა ეს სურნელი ცხვირს უწვავდა ყოველ ღამე დაძინებისას და ყოველ დღე გაღვიძებისას..მთელი სურვილით უნდოდა დანებებულიყო იქვე მის წინ მდგომს და ამდენი წლის მონატრებულს ეს ტანსაცმელი აქვე და ახლავე დაეფლითა,ტკიპასავით მიკრობოდა მის არაამქვეყნიურად ლამაზ სხეულს და არასდროს გამძღარიყო მისი საკუთარ სხეულში შეგრძნებით,მისი კოცნებით, სურნელით..საუბრის მანერით..თვალებით...ხელების ვირტუოზული მოძრაობით..
მამაკაცმა ხელები მისი თეძოებისკენ გადანააცვლა,პენუარას შიგნით დაუკითხავად შეაძვრინა თითები და ქალის მკერდს ნაზად მიეფერა..
სუნთქვას ვეღარ ითვლიდა,აზრები არეოდა,თითქოს ზღვის შუაგულში ყოფილიყო და ცურვა დავიწყებოდა,იხრჩობოდა და ზღვის იდუმალება ითრევდა ქვემოთ.
მისმა ბაგეებმა ვერ გაუძლო სანუკვარი სურნელის ძალას,მონატრებულ გლუვ კანს ოდნავ ყავის არომატითა და გემოთი,რომელიც ზუსტად ისეთი იყო,როგორიც პირველივე შეხვედრისას და მტკიცედ სურდა არ დაეჯერებინა რომ ამ ყველაფერს მის მაგივრად სხვა ეხებოდა..სხვისი ჟინი კმაყოფილდებოდა და იმ სიამოვნებას რასაც სხვა აძლევდა,ქალის იმ ბაგეთაგან ამოდიოდა,რომელსაც ის ასე მომთხოვნად ჰკოცნიდა. ენას ოსტატურად უსრიალებდა და კედელს ლამის ანგრევდა,ისე სურდა მის სიახლოვეს ყოფნა.
როგორც სიზმრიდან ცხადში გამოღვიძებულს,ისე შეეხედა სამხარაძეს წკრიალაშვილისთვის,ელდანაკრავივით მოშორებდა და ცივი,უტეხი მზერით მდგარიყო.
თითი მისი სახის წინ ავისმომასწავლებლად დააქნია და თან დააყოლა:
- მე გაფრთხილებ,ელენა..თუ სიცოცხლე გიღირს..თავი შორს დაიჭირე ჩემგან და ისიც იცოდე,როცა პრეზიდენტის საქმე დასრულდება,ისე ვიზამ რომ საერთოდ ქვეყნიდან გაა*ვა და თვალში არ მომხვდე,არასდროს..გესმის? არასდროს..კარი ძლიერად გაეხურა,ლიფტს აღარც დალოდებია ისე სწრაფად ჩაერბინა კიბეები და ერთადერთი რაც ისმოდა მანქანაში ჩაჯდომამდე ხმამაღალო გინება იყო რაც არც ღია კარში მდგომ ელენას სმენას გამოჰპარვოდა. ფანჯრისკენ სწრაფად გაქცეულიყო და უყურებდა მთელი სისწრაფით მიმავალ მერსედესს,სადაც ანერვიულებული სამხარაძე ეგულებოდა.
გული საშინლად უცემდა,ადგილს ვეღარ პოულობდა როცა კვლავ მის სურნელს გაედგა ფესვები თხელ მატერიაზე..
წამიერად,სიცილიც კი წასკდა,რასაც ცხარე ცრემლი მოჰყვა..ნაკადულებად მოხეთქილი ცრემლები,რაც ამდენ ხანს დაგროვებოდა.
ეზიზღებოდა საკუთარი თავიც და ყველა მის გარშემო,ბრაზი ახრჩობდა,საკუთარი უსუსურობა და შეცდომები..ის პატარა შეცდომები,რომელმაც მთელი ცხოვრება უკუღმა დაუტრიალა.
- მძულხარ ბენდელიანო...მძულხარ...სიყვარული წამართვი,მე კი ცხოვრებას წაგართმევ და ჯოჯოხეთად გიქცევ..პირობას აუცილებლად შევასრულებ... დაუღალავად იმეორებდა ერთსა და იმავეს ატირებული მანამ,სანამ ოთახის კუთხეში გულამოსკვნილი და თვალებდასიებული არ გათიშულიყო და ძილის საუფლოს მისცემოდა.

* *

ილუზია თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახულ ღრუბელთა საბანს ჰგავს. თვითმფრინავი ეშვება,ქაფიან ღრუბლებს ვშორდებით ნელნელა და მიწას ვუახლოვდებით,კუბიკებად მოფენილ სახლებს,ეზოებს,ადამიანებს.
ილუზია რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს,ის მაინც რეალობაში გვაბრუნებს,რადგან არ მოგცემს უფლებას ოცნებებში აფრენილი დიდხანს დაგვტოვოს და ნებისმიერ წამს დაგვაჭრის ფრთებს.
ვერ შეეწინააღმდეგები რეალობას,ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ წარმოსახვით სამყაროში.
შეეგებე ტკივილს,იგრძენი და ხელი ჩაჰკიდე,ძლიერია,არა?
სულს და გულს გიწვავს,ხომ?
ვიცი,გაივლის.
ტკივილი გაყუჩდება ნელნელა,ისევ ავფრინდებით და დავეხთქებით ბევრჯერ,თუმცა ერთხელაც მიწაზე გამართული დავდგებით და ილუზიიდან გამოსვლა ძალიანაც არ დაგვანაღვლებს.
ასეთია ცხოვრება,ვარდის ეკლებით მოფენილი,რომლის სურნელიც გათრობს,მაგრამ ეკლები არ იშურებენ გატკინონ.
- ბარბარა..
უნივერსიტეტის წინ,კიბეებზე ჩამომჯდარ მაშარელს გვერდი დაუმშვენა ნინამ,მის ტელეფონს ჩახედა,რომელსაც მეგის ჩათი ჰქონოდა გახსნილი და თავის ახალ ჩანახატს უგზავნიდა.
ნინამ ღიმილით,თუმცა მაინც გაკვრივებით შეხედა კიდევ ერთხელ ბარბარას და ხელი ხელზე მოჰკიდა.
- რას აკეთებ,ბარბი? კარგად ხარ?
- ჰო. მეგის ვწერ,ჩვენ ხომ იცი..სულ ასე ვუგზავნიდით ერთმანეთს ჩვენს ჩანახატებს საიდუმლო სასაუბროში.
როდესაც გამოჩნდება,გამიბრაზდება თუ მიწერილი არ დახვდა რაიმე,დარწმუნებული ვარ გამპუტავს..ჯობია შენც მიწერო..
გაეღიმა ბარბარას,რომელსაც არც ისე დამაჯერებელი ტონი ჰქონოდა.
ბიჭებისკენ გაიხედა ნაღვლიანად,შემდეგ კი ისევ ნინას გახედა,ღიმილით.
- ისევ იჩხუბეთ?
- არ ვიცი,გულს მტკენს ნიკუშა..მასთან ყოფნა და მასთან არყოფნაც მტკივნეულია..არ ვიცი,როგორ გითხრა..ორივე შემთხვევაში გული ორად მეყოფა,გესმის? ჩემი ადამიანი არ არის..ჩემი არ ესმის,მაგრამ მიყვარს.. ასე ხომ ძნელია?
- ნიკუშასაც უყვარხარ.
ბარბარამ თავი გააქნია.
- ისე არა,როგორც მე.
- ეს მხოლოდ შენ გგონია,შეხედე,შენკენ იყურება სულ.
- კარგი,დაივიწყე,ლექციაზე შევიდეთ?
- ჰო,აიღე ჩანთა,არ დაგრჩეს.
ფეხზე წამომდგარმა ნინამ ჩანთისკენ ხელით ანიშნა დაქალს,რომელიც ქურთუკს ისწორებდა და სწორედ მაშინ შემოუხვია შავი ფერის მანქანამ,გოგონების წინ ფრთხილად გააჩერა და სიგნალით ანიშნა ბარბარას,მისულიყო.
- ვინ არის?
ერთი კიბით ქვემოთ ჩამოდგა ფურცელაძე და მაშარელს მხარზე გამოჰკრა ხელი,ბარბარას მზერა შესცვლოდა,დაქალს ანიშნა შენობაში შესულიყო,თავად კი რამოდენიმე კიბე ჩაირბინა და ღია კარში მთელი ტანით გადმოწეულ თაბაგირის სახეს შეეჩეხა.
- აქ რა გინდა? რატომ მოხვედი?
ანერვიულებულმა ყურაშვილისა და მისი ძმაკაცებისკენ გაიხედა,მზერა კი კვლავ დიმიტრის უბოძა და მანქანის კარს მიუახლოვდა ოდნავ თავდახრილი.
- როგორ ხარ?
- ნორმალურად.
მხრები აიჩეჩა მაშარელმა.
- შეიძლება რომ გთხოვო,მანქანაში ჩაჯდე და გამომყვე? მნიშვნელოვანი საქმე მაქვს..
- არა,რა თქმა უნდა! მგონი კარგად ვერ გაიგეთ ჩემი ნათქვამი!
არ მინდა თქვენთან სიახლოვეს ყოფნა..არ მინდა რამე მაკავშირებდეს თქვენთან..ღმერთო ჩემო,რა დავაშავე?!!!
- მაშკა,მართლა სერიოზული საქმე მაქვს..
- ბარბარა,ბარ-ბა-რა!
ტუჩების მკაფიო მოძრაობით დაუმარცვლა თავისი სახელი,რაზეც მამაკაცს ღიმილი შეეპერა ტუჩის კუთხეში,თუმცა სახე კვლავ დაუმწუხრდა.
- ვიცი..შენი შეყვარებულია აქ..არ გინდა ნახოს როგორ უჯდები უცხო ტიპს მანქანაში..მაგრამ დარწმუნებული ვარ,მიზეზს როცა გაიგებს,აღარ გაგიბრაზდება.
- საიდან იცით ვინ არის ჩემი შეყვარებული?
- მაშკა!! ჩაჯექი მანქანაში!
ბარიტონი მეტად დაუბოხდა და გაუმკაცრდა თაბაგირს.
- არა მეთქი!
ზურგი შეაქცია და კიბეებზე ასვლა დააპირა თუ არა,მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა,მკლავში ხელი წაავლო და მისკენ მიატრიალა.
- მეგის ეხება საქმე,მანქანაში ჩაჯექი.
გთხოვ.
- რაა?
უძირო თვალებში ჩახედა მაშარელს,რომელიც სახეარეული იყურებოდა აქეთ იქით,ხან მას უყურებდა,ხან კი ნიკუშასკენ აპარებდა თვალს.მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ხმაც არ ამოუღია,მამაკაცის ძლიერი ტორიდან დაიხსნა თავი,კარი გააღო და მანქანაში თავისივე ნებით ჩაჯდა.
თაბაგირმა ყურაშვილს გაუსწორა მზერა,თვალი ჩაუკრა ისე,რომ მაშარელს არც დაუნახავს,საჭე დაიკავა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.მთაწმინდისკენ კლაკნილ გზებს აჰყოლოდა თაბაგირი მანქანის ღმუილით,ერთერთ მაღლობზე დაეტორმუზებინა,ღვედი შეეხსნა და ხელებგადაჯვარედინებული ბარბარასთვის შეევლო თვალი.
- ვერაფერი გავიგე..
სუჩუმე ბარბარას ხავერდოვანმა ხმამ დაარღვია..რა იცი მეგის შესახებ..საერთოდ საიდან გაქვს ჩემზე ამდენი ინფორმაცია?
- აბა კარგად დაფიქრდი.
წარბები შეკრა თაბაგირმა და ისე მოლოდნელად გადმოიხარა მაშკასკენ,წამით სუნთქვაც შეეკრა.
- ისუნთქე,მაშკა..
- ნუ მაბნევ..რა ხდება? სად არის მეგი?
თვალები აუწყლიანდა და თაბაგირს ჩახედა თვალებში..დიახ,პირველად ჩახედა თვალებში ასე მოურიდებლად..ასე გულრწფელად..
ინტერესმა სძლიეს თვალებს,რომლებსაც სწყუროდათ მისი ნაკვთებიც შეეთვალიერებინათ,"ბარემ"...
თუმცა,ხედავდა,რამდენად უხეში,თუმცა ამავდროულად უნაკლო ნაკვთები ჰქონოდა..ქვედა ტუჩი,ზედაზე ბევრად დიდი და გაბუშტული..მოვარდისფრო,მაგრამ არც ვარფისფერი..წვერი,დაბალზე..ისევე,როგორც თმა.
საბოლოოდ,როცა ნაცნობმა თვალებმა უცნობის ნაკვთები თავისდაუნებურად შეისწავლეს,თავად მაშარელი კითხვაზე პასუხს ელოდა..გული აჩქარებოდა,რადგან ავისმომასწავლებლად ჩამოწოლილიყო სიჩუმე..
- მინდა,ჩემს გვერდით იყო,როცა ამას გაიგებ..
მაშკა..
მეგი..
აღარ არის..
- რა?! რა აღარ არის?!
მამაკაცს მზერა შეეცვალა,როცა ბარბარას მომცინარი სახე დაინახა..იმდენად გულიანად იცინოდა,სახეზე ხელებსაც კი იფარებდა..უცებ,გაჩუმდა.
სახიდან ხელები ნელნელა ჩამოუშვა..
ბაგეები ერთმანეთს თავისით დაშორებოდა და წამოგორებულ ცრემლსაც თავისით გაეკვალა გზა ყვრიმალებისკენ...
- მეგი?
კარს მთელი ძალით დაეჯაჯგურა,ფეხმორთხმით გადმოვიდა ავტომობილიდან..რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა მაშინვე წაბარბაცდა და რომ არა თაბაგირის ხელები,მაშინვე ძირს დაენარხებოდა.
- ვერ ვსუნთქავ.. ვერ ვსუნთქავ..არა..მეგი..შეუძლებელია..არ დამტოვებდა..მეგიი...
მეგობრის სახელი დაიყვირა და ერთიანად ჩაიკეცა,რომელიც კვლავ დიმიტრიმ წამოაყენა და მის მკერდზე მიიკრო.
ფართხალებდა,მისი ტორებისგან დახსნას ცდილობდა..მოთქვამდა მთელი არსებით..ჯერაც ვერ დაჯერებულ ნათქვმს და ათას კითხვას კვლავ ტკივილი ფარავდა და ვერც ხმას იღებდა.თაბაგირი კვლავ ძლიერად იჭერდა ხელებში,თვალებს ხუჭავდა და მაშკას ყოველი ცრემლი მის გულში ეწვეთებოდა..მის ტკივილს იზიარებდა და როგორც კაცს,უჭირდა ამ ემოციის გამოხატვა,თუ რამდენად სტკიოდა მასაც,მისი ტკივილი.დამშვიდდი,პატარავ..გთხოვ,დამშვიდდი..თავზე კოცნებით ჩასჩურჩულებდა და ხელს არაფრის დიდებით უშვებდა. ცდილობდა მანქანისკენ მიეყვანა,მაგრამ მიწაზე ფეხს ისე უსულოდ ათრევდა,ამის ყურება აღარ შეეძლო თაბაგირს...
მაშინვე ხელში აიტაცა,როცა გონების დაკარგვამდე მივიდა მაშარელი,მანქანის კარები ცალი ხელით გააღო და ფრთხილად მიაწვინა სავარძელზე.
- დედას შევე*ი!!!
კაცმა თავზე ხელები შემოიწყო...
რამოდენიმე წამში თავადაც დაიკავა საჭე და სამხარაძის ნომერი აკრიფა

* *
- ბატონო პრეზიდენტო,პირველ ლედის თქვენთან საუბარი სურს,ვუთხრა შემოვიდეს?
ჯერ კიდევ ბრაზისგან ლავირით დაჭიმული ტყავის სავარძელს ზურგით მიკრობოდა და შუშასავით ქცეული თვალებით გაჰყურებდა მის წინ მდგომ პატარა ბენდელიანს,რომელიც შიშისგან იწურებოდა,ცრემლებს ყლაპავდა და ცდილობდა,არ ეჩვენებინა მისი თვალები.
- აქედან გაეთრიე და სანამ კაბინეტში მარტო არ ვარ არავინ გაბედოთ შემოსვლა!!!
მაგიდაზე ხელები ძლიერად დაარტყა და თვალები გააყოლა ახალგაზრდა გოგონას,რომელიც უკანმოუხედავად გარბოდა კაბინეტიდან.
მზერა კვლავ გოგონასკენ მიაპყრო,წარბშეკრული,ფეხზე წამოდგა,რაზეც ნატალია მეტად დაზაფრულიყო და რამოდენიმე ნაბიჯით უკან-უკან წასულიყო.
- აქ დაეგდე!!!
ხელის კვრით დივანზე მიაგდო,სახეში სილა მთელი ძალით გააწნა..კანი ისე ახურებოდა,მაშინვე წასკდა ცრემლები ბენდელიანს. სახეზე თმა ჩამოშლოდა,რომელიც არც კი ცდილობდა გადაწევას,ვერც ბედავდა და სძულდა კიდეც შეეხედა მის წინ მდგომი მამისთვის,რომელიც ასე გამეტებით ურტყამდა.
- მადლობა თქვი..მადლობა თქვი რომ ისე ვერ გიმეტებ როგორც საჭიროა..არავის ვათქმევინებ პრეზიდენტის შვილი დალურჯებული დადისო..გასაგებიაა?!!
ფეხზე აეთრიე! აეთრიე მეთქი პატარა კახპა!!
ყბებში თითები მთელი ძალით წაავლო,რომელიც სხეულს ვერ იმორჩილებდა და აფართხალებული ძლივს იდგა მამაკაცის წინ.
- გადაწყვიტე,მამაშენისთვის გეღალატა..თვალებში ნაცარი შეგეყარა..იმ ახ*ვარ თაბაგირს კი ყველანაირ გაგებულ ინფორმაციას აწვდიდი..თავიც კი ახმარინე,როგორც პრეზიდენტის შვილმა..ფუ შენი..
სახეში სილა კვლავ გაარტყა,რაზე წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა გოგონამ და იატაკზე,მის ფეხებთან დავარდნილიყო.
თმაში წაევლო ხელები და ყურში,თითქმის ყვირილით ჩაეძახა:
- შენი გართობა დამთავრდა.
ახლა გათხოვდები იმაზე,ვისზეც მე გეტყვი,გააკეთებ იმას,რასაც დაგავალებენ და ჰაერსაც ვერ ჩაყლაპავ ჩემი ნებართვის გარეშე..აქედან დაახვიე!!!! სწრაფად!!!
- ლერი!!!
კარის მიმართულებით დაიღრიალა პრეზიდენტმა,რომელმაც ძირს დაგდებული გოგონასკენ ანიშნა დაცვის ბიჭს,კაბინეტიდან გაეყვანა.
ჰალსტუხი ყელიდან გამოეგლიჯა და უმისამართოდ მიეგდო,უჯრიდან დამამშვიდებელი აბების ფლაკონი ხელის კანკალით გადაეყლაპა და სენსორიანი მოწყობილობა ცალი ხელით დაეჭირა.
- თაბაგირი უნდა მოკვდეს!!
ბრძანება გაეცა და პასუხიც არ მოისმინა,ისე მოისროლა ტელეფონიც,სავარძელში ჩაჯდა,ჯერ კიდევ სუნთქვაარეული ნერვიულად ისრესდა სახეზე ხელებს და აჩქარებული პულსი მოდუნების საშუალებას წამითაც არ აძლევდა.








მოვედი..ცოტა არ იყოს მეტად დრამატული ახალი თავით:)) შენიშვნები იმედია გათვალისწინებულია..
კვლავ ველი თქვენს შეფასებებს სულმოუთქმელად... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ



№1  offline მოდერი abezara98

აი, საიდან დავიწყო, რომელი გამოვლანძღო ისიც კი არ ვიცი, იმდენად მიშლიან ნერვებს და თან სულ მამრობითი სქესის პერსონაჟები. რა ხართ ასეთი აუტანლები, გამაგებინებს ვინმე? unamused smile ნიკუშა იწყებს, ივა თუ ვიღაც ჭირი აგრძელებს და ბატონი პრეზიდენტი ხომ საერთოდ აგვირგვინებს expressionless არა, უბრალოდ გამაგებინებს ვინმე, რანაირი შეყვარებულია თუ გოგოს არც მხარში უდგას როცა სჭირდება, არც ამსვიდებს და იმდენსაც ბედავს და აქეთ ეჩხუბება, მეგისთან ერთად რამ წაგიყვანაო. ვაიმე, მეტი არ მინდა, თაბაგარმა დროზე არ ჩამოაშოროს ეს უტვინო რწყილი unamused
ისე, თაბაგარზეც იმდენად ვარ აღრენილი, ოხ, ეს მექალთანე-მეთქი, წამით ისიც კი ვიფიქრე, ელენასთან ეს იყო მიბრძანებული და უნდა მეხოხიალებინა სახით იატაკზე, მაგრამ გადამირჩა smile ისე, იასონისა და ელენს ისტორიამ დამაინტრიგა და მართლა გული დამწყდება, ბოლოს ერთად რომ არ დარჩნენ. რაღაცნაირად ცეცხლოვანი წყვილია და შეეფერებინ ერთმანეთს blush ისე ეს თაბაგარიც კარგი მყავს. უკვე მიეჭვიანებს ნიკოლოზს. მასე გააგრძელე დიმიტრი და ბენდელიანი თუ ვერა ეგ მოგიღებს ბოლოს გოგოს ახევის გამო smile არადა ვხვდები, ესეც მაგას ელოდება, რომ გაგლიჯოს თავმომწონე ნიკუშა ცემაში smirk
მე კი იმას ველოდები, ბენდელიანს ვინ გაგლეჯს შუაზე. ეგ დამპალი კაცი ეგ! შვილზე როგორ ასწია ხელი?! ვისი საყვარელიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მისი მხარე უნდა დაეჭირა, მის წინააღმდეგ კი არ უნდა წასულიყო unamused გაათხოვებს თურმე. მაგას გაათხოვებს სიკვდილზე თაბაგარი, ხელში ჩაიგდოს ჯერ!
შენ კი მოუთმენლად გელოდები სიხარულო heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
აი, საიდან დავიწყო, რომელი გამოვლანძღო ისიც კი არ ვიცი, იმდენად მიშლიან ნერვებს და თან სულ მამრობითი სქესის პერსონაჟები. რა ხართ ასეთი აუტანლები, გამაგებინებს ვინმე? unamused smile ნიკუშა იწყებს, ივა თუ ვიღაც ჭირი აგრძელებს და ბატონი პრეზიდენტი ხომ საერთოდ აგვირგვინებს expressionless არა, უბრალოდ გამაგებინებს ვინმე, რანაირი შეყვარებულია თუ გოგოს არც მხარში უდგას როცა სჭირდება, არც ამსვიდებს და იმდენსაც ბედავს და აქეთ ეჩხუბება, მეგისთან ერთად რამ წაგიყვანაო. ვაიმე, მეტი არ მინდა, თაბაგარმა დროზე არ ჩამოაშოროს ეს უტვინო რწყილი unamused
ისე, თაბაგარზეც იმდენად ვარ აღრენილი, ოხ, ეს მექალთანე-მეთქი, წამით ისიც კი ვიფიქრე, ელენასთან ეს იყო მიბრძანებული და უნდა მეხოხიალებინა სახით იატაკზე, მაგრამ გადამირჩა smile ისე, იასონისა და ელენს ისტორიამ დამაინტრიგა და მართლა გული დამწყდება, ბოლოს ერთად რომ არ დარჩნენ. რაღაცნაირად ცეცხლოვანი წყვილია და შეეფერებინ ერთმანეთს blush ისე ეს თაბაგარიც კარგი მყავს. უკვე მიეჭვიანებს ნიკოლოზს. მასე გააგრძელე დიმიტრი და ბენდელიანი თუ ვერა ეგ მოგიღებს ბოლოს გოგოს ახევის გამო smile არადა ვხვდები, ესეც მაგას ელოდება, რომ გაგლიჯოს თავმომწონე ნიკუშა ცემაში smirk
მე კი იმას ველოდები, ბენდელიანს ვინ გაგლეჯს შუაზე. ეგ დამპალი კაცი ეგ! შვილზე როგორ ასწია ხელი?! ვისი საყვარელიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მისი მხარე უნდა დაეჭირა, მის წინააღმდეგ კი არ უნდა წასულიყო unamused გაათხოვებს თურმე. მაგას გაათხოვებს სიკვდილზე თაბაგარი, ხელში ჩაიგდოს ჯერ!
შენ კი მოუთმენლად გელოდები სიხარულო heart_eyes heart_eyes

თაბაგირის სახით ხოხიალზე გულიანად ვიცინე joy joy როგორ გაიფუჭა სახელი მაგ ქალების მუსუსმა..მგონი ყოფილმა მუსუსმა.. joy joy იასონის და ელენას ისტორიაც იქნება დეტალურად... heart_eyes
გეთანხმები მამამ შვილს მხარი უნდა დაუჭიროს..ზოგადად,მშობელმა..მაგრამ ძალაუფლება ადამიანს ადამიანობას აკარგვინებს ამიტომ.. disappointed
აბა შემდეგ თავამდე kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი stumari

Mokled ar vici ra vqtva erti didi afetqeba iyo es tavi...ise aqamde ubralod tvals vavlebsi iasons da axla magas da elenas gulshematkivari var rogori cecxlovani wyvilia netav ra moxda mat shoris aseti? Aucileblad gagvagebine. Am nikusham tbini waigo an ratom uyvars am gogos es idioti droze chaigdos xelshi chvenma kacma es gogo da datovos xaxamshrali yurashvili. Benseliani kidev mezizgeba rogor awia chvilze xeli arakaci! mokled gelodebi oqros gogo xar

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

stumari
Mokled ar vici ra vqtva erti didi afetqeba iyo es tavi...ise aqamde ubralod tvals vavlebsi iasons da axla magas da elenas gulshematkivari var rogori cecxlovani wyvilia netav ra moxda mat shoris aseti? Aucileblad gagvagebine. Am nikusham tbini waigo an ratom uyvars am gogos es idioti droze chaigdos xelshi chvenma kacma es gogo da datovos xaxamshrali yurashvili. Benseliani kidev mezizgeba rogor awia chvilze xeli arakaci! mokled gelodebi oqros gogo xar

მადლობა ჩემო კარგო:* კი აუცილებლად გაიგებ რა მოხდა იასონსა და ელენას შორის,რა თქმ უნდა!:*

 


№5  offline წევრი onlyifyou

ძალიაან კარგია,ველი შემდეეგს heart_eyes

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

onlyifyou
ძალიაან კარგია,ველი შემდეეგს heart_eyes

მადლობა საყვარელო kissing_heart blush

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთო

თხრობის ეს სტილი რატომ გაქვს შერჩეული? მე პირადად კითხვის დროს დისკომფორტს მიქმნის და ბოლომდე მიჭირს ისტორიის შეგრძნება. ინტერესი რა თქმა უნდა არ გამნელებია. სულ ველოდები ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent